IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


shaqro
Posted on: Feb 15 2013, 02:42 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 30-January 13
Member No.: 6,980


იესოს ლოცვა და მედიტაცია – რა სხვაობაა მათ შორის?
14/12/2012
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი

ავტორი: არქიმანდრიტი ზაქარია (ზაქარუ) – ავტორი წიგნებისა მართლმადიდებლურ ასკეტიკაზე “The Enlargement of the Heart” და The “Hidden Man of the Heart”. მამა ზაქარიას მასწავლებელი იყო არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი 1896-1993) იოანე ნათლისმცემლის მონასტრის დამაარსებელი ესექსში, მოწაფე და ბიოგრაფი ღირსისა სილუანე ათონელისა (1866-1938)

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

სამწუხაროდ, გაუთვითცნობიერებულ საზოგადოებაში ადგილი აქვს გავრცელებულ ცდომილებას, რომლის თანახმადაც იესოს ლოცვა მსგავსია ბუდისტური იოგისა, ტრანსცენდენტალური მედიტაციისა და სხვა აღმოსავლური ეგზოტიკური სწავლებებისა. თუმცა, მსგავსება ძირითადად მხოლოდ გარეგნულია, ხოლო ყოველგვარი შინაგანი იდენტობა არ სცდება ადამიანის სულის ჩვეულ „ანატომიას“. ფუნდამენტალური სხვაობა მართლმადიდებლობასა და სხვა რელიგიებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ იესოს ლოცვა დაფუძნებულია ჭეშმარიტი, ცოცხალი და პიროვნული ღმერთის – სამების აღმოჩენაში. არცერთი სხვა გზა არ უშვებს ღმერთისა და მისდამი მლოცველი ადამიანის ცოცხალი ურთიერთობის საშუალებას.

აღმოსავლური ასკეტიზმი მიმართულია გონების პირობითობისგან და დროებითისგან გათავისუფლებისკენ, ისე, რომ ადამიანი გაიგივებული იყოს გაუპიროვნებულ აბსოლუტთან. ამ აბსოლუტში ნაგულისხმევია ადამიანის “ბუნების” პირველსაწყისი, რომელმაც მრავალსახოვან და მუდმივად ცვალებად განმიწიერებულ ცხოვრებაში შესვლის გზით, გადაგვარება და დეგრადაცია განიცადა. ასკეტური პრაქტიკა, მსგავსად ამისა, უპირველეს ყოვლისა, კონცენტრირებულია თვითობრიობაზე და მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის ნებისყოფაზე. მისი ინტელექტუალური არსი უარყობს ადმიანის ბუნების სისრულეს, რადგან არ ითვალისწინებს გულის ფაქტორს. ადამიანის მთავარი ამოცანა უსახელო ზეადამიანურ აბსოლუტთან დაბრუნებაში მდგომარეობს, რათა სრულად მოხდეს მასში გქრობა. სწორედ ამიტომ, მან უარი უნდა თქვას სულზე ამ უპიროვნო, ზეადამიანური აბსოლუტის სასარგებლოდ და სწორედ ამაში მდგომარეობს ამგვარი მიდგომის ნეგატიური მხარე.

ყოველგვარი მწუხარებისა თუ მოუგვარებლობისგან თავდასაღწევ განმანთავისუფლებელ ბრძოლაში, რაც ამა სოფლის წარმავალ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, აღმოსავლელი ასკეტი თავს, ე.წ. სუფთა ყოფიერების აბსტრაქტულ და ინტელექტუალურ ველში უღრმავდება – უარყოფით და გაუპიროვნებულ მხარეში, სადაც შეუძლებელია ღვთის განჭვრეტა, სადაც მხოლოდ საკუთარი თავის დანახვა ძალუძს ადამიანს. ასეთი მიდგომით გულისთვის ადგილი აღარ რჩება. ამგვარი ფორმის ასკეტიზმის პროგრესი, მხოლოდ წარმატების პირად სურვილზეა დამოკიდებული. უპანიშადები არსად ამბობენ, რომ ამპარტავნება სულიერი ზრდის დამაბრკოლებელია, ან იმას, რომ მორჩილება სათნოებაა. ერთი მხრივ არსებობს ქრისტიანული ასკეტიზმის პოზიტიური მხარე, სადაც საკუთარი თავის უარყოფას ახალი ადამიანის ტრანსოფრმაციისკენ მიჰყავს, სადაც სიცოცხლის ზებუნებრივი ძალის დაშვება არის შესაძლებელი, რომლის წყაროც ის ერთადერთია, ვინც ადამიანებს გამოუვლენს თავს, ეს ღმერთია. და მეორე მხარე, სადაც მისი ხილვა წარმოუდგენელია. ყველაზე ზომიერ გამოვლინებებშიც კი საკუთარი თავის უარყოფა, ბუდიზმის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. გონების სურვილი უბრალოდ დაუბრუნდეს ბუნებრივ მდგომარეობას, აღმოჩნდება დაუცველ მდგომარეობაში მრავალი აკრძალვის წინაშე. ჩნდება საშინელი რისკი იმისა, რომ მოხდეს საკუთარ თავზე დაციკვლა, რისკი საკუთარი ნათებით მოხიბვლისა, თუმცა კი ქმნილი სილამაზისა, რომელსაც როგორც ქმნილებას აღაზევებენ მის შემოქმედზე მეტად (რომ. 1:25) გონება იწყებს “ეგოს” გაღმერთებას და კერპად ქცევას, შემდგომ კი, როგორც ბრძანებს უფალი, “და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება”(მათე 12:45)

რელიგიური აზროვნების აღმოსავლური სტილის ამგვარი შეზღუდვა, რომელსაც არ გააჩნია ღვთის შემეცნების პრეტენზია და პრაქტიკულად ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნებას წარმოადგენს, არ სცილდება ქმნილ პიროვნულობას და საერთოდ ახლოსაც არ მიდის უპირველესი პიროვნების ჭეშმარიტებასთან, უქმნელ ცოცხალ ღმერთთან, რომელიც თავად გამოეცხადა ადამიანს. ამგვარ რელიგიურ მიდგომას, რასაკვირველია, შეუძლია უზრუნველყოს ერთგვარი რელაქსაცია ან წაამახვილოს ადამიანის ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ფუნქციები, თუმცა: “ხორცისაგან შობილი ხორცია” (იაონე. 3:6) და “ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს” (რომ. 8:8)

რათა იყო ჭეშმარიტი, გონების ყოველი გათავისუფლება ვნებითი მიდრეკილებებისგან, თუ ხილული მიწიერი ელემენტებისგან, უნდა იყოს ადამიანის შესახებ ჭეშმარიტებასთან ერთობაში. როდესაც ადამიანი ხედავს თავს, თითქოსდა იგი წარსდგება ღვთის წინაშე, მისი ერთადერთი პასუხი შეიძლება სინანული იყოს. ამგვარი სინანული, თავისთავად, ღვთის ნიჭია და მას გულისმიერი ტანჯვისკენ მიჰყავს ადამიანი, ეს კი არა მარტო წმენდს გონებას ცოდვათაგან, არამედ მას ღვთის უხილავ და მარადიულ თვისებებთან აერთიანებს. სხვა სიტყვებით, გონების გათავისუფლება მხოლოდ ნახევარი საქმეა, ის ადამიანის ძალისხმევით უნდა გაძლიერდეს. მეორე მხრივ, ქრისტიანობა ასკეტს იმგვარ დამაიმედებელ ძალისხმევას სთხოვს, რომ მისი სული განიმსჭვალოს და გარეშემოირტყას ღვთის მადლით, რაც მომასწავებელია მარადიული სიცოცხლისა და რომლისთვისაც, როგორც მისთვისაა ცნობილი, ის არის შექმნილი.

მრავალი სცემს თაყვანს ბუდას და ადარებს მას ქრისტეს. კერძოდ, ბუდა, ადამიანის მდგომარეობისადმი თავისი თბილი დამოკიდებულებით და ტანჯვისგან გათავისუფებისადმი გამომსახველი სწავლებით იპყრობს ყურადღებას. მაგრამ ქრისტიანმა იცის, რომ ქრისტემ, ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, თავისი ტანჯვით, ჯვრით, სიკვდილითა და აღდგომით თავისი ნებით და წმინდად განიცადა ადამიანური ტკივილის მთელი სისავსე ნიშნად მისი სრულყოფილი სიყვარულისა. ამ გზით მან განკურნა მისი ქმნილება მომაკვდინებელი ჭრილობისგან, რომელიც პირველქმნილმა ცოდვამ მიაყენა და აღადგინა იგი მარადიული ცხოვრებისათვის. სწორედ ამიტომ, გულისმიერი ტანჯვა მეტად ღირებულია ლოცვისას და მისი თანამყოფობა მოწმობს იმაზე, რომ ასკეტი არ არის შორს ღვთის სიყვარულის ჭეშმარიტ და წმინდა გზისგან. თუკი ღმერთმა ტანჯვის მეშვეობით გამოავლინა მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენს მიმართ, ასევე ადამიანსაც, თავის მხრივ აქვს საშუალება ტანჯვის გზით უპასუხოს ღვთის სიყვარულს.

მაშასადამე, ლოცვა სიყვარულის გამოხატულებაა. ადამიანი გამოხატავს სიყვარულს ლოცვის გზით და თუ ჩვენ ვლოცულობთ, ეს ჩვენი ღვთისადმი სიყვარულის მანიშნებელია. თუ ჩვენ არ ვლოცულობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გვიყვარს ღმერთი, ანუ ჩვენი ლოცვის საზომი – ღვთისადმი სიყვარულის საზომის ტოლფასია. წმინდა სილუანე ღვთის სიყვარულს ლოცვასთან აიგივებს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღვთისადმი უყურადღებობა, მისდამი “გულმავიწყობა”, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან ის ერთადერთია, რომელსაც არ ებრძვიან ლოცვითა და ღვთის სახელის მოხმობით. თუ ჩვენ დავიმდაბლებთ თავს და მოვუხმობთ ღვთის შეწევნას, მის სიყვარულზე მინდობილნი, ჩვენ მოგვეცემა ძალა ნებისმიერი ვნების გადასალახად, მაგრამ თუკი ჩვენ არ ვფიქრობთ ღმერთზე, მტერი იოლად გაგვანადგურებს.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #94677 · Replies: 44 · Views: 68,497

shaqro
Posted on: Feb 5 2013, 08:42 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 30-January 13
Member No.: 6,980


ho rato vecinaagmdegebi sakutar tavs???
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #93674 · Replies: 63 · Views: 68,723

shaqro
Posted on: Feb 5 2013, 07:48 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 30-January 13
Member No.: 6,980


gardacvaleba yvelaze didi realobis gancdaa adamianis cxovrebashi.
Sicocxle pormas icvlis da xdeba is vinc aris rrealurad. Sikvdili ki armyopobas nishnavs, sicocxlis ar gancdas nishnavs rac satanjvels icvevs adamianistviss radgan misi tviasebaa sicocxle. Xoda unda gaerkves adamiani vvinaris, raunda da riti suntqavs, cinaagmdeg shemtxvevashi satanjveli gardauvalia radgan,adamiani sakutari motxovnilebebis dakmayopilebis garda tu araperi axsovs da unda, gardacvalebis mere yvelgan gamcardeba sadacarunda iyos, anu aqve kvdeba is...

P.S dzveli bazari "dezertirebi" a.. shemogevle:)
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #93670 · Replies: 317 · Views: 195,641

shaqro
Posted on: Feb 5 2013, 07:14 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4
Joined: 30-January 13
Member No.: 6,980


gamarjobat jer:) mec vityvi ramodeniime sityvas, tu sheidzleba:) tema sainteresoa,
Adamiani bevr cyarosac gamoiyenebs tavis shesacnobat magram gza tavis shecnobisa danaxvaa shinagani mdgomareobisa, xedvis ganvitareba sachiroa magram rogor?
Kai xania vakvirdebi temebs, postebs, da me davinaxe rom jibriani var, sxvas ganvsji da armomcons sxvisi saqcieli, azri, aqac imis mtkiceba midis me var scori tu sxvaa scori(pirobitat) . Vis mogsvliat iseti azri tavshi, romeltanac cinaagmdegobashi mosulxart, tqvenve??? Da es logikurad rogor unda axsnat?
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #93666 · Replies: 63 · Views: 68,723


New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 03:34 AM