აღმოსავლური შეგონება 1:
ადამიანი სიყვარულის თვით განხორციელება უნდა გახდეს. როდესაც იგი სიყვარულითაა აღვსილი, მთელი სამყარო სიყვარულით სავსე ხდება. სანამ იგი სიძულვილითაა აღვსილი, მთელი სამყარო სიძულვილით მოცული ეჩვენება მას. როდესაც სიყვარული გაიმარჯვებს, სიკეთისა და ბოროტების დუალიზმი გადალახულ იქნება და ღვთაებრივთან ერთიანობის ბედნიერების განცდა მოხდება.
სხეული უნდა ვალის შესასრულებლად გამოიყენოთ, მაგრამ ზედმეტად არ უნდა მიებათ მას.
ვერც გულმოწყალება, ვერც მსხვერპლად შეწირვა,
ვერც განდეგილობა, ვერც საღვთო წერილების ცოდნა,
ვერც ღრმა მეცნიერული კვლევა,
ვერაფერი შეედრება
გრძნობებზე კონტროლის ძალას.
რა არის ცხოვრება? რა არის უმაღლესი მიზანი? ადამიანი უნდა ჩაუკვირდეს ამ ძირითად კითხვებს. თუმცა მას ჰგონია, რომ მისი უმაღლესი მიზანი საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრისა და შთამომავლობის არსებობაა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რამდენადმე აუცილებელია. მაგრამ ეს მხოლოდ არსებობას ეხება და ცხოვრების უმაღლეს მიზანთან არავითარ კავშირში არ იმყოფება. ჩვეულებრივი ცხოვრების პარალელურად ადამიანმა უმაღლეს მიზანს უნდა მიაქციოს ყურადღება.
რატომ ხდება არახელსაყრელი მოვლენები? მხოლოდ იმისთვის, რომ სიკეთეს დაეხმაროს. მათ გამწმენდი ეფექტი გააჩნიათ. ამაღლება და დაცემა ბუნებრივი მდგომარეობებია. როდესაც ასეთი მოვლენები ღვთაებრივთან უშუალო კავშირში ხდება, ისინი უნდა განიხილოთ როგორც პრელუდია რაღაც ამაღლებულისა და დიადისაკენ.
ვინც ღმერთის შეცნობისკენ ისწრაფის, მან უნდა სიმტკიცე იქონიოს და ღიმილით გადაიტანოს შეურაცხყოფა, გულისტკივილი და წამება.
ვისი გულიც თანაგრძნობით სავსეა, ვისი ხელებიც სხვების მსახურებასაა მიძღვნილი, ვისი სხეულიც მუდამ სხვებს ეხმარება, მისი ცხოვრება კურთხეული, კეთილშობილური და აზრით სავსეა.
ადამიანები გონებას იფუჭებენ. რელიგია წახდენილი არ არის. დღეს გონებათა ტრანსფორმაციაა საჭირო და არა ადამიანებისა. როდესაც გონება გარდაიქმნება, ადამიანები ავტომატურად შეიცვლებიან კარგისკენ. ადამიანის ცხოვრება ისე ეწყობა, როგორც მისი გონება ''ფიქრობს''. დღეს ადამიანებმა აზრებისა და გრძნობების სიწმინდეს უნდა მიაღწიონ.
ადამიანის ხასიათის ცუდი თვისებები საკვებისა და სხვა ჩვეულებების შედეგია და ატმადან არ მომდინარეობს. ისეთი მანკიერებები, როგორიცაა ჟინი, მრისხანება, შური და სიამაყე, არასწორი კვების, შეუფერებელი კამპანიის შედეგია და გარეშე ფაქტორთა პროდუქტებს წარმოადგენს. ისინი შიგნიდან არ ჩნდება. მაგრამ ისეთი თვისებები, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა, სხვების მიმართ პატივისცემა, შინაგანი ''მე''-დან წარმოიქმნება. ეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებია. ადამიანები ამ ღირებულებებს ივიწყებენ და ცხოველურ მიდრეკილებებს მიჰყვებიან, მათგვარი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს არ არის სწორი. ისინი ისე უნდა ცხოვრობდნენ, რომ თავისი ადამიანური წოდება მუდამ ახსოვდეთ.
აღმოსავლური შეგონება 2:
სიმდიდრე შეიძლება მოვიდეს და წავიდეს. ძალა შეიძლება იზრდებოდეს ან ილეოდეს. სამყაროში შეიძლება ყველაფერი გაქრეს. მაგრამ არის ერთი რამ, რაც უხრწნადი და მარადიულია. ეს არის ღვთაებრივი სიყვარული. სიყვარულის ყველა დანარჩენი ფორმა ნამდვილ სიყვარულს არ წარმოადგენს. ეს დროებითი, ამქვეყნიური მიბმულობებია, რომლებიც ფიზიკურ, საზოგადოებრივ და სხვა სურვილებზეა დამყარებული.
სიყვარული ყოველ ადამიანში იმყოფება როგორც ნათება, რომლითაც მისი გრძნობებია მონიშნული. სიყვარული ცხოვრებაა და ცხოვრება სიყვარულია. ისევე, როგორც ცეცხლისთვის წვა და წყლისთვის გაგრილება ბუნებრივია, ასევე ადამიანისთვის სიყვარული ბუნებრივია. მის გარეშე იგი ადამიანად არსებობას წყვეტს.
სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ეს თვით ცხოვრების სუნთქვაა. ჩვენ პატარა ხეს დიდი სიყვარულით ვზრდით. როდესაც იგი იზრდება და ბოლოს და ბოლოს გამხმარ ხედ იქცევა, ყოველგვარი შეცოდების გარეშე ვჭრით მას. რა დიდი სიყვარულით ვუვლიდით პატარა ხეს! ვზრდიდით, სანამ მასში სიცოცხლე იყო. როდესაც იგი ხმელი და უსიცოცხლო გახდა, მისდამი ჩვენი სიყვარულიც დასრულდა. დედა ბავშვობიდან გვიყვარს, რომელმაც დაგვბადა და გაგვზარდა. მაგრამ როცა კვდება, მარხავენ და მასზე მიბმულობას არ განიცდიან. რა არის ის, რაც წინათ გვიყვარდა? ჩვენ ცოცხალი არსება გვიყვარდა. ამრიგად, სიყვარული და სიცოცხლე ურთიერთდაკავშირებულია.
ამჟამად ადამიანებს მიდრეკილება აქვთ დაივიწყონ სიყვარულისა და სიცოცხლის ურთიერთკავშირი. სიყვარული დღეს პირად ინტერესებშია შერეული. ყოველი ადამიანის ცხოვრების ხეზე არის სიყვარულის ნაყოფი. ამ ნაყოფით რომ დავტკბეთ, ჯერ ქერქი უნდა მოვაცილოთ მას. ასევე თესლებიც ნდა მოვაცილოთ. ამის შემდეგ ტკბილი წვენი შეგვიძლია დავლიოთ. ცხოვრების ხის ნაყოფის ქერქი აჰამკარაა (ეგოიზმია). თესლები – ადამიანის პირადი სურვილები. როდესაც ეგოიზმი და პირადი სურვილები მოცილებულ იქნება, სიყვარულის წვნით დატკბობა შესაძლებელი გახდება. უპანიშადები ამ სიყვარულს აღწერენ როგორც `ტკბილ წვენს, რომელიც არის ამრიტამ და უმაღლესი ბრაჰმანი~. ეს ნიშნავს, რომ სიყვარულის ნექტარი არის ჭეშმარიტად ბრაჰმანი (ღმერთი). ეს თვით ცხოვრებაა. ეს არის ღვთაებრივი ნათება – ტეჯასი.
აღმოსავლური შეგონება 3:
ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ და მხოლოდ ჰრიდაიას (გულს) ეხება. დღეს ადამიანი ასეთ უცვლელ და მარადიულ სიყვარულს უარყოფს. იგი დროებით ცდუნებებს მისდევს და დროს ტყუილად კარგავს. იგი, წუთიერ წვრილმან სიამოვნებებსაა გამოკიდებული, უაზროდ დაეხეტება და ყოველგვარ მწუხარებაში ვარდება. მას თავისი ჭეშმარიტი გზის პოვნა მხოლოდ სულიერი განათების ძიებაში შეუძლია. სულიერება რიტუალური ღვთისმსახურებით არ შემოიფარგლება. იგი ცხოველური თვისებების მოცილებას მოითხოვს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაჩნდება ადამიანში წმინდა გრძნობები. ეს ნამდვილი სულიერებაა. ყველა არსება ღმერთის შვილად ჩათვალეთ. ბოროტ ნებას ნუ გამოავლენთ. სწორედ სიძულვილისა და ბოროტი ნების გამო ჩაერთო კაცობრიობა ძალადობასა და სისხლის ღვრაში. ადამიანის სისხლი თავდაპირველად სუფთა, ღვთაებრივი და უმწიკვლოა. ამის მიმართ არასწორი დამოკიდებულება ცხოველური ან დემონური ნატურის ნიშანია.
სიყვარული ყოველი ადამიანის უდიდესი თვისებაა. როდესაც სიყვარული არ არის, თავს წამოყოფენ ისეთი ბილწი თვისებები, როგორიცაა სიძულვილი და ეჭვი. თქვენი ცხოვრების სუნთქვად აქციეთ სიყვარული.
აღმოსავლური შეგონება 4:
ადამიანები თავის სარწმუნოებას უმაღლესად თვლიან და სხვა სარწმუნოებებს დასცინიან. ამის უფლება არავის აქვს. ძალიანაც თუ აფასებთ თქვენს სარწმუნოებას, უნდა გაიგოთ, რომ სხვებსაც აქვთ უფლება თავის სარწმუნოებას აფასებდნენ. შეგიძლიათ ღრმად პატივს სცემდეთ თქვენს რელიგიას. ეს ასეც უნდა იყოს. მაგრამ ნუ აკრიტიკებთ და ნუ შეიძულებთ სხვა ადამიანთა რელიგიას. სამწუხაროდ ხალხმა სხვა რელიგიების მიმართ პატივისცემის გრძნობა დაკარგა. თუ ამას ყველა გაიგებს, მსოფლიოში კონფლიქტებსა და უთანხმოებებს ადგილი არ ექნება.
დღეს ადამიანები ერის დაცვაზე ლაპარაკობენ. ერი დაცვას არ საჭიროებს. თუ ჭეშმარიტებას და მართლქმედებას იცავთ, ერი ავტომატურად იქნება დაცული. ერის დაცვის საბაბით ბომბები და იარაღი გროვდება, რომლებიც ერს შლის.
ყველა უბედურების ფესვი ადამიანის ეგოიზმია. საკუთარ ინტერესებზე ზოგიერთი ზრუნვა გამართლებულია. მაგრამ რაც ბუნებრივ ზღვრებს სცილდება, უბედურება ხდება. ადამიანს გარჩევის უნარი აქვს მიცემული, რათა თავისი სურვილების კონტროლი შეძლოს. ეს უნარი იმაში უნდა გამოიყენოთ, რომ ყოველი შემთხვევის დროს გადაწყვიტოთ, არის თუ არა მოქმედება გამართლებული.
ნურავის მიმართ ნუ გექნებათ ცუდი გრძნობები. ისინი თქვენ უფრო მეტად გავნებენ, ვიდრე სხვებს. როგორც ანდაზა ამბობს ტელუგუზე: ''მრისხანება შენი მტერია, სიმშვიდე - მეგობარი და ძმა. ბედნიერება შენი სამოთხეა, მწუხარება – შენი ჯოჯოხეთი''. განავითარეთ წმინდა და სუფთა გრძნობები. ჩვენ ადამიანთა დაბადების დღეებს ვზეიმობთ. მაგრამ ჭეშმარიტი დაბადების დღე მაშინაა, როდესაც ადამიანში კარგი აზრები იბადება.
გაგრძელება იქნება
Alpha
აღმოსავლური შეგონება 6:
ადამიანი ყოველთვის ცდილობს თავისი ნაკლოვანებები დამალოს, როგორც სირაქლემა, რომელიც თავს ქვიშაში მალავს იმ იმედით, რომ მონადირე ვერ დაინახავს მას. მაგრამ მონადირესთვის სირაქლემა იოლი ნადავლი ხდება. ზუსტად ასევე, ეგოთი და ბოროტებით აღვსილი ადამიანი ფიქრობს, რომ მისი აზრები არავისთვის ცნობილი არ არის. მაგრამ ადამიანის გონება გრამაფონის ჩანაწერს ჰგავს. მისი კარგი და ცუდი აზრები მის სახეზე აისახება, თუმცა თვითონ ამას ვერ ამჩნევს. მაგრამ ნებისმიერი გარეშე დამკვირვებელი ამას ადვილად შენიშნავს. ბოროტი აზრებით აღვსილი ადამიანის სახე ძველ თიხის დოქს ჰგავს. სახე ეკრანი ხდება, რომელიც გვიჩვენებს იმას, რაც გონებაში ხდება.
როგორც აზრები მოქმედებებს გამოიწვევს, ასევე ადამიანის ქცევა და ლაპარაკი გონების მიდრეკილებებზე ახდენს გავლენას და კარგი ან ცუდი იმპულსების აღძვრას უწყობს ხელს. ადამიანი ფიქრობს, რომ არავის შეუძლია მისი აზრების ცოდნა. იგი თავს იკატუნებს, რომ გარშემომყოფნი მისთვის სასიამოვნო ადამიანებია, ფარულად კი მათზე ცუდი აზრები აქვს. მაგრამ ფაქტიურად სხვებს კი არა, საკუთარ თავს ატყუებს, ვინაიდან როდესაც თავში ცუდ აზრებს ატარებს, იგი დეგრადაციას განიცდის.
ადამიანის გულის ბუნებრივი მდგომარეობა სისუფთავეა. მაგრამ როდესაც ბოროტი აზრების შხამიან გველებს ნებას რთავს შიგნით შევიდნენ, ადამიანი თავის თავში მღელვარებას უშვებს.
როგორ შეიძლება ადამიანი წყნარად იყოს იმ სახლში, სადაც გველი დასახლდა? გონებაში ცუდი აზრები სახლში მყოფ შხამიან გველებზე უარესია. აბსოლუტურად არავითარი ადგილი არ უნდა მივცეთ ბოროტ აზრებს.
დღეს ადამიანებს არ ესმით გონების უდიდესი ძალა. ხუთი ელემენტი, ხუთი სასიცოცხლო სუნთქვა, გრძნობათა ხუთი ორგანო, ხუთი გარსი – ყველა ისინი გონებაზეა დამყარებული. სწორედ იმის გამო, რომ გონების გიგანტური სიმძლავრე არ ცნობიერდება, ადამიანური ცხოვრება იშლება. ადამიანი დაბლა აყენებს გონებას და საკუთარი თავის დეჰუმანიზაციას ახდენს, ცხოველის ან დემონის მსგავსად იქცევა. როცა ადამიანი ხედვას აფართოებს, მას შეუძლია თავისი ღვთაებრიობა გააცნობიეროს.
თუ გსურთ, რომ ერი ვითარდებოდეს და პროგრესირებდეს, თუ ღვთაებრიობის გამოცდილებისაკენ ისწრაფით, რომელი ღვთაებრიობაც მთელ კოსმოსს გამსჭვალავს, კარგ აზრებს უნდა უფრთხილდებოდეთ და ზრდიდეთ. ნუ მოეპყრობით აზრებს როგორც რაღაც უმნიშვნელოს. ვეებერთელა ბანიანის ხე პატარა თესლიდან იზრდება. ტელუგუს ენაზე არის ანდაზური თქმა, რომ პატარა გველსაც კი დიდი ჯოხი უნდა ურტყა. ასევე, ცუდ აზრს, პატარასაც კი, კი უნდა მოერიდო.
დასაწყისი ამ თემიდან.... http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=920&st=600
გაგრძელება იქნება................
აღმოსავლური შეგონება 7:
სამყაროში ყოველ პადართჰაში (ობიექტში) უცვლელად იმყოფება პარართჰა (ტრანცენდენტული). პადართჰა გრძნობებით აღიქვება. პარართჰა მასში იმყოფება როგორც ენერგია. მიუხედავად იმისა, რომ პადართჰა (მატერია) და პარართჰა (ენერგია) ორ სხვადასხვა არსებად გვეჩვენება, მათი ერთიანობა შეადგენს ღვთაებრივ საწყისს, რომელიც კოსმოსში იმყოფება. ენერგია არის ფაქიზი საფუძველი, მატერია – მისი უხეში გამოსახვა. ისინი განუყოფლადაა ერთმანეთთან დაკავშირებული. გიტა მათს ურთიერთდამოკიდებულებას აღწერს როგორც ქშეტრა (ველი) და ქშეტრაჯნია (ველის მცოდნე). მთელი ბუნება ქშეტრაა. ქშეტრაჯნია არის ის, ვინც მთელ ბუნებას გამსჭვალავს და აცოცხლებს მას. ქშეტრაჯნიას (მცოდნის) გარეშე ქშეტრას არსებობა არ შეუძლია. ქშეტრას გარეშე ქშეტრაჯნია ვერ აღიქვება. ბჰაგავად გიტაში კრიშნა ამტკიცებს: ''მიცან მე, როგორც ქშეტრას მცოდნე''.
ამასთან დაკავშირებით უნდა გავიგოთ, რომ სწორედ გონების სიმძლავრის წყალობით ხდება შექმნა, შენარჩუნება და მოშლა კოსმოსში. ეს ჭეშმარიტება ბრაჰმა სუტრაში შემდეგნაირადაა გამოსახული: ''ტატ ჯალან'' (ყველაფერი მისიდან მჟღავნდება, მის მიერ ნარჩუნდება და მასში ზავდება).
სანამ ადამიანი გრძნობით მისწრაფებებშია ჩაფლული, მას არ შეუძლია თავისი ჭეშმარიტი ბუნების ბრწყინვალება გამოსცადოს. როცა იგი არამიბმულობას ავითარებს და ესმის, რომ გრძნობითი სიამოვნებები წარმავალია, თავისი ჭეშმარიტი არსის გაცნობიერებას იწყებს. რიტუალური ღვთისმსახურების ყველა ფორმა თავისთავად უსარგებლოა, რამდენადაც იგი დუალიზმზეა დაფუძნებული. ადამიანმა უნდა გადაზარდოს ეს მდგომარეობა და ღმერთთან თავისი ერთიანობა გააცნობიეროს.
ადამიანი განუწყვეტლივ ღმერთის ხედვას ეძებს, მაგრამ ვერ გაუგია, რომ ღმერთი ყველგანაა კოსმოსში. სამყაროს ხილულ ობიექტებში ღვთაებრიობის დანახვის უუნარობა უმეცრების ნიშანია. გამჟღავნებულ სამყაროში ყველაფერი ღმერთითაა გამსჭვალული. თქვენ კი უყურებთ ბუნებას და მის მხოლოდ ამქვეყნიურ ასპექტს ხედავთ. როდესაც გონების ყურადღება ღმერთზეა მოკრებილი, თქვენ ყველაფერში ღმერთს ხედავთ. ამრიგად, ნაკლი თქვენს დრიშტიშია (ხედვაში), და რა სრიშტიში (ქმნილებაში). შეცვალეთ თქვენი ხედვა.
გაგრძელება იქნება............
მომწონს
დამიანები ერთმანეთს ხშირად ურჩევენ გული გაიფართოონ. მაგრამ გულის გაფართოება გაიძულებთ კარდიოლოგს მიმართოთ! თქვენთვის გონების, ხედვის გაფართოებაა საჭირო. სულიერი გული, და არა ფიზიკური, თავიდანვე ფართოა. მას კოსმოსური ცნობიერება გააჩნია. არ არის მისი გაფართოების საჭიროება. მხოლოდ ფართო გონებაა საჭირო, რომ სულიერი გულის სიფართოვე გააცნობიეროს. ვიწროდ აზროვნება უნდა მოისპოს. მთლიანად უნდა გამოირიცხოს შეზღუდული იდეები ''მე''და ''ჩემი'' ყველა ფორმასა და გამოვლინებაში.
დამიანები ერთმანეთს ხშირად ურჩევენ გული გაიფართოონ. მაგრამ გულის გაფართოება გაიძულებთ კარდიოლოგს მიმართოთ! თქვენთვის გონების, ხედვის გაფართოებაა საჭირო. სულიერი გული, და არა ფიზიკური, თავიდანვე ფართოა. მას კოსმოსური ცნობიერება გააჩნია. არ არის მისი გაფართოების საჭიროება. მხოლოდ ფართო გონებაა საჭირო, რომ სულიერი გულის სიფართოვე გააცნობიეროს. ვიწროდ აზროვნება უნდა მოისპოს. მთლიანად უნდა გამოირიცხოს შეზღუდული იდეები ''მე''და ''ჩემი'' ყველა ფორმასა და გამოვლინებაში.
ბჰაქთი და ჯნიანა (ერთგულება და ცოდნა) ოთხთვალაში შებმულ ორ ხარს ჰგავს; ორივემ ერთად უნდა გასწიონ ჭაპანი. თითოეული ხარი უნდა მშვიდობიანად იყოს მეორესთან და ტვირთის უფრო ჩქარ გადატანაში ეხმარებოდეს. ჯნიანა უნდა ერთგულებას ეხმარებოდეს ზრდაში; ერთგულებამ ხელი უნდა გაუმართოს ჯნიანას ზრდაში.
რატომაა ინტელექტი ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ გრძნობათა ორგანოები სხეულზე მაღლა დგას, გონება გრძნობით ორგანოებზე მაღლა დგას, ინტელექტი კი გონებაზე მაღლა დგას. ამგვარად, ინტელექტი ყველაზე უფრო ახლოს დგას ''მე''-სთან, და მას შეუძლია მეტი შესაძლებლობები და ნათება მიიღოს ატმასგან. ამიტომ, ადამიანმა უნდა ინტელექტი გამოიყენოს ატმას გაგებისთვის და შეგრძნობისთვის და ბედნიერი ცხოვრებისთვის.
დაბადებიდან სიკვდილამდე ადამიანი ჭამაში და ძილში ხარჯავს დროს. ეს არის მიღწევა, ადამიანის სტატუსს რომ შეეფერება? ზოგიერთებმა შესაძლოა დაიტრაბახონ თავისი განათლებით, სალოცავებში სიარულით, მსახურებისა და რიტუალების შესრულებით, თავისი მაღალი მდგომარეობით. სინამდვილეში, მსგავს მიღწევათა საფუძველზე თავის დიდად დაფასება ცოდვაა.
როდესაც ადამიანი გულწრფელად გაიგებს, რომ მთელი თავისი მიღწევებისთვის ღმერთის წყალობას უნდა უმადლოდეს, მისი ცხოვრება ფუჭად არ ჩაივლის. ადამიანს თავისი ცხოვრება დემონურამდე დაჰყავს, როცა იგი ფიქრობს ერთს, ამბობს მეორეს, აკეთებს მესამეს, და მოღვაწეობის ამ სამ სახეს შორის აუცილებელ ჰარმონიას არღვევს.
გაგრძელება იქნება......
I AM
ეს ბოლო ვისი სიტყვები იყო?
I AM
Atman
I AM
ერთიც მნიშვნელოვანია და მეორეც. თუმცა წერილობითი ფორმით დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
აღმოსავლუ8რი შეგონება 9:
გავრცელებულია აზრი, რომ მხოლოდ ისეთი მოქმედებები ითვლება ცოდვად, როგორიცაა დაბრალება, წყენინება ან ფიზიკური ტკივილის მიყენება. მაგრამ არსებობს ცოდვა, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა სჩადის: ისინი ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს. როცა ადამიანი ამგვარ მოქმედებებზე უარს იტყვის და თავის ფიქრებში, სიტყვებში და საქმეებში ჰარმონიას დაიცავს, იგი შეიძლება პურნა მანავად (სრულყოფილ ადამიანად) ჩაითვალოს. ამიტომ უპანიშადები ამტკიცებენ, რომ მაჰატმა (დიადი სული) არის ის, ვინც აზრის, სიტყვისა და საქმის სიწმინდესა და ერთიანობას პრაქტიკაში ატარებს; ხოლო ისინი, ვისი აზრები, სიტყვები და საქმეებიც განსხვავებულია, დურატმას (ცოდვილებს) წარმოადგენენ. ამასთან დაკავშირებით გონება კრიტიკულ როლს თამაშობს, და მას შეუძლია ადამიანი დიდ სიმაღლეებზეც ასწიოს, და უფსკრულშიც ჩააგდოს. ჩვენ უნდა გონების ბატონები ვიყოთ, და არა მონები. გონების სათანადო მართვა მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას.
Atman
აღმოსავლური შეგონება 11:
ადამიანები სამყაროს მრავალფეროვნად აღიქვამენ. მაგრამ საღვთო წერილები აცხადებენ: ''არის მხოლოდ ერთი. ბრძენები მას მრავალ სახელს უწოდებენ''. ადამიანები განიცდიან სიცხეს და სიცივეს, ბედნიერებას და მწუხარებას, სიბნელეს და სინათლეს, სიმდიდრეს და გაკოტრებას. ეს ყველაფერი ერთის დაპირისპირებული ასპექტებია, და არა ორი განსხვავებული რამ. მაგალითად, სიბნელე გვეხმარება, რომ სინათლით დავტკბეთ. სიბნელე რომ არ ყოფილიყო სინათლე არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი. სიბნელე სინათლის არარსებობაა. სინათლე სიბნელის არარსებობაა. სიბნელე ღირებულებას აძლევს სინათლეს. მწუხარება ღირებულებას აძლევს ბედნიერებას.
ადამიანისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი სადჰანაა აუღელვებლობის განვითარება, უნარისა მწუხარებას არ ემორჩილებოდეს და სიხარულისგან არ ზეიმობდეს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები ბედნიერებისა და უბედურებების ყველა სახეს განიცდიან. წერილები ამტკიცებენ: ''თანაბრად მოეპყარით სიხარულს და მწუხარებას, მოპოვებას და კარგვას''.
ადამიანები მხოლოდ თავისი თავის და საკუთარი ინტერესების ზრუნვით არიან დაკავებული. ისინი კითხულობენ: ''ეს წმინდა ტაძარია. როგორ შეიძლება ასეთ წმინდა ადგილზე რაიმე ბიწიერი იყოს?'' ისინი საგნებს ვიწროდ უყურებენ. მათ არ ესმით, რომ ღმერთისთვის მთელი სამყარო ტაძარს წარმოადგენს. რაც არ უნდა და სადაც არ უნდა ხდებოდეს, ეს ხდება ღმერთის ტაძარში. კოსმოსი ღმერთის ფორმაა. ღმერთი ველგანაა. როდესაც ტაძარი მიწის ნაკვეთზეა აგებული, ეს მიწა ტაძარი ხდება. როდესაც ტაძარი ინგრევა, მიწა კვლავ მიწად იქცევა. ღმერთისთვის ნებისმიერი ადგილი ტაძარია. ''მისი ფეხები და ხელები, მისი პირი, თვალები და ყურები ველგანაა. იგი ყველაფერს მოიცავს და ყველაფერს გამსჭვალავს'' (სტროფი გიტადან).
იცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა ან შემცირება თქვენს ხელშია. როდესაც მშვიდი ხართ, ბედნიერებითა და სუფთა აზრებით ხართ აღვსილი, თქვენი სიცოცხლე ხანგრძლივდება. როდესაც შურით, მრისხანებით, სიძულვილითა და სიამაყით ივსებით, თქვენი სიცოცხლე ხანმოკლე ხდება.
I AM
Good job!
Anna
Existence
მადლობა თქვენ და ყველას, ვინც კითხულობთ
აღმოსავლური შეგონება 12:
მრისხანება ადამიანის ღვთაებრივ შესაძლებლობათა მოშლის მიზეზია. სიძულვილი გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს. შური ადამიანს ჭკუიდან შლის, ძილს უკარგავს. ამ პირობებში მისთვის საჭმელიც კარგავს თავის სიამეს. ამრიგად, ეს სამი ცუდი თვისება – სიძულვილი, შური და მრისხანება – დამაუძლურებელი ავადმყოფობებია.
მრისხანების გამო ადამიანის ძალა საგრძნობლად მცირდება. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა შურის, მრისხანებისა და სიძულვილის მაკრატლით იჭრება ნაჭრებად. შური ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების მთავარი მიზეზია; როდესაც ადამიანი მრისხანებაშია, მისი სხეული მთლიანად ძაგძაგებს. სისხლი ცხელდება. ამის შემდეგ სამი თვეა საჭირო, რომ სისხლი გაგრილდეს. მრისხანების ერთ მომენტს ექვს თვეში მიღებული საჭმლის ენერგია შეუძლია შთანთქას.
შვიდი და სუფთა ცხოვრებით იცხოვრეთ. ღმერთის ერთგულად თვლიდეთ თავს და სხვებს შურით უყურებდეთ, უხამსობაა. ჭეშმარიტი ერთგული მუდამ უნდა იღიმოდეს. გადმოაფრქვიეთ ბედნიერება. როდესაც საკუთარი თავის ღმერთთან ერთიანობას შეიგრძნობთ თქვენ შიგნით, ეს ბედნიერება თვითონ გამოვლინდება. თუ ბედნიერი არ ხართ, ეს იმიტომ, რომ ღმერთთან ერთიანობას არ გრძნობთ.
ნუ სწუხხართ იმის გამო, რაც მოხდა, ხდება ან შესაძლოა მოხდეს. დაე მოვლენები მოხდეს ისე, როგორც ბედი გადაწყვეტს. მაგრამ ის, რაც მოხდა, თქვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. ''ტასმათ ჯაგრათჰა! ჯაგრათჰა!'' (ამიტომ ფხიზლად იყავი! ფხიზლად იყავი!). მრავალ საკითხში ადამიანები დაუდევრები არიან. დროდადრო უსიამოვნებები ხდება, რომ ფხიზლად ვიყოთ. გაიგეთ, რომ რაც კი რამ ხდება, თქვენ სასიკეთოდ ხდება. ისიც კი, რაც ცუდი გგონიათ, თქვენ სასიკეთოდ კეთდება. ცილისწამებაც კი დიდების მაუწყებელია. გაკიცხვის გვერდით ქება იზრდება, ისევე, როგორც ამოთხრილ ორმოს გვერდით ყრილი იქმნება. ეძებეთ კარგი სახელი, რომელიც თქვენ გელით. ნუ ზრუნავთ მომხდარ წვრილმანებზე. არ არის საჭირო ბრალს სდებდეთ ან ლანძღავდეთ სხვებს. ფხიზლად იყავით და თქვენს კარგ ბუნებას გაუფრთხილდით. თქვენი სიკეთე გარშემომყოფებს გაუზიარეთ და შეიგრძნეთ ბედნიერება, რომელიც ამ დროს იბადება.
I AM
აღმოსავლური შეგონება 13:
როგორ უნდა გადაწყვიტოთ, ვინ კარგია და ვინ ცუდი? ამ საკითხზე კარგად დაფიქრდით. ის, ვინც კარგში ცუდს ხედავს, ცუდი ადამიანია. ის, ვინც ცუდშიც კი კარგს ხედავს, კარგი ადამიანია. ამიტომ მხოლოდ კარგ ადამიანთა კამპანია ეძებეთ.
ნათქვამია, რომ ადამიანი ჭეშმარიტებისა და მართლქმედების შეთავსებაა. ჭეშმარიტება ღმერთია. მართლქმედება ღვთაებრივია. არ არსებობს ჭეშმარიტების ერთგულებაზე უფრო მეტი მართლქმედება. ჩვენ უნდა სიმშვიდის სასახლეში ვცხოვრობდეთ, რომელიც ჭეშმარიტების საძირკველზე დგას, რომლის კედლებია მართლქმედება, სახურავი კი – სიყვარული.
ყველა ქვეყანაში უნდა აღდგეს ჭეშმარიტ ღირებულებათა გრძნობა და ღმერთის რწმენა. მსოფლიომ უნდა თავიდან მოიცილოს შეზღუდული ცოდნის შედეგები და ბრმა სიამაყე, რომელიც დაცემის წინამორბედია.
შეიგნეთ, რომ შეუძლებელია ღმერთის გზებს ბოლომდე ჩასწვდეთ. განამტკიცეთ ღმერთის რწმენა, შეასრულეთ მისი დარიგებები, შეიგრძნეთ აქედან მოსული ნეტარება და თქვენი ცხოვრების მიზნისაკენ ისწრაფეთ. უსარგებლო სჯა-ბაასსა და კამათს ნუ მიეცემით. ყველაფერი ღვთაებრივის ასპექტებია. ყველაფერი, რაც ხდება, თქვენდა სასიკეთოდ ხდება. ამ რწმენით შეავსეთ თქვენი გულები. ყველაფერი ღმერთისგან მოვლენილი ჩათვალეთ თქვენდა სასიკეთოდ. რმერთმა იცის, თქვენთვის რა არის კარგი, ისევე, როგორც მოსიყვარულე დედამ იცის, ბავშვს რა სჭირდება. არავინ უნდა ელოდოს თავისი ლოცვების აღსრულებას, რადგან უმეცრების გამო მას შეუძლია ითხოვოს ის, რაც მისთვის კარგი არ არის. ბრძენი ადამიანი ღმერთისგან არაფერს ითხოვს. იგი ყველაფერს ღმერთს უტოვებს.
Existence
ირმა
აღმოსავლური შეგონება 16:
უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ადამიანის ცხოვრება გონების ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. ადამიანი ადამიანად რჩება მანმადე, სანამ მას გონება მართავს. როგორც კი გონების საზღვრებს გასცილდება, შეუძლია უსაზღვრო კოსმოსური ცნობიერებით დატკბეს. მაგალითად, თქვენ დიდ სახლს აშენებთ მრავალრიცხოვანი საძილე და სხვა ოთახებით, სამზარეულოებითა და სააბაზანოებით. უზარმაზარი სახლი მრავალ პატარა ოთახებზე დაყოფილად მოჩანს. ეს იმიტომ, რომ კედლები ოთახებად ყოფს მას. თუ კედლებს მოვაცილებთ, სახლი ერთ უზარმაზარ შენობად იქცევა. ამის მსგავსად, სხეული არის უპადჰი (საცავი), რომელიც ადამიანის აღქმას სხეულის ზღვრებით ზღუდავს. როდესაც ამ სხეულის ცნობიერებას მოიცილებთ, კოსმოსური ცნობიერების უზარმაზარ სივრცეს იგრძნობთ რომელიც მთელ სამყაროს გამსჭვალავს.
ადამიანი ბუდჰით (ინტელექტით) არის დაჯილდოებული, მაგრამ მას არ შეუძლია გრძნობები აკონტროლოს. საჭიროა გვესმოდეს ადამიანის ცხოვრების უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც ნებისმიერი სხვა არსების ცხოვრების მნიშვნელობაზე უფრო მეტია. სხეულთან გაიგივების გამო ადამიანი თავის ღვთაებრიობას ივიწყებს. თქვენ პრაკრიტის (ბუნების) და სამყაროს მოვლენების შესახებ ბევრ რამეს სწავლობთ და ხელოვნურ ცხოვრებას ეწევით, ამასთან არ გესმით, რომ გული ღმერთის ტახტია. თუ ცუდ აზრებს ნებას რთავთ, რომ გულში შევიდნენ, მაშინ იგი გაჭუჭყიანდება და ღმერთს იქ ადგილი აღარ რჩება.
დავუშვათ, ვერცხლისგან კრიშნას ქანდაკება გააკეთეთ. ქანდაკების ყველა ნაწილი ვერცხლია. როდესაც ქანდაკებაში კრიშნას ფორმას ხედავთ, თქვენ ვერცხლს ვერ ხედავთ. როდესაც მხოლოდ ვერცხლის დანახვა გსურთ, რისგანაც ქანდაკებაა დამზადებული, თქვენს მზერას ფორმა ხელიდან უსხლტება. ანალოგიურად, როდესაც გონებას მიმართავთ ღმერთისკენ, რომელიც მთელ სამყაროს გამსჭვალავს, გონება ღმერთით ივსება და სამყაროს ობიექტების ფორმებს შორის განსხვავებებს ვერ ხედავთ. თუ გონება სამყაროს ობიექტებისკენაა მიმართული, მაშინ ვერ დაინახავთ ღვთაებრივ საწყისს, რომელიც ყველა ამ ობიექტს გამსჭვალავს. ''ვიშვამ ვიშნუსვარუპამ'' - სამყარო ღმერთის ფორმაა. ღმერთი მიზეზია, სამყარო კი – შედეგი. მიზეზისა და შედეგის გაგების უუნარობას ადამიანი ცდომილებამდე მიჰყავს
სად მიდის ატმა სიკვდილის შემდეგ? ეს კითხვა ბევრ ადამიანს აწუხებს. რა ემართება ატმას, როცა სხეული კვდება და მომდევნო დაბადებამდე რა დროა საჭირო? ეს უაზრო შეკითხვებია. მოვიყვან მაგალითს. თუ ჩამრთველს გადაატრიალებთ, ნათურა აინთება, რადგან მასში ელექტრული ენერგია გაივლის. როდესაც ნათურას ამოხრახნიან, ენერგიას არაფერი ემართება, ის მაინც იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ ნათურა აღარაა. ამის მსგავსად, სხეული მოდის და მიდის, ატმა კი მარადიულია.
მაია ეშმაკურ ბადეში ახვევს ადამიანს. კოსმოსი ოცდახუთი კომპონენტისგან შედგება. ყველა ისინი ილუზიასაა დაქვემდებარებული. სიფხიზლის მდგომარეობაში თქვენ სხვადასხვა საგნებს ხედავთ, გესმით და შეიგრძნობთ. ძილის დროს სიზმრებში ეფლობით. ამ მდგომარეობაში სად მიდის თქვენი შეგრძნებები ''სიცხადეში''? ყველაფერი დავიწყებას ეცემა. თქვენ სიზმრის ხედვის გამოცდილებას რეალურად თვლით. ეს მანამადე გრძელდება, სანამ არ გამოიღვიძებთ. ამის შემდეგ ამ სიზმრებს თქვენთვის არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. სადაა ჭეშმარიტება? სიფხიზლის გამოცდილებაა ჭეშმარიტება თუ სიზმრების ხედვის გამოცდილება? პირველია დღის სიზმარი, მეორე კი – ღამის სიზმარი. ერთიც და მეორეც სიზმარია
გაგრძელება იქნება....
აღმოსავლური შეგონება 17:
ერთხელ მეფე ჯანაკამ, ვახშმის შემდეგ თავის ახლობლებს მოუყარა თავი. თათბირის დროს მეფეს ღრმად ჩაეძინა. ცოტა ხნის შემდეგ გაიღვიძა და შეკითხვების მიცემა დაიწყო: ''ესაა ჭეშმარიტება, თუ ისაა ჭეშმარიტება?'' მას სურდა სცოდნოდა, რა არის ჭეშმარიტება: ის, რაც მან სიზმარში განიცადა, თუ ის, რასაც იგი სიფხიზლის მდგომარეობაში განიცდიდა.
არავის შეეძლო ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. გამოიძახეს ბრძენი ვასიშთჰა, რომელმაც იოგური მედიტაციის შემდეგ ჯანაკას უპასუხა: ''თქვენო აღმატებულებავ! არც ის, არც ეს ჭეშმარიტი არ არის. თქვენ ხართ ერთადერთი რეალობა. თქვენ შეიგრძნობთ რაღაცა საგნებს სიზმარში და რაღაცას ცხადლივ. სიფხიზლეში ძილი არ არის. ძილში სიფხიზლე არ არის. მაგრამ თქვენ ძილშიც იმყოფებით და სიფხიზლეშიც. თქვენ ხართ გამოცდილების მიმღები ორივე მდგომარეობაში, თქვენ ხართ ჭეშმარიტება''. ეს ნიშნავს, რომ ''მე''ადამიანური არსების ყველა მდგომარეობაში იმყოფება. ეს ასევე ნიშნავს, რომ ''მე'' არსებობს წარსულში, აწმყოში და მომავალში. ამრიგად, ადამიანის არსი ღვთაებრივთანაა დაკავშირებული და იგი უბრალო არსებობას არ წარმოადგენს. ვედებისა და უპანიშადების ყველა ღვთაებრივი გამონათქვამი ადამიანს შეეხება.
ღმერთი აღიწერება როგორც რვა სახის სიმდიდრის მფლობელი. ფაქტიურად, ადამიანი დასაჩუქრებულია ყველა აშტაიშვარიათი (რვა სიმდიდრით): ნირგუნამ, ნირანჯანამ, სანატანამ, ნიკეტანამ, ნიტია შუდჰა, ბუდჰა, მუკტა და ნირმალა სვარუპინამ (თვისებების ზღვრებს მიღმა მყოფი, უმწიკვლო, მარადიული, უცვლელი, წმინდა, გონიერი, განთავისუფლებული და უმანკო). სისუსტის გრძნობის გამო ადამიანი თვლის, რომ ეს ატრიბუტები ღმერთს ეხება, და არა მას. ეს გრძნობა მთლიანად უნდა აღმოფხვრათ. შრადჰის (დიდი ძალისხმევის, მისწრაფების) გზით ყველაფრის მიღწევა შეიძლება.
როდესაც ადამიანი ვიწრო ეგოისტურ გრძნობებს მოიცილებს, რომლებიც უცოდინარობამ წარმოშვა, იგი ღმერთს შეიცნობს, როგორც ვედების ბრძენები ამტკიცებენ. ვედები ადამიანებს მოუწოდებენ ცხოვრების უმაღლესი მიზნების მისაღწევად საერთო ძალები გამოიყენონ. ვედების არსი ერთი სიტყვით შეიძლება გამოიხატოს: ეკაატმაბჰავა (ყველა ადამიანურ არსებათა სულიერი ერთიანობის გრძნობა). ეს არის ღვთაებრივის გაცნობიერება. ეს არის ჭეშმარიტი ადვაიტა (არადუალიზმი).
აღმოსავლური შეგონება 18:
ადამიანი ბუნების მიერ აღჭურვილია ცოდნით, ოსტატობით, სიდინჯითა და ინტუიციით, მაგრამ დღეს ადამიანში დარღვეულია წონასწორობა. მიზეზი იმაში უნდა ვეძებოთ, რომ ადამიანი ამჟამად კლავს ცოდნას, იმის მაგიერ რომ დახვეწოს იგი. რადგან ბალანსი დარღვეულია, ადამიანის შინაგანი მხედველობა სუსტდება და განვითარებას იღებს მხოლოდ გარე მხედველობა. ადამიანმა უარი უნდა თქვას მეტისმეტ გარეშე მისწრაფებებზე და შინაგან რეალობას მიმართოს. ადამიანმა აუცილებლად მტკიცედ უნდა იცოდეს, რომ იგი არ წარმოადგენს სხეულს, გრძნობებს და გონებასაც კი. როდესაც ამბობთ: "ეს ჩემი სხეულია, ჩემი გონებაა, ჩემი გრძნობებია", ეს იმაზე მიანიშნავს, რომ თქვენ არ ხართ არც სხეული, არც გონება და არც გრძნობები. თქვენ ხართ ჭეშმარიტი "მე".
მიბმულობის გრძნობა იწვევს ტკივილსა და მწუხარებას, ტანჯვასა და აღგზნებას. თქვენ ისე ხართ საგნებზე მიბმული, რომ სასამართლოში შეგაქვთ საჩივარი ადამიანზე, რომელმაც განცხადებები გააკრა თქვენ სახლზე. ამ უკიდურესობამდე თქვენს სახლზე მიბმულობის გამო მიდიხართ, მაგრამ როგორც კი სახლს გაყიდით, თქვენთვის უკვე სულ ერთი იქნება, ჭურვიც რომ დაეცეს მას. სწორედ მიბმულობის გრძნობა წარმოადგენს მიზეზს თქვენი დაინტერესებისა და თქვენი გულგრილობისა.
როცა უფლის თანდასწრებას შეიმეცნებთ თქვენში, სიძულვილისა და მიბმულობისაგან განთავისუფლდებით.
აღმოსავლური შეგონება 19:
გონება პასუხისმგებელია აზრთა სხვადასხვაობაზე, სიმპათიასა და ანტიპათიაზე, პოზიციებში სხვადასხვაობაზე. სამყარო გონების მეშვეობით აღიქვება. გონების გარეშე სამყაროს არსებობა შეუძლებელია, აგრეთვე არ იქნება მიბმულობები და სიძულვილი, სიხარული და მწუხარება.
სწორედ მიბმულობებისა და სიძულვილის გამოა დღეს ადამიანი უბედურ მდგომარეობაში ჩავარდნილი. ვინაიდან გონებაა ყოველივე ამის მიზეზი, ადამიანმა, ღვთაებრივი რომ შეიგნოს, უნდა ჩვეულებრივი გონების ბუნებრივი უძლურობა გადალახოს და ზღვარსმიღმა გონებაში გადავიდეს.
სამივე მდგომარეობაში – სიფხიზლის, სიზმრების და ღრმა ძილისა – ადამიანი გონებითაა შებოჭილი. როდესაც ამ სამ სტადიას გადალახავს და თავის შიდა ხედვას განავითარებს, მას შეუძლია ადამიანური მდგომარეობიდან ღვთაებრივისკენ იმოძრაოს.
სანამ ადამიანი მხოლოდ ზერელე ხედვით იყურება, მას მხოლოდ გარე გამოცდილება შეუძლია მიიღოს. როდესაც იგი შიდა ხედვის განვითარებასა და შიგნით ღვთაებრივის შეგრძნებას დაიწყებს, კოსმოსი გამოვლინდება როგორც ღმერთის არეკვლა. ამას ეწოდება კოსმოსური ღვთაებრივი საწყისის შეგნება. რა განსხვავებაა კოსმოსურ ღვთაებრივ საწყისსა და ღვთაებრივ საწყისს შორის ადამიანში? არავითარი. მაგრამ როდესაც მას ინდივიდი განიცდის, იგი აღიწერება როგორც შიდა ღვთაებრიობა. როდესაც ინდივიდის გამოცდილება მთელ სამყაროზე ვრცელდება, მას კოსმოსური საწყისი ეწოდება.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)