IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

30 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მე-4 სიმკვრივე
old_man
post Jun 2 2011, 06:45 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ვიცით 2012 წლიდან დედაწა გადადის მე-4 სიკვრივეში. მოსალოდნელი ცვლილებები ღრმად განვიხილეთ კატაკლიზმების ჭრილში. მაგრამ როგორი იქნება ახალი რეალობა? ჩენელინგებიდან რაც ინფორმაცია გვაქვს მაინც ზოგადი და ბუნდოვანია. ამიტომ საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები კონკრეტულად როგორი იქნება ამ სიმკვრივეში ადამიანის არსებობა. როგორი იქნება მისი მსოფლმხედველობა, ფასეულობები და ყოველდღიური რეალობა.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება ექსპერტების kate-ის და zet-ის აზრი ))


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jun 2 2011, 07:36 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Jun 2 2011, 06:45 PM) *
როგორც ვიცით 2012 წლიდან დედაწა გადადის მე-4 სიკვრივეში. მოსალოდნელი ცვლილებები ღრმად განვიხილეთ კატაკლიზმების ჭრილში. მაგრამ როგორი იქნება ახალი რეალობა? ჩენელინგებიდან რაც ინფორმაცია გვაქვს მაინც ზოგადი და ბუნდოვანია. ამიტომ საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებები კონკრეტულად როგორი იქნება ამ სიმკვრივეში ადამიანის არსებობა. როგორი იქნება მისი მსოფლმხედველობა, ფასეულობები და ყოველდღიური რეალობა.
განსაკუთრებით საინტერესო იქნება ექსპერტების kate-ის და zet-ის აზრი ))

კარგი და საინტერესო თემაა. და ალბათ საკმაოდ დიდიც.

მე პირადად რა აზრიც ჩამომიყალიბდა, ამ ეტაპზე, ჩენელინგების თუ სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასეთია, რომ ეს არ იქნება უცბად გადართვა, არამედ სიხშირის თანდათანობითი აწევა. ანუ ეს პროცესი რამდენიმე წელიწადი გაგრძელდება (სანამ დედამიწა მეოთხე სიმკვრივემდე მიაღწევს). მაგრამ ეს არ იქნება მომენტალურად, ან 2012შივე. ეს პროცესი კი დაიწყება 2012ში მაგრამ ალბათ დაახლოებით 7-8 წელიწადი გაგრძელდება.

რავიცი შეიძლება არასწორედ გავიგე, მაგრამ რაღაც ესე მესმის, რომ ეს არ არის მომენტალური პროცესი, ერთ დღეში მოსახდენი.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 3 2011, 06:18 PM
Post #3


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
ესე იგი, ექსპერტი ხომ?! huh.gif
კააააააააარგი, მაშინ დავიწყებ და ძალიან შორიდან და ეცადეთ არ გაგიკვირდეთ.
პირველ რიგში, არავინ, არც ჩვენ და არც დედამიწა არსად არ მივდივართ - "ჩვენ კი არ ვიბადებით სამყაროში, არამედ, სამყაროები იბადება ჩვენში", არ ვიცი ეს პირველად ვინ თქვა, მაგრამ მოკლედ და ზუსტად ასახავს რეალობას. ჩვენ ყველანი რეალურად ვარსებობთ სულ სხვა დროსა და სივრცეში, რომელსაც ასე შეიძლება ეწოდოს - მარადიული ახლა და აქ. ხოლო ჩვენი ფიზიკური სამყარო და სხვა გაცილებით მაღლა მდგომი ფიზიკური სამყაროები, ჩვენს მიერვე შექმნილი რეალობებია გამოცდილების მისაღებად, სადაც ჩვენი ცნობიერების ნაწილი იმყოფება ამჟამად. დედამიწა ცოცხალი მაღალგანვითარებული სულიერი არსებაა, უფრო სწორედ ის რაც დედამიწის ნამდვილი არსია, ისევე როგორც ჩვენ მარტო ფიზიკური სხეულები არა ვართ, არამედ უკვდავი სული, დედამიწაც მარტო პლანეტა არ არის, იგი გაცილებით მაღალგანვითარებული უკვდავი სულია, რომელმაც უკვე მიაღწია თავისი განვითარების იმ საფეხურს რომ მესამე ფიზიკური განზომილებიდან გადადის მეოთხე განზომილებაში თუ სიმკვრივეში, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, "გადადის" - ამ შემთხვევაში არ ნიშნავს მოძრაობას სივრცეში, ნიშნავს ვიბრაციის ამაღლების შედეგად შემეცნების, ცნობიერების დონის აწევას მეოთხე განზომილებამდე, სადაც ასევე არსებობს დედამიწა, რომლის ახლანდელი ლოგოსი ან უკვდავი სული ასევე მზადაა უფრო მაღალ განზომილებაში გადასასვლელად, ამ მესამე განზომილების დედამიწას კი სხვა უფრო დაბლა მდგომი, მაგრამ შემეცნების ამ დონისათვის უკვე მზა სული დაიკავებს, ასეთი დიდი მასშტაბის პლანეტარული ცვლილებები სულიერ პლანზე, ისე ვერ ჩაივლის რომ გავლენა არ იქონიოს ფიზიკურ მდგომარეობაზე დიდი თუ მცირე კატაკლიზმების სახით, როდესაც ეს პროცესი დასრულდება ჩვენი დედამიწა კვლავ იარსებებს მესამე განზომილებაში და სავარაუდოდ ადამიანთა ახალი რასის და ახლი ცივილიზაციის სათავე გახდება, ან დაუსახლებელი პლანეტა მაგრამ თუ ასე გადაწყეტს ახალი ლოგოსი ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ დედამიწა - როგორც ასეთი დაუსახლებელი იქნება. პლანეტა ვენერა დაუსახლებელია ჩვენი მესამე განზომილების ხედვით, როდესაც ის სინამდვილეში არაჩვეულებრივი, ძალიან დიდი სიყვარულის მქონე, მაღალ განვითარებული მეხუთე განზომილების არსებებით - ჰატორებით არის დასახლებული, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ დედამიწას და რომლებიც ჩვენი მეგობრები იქნებიან მეოთხე განზომილებაში....
გაგრძელება იქნება........
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Jun 3 2011, 08:26 PM
Post #4


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 3rd June 2011 - 07:18 PM) *
გაგრძელება იქნება........

ველოდები wink.gif
როგორ მიყვარს შენი პოსტები l_daisy.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Jun 4 2011, 08:37 AM
Post #5


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰო ნენსიც წერდა, რომ დედამიწის და მზის რაღაც ნაწილი დარჩება მესამე სიმკვრივეში (თუმცა ფიზიკურად როგორ გამოიყურება ეს არ წერს). ეს აუცილებელია მესამე სიმკვრივის იმ არსებების განვითარების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ადამიანების პარალელურად არსებობენ დღეს დედამიწაზე, მაგრამ ჯერ მეოთხე სიმკვრივისთვის მზად არ არიანო. ანუ დედამიწა არა მხოლოდ ჩვენი სახლია, არამედ კიდევ 3 რასის. აქედან ერთ-ერთი არის მაგალითად იეტი, თუ თოვლის კაცი. ის არაა ცხოველი, მაგრამ ადამიანის დონეზეც არაა ჯერ და ამიტომ მესამე სიმკვრივეში უნდა დარჩესო.


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 4 2011, 04:51 PM
Post #6


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.....ისე ძალიან ადვილად ჟღერს, არა?!, როგორც ერთმა გადაინაცვლოს ზედა სართულზე, მისი ადგილი სხვამ დაიკავოს და ასე შემდეგ... სინამდვილეში ეს პროცესი, თუმცა ბუნებრივია - ძალიან, ძალიან, ძალიან რთულია და ამ პროცესის გაგების აღქმის უნარი ჩვენ ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია, ჩვენ მისი მხოლოდ მცირე ნაწილის აღქმა შეგვიძლია, იგი დამოკიდებულია უამრავ კოსმიურ ფაკტორთან, და სჭირდება უზარმაზარი ენერგია ეს "გაცვლა" ამ ახალ ენერგიაში ორ-სამ დღიან "დიდ სიცარიელეში" ხდება, როდესაც ერთმანეთს ედება დრო და განზომილება, ხდება დროის, სივრცისა და განზომილების გარღვევა ორივე მხრიდან ერთდროულად. ამ 'დიდი სიცარიელის", "სრული სიბნელის" დროს იშლება ყველაფერი რაც ხელოვნურია, რაც დედამიწაზე ბუნებრივად არსებული მოლეკულებისაგან არ შედგება. "დიდი სიცარიელიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენი დედამიწა მეოთხე განზომილებაში იქნება, მესამე განზომილების დედამიწაზე კი საცოდავი ნანგრევები დარჩება, ქვის, ხის რკინის კარკასები... ამიტომაც ჩვენ ვერ ვპოულობთ უძველესი ცივილიზაციების კვალს, მიუხედავად იმისა რომ ისინი ჩვენზე გაცილებით, გაცილებით განვითარებული იყვნენ. ჩვენი homo sapiens ის ასაკი მხოლოდ 150-200 ათასი წელია, დედამიწაზე კი მილიონობით წლის წინათაც არსებობდნენ მაღალგანვითარებული ცივილიზაციები. მაგალითისთვის ავიღოთ სილიკონი, რომელიც ყველაზე პოპულარული მკერდის ინპლანტებით გახდა, არც იწვება მაღალ ტემპერატურაზე, და ჯერჯერობით ვერც გამოთვალეს რამდენი ათასი თუ ათიათასი წელი დასჭირდება მის ბუნებრივად დაშლას, რამე ამდაგვარი რომ ჰქონოდათ წინა ცივილიზაციებს, არქეოლოგებს სადმე ნამდვილად შეხვდებოდათ, მაგრამ სილიკონზე გაცილებით რთული და თავის დროზე გამძლე ნივთიერებები უკვალოდ გაქრა ანუ ბენებრივ შემადგენელ ელემენტებად დაიშალა ბოლო "დიდი სიცარიელის" დროს. ამიტომაც აიგო სფინქსი, რომლის რეალური ასაკიც წარმოუდგენლად დიდია და რომელიც მოწმეა ჩვენამდე დიდი ხნით ადრე არსებული ცივილიზაციის. და ამიტომაც ააგეს პირამიდები ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენ მესამე განზომილებაში "ჩამოვვარდებოდით". ინფორმაციას დედამიწის უძველეს ცივილიზაციებზე არქეოლოგიური გათხრებით ვერ მივაგნებთ, ის ინახება ცამეტ კრისტალის თავის ქალაში, რომელიც ამჟამად სხვადასხვა ადგილასაა, ასევე ინახება ამანტის დარბაზებში სფინქსის ქვეშ, ნაწილი ტიბეტის მღვიმეებში....
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Jun 4 2011, 11:06 PM
Post #7


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Jun 4 2011, 04:51 PM) *
ავიღოთ სილიკონი, რომელიც ყველაზე პოპულარული მკერდის ინპლანტებით გახდა, არც იწვება მაღალ ტემპერატურაზე, და ჯერჯერობით ვერც გამოთვალეს რამდენი ათასი თუ ათიათასი წელი დასჭირდება მის ბუნებრივად დაშლას,

ამის დაჯერება ცოტა გამიჭირდება smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 5 2011, 01:18 AM
Post #8


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Barmalei
სილიკონი, რა თქმა უნდა ხელოვნური მაქვს მხედველობაში, მრავალგვარია, და ერთ-ერთი, რომელსაც მკერდის ინპლანტებში იყენებენ, პლასტმასის რაღაც სახეობასთან კომბინაციაში კრემატორიუმებში არ იწვება და პრობლემებს ქმნის ეს ნამდვილად ვიცი, ხოლო კრემატორიუმიდან დარჩენილ მასას, რამდენი ხანი დასჭირდება ბუნებრივად რომ დაიშალოს ქიმიკოსებმა დაახლოებითი პასუხიც ვერ გასცეს - შეიძლება ათასი, შეიძლება ათი-ათასიო, ზუსტად ასე უპასუხეს, ერთი გახმაურებული შემთხვევა გამახსენდა და იმიტომ მოვიტანე მაგალითად, თორემ დარწმუნებული ვარ ამ სილიკონზე გაცილებით მდგრადი ხელოვნური ნივთიერებები არსებობს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 5 2011, 01:46 AM
Post #9


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Barmalei @ 4th June 2011 - 02:06 PM) *
ამის დაჯერება ცოტა გამიჭირდება

ისე, მარტო ამის დაჯერება თუ გაგიჭირდება, სილიკონო ნამდვილად არ არის პრობლემა! smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Molen
post Jun 5 2011, 09:50 AM
Post #10


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩემი აზრით ადამიანის შიგნით, სულსა და ფსიქიკაში მომხდარი ცვლილებები მხოლოდ უმცირესობისათვის იქნება მეტ-ნაკლებად ხილული, უმრავლესობა კი ამას უბრალოდ სოციალურ რეალობასა და ურთიერთობის ფორმებში გამოსახავს. მაგალითად იქნებიან მიმართულნი მეტად აგრესიაზე ან დაუშვათ - სწავლაზე და ასე შემდეგ. მაგრამ გარემოება ისაა, რომ რაც უფრო მეტად გადის დრო ქრისტეს ამაღლებიდან მეორედ მოსვლამდე მით მეტად იცვლება ადამიანის "მოკრძალებული" ბუნება და ნებისმიერი ახალი ძალის აღმოჩენა საკუთარ თავში მას ხდის არა მეტად ქველს, არამედ მეტად ძლევამოსილს, რომელიც გამოყენებული იქნება ეგოს მოთხოვნების რეალიზებისა და დაკმაყოფილებისათვის.

შესაბამისად სრულყოფილებას მიღწეული ადამიანი სოციალურ ურთიერთობებში თუ ინდივიდუალურად (სულიერ-ფსიქიკურად) იქნება გველივით ბრძენი და ძლიერი, მაგრამ ნაკლებად წმინდა.

ეს ჩემი აზრია.


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
guest..
post Jun 5 2011, 01:43 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 636
Joined: 11-January 11
Member No.: 6,352

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ Jun 5 2011, 01:46 AM) *
ისე, მარტო ამის დაჯერება თუ გაგიჭირდება, სილიკონო ნამდვილად არ არის პრობლემა! smile.gif

რა ვქნა დაიკო , მიჭირს ისეთი რაღაცეების დაჯერება(საერთოდ ვამბობ) რაც მის ახლოს მყოფ მეცნიერებებთან (პარამეცნიერებასტან არა) არანაირ თანხვედრაში არ მოდის smile.gif თუმცა არის რაღაცეები რაც უბრალოდ უნდა ირწმუნო და ვსიო smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 6 2011, 02:33 AM
Post #12


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Barmalei
კარგი პასუხია smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 6 2011, 03:46 AM
Post #13


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



....მას შემდეგ რაც ამ "დიდი სიცარიელიდან, სიბნელიდან" გამოვალთ (ფიზიკურ პლანზე ეს გამოწვეულია ელექტრო-მაგნიტური ველის განულებით), ჩვენ ვიღვიძებთ უკვე მეოთხე განზომილებაში, ეს იგივე დედამიწაა, მაგრამ სრულიად განსხვავებული იმისაგან რასაც მიჩვეული ვართ, აქ ფერებიც სხვაა, უფრო სწორად სხვანაირი, თითქოს შიგნიდან ანათებს, ჩვენ იგივე ფიზიკური სხეული გვაქვს, თუმცა ატომურ დონეზე დიდი ცვლილებებია, შეცვლილია ჩვენი დნმ და ჩვენი ქრომოსომების რაოდენობა 46-დან 48-მდე არის გაზრდილი, მალე აღმოვაჩენთ, რომ რასაც გავიფიქრებთ მომენტალურად გვისრულდება,((და აქ არის ყველაზე დიდი "მაგრამ" და საშიშროება, რომელზეც ადრეც ვწერდი, და მერეც დავწერ ცოტა დაწვერილებით)), ჩვენი აზრები მატერიალიზდება, (ეს აქაც ასეა, მაგრამ არ ვიცით და დიდი, ძალიან დიდი დრო სჭირდებადა) ვუყურებთ ჩვენ სხეულს და ვაძლევთ იმ სასურველ ფორმებს, რაც ყოველთვის გვინდოდა, თუმცა ეს მალე მოგვბეზრდება და რაც მთავარია მალევე ვნახავთ რომ მარტო არ ვართ, აქ თითოეულ ჩვენთაგანს გველოდება და გვხვდება დედა და მამა (სამების პრინციპით), ჩვენ ვიგრძნობთ მათ საოცრად მოსიყვარულე არსებობას, მიუხედავად იმისა რა ფიზიკური ასაკის ვართ იმ დროს, იმ სამყაროში ახალდაბადებულ ბავშვებივით ვართ, ვისაც ზრუნვა და სწავლა სჭირდება, ეს "დედა და მამა" ისინი არიან ვინც იციან ვინაც ვართ სინამდვილეში და გვიცნობენ, იცნობენ ჩვენ სულს და ჩვენს გვერდით იქნებიან მანან, სანამ მზრუნველობა გვჭირდება და ჩვენით არ დავიწყებთ ორიენტირებას ახალ სამყაროში. თუ აქ ბავშვს 18-20 წელი სჭირდება დამოუკიდებლობის მისაღწევად, იქ დაახლოებით ორ წელში შევძლებთ ამას. ჩვენ თანდათანობით ვიზრდებით და არა მარტო სულიერად, ვიზრდებით ფიზიკურადაც, იზრდება და იცვლება ჩვენი თავის ქალა, უკან წაგრძელებული ხდება, ჩვენ ვემსგავსებით ფარაონ ეხნატონს ("ის, როგორიც იქნები", ეხნატონზეც დავწერე ადრე). არსებობისათვის აქ საკვები საჭირო არ არის, მაგრამ სურვილის მიხედვით შეგვიძლია ვიკვებოთ მცენარეული საკვებით. ამ სამყაროში არ არსებობს რასობრივი, კლასობრივი, სახელწიფოებრივი, ენობრივი...და საერთოდ ბარიერები....
ეს არის ის ადგილი სადაც აღმოჩნდება კაცობრიობის უმრავლესობა, მაგრამ ჩვენს შორის არიან სულები, რომლებიც სხვა მაღალი სამყაროებიდან არიან ინკარნირებულნი და თავიანთი სამყაროების ინპრინტს ატარებენ, მათ უკვე გავლილი აქვთ ცნობიერების მესამე (რომელზეც მეოთხე განზომილებაში გადავალთ) და შეიძლება მეოთხე და მეხუთე საფეხურიც, ასეთები მეოთხე განზომილებაში დიდხანს არ დაყოფენ ან საერთოდ არ გაჩერდებიან და პირდაპირ დაუბრუნდებიან თავიანთ სამყაროებს....
Go to the top of the page
 
+Quote Post
David27
post Jun 6 2011, 09:20 AM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 474
Joined: 8-January 11
Member No.: 6,349

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
ყოველთვის დიდი ინტერესით ვკითხულობ შენს პოსტებს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jun 7 2011, 02:58 AM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წასაკითხა საინტერესოა, დასაჯერებლად სასიამოვნო smile.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jun 7 2011, 09:47 AM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
ჩემი აზრით ადამიანის შიგნით, სულსა და ფსიქიკაში მომხდარი ცვლილებები მხოლოდ უმცირესობისათვის იქნება მეტ-ნაკლებად ხილული, უმრავლესობა კი ამას უბრალოდ სოციალურ რეალობასა და ურთიერთობის ფორმებში გამოსახავს. მაგალითად იქნებიან მიმართულნი მეტად აგრესიაზე ან დაუშვათ - სწავლაზე და ასე შემდეგ.

მეც ასე ვფიქრობ...
და საერთოდ მგონია, რომ სიმკვრივეების ცვლილება უფრო მეტად ადამიანის შინაგან სამყაროზე აისახება. ადამიანების ნაწილი ისევ მე-3 სიმკვრივეში გააგრძელებს არსებობას და მათთვის რეალობა უფრო მძიმე იქნება ვიდრე დღეს არის, რადგან მათი უარყოფითი აზრები, ფიქრები,განწყობა გაცილებით სწრაფად მატერიალიზდება. მე-3 სიმკვრივესთვის დამახასიათებელი ცხოველური ბუნება-კონკურენცია, ბრძოლით მოპოვება, მონადირული ბუნება, მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭვულობები ისევ აქტუალური იქნება მათთვის.
შესაბამისად მე-4 სიმკვრივში გადასული ადამიანებისთვის იქნება საპირისპირო რეალობა. მათში გაიზრდება სულიერება. ხვდებით რომ
არა დღევანდელი რელიგიურობის გაგებით. მათთვის აღარ იქნება ყოფითი პრობლემები მძიმე, აღარ იქნება სხეულის დატოვება ტრაგედია, მიჯაჭვულობების დონეც იკლებს. მასიურად მოხდება იმის ღრმად გაცნობიერება რომ დედამიწა დროებითი გაჩერებაა თავისუფალი სულის გზაზე...


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 7 2011, 10:22 AM
Post #17


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე-4 სიმკვრივეში გადასვლა უკავშირდება ალბად პირველ რიგში მე-4 ცენტრს, გულის ცენტრს- ანაჰატას. ეს მოგეხსენებათ ყველას სიყვარულის ცენტრია. კაცობრიობა გადადის ცხოველური "სიყვარულიდან" ადამიანურ სიყვარულზე; პრაგმატული ურთიერთობებიდან - სულიერ ურთიერთობებზე. ამიტომ არის აუცილებელი სიყვარულის აუცილებლობის შესახებ ინფორმაცია მივიდეს ყოველ ადამიანამდე. ეს არის პერიოდი როდესაც ჩვენ უნდა ვისწავლოთ სიყვარულის დანერგვა ყოველდღიურ აზროვნებაში და (სიყვარულისგან გამოწვეული) უმოქმედობით მოქმედება. ეს არის ურთიერთსიყვარულის სწავლის პერიოდი, რომელსაც მოყვება გამოღვიძება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 7 2011, 07:53 PM
Post #18


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



.....ახლა იმ საშიშროების შესახებ, რასთანაც გვექნება შეხება. მაღალ განზომილებაში, იქ სადაც გადავდივართ, ჩვენი აზრები მატერიალიზდება და იმდენხანს დაყოფს რეალობაში, რამდენ ხანსაც ჩვენი ფიქრები ამ კონკრეტულ აზრფორმისკენაა მიმართული, ამიტომაც პირველი პერიოდი არის ძალიან საფრთხილო, აქ მიჩვეული არ ვართ საკუთარი აზრების მართვას, და უმეტეს შემთხვევაში ჩვენი ფიქრები სპონტანურია, ეს თვისება მერე თანდათან დაიხვეწება და მართვადი გახდება, მაგრამ იქ, ჯერ კიდევ ამ თვისებით (როგორც ყველა ჩვენი ემოციებით) ვიღვიძებთ და უცხო გარემო, მით უმეტეს სრულიად მიუღებელი გონებისათვის, რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს იგი, სხვადასხვა ადამიანებში სხვადასხვა ემოციას იწვევს, ამას თუ დაბნეულობას და დისორიენტაცია დავამატებთ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს მრავალში გაუცნობიერეულ შიშს, პანიკას გამოიწვევს. ეს გრძნობა კი ჩვენს ქვეშეცნეულში დაიწყებს ძებნას და ანალიზს ყველა ფობიის, ყველაფერ იმის რისაც გვეშინია - ამ გრძნობის დამადასტურებელი ნიშანი რომ დაინახოს და პირველი რაც წამოტივტივდება, ანუ გადმოიტანს ცნობიერში, მაშინვე მატერიალიზდება ჩვენს წინაშე, პირველს მეორე მოყვება, მერე მესამე...და სანამ მივხვდებოდეთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ფიქრების პროექციაა, ჩვენივე შიშის მსხვერპლი გავხვდებით, ანუ გავიწოვებით უკან მესამე განზომილებაში, სადაც ყოველგვარ მეხსიერებადაკარგულები განვაგრძნობთ ბრძოლას არსებობისათვის.
მეორე მხვრივ, კი თუ ჩვენ ვართ მშვიდად, პირველ რიგში სიყვარულით თანაგრძნობით და თუნდაც ბავშვური გაოცებით ვუყურებთ ყველაფერს, ქვეშეცნეულმა რაიმე შიში შეიძლება მაინც შემოგვთავაზოს, მაგრამ სიყვარული მაშინვე გაანეიტრალებს ამ აზრფორმას და მაშინ ჩვენს ირგვლივ გამოჩნდებიან დამხმარეები, რომლებიც არ მიგვატოვებენ, სანამ მათი საჭიროება არსებობს, ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღი სიყვარულია.
რაც შეეხება 21.12.2012-ს, ეს კარიბჭეა, რომელიც უკვე ღიაა, და სულაც არ ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ დღეს უნდა მოხდეს რამე. 5-6 საათის გარდა, რომელიც უშუალოდ ამ მოვლენას უსწრებს წინ, არაფერი იქნება ზუსტად ამ დღის მიმანიშნებელი., ზოგადი ნიშნები უკვე მრავლადაა. ამიტომაც ყოველ დღე უნდა ვიცხოვროთ, როგორც ბოლო დღე დედამიწაზე, რომელიც მარადისობაში გადაგვყვება - აგრსიის, სიძულვილის, სინანულის, სამაგიეროს მიზღვევის, შურის, შიშის.... გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით, თანაგრძნობით, მიტევებით, ჰარმონიით, სილამაზით ტკბობით... ეცადო, თუნდაც ერთი პატარა სიკეთე გააკეთო ყოველ დღე: - თუნდაც ვინმე დაამშვიდო, ან ვინმეს მიუტევო, ან ვინმეს უბრალიდ გაუღიმო.... არა იმიტომ, რომ შეიძლება დღეს რამე მოხდეს და ვიფიქროთ, რომ ეს მე, პირადად მე დამეხმარება, არამედ იმიტომ რომ ეს ჩვენთვის, ჩვენი სულისთვის ბუნებრივია, და ეს სიყვარული ნელნელა შეგვცლის და მიგვაახლოვებს ჩვენს უმაღლეს მესთან, ჩვენი ცვლილებით კი ჩვენს გარშემომყოფთ ვცვლით და ვეხმარებით, რადგან საბოლოო ჯამში ყველანი ერთი ვართ.
ეს ტრანსფორმაციის პერიოდია, გააჩნია როგორ ვართ მზად.....
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 7 2011, 08:14 PM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(kate @ 6th June 2011 - 03:46 AM) *
....მას შემდეგ რაც ამ "დიდი სიცარიელიდან, სიბნელიდან" გამოვალთ (ფიზიკურ პლანზე ეს გამოწვეულია ელექტრო-მაგნიტური ველის განულებით), ჩვენ ვიღვიძებთ უკვე მეოთხე განზომილებაში, ეს იგივე დედამიწაა, მაგრამ სრულიად განსხვავებული იმისაგან რასაც მიჩვეული ვართ, აქ ფერებიც სხვაა, უფრო სწორად სხვანაირი, თითქოს შიგნიდან ანათებს, ჩვენ იგივე ფიზიკური სხეული გვაქვს, თუმცა ატომურ დონეზე დიდი ცვლილებებია, შეცვლილია ჩვენი დნმ და ჩვენი ქრომოსომების რაოდენობა 46-დან 48-მდე არის გაზრდილი, მალე აღმოვაჩენთ, რომ რასაც გავიფიქრებთ მომენტალურად გვისრულდება,((და აქ არის ყველაზე დიდი "მაგრამ" და საშიშროება, რომელზეც ადრეც ვწერდი, და მერეც დავწერ ცოტა დაწვერილებით)), ჩვენი აზრები მატერიალიზდება, (ეს აქაც ასეა, მაგრამ არ ვიცით და დიდი, ძალიან დიდი დრო სჭირდებადა) ვუყურებთ ჩვენ სხეულს და ვაძლევთ იმ სასურველ ფორმებს, რაც ყოველთვის გვინდოდა, თუმცა ეს მალე მოგვბეზრდება და რაც მთავარია მალევე ვნახავთ რომ მარტო არ ვართ, აქ თითოეულ ჩვენთაგანს გველოდება და გვხვდება დედა და მამა (სამების პრინციპით), ჩვენ ვიგრძნობთ მათ საოცრად მოსიყვარულე არსებობას, მიუხედავად იმისა რა ფიზიკური ასაკის ვართ იმ დროს, იმ სამყაროში ახალდაბადებულ ბავშვებივით ვართ, ვისაც ზრუნვა და სწავლა სჭირდება, ეს "დედა და მამა" ისინი არიან ვინც იციან ვინაც ვართ სინამდვილეში და გვიცნობენ, იცნობენ ჩვენ სულს და ჩვენს გვერდით იქნებიან მანან, სანამ მზრუნველობა გვჭირდება და ჩვენით არ დავიწყებთ ორიენტირებას ახალ სამყაროში. თუ აქ ბავშვს 18-20 წელი სჭირდება დამოუკიდებლობის მისაღწევად, იქ დაახლოებით ორ წელში შევძლებთ ამას. ჩვენ თანდათანობით ვიზრდებით და არა მარტო სულიერად, ვიზრდებით ფიზიკურადაც, იზრდება და იცვლება ჩვენი თავის ქალა, უკან წაგრძელებული ხდება, ჩვენ ვემსგავსებით ფარაონ ეხნატონს ("ის, როგორიც იქნები", ეხნატონზეც დავწერე ადრე). არსებობისათვის აქ საკვები საჭირო არ არის, მაგრამ სურვილის მიხედვით შეგვიძლია ვიკვებოთ მცენარეული საკვებით. ამ სამყაროში არ არსებობს რასობრივი, კლასობრივი, სახელწიფოებრივი, ენობრივი...და საერთოდ ბარიერები....
ეს არის ის ადგილი სადაც აღმოჩნდება კაცობრიობის უმრავლესობა, მაგრამ ჩვენს შორის არიან სულები, რომლებიც სხვა მაღალი სამყაროებიდან არიან ინკარნირებულნი და თავიანთი სამყაროების ინპრინტს ატარებენ, მათ უკვე გავლილი აქვთ ცნობიერების მესამე (რომელზეც მეოთხე განზომილებაში გადავალთ) და შეიძლება მეოთხე და მეხუთე საფეხურიც, ასეთები მეოთხე განზომილებაში დიდხანს არ დაყოფენ ან საერთოდ არ გაჩერდებიან და პირდაპირ დაუბრუნდებიან თავიანთ სამყაროებს....

kate
ეს იყო ყოველთვის ბავშვობიდან ჩემი ოცნება, სულ პატარაობიდან... ნუ თავის ქალის ფორმის გარდა , ხო კიდევ გარეგნობისატვის სხვადასხვა ფორმების მიცემაზეც არ მიფიქრია ადრე..biggrin.gif აი მაგ დედ-მამასაც სულ დავეძებდი, მიუხედავად იმისა რომ არაჩვეულებრივი, მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები მყავდა სინამდვილეში..

შენს ბოლო პოსტში გიწერია სხვადასხვა უარყოფითი განცდებტან ერთად სინანული.. ვფიქრობ სინანული პირდაპირი გზაა სიყვარულისკენ. არ მაქვს საუბარი ისეთ ადამიანებზე ვინც სიყვარული შეიცნო და აღმოაჩინა , ვინც იგი შეითვისა ბოლომდე, მანამდე კი სინანულის გარეშე ცოტა რთული მგონია მისვლა. რადგან , როდესაც შური, აგრესია და ზოგადად სურვილი ფლობდე იმას რაც არ გეკუთვნისადამიანისთვი ნორმაა და ამაში ვერაფერ მისთვის აზიანოს ვერ ხედვას, შეუძლებელია სინანულის-ამის აღმოჩენის გარეშე შეძლოს სიყვარულის მიღება და გატავისება. სინანულია სწორედ ეს აღმოჩენა, რომ თურმე საკუტარ თავს ნელ ცეცხლზე წვავს ადამიანი როცა შურს ან სძულს ან რაიმე სისასტიკეს სჩადის..


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 7 2011, 09:19 PM
Post #20


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




QUOTE(td......... @ 7th June 2011 - 11:14 AM) *
ეს იყო ყოველთვის ბავშვობიდან ჩემი ოცნება, სულ პატარაობიდან.

ეს იმიტომ, რომ ამ ცოდნას ყველა ჩვენთაგანი ატარებს, ეს ჩვენს დნმ-შია ჩადებული, უბრალოდ დროს ელოდება, მიუხედავად იმისა რომ, რაც ზემოთ დავწერე, ჩვენი გადასახედიდან საკმაოდ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენთაგანში რეზონირებს და თითქოს რაღაცას გახსენებთ, იმიტომ რომ ეს ყველამ იცით, ნამდვილად იცით, საიდან და რატომ - დიდი თემაა. ფიზიკური ცვლილებები, ასე ვთქვათ, აუცილებელი "გვერდითი მოვლენებია" smile.gif
ჩვენი ფიზიკური სხეულიც ამ ტრანსფორმაციის მატარებელია. რომ არა გარეგანი ფაქტორი, ჩვენი სხეული ფაქტიურად უკვდავია, უჯრედების მუდმივი თვითწარმოქმნის და ცვლილებების ხარჯზე (ჩვენი უჯრედები კვდება და მათ ახალი ცვლის, ფაქტიურად ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ჩვენი ყველა უჯრედი შეცვლილია, ამას ყველა ბიოლოგი დაგიდასტურებთ, გარდა პირველადი რვა უჯრედისა, ოღონდ ეს სულ სხვა თემაა.)
სინანულს რაც შეეხება, ეს ცოტა ფართო ტერმინია, არსებობს სინანული, რომელსაც მოსდევს მონანიება, ერთგვარი განწმენდა - კათარზისი, და მართალი ხარ, მის გარეშე ძნელია სიყვარული. მაგრამ არსებობს სინანული, რომელიც წარსულში გტოვებს და საშუალებას არ გაძლევს მიუტევო საკუთარ თავს ან სხვას, ასეთი სინანული ძალიან საშიში გრძნობაა, რადგან თუ მიტევებას ვერ შევძლებთ სიყვარულზე ლაპარაკიც ზედმეტია.
Go to the top of the page
 
+Quote Post

30 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 03:23 AM