Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ბიბლიოთეკა _ ჯემალ ქარჩხაძე

Posted by: Atm@n Aug 16 2013, 11:31 AM

ჯემალ ქარჩხაძის ამ ზღაპარში თითქმის ყველა მთავარი საიდუმლო და მისი გასაღებია! ყველას გირჩევთ! smile.gif


http://radikal.ru/fp/31835e7a9a3f4d5eaef527d13b122c1d

ბედნიერების მაძიებელი უფლისწული

გადმოსაწერი ლინკი:

http://bin.ge/dl/85969/bednierebis-maZiebeli-ufliswuli.doc.html


მისი ყველა ნაწარმოები ძალიან საინტერესო და უნიკალურია. ეს ზღაპარი მხოლოდ იმიტომ გამოვყავი, რომ გამსაკუთრებული ლაკონურობითაა გამოხატული მთელი ეზოთერიკა!

Posted by: Atm@n Aug 16 2013, 11:37 AM

http://jemalqarchxadze.blogspot.com/

Posted by: Lacrimosa Aug 16 2013, 02:25 PM

მადლობა, atm@n! შენ მე ძალიან დამეხმარე. მეც ყველას ვურჩევ წაიკითხოს ქარჩხაძე! თუ გაქვს წაკითხული მაინც წაიკითხეთ კიდევ ერთხელ! ეს თქვენს ცხოვრებას შეცვლის დიდებისკენ. გახდებით ის ვინც ყოველთვის გინდოდათ. გინდოდათ ისე, რომ არც კი გიფიქრიათ ამაზე...

მადლობა, atm@n!

Posted by: Atm@n Aug 16 2013, 05:51 PM

Lacrimosa

არაფერს! გაიხარე! smile.gif

Posted by: earth Aug 16 2013, 07:43 PM

მეც ძალიან მომეწონა ზღაპარი .

Posted by: Atm@n Aug 19 2013, 09:46 PM

პრომეთეოს დიდებულიძის აზრები რომანიდან "განზომილება":


"სიცოცხლე, კაი, წარმავალია, მარა სიქვტილი თუა მარადიული?"

"სანამდის ვარსებობთ, ვერ გევიგებთ, რატომ ვარსებობთ, და, თუ გევიგებთ, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ აღარ ვარსებობთ."

"შენ უნდა იყო კაი, და შენ თუ კაი იქნები ყველაფერი კაი იქნება"

"მხატვარი რომ საკუთარ ნახატს გაჩუქებს, საამაყო კია, მაგრამ ცოტა საჩოთიროცაა, ვინაიდან მოგწონს თუ არა, მაინც კედელზე უნდა გეკიდოს, თორემ ავტორმა რომ გაიგოს კედელზე არ გიკიდია, შეიძლება ეწყინოს".

"არა "დიდმა სიყვარულმა იცის დიდი სიძულვილი, არამედ "ცხოველურმა სიყვარულმა იცის ცხოველური სიძულვილი." ეს კი განვითარების ეტაპია."


"შორეული სოკრატე ახლა ყველასთვის კარგი და მოსაწონია, მაგრამ ყველასთვის კარგი და მოსაწონი იქნება, ახლაც რომ ბაზრის მოედანზე იდგეს და თავისებურად ყბედობდეს?"

"ზნეობრივი გააფთრება უფრო ხშირად უზნეობის ნიშანია"

"მონა თუ იბრძვის, იმისთვის იბრძვის, რომ სხვები დაიმონოს, და არა იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვოს. თავისუფლების მოსაპოვებლად მხოლოდ ის იბრძვის, ვინც თავისუფალია."

"როცა ვამბობთ "რაც მეტი აქვს, მით მეტი უნდა", ასე გვგონია, თითქოს სიხარბის აბსოლუტური კანონი ჩამოვაყალიბეთ, მაგრამ საკმარისია ეს დებულება სულიერ ფასეულობათა სფეროში გადავიტანოთ, წამსვე არსებობის ღვთაებრივ პირველიმპულსს მივიღებთ".

"მონობაში, სანამ გახსოვს რომ მონა ხარ, ჯერ კიდევ თავისუფალი ხარ; საბოლოოდ მაშინ იქცევი მონად, როცა დაგავიწყდება, რომ მონა ხარ."

"და სხეული ტაძარია სულისა თუ ციხე? - გაიფიქრა ერთხელ პრ. დიდებულიძემ, როცა ავად იყო, - თუ ციხეა, უნდა დაინგრეს; თუ ტაძარია, უნდა გარემონტდეს."

Posted by: Atm@n Aug 19 2013, 09:52 PM

"- ღმერთი მიტო გვწამს, რო თვალით არ გვინახავს და არ ვიცით, რა არის, თვარა, ახლა რო მაცხოვარი გამოგვეცხადოს - იდიდოს მისი სახელი - და გამოგველაპარაკოს, გიჟია-თქვა ვიტყვით და ქე შევაქცევთ ზურგს."


Posted by: გოგა Aug 19 2013, 10:29 PM

http://www.litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12059 ეს იგივე ზღაპარი ვისაც გადმოწერა გეზარებათ.. smile.gif

გამიხარდა ჯემალი და მისი შემოქმედება აქაურებსაც რო გყვარებიათ... smile.gif

რომანებიდან განზომილების გარდა ყველა წავიკითხე და განზომილების წასაკითხად განსაკუთრებულ დროს ვუცდი.. :-)

Posted by: Atm@n Aug 19 2013, 10:45 PM

აგერ მეორე ზღაპარიც ყოფილა:

უფლისწული და გველეშაპი

http://www.litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12060

Posted by: Atm@n Aug 19 2013, 10:48 PM

გოგა

"რომანებიდან განზომილების გარდა ყველა წავიკითხე და განზომილების წასაკითხად განსაკუთრებულ დროს ვუცდი.." :-)


დიდი ბედნიერება გელის wink.gif

Posted by: გოგა Aug 20 2013, 01:09 PM

Atm@n
ჰო ეგ რომანიც ნაყიდი მაქვს უკვე შინ მიდევს მარა მინდა ისე წავიკითხო რო იმ 126 მკითხველში მეც შევიდე დასაწყისშივე რო წერს ჯემალი..

მოთხრობები არ მაქვვს სამაგიეროდ ბევრრი წაკითხული, მოთხრობების სრული კრებული როა 19 ღირს ისე და 10 ღირს ელექტრონული და ელექტრონულის ყიდვაც ვერ მოვახერხე, ჯანდაბური პერიოდი მაქვს

Posted by: stalini Jan 5 2014, 11:58 AM

რის შესახებაა რისი სწავლა ძალუძს ამ ზღაპარს ანუ ადამიანს რას დაანახებს რას ასწავლის თუ უბრალოდ სასიამოცნო ემოციების გამოსაწვევადაა შექმნილი?

Posted by: Teddybear May 6 2014, 03:27 AM

ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველაზე მეტად მდგმური და გიგანტი.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)