გონება ვერ დაინახავს ღმერთს., რადგან ყოველთვის ჩარჩოში |
გონება ვერ დაინახავს ღმერთს., რადგან ყოველთვის ჩარჩოში |
Aug 15 2015, 03:20 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აბსტრაქტულად რომ არ ვიმსჯელო, კონკრეტულად ჩემზე დავწერ.
მე ვარ ჩემი გამოცდილებები(სიხარული, ტკივილი, იმედგაცრუება და ა.შ.) + ჩემი ცოდნა. მთავარი ისაა რომ ფიქრს ქმნის ჩემს მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა ნებისმიერმა ადამიანმა იცის ზღვაში წვეთი(სოკრატე-მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი) ანუ ფიქრი ყოველთვის არის შეზღუდული(ჩარჩოში). მაგალითად ვიღაცა არის ფსიქოლოგი და მაგ კუთხით უყურებს ყველაფერს, ვიღაცა დაიბადა ღრმა რელიგიურ ოჯახში და ყველაფერში იესოს ხედავს. ახლა მინდა გადავიდე მთავარზე. ავიღოთ კაცობრიობა და მისი ცნობიერება(გლობალურად შევხედოთ). რამ დაყო დედამიწა ქვეყნებად და ზონებად, რის გამო ერთმანეთს ვხოცავთ? პასუხია ფიქრმა(ანუ იმან რისგანაც შედგებოდა იმ ადამიანის ცოდნა და გამოცდილება). ვინ შექმნა იარაღი? პასუხია ფიქრმა. ვინ დაიწყო 2 მსოფლიო უსასტიკესი ომები? ფიქრმა. ჩვენი მთავარი მტერი აშკარად ეს შეზღუდული ფიქრია, ეს ფაქტია, მაგრამ სანამ ვიღაც ვერ ხედავს ამ ფაქტს მანამდე აგრძელებს აბსურდს. ქრისტიანობის სახელით რამდენი ადამიანი დახოცა ფიქრმა? სხვა რელიგიების სახელითაც, წარმოიდგინე შეიძება ათასობით ადამიანი მოკლა და ვერ მიხვდე რომ ეს შენი ფიქრის ნაყოფია და ქრისტეს სწავლებასთან არაფერი საერთო არ აქვს. რატომ დაყო ღმერთი ადამიანმა ამდენ რელიგიად? ამდენ რიტუალად? არ გეჩვენებათ სისულელედ და საბავშო ბაღად ეს ყველაფერი? ჩვენი ფიქრით ღმერთს ვსვავთ ჩარჩოებში და ვამბობთ აი ეს გაუხარდება, აი ეს არ გაუხარდება, ოთხშაბათი პარასკევი უნდა ვიმარხულო და აი არ ვიცი, ძალიან სულელურად ვიქცევით მემგონი. ამ მდგომარეობიდან ნამდვილი სიყვარული და ყველაფრის ისე დანახვა როგორც შექმნილია მემგონი შეუძლებელია. ჩემი აზრით გაცილებით მარტივი და ბუნებრივია ყველაფერი. დაინახე ყველაფერი ისე როგორც შექმნილია, ნუ უყურებ წინაპირობით, ნუ განსჯი, ნუ ადარებ, ნუ აფასებ, უბრალოდ დაინახე ჭეშმარიტება, სიტყვები გადადე გვერძე და მიხვდი რომ ყველაფერი ერთიანია, მანდ აღარც შური აღარც ბრძოლა არ იქნება საჭირო, დაინახე რომ ჩინელი არაფრით განსხვავდება შენგან, იგივე შენ ხარ. ღმერთი კი ყველამ თავის თავში უნდა იპოვოს, გარეთ ვერ იპოვი. |
|
|
Aug 15 2015, 03:29 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საქმედ რო იქცევა ეს სიტყვები, გვეშველება კიდეც
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Aug 15 2015, 08:13 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ ვიცი მჯერა, ვიღებ ყველაფერს შეძლებისდაგვარად,
ვიცი რომ ჩემი ეგოიზმი ბევრი რამის დანახვაში მიშლის ხელს. ღმერთის დანახვა თუ შეგრძნება ან საერთოდ რაც არის მე მგონი მაინც კარგია რომ ვიღაცეებმა შეეცადენ ამის სიტყვებით ახსნას და ჩვენთვის შეეცადნენ რომ გაგვეგო რომ არსებობს კიდევ რაღაც რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვხვდებით, არ გვესმის და ა.შ. |
|
|
Aug 16 2015, 01:49 PM
Post
#4
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 9 Joined: 9-August 15 Member No.: 7,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მას შემდეგ რაც ადამიანი ნატიფ სამყაროს მოშორდა და მატერიალური სხეულს მიეჯაჭვა, ადამიანის ჭკუამ შექმნა ღმერთის ისეთი სახე როგორიც წარმოიდგინა და შემდეგ სხვებს თავზე მოახვია
|
|
|
Aug 16 2015, 06:29 PM
Post
#5
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ღმერთის ისეთი სახე როგორიც წარმოიდგინა და შემდეგ სხვებს თავზე მოახვია არამარტო მოახვია, არამედ მისი უარყოფა დასჯადი გახადა, ადამინთა ჩაგვრა დღესაც ხდება, ამის წინ გავიგე ბიჭი ცემეს თანაკლასელებმა იმის გამო რომ არ სწამდა. ანტიკურ ხანაშში სიკვდილით სჯიდნენ რელიგიის გამო. |
|
|
Aug 23 2015, 05:58 PM
Post
#6
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძვირფასებო! რა თქმა ინდა გონება ვერ დაინახავს ღმერთს. 2000 წელზე მეტია გატუტუცებენ და გაშტერებენ. რაც არ არის იმას როგორ დაინახავთ ან შეიგრძნობთ.
სამყარომ შექმნა ადამიანი, დააჯილდოვა გონებით და გაამრავლა დედამიწაზე. უმრავლესობამ იუკადრისა ჯილდო, შექმნა ღმერთი და გააღმერთა სამყარო” გნებავთ ჩაუფიქრდით, გნებავთ გაიღიმეთ. თუ ღრმად ჩაუფიქრდებით ქვეცნობიერი გიკარნახებთ გამოიყენოთ ჯილდო, ან უარი თქვათ და შეუერთდეთ უმრავლესობას. |
|
|
Aug 28 2015, 12:44 AM
Post
#7
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 3 Joined: 27-August 15 From: Earth, Georgia Member No.: 7,441 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანს აქვს ხუთი გრძნობათა ორგანო რითიც ის აღიქვამს სამყაროს, სამყარო(უსასრულობა) არის ადგილი და ინფორმაცია რითიც ჩვენი გონება იკვებება და ესა თუ ის დასკვნები გამოაქვს. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ის რაც ოდესმე გვსმენია და გეთანხმები რო ჩვენი აზროვნება ამ კუთხით ჩარჩოებშია მოთავსებული. ალბათ არასაკამრისი გრძნობათა ორგანოები გვაქვს შემოქმედის არსის გასაგებად. ყველანაირ შემოქმედებას აქვს აზრი და დანიშნულება, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ნებისმიერი არსების ფსიქოლოგია მათი შემოქმედებით, ამისათვის საჭიროა სამყაროს და ადამიანის(საკუთარი თავის) შეცნობა რაც საშუალებას მოგვცემს ამ შემთხვევაში ღვთის აზრს ჩავწვდეთ.
|
|
|
Sep 4 2015, 07:03 PM
Post
#8
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
”ალბათ არასაკამრისი გრძნობათა ორგანოები გვაქვს შემოქმედის არსის გასაგებად”.
ყველაფერი საკმარისად გვაქვს, ხოლო ფანტაზიის უნარი უსაზღვროდ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ თქვენ ეძებთ იმას რაც მხოლოდ ადამიანის თავის კოლოფშია და არა სამყაროში. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა ”თუ შემომქმედმა შექმნა სამყარო , მაშინ შემომქმედი ვინ ან რამ შექმნა ? რა თქმა უნდა ეს კითხვა პროტესტს გამოიწვევს, მაგრამ ერთი პატარა გადახრა - თუ არ გინდა იაზროვნო, მაშინ ირწმუნე. ყველაფერი გახდება მარტივი, ნათელი, და ზედმეტი თავის ტკივილი აღარ დაგჭირდებათ. აღარც ჯილდო გინდათ და აღარც ტვინის გადატვირთვა. შემომქმედი უკონკურენტო, საუკეთესო მარკეტინგული პროდუქტია. იყენებდნენ უხსოვარ დროიდან, უმრავლესობა იყენებს ეხლაც და ეს პროდუქტი კიდევ ერთი 500 წელი ბევრს დააბოლებს. |
|
|
Jul 23 2016, 10:35 AM
Post
#9
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jul 23 2016, 04:11 PM
Post
#10
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რეალისტი
ცოტა ტექსტიც დაამატეთ რას ნიშნავს ეს ლინკები. ხომ გინდათ ხალხმა იყიდოს და წაიკითხოს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jul 30 2016, 11:34 AM
Post
#11
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
”ალბათ არასაკამრისი გრძნობათა ორგანოები გვაქვს შემოქმედის არსის გასაგებად”. ყველაფერი საკმარისად გვაქვს, ხოლო ფანტაზიის უნარი უსაზღვროდ. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ თქვენ ეძებთ იმას რაც მხოლოდ ადამიანის თავის კოლოფშია და არა სამყაროში. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა ”თუ შემომქმედმა შექმნა სამყარო , მაშინ შემომქმედი ვინ ან რამ შექმნა ? რა თქმა უნდა ეს კითხვა პროტესტს გამოიწვევს, მაგრამ ერთი პატარა გადახრა - თუ არ გინდა იაზროვნო, მაშინ ირწმუნე. ყველაფერი გახდება მარტივი, ნათელი, და ზედმეტი თავის ტკივილი აღარ დაგჭირდებათ. აღარც ჯილდო გინდათ და აღარც ტვინის გადატვირთვა. შემომქმედი უკონკურენტო, საუკეთესო მარკეტინგული პროდუქტია. იყენებდნენ უხსოვარ დროიდან, უმრავლესობა იყენებს ეხლაც და ეს პროდუქტი კიდევ ერთი 500 წელი ბევრს დააბოლებს. ჯერ დავიწყოთ იმით , რომ სამყარო არაფრისგან არ შექმნილა , ეს თეორია იმდენად სულელურია ,კამათიც კი არ ღირს. და თუ შეიქმნა ესეიგი მას სჭირდებოდა რესურსი. აქედან გამომდინარე ეს რესურსი მოწოდებული იქნა და არსებობს მომწოდებელიც. მაშ რა ან ვინ არის მომწოდებელი? ბუნება? იქნებ უფალი? ამ დასკვნამდე რომ მივდივართ უკვე ჩნდება კითხვა, ბუნება ან უფალი , რომელმაც შექმნა ეს სამყარო თავადაც ხომ ქმნილებაა? ესეიგი ისიც შეიქმნა ვიღაცისგან ან რაღაცისგან. ამ თეორიას უსასრულო შემოქმედების არსთან მივყავართ და მაშ რა არის დასაწყისი ან დასასრული? იქნებ ეს საფეხურებია რასაც ამ სამყაროდან არ უნდა განვსჯიდეთ ? ან უნდა განვსჯიდეთ მხოლოდ იმ შემოქმედის მხრიდან რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოს არის. ეს სამყარო ტკივილია , ტკივილი მართავს და არა სიხარული ან სიყვარული. მშვიდობა , რომელსაც უწინ გვთავაზობდნენ ან ახლა გვთავაზობენ და რომელსაც შემდგომ შემოგვთავაზებენ იქნება დაფუძვნებული არა სიყვარულსა და სიხარულზე არამედ ტკივილზე . და რას ვეძებთ ჩვენ? მშვიდობას? ყოველი ადამიანი , რომელიც დააპირებს მშვიდობისკენ წაუძღვეს ხალხს ,,იძულებული'' გახდება მოკლას რადგან ყველა არ დაეთანხმება მის იდეას. ყოველი იდეა დასაწყისშივე მოიცავს მის საწინააღმდეგო აზრს. როგორც + და - . ამ სამყაროში წონასწორობას მხოლოდ დადებთისა და უარყოფითის ბრძოლა ამყარებს. შეუძლებელია იყოს მხოლოდ დადებითი , ასევე შეუძლებელია იყოს მხოლოდ უარყოფითი. რაც არ უნდა დიდი იყოს უარყოფითი , სადღაც მაინც იქნება დადებითი და პირიქით. და მაშ რა არის ამ სამყაროს შემოქმედების არსი? არ არსებული? |
|
|
Jul 30 2016, 12:57 PM
Post
#12
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 14 Joined: 29-July 16 Member No.: 7,549 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აბსტრაქტულად რომ არ ვიმსჯელო, კონკრეტულად ჩემზე დავწერ. მე ვარ ჩემი გამოცდილებები(სიხარული, ტკივილი, იმედგაცრუება და ა.შ.) + ჩემი ცოდნა. მთავარი ისაა რომ ფიქრს ქმნის ჩემს მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რა თქმა უნდა ნებისმიერმა ადამიანმა იცის ზღვაში წვეთი(სოკრატე-მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი) ანუ ფიქრი ყოველთვის არის შეზღუდული(ჩარჩოში). მაგალითად ვიღაცა არის ფსიქოლოგი და მაგ კუთხით უყურებს ყველაფერს, ვიღაცა დაიბადა ღრმა რელიგიურ ოჯახში და ყველაფერში იესოს ხედავს. ახლა მინდა გადავიდე მთავარზე. ავიღოთ კაცობრიობა და მისი ცნობიერება(გლობალურად შევხედოთ). რამ დაყო დედამიწა ქვეყნებად და ზონებად, რის გამო ერთმანეთს ვხოცავთ? პასუხია ფიქრმა(ანუ იმან რისგანაც შედგებოდა იმ ადამიანის ცოდნა და გამოცდილება). ვინ შექმნა იარაღი? პასუხია ფიქრმა. ვინ დაიწყო 2 მსოფლიო უსასტიკესი ომები? ფიქრმა. ჩვენი მთავარი მტერი აშკარად ეს შეზღუდული ფიქრია, ეს ფაქტია, მაგრამ სანამ ვიღაც ვერ ხედავს ამ ფაქტს მანამდე აგრძელებს აბსურდს. ქრისტიანობის სახელით რამდენი ადამიანი დახოცა ფიქრმა? სხვა რელიგიების სახელითაც, წარმოიდგინე შეიძება ათასობით ადამიანი მოკლა და ვერ მიხვდე რომ ეს შენი ფიქრის ნაყოფია და ქრისტეს სწავლებასთან არაფერი საერთო არ აქვს. რატომ დაყო ღმერთი ადამიანმა ამდენ რელიგიად? ამდენ რიტუალად? არ გეჩვენებათ სისულელედ და საბავშო ბაღად ეს ყველაფერი? ჩვენი ფიქრით ღმერთს ვსვავთ ჩარჩოებში და ვამბობთ აი ეს გაუხარდება, აი ეს არ გაუხარდება, ოთხშაბათი პარასკევი უნდა ვიმარხულო და აი არ ვიცი, ძალიან სულელურად ვიქცევით მემგონი. ამ მდგომარეობიდან ნამდვილი სიყვარული და ყველაფრის ისე დანახვა როგორც შექმნილია მემგონი შეუძლებელია. ჩემი აზრით გაცილებით მარტივი და ბუნებრივია ყველაფერი. დაინახე ყველაფერი ისე როგორც შექმნილია, ნუ უყურებ წინაპირობით, ნუ განსჯი, ნუ ადარებ, ნუ აფასებ, უბრალოდ დაინახე ჭეშმარიტება, სიტყვები გადადე გვერძე და მიხვდი რომ ყველაფერი ერთიანია, მანდ აღარც შური აღარც ბრძოლა არ იქნება საჭირო, დაინახე რომ ჩინელი არაფრით განსხვავდება შენგან, იგივე შენ ხარ. ღმერთი კი ყველამ თავის თავში უნდა იპოვოს, გარეთ ვერ იპოვი. სულელურად არ ვიქცევით. ყველაფერი კანონზომიერია ის რაც ხდება უნდა ხდებოდეს. ადამიანი ცნობიერების განვითარების ჯერ კიდევ დაბალ ეტაპზე იმყოფება. რასაც წერ ეგ არის ევოლუციის მაღალი საფეხური, რომლისთვისაც კაცობრიობას ტოტალურად ჯერ არ მიუღწევია, მაგრამ გზაზე უკვე დგას. ყველაფერი იწყება პატარით და შემდეგ იზრდება. მშვიდობა და სიყვარული არ იქნება მანამ სანამ ადამიანი თავისი მტაცებლური ბუნებისგან არ გათავისუფლდება, სანამ არ ისწავლის საკუთარი სხეულის ემოციების ენერგეტიკული/მეტაბოლური პროცესების მართვას. მაგისთვის უნდა ხედავდე და შეიცნობდე და შემდეგ აკონტროლებდე არა უბრალოდ უყურებდე და ცნობიერად განსჯიდე. შენ ცივილიზაციისგან დღსედღეობით შეუძლებელს მოითხოვ (მსგავსნი მხოლოდ ერთეულები არსებობენ). რაც შეეხება რელიგიებს ვინც დაინახა ღმერთი როგორც აბსტრაქტული უსასრულობა ადამიანის ენაზე როგორც შეეძლო განმარტა და იმ მომენტში მაინც ყველა ვარიანტში ჩარჩოებში მაქცევდა. , ისეოს კი არ უნდა სცე თაყვანი და ბუდას არმედ გაიზრო და შეიცნო მათი მოძღვრება. საბოლოო ჯამში ყველა რელიგიის აზრი საკუთარი თავის და სამყაროს შეცნობაა. ბუდიზმი, მართლმადიდებლობა, ინდუიზმი, ისლამი, დაჟე რასაც სატანიზმის ეძახიან ძალით მართლმადიდებლები (ეზოთერიკა, შამანიზმი). ყველაფრის აზრი საბოლოო ჯამში ერთი და იგივეა. პრაქტიკული მეთოდებია განსხვავებული და მეტი არაფერი. ეგ არ ესმოდა ძველ ადამიანს. და მეორე მომენტია ის რომე ევოლუცია მოითხოვს კონკურენციას, კონკურენცია შობს ძალადობას, ომს. სისტემა სადაც არ იქნება ძალადობა ომი და შეზღუდული აზროვნება ეგ არის ევოლუციის პიკი. |
|
|
Aug 1 2016, 02:20 PM
Post
#13
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,347 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vision_seaker
welcome კარგი პოსტები გაქვს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Aug 2 2016, 09:34 PM
Post
#14
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველაფერი კანონზომიერია ის რაც ხდება უნდა ხდებოდეს შენი მსჯელობა ზოგადად გასაგებია და ვეთანხმები, რა მაგის პასუხია და, აი ზემოთა ციტატაზე პსუხად რომ გკითხო რას ნიშნავს დამთხვევა? მე გავედი გარეთ და შევხვდი 4 წლის უნახავ ნაცნობს, ეს დამთხვევაა თუ კანონზომიერება? საერთოდ რას ნიშნავს დამთხვევა შენთვის? დაგირეკეს და სამსახურს გთავაზობენ, სოკო ჭამე და არ მოიწამლე, ტაფა გაცხელდა და მჭადი დაიწვა და ა.შ. რას ეძახიან ადამიანები სიტყვა დამთხვევას? |
|
|
Aug 2 2016, 09:34 PM
Post
#15
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყველაფერი კანონზომიერია ის რაც ხდება უნდა ხდებოდეს შენი მსჯელობა ზოგადად გასაგებია და ვეთანხმები, რა მაგის პასუხია და, აი ზემოთა ციტატაზე პსუხად რომ გკითხო რას ნიშნავს დამთხვევა? მე გავედი გარეთ და შევხვდი 4 წლის უნახავ ნაცნობს, ეს დამთხვევაა თუ კანონზომიერება? საერთოდ რას ნიშნავს დამთხვევა შენთვის? დაგირეკეს და სამსახურს გთავაზობენ, სოკო ჭამე და არ მოიწამლე, ტაფა გაცხელდა და მჭადი დაიწვა და ა.შ. რას ეძახიან ადამიანები სიტყვა დამთხვევას? |
|
|
Aug 2 2016, 11:44 PM
Post
#16
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 14 Joined: 29-July 16 Member No.: 7,549 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შენი მსჯელობა ზოგადად გასაგებია და ვეთანხმები, რა მაგის პასუხია და, აი ზემოთა ციტატაზე პსუხად რომ გკითხო რას ნიშნავს დამთხვევა? მე გავედი გარეთ და შევხვდი 4 წლის უნახავ ნაცნობს, ეს დამთხვევაა თუ კანონზომიერება? საერთოდ რას ნიშნავს დამთხვევა შენთვის? დაგირეკეს და სამსახურს გთავაზობენ, სოკო ჭამე და არ მოიწამლე, ტაფა გაცხელდა და მჭადი დაიწვა და ა.შ. რას ეძახიან ადამიანები სიტყვა დამთხვევას? დამთხვევას ადამიანი ეძახის ყველანაირ მოვლენას რომელშიც არის ძალიან ბევრი დეტალი და რომლის კალკულაცია ცნობიერი ლოგიკით შეუძლებელია, რაც მთავარია ის იწვევს ემოციას და ეგ კიდევ უფრო ართულებს საქმეს, ყოველშემთხვევაში რიგითი ადამინისთვის. საფუძველი ის არის რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო და შიგნით ხდება ურთიერთკავშირშია. დაწყებული სუბატომური დონიდან დამთავრებული მთლიანად სამყარომდე. იგივეა ზუსტად ქაოსზეც .(დამთხვევა და ქაოსი პრინციპულად ერთიდაიგივე ტერმინებია) ჩვენთვის გაუგაებარ არეულ მოვლენას ვუწედებთ ქაოსს იმიტომ რომ, ვერ ხედავ იმ პირველად და კომპლექსურ ურთიერთქმედებებს რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის გონებესთვის გაუზრებელ და ურთულესად გამოსავლენ დონეზე. ასე რომ ყველაფერი რაც ხდება კანონზომიერია. თუ მეცოდინება სამყაროში როგორ ურთიერთდამოკიდებულებაშია და რას იწვევს ერთი ნაწილაკის მოქმედება მეორეზე. გეტყვი როგორ გაჩნდა სამყარო და როგორ დასრულდება ყველაფერი. ეგ პრინციპი უდევს თუნდაც წინასწარმეტყველებას. რაც მეტს ხედავ და შეიმეცნებ და მეტს ითვალისწინებ, მით უფრო ზუსტად გამოთვლი როგორ განვითარდება მოვლენა მომავალში. |
|
|
Aug 2 2016, 11:58 PM
Post
#17
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 14 Joined: 29-July 16 Member No.: 7,549 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
შენი მსჯელობა ზოგადად გასაგებია და ვეთანხმები, რა მაგის პასუხია და, აი ზემოთა ციტატაზე პსუხად რომ გკითხო რას ნიშნავს დამთხვევა? მე გავედი გარეთ და შევხვდი 4 წლის უნახავ ნაცნობს, ეს დამთხვევაა თუ კანონზომიერება? საერთოდ რას ნიშნავს დამთხვევა შენთვის? დაგირეკეს და სამსახურს გთავაზობენ, სოკო ჭამე და არ მოიწამლე, ტაფა გაცხელდა და მჭადი დაიწვა და ა.შ. რას ეძახიან ადამიანები სიტყვა დამთხვევას? დამთხვევას ადამიანი ეძახის ყველანაირ მოვლენას რომელშიც არის ძალიან ბევრი დეტალი და რომლის კალკულაცია ცნობიერი ლოგიკით შეუძლებელია, რაც მთავარია ის იწვევს ემოციას და ეგ კიდევ უფრო ართულებს საქმეს, ყოველშემთხვევაში რიგითი ადამინისთვის. საფუძველი ის არის რომ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო და შიგნით ხდება ურთიერთკავშირშია. დაწყებული სუბატომური დონიდან დამთავრებული მთლიანად სამყარომდე. იგივეა ზუსტად ქაოსზეც .(დამთხვევა და ქაოსი პრინციპულად ერთიდაიგივე ტერმინებია) ჩვენთვის გაუგაებარ არეულ მოვლენას ვუწედებთ ქაოსს იმიტომ რომ, ვერ ხედავ იმ პირველად და კომპლექსურ ურთიერთქმედებებს რომლებიც მიმდინარეობს ადამიანის გონებესთვის გაუზრებელ და ურთულესად გამოსავლენ დონეზე. ასე რომ ყველაფერი რაც ხდება კანონზომიერია. თუ მეცოდინება სამყაროში როგორ ურთიერთდამოკიდებულებაშია და რას იწვევს ერთი ნაწილაკის მოქმედება მეორეზე. გეტყვი როგორ გაჩნდა სამყარო და როგორ დასრულდება ყველაფერი. ეგ პრინციპი უდევს თუნდაც წინასწარმეტყველებას. რაც მეტს ხედავ და შეიმეცნებ - მეტს ითვალისწინებ, (რატომ შეხვდი იმ 4 წლის უნახავ ნაცნობს იმიტომ რომ ის ადგა ამა და ამ წუთზე ამდენი ხანი იხეხავდა კბილებს ქუჩაში ქარი იყო და ნელა მოძრაობდა და კიდევ ტრილიონი დეტალი რომელსაც ვერ გამოთვლი) მით უფრო ზუსტად განსაზღვრავ როგორ განვითარდება მოვლენა მომავალში. ეს არის დაინახო ყველაფერი დეტალებში ჰორიზონტალური ევოლუცია (მეცნიერება) და მეორე დაინახო ყველაფერი მთლიანობაში ვერტიკალური ევოლუცია (რელიგია). უნდა მოხდეს ამ ორის შერწყმა და დაიბადება იდეალური მოძღვრება. |
|
|
Aug 3 2016, 02:43 PM
Post
#18
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 71 Joined: 7-May 16 From: კახეთი Member No.: 7,521 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
,,ჩემი აზრით '' დამთხვევები არ არსებობს , ის უკვე ფორმირებული კანონზომიერებაა, თავისუფალი და ჩამოყალიბებული , რომლის მატერიალიზაციაც ამ სამყაროში ხდება.
|
|
|
Aug 3 2016, 10:34 PM
Post
#19
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vision_seaker
შემიძლია ვთქვა რომ ეგრე ვხედავ მეც მაგ სიტყვას, დამთხვევა არ არსებობს. უსასრულო წრფის ნაცვლად ვხედავთ მის პატარა მონაკვეთს. ზოგადად კი ადამიანების მეტყველებას რომ ვაკვირდები, ვხვდები რამდენი "სისულელეა' ჩადებული რაც რეალურად გაბრმავებს. თუნდაც სიტყვა დამთხვევა და სხვა უამრავი. კიდევ არსებობს გამოთქმა-ადამიანებმა რომ იცხოვრონ სიტყვები უნდა მოკვდნენ მე ეს მესმის როგორც სიტყვა არასოდეს არ არის თვითონ საგანი ან მოვლენა. მაგალითად სიტყვა ხე არ არის რეალური ხე, კრიშნამურტი საუბრობს ამაზე საკმაოდ კარგად და თავიდან ვერაფრით გავიგე, რომ დავაკვირდი აბსოლუტურად ეგრეა. მარილის გემოს ვერ აუხსნი ადამიანს ვისაც მარილი არ აქვს გასინჯული რა სიტყვებიც არ უნდა იხმარო, ასეა ბევრი ეზოთერული მოვლენები ჩვენს სტრუქტურაში. ქაოსი-კანონზომიერია, ხო მეც ასე ვხედავ, საერთოდ ყველაფერი, დაჟე რამე უბედურება რომ დაგემართოს ეგეც კანონზომიერი. რაც სამყაროში ხდება ასე უნდა მოხდეს და სხვანაირად შეუძლებელია, თუ ტერორისტმა აიფეთქა თავი და მოკლა 12 ადამიანი, ესეიგი ეს ასეც უნდა ყოფილიყო. ამ ბოლო დროს ასეთ რამეებზე ვფიქრობ, რა თქმა უნდა სულ რამოდენიმე ადამიანთან ვსაუბრობ ასეთ თემებზე იმიტომ რომ მგონია სხვები არაადეკვატურად ჩამთვლიან და აზრსაც ვერ ვხედავ მათთან საუბრის, მგონია რომ დიდი უმრავლესობა უბრალოდ მოსიარულე ზომბია, რა პროგრამასაც დაუწერ-მიყვება და კითხვებიც არ უჩნდება. |
|
|
Aug 3 2016, 10:35 PM
Post
#20
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 476 Joined: 28-May 15 Member No.: 7,414 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Kurame
გეთანახმები. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 25th April 2024 - 09:37 PM |