Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ მე 4-5 სიმკვრივე _ კლიმატის არაპროგნოზირებადობა

Posted by: Emigranti Apr 18 2011, 11:02 AM

გუშინ სახლში რომ მოვედი და ცოტათი გავთბი, ჩემებს ვკითხე - ასეთი ცივი აპრილი ოდესმე ყოფილათქო თბილისში? არა, არ გვახსოვსო. შარშანდელთან შედარებით, ზედმეტად ცივი და წვიმიანი ჩანს. კლიმატი თითქოს არანაირად არ შეესასბამება წარსულის კანონზომიერებებს.

შეიძლება ეს ჯერჯერობით მხოლოდდამხოლოდ მიკროკლიმატის ცვლილება იყოს, ეკოლოგიური დაბინძურებაო და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ფორუმელებს ვკითხო, ისინი როგორ აღიქვამენ ამჟამინდელ ამინდს წარსულთან შედარებით (მათ საცხოვრებელ ადგილას)? რამდენად შეესაბამება იგი წინა წლების იმავე დროის მონაკვეთს?


საქართველოში კი ეს არაპროგნოსტიცირებადობა სულ უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება. ადრე სოფლის მეურნეობაში ჩართული ხალხისგან მესმოდა - ის ნიშნები და კანონზომიერებები რითიც აქამდე ვსაზღვრავდით ამინდს, აღარ მართლდებაო. არანაირ კანონზომიერებას აღარ ექვემდებარება კლიმატიო. შემდეგ - ეს მოსავლების ჩავარდნები, რომელზეც ყველა ალაპარაკდა. ეხლა კი ქალაქში მცხოვრებნიც ატყობენ რომ ამინდი აშკარად აირია.


ეს ყველაფერი რატომ დავწერე? მნიშვნელოვანია გამოჩნდს ეს ლოკალურად ხდება თუ გლობალურად, მთელს დედამიწაზე. რადგან თუ ეს მთელს დედამიწას ეხება, მაშინ გამოდის რომ აქ ისეთ ზეგავლენებზეა საუბარი, რომლებიც დედამიწაზე მასშტაბურია, ანუ კოსმიურ-გალაქტიკური დონისაა. ვიცი ყველა ეზოთერიკმა იცის ეს რაც არის და როგორ მოქმედებს. ამ პოსტში უბრალოდ მინდოდა არაეზოთერული მასალები შეგვეკრიბა. უბრალო ფაქტები და დაკვირვებები. ვფიქრობ ეს კარგ ბაზას შექმნის ადამიანების თვალის ასახელად. პირდაპირ ეზოთერული წყაროებით საუბარი ძალიან აფრთხობს ხალხს. უჭირთ გაგება რაზე საუბრობ.

მოდით აქ დავდოთ ყველა კლიმატის არაკანონზომიერობის ცნობები (წარსულთან შედარებით) რასაც სადმე წავაწყდებით. კიდევ უფრო საინეტერესოა თქვენი პირადი დაკვირვებები.



Posted by: მზეონა Apr 18 2011, 11:34 AM

QUOTE(Emigranti @ 18th April 2011 - 12:02 PM) *
კლიმატის არაპროგნოსტიცირებადობა

უფრო სწორი იქნებოდა დაგეწერა- არაპროგნოზირებადობა wink.gif (ენის გასატეხშია ეს სიტყვა შესატანი biggrin.gif )

რაც შეეხება ისეთ მოვლენებს, რომელიც კანონზომიერებას არ შეესაბამება. ყველა დაკვირვებულხართ ალბათ, რომ ყვავილები,რომლებიც წინად გარკვეულ თვეში ყვაოდნენ, ახლა სულ სხვა დროს ყვავილობენ.

ან ხეები, ჩემთან მაგალითად ვაშლები მეორე კრუგზე აყვავდნენ, შემოდგომაზე და პატარა ვაშლის გამოკვანძვაც კი მოასწრე P. მეტი რა დამტკიცება გინდათ ))

Posted by: Emigranti Apr 18 2011, 12:55 PM

QUOTE(მზეონა @ Apr 18 2011, 11:34 AM) *
უფრო სწორი იქნებოდა დაგეწერა- არაპროგნოზირებადობა wink.gif (ენის გასატეხშია ეს სიტყვა შესატანი biggrin.gif )
ჰო მართალია. მასე უფრო სწორია. მე რაღაც გერმანულ-ქართულით დავწერე tongue.gif biggrin.gif
ვთხოვ მოდერატორს ან ადმინისტრატორს შემიცვალონ სათაური.

Posted by: ირმა Apr 18 2011, 11:33 PM

Emigranti ეეჰ, სამწუხაროდ მგონი გლობალურია...
მაგალითად საბერძნეთში, დეკემბერში საახალწლოდ ვნატრობდით ცოტა აციებულიყო, რომ ახალი წელი გვეგრძნო, იანვარიც თბილი იყო, ახლა ამ თვეში ყველა დაღლილია ამდენი წვიმებით და დღეს აცივდა კიდეც.
რაც შეეხება მცენარეებს,–არ იკითხო.. sad.gif(( დეკემბერში ყვაოდნენ ხეები და რავიცი გაზაფხულზე უკვე ძალა არა აქვთ რომ იგივე ძალით აყვავდნენ...

Posted by: td......... Apr 19 2011, 08:32 AM

მე მახსოვს მაისის შუა რიცხვებში რომ მოთოვა..wink.gif

Posted by: Emigranti Apr 19 2011, 03:01 PM

QUOTE(td......... @ Apr 19 2011, 08:32 AM) *
მე მახსოვს მაისის შუა რიცხვებში რომ მოთოვა..wink.gif
ეგ გამონაკლისი იყო ალბათ. მასეთი რამ ერთხელ მოხდა მარტო, დიდი ხნის მანძილზე. ახლა კი ყოველი თვე ასე არეული ჩანს.

Posted by: td......... Apr 19 2011, 07:12 PM

QUOTE(Emigranti @ 19th April 2011 - 03:01 PM) *
ეგ გამონაკლისი იყო ალბათ. მასეთი რამ ერთხელ მოხდა მარტო, დიდი ხნის მანძილზე. ახლა კი ყოველი თვე ასე არეული ჩანს.

Emigranti ბოლო ხანებში კი აირია ამინდები, უფრო სწორად , ჩემი დაკვირვებით დროებმა გადაინაცვლეს ..ანუ ეხლა ადრეული გაზაფხულია,ან ზამთრის ბოლო, ზაფხული 1-2 თვით გადავიდა შემოდგომაში, ზამტარმაც ასევე გაზაფხულისკენ გადმოინაცვლა.. და ამას დაემატა საერთო ტემპერატურის მომატება მსოფლიოში. მაგრამ მიუხედავად იმისა მთად 10 წლის მოხუცი არ ვარ, რაც თავი მახსოვს , 5-6 წელიწადში ერთხელ ხდებოდა ხოლმე გარკვეული ანომალიები, იანვარში ხეების ყვავილობა და მარტში საშინელი ყინვები, მაისში თოვლი..გაგრძელებული შემოდგომა ან ზაფხულის არარსებობა.. ასეთებიც იყო...

Posted by: tikoroma Apr 21 2011, 10:11 PM

http://radikal.ru/F/s43.radikal.ru/i102/1104/84/ac44c86d33a0.jpg.html ეს სურათი 2004 წლის 4 აპრილსაა გადაღებული გურიაში. კაი დიდი თოვლი მოვიდა მოულოდნელად smile.gif

90-იანი წლების დასაწყისში მოულოდნელად სამრეთიდან ცხელი ქარების შემოჭრაც მახსოვს, ასევე გურიაში. ზაფხულში, მოულოდნელად საქონელი ატეხდა ბღავილს და წრიალს, და ამას მოყვებოდა ცხელი გრიგალი, რომელიც ხეებს თხრიდა ძირიანად. ერთ ზაფხულს რამდენჯერმე განმეორდა, მასეთი ჩემს ბებია-ბაბუას არ ახსოვდათ. იმის მერე აღარ განმეორებულა საბედნიეროდ...

ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ მთლიანად რომ შევადარო ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან დათბა. ჩემი სოფელი არც ისე დიდ სიმაღლეზეა გურიაში, მაგრამ ზამთარში მაინც იკეტებოდა, ზოგჯერ მხოლოდ 2-იოდ კვირით მარა მაინც. პირველი თოვლი ნოემბრის დასაწყისშივე მოდიოდა, დეკემბრის თოვლი კი მარტამდე იდო ხოლმე. ასეთი თოვლი და სიცივე ახლა იქ იშვიათია. ოქტომბერ-ნოემბერი თბილია და ზამთარს ისეთი ძალა აღარ აქვს.

Posted by: ირმა Apr 22 2011, 08:28 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 21st April 2011 - 11:11 PM) *
ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ მთლიანად რომ შევადარო ბოლო 15 წლის განმავლობაში ძალიან დათბა. ჩემი სოფელი არც ისე დიდ სიმაღლეზეა გურიაში, მაგრამ ზამთარში მაინც იკეტებოდა, ზოგჯერ მხოლოდ 2-იოდ კვირით მარა მაინც. პირველი თოვლი ნოემბრის დასაწყისშივე მოდიოდა, დეკემბრის თოვლი კი მარტამდე იდო ხოლმე. ასეთი თოვლი და სიცივე ახლა იქ იშვიათია. ოქტომბერ-ნოემბერი თბილია და ზამთარს ისეთი ძალა აღარ აქვს.

ხოო, სწორედ მაგაშია საქმე... ადრე 50 წელიწადში ერთხელ შეიძლებოდა მომხდარიყო სასწაული ბუნებაში, ისტორიულადაც არის ასეთი ფაქტები აღწერილი, მაგრამ პერიოდი ამ ფაქტებს შორის ძალიან დიდი იყო. ახლა სხვანაირადაა, ახლა ყოველ წელს, უფრო სწორედ ყოველ დღე(მანდ ვართ თითქმის) რაღაცა ხდება.

ძალიან გაიზარდა სიჩქარე ყველგან და ყველაფერში, ძალიან დიდი სისწრაფით მივრბივართ, მაგრამ სად? არ ვიცი...

Posted by: td......... Apr 22 2011, 11:07 AM

QUOTE(ირინი @ 22nd April 2011 - 08:28 AM) *
ძალიან გაიზარდა სიჩქარე ყველგან და ყველაფერში, ძალიან დიდი სისწრაფით მივრბივართ, მაგრამ სად?

ირმა
დრო დაჩქარდა ..

Posted by: david6david Apr 22 2011, 05:04 PM

td.... (წერტილებს ვერ ვითვლი მაპატიე), დრო დაჩქარდა და მადლობა რემარკისთვის. არის ასეთი მატრიცა 11:11 და ამასთან არის დაკავშირებული დროის დაჩქარება. ეს ინფორმაცია ბევრია ინტერნეტში და ამ ფორუმზეც არის ამის შესახებ. ხდება როგორც არის ეს ტერმინი "ამაღლება" ახალ ვიბრაციაში და განზომილებაში. ეს პროცესი ორად იყოფა - გამოღვიძება და ამაღლება. არის ადამიანების კატეგორია, რომელიც რომელიმეში ტავსდება საკუთარი მგრძნობელობით და მიღებით. რეკომენდირებულია, რომ მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. საერთოდ ვინც ამ დროში არის დაბადებული და ამ საკითხებზე ლაპარაკობს, შემთხვევით არ არის.

Posted by: td......... Apr 22 2011, 06:31 PM

david6davidწერტილებზე მგონი უკვე შევთანხმდით.................................. აი დანარცენი პოსტი მომეწონა, შემთხვევით საერთოდ მგონი არაფერი არ არის. F.B რომ იყოს დავალაიქებდი ამ პოსტს! smile.gif)

Posted by: Molen Jun 20 2011, 09:10 PM

თავისუფლად შესაძლებელია ეკოლოგიური ცვლილებების ფონზე კლიმატის ცვლილებაც, თუმცა როგორც არ უნდა იყოს პრაქტიკულად წარმოუდგენელია საქართველოში გლობალურმა დათბობამ გლობალური აციება არ გამოიწვიოს, რადგან თუ გლობალურმა დათმბობამ გაალღვო ჩრდილოყინულოვანი და სამხრეთ პოლუსის ყინულოვანი საფარი ის აუცილებლად იმოქმედებს ატლანტის ოკეანის აუზსა და კონკრეტულად გოლფსტრიმის თბილ დინებაზე, რომელიც ევროპის კონტინენტის სითბოს უზრუნველყოფს. შესაბამისად დინების ცვლილება გამოიწვევს იმას, რომ ევროპასა და მათ შორის კავკასიაში იქნება არამხოლოდ ზომიერი სარტყელისათვის დამახასიათებელი გარემო, არამედ ზოგიერთი ევროპული რაიონი სუბარქტიკულიც კი გახდება.

მაგრამ ალარმისტი არ გახლავართ და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი ნელია და ნაკლებად სავარაუდოა 2012 წლისათვის რაიმე შეიცვალოს.

Posted by: LAIRA Mar 30 2012, 07:33 PM

გლობალური დათბობის რელური საფრთხე დგას რა საფრთხეს გვიქადის?
ან როგორ შეგვიძლია გავაჩეროთ ეს კატასტროფა?

Posted by: td......... Mar 30 2012, 09:09 PM

LAIRA
ვერანაირად....smile.gif

Posted by: David27 Mar 31 2012, 09:26 AM

LAIRA
შეუქცევადი პროცესია.. ექსტრემალური კლიმატის პირობებში გვიწევს და მოგვიწევს ცხოვრება smile.gif

Posted by: LAIRA Mar 31 2012, 11:09 AM

QUOTE(David27 @ Mar 31 2012, 09:26 AM) *
LAIRA
შეუქცევადი პროცესია.. ექსტრემალური კლიმატის პირობებში გვიწევს და მოგვიწევს ცხოვრება smile.gif

წნევის წამლები მოიმარაგეთო
სპეციალურად ვიღაც ექიმი ჩამოვიდა და ახალი პრეპარატის რეკლამა მოახდინა რომელიც არტერიულ წნევას აკონტროლებს კლიმატის არევის გამო.დავიჯერო წამალი გადაგვატანინებს სიცხეს?
კონდინცირების სისტემის დაყენება გახდება აქტუალური

Posted by: td......... Mar 31 2012, 01:27 PM

მე , რომ მკიტხო კონდინციონერი უარესია... ეჩვევი და მერე უფრო მეტი შანსია დარტყმამიიღო სიცხისგან.. ჯობია ორგანიზმი თვითონ გადაეწყოს ტემპერატურაზე... ან საერტოდ რა უნდაგახვიდე გარეტ მაშინ... და იჯდე კონდინციონერთან. არადა რომ გაუთშოს მერე დაგერხევა ეგრევე..D ესაა ბუნებრივი გადარჩევის პროცესი..smile.gif)

Posted by: ჯი-ნია-ნი Mar 31 2012, 04:30 PM

ნიუსი:
ინდოეთში ნაადრევად დადგა 40 გრადუსიანი სიცხეები. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ჰაერის ტემპერატურა +41–საც აჭარბებს. ყველაზე ცხელი თვე ჰინდუსტანში მაისია, წელიწადის ამ დროს მზე ყველაზე უხვადაა და 40 გრადუსიანი სიცხეები ჩვეულებრივი მოვლენაა კონტინენტალური რაიონებისთვის. ივნისში ნესტიანი მუსონი მოდის თავისი წვიმებით, რომლებიც ჰაერს იმდენად დათბობის საშუალებას არ აძლევენ, როგორც ეს მაისში ხდება. ზაფხულის 3 კალენდარული თვე ინდოეთში მეტნაკლებად გრილია, ვიდრე ცხელი მაისი.

Posted by: td......... Mar 31 2012, 07:29 PM

ჩემი დაკვირვებით ჩვენთან სეზონებმა გადაინაცვლა, რამდენი წელიწადია უკვე, 1-2 თვით გადაიწია წელიწადის დროებმა..

Posted by: LAIRA Mar 31 2012, 07:33 PM

ერთი საათი სინათლის გამორთვა გვიშველის ვითომ? biggrin.gif რაღაც არა მგონია

Posted by: natuka Mar 31 2012, 07:33 PM

სიტყვა ნასესხები რომ აღარ მესმის, რაგა მომკლავს biggrin.gif

Posted by: natuka Mar 31 2012, 07:33 PM

სიტყვა ნასესხები რომ აღარ მესმის, რაგა მომკლავს biggrin.gif

Posted by: David27 Mar 31 2012, 08:52 PM

LAIRA

QUOTE
წნევის წამლები მოიმარაგეთო
მაგნიტური ქარიშხლების მატებაა მზის აქტივობის ციკლის პიკის გამო(მაქსიმუმს 2013-ში ვარაუდობენ). ეს შესაბამისად მსოფლიო კლიმატზე და ადამიანთა ჯანმრთელობაზე იმოქმედებს(განსაკუთრების გულ-სისხლძარძვთა პრობლემის მქონე ადამიანებს შეექმნებათ გართულებები)
td.........
QUOTE
ჩემი დაკვირვებით ჩვენთან სეზონებმა გადაინაცვლა, რამდენი წელიწადია უკვე, 1-2 თვით გადაიწია წელიწადის დროებმა..

კი, მასეა ჩემი დაკვირვებითაც.

Posted by: LAIRA Mar 31 2012, 09:46 PM

David27
ანუ როგორც ტდ ამბობს გამოვიხშირებით girl_sigh.gif

Posted by: bako Apr 5 2012, 06:20 PM

td.........
ამით რისი თქმა გინდა?ანუ არსებობს რაიმე კალენდარი რომელიც სინამდვილეში მართალია?ანუ ზაფხულში შეიძლება თოვლიც იყოს?

Posted by: ruslan Apr 5 2012, 07:23 PM

კლიმატის გაუარესების გარდა ასევე გვემუქრება მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრი და ქაოტური ზრდა. ყოველწლიურად ჩვენი პლანეტა 12 მილიონ კვადრატკილომტრ სახნავ–სათეს მიწებს კარგავს კლიმატის გაუარესების გამო, ხოლო მსოფლიო მოსახლეობა წელიწადში 82 მილიონით იზრდება. წყარო ბერლინის სტატისტიკის სამსახური.

Posted by: zeppelin Apr 6 2012, 06:07 AM

Emigranti

QUOTE
შეიძლება ეს ჯერჯერობით მხოლოდდამხოლოდ მიკროკლიმატის ცვლილება იყოს, ეკოლოგიური დაბინძურებაო და ა.შ. მაგრამ მინდა სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ფორუმელებს ვკითხო, ისინი როგორ აღიქვამენ ამჟამინდელ ამინდს წარსულთან შედარებით (მათ საცხოვრებელ ადგილას)? რამდენად შეესაბამება იგი წინა წლების იმავე დროის მონაკვეთს?


ამერიკაში შარშან იმხელა თოვლი იყო საერთოდ მანქანები აღარ ჩანდნენ. ნიუ იორკი რამოდენიმე დღე პარალიზებული იყო. არც მეტრო მუშაობდა არც ავტობუსი დიდი თოვლის გამო. წელს კიდე საერთოდ ორნავ მოთოვა და ვსიო. მარა ისე მიკვირდა იმიტომ რომ ბევრჯერ გამოაცხადეს თოვლი და იმ დღეს სულ მზე იყო ხოლმე. და ეგეთები. წელს არ მოსულა თოვლი. გატეხა მაგრად.


ისე აქაურები იძახიან რო არც ამხელა თოვლი გვინახავს აქ და არც ესეთი უთოვლობაო biggrin.gif

Posted by: td......... Apr 7 2012, 06:52 AM

bako
არაფრის თქმა არ მინდა, უბრალოდ ჩემი დაკვირვება გავახმოვანე...

ruslan
მართალი ხარ.. სახნავ სათესები კი იზრდება მთხოვნიდან გამომდინარე და არა მხოლოდ ეკოლოგიის გაუარესების გამო, ეს კი ბუნებრივი ეკოსისტემის დაზიანების და განადგურების ხარჯზე ხდება.. მოკლედ დახურული წრეა დ აამ ყველაფრის მიზეზი ადამიანიsmile.gif))

Posted by: ruslan Apr 7 2012, 07:06 PM

ეს კლიმატური ცვლილებები შეიძლება მიკროკლიმატს დავაბრალოდ მაგრამ ისიც ხომ ფაკტია რომ ეგრეთ წოდებული დედამიწის ფილტვები ანუ ბრაზილიის ჯუნგლები ყოველწლიურად იკაფება უზარმაზარი ფართობები, და ეს ქმნის დიდ საშიშროებას.
ტედის ვეთანხმები რომ ჩვენ მოთხოვნის და მიხედვით ბევრ მიწებს ვამუშავებთ გასული წლებთან შედარებით.
და კიდევ რაც ეკო სისტემას ანგრევს არის ასე მომრავლებული მეგაპოლისები, (მიშასაც ხომ ოცნება აქვს თბილისი კავკასიურ მეგაპოლისად გადააქციოს და ასე შემდაგ) მთელს მსოფლიოში. მაგალითად ჩინეთში ყოველწლიურად მილიონ კვადრატ კილომეტრ ფართობს ათავისუფლებს სოფლის მეურნეობიდან და ქალაქებს აშენებს. ამას კი ეკონომიკური წინსვლისთვის უძებნის ახსნას. მაგრამ ნახავთ ამით რაც დაემართებათ.
დავუბრუნდები თემას, მაგალითისთვის მხოლოდ ბერლინში იმდენი ადამიანი ცხოვრობს რამდენიც მთელს საქართველოში, დაახლოებით 3.5 მილიონი ადამიანი და ბერლინთან შედარებით თბილისში ოთხჯერ უფრო მაღალია ტყვიის შემცველობა ჰაერში. და ის გამწვანებული პარკები რომლებიც ჩვენ ოცი წლის წინ გვქონდა დედაქალაქში, დღეს მათი დაახლოებით მესამედი არ იქნება დეარჩენილი, რადგან სიმწვანეს მავანებმა მომგებიანი სამშენებლო ბიზნესი არჩიეს და რაიონებიდან დამატებით 700 000 მოსახლე ჩამოიყვანეს და დაასახლეს. შედარებისთვის თბილისი დღეს ოცი წლის წინანდელთან შედარებით დაახლოებით 40 პროცენტით დიდია.
ჰაერში ტყვიის მაღალი შემცველობა პირველი წინა პირობაა სიმსივნური დავადებებისთვის.
და კიდევ ამ მაღალ შენობებს რომ აშენებენ და რაიონებიდან ჩამოსულ ხალხს რომ უხარიათ, აქაოდა თბილისელი გავხდებიო, რას ფიქრობენ ნეტავ რო ეს ქალაქი უფრო და უფრო რომ იხუთება და დიდ წილად გამონაბოლქვის სუნთქვა რომ უწევს ხალხს. ალბათ დადგება დრო როდესაც ადამიანები დაიწყებენ ბუნებაზე ზრუნვას. სხვა გვარად ჩვენი საქმე კარგათ ვერ მიდის. wacko2.gif blink.gif

Posted by: ruslan Apr 7 2012, 07:10 PM

აქ თუ ვინმეს გერმანული კარგად ესმის შემოიძლია ლინკის მისამართები დავდო სადაც ძალიან საინტერესო მასალების ნახვაა შესაძლებელი.
სამწუხაროდ ქართულ ენაზე მსგავს არანაირინფოს ვერ ვპოულობ.

Posted by: ruslan Apr 7 2012, 07:24 PM

ჰაიტელებმა (dedaqalaqi porto prensi kubastan aris akhlos) თავისი ტყეების 95 პროცენტი გაკაფეს და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში გაყიდეს, დღეს კი ეკოკატასტროფის წინაშე არიან და ყოველი წვიმას თან მეწყერები და ღვარცოფები სდევს. ჰაიტიში საშინელი სიდუხჭირე სუფევს, იქ საკვებად თიხის კექსებს მიირთმევენ. lehmkex. ეს ასე მზადდება:თიხას წმინდად სცრიან და ზეთთან ან კარაქთან ერთად და წყალთან ერთად ზილავენ. შემდექ მზეზე პატარა გუნდებად დაალაგებენ და ერთ საათში კექსიც მზად არის. დღეს ეს მათი ძირითადი საკვებია.
აი რა მოუტანა ადამიანს ბუნებრივი რესურსების არა მიზნობრივად გამოყენებამ და მხოლოდ მაიტა მაიტას ძახილმა. jawdrop.gif

Posted by: David27 Apr 7 2012, 07:38 PM

ruslan
რუსულ ან ინგლისურ ენაზე თუ მოგეპოვება იშვიათი, საინტერესო მასალები დიდი სიამოვნებით ვნახავდი smile.gif

Posted by: natuka Apr 7 2012, 08:39 PM

ph34r.gif

Posted by: Zeus Apr 8 2012, 03:37 PM

წვიმამ დაცხო,დაცხებს შეწყდება,დაცხებს შეყდება

Posted by: elli Apr 8 2012, 04:05 PM

დღეს ოზურგეთში 29 გრადუსი სიცხეა

Posted by: Zeus Apr 8 2012, 04:45 PM

QUOTE(elli @ Apr 8 2012, 04:05 PM) *
დღეს ოზურგეთში 29 გრადუსი სიცხეა

ოზურგეთში იმყოფები?

Posted by: elli Apr 8 2012, 06:19 PM

ციტატა(Zeus @ Apr 8 2012, 04:45 PM) *
ოზურგეთში იმყოფები?

კი აქ ვცხოვრობ

Posted by: tikoroma Apr 8 2012, 08:59 PM

Zeus

ციტატა
წვიმამ დაცხო,დაცხებს შეწყდება,დაცხებს შეყდება

ჩვენ მხრებზე გადაიარა biggrin.gif

Posted by: Zeus Apr 8 2012, 09:36 PM

QUOTE(tikoroma @ Apr 8 2012, 08:59 PM) *
Zeus

ჩვენ მხრებზე გადაიარა biggrin.gif

შაგიშალათ ხელი?

Posted by: td......... Apr 8 2012, 10:17 PM

ნწ....

Posted by: gio.geoo Apr 9 2012, 05:45 PM

td.........
ჩემმა მეზობელმა, რომელიც ამბობს რომ ნათელმხილველია, (ბევრი რამე აუხდა) და რო არ ვთქვა არ არის ნატელმხილველი არ გამოდის ჩემი მხრიდან biggrin.gif კაი ხნის წინ მითხრა 1 თვით არისო გადაწეული წელწადის დროებიო, როგორ შენ თქვი.

რა გამოვიდა ზამთრის მერე ზაფხული მოვიდა? წინა კვირას 8 გრადუსი იყო და მეორე დღეს 25 გრადუსამდე აიწია. ესეთი უეცარი ცვლილება ამინდის ცუდია smile.gif

Posted by: td......... Apr 9 2012, 06:25 PM

gio.geoo
ზნაჩიტ ეგრეა! wink.gif biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: ruslan Apr 10 2012, 12:13 AM

თუ აღდგომის წინ არ იწვიმა ჩათვალეთ რომ დაგვერხევა. აღდგომამდე ერთი კვირა მაინც უნდა იყოს წვიმიანი. angelchik.gif

Posted by: Lashapoli Apr 10 2012, 04:53 AM

QUOTE(ruslan @ Apr 10 2012, 01:13 AM) *
თუ აღდგომის წინ არ იწვიმა ჩათვალეთ რომ დაგვერხევა. აღდგომამდე ერთი კვირა მაინც უნდა იყოს წვიმიანი. angelchik.gif

ანუ დარხევაში გვალვებს თუ სწორად მივხვდი..

Posted by: td......... Apr 10 2012, 07:24 PM

ruslan
უსათუოდ იწვიმებს... განსაკუთრებით აღდგომა დღეს...smile.gif

Posted by: ruslan Apr 10 2012, 09:13 PM

ციტატა(Lashapoli @ Apr 10 2012, 04:53 AM) *
ანუ დარხევაში გვალვებს თუ სწორად მივხვდი..

ხო გვაულვები ვიგულისხმე. ისე რომ ვაკვირდები წელს საქართველოში ბევრი სურსათია, განსაკუთრებით ბოსტნეული და საკმაოდ იაფადაც.
ვნახოთ ეს წელიწადი როგორი გამოვა.

Posted by: Qocho Apr 10 2012, 10:21 PM

და მაინც, ყველაფერი კარგად იქნება

http://www.radikal.ru

Posted by: ruslan Apr 10 2012, 10:30 PM

ციტატა(Qocho @ Apr 10 2012, 10:21 PM) *
და მაინც, ყველაფერი კარგად იქნება

http://www.radikal.ru

იმედი ვიქონიოთ.

Posted by: td......... Apr 11 2012, 08:14 AM

იმედის ქონა არ კმარა, უნდა გჯეროდეს კიდეც...

Posted by: nibiru3013 Apr 11 2012, 12:00 PM

ციტატა(ruslan @ 5th April 2012 - 07:23 PM) *
კლიმატის გაუარესების გარდა ასევე გვემუქრება მსოფლიო მოსახლეობის მკვეთრი და ქაოტური ზრდა. ყოველწლიურად ჩვენი პლანეტა 12 მილიონ კვადრატკილომტრ სახნავ–სათეს მიწებს კარგავს კლიმატის გაუარესების გამო, ხოლო მსოფლიო მოსახლეობა წელიწადში 82 მილიონით იზრდება. წყარო ბერლინის სტატისტიკის სამსახური.

თუ ესე გაგრძელდა რესურსების და ბუნების განადგურება, შეეცდებიან ხელოვნურად გამოხშირონ ხალხი, 2030 წლისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება სასმელი წყალი. მერე მიადგებიან ოკეანის წყლიდან მარილის გამოცლას და უარესი ჩიხისკენ წასვლას, მოკლედ ვნახავთ wink.gif საინტერესოა თუ გავანადგურებთ პლანეტას და სიცოცხლისთვის უუნარო იქნება სიკვდილის შემდეგ სად დავიბადებით??? wink.gif ასე რომ ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი სხვა პლანეტაზე გავიჩითებით რა! არ მოგბეზრდათ ამდენი ცხოვრების დედამიწაზე გატარება? wink.gif

Posted by: nibiru3013 Apr 11 2012, 12:03 PM

ვაა ზაან მომეწონა ეს განადგურების იდეა და აქედან პაბეგის აწევა smile.gif აბა ისე ვერ გავახწევთ აქედან wink.gif

Posted by: LAIRA Apr 11 2012, 02:20 PM

QUOTE(nibiru3013 @ Apr 11 2012, 12:00 PM) *
თუ ესე გაგრძელდა რესურსების და ბუნების განადგურება, შეეცდებიან ხელოვნურად გამოხშირონ ხალხი, 2030 წლისთვის ყველაზე დიდი პრობლემა იქნება სასმელი წყალი. მერე მიადგებიან ოკეანის წყლიდან მარილის გამოცლას და უარესი ჩიხისკენ წასვლას, მოკლედ ვნახავთ wink.gif საინტერესოა თუ გავანადგურებთ პლანეტას და სიცოცხლისთვის უუნარო იქნება სიკვდილის შემდეგ სად დავიბადებით??? wink.gif ასე რომ ყველაფერს აქვს კარგი და ცუდი სხვა პლანეტაზე გავიჩითებით რა! არ მოგბეზრდათ ამდენი ცხოვრების დედამიწაზე გატარება? wink.gif

ბოდიში ეს პლანეტა თქვენ უპატრონო ხომ არ გგონიათ biggrin.gif
ფედერალები ხომ დგანან გარშემო tongue.gif


Posted by: nibiru3013 Apr 11 2012, 04:09 PM

ციტატა(LAIRA @ 11th April 2012 - 02:20 PM) *
ბოდიში ეს პლანეტა თქვენ უპატრონო ხომ არ გგონიათ
ფედერალები ხომ დგანან გარშემო

ხო არა ესე ადვილად ვინ დაგაპაბეგებინებს wink.gif და თუ დგანან სად არიან აქამდე ბევრი აღარ უკლია განადგურებას, ცოტა კიდე და თუ მოვსპეთ ფლორა და ფაუნა მერე რა აზრი ექნება მათ ზედამხედველობას, შეიძლება ასეც თვლიან საჭიროდ. sad.gif

Posted by: LAIRA Apr 11 2012, 05:52 PM

QUOTE(nibiru3013 @ Apr 11 2012, 04:09 PM) *
ხო არა ესე ადვილად ვინ დაგაპაბეგებინებს wink.gif და თუ დგანან სად არიან აქამდე ბევრი აღარ უკლია განადგურებას, ცოტა კიდე და თუ მოვსპეთ ფლორა და ფაუნა მერე რა აზრი ექნება მათ ზედამხედველობას, შეიძლება ასეც თვლიან საჭიროდ. sad.gif

არ ვიცი,არაფერი არ ვიცი ის ვიცი მხოლოდ რომ ამ ზაფხულს მაგრად დაცხება და მსხვერპლი იქნება სავარაუდოდ

Posted by: td......... Apr 11 2012, 07:47 PM

მსხვერპლი შარშანწინაც იყო... ზამთარშიც.. ვინ აწარმოებს აღრიცხვას? მოკლედ როგორც არ უნდა იყოს, მე დედამიწა გასანადგურებლად მენანება, როგორიც არ უნდა იყოს,მაინც..რა დედამიწის ბრალია, ტუ ადამიანი ყველაზე უგუნური და უღირსი არსება აღმოჩნდა სხვა არსებატა შორის.. რომელიც მხოლოდ იღებს და არაფერს გასცემს..(ლეშს ტუ არ ჩავთვლით), მოკლედ რაც არ უნდა მოხდეს, დედამიწას აქვს უნარი აღიდგინოს ყველა რესურსი, თუ ყველაფერი და ყველა მოისპო, დედამიწა მაინც დარჩება, დრომდე, მაგრამ ცოტა სხვანაირი გახდება..

Posted by: LAIRA Apr 11 2012, 09:27 PM

td.........

QUOTE(td......... @ 11th April 2012 - 07:47 PM) *
ადამიანი ყველაზე უგუნური და უღირსი არსება აღმოჩნდა სხვა არსებატა შორის.. რომელიც მხოლოდ იღებს და არაფერს გასცემს

sad.gif როგორ ვერიდები ამის თქმას იცი
რადგან მე ვიცნობ ადამიანებს რომელთა არსებობად ღირს დედამიწის არსებობა
მათზე ჰკიდა მსოფლიო
მახოსვს იგავი ძველი აღთქმიდანაც სადაც პარალელს ვაკეთებ ხოლმე
ერთი ადამიანიც რომ აღმოჩენილიყო სოდომში ან გომორში ღირსეული ლოტის გარდა ღმერთი ამ ქალაქებს არ გააცამტვერებდა,მაგრამ ლოტმა ასეთი კაცი ვერ დაასახელა
სანამ მე შემიძლია დავასახელო ერთი ადამიანიც კი,რომელიც ღირს დედამიწის სიცოცხლედ დარწმუნებული ვარ დედამიწა იარსებებს.

Posted by: td......... Apr 11 2012, 09:35 PM

LAIRA
მეც ვერიდები, მაგრამ სამცუხაროდ ასეა.. ერთი ღირსეულიც არსებობს და მილიონიც, სხვა ემთხვევაში ეხლა არ ვისაუბრებდით მე და შენ ნეტით..wink.gif

Posted by: earth Apr 11 2012, 09:45 PM

nibiru3013

QUOTE(nibiru3013 @ 11th April 2012 - 01:00 PM) *
თუ ესე გაგრძელდა რესურსების და ბუნების განადგურება, შეეცდებიან ხელოვნურად გამოხშირონ ხალხი

დარწმუნებული იყავი, რომ ეგ პროგრამა დიდი ხანია არსებობს და სამწუხაროდ მოქმედია.

td.........
QUOTE(td......... @ 11th April 2012 - 08:47 PM) *
მაინც..რა დედამიწის ბრალია, ტუ ადამიანი ყველაზე უგუნური და უღირსი არსება აღმოჩნდა სხვა არსებატა შორის..

რატომ მარტო ადამიანი? რა დინოზავრთა გამრავლებამ არ გაანადგურა დედამიწა?
ეს მგონი ფიზიკური პროცესია რომელიმე არსების(არა აქვს მნიშვნელობა, დინოზავრი, ადამიანი თუ მომავალში უსაშველოდ დიდი რაოდენობის ჭიანჭველა) სიმრავლე თავისთავად იწვევს რაღაცა რესურსების გადახარჯვას და შემდგომში მათ ნაკლებობას.

QUOTE(td......... @ 11th April 2012 - 08:47 PM) *
მოკლედ რაც არ უნდა მოხდეს, დედამიწას აქვს უნარი აღიდგინოს ყველა რესურსი

ასეა, დედამიწას 100 წელი თავისუფლად ეყოფა, რომ ისევ ისე გამწვანდეს, თუმცა ეს პროცესი როგორც ჩანს მუდმივია, სხვადასხვა არსებათა(დინოზაური, ადამიანი...) სტუმრობისას სახლი აირ-დაირევა და როგორც სტუმრები წავლენ ყველაფერი უცბად ლაგდება და წესრიგდება მორიგი სტუმრის მოსვლამდეsmile.gif
ჩვენ არ შეგვწევს ძალა დედამიწა გავანადგუროთ, ეგ შეუძლებელიაsmile.gif
LAIRA
QUOTE(LAIRA @ 11th April 2012 - 10:27 PM) *
სანამ მე შემიძლია დავასახელო ერთი ადამიანიც კი,რომელიც ღირს დედამიწის სიცოცხლედ დარწმუნებული ვარ დედამიწა იარსებებს.

ოქროს სიტყვებიაsmile.gif

Posted by: shendaukar Apr 11 2012, 10:49 PM

აი ეს თუ მოხდაააა... მერე ნახეთ ამინდის შეცვლა sticktongue.gif

http://pro-2012.info/volcano/yellowstone.php

Posted by: kate Apr 12 2012, 09:51 AM

მართალია, ნამდვილად არ დაგვიკლია და არც ვაკლებთ ხელს ბუნების უდიერად მოპყრობას, მაგრამ ამინდის ცვლილებები მთელი დედამიწის მასშტაბით და არა მარტო კლიმატი , გამოწვეულიაა დედამიწაზე ათასწლეულების მანძილზე მიმდინარე ციკლური ცვლილებებით, რაც ბუმებრივია დედამიწისთვის, და არა ჩვენს მიერ მიყენებული ზიანის გამო, თუმცა ჩვენი უპასუხისმგებლობა და უგულობა ბუნების მიმართ, ალბათ უფრო დრამატულს გახდის ამ პროცესს.

Posted by: ruslan Apr 14 2012, 10:57 PM

ციტატა(td......... @ Apr 10 2012, 07:24 PM) *
ruslan
უსათუოდ იწვიმებს... განსაკუთრებით აღდგომა დღეს...smile.gif

ერთ საათში აღდგომა დადგება და ცაზე ღრუბლის ნასახი არ არის. პირველად შევესწარი ასეთ აღდგომას.
სავარაუდოდ ჩემი ვარაუდი გამართლდება და წვიმა აღდგმის შემდექ შეიძლება მოვიდეს.
ეხლა იმასაც კი ვფიქრობ რომ შესაძლებელია იერუსალიმში წმინდა ცეცხლიც არ გადმოვიდეს.
წელს რაღაც განსაკუთრებული წელია.

Posted by: priad eshmak Apr 15 2012, 01:59 AM

QUOTE
ეხლა იმასაც კი ვფიქრობ რომ შესაძლებელია იერუსალიმში წმინდა ცეცხლიც არ გადმოვიდეს.

მოგიკვდეს თავი!:D მეტი საფიქრალი არ გაქვთ

Posted by: LAIRA Apr 15 2012, 09:32 AM

ruslan
გადმოვიდა smile.gif

ეს წელი სულიერი ცვლილებების წელია,ამ წელს ცნობიერებას აიმაღლებს ადამიანი და გადაინაცვლებს გარკვეულ საფეხურზე
ახლა ჟიულის ეპოქა დასრულდა აიზეკის ეპოქა დადგა biggrin.gif
ეხლა ოცნებების განხორციელებას უნდა შევუდგეთ,ნებადართულია

Posted by: Cyber Apr 15 2012, 09:55 AM

სხვათაშორის ამ დღეებში იყო მგონი წვიმა (დღე ზუსტად არ მახსოვს)

Posted by: LAIRA Apr 15 2012, 10:44 AM

მე ბავშვობიდან ვვოცნებობ ისეთი მანქანებით შევცვალოთ მანქანები რომლებიც ჰაერში დაფრინავენ და სახლში პირდაპირ ფანჯრებიდან შევალთ.მეხუთე ელემენტი რომ ვნახე პირველად გავვოცდი,ზუსტად ასახავდა ჩემს ბავშვობისდროინდელ ოცნებებს.განსხვავება ის იყო რომ ჩემს ოცნებებში დედამიწა მწვანე და ხეებით დაფარული იყო და მეხუთე ელემენტში სიმწვანე არსად მინახავს.ამას არ ვეთანხმები.ჩემი ოცნების მანქანებს გამონაბოლქვი არა აქვთ,მატი მოძრაობიოს ტრაექტორია კომპიუტერული სისტემით რეგულირდება და ასე ვვოცნბობ ხოლმე biggrin.gif დღემდე JC_cupidgirl.gif

Posted by: priad eshmak Apr 15 2012, 03:06 PM

QUOTE
გადმოვიდა

და რა მერე?
აქ მთავარი ის კი არაა გადმოვიდა თუ არ გადმოვიდა.... უბრალოდ არ არსებობს სასწაული რომელსაც ყველა დაიჯერებს!... თუმცა ზოგი იაფფასიან ფოკუზებსაც სასწაულად ნათლავს....
ისე დროა დავიდ კოპერფილდი-მესიად გამოცხადდეს, ხოლო ზურა ვადაჭკორია მის მოციქულად!

Posted by: LAIRA Apr 15 2012, 03:40 PM

QUOTE(priad eshmak @ Apr 15 2012, 03:06 PM) *
და რა მერე?
აქ მთავარი ის კი არაა გადმოვიდა თუ არ გადმოვიდა.... უბრალოდ არ არსებობს სასწაული რომელსაც ყველა დაიჯერებს!... თუმცა ზოგი იაფფასიან ფოკუზებსაც სასწაულად ნათლავს....
ისე დროა დავიდ კოპერფილდი-მესიად გამოცხადდეს, ხოლო ზურა ვადაჭკორია მის მოციქულად!

ხო მალე დაიჯერებს როცა NASA-ს პროექტ "Blue Beam" ("ბლუ ბიმ") განხორციელდება.რომლის მეშვეობითაც მოხდება იესუს მეორედ მოსვლის ჰოლოგრაფიული პროექცია. ცნობიერების გასაკონტროლებლად დაბალი სიხშირეების ტალღების გამოყენება.

პროექტი "Blue Beam" გულისხმობს NASA-ს სააგენტოს მიერ ცაში მოწყობილ გრანდიოზულ შოუს, რომელიც ისეა კონსტრუირებული, რომ ჰოლოგრამები, რომლებითაც მოახდენენ "მესიის" მოსვლის იმიტაციას, ჩანდეს მსოფლიოს ყველა კუთხეში; ასევე, ტალღათა გამოსხივებანი, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ადამიანის ტვინზე, აღწევდეს პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ყოველი ადამიანი, ვინც კი იხილავს თავისი რელიგიის "მაცხოვრის" ამ ჰოლოგრამას, საკუთარ ენაზევე მოისმენს მის მიმართვას. მძლავრი კომპიუტერისა და დედამიწის ორბიტაზე გაშვებული კოსმიური თანამგზავრების დახმარებით, რომლითაც მოხდება შოუს კოორდინირება, გაიშვება დაბალი სიხშირის სიგნალები. ჰოლოგრამების პროეცირებისთვის გამოიყენებენ ნატრიუმს, რომელიც დაახლ. 100 კმ-ს სიმაღლეზე გარს აკრავს დედამიწას. კომპიუტერული ანიმაცია და ხმოვანი სიგნალები გამოჩნდებიან კოსმოსის სიღრმიდან, და სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს ეგონებათ, რომ ისინი ხედავენ თავიანთ მესიას, რომელიც დაბრუნდა, როგორც ეს იყო აღთქმული და დადგა "მეორედ მოსვლა", როგორც ეს იყო ნაწინასწარმეტყველევი, რაც შეცდომაში შეიყვანს ადამიანთა უზარმაზარ მასებს. "მაშინ, იესუს, მუჰამედის, ბუდას, კრიშნას და ა. შ. პროექციები გაერთიანდებიან და გარდაისახვიან "მაცხოვარში". უნივერსალური მესია წარმოსთქვამს "გამოცხადებით" ქადაგებას მსოფლიოს ყველა ხალხთა ენაზე. სავარაუდოდ, ეშმაკის ეს ბოროტი თესლი, ილაპარაკებს იმაზე, რომ სხვადასხვა რელიგიური სწავლებანი სიცრუეა და, რომ ძველი რელიგიები პასუხს აგებენ ყველა იმ ბოროტებაზე, რომელიც ხდებოდა დედამიწაზე. ამიტომაც, ისინი უნდა გაუქმდნენ, რათა ადგილი დაუთმონ ახალ რელიგიას - რელიგიას ანტიქრისტესი, რომელიც გვიწინამძღვრებს ჩვენ ყველას, თუკი, ცხადია, უმრავლესობა მიაფურთხებს "ხვალინდელ დღეს" და დაკმაყოფილდება დღევანდელით...
yu.gif

Posted by: priad eshmak Apr 16 2012, 03:34 AM

ლაირა შენ მე მგონი ძაან დასხივდი იმ დღეს!....... wink.gif

Posted by: priad eshmak Apr 16 2012, 07:02 AM

ხო ნასას მეტი საქმე არ აქვს "გრანდიოზულ შოუები" უნდა აწყოს ცაში და ლაირას და კიდევ ერთი ორ ტვინგამორეცხილ კრეტინის, იდიოტურ ინტერპრეტაციებს გაუწიოს ანგარიში!....თქვენი ნატრაკი არ გაიშვა!!!
პ.ს.
მიმართვა ”apocalypse.ge”-ს
თუკი შიშისგან ქვეშაც ჩაიფსი - რა შუაშია ”აპოკალიფსი?!............. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: LAIRA Apr 16 2012, 01:08 PM

QUOTE(priad eshmak @ Apr 16 2012, 07:02 AM) *
ხო ნასას მეტი საქმე არ აქვს "გრანდიოზულ შოუები" უნდა აწყოს ცაში და ლაირას და კიდევ ერთი ორ ტვინგამორეცხილ კრეტინის, იდიოტურ ინტერპრეტაციებს გაუწიოს ანგარიში!....თქვენი ნატრაკი არ გაიშვა!!!
პ.ს.
მიმართვა ”apocalypse.ge”-ს
თუკი შიშისგან ქვეშაც ჩაიფსი - რა შუაშია ”აპოკალიფსი?!............. lol.gif lol.gif lol.gif
ფრიად ეშმაკურად უდგებით საქმეს biggrin.gif როგორც ჩანს ზუსტად იქ ჩაგეჭირება ხოლმე და აკივლდები biggrin.gif წარმომიდგეია შენზე რომ დავფიქრდე ცოტა ხნით მაინც რაღა დაგემართება ამხელა ისტერიკა ატეხე ერთი პოსტის გამო biggrin.gif
მეტი საქმე არ აქვთ ეხლა ვიღაც ციხის გუშაგი ნასას სამზარეულოში ჩაახედონ biggrin.gifმაქსიმუმ ამ ფორუმზე ითამაშო გიჟობანა და ვიღაცეები გააცინო biggrin.gif
იუმორინა ხარ რა biggrin.gifთან ძველმოდური

Posted by: priad eshmak Apr 18 2012, 03:34 PM

QUOTE
როგორც ჩანს ზუსტად იქ ჩაგეჭირება ხოლმე

მაინც სად ჩამეჭირება ხოლმე... ბოიშყო?! lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
არ იფიქრო, რომ ვცინიკოსობ, უბრალოდ ისეთ აბსურდად მეჩვენება ნასას მიერ რაღაც ”გრანდიოზული შოუების მოწყობა” რო, ვფიქრობ ამის გამეორებაც კი უბრალოდ იდიოტიზმია! მოკლედ ახლა მეზარება აგიხსნა თუ რატომ არის იდიოტიზმი

Posted by: td......... Apr 18 2012, 05:16 PM

მართალია სასწაულები არ არსებობს, მაგრამ რა ვუყოთ მზის ამოსვლას, წვიმას, ზღვას და მასში არსებულ სამყაროს? უკიდეგანო კოსმოსს,ქვაზე ამოზრდილ ხეს ან ვეხვს, რომელიც დაკარგულ ,ახლადდაბადებულ ანტილოპას რამოდენიმე დღიანი მოგზაურობის შემდეგ დედას აპოვნინებს? ეს ყველაფერი აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენებია, ახსნადი და არაფერია მათში სასწაული.

Posted by: LAIRA Apr 18 2012, 05:35 PM

QUOTE(priad eshmak @ Apr 18 2012, 03:34 PM) *
მაინც სად ჩამეჭირება ხოლმე... ბოიშყო?! lol.gif lol.gif lol.gif lol.gif
არ იფიქრო, რომ ვცინიკოსობ, უბრალოდ ისეთ აბსურდად მეჩვენება ნასას მიერ რაღაც ”გრანდიოზული შოუების მოწყობა” რო, ვფიქრობ ამის გამეორებაც კი უბრალოდ იდიოტიზმია! მოკლედ ახლა მეზარება აგიხსნა თუ რატომ არის იდიოტიზმი

ყველაზე ძალიან სად გეტკინება იქ ჩაგეჭირებაtongue.gif
მეც აბსურდი მეჩვენება თქო ხომ გითხარი შენ იცოდე სინამდვილეში რა ხდება.
მეც მეზარება ეხლა კოპირება რაღაცეების.
ვთქვათ სურათების.
ამიტომ ჯობია საკუთარ იდიოტიზმს უსხა წყალი.მე თავი დამანებე ხომ ხედავ ვერ მერევი biggrin.gif

Posted by: ruslan Apr 20 2012, 10:01 AM

ციტატა(LAIRA @ Apr 18 2012, 05:35 PM) *
ყველაზე ძალიან სად გეტკინება იქ ჩაგეჭირებაtongue.gif
მეც აბსურდი მეჩვენება თქო ხომ გითხარი შენ იცოდე სინამდვილეში რა ხდება.
მეც მეზარება ეხლა კოპირება რაღაცეების.
ვთქვათ სურათების.
ამიტომ ჯობია საკუთარ იდიოტიზმს უსხა წყალი.მე თავი დამანებე ხომ ხედავ ვერ მერევი biggrin.gif

ძვირფასო და ღრმად პატივცემულო ლაირა, შენს პოსტებში სულ ვიღაცას ებრძვი და წარმატებითაც ამარცხებ. იქნებ მეც გამანდო ეგ განსაკუთრებული საიდომლო რაში მდგომარეობს? ერთობ აზარტით ვკითხულობ შენს პოსტებს. jadoqar.gif astronomer2.gif

Posted by: LAIRA Apr 20 2012, 03:54 PM

QUOTE(ruslan @ Apr 20 2012, 10:01 AM) *
ძვირფასო და ღრმად პატივცემულო ლაირა, შენს პოსტებში სულ ვიღაცას ებრძვი და წარმატებითაც ამარცხებ. იქნებ მეც გამანდო ეგ განსაკუთრებული საიდომლო რაში მდგომარეობს? ერთობ აზარტით ვკითხულობ შენს პოსტებს. jadoqar.gif astronomer2.gif

ოოოჰ რა პატივია smile.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)