Y2K-ის ფენომენი და 2012 წელი |
Y2K-ის ფენომენი და 2012 წელი |
Dec 22 2012, 02:23 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 200 Joined: 31-March 12 Member No.: 6,772 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როდესაც 2012-თან დაკავშირებულ დღევანდელ მოვლენებს აკვირდები, უნებლიედ Y2K-ს ფენომენი გახსენდება. თუ არ გახსოვთ, შევეცდებით გაგახსენოთ. 2000 წლის დადგომამდმე მსოფლიოს მასმედია საშინელ მოვლენებს წინასწარმეტყველებდა, რომელიც თითქოსდა დაკავშირებული უნდა ყოფილიყო კომპიუტერულ კოდთან, რომელიც უნდა გამოვლენილიყო 1999-წლიდან 2000 წელზე გადასვლის დროს. მაშინ აღწერდნენ მსოფლიო საინფორმაციო სისტემების გაჩერების შემაძრწუნებელ სურათს. ფილმიც კი გადაიღეს შესაბამისი ჰოლივუდური პათოსით. მაგრამ, დადგა 2000 წელი და მსგავსი არაფერი მოხდა. ადამიანები ჩვეულებრივმა მამლის ყივილმა გააღვიძა, 2000 წელიც ყველამ დიდი ზარ-ზეიმით იდღესასწაულა და ყველა თავის ყოველდღიურ პრობლემებს მიუბრუნდა, თითქოსდა არაფერი ყოფილა. მოვლენათა იმ ჯაჭვს თუ მივსდევთ და ძველ მატრიცას დღევანდელ დღეს დავადებთ, დეჟავიუს მდგრადი შეგრძნება გვიჩნდება ("déjà vu - ფრანგ. "უკვე ნანახი". ფსიქიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ოდესღაც მსგავს სიტუაციაში უკვე იმყოფებოდა, მაგრამ ეს გრძნობა უკავშირდება არა წარსულის რომელიმე კონკრეტულ მომენტს, არამედ საერთოდ მთელს წარსულს). 2012-ის 21 დეკემბრისთვის დაქოქეს იგივე ისტერია და ისიც მსოფლიო მასშტაბით გაბერეს. გადაღებულია ფილმები და დაწერილია წიგნები, თავიანთი პროგნოზებით გამოდიოდნენ "წინასწარმეტყველები" და "ნათელმხილველები". იბადება კითხვა: ვის სჭირდება ეს ყოველივე და რა მიზნებს ემსახურება? პირველ შემთხვევაში თუ სიტუაცია მეტ-ნაკლებად გაირკვა და თემაზე სპეკულაციით აივსეს ჯიბეები, მეორე პრობლემა უფრო ღრმა კატეგორიისაა. მაგრამ, როგორც Y2K, ასევე 2012-ის პრობლემა იდენტური წარმომავლობისაა. ეს NWO-ს (New World Order - ახალი მსოფლიო წესრიგი) ადეპტების "სამზარეულოა". რატომ მუსირებდა 2012 წელი და ყოველივე რაც მასთან იყო დაკავშირებული? - შიში და მხოლოდ შიში! მისი დათესვით იქმნება ხელოვნური პრობლემა. HAARP, Blue Beam-ისა და მსგავსი ტექნოლოგიების დახმარებით NWO-ს შეუძლია ადამიანთა მასების პარალიზება, მაშასადამე საკუთარი ნების მოხვევა, რომელიც წყალობასავით გარდამოვა "ციდან". მეტაფიზიკურ დონეზე ჩვენი შიშები მათ ჰკვებავს და ამ სულიერად მახინჯ ადამიანებს უდიდეს უპირატესობას ანიჭებს. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს: როგორი მითებითა და ლეგენდებითაც უნდა დაიბუროს თავს NWO-მ, რაც გინდათ გააკეთოს მან, ჩვენდა საზიანოდ და დასამორჩილებლად, ჩვენ ყოველთვის ძალგვიძს წინააღმდეგობა. ისინიც ადამიანები არიან და ბუნების ჩვეულებრივ კანონებს ექვემდებარებიან... მათაც ეშინიათ, ეშინიათ იმისა, რომ სამყარო გაიღვიძებს, რომ ყველაფერი შესაძლოა ისე არ წავიდეს, როგორც მათ დაუგეგმავთ... რომ მოვა დრო პასუხისგებისა... წყარო : Apocalypse.ge |
|
|
Dec 22 2012, 09:25 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,153 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მალე ახალი თარიღი გვექნება დაელოდეთ
|
|
|
Dec 22 2012, 11:34 AM
Post
#3
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
giorgi.milani
აბსოლუტურად გეთანხმები.. ასეა. მასების მართვის ათასგვარი ხერხი არსებობს+ ბიზნესინტერესები+ სამომავლოდ გათვლილი ნაბიჯები. ადამიანის მთავარი პრობლემა ისაა რომ საკუთარი თავი ერთადერთი და განუმეორებელი ჰგონია, აქედან გამომდინარე სჯერა , რომ თავის პატრონი თვითონაა და ვერავინ შეძლებს მის მოტყუებას, ასევე იმაზეცაა გათვლილი, რომ თვითგადარჩენის ინსტინქტი ყოველთვის მუშაობს და შიში მართავს ადამიანს. აქედან გამომდინარე მსგავსი თარიღები და აპოკალიპსის მოლოდინები მუდამ არსებობდა. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Dec 22 2012, 07:15 PM
Post
#4
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 615 Joined: 7-November 10 From: თბილისი Member No.: 6,302 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გეთანხმები მეგობარო ვიღაცეებმა იციან ძალიან კარგად რომ ადამიანებს შეუძლიათ იმოქმედონ გარე სამყაროზე და ამით ცდილობენ ხელოვნურად დააჩქარონ მოვლენები.
|
|
|
Dec 23 2012, 09:22 AM
Post
#5
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
giorgi.milani
კარგად აპრობიტრებულ ბიზნესია და იმ ცაგარელსაც უნდა დაუხიო ყველა რუკა რაც კი გაუკეთებიააა -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Aug 7 2013, 10:33 AM
Post
#6
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 1 Joined: 7-August 13 Member No.: 7,158 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
2000 წელი და მსგავსი არაფერი მოხდა. ადამიანები ჩვეულებრივმა მამლის ყივილმა გააღვიძა,
-------------------- Braindumps Braindumps
Certkiller 350-050 dumps Certkiller 350-050 dumps Certkiller 220-701 dumps Certkiller 220-701 dumps Certkiller ccna certification Certkiller ccna certification |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 8th September 2024 - 10:05 AM |