IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >

Smith
Posted on: Jun 14 2009, 02:36 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ზღაპარი არის ჭეშმარიტება ბავშვებისთვის მისაღებ ფორმაში გადმოცემული, ანუ ზღაპარი სიმართლეა, და ის შეიძლება სიმართლე გახდეს ჩვენთვისაც.
თუ მოვისურვებთ, ჩვენც ზღაპრის კეთილი გმირი გავხდებით და მათსავით ვიპოვნით ბედნიერებას.
ზღაპრები ეხლა უფრო მიყვარს, ვიდრე ბავშვობაში, იმიტომ რომ ეხლა ვიცი ნათლად, რომ ეს სიმართლეა.
უდიდესი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე ზღაპრებს; მულტფილმებსაც და კინოებსაც.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18751 · Replies: 94 · Views: 373,271

Smith
Posted on: Jun 14 2009, 02:11 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


QUOTE(ირმა @ Jun 13 2009, 11:39 PM) *
არაუშავს Smith , ყველა ადამიანი თავისი კუთხიდან აღიქვამს ყველაფერს, ასევე სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვაგვარად ჩანს საგანი.

ჭეშმარიტი სილამაზე მართალია ღმერთისაგანაა, მაგრამ ჯერ არა მგონია რომ ვინმემ თქვას თამამად რომ იმ სილამაზეს ფლობს,ნეტამც იყოს ვინმე...
„ნეტარ არიან სულით ღარიბნი, ვინაიდან მათია სასუფეველი ცათა“


ცოტა კიდევ შევეცდები თქვენს გადარჩენას, ასე ვთქვათ ვალს მოვიხდი, საბოლოო არჩევანში კი რა თქმა უნდა ყველა თავისუფალია.

ღმერთი არა გწამს? და თუ გწამს, განა მრავალმნიშვნელოვანია ის? ნუთუ თვლი რომ ღმერთსაც მედალივით ორი მხარე აქვს? ნუთუ თვლი რომ ღმერთში სიკეთესთან ერთად ბოროტებაცაა, სილამაზესთან ერთად სიმახინჯეც? და თუ ეს ესე არ არის, მაშინ განა ღვთისნიერი ადამიანი ღმერთის მსგავსი არაა? განა არა გსმენია რომ ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსებად შეიქმნა? ნუთუ არ გისწავლია, რომ ჩვენი ცხოვრების მიზანი ღმერთთან შეერთება და ღვთის ხატის და მსგავსების აღდგენაა? ხომ კარგად იცი ყველაფერი ეს! და თუ იცი, რატომ ამტკიცებ სრულიად საპირისპიროს? ერთი ავტორი ან რელიგია მაინც დამისახელე, სადაც ის წერია, რასაც თქვენ ამბობთ. ინისა და იანის არასწორმა გაგებამ დაგაბნიათ. ინი და იანი სიკეთე და ბოროტება არაა. ჩინური ფილოსოფიის გაგება ძალიან თავისებური საქმეა. მთელი რიგი მცნებები იქ სრულიად არ შეესაბამება თავის შინაარსში ევროპულ გაგებას; ქრისტეანობაში სიბნელე ბოროტებაა, ჩინურ ფილოსოფიაში კი უბრალოდ პასიურობა. პასიურობა კი იგივეა ამ შემთხვევაში, რაც ქრისტეანობაში სიმდაბლე და ღვთის ნების მორჩილება. ანუ ინი და იანი – ორივე პოზიტიური, კეთილი ძალაა. ამავე დროს იანს აქვს თავისუფლება იყოს მორჩილი ან ურჩი, როგორც ადამიანს ქრისტეანობაში. ამიტომაა იანი ინისგან განსხვავებული და დაპირისპირებული. დაპირისპირებული აქ ნიშნავს განსხვავებულს, საპირისპიროს, როგორც კაცის საპირისპიროა ქალი და არა როგორც სიკეთის საპირისპირო არის ბოროტება. ინი და იანი ერთად ქმნიან ჰარმონიას და მშვენიერებას. როგორ შეიძლება სიკეთე–ბოროტებამ ეს მოგვცეს? წაიკითხეთ კიდევ ერთხელ ინის და იანის შესახებ და ერთი ადგილი მაინც მოძებნეთ, სადაც იქნება ნათქვამი რომ იანი ბოროტებაა. ვერსად ნახავთ ამას, თუ ნამეტანი არაკომპეტენტური ავტორი არ მოძებნეთ.

საგნის არსი ადამიანთა ხედვაზე არაა დამოკიდებული. კი, ღმერთს შეიძლება მრავალი ხედავდეს ცუდად და ასეც იყო ხომ იესო ქრისტეს შემთხვევაში, მაგრამ განა ეს იმას ნიშნავს რომ ღმერთი ცუდია?
თქვენ ახალს არაფერს ამბობთ, იგივეს ამბობდნენ სოფისტები, რომ ადამიანია ყველაფრის საზომი. მაგრამ განა პლატონმა 2500 წლის წინ არ დაუსვა წერტილი სოფისტიკას? ყველაფრის საზომია ობიექტური იდეა, ღმერთი – და არა ადამიანი.

და ბოლოს. რატომ ასეთი საშინელი პესიმიზმი? რატომ გეეჭვებათ რომ ღვთიურ სილამაზეს არავინ ფლობს? ესე იგი ყველა დაღუპულია? ესე იგი იესო ქრისტემ მიუღწეველი მიზანი დაგვისახა როცა გვითხრა, იყავნით სრულნი, ვითარცა თქვენი ზეციერი მამა სრული არისო? არა გწამთ მეორედ, ანუ ზემოდან შობის? არ გჯერავთ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყოს ღვთის შვილი და ესე იგი ღვთის მსგავსი?
ჭეშმარიტი სილამაზე, ანუ ღმერთი ყველა ადამიანის გულთან დგას და აკაკუნებს გულის კარებზე. გაუღეთ კარი და შემოუშვით და ის იქნება თქვენში და თქვენ იქნებით მასში, როგორც თქვა თვით უფალმა. არ გჯერავთ უფლის? აბა ვისი გჯერავთ?

დაანებეთ თავი ჩინურ ინს და იანს და სახარება იკითხეთ, სახარებაში თვითონ, პირადად ღმერთი გელაპარაკება. სად მიდიხართ ჩინეთში, რად გინდა, როცა პირდაპირ გულში მოგდგომია ღმერთი! რად გინდა ვიღაც ადამიანების „სიბრძნე“, როცა თვით ღმერთი გელაპარაკება ბიბლიიდან. ნუთუ არ აღგაფრთოვანებს ის აზრი, რომ თვითონ ღმერთი მოგვევლინა ადამიანის სახით დედამიწაზე, თვითონ ღმერთი დადიოდა კაცთა შორის და მოკვდა შენთვის, დიახ, პირადად შენთვისაც მოკვდა ის, რათა გაეხსნა გზა მარადიული სიცოცხლისაკენ. სახარებიდან ციტატა მოგყავს და არა გჯერავს სახარების. თუ გჯერავს, რატომ ამტკიცებ სრულიად საპირისპიროს?
მიდი ირმა იესოსთან!!! მას ძალიან, ძალიან უყვარხარ!
მეც მიყვარხარ!

  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #18750 · Replies: 70 · Views: 86,276

Smith
Posted on: Jun 13 2009, 02:36 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


QUOTE(ირმა @ Jun 12 2009, 11:34 PM) *
Smith
რაც არ უნდა ვთქვათ მედალს ორი მხარე აქვს. ეს არის ჭეშმარიტება biggrin.gif

მე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც სილამაზეში(გარეგნულზე რადგან ვსაუბრობთ) თუნდაც ერთი ნაკლი არ ჰქონდეს, ასევე მახინჯსაც მოეძებნება რაღაც სილამაზე.
აქ გავიხსენებ ქრისტესა და მისი მოწაფეების საუბარს, როცა მკვდარი ძაღლი იპოვეს და მოწაფეებში ამან ზიზღი გამოიწვია, მაშინ ქრისტემ მათ უთხრა,–შეხედეთ რა ლამაზი კბილები აქვსო. აი ასე smile.gif


მაშასადამე თქვენ ჯერ არც სილამაზე გინახავთ და არც სიმახინჯე. რაზედაც თქვენ ლაპარაკობთ, ეგ არის არაჭეშმარიტი ხედვა, ნებელობითი ჭვრეტა და არა სუფთა ცნობიერებით. გაიხსენეთ რას ამბობს იესო: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“. ჭეშმარიტი სილამაზე ღმერთისგანაა და ჭეშმარიტი სიმახინჯე ეშმაკისგან, თქვენ კი უბრალოდ ხორციელ და მატერიალურ სილამაზესა და სიმახინჯეზე ლაპარაკობთ. წმინდა გული ნიშნავს როცა ადამიანი გარე სამყაროს ჭვრეტს დაუინტერესებელი თვალით, როცა ის არ ფიქრობს თუ მისთვის ვინ და რა რა მნიშვნელობისაა.

ძალიან ცუდად გაგიგიათ ინის და იანის ფილოსოფია!!!
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #18735 · Replies: 70 · Views: 86,276

Smith
Posted on: Jun 13 2009, 02:18 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


QUOTE(Shou @ Jun 12 2009, 11:17 AM) *
გინდა თქვა რომ ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ”კეთილია” ან ერთმნიშვნელოვნად ”ბოროტი”? ”მშვენიერია” თუ ”მახინჯი” ეს გააჩნია რა კუთხით შეხედავ და რას დაინახავ, ან რა არის შენშიsmile.gif


მე რა უნდა ვთქვა, ყველა რელიგია და ყველა ფილოსოფია მაგას ამბობს.
ნუ, ეხლა დემოკრატიაა და თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ ქრისტესგან, ბუდასგან, პლატონისაგან, ჰეგელისა თუ ნიცშესაგან განსხვავებული აზრი.
უბრალოდ ეგ აზრი მცდარია და დამღუპველი.


  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #18734 · Replies: 70 · Views: 86,276

Smith
Posted on: Jun 12 2009, 10:24 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


QUOTE(TeO @ Apr 5 2009, 02:49 PM) *
მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მედალს ორი მხარე აქვს & კეთილი და ბოროტი & შავი და თეთრი არ არსებობს, ეგ ერთიანი, მთლიანი ნახატია და მისი დანაწევრება/გაყოფა მიუღებელია...


რას ამბობ, რასა!?
აბა დახატე ადამიანი, რომელსაც კეთილი სახეც ექნება და ბოროტიც, მშვენიერიც იქნება და მახინჯიც.
ან უკვე დახატული თუ გინახავს მასეთი?
მდაა!!!
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #18698 · Replies: 70 · Views: 86,276

Smith
Posted on: Jun 12 2009, 10:16 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


QUOTE(adamiani @ Mar 30 2009, 04:06 AM) *
anuchi

ეს მეორე ნახევარიც ჩვენშია- უბრალოდ არაა ჯერ გაღვიძებული და გააქტიურებული. ამიტომ გარეთ ვეძებთ- უმთავრესად საპირისპირო სქესში. სინამდვილეში ორივე პრინციპს (ქალურს და მამაკაცურს) ჩვენში ვატარებთ, თვისებები, რომლებიც სხვაში ასე გვიზიდავს, ჩვენი "მძინარე" მეორე ნახევრის ანარეკლია და სწორედ ამიტომაა ჩვენთვის განსაკუთრებული.

სანამ თავს არ დავანებებთ სხვაში ჩვენი მეორე ნახევრის ძებნას, რომელიც სინამდვილეში საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ, გავაღვიძოთ, გავაძლიეროთ და შემოვიერთოთ, ვერ გამოვალთ იმედისგაცრუების და ტკივილის წრებრუნვიდან.


სანამ იმ სხვას არ იპოვნი, მანამ ვერაფერს ვერ გააღვიძებ, მით უმეტეს რომ არც არაფერია გასაღვიძებელი, არამედ სწორედაც რომ გვაკლია მეორე ნახევარი.
anuchi ჭეშმარიტებას ღაღადებს, როცა ამბობს: „ მე იდეალური მაშინ ვიქნები როცა ჩემ მეორე ნახევარს ვიპოვი.. ანუ რაც მე არ მაქვს იმას ექნება და რაც იმას არა მეე..“
მართალი ხარ anuchi !
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #18697 · Replies: 70 · Views: 86,276

Smith
Posted on: Jun 12 2009, 12:46 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


თქვენ ეხლაც ბავშვები ხართ! smile.gif
ვფიქრობ ფორუმს სახელი უნდა გადაუკეთდეს და დაერქვას: საბავშვო ბაღის ფორუმიsmile.gif
მე?
მე ვიქნები გამგე!!!
აიტ! აბა შუადღის ძილის დრო მოვიდა, ჩქარა ლოგინებში!!!
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18694 · Replies: 33 · Views: 30,795

Smith
Posted on: Jun 11 2009, 07:48 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


...
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18689 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 7 2009, 08:30 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ეეჰ!

არა ღირს წერა...
თავი საბავშვო ბაღში მგონია.
მშვიდობით!

  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18559 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 7 2009, 03:06 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ანუ ფილოფოსი ჭეშმარიტების შემეცნებაში გონებას ეფუძნება.
ეს არ ნიშნავს, რომ სხვა გზა არ არსებობს.
არსებობს – რწმენის გზა, რომელსაც ნებისმიერ ტაძარში ასწავლიან და ძალიან კარგად ასწავლიან, ამიტომ მე აქ ამაზე არ ვლაპარაკობ.
მე ვლაპარაკობ იმ გამონაკლისი ტიპის ადამიანთათვის, რომელთაც არ შეუძლიათ რწმენის გზით სიარული და აქვთ სურვილი გონებას, ანუ ცოდნას მისდიონ. აქ ურწმუნო თომასნაირნი არ იგულისხმებიან, ვინაიდან თომამ არ ირწმუნა, როცა უთხრეს იესო აღსდგაო. ფილოსოფიურად მოაზროვნე ადამიანს კი არც რწმენა აქვს და არც ურწმუნოება. თომა რომ ფილოსოფიურად მიდგომოდა ამ საკითხს, არც იმას იფიქრებდა რომ იესოს აღდგომა მართალია და არც იმას რომ ტყუილია. ის უბრალოდ იტყოდა: არ ვიცი აღსდგა თუ არა იესო, შეიძლება კი და შეიძლება არა, მე უბრალოდ არ ვიცი არც ერთი და არც მეორე და ვიცი რომ არ ვიცი.

  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18552 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 7 2009, 02:47 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ფილოსოფიური მეთოდის ძირითადი კანონია:

ვიჯერებ მხოლოდ იმას, რასაც ვიგებ.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18551 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 7 2009, 02:45 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


უფლის მცნები ბიბლიაშია მოცემული.
შესაბამისად ბიბლიის შესწავლა ცხონების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქრისტეანთათვის.
ბიბლიის სხვადასხვანაირი შესწავლა არსებობს, იმის მიხედვით თუ ადამიანი რანაირია.
ბიბლიის ფილოსოფიური შესწავლა არის მისი უმაღლესი დონით წვდომა და ეს მეთოდი ძალიან ცოტა ადამიანისთვისაა მისაწვდომი.
მე აქ მხოლოდ ფილოსოფიურ, ანუ გონებით წვდომაზე ვისაუბრებ და ვისთვისაც გაუგებარი ან მიუღებელი იქნება, მან უმჯობესია ამ მეთოდით არ ისარგებლოს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18550 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 7 2009, 02:36 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ეხლა ვილაპარაკოთ უზოგადეს ჭეშმარიტებებზე.

უზოგადესი ჭეშმარიტებებია:

არის უზოგადესი კანონი, რომელიც ყველას და ყველაფერს ეხება – ღმერთი.
არის სიკეთე და ბოროტება.
სიკეთე უზოგადესი კანონის მიხედვით ცხოვრებაა.
ბოროტება ამ კანონის უარყოფა.
კეთილად მცხოვრები მარადიულ სიცოცხლეს მიიღებს.
ბოროტი მარადიულ წარწყმედას.
კეთილი ცხოვრების ძირითადი მცნება ორია, რომელიც თვით უფალმა გვითხრა: გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. ყველა სხვა უფლის მცნება ამ ორიდან გამომდინარეობს.

იმისათვის რომ მარადიული სიცოცხლე მივიღოთ, საჭიროა:
პირველ რიგში უფლის და უფლის მცნებათა შესწავლა და აუცილებლად იმის შეგნება, რომ ეს მცნებები უზენაესი წარმოშობისაა.
და მერე ამ მცნებათა მიხედვით ცხოვრება.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18549 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 7 2009, 02:25 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


სალამი!

ყველაფერი, რასაც მე ვწერ, წარმოადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას და არანაირ კრიტიკას არ ექვემდებარება.
ვინც გაიგებს და შეასრულებს ეზიარება მარადიულ სიცოცხლეს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18547 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 6 2009, 08:26 AM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


მოგესალმებით ♫♫♫!

ვეთანხმები თქვენს მიერ გამოთქმულ აზრებს.
თემის სხვა მკითხველებს კი ვეტყვი, როს ♫♫♫–ის პოსტი შეუძლიათ განიხილონ როგორც მოცემული თემის ორგანული ნაწილი.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18531 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 5 2009, 10:02 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ადამიანი არის ბოროტი ცხოველი.
მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა გახდეს კეთილი ანგელოზი.
ზოგი იყენებს ამ შესაძლებლობას, ზოგი არა.

შესაბამისად: თუ გინდა რომ გეშველოს, პირველ რიგში უნდა მიხვდე რომ ბოროტი ხარ. მერე უნდა მიხვდე რომ შეგიძლია კეთილი იყო. და ბოლოს, უნდა განახორციელო ეს.
  Forum: პიროვნებები, გაერ... · Post Preview: #18526 · Replies: 140 · Views: 124,612

Smith
Posted on: Jun 5 2009, 03:09 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


სიყვარული რომ სიბრძნის მიხედვით ცხოვრებაა, ამას თვით უფალი გვასწავლის:

„თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი“.(იოანეს სახარება.თავი მეთოთხმეტე.15).

„ვისაც აქვს ჩემი მცნებანი და იცავს მათ, მას ვუყვარვარ“(იოანეს სახარება.თავი მეთოთხმეტე.21).


  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18511 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 5 2009, 02:54 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


აჰაა!

დადგა დრო ზოგადი მსჯელობიდან ფილოსოფიაზე გადავიდეთ მის უშუალო შესწავლაზე და შეცნობაზე. შესწავლაზე სიბძრნისა და შეცნობაზე სიყვარულისა. ასეთია მიმდევრობა: ჯერ შეისწავლება სიბრძნე, მერე კი მის საფუძველზე შეიცნობა სიყვარული.

რა არის სიბრძნე?
სიბრძნე არის იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა ვცხოვრობდეთ.
რა არის სიყვარული?
სიყვარული არის ცხოვრება სიბრძნის მიხედვით.

ბრძენია, ვინც იცის როგორ უნდა იცხოვროს და მოყვარეა, ვინაც რომ ცხოვრობს ბრძნულად.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18510 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 5 2009, 02:42 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


მოგესალმებათ John Smith-ი!

როგორც დაგპირდით, მათთვის, ვისაც სურს ჭეშმარიტება გონებით შეიცნოს და განთავისუფლდეს, ვაგრძელებთ ფილოსოფიაზე და ფილოსოფოსებზე საუბარს.

ყველა დროის ყველაზე დიდი ფილოსოფოსი იყო იესო ქრისტე. ის იყო აბსოლუტური ცოდნის მქონე, ვინაიდან თვითონ იყო როგორც ადამიანი, ასევე აბსოლუტი, ანუ ღმერთი, შესაბამისად განსხეულებული სიყვარული და სიბრძნე.
მისი მოციქულები ასევე უდიდესი ფილოსოფოსნი იყვნენ. ამას თვით იესო ადასტურებს, როცა ეუბნება მათ: „თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება“.(მარკოზის სახარება.თავი მეოთხე.11). გარეშენში იგულისხმებიან მორწმუნეები, რომელნიც ღვთის შემეცნებაში რწმენას, ანუ ავტორიტეტს ეფუძნებიან. ფილოსოფოსი კი არის ადამიანი, რომლისთვისაც არ არსებობს სხვა ავტორიტეტი, გარდა საკუთარი თავისა. მართალია ფილოსოფოსიც სწავლობს მის წინამორბედთაგან, მაგრამ არასოდეს არავისი არა სწამს, არამედ მხოლოდ იმას ღებულობს, რასაც თვითონვე ნათლად შეიცნობს. ფილოსოფოსად ყოფნა არაა ადვილი, ფილოსოფოსობა არაა სუსტების საქმე, ვინაიდან ფილოსოფოსს რწმენა არა აქვს, მან ბევრი რამ იცის, და უფრო მეტი არ იცის, ხოლო ის რაც სხვებს სწამთ, ფილოსოფოსს აქვს ხოლმე მხოლოდ ვარაუდი რომ რაიმე ასე არის ან არ არის. ეფუძნება რა იმას, რაც იცის, ზოგი ფილოსოფოსი იხრება თეიზმისაკენ, ზოგი კი ათეიზმისაკენ. მე მაგალითად, იმის მიხედვით რაც ცხადად ვიცი, ვიხრები თეიზმისაკენ და ვფიქრობ, რომ არსებობს მარადიული სიცოცხლე. ღმერთი რომ არსებობს, ეს ვიცი, მაგრამ არის თუ არა სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ არ ვიცი, მაგრამ ის ცოდნა რაც მაქვს გაცილებით მეტად მაფიქრებინებს რომ მარადიული სიცოცხლე არის. რწმენით ცხოვრება უფრო ადვილია, მაგრამ ღმერთისაკენ მიმავალი გზა ყველა ადამიანისათვის რწმენაზე არ გადის, ზოგიერთთ ურჩევნიათ იარონ გონების და აზროვნების გზით, უბრალოდ ისინი ასეთებად არიან დაბადებულნი. გარდა ამისა, ფილოსოფოსები არიან ისინი, ვინც დანარჩენთ რწმენის გზაზე ატარებს. ფილოსოფოსები არიან კაცობრიობის სულიერი მასწავლებლები და ისინი რომ არა, ვერავინ ვერ იმოძრავებდა ჭეშმარიტებისაკენ.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18509 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 4 2009, 02:08 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


გაგრძელება იქნება...
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18483 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 4 2009, 02:07 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ფილოსოფიის “დასასრული“.

ფილოსოფიას ერთის მხრივ აქვს დასასრული ჭეშმარიტების შემეცნების სახით და მეორის მხრივ არა აქვს, ვინაიდან ჭეშმარიტება უსასრულოა.
ჭეშმარიტებასთან მარადიულ უფრო და უფრო აღმატებულ ზიარებაშია ფილოსოფიის “დასასრული“.
ეს პროცესი წარმოადგენს იმ სამოთხის ნეტარებას, რომელსაც რელიგია ქადაგებს.
ანუ სიყვარულის განცდის მარად აღმატებულ ნეტარებას.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18482 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 4 2009, 02:00 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ფილოსოფიის გზა.

ეს ის ვიწრო გზაა, რომელზედაც იესო ქრისტე მიუთითებს:
„შედით ვიწრო ბჭით, ვინაიდან ვრცელია ბჭე და ფართოა გზა, რომელსაც მივყავართ წარსაწყმედლად, და მრავალნი დადიან მასზე.
ვინაიდან ვიწროა ბჭე და ძნელია გზა, რომელსაც მივყავართ სიცოცხლისაკენ, და მცირედნი ჰპოვებენ მას“. მათეს სახარება.
თავი მეშვიდე. 13–14).
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18481 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 4 2009, 01:53 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ფილოსოფიის დასაწყისი.

ფილოსოფია და ფილოსოფოსობა იწყება არცოდნის ცოდნიდან.
„მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“ წარმოადგენს ფილოსოფიის დასაწყისს და პირველ ცხად და უეჭველ ცოდნას.
როდესაც თვალნათლივ მიხვდები, რომ არაფერი იცი, მაშინ ხდები ფილოსოფოსი.
რენე დეკარტის ფილოსოფიის დასაწყისის ფორმულა: „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“, შინაარსით იგივეა, რაც სოკრატეს „მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“, რამეთუ დეკარტის გამონათქვამის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ: „ერთადერთი რამ რაც მე ვიცი, არის ის რომ მე ვარსებობ“.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18479 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 4 2009, 01:44 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


ფილოსოფიის მეთოდი.

ფილოსოფიის მეთოდია თვითშემეცნება. შეიცან თავი შენი – აი ფილოსოფოსის დევიზი.

  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18478 · Replies: 53 · Views: 58,949

Smith
Posted on: Jun 4 2009, 01:42 PM


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 55
Joined: 12-March 09
Member No.: 5,928


მოგესალმებით!

ვაგრძელებთ ფილოსოფიასა და ფილოსოფოსზე საუბრებს.
ზემოთ ვთქვით, რომ ფილოსოფოსი არ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ ფლობს ჭეშმარიტებას.
ფილოსოფომა იცის რა არის ჭეშმარიტება, ხოლო არ ფლობს აბსოლუტურს იმიტომ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება უსასრულოა და მისი შემეცნება მარადისობაში მიმდინარეობს. აბსოლუტური ჭეშმარიტების ამ მარადიულ შემეცნებაში ფილოსოფოსი ჰპოვებს ცხოვრების მარადიულ საზრისს და ნეტარებას.


ფილოსოფიის საგანი.

ფილოსოფიის საგანი თვით ტერმინშია მოცემული. ფილოსოფიის საგანია სიყვარული და სიბრძნე. ამათგან სიყვარული საფუძველია, სიბრძნე კი მისგან გამომდინარეობს.
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #18477 · Replies: 53 · Views: 58,949

2 Pages V   1 2 >

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 06:36 PM