IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V  « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
> შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა
tata1234
post Jul 18 2021, 03:04 PM
Post #161


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 18-July 21
Member No.: 8,028

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაინტერესებს, რომელიმე ადამიანი თუ არის ანგელოზოს სიმაღლეზე ასული? ანდ ანგელოზებს რომელი ევოლუცია აქვთ გავლილი მათაც ადამიანობიდან მიაღწიეს? და როგორ დამთავრდა მათი ადამიანის და პლანეტის ევოლუცია? ასევე Qროსტეს იქით თუ არიან ღმერთები და რა რომელ ევოლუციებს მართავენ და რა ხდება ქრისტეს ოქით? რომელიმე Mტავარანგელოზი თუ ასულა ან ვინმე ოდესმე ქრისტეს სიმაღლეზე და ქრისტე როგორ ავიდა მაგ სიმაღლეზე რა ევოლუცია გაიარა ქრისტემდე ან თუ გაიარა
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 19 2021, 02:49 PM
Post #162


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აქედან ყველა კითხვაზე ვერ ვუპასუხებ, ხოლო რაც ვიცი ანთროპოსოფიიდან არის ის, რომ ანგელოზებმა ადამიანურ ფორმაში ევოლუცია გაიარეს ძველ მთვარეზე. დედამიწაზე შესაძლებელია ადამიანი იყოს ანგელოზის დონეზე თუკი ეს მისთვის ბოლო ინკარნაციაა და შემდეგ არსებობას უკვე ანგელოზის ფორმაში გააგრძელებს. ქრისტეს არ გაუვლია ევოლუცია, ის იყო მზის ლოგოსი, ღმერთი, რომელიც იესოს უკვე მომზადებულ სხეულში შევიდა 3 წლით.


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Aug 12 2021, 08:59 PM
Post #163


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ბაქტერიები განსაკუთრებით ინტენსიურად მრავლდება, როცა ვიძინებთ მხოლოდ მატერიალისტური აზრებით. არ არსებობს მათ გასამრავლებლად იმაზე უკეთესი გზა, ვიდრე ძილში მატერიალისტური აზრების თან წაღება... ასევე, ამისთვის სხვა ყველაზე ხელსაყრელი მეთოდია იცხოვრო ეპიდემიის ან ენდემური დაავადების აფეთქების ცენტრში და ფიქრობდე მხოლოდ ამ დაავადებაზე შენ გარშემო და გქონდეს ავად გახდომის შიში..." (GA 154)


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Mar 18 2022, 12:51 PM
Post #164


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წარსულის ათასწლეულებიდან ჩვენამდე მოაღწია ასეთმა აღმოსავლურმა გამონათქვამმა - ჩვენ მიერ გრძნობის ორგანოებით აღქმული სამყარო არის მაია. გრძნობის ორგანოებით აღქმული სამყარო არის დიადი ილუზია და სიტყვა „მაია“ ნიშნავს დიად ილუზიას. ხოლო თუ ეს სამყარო არის დიადი ილუზია, ჩვენი წინაპრები კი ამას გრძნობდნენ საკაცობრიო განვითარების პროცესში, მაშინ ადამიანმა მისი გავლით უნდა შეაღწიოს ნამდვილ რეალობაში. სამყარო, რომელსაც ადამიანი ხედავს თვალებით, რაც ესმის ყურებით, ასევე რასაც აღიქვამს გრძნობის სხვა ორგანოთი, რატომ წარმოჩნდება მის წინაშე, როგორც დიადი ილუზია? სწორედ უძველეს დროებში, როცა ადამიანი ახლანდელ თან შედარებით უფრო ახლოს იყო სულთან, რატომ ქმნიდნენ ადამიანები მისტერიალურ ცენტრებს, რომლებიც ემსახურებოდნენ მეცნიერებას, რელიგიას, ხელოვნებასა და პრაქტიკულ ცხოვრებას? ასეთი ცენტრები მიუთითებდნენ იმ რეალობის არსებობაზე, რომელიც განსხვავდებოდა იმ დიადი ილუზიისაგან, რომელშიც ადამიანს დასაბამიდანვე უწევდა ცხოვრება და რომელსაც ის იმეცნებდა. რა მიზნისკენ ისწრაფოდნენ უძველესი ბრძენნი, როცა თავიანთ მოწაფეებს წარმართავდნენ ილუზიიდან ჭეშმარიტებისკენ? ამ კითხვაზე პასუხი შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ უფრო უშუალოდ, მიუკერძოებლად შევხედავთ თავად ადამიანს. „შეიცან თავი შენი“*, ასე ჟღერს ჩვენამდე მოღწეული უძველესი ბერძნული გამონათქვამი, და, შეიძლება ითქვას, ამ ორი გამონათქვამის, - „სამყარო არის მაია“, რომელიც დამკვიდრდა აღმოსავლეთიდან და „შეიცან თავი შენი“, რომელიც დამკვიდრდა ძველი საბერძნეთიდან, - შეერთებით წარმოიქმნა კაცობრიობის მთელი თანამედროვე მისწრაფება სულიერი შემეცნებისკენ. ამასთან, ყველა უძველეს მისტერიაში ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა მომდინარეობდა შეგრძნებიდან, რომ სამყარო არის ილუზია და რომ ადამიანმა უნდა შეიმეცნოს თავისი თავი.

წიგნიდან "ხელთდასხმულთა ცნობიერება"


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Mar 18 2022, 01:20 PM
Post #165


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გაგრძელება იმავე წიგნიდან:

"საკმარისია ჩვენი მზერა მივაპყროთ უძველეს საბერძნეთზე.
ჩვენ თუ შევხედავთ თანამედროვე მოქანდაკეს, ან მხატვარს,
ვნახავთ, რომ ის საჭიროებს მოდელს, ყოველ შემთხვევაში,
არც თუ დიდი ხნის წინ ეს ასე იყო, თუმცა დღეს ეს უკვე
აღარაა ისე აქტუალური. მხატვარი ესწრაფვის რაიმეს კოპირებას, იმიტაციას. ბერძნები ამას არ აკეთებდნენ. უბრალოდ,
ჰგონიათ, რომ ისინი ასე მუშაობდნენ. ბერძნები სულიერ ადამიანს თავის თავში შეიგრძნობდნენ; როცა მოქანდაკე ცდილობდა გადმოეცა, მაგ., ხელის მოძრაობა, მან იცოდა: სულიერი იმყოფება იმის შიგნით, რაც მას, როგორც მოდელი, გარეგნული სახით წარმოუდგება. მან იცოდა, რომ ყველანაირი მატერიალური შექმნილია სულიერის საფუძველზე და მოქანდაკის მიზანს წარმოადგენდა ამ სულიერის შექმნა.
ჯერ კიდევ რენესანსის პერიოდში მხატვარი აღარ უყურებდა მოდელს; ის მხოლოდ იმპულსს აძლევდა მას. ხელის მოძრაობაში იგი აღბეჭდავდა იმას, რაც შინაგანად ცხოვრობდა
თავად ხელში, როცა გამოხატავდა ადამიანის განმსჭვალავ
სულს. მარტოოდენ გარეგნულის ჭვრეტა, ეს არის დიდი ილუზია, მაია, ხოლო მოდელის მარტივი იმიტაცია არ გვაძლევს
შესაძლებლობას, ჩავწვდეთ სულიერს, - ჩვენ არ ვიჭრებით
ადამიანში, არამედ ვრჩებით მის გარეთ. მხატვრულ დონეზე ეს
ნიშნავს, რომ ილუზიის სფეროში დარჩენით არ შეგვიძლია,
ადამიანური არსების უდიდეს კითხვებს ვუპასუხოთ.
უძველესი მისტერიების კარიბჭესთან მოწაფეს, რომელიც
ხელდასხმისკენ ისწრაფოდა, კვლავ და კვლავ მკაფიოდ უხსნიდნენ: შეუძლებელია როგორც ადამიანის არსების, ისე ბუნების სხვა სამეფოთა არსებების წვდომა, თუ მას სურს ილუზორულ გარეგნულ სამყაროში დარჩენა. შენ არ შეგიძლია,
გახდე მხატვარი. მაშასადამე, ამ გზაზე ხელოვნისთვისაც აუცილებელი იყო განეხორცილებინა ადამიანისთვის მკაფიო
პრინციპი „შეიცან თავი შენი“. აქ სულიერის შემეცნება აუცილებელი იყო."


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Apr 1 2022, 10:24 PM
Post #166


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეათე ტომი ქართულად:

https://docs.google.com/document/d/1G2BjjXL...d3MHdHO9zaRR_Zw


ბევრი ისეთი რაღაც წავიკითხე ამ წიგნში, რაც ადრეც ვიცოდი, მაგრამ სხვანაირად დამანახა ბევრი რამე მაინც..... ყველას ვურჩევ წაკითხვას..


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Jul 7 2022, 01:08 PM
Post #167


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Jul 22 2022, 11:56 AM
Post #168


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლუციფერის ზემოქმედება სისხლზე - ციებ-ცხელება!
არიმანის ზემოქმედება ძვალზე - სკლეროზი!
"ძვლები გამუდმებით ცდილობენ "გააძვალონ", სრული გამკვრივების მდგომარეობამდე მიიყვანოს ადამიანი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძვლების ტენდენციაა ადამიანის სხეულის "არიმანიზება" - გახევება; ხოლო სისხლი გამუდმებით ისწრაფვის გამოგვაძევოს ჩვენივე არსებიდან. პათოლოგიის თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ სისხლი შესაძლოა ციებ-ცხელებამ აიტანოს და მაშინ ადამიანი, ორგანულად, ფანტაზიებში გადაეშვება. ძვლებსაც ასევე შეუძლიათ ადამიანის დანარჩენ ორგანიზმზე განავრცონ თავისი ორგანული თვისებრიობა, რაც იმით გამოიხატება, რომ ადამიანი ხევდება, სკლეროტულად ნადგურდება. ეს, მეტნაკლებად, ყველა ხანდაზმულ ადამიანში შეინიშნება. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში მომაკვდინებელი, ანუ არიმანული ელემენტი ისადგურებს. ამრიგად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, რაც სისხლში ცხოვრობს, ლუციფერულისკენ მიიზიდება, ხოლო რაც ძვლებში ცხოვრობს, არიმანულისკენაა მიდრეკილი. ადამიანმა უნდა დაიცვას წინასწორობა ამ ორ ტენდენციას შორის, და ასევე, მანვე უნდა შეაწონასწოროს თავი სამშვინველში ეგზალტირებული მეოცნებე და უსულგულო ფილისტერი."
რ. შტაინერი - "მიქაელის მისია" - თავი I


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
chemikerin
post Sep 17 2023, 08:18 PM
Post #169


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 786
Joined: 15-June 11
Member No.: 6,488

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თვითშემეცნებისკენ სწრაფვა, თუ იგი არასწორად წარიმართება, ხშირად ეგოიზმის განსაკუთრებულ ფორმას წარმოშობს. შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს გადაჭარბებული მნიშვნელობა მიანიჭოს და ამან გარე სამყაროს მიმართ ყოველგვარი ინტერესი დააკარგვინოს. ცალმხრივობისკენ გადახრილ ნებისმიერ სწორ მისწრაფებას შეუძლია ჭეშმარიტების გზას აგვაცდინოს.

ნაწყვეტი წიგნიდან ,,წერილები საზოგადეობის წევრებს"


--------------------
Philosophy means the love of truth in daily life - J. Krishnamurti
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th March 2024 - 03:39 PM