IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

11 Pages V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
> რეინკარნაცია
Lashapoli
post Jun 5 2012, 05:09 PM
Post #41


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(marissa @ Jun 5 2012, 05:13 PM) *
მე ჩემი უკვე გამოვთვალე

შეგიძლია ცოტა უფრო კონკრეტულად დაწერო, რა შედეგი მიიიღე და შენი ინტუიციით რამდენად ჯდება სიმართლეში??


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
marissa
post Jun 5 2012, 05:44 PM
Post #42


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 342
Joined: 25-May 12
Member No.: 6,810

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Lashapoli @ Jun 5 2012, 05:09 PM) *
შეგიძლია ცოტა უფრო კონკრეტულად დაწერო, რა შედეგი მიიიღე და შენი ინტუიციით რამდენად ჯდება სიმართლეში??

დაბადების თარიღის მიხედვით შეიძლება გამოთვლა,მარტო ჩემი კი არა ნაცნობებისაც გამოვთვალე და სხვათაშორის თითქმის ყველა რაღაც უახლოვდება თითქოს სიმართლეს.ამ ცხრილების ავტორი ჰოვარდ კარტერი ოკულტიზმით და ნუმეროლოგიით იყო დაინტერესებული,კაზის ფსევდონიმით აწარმოებდა კვლევებს.მისი მშობლები სპირიტისტები იყვნენ.კაზის აზრით ჩვენი პლანეტის გარშემო არსებობს შრე.ადამიანთა შორის არიან რჩეულები ვისაც შეუძლიათ შეიცნონ გარე ფორმა,მისი ფარული აზრი და როგორც ცნობილია კავშირი ჰქონდა უმაღლეს არსებებთან რომლებიც ცოდნას უზიარებენ დედამიწელებს.
შემთხვევით ვიპოვე ამის ცხრილების წიგნი,არ ვიცი რამდენად მჯერა მარა მე არცთუ საამაყო წინა ცხოვრება მქონია
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jun 5 2012, 06:07 PM
Post #43


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისე ეხლა დავფიქრდი და გამახსენდა რო ეგ კლასიკური ასტროლოგიითაც შეიძლება... smile.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
natuka
post Jun 5 2012, 06:43 PM
Post #44


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,268
Joined: 12-March 11
From: დედამიწა :)
Member No.: 6,417

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ჰოვარდ კარტერის რუკებზე და ცხრილებზე თუ გსმენიათ რამე?
ამ ცხრილებით შეიძლება იმის გამოთვლა ვინ იყავი წინა ცხოვრებაში,რა არის შენი მისია ამ ცხოვრებისეული და რომელ წელს და სად დავიბადეთ წინა ცხოვრებაში.საინტერესოა მე ჩემი უკვე გამოვთვალე

ქართულადაც არის ეს წიგნი მგონი. მეც გავაკეთე ადრე და ვიყავი 4-5 საიკუნეში ქალი იუველირი პორტუგალიაში smile.gif) მაგრამმე არ მჯერა biggrin.gif


--------------------
...


Go to the top of the page
 
+Quote Post
marissa
post Jun 5 2012, 07:05 PM
Post #45


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 342
Joined: 25-May 12
Member No.: 6,810

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(natuka @ Jun 5 2012, 06:43 PM) *
ქართულადაც არის ეს წიგნი მგონი. მეც გავაკეთე ადრე და ვიყავი 4-5 საიკუნეში ქალი იუველირი პორტუგალიაში smile.gif) მაგრამმე არ მჯერა biggrin.gif

რავიცი დიდათ არც მე მარა საინტერესოა,მე ბნელი ძალების მსახური ვიყავი მაგას თუ დავუჯერებთ შოტლანდიაში და ეხლაც რაღაც ეგეთი მევალება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Jun 18 2012, 06:18 AM
Post #46


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რეინკარნაციის შესახებ წმინდა წერილშიც არის მკაფიო მითითებები, მაგალითად იოანე ნათლისმცემელი იყო მიწაზე, ანუ მატერიალურ სამყაროში რეინკარნირებული ელია წინასწარმეტყველის სული.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jun 18 2012, 03:04 PM
Post #47


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნამდვილად, სახარებაში რამდენიმე ადგილას გვხვდება რეინკარნაციის დამადასტურებელი ფაქტები. გინდაც იესოს სიტყვები, ნიკოდემუსს რომ ეუბნება, თუ არ მოკვდი ახლიდან ვერ დაიბადებიო. და სხვა მრავალი. ის რომ რეინკარნაცია ნამდვილად რეალურია იქიდანაც ჩანს რომ ძალიან მდაბიო გენეტიკაში უცებ გენიალური ადამიანები იბადებიან. ეს მაგალითები კი უამრავია. ისე თუ დაუკვირდებით ჩვენივე ცხოვრებაშიც გვხვდება ასეთი მაგალითები. მე მჯერა რომ ერთი ცხოვრებით ადამიანი ვერც ცათა სასუფეველს, გინდავ ჯოჯოხეთს გინდაც ნირვანას,და რა ვიცი გინდაც ჯოჯოხეთს ვე დაიმსახურებს ამას ბევრი დრო სჭირდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Jun 19 2012, 08:55 AM
Post #48


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso
QUOTE(tamu @ 18th June 2012 - 03:04 PM) *
გინდაც ჯოჯოხეთს ვე დაიმსახურებს

ეხლა თქვენ ძალიან საინტერესო თემა წამოჭერით, მიკვირს ვინაიდან რეალურად ჯოჯოხეთს რასაც უწოდებენ იმ სავანეში არსებობის გაგრძელებასაც დამსახურება სწირდება.
QUOTE(tamu @ 18th June 2012 - 03:04 PM) *
გინდაც იესოს სიტყვები, ნიკოდემუსს რომ ეუბნება, თუ არ მოკვდი ახლიდან ვერ დაიბადებიო.

აქ იესო იუდეველ მღვდელმთავარს ოდნავ განსხვავებულ თემაზე ესაუბრებოდა, კერძოდ კი ზეციდან შობაზე, ანუ სულიწმინდით ნათლობაზე.

რეინკარნაციას რაც შეეხება, იუდეველებს სწამდათ რეინკარნაციის, ვინაიდან იოანეს მიუახლოვდნენ, მღვდელმთავრები და კითხეს: ელია ხარ? აი ესეთი კითხვა ვერ დაებადება ადამიანს რომელსაც რეინკარნაციის არ ჯერა, როგორ? აბა წარმოვიდგინოთ სიტუაცია, დგეხარ ქადაგებ მოდის ვიღაცა და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ წინასწარმეტყველს გისახელებს და გეკითხება ის ხომ არ ხარო? ხვდებით?

გარდა ამისა იესო ეკითხება თავის მოციქულებს ვინ ვგონივარო ხალხს? მოციქულები პასუხობენ, ზოგს იერემია, ზოგს ესაია, ზოგს კიდევ მკვდრეთით აღმდგარი ერთ ერთი წინასწარმეტყველი გონიხარო, ჰო და ისმება კითხვა რატომ ეგონათ ისრაელში იესო იერემია ან ესაია? თუ რეინკარნაციისა არ სწამდათ და არ ჯეროდათ? აქ პირდაპირ საფლავიდან წამომდგარ გვამზე არ არის საუბარი, როდესაც მკვდრეთით აღმდგარ წინასწარმეტყველზეა აქცენტი გაკეთებული, იუდეველებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ იერემიასა და ესაიას გვამები კარგა ხნის წინ იყო გახრწნილი უკვე მიწაში და მათი ძვლების ნასახიც აღარ არსებობდა, მაშ რას მოისაზრებდნენ ისინი თუ არა იერემიასა და ესაიას სულს ახალი მატერიალური სხეულით?

მე-6 საუკუნემდე ქრისტიანული ეკლესიაც აღიარებდა რეინკარნაციას, ეს შემდეგ ლაოდიკიის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე უკუაგდეს ეს სწავლება და დაადგინეს ახალი დოგმატი რომლის მიხედვითაც გარდაცვლილთა სულებს ჯოჯოხეთის ან სამოთხის საგზურები გამოუწერეს, რითაც აშინებდნენ მრევლს და მორჩილებაში ყავდათ, აბა ადამიანს რომ უთხრა ამ ცხოვრებაში ტუ არა მომავალ ცხოვრებაში გამოსწორდები და სასუფეველს დაიმკვიდრებო, ის ვეღარ იქნება ადვილი სამართავი და გეტყვის მაშინ თავი გამანებე ძმაო და ჩემს ცხოვრებას მე თავად მივხედავო.

ყველაფერს რომ თავი გავანებოთ იოანეს აპოკალიფსში წერია რომ ანტიქრისტე მხეცი უნდა ამხილოს ღვთის ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა, რომელიც წინასწარმეტყველების თანახმად მოვლენ, ორ პიროვნებად, არის თუ არა ეს რეინკარნაცია? დიახაც რომ არის. კიდევ სხვა მრავალი ადგილი მიუთითებს წმინდა წერილში რეინკარნაციაზე აქ აღარ ჩავეძიები, უბრალოდ იმის დაფიქსირება მინდოდა რომ რეინკარნაცია უცხო არ არის არც იუდაიზმისთვის და არც ქრისტიანობისთვის, როგორც ეს მრავალს გონია და სიტყვა რეინკარნაციის ხსენებაზე მხოლოდ ინდუიზმი ახსენდება.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jun 19 2012, 10:43 AM
Post #49


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო ნამდვილად სულიწმინდით ნათლობაზე ესაუბრებოდა, მაგრამ ყველგან, ყოველივე ტუ არ მოკვდა თავიდან ვერ დაიბადება, ვერ ვიხსენებ რომელი თავი და აბზაცია, ამბობს ხორბლის მარცვალზე უნდა დაიფლას, მოკვდეს რომ დაიბადოს აღმოცენდეს და ნაყოფი გამოიღოსო. ძალიან კარგად ჩამოაყალიბეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Jun 19 2012, 05:35 PM
Post #50


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქვე ერთი ძალიან დამაბრკოლებელი საკითხიცაა, რეინკარნაციის რწმენა უწევს ადამიანს, ანუ დაჯერება უხილავისა, დაჯერება იმისა რაც არ უხილავს ვერ აღუქვია ან აღარ ახსოვს, კარგი იქნებოდა სულის მეხსიერების აღდგენა ყოფილიყო ამ სხეულში, მაშინ გვეცოდინებოდა რომელი სხეულები გვქონდა უწინ, საიდან მოვედით აქ რა გვინდა და საით მივდივართ ან უნდა წავიდეთ.


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
tamriko_faso
post Jun 19 2012, 09:04 PM
Post #51


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 188
Joined: 12-June 12
From: თბილისი
Member No.: 6,828

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ დავფიქრდებით სადაოა კარგი იქნებოდა თუ ცუდი, მაგაზე როცა მიფიქრია ყოველთვის მივდივარ იმ დასკვნამდე რომ ჯობია ის, რაც არის, ანუ არაფერი რომ არახსოვს სულს.ისე ჩემი აზრით ადვილია გამოიცნო ადამიანი რომელიც ახალშობილია, ან რამდენიმე საფეხური აქვს განვლილი. ერთი კი ვიცი სიყვარულით თუ არ იცხოვრე, {პრიმიტიულად რომ ვთქვა) შორს ვერ წახვალ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 19 2012, 10:34 PM
Post #52


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tamriko_faso
QUOTE
როცა მიფიქრია ყოველთვის მივდივარ იმ დასკვნამდე რომ ჯობია ის, რაც არის, ანუ არაფერი რომ არახსოვს სულს.

ჰო, ეს საკამათო საკითხია. ერთის მხრივ თითქოს ჩვენ სასიკეთოდაა, რომ წინა ცხოვრებები არ გვახსოვს, რადგან როგორც ამბობენ თან გადმოგყვებოდა ის სულიერი ტრავმები და მძიმე "ბარგი" რაც დაგროვილი გვაქვს და აუტანელი იქნებოდა ყველა იმ მოგონებით ცხოვრება. მაგრამ მეორე მხრივ, რომ არაფერი არ გვახსოვს ეს თითქოს გვიშლის საკუთარი დანიშნულების და მისიების შესრულებაში. მაგრამ თუ დავიწყებთ საკუთარი თავის გამოკვლევას, ქვეცნობიერთან კავშირის დამყარებას და დავაგვიკრდებით იმ მოვლენებს და გარემოებებს რასაც ცხოვრება გვახვედრებს, იმ "მეხსიერების" გარეშეც შევძლებთ გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და მიზანი დედამიწაზე...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Jun 20 2012, 05:16 AM
Post #53


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და როგორ ფიქრობთ რა არის ჩვენი როლი და მიზანი დედამიწაზე?


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jun 20 2012, 07:26 AM
Post #54


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთადერთი მისია ადამიანისთვის მიწაზე და მიწის ზევითაც არის სიყვარული, სიყვარული რომელსაც არ აქვს მიზეზი, არ მოყვება სიტყვები: მიყვარს იმიტომ რომ... შენი სიყვარულთ უნდა ათბობდე და ანათებდა საკუთარ არსებობასაც და ირგვლლივ მყოფებისაც,.


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Jun 21 2012, 08:33 AM
Post #55


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



elli
ლამაზი სიტყვებია, მაგრამ სიყვარული მიზანი არ არის, სიყვარული შეიძლება დაგეხმაროს მიზნის მიღწევაში, მაგრამ მე მიზანი რაღაც უფრო სხვა მგონია. მოკლედ რომ ვთქვათ და კონკრეტულად აი ეს კითხვები მაქვს:

1. ვინ ვართ?
2. საიდან მოვედით?
3. რა გვინდა აქ მიწაზე?
4. საით მივდივართ ან უნდა წავიდეთ?
აი ამ კითხვების პასუხები არ ვიცი, ეს რომ ვიცოდე შევიცნობდი ადამიანის ნამდვილ მიზანს, მანამდე კი ზოგისთვის ერთია მიზანი და ზოგისთვის კიდევ მეორე, ზოგი ცხოვრების მიზნად ფულის კეთებას ისახავს და ბიზნესს აწყობს, ზოგი პოლიტიკაში მიდის და პრეზიდენტობა სურს, ზოგი სამხედრო საქმეს სწავლობს ჩინ-მედლების მოსაპოვებლად, მაგრამ ბოლოს მეფესა და პაიკს ერთ ყუთში ყრიან. ჰო და ეს არის დასასრული? და თუ არა აბა მაშ რისკენ უნდა ილტვოდეს ადამიანი? ანუ რა არის ის რეალური მიზანი, რომლისთვისაც ღირს მართებულად ცხოვრება?


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post
tabo
post Jun 21 2012, 10:10 AM
Post #56


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 17-June 12
From: Rustavi
Member No.: 6,834

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით რდესაც ადამიანი იბადება არის სრულიად უცოდველი და თავისუფალი ყველაფრისგან. ყველა ახალდაბადებული არის თანაბარ პირობებში, უბრალოდ განსხვავება სულშია, ანუ წინა ცხოვრებაში რამდენად გააძლიერა და განამტკიცა თავისი სული. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე ყველანი. ზოგი ადვილად აღწევს წარმატებას, ზოგი თავს იკლავს და რავიცი კიდე, ხოლო ზოგი სამოთხეში ხვდება და ანგელოზი ხდება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის სულზე. ნუ გარემოებაც დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, თუ სად დაიბადე, სად გაიზარდე მაგრამ შენი თავი შენ გეკუთვნის და შენი მიზანი უნდა იყოს შენი სულის გაძლიერება ლოცვით, მედიტაციით, სხვისი დახმარებით, კეთილი საქმეების კეთებით და არვიცი კიდე ძალიან ბევრი გზა არსებობს, მთავარია რწმენა მაინც.

ანუ ანტიქრისტე უნდა ამხილოს ორმა წინასწარმეტყველმა ელიან და ენოქმა ხო? ანუ ისინი დაიბადებიან დედამიწაზე და გაიზრდებიან. ისინიც ჩვენნაირი ადამიანები იქნებიან, უბრალოდ მათი სულები იქნება უფრო მტკიცე, უფრო ძლიერი ვიდრე ჩვენი. ისინია აუფრო დვილად მიაღწევენ ანტიქრისტეს ვინაობის გამოცნობას ვიდრე სხვები. მათ სულში აქვთ ამის "ნიჭი".

რავიცი... რავიცი... ძალიან ცოტა ვიცით ამის შესახებ. დასაბუთებით არავის არაფერი შეუძლია თქვას, თუმცა რეინკარნაცია ჩემი აზრით არსებობს. ერთი ცხოვრებით მაინც არ მინდა დავიჯერო რომ ადამიანის ბედი სამუდამოდ გადაწყდეს ჯოჯოხეთში მოხვდება თუ სამოთხეში. უფალს ყველანი ვუყვარვართ და ბევრ შანსს მოგვცემს ალბათ.

მაგრამ მე ყოველთვის მებადება კითხვა: რატომ არსებობენ ჩვენი სულები. თუ ჯოჯოხეთში და სამუდამო წამებაში მოხვედრის ამხელა შანსი არის, ფაქტიურად დღეს ვერავინ იტყვის რომ სამოთხეში მოხვედრის ღირსია მისი სული, მაშინ რათ გვინდა სიცოცხლე. არ ჯობია უბრალოდ საერთოდ არ გვეარსება და არ ეარსებათ ჩვენ სულებს. ვერ გავიგე ადამიანის სული როგორ ან რატომ შეიქმნა. ნუ ბიბლიაში წერია უფალმა ჩაბერა სული მიწისგან შექმნილ "ფიგურას"(ადამიანს) თუ როგორ წერია ზუსტად არ მახსოვს. თუ ყველაფერი შეუძლია უფალს (ნუ ეჭვ არ მეპარება მაგრამ მაინც) ვერ გამიგია რატომ არ შეიძლება ყველანი სამოთხეში და ბედნიერები ვიყოთ. მაგრამ ადამიანი ისეთია ალბათ მალე მობეზრდება და რაღაცის შეცვლის სურვილი გაუჩნდება, თუნდაც დედამიწაზე ცხოვრების სურვილი. ეს ყველაფერი თამაშს ჰგავს. თამაშს სადაც გინდა უფრო და უფრო მეტს მიაღწიო.

და მაინც ამდენ ფიქრს ჯობია ვიცხოვროთ ისე როგორც გვინდა რომ ვიცხოვროთ. მე მჯერა უფლის არსებობისაც და იმისაც რომ მართლმადიდებლობა არის (შეიძლება ერთადერთი არა მაგრამ ერთერთი მაინც) სწორი გზა უფალთან მისასვლელად და ჩვენი სულების გასაძლიერებლად და გასამტკიცებლად. რადგან აქ ვართ და არვიცი რა გვინდა, რატომ ვარსებობთ და ეს კითხვები გვიტრიალებს სულ თავში ჯობია დავივიწყოთ, ესეიგი ძალიან სუსტია ჩვენი სული ამ ყველაფრის მისახვედრად. ჯობია ჩვენ თავს და ჩვენ სულებს მივხედოთ თუნდაც ლოცვით, თუნდაც ვარჯიშით, სხვების დახმარებით და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tabo
post Jun 21 2012, 01:36 PM
Post #57


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 22
Joined: 17-June 12
From: Rustavi
Member No.: 6,834

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაღაც სისულელეები დავწერე ხო? biggrin.gif პროსტა ათას რაღაცას წარმოვიდგენ ხოლმე და სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ ყველაფერს წესივრად პროსტა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 21 2012, 04:57 PM
Post #58


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Dakaray
შენ კითხვებზე პასუხებს თუ მონახავ, მიხვდები რომ მიზანს ტყუილად ეძებდი.. smile.gif)


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 21 2012, 05:01 PM
Post #59


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tabo
ადამიანი თავისუფალი არსებაა, აქედან გამომდინარე თავის ცხოვრებასაც თვითონ ირჩევს.. ჯოჯოხეთსაც და სამოთხესაც.. იმასაც თუ როგორ იქნება აქ.. აყვება დაწესებულ ნორმებს და მიღებული სატნდარტებით იარსებებს თუ თვითონ იცხოვრებს საკუტარი ცხოვრებით..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Dakaray
post Jun 22 2012, 02:27 AM
Post #60


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 57
Joined: 18-June 12
Member No.: 6,835

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
QUOTE(td......... @ 21st June 2012 - 04:57 PM) *
შენ კითხვებზე პასუხებს თუ მონახავ, მიხვდები რომ მიზანს ტყუილად ეძებდი.

დამაინტრიგეთ ხო იცით? smile.gif

მზა მზარეულ პასუხებს ვერ მიკარნახებდით? წლები რომ აღარ შევალიო ძიებას?

ისევ სიყვარული? აქააც?


--------------------
amore non est medicabilis herbis
Go to the top of the page
 
+Quote Post

11 Pages V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 02:57 AM