ano |
ano |
May 1 2018, 10:55 AM
Post
#21
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა სხვა ჩემს დაკვირვებას მინდა ჩავუღრმავდე და გავაანალიზო,
ესეიგი 2004 წელს დავიწყე ჩანაწერების კეთება, საკუთარ თავს დავუწერე ის რაც მე უნდა შემეცვალა, რასაც არ ვაკეთებდი სიზარმაცის გამო, და დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, ეს იყო რამოდენიმე პუნქტი, მაგალითად დილას ადრე ადგომა, პირის დაბანა თავის მიხედვა ნუ ელემენტარული თავის მიხედვა მოწესრიგების პროცედურები დაუზარებლად, და ასევე მნიშვნელოვნად მივიჩნიე რასაც ვიტყვი უნდა გავაკეთო და რაც გასაკეთებელია გავაკეთო, არანაირი საქმის გადადება, ასევე დაწყებული საქმის დამთავრება თუნდაც სულ უმნიშვნელო ყოფილიყო, პირველ რიგში დავიწყე სახლის დალაგებით, და გადავყარე ძალიან ბევრი ნივთი. მაგრამ მნიშვნელოვანი პუნქტი აქ იყო ლოცვა გულით და დიდი რწმენა არა იმედი რომ ყველაფერი კარგად იქნება არამედ დიდი რწმენა რომ მე შევძლებ შევიცვალო და შევცვალო ჩემი გარემო, ეს ხდებოდა ეტაპობრივად არა ისე რომ გავიღვიძე და უკვე ყველაფერი შეიცვალა, არამედ ყოველდღე ტონუსში და რწმენით, სანამ რამეს დავიწყებდი, ვკითხულობდი ბიბლიის რომელიმე გვერდს იგავნს ან სახარებას. ვლოცულობდი ღმერთს ჩემთვის სწორი გზა ეჩვენებინა რომ გამერჩია სიმართლე, როგორ მოვქცეულიყავი რომ აეცილებია შეცდომით გამოწვეული განსაცდელები, მე ბავშვობიდან ვლოცულობდი, და ბავშვობაში ბევრად უფრო გულმხურვალედ ვაკეთებდი ამას, ახლა რამოდენიმე წელია არ მილოცია და ვფიქრობ ლოცვა ერთერთი უძლიერესი რამაა საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას. ამ ბოლო დროს ორი წელია მავნე ჩვევა მაქვს საკუთარ თავს ვაყენებ ზიანს, ფიზიკურად ვიმახინჯებ, ეს რაღაც არანორმალურია ვიცი, და სულ ვცდილობ ამ მავნე ჩვევას გადავეჩვიო, და ვერანაირად, ფურცელზეც დავწერე რომ დღეიდან ვსო ამას აღარ ვიზამ მაგრამ მაინც იგივე, ახლა ერთი კვირაა ვილოცე რომ ეს მავნე ჩვევა დავძლიო, და რამდენჯერაც ხელი გამექცევა საკუთარი თავის დასამახინჯებლად მახსენდება სიღრმისეულ მთელი სხეულის მეხსიერების დონეზე რომ ეს არ უნდა გავაკეთო, მთელი ჩემი სხეულისათვის გასაგები გახდა რომ ეს მავნე ჩვევა გადალახულია და აღარ ვაკეთებ, ასე რომ ვასკვნი ლოცვა ესმის არა მარტო ტვინს არამედ მთელს სხეულს მთლიანად, და იცვლები და პროგრამდები არა მარტო ტვინის დონეზე არამედ მთელი სხეულის დონეზე. |
|
|
May 2 2018, 06:47 AM
Post
#22
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
ლოცვას მართლაც დიდი ძალა აქვს, გულიდან გამოსული სიტყვა, ფიქრი, ლოცვა, ყოველთვის იწვევს შედეგს. მეც გამოვცადე ეგ ძალა. |
|
|
May 4 2018, 09:39 PM
Post
#23
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მიცდია, ყველა მოქმედებას ვიწერდი. თავის მოვლა, საოჯახო საქმე, პრაქტიკები... მარა ეგეც მომბეზრდა ;დ
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 6 2018, 05:05 PM
Post
#24
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნაბიჯ ნაბიჯ არ ვიწერდი პირველი რაც დავწერე ეს იყო გამოსასწორებელი გეგმა, სიზარმაციდან საკუთარი თავის გამოყვანის,
გზადაგზა კი პატარ პატარა მიზნები, მიზნამდე მისაღწევი ინსტრუქციები თავისთავად ჩნდებოდა, დავაკვირდი როცა გაქვს მიზანი, ჩნდება ენერგიაც და საშუალებების მის მისაღწევად, დაღლის და მობეზრების ეტაპიც საკმაოდ მქონდა ესაა შემაფერხებელი, როგორც ვთქვად სადღაც გზას ადგახარ და საწვავი რომ გამოგელევა თუ რა ვიცი რას შევადარო. როგორც ადრე ახლაც ვეტყოდი ჩემს თავს რომ ვძლიო სიზარმაცეს და დავისახო მიზნები და კვლავაც წარმოვისახო ჰიპერეალისტური ლამაზი ოცნებები. რადგან ვიცი რომ ფიქრები და ლამაზი ოცნებები რეალიზდება, |
|
|
Jul 19 2018, 07:34 PM
Post
#25
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა ჯობია არ ვიცი მარტო ყოფნა თუ ვინმესთან თანაცხოვრება,
იქნებ ეს მიტოა რთული რომ მანამდე თავისუფალი ვიყავი რაც მომინდებოდა როცა მომინდებოდა ვაკეთებდი ახლა კი სხვისი ინტერესების გათვალისწინებაც მიწევს. თითქოს პრობლემებიც მომემატა, ის ანდაზასავით რაღაც მახსენდება რომ გაიგო გათხოვება არ ღირს ამისთვის უნდა გათხოვდეო. დრო რო გადის გადავხედავ ხოლმე წარსულს და რამდენ რამეს ვნანობ რაც არ გავაკეთე, ახლა კი ვფიქრობ ახლანდელ დროზე რო გავა წლები რას ვინანებ, ნეტავ რა არის რისი გაკეთებაც შემიძლია და არ ვაკეთებ? სხვების შეცვლა გამოსწორებას კი თავი უნდა დავანებო, როცა საკუთარ თავზე საკმაოდ ბევრი სამუშაო მაქვს |
|
|
Jul 19 2018, 09:57 PM
Post
#26
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 23 2018, 11:40 AM
Post
#27
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ ვიცი უბრალოდ ძალიან დიდხანს მარტო ვიყავი, ახლა კი ვცხოვრობ ადამიანთან, რომელსაც დიდ დროს ვუთმობ
მის აზრებს და ემოციებს უსიტყვოდ ვხვდები, მას მძიმე წარსული აქვს რაც მის ხასიათზეც აისახება, ისიც ჩემს ფიქრებს და გრძნობებს უსიტყვოდ ხვდება, ძალიან მგრძნობიარე ადამიანია, ორივეს წარსული გვექაჩება, „ძველი ცოდვები“ თავს გვახსენებენ, ერთადერთი რამაც ვინმესთან თანაცხოვრება ამატანიოს ეს არის სიყვარული გაგება და პატივისცემა, ვცდილობ მეტი სიყვარული გამოვიმუშაო რომ მეტი გაგებით მოვეკიდო მის ხასიათს, რაც შეეხება ემოციებს, ის ზღვასავით მღელვარეა, ასეთ რადიკალურ ემოციურობას რომ ვხედავ ვხვდები როგორი ხელისშემშლელია ბედნიერად ცხოვრებაში, |
|
|
Jul 23 2018, 06:11 PM
Post
#28
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არასოდეს მოიძებნება ორი ადამიანი, რომ ყველაფერში 100%-ით შეეწყონ ერთმანეთს.
ერთად ცხოვრება იმითაა კარგი, რომ გინდა ადამიანს ახლოს გყავდეს ის ადამიანი, რომელიც დაახლოებით მაინც გგავს, რომ რაღაცეებში მაინც გაქვთ ერთნაირი შეხედულობა. მარტოობა ძალიან კარგია, მაგრამ ასაკში რომ შედის ადამიანი, მაშინ უნდა ვიღაცა ჰყავდეს, რომ არ იყოს მარტოდ... მთავარი ფორმულა ორი ადამიანი რომ შეეწყონ ერთმანეთს გარდა ცნობილი მრავალჯერ გამეორებული ფრაზებისა, სიყვარული, გაგება და სხვა არის ის რომ შენთან მყოფი ადამიანი არ შეზღუდო, თავისუფლება მისცე, თავისი ჰობით დაკავდეს და ხელი არ შეუშალო, რაღაც მომენტში სიმარტოვე უნდოდეს და ნება მისცე. ეს ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ჩემი ქმარი იყო რომ ეს პირობა წამიყენა თავიდან არ მომეწონა, ქართველი ქალის ეჭვიანობა ხომ იცით ახლა მივხვდი... ახლა მივხვდი რამდენადაა აუცილებელი ერთად ცხოვრებისას შევინარჩუნოთ ჩვენი კუთხე, ჩვენი დრო ჩვენს თავს დავუთმოთ. |
|
|
Jul 24 2018, 12:52 AM
Post
#29
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართალი ხარ გაიხარე
კი შეზღუდვასთან დაკავშირებით გვაქ პრობლემა, მე მიყვარს ყველაფრის კონტროლი, ასე არა ისე, ყველაფერში ვერევი და ჩემ ჭკუაზე მინდა რო ვატარო, ასე მითხრა ასე მგონია რომ მახრჩობო, თავისუფლება მომეცი მე როგორც მინდა ისე მოვიქცეო, რეალურად პრობლემა არაა ეგ მოგვარებადია, პირობა მივეცი რომ აღარ დავახრჩობ. ვხვდები რომ ადამიანი ჩემნაირი ვერ გახდება და უნდა მივიღო ისეთი როგორიც არის |
|
|
Jul 24 2018, 06:53 AM
Post
#30
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
მარტო შენ არა ხარ მასე. ამაში ქალებს ხშირად გვადანაშაულებენ. |
|
|
Jul 24 2018, 01:33 PM
Post
#31
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობა გაიხარე
|
|
|
Jul 24 2018, 05:26 PM
Post
#32
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
|
|
|
Jul 31 2018, 05:20 PM
Post
#33
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Aug 9 2018, 11:57 AM
Post
#34
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგონებები ფრაგმენტებად მირბიან ტვინში.
ბავშვობის მოგონებები და თამაშები თავს მახსენებენ. დროა ალბათ ჩავუჯდე გადახედვის პრაქტიკას |
|
|
Nov 18 2018, 03:57 AM
Post
#35
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
2018.11.18
33 ის გავხდი კიდევ ერთი წელი შემომემატა ისევ მაინტერესებს ვინ ვარ რატო ვარ სად ვარ ვულოცავ ჩემს თავს დაბ დღეს |
|
|
Nov 18 2018, 01:55 PM
Post
#36
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გილოცავ
ქრისტეს ასაკია ხო? რაღაც ახალს აღმოაჩენ და შეაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 18 2018, 10:46 PM
Post
#37
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ანო გილოცავ, გისურვებ ამ ასაკიდან შემეცნების ახალი ეტაპი დაიწყოს შენს ცხოვრებაში და რაც მთავარია არასოდეს შეწყვიტო ძებნა
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 18 2018, 11:02 PM
Post
#38
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
გილოცავ, ანო! ბევრი სინათლე და სიხარული მოეტანოს შენთვის ცხოვრებას. 33-იო , რომ დაწერე გამიკვირდა სულ მეგონა, რომ 20-22 წლის გოგო ხარ -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 19 2018, 10:19 AM
Post
#39
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გილოცავ.
|
|
|
Nov 19 2018, 01:06 PM
Post
#40
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 26th September 2024 - 11:57 PM |