Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ პოლიტიკა

Posted by: Zet Oct 30 2020, 12:51 PM

როდესაც ღმერთმა შექმნა ეს დიდი სამყარო თავის მილიარდობით გალაკტიკების ჩათვლით, მისი თავდაპირველი ჩანაფიქრი იყო გამოეკვლია დუალურობა.
ამიტომ ძირითადი იურიდიული თამაშის წესი "კეთილ ნებაზე" დააფუძნა, ანუ არსებებს აქვთ უფლება ითამაშონ იმ თამაშის წესებით რაც მათ სურთ. საბოლოოდ სამყაროში ჩამოყალიბდა ორი მიმართულება ერთი "კლანური" მმართველობის სისტემას (ნეგატიური) და მეორე გარკვეულ წესებზე დაწყრდნობილი "დემოკრატიული" (პოზიტიური). კლანური სისტემაში შედიან სამყაროები და უამრავი რასები რომელსაც ცვენ ნეგატიურ არსებათ მოვიხსენიებთ (რეპტილიები, დრაკონები და სხვა) რომლის ძირითად თამაშის წესებს ადგენს არსება (დემონი/დემონები).
ხოლო პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს უამრავი რასა სხვდასხვა სინათლის არსებები, გალაკტიკური კონფედერაცია და ასეშემდეგ. ამ სასტავს ხემძღვანელობს ღმერთი. მინდა ავღნიშნო სიტყვა ნეგატიური გამოიყენება პირობითად, ნეგატიური სამყარო სულაც არ თვლის რომ ნეგატიურია. უბრალოდ მათ განვიტარების სხვა გზა აირჩიეს და მათ ამის უფლება ჰქონდათ.

დედამიწაზე არის შექმნილი ამ დიდი სამყაროების სისტემის მინი ანალოგი, ეს არის იმისთვის რომ დამწყებმა სულებმა (იმ სამყაროსტვის ჩვენ ყველა დამწყებები ვართ) გაეცნონ ამ ორ სისტემას, და შემდგომ აირჩიონ თუ რა გზით უნდათ თავისი სულის განვიტარება. კლანური მმართველობის და ფასეულობების მქონე ქვეყნები დღეს წარმოადგენენ რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და სხვა. რაც რათმაუნდა არ ნიშნავს რომ იქ ნეგატიური ხალხი ცხოვრობს, ეს პოლიტიკურ ჭრილში განიხილება მხოლოდ. ხოლო პოზიტიურ მხარეს წარმოადგენს დემოკრატიული მხარე როგორც ამერიკა ევროპა და სხვა. ორივე სისტემას რათქმაუნდა აქვს თავის მინუსებიც და პლუსებიც. თუმცა რომელი სისტემა უფრო მოგწონთ და გიზიდავთ ეს უკვე თქვენი პირადი არჩევანია. (ნუ ეს ყველაფერი ჩემი აზრით და ხედვით, ბევრი ალაბათ არ დამეთანხმება)

ხოდა რატომ ვილაპარაკე ამდენი ხვალ არის არჩევნები, სადაც წარმოდგენილი იქნება ანალოგიური ორი მხარე ანუ ყველა პარტია მაინც ან ერთ მხარეს წარმოადგენს ან მეორე მხარეს, ერთი არის რუსეთი ინეტერესების გამტარი "კლანური" და მეორე "დემოკრატიული". რომელი მხარე რომელს წარმოადგენს მაგას არ დავწერ ალბათ თქვენთითონაც მიხვდებით და თან არ მინდა თავზე მოგახვიოთ რამე, ეს უბრალოდ ჩემი აზრია და შეიძლება მცდარიც იყოს რაც დავწერე. წარმატებულ არჩევანს გისურვებთ wink.gif

პს. აგი ნაციონალი ყოფილა!!! hilarioustu8.gif

Posted by: old_man Oct 30 2020, 08:32 PM

მე წინააღმდეგი ვარ აქ რაიმე მინიშნებების და პოლიტიკური სიმპათიების გაჟღერების :დ
ვინმე გულწრფელი სულიერი მძებნელი შემოვა წაიკითხავს და გულგატეხილი იფიქრებს: აქაც პოლიტიკა და აგიტაციაო biggrin.gif
ისე არჩევნებზე ყოველთვის დავდივარ
ერთხელ ვიტროლავე კიდეც და ხმა მივეცი მიხეილ-გელა სალუაშვილს თუ გახსოვთ ასეთი )

Posted by: Zet Oct 30 2020, 09:29 PM

მე ისე შევფუთე რომ ვითომ პოლიტიკა არარის biggrin.gif


ეგ სალუაშვილი ოცნებაზე კიდევ უარესი არარის? biggrin.gif

Posted by: old_man Oct 30 2020, 10:50 PM

Zet

QUOTE(ZipCode @ 30th October 2020 - 09:29 PM) *
ეგ სალუაშვილი ოცნებაზე კიდევ უარესი არარის?

ოცნებას ჯობდა) მგონი აღარ მონაწილეობს არჩევნებში
პატრიოტულ-ბიბლიურ-მისტიკურს აწვებოდა :დ

Posted by: David Monny Oct 30 2020, 11:32 PM

აუცილებლად მივდივარ და ხმას ვაძლევ „სტრატეგია აღმაშენებელს“, ყველას ვურჩევ არ შემოხაზოს რუსეთის კაცი ივანიშვილი, ანუ 41 და ფსევდო პატრიოტები 8
დანარჩენი ვისაც გინდათ იმას მიეცით პრო-დასალვლურ პარტიებს

Posted by: David Monny Oct 30 2020, 11:34 PM

პოლიტიკა ყველგანაა და მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.
ძველ საბერძნეთში, ათენში, პოლიტეს ნიშნავდა ათენის 17000 მოქალაქეს, რომლებიც ხმას აძლევდნენ, ხოლო
იდიოტეს, ერქვა იმათ, ვინც არაფერშ მონაწილეობას არ იღებდა.
ხვალ უნდა დასრულდეს ჭაობი და სტაგნაცია, რუსეთის მსახრავი ხელი.

Posted by: ano Oct 31 2020, 01:24 AM

საინტერესო თემაა,
ღმერთების შესახებ ერთი ვიდეო ვნახე მაგ თეორიაზე და სიმართლეა, სამყარო შექმნა უმაღლესმა გონმა, რომელიც იყო სარკული ზედა და ქვედა წრე, მაღალვიბრაციულ სამყაროებს ისინი მართავდნენ, მერე მოხდა რაღაც ზუსტად ვერ ვიხსენებ დაბალგანზომილებაში დახმარება დასჭირდათ და მოვიდნენ მესამე წრის ღმერთები ესენი არიან იეჰოვა, სატანა და ლუციფერი მგონი 4 ღმერთია ზუსტად შემადგენლობა არ მახსოვს, მაგრამ მათი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის რომ ითხოვენ მსხვერპლშეწირვებს, რეპტილოიდები, დემონები, ასტრალური პარაზიტები და ა.შ რაც არსებობს ყველანი ამ მესამე წრის ღმერთების ქვეშევრდომები არიან,
ახლა ის ეპოქა, დრო სრულდება რაც მათ მიეცათ და მოდიან პირველი წრის ღმერთები.
რაც შეეხება დემოკრატიას ესეც ამათი გაუკუღმართებულია, ხმის მიცემა რიტუალია, თუ ისინი რაიმე სახის ბოროტებას ჩაიდენენ კარმა გადანაწილდება ხალხზე რადგან თავისი ხმა მისცეს და უფლება რომ იბატონონ მათზე,
მოქმედებს კოლექტიური კარმა და ზოგჯერ სხვისი ცოდვები ჩვენ მოგვეკითხება,
ასევე ამ მესამე წრის ღმერთების ეპოქაში მოქმედებს ზღვის კანონი რაც ნიშნავს რომ მათ შეუძლიათ გაფრთხილების გარეშე რაიმე სახის კონფლიქტი წამოიწყონ, ასევე რაიმე საკითხზე თუ ხალხმა საკუთარი აზრი არ დააფიქსირა ითვლება რომ ისინი თანახმა არიან და ნებას აძლევენ მთავრობას ნებისმიერი ბოროტების ჩადენისათვის.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს მათი მარიონეტები არიან, თითქმის ყველა პოლიტიკოსმა იცის რეალური მმართველი ვინც არის.

ასევე ხმის მიცემას რაც შეეხება თუ არ წახვალთ მაინც გამოიყენებენ თქვენს ხმას, ამიტომ ჯობია წასვლა და ან ყველას გადახაზვა ან ის რომელსაც ენდობი და რომელიც გაბედავს კორონას წინააღმდეგ წასვლას ე.ი გლობალურ მმართველს არ ემორჩილება და ხალხის სამსახურშია, ესეც ჩემი აზრით.

ხვალ სავსემთვარეობაა, მნიშვნელოვანი დღეა, თან სამწუხაროდ ნეგატიური.

იმედი მაქვს საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რომელიც დააღწევს თავს ბოროტებას, და გამოჩნდება პოლიტიკოსი რომელიც ხმას ამოიღებს.

არ ვიცი ვინები მონაწილეობენ არჩევნებში, მაგრამ ცნობილი პიროვნებებიდან გამოჩნდებიან ნელნელა ადამიანები, რომლებიც მასებზე გავლენა აქვთ, და მათ უკვე ზურგს გაუმაგრებს ნათელი ძალები, ისინი უკვე რეალურად ერევიან პოლიტიკაში.

ასე თუ ისე ეს პოლიტიკოსები მაინც მარიონეტები არიან, ხალხი უნდა მიხვდეს რომ პასუხისმგებლები ისინიც არიან და მოსთხოვონ პასუხი ყველა შეუსრულებელ დაპირებაზე.

ამ მთავრობის უსუსურობას ნიშნავს რომ განუკითხაობაა ქვეყანაში, ის რომ კრიმინალი მატულობს, ის რომ ბანკი გაძარცვეს და ვერაფერი მოიმოქმედეს, სამარცხვინოა.

ელემენტარული წესრიგის ვერ დამყარებისათვის პასუხი უნდა მოეკითხოთ.

როცა მსგავსი ბოროტება ხდება და გადაყავთ ხუმრობაში და ნახევარი საქართველო იცინის, ენერგეტიკულად ეს გამოიყურება ისე როგორც ამ ქმედების მოწონება და მხარდაჭერა.

ისევ მასების ზომბირება და კომედიის ჟანრის ბოროტი გამოყენება, რადგან ადამიანის ფსიქოლოგია მიდრეკილია პოზიტივისკენ და ილუზორულად იმსუბუქებს დროებით ყოფას.

Posted by: chemikerin Oct 31 2020, 04:40 PM

QUOTE(old_man @ 30th October 2020 - 08:32 PM) *
მე წინააღმდეგი ვარ აქ რაიმე მინიშნებების და პოლიტიკური სიმპათიების გაჟღერების :დ


რატომ? ეზოთრიკისთვის მოქმედება არავის აუკრძალავს, შესაბამისად ეზოთერიკი ვერ იტყვის რომ "ეს მას არ ეხება" biggrin.gif ეზოთერიკობა არ ნიშნავს გულგრილობას biggrin.gif biggrin.gif

ნეტა ქოცებმა ვერ აიღონ უმრავლესობა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: elli Oct 31 2020, 05:17 PM

ციტატა(old_man @ 30th October 2020 - 08:32 PM) *

ციტატა(old_man @ 30th October 2020 - 08:32 PM) *
ერთხელ ვიტროლავე კიდეც და ხმა მივეცი მიხეილ-გელა სალუაშვილს თუ გახსოვთ ასეთი )

43 იყო სიაში, მეც ხმა სალუაშვილს მივეცი

Posted by: old_man Nov 1 2020, 10:15 PM

დღეს თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციაზე გავისეირნე
ძლივს ავწიე წელი, ბებერ ძვლებს ჭახაჭუხი გაჰქონდა
რომ მივედი, ჟრუანტელმა დამიარა, ვარდების რევოლუციის ნოსტალგია მომაწვა, თვალწინ გამიელვა იმ დღეებმა...
მაგრამ შემდეგ
ჩემი ასაკი გამახსენდა babu.gif
და წამოვედი სახლში...
https://postimg.cc/1gr0SV80
kos.gif

Posted by: chemikerin Nov 2 2020, 10:57 AM

რეები ხდებოდა უბნებზე, ესეთი არჩევნები მგონი არასდროს არ ყოფილა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: chemikerin Aug 26 2021, 09:49 PM

როგორ გგონიათ ამ კორონას გამო იქნება აქტიურობა არჩევნებზე?

Posted by: ასფალტი Aug 26 2021, 11:46 PM

chemikerin

QUOTE(chemikerin101 @ 26th August 2021 - 09:49 PM) *
როგორ გგონიათ ამ კორონას გამო იქნება აქტიურობა არჩევნებზე?



იქნება, ხალხი ძალიან მოწადინებულია ცვლილებებისაკენ
ჰაერზე არ ვლაპარაკობ, მაქვს კონტაქტი ამომრჩევლებთან gathering.gif

Posted by: chemikerin Aug 27 2021, 09:45 AM

ასფალტი

ჰმმ.. არ ვიცი, ბევრი ვინც არის და იყო ცვლილებისკენ მოწადინებული, დავიღალეთ არჩევნებზე ტყუილად ჩანჩალითო unsure.gif

Posted by: old_man Dec 7 2021, 12:16 PM

უკრაინის საზღვრებთან კარგა ხანია რუსეთის დიდი ძალებია კონცენტრირებული, არა მგონია ამას მხოლოდ შესაშინებლად აკეთებდნენ.
ორი წლის ფარგლებში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი გარდაუვალი მგონია. მომწიფებულია უკვე

Posted by: td......... Dec 7 2021, 09:52 PM

საბჭოთა კავშირი იყო რუსეთის იმპერიის გაგრძელება, შეიცვალა ტახტის მემკვიდრე ლენინით. მისი სიკვდილის სემდეგ მემკვიდრეობა სხვა ბელადმა გადაიბარა.. იმპერია არ დანგრეულა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს საკითხი არსად გამქრალა. 2024 წლისთვის პუტინმა დაანონსა იმპერიის აღდგენა... ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს, ესაა და ეს.
რაც შეეხება მიშას ფულის მიცემაზე უკრაინის გადასატრიალებლად, ძალიან მეცინება... smile.gif

Posted by: ano Dec 8 2021, 01:31 AM

ციტატა(old_man @ Dec 7 2021, 01:16 PM) *
უკრაინის საზღვრებთან კარგა ხანია რუსეთის დიდი ძალებია კონცენტრირებული, არა მგონია ამას მხოლოდ შესაშინებლად აკეთებდნენ.
ორი წლის ფარგლებში რუსეთ-უკრაინის დიდი ომი გარდაუვალი მგონია. მომწიფებულია უკვე


ერთი ძველი ვიდეო მინდა გავიხსენო, მოკლედ 2008 წლის ომამდე ვიდეოა რუსული პოლიტიკური ანალიტიკური, სადაც საუბრობენ რომ, ნატო აპირებს საქართველო და უკრაინა მიიღონ ნატოში, მაშინ უკრაინის თემა არც ტრიალებდა, შემდეგი გეგმა არის, რომ საქართველო დაიბრუნებს აფხაზეთს და ერთობლივი ძალებით დაესხმებიან რუსეთს, უკრაინიდან საქართველოდან და რადგან ნატოს წევრი ქვეყნები არიან მთელი ნატოს მხარდაჭერით დააქუცმაცებენ რუსეთს, საქართველო გაიფართოებს ტერიტორიებს ასევე სოჩასაც საქართველოს დაუბრუნებენო, მერე იყო რუკა ნაჩვენები დაწილებად დაშლილი რუსეთის. ..

მერე იყო პოლიტოლოგების მიმოხილვები, ზოგი ამბობდა რომ რუსეთს პარანოია აქვს და ასეთ სცენარებს თვითონ იგონებს, ამ პარანოია გამო იწვევს ამერიკის შეშინებას და იძულებულს ხდის ყველას რომ იყვნენ საომარ მზადყოფნაში, რეალურად კი უბრალოდ ართმანეთის შიშის გამო რომ რომელიმემ ომი არ დაიწყოს დასწრებაზე არიან, არადა არცერთი მხარე მოგებული არ დარჩება.

მოკლედ დაახლოებით ასეთია სიტუაცია.

რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას რადგან მისთვის ეს აღიქმება როგორც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული სამხედრო ნაბიჯი.

Posted by: ano Dec 8 2021, 01:40 AM

ციტატა(td......... @ Dec 7 2021, 10:52 PM) *
საბჭოთა კავშირი იყო რუსეთის იმპერიის გაგრძელება, შეიცვალა ტახტის მემკვიდრე ლენინით. მისი სიკვდილის სემდეგ მემკვიდრეობა სხვა ბელადმა გადაიბარა.. იმპერია არ დანგრეულა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს საკითხი არსად გამქრალა. 2024 წლისთვის პუტინმა დაანონსა იმპერიის აღდგენა... ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს, ესაა და ეს.
რაც შეეხება მიშას ფულის მიცემაზე უკრაინის გადასატრიალებლად, ძალიან მეცინება... smile.gif


იმპერიალისტური იდეებით არიან შეპყრობილი, ძალიან ამბიციები აწუხებთ.

მიშას რაც შეეხება არ გამოვრიცხავ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ძალიან შეშინებული გამოიქცა საქართველოში, პანიკა აშკარად ეტყობოდა, ბევრი შეცდომები დაუშვა, ჯერ ის ტრაილერში ჩაწერილი სელფ ვიდეო და რაღაც სულელური საუბარი რომ გაიტაცეს, მერე ის რომ ლიზაზე დაქორწინდა, უყვარს და გვთხოვს პატივი ვცეთ.. თან საქართველოში მოდის და პოლიტიკაში ერევა, ანუ სრულიად მოულოდნელი, აბსურდული ნაბიჯები, აშკარად ტვინი აქვს არეული, ოღონდ ვერ ვხვდები რა იდეოლოგიას ემსახურება საერთოდ.

Posted by: td......... Dec 12 2021, 09:48 PM

ციტატა(*ANO* @ 8th December 2021 - 01:40 AM) *
ძალიან შეშინებული გამოიქცა საქართველოში, პანიკა აშკარად ეტყობოდა, ბევრი შეცდომები დაუშვა, ჯერ ის ტრაილერში ჩაწერილი სელფ ვიდეო და რაღაც სულელური საუბარი რომ გაიტაცეს, მერე ის რომ ლიზაზე დაქორწინდა, უყვარს და გვთხოვს პატივი ვცეთ.. თან საქართველოში მოდის და პოლიტიკაში ერევა, ანუ სრულიად მოულოდნელი, აბსურდული ნაბიჯები, აშკარად ტვინი აქვს არეული, ოღონდ ვერ ვხვდები რა იდეოლოგიას ემსახურება საერთოდ.


ესეიგი რაც ჩაფიქრებულია სწორად მიდის, თუ ასე აღიქვამს ამ ყველაფერს ხალხი smile.gif

Posted by: ano Dec 19 2021, 11:04 PM

მაინც რაც არ უნდა იყოს არ მინდა ცუდი ვიფიქრო,
ჯერჯერობით რასაც ვფიქრობ არის ის რომ ომი არ მინდა, 90_იანებიდან მოყოლებული, სოხუმის ომი, გაჭირვება, უამრავი საკუთარ კერას მოწყვეტილი ნათესავები, მერე ეს მოულოდნელი აგვისტოს ომი, ისევ ათასი უბედურება, მოკლედ თუ საკუთარი აზრის გამოთქმას რამეს შეცვლა შეუძლია შეწყვიტონ ომობანა.

არ ვიცი პირველი რომელი მხარე დაიწყებს, რა ხდება, რა ვითარებაა, ვინ ორმაგი ჯაშუში და გამყიდველი, ვის რა ეგო ამოძრავებს, უბრალოდ დაფიქრდნენ რამდენ ადამიანს აუბედურებენ, რამდენ ცოდვას იღებენ თავის თავზე

Posted by: ano Feb 6 2022, 03:56 PM

რა ხდება ომის დროს? პირველ რიგში იქმნება კონფლიქტის ზონა, შემდეგ იარაღის ყიდვა გაყიდვა, ბიუჯეტიდან (ხალხის ფულით, ხალხის ნებართვით) ბიუჯეტის დაცარიელება, ვინ მდიდრდება? იარაღის გამყიდველი რომელმაც კლიენტი "იშოვა".
შემდეგი ეტაპი ადამიანთა მსხვერპლი და წავიდა ორგანოებით ვაჭრობა.
შემდეგ მიწების გადანაწილება, უამრავი ლტოლვილი და უსახლკაროდ დარჩენილი გაუბედურებული ადამიანი.
წლების განმავლობაში ფინანსური კრიზისი.

რაც ზუსტად ვიცი ხალხო ჩვენს სასიკეთოდ არასდროს ომი არ იქნება, ისევ ის ერთეულები გამდიდრდებიან ისევ ჩვენს ხარჯზე.
დააფიქსირეთ ყველგან საკუთარი აზრი რომ ომის წინააღმდეგი ხართ, დაწერეთ ფურცელზე რომ მატრიცაში კონკრეტულად დაფიქსირდეს თქვენი აზრი, რომ ომი არ არის თქვენი ნება და სცენარის ასე განვითარების მომხრე არ ხართ, დაწერეთ ფურცელზე რომ გინდათ მშვიდობა ქვეყნებსა და ხალხს შორის, რომ ჩვენ ხალხმა გადავწყვიტეთ ერთმანეთთან მშვიდობიანად ცხოვრება, ასევე რესურსების ხალხის სასიკეთოდ გამოყენება.
ჩვენ დედამიწელებს შეგვიძლია ერთად თანაცხოვრება ომის გარეშე, და გამოსავლის პოვნა ისე რომ გაირკვეს რეალური მიზეზი და მოხდეს ქონების სამართლიანი გადანაწილება ეგოიზმის გარეშე

Posted by: ano Feb 24 2022, 06:48 PM

სამწუხაროა რომ მშვიდობიანად ვერ გადაწყდა უკრაინის პრობლემა,
ძალიან ცუდი, არ ვიცი რა კრიზისი გველოდება,
საქართველომ არ უნდა ჩაერიოს, ჩვენ საკმაოდ მწარე გაკვეთილი გამოვიარეთ, ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარია ორივე მხარემ იცოდა რაც მოხდებოდა, ანუ ევროპულ ამერიკული და რუსეთის პოლიტიკა რასაც უკრაინა ემსხვერპლა.

აგროვებენ უარყოფით ენერგიას უბრალოდ, ომები ეს არის ადამიანთა მსხვერპლშეწირვის გრანდიოზული ცერემონია.


Posted by: ano Feb 24 2022, 11:21 PM

ხალხი უნდა გამოვიდეს მასობრივად ქუჩებში მშვიდობის მოთხოვნით, მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით რუსეთის დიდ ქალაქებში
აი ეს იქნებოდა ყველაზე კარგი პასუხი ომის წინააღმდეგ

Posted by: ano Feb 25 2022, 01:34 PM

ეს ომი უნდა გაჩერდეს, ძალიან დიდ ფინანსურ კრიზისში ჩააგდებს მთელს მსოფლიოს.
ერდოღანის რეალურად უნდოდა ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, კიევში იყო წასული მერე პუტინს უნდა შეხვედროდა მაგრამ კორონა დადასტურდა და სამწუხაროდ ეს მოლაპარაკება ჩაიშალა. როგორც პოლიტიკოსს ვფიქრობ რომ ერდოღანს შეუძლია ამ მოლაპარაკებების ჩატარება იმიტომ რომ არის ნეიტრალური და არ არის დაინტერესებული არც უკრაინის არც რუსეთის განადგურებით. ასევე როგორც ნატოს წევრი ქვეყანას არ მგონია აწყობდეს ამ ომის გაღრმავება
უნდა მოხდეს კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარება.

მოკლედ სულ ერთია ვინ როგორ რანაირად, უნდა შეწყდეს სისხლისღვრა

Posted by: Zet Feb 26 2022, 12:49 AM

ანო, ძალიან არის გაჯერებული შენი პოსტები რუსული პროპაგანდით,
ეხლა ყველა ბლოკავს ყველაფერს რუსულს, ჩვენც არუნდა ჩამოვრჩეთ და აქაც ყველანაირი რუსულ/ეზოთერული პროპაგანდა დაიბლოკება და წაიშლება.

Posted by: ano Feb 26 2022, 01:06 AM

მე რუსული პროპაგანდისტი არ ვარ, იმ შედეგებს ვხედავ რაც ომს მოყვება.
რატომ დავწერე რომ საქართველო არ უნდა ჩაერიოს? იმიტომ რომ ჯერ ევროპამ უნდა გვიჩვენოს მაგალითი და ისევ იოლად გაძვრომა არ მოინდომოს რაც გაგვიკეთეს 2008 ში.


Posted by: ano Feb 26 2022, 01:24 AM

ახლა რომ ევროპამ და ამერიკამ არაფერი არ გააკეთოს რუსეთი მინიმუმ უკრაინას მთლიანად წაიღებს, და საქართველომ თავი რომ შეაკლას ვერაფერსაც ვერ შეცვლის რეალურად რომ ვთქვათ,
შემდეგ ყველას ზედ მიაყოლებს ვინც ხმას ამოიღებს ნატოს ხსენებაზე.

გულით ვისურვებდი რომ ეს ომი შეჩერებულიყო, მაგრამ ეს უბრალოდ ჩემი სურვილია რადგან ვხედავ რა დიდი ტრაგედიაა თითოეული უკრაინელისათვის და არა მარტო.


Posted by: Zet Feb 26 2022, 02:47 AM

შენ ისე მოგაქვს გეგონება ორივე მხარეა დამნაშავე. პუტინს თავის მოსვლის დღიდანვე დაპყრობა უნდა და ეს მხოლოდ მიზეზი იყო რომ ვითომ ნატოში გაერთიანებას მოყვა ეს. ყველაფერი აქვს დაგეგმილი და ასტოლოგიურ რიცხვებსაც კი ამთხვევს.
და სააკაშვილი რომ არა თავის დროზე საქართველო უკვე დაპყრობილი ექნებოდა, ეხლა მაინც დაიპყრობს უკრაინაში თუ გამოუვა, უკვე ამზადებს ჯარს. ცხონვალში ჩამოაყენა ჯარი.

Posted by: Zet Feb 26 2022, 02:54 AM

"აი ეს ტყუილები ყველაფერი გამჟღავნდება, ასევე ის თუ როგორ მოატყუეს ხალხი 91 წელს კავშირის დაშლით, როგორ გაქურდეს, და აგრძელებენ ხალხის ძარცვას...."

აი მაგალითი რუსული პროპაგანდის რომელსაც შენ დებ და რომელიც იწერება რუსეთის სპეც სამსახურების ოფისებში.

Posted by: Zet Feb 26 2022, 03:01 AM

"რაც შეეხება დემოკრატიას ესეც ამათი გაუკუღმართებულია, ხმის მიცემა რიტუალია, თუ ისინი რაიმე სახის ბოროტებას ჩაიდენენ კარმა გადანაწილდება ხალხზე რადგან თავისი ხმა მისცეს და უფლება რომ იბატონონ მათზე,
მოქმედებს კოლექტიური კარმა და ზოგჯერ სხვისი ცოდვები ჩვენ მოგვეკითხება"

აქაც კარგად არის ეზოთერიკა შეზავებული რუსულ ნარატივში, დემოკრატიის წინააღმდეგ. და ეგეთი პასაჟები გაქვს ყველგან.

მალე ჩენელინგი იქნება ალბათ პუტინთან. თუ რა ცუდია ევროპა, ამერიკა და დემოკრატია, და როგორი რეპტილიების ბუდეა :დ

Posted by: Zet Feb 26 2022, 03:49 AM

QUOTE(*ANO* @ 8th December 2021 - 01:40 AM) *
მიშას რაც შეეხება არ გამოვრიცხავ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ძალიან შეშინებული გამოიქცა საქართველოში, პანიკა აშკარად ეტყობოდა
აი ესეც რუსული პროპაგანდაა, და ამის უკან არდევს ლოგიკა. უკრაინიდან გამოიქცა საქართველოში სადაც იცოდა რომ ციხეში ჩასვავდნენ, და თან შეშინებული. ამას მარტო პუტინისტი თუ დაიჯერებს. და ამით არის აჭრელებული რუსული პრესა. ეგეთ ალოგიკურ რაღაცეებს იჯერებს ხალხი.

Posted by: ano Feb 26 2022, 05:05 AM

მიშაზე კონტექსტიდან ამოღებული ფრაგმენტი გაქვს, მაგის წინ მიწერია რუსეთზე ეს

ციტატა(ano @ Dec 8 2021, 02:40 AM) *
იმპერიალისტური იდეებით არიან შეპყრობილი, ძალიან ამბიციები აწუხებთ.

მიშას რაც შეეხება არ გამოვრიცხავ რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ძალიან შეშინებული გამოიქცა საქართველოში, პანიკა აშკარად ეტყობოდა, ბევრი შეცდომები დაუშვა, ჯერ ის ტრაილერში ჩაწერილი სელფ ვიდეო და რაღაც სულელური საუბარი რომ გაიტაცეს, მერე ის რომ ლიზაზე დაქორწინდა, უყვარს და გვთხოვს პატივი ვცეთ.. თან საქართველოში მოდის და პოლიტიკაში ერევა, ანუ სრულიად მოულოდნელი, აბსურდული ნაბიჯები, აშკარად ტვინი აქვს არეული, ოღონდ ვერ ვხვდები რა იდეოლოგიას ემსახურება საერთოდ.


მიშაზე სხვა რამეებიც მაქვს აქ დაწერილი და სრულიად ობიექტური ვარ, ბევრი კარგიც გაუკეთებია საქართველოსათვის მაგენიც მიწერია არ ვკარგავ, მაგრამ პოლიტიკოსს ცხელ გულზე გადაწყვეტილებები არ ეპატიება, მას ქვეყნის ბედი აბარია.
მეორეს მხრივ კარგია რომ წამოვიდა უკრაინიდან და ამ ომის პროვოცირება მას არ დაბრალდა, 2008 ში ყველამ მას შეახოცა ხელი,
კარგია რომ საქართველო მთლიანად არ დავკარგეთ.

რაც შეეხება ცინიზმს რომ პუტინზე ჩენელინგს გადავთარგმნი... ამის პასუხია ის რომ, არვიცი რა დავარქვა ადამიანები ხშირად ხვდებიან ქანქარების გავლენაში და წონასწორობას კარგავენ, არაობიექტური აღიქვამ, მე ფორუმს გულწრფელად ბევრი პოსტი ვუთარგმნე, ვაჩუქე, მხოლოდ სუფთა ზრახვებით.



Posted by: ano Feb 26 2022, 05:13 AM

ციტატა(Zet @ Feb 26 2022, 03:47 AM) *
შენ ისე მოგაქვს გეგონება ორივე მხარეა დამნაშავე. პუტინს თავის მოსვლის დღიდანვე დაპყრობა უნდა და ეს მხოლოდ მიზეზი იყო რომ ვითომ ნატოში გაერთიანებას მოყვა ეს. ყველაფერი აქვს დაგეგმილი და ასტოლოგიურ რიცხვებსაც კი ამთხვევს.
და სააკაშვილი რომ არა თავის დროზე საქართველო უკვე დაპყრობილი ექნებოდა, ეხლა მაინც დაიპყრობს უკრაინაში თუ გამოუვა, უკვე ამზადებს ჯარს. ცხონვალში ჩამოაყენა ჯარი.


ამ თარიღთან დაკავშირებით მეც მიწერია რომ იგივე სცენარია რაც იყო 2008.08 რიცხვებს იყენებენ.
ჩინეთსაც აცადეს ოლიმპიადის დამთავრება და დაიწყეს

ორივე მხარეს ვადანაშაულებ ანუ რუსეთს და ევროპა ამერიკის პოლიტიკას კი, მაგრამ არა უკრაინას და საქართველოს

Posted by: ano Feb 26 2022, 05:21 AM

ციტატა(Zet @ Feb 26 2022, 03:54 AM) *
"აი ეს ტყუილები ყველაფერი გამჟღავნდება, ასევე ის თუ როგორ მოატყუეს ხალხი 91 წელს კავშირის დაშლით, როგორ გაქურდეს, და აგრძელებენ ხალხის ძარცვას...."

აი მაგალითი რუსული პროპაგანდის რომელსაც შენ დებ და რომელიც იწერება რუსეთის სპეც სამსახურების ოფისებში.


აქ რა წერია საერთოდ ვერ გავიგე ეს ჩემი ტექსტი არ არის, ან დააციტირე სად ნახე რომ მსგავსი რამ როდესმე დამეწეროს.

თუ იმას ამბობ რომ მიწერია 91 წლიდან გაჭირვებულად ვცხოვრობთ, დაგავიწყდა ალბათ პურს ტალონებით რომ ვყიდულობდით, რუსული პროპაგანდა რა შუაშია?




Posted by: ano Feb 26 2022, 05:34 AM

რეალურად შეხედეთ მოვლენებს, ცივი გონებით, ნუ აყვებით ემოციებს ცხელ გულზე, გააანალიზეთ რა მოყვება რაიმე ნაბიჯს,

1. მე ვამბობ რომ უნდა მოხდეს ხალხის ქუჩებში გამოსვლა და მშვიდობის მოთხოვნა, ომის შეწყვეტა, განსაკუთრებით რუსეთის დიდ ქალაქებში, და ნუ აურევთ ერთმანეთში ძალიან გთხოვთ ჩვენი სახელმწიფოს გადატრიალების და ქაოსში გახვევის აბსურდში.

2. ევროპამ და ამერიკამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უნდა დაწესდეს რუსეთს ისეთი ეკონომიკური სანქციები რომ სერიოზული ფინანსური დარტყმა მიაყენონ რაც გამოიწვევს ბუნებრივად რუსეთში შიდა პროტესტებს რომ რუსეთს აღარ ქონდეს სხვებთან ომის თავი და თავის პრობლემებს მიხედოს.

საქართველომ არ უნდა აიღოს ზედმეტი თავის თავზე, რომ ისევ ჩვენ არ შეგვახოცონ ხელები!

Posted by: Zet Feb 26 2022, 10:50 AM

QUOTE(*ANO* @ 26th February 2022 - 05:13 AM) *
ორივე მხარეს ვადანაშაულებ ანუ რუსეთს და ევროპა ამერიკის პოლიტიკას კი, მაგრამ არა უკრაინას და საქართველოს
ორივეს მხარე არ არის დამნაშავე, დამნაშავე მხოლოდ რუსეთის მხარეა wink.gif

ცხელ გულზე არ ვამბობ, და ვიცი ამდენი დამხახურება რომ გაქვს ფორმზე, უბრალოდ გადაივსო ფორუმი რუსული პროპაგანდით და ამას ხალხი კითხულობს გუგლში ვარდება როცა რაღაც სიტყვას წერენ, და რატო უნდა იყოს ეს ფორუმი რუსული პროპაგანდის გამტარებელი. შენ ხვალ ან ზეგ თვალები აგეხილება და მიხვდები. მაგრამ სხვები შეიზლება ჩაითრიო რეპტილია პროპაგანდაში და რუსეთის პროპაგანდაში რაც ერთია ფაქტობრივად.

Posted by: chemikerin Feb 26 2022, 05:20 PM

მეჩვენება რო დასავლეთი ცოტა ზოზინებს. უფრო სწრაფი მოქმედებაა უკრაინის დასახმარებლად საჭირო........

Posted by: ano Feb 26 2022, 05:34 PM

ფორუმის დაბადების დღეზე ვთარგმნე ერთი უკრაინელი გოგოს ტაროს გაშლა, იქ საუბარი იყო რომ უკრაინაში დიდი ცვლილებები დაიწყება, რა თქმა უნდა უკრაინას მოუწევს თავიდან მძიმე გამოცდა, მაგრამ ცვლილებების ქარი დაწყებულია.

ახლა მთელი მსოფლიო უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, და დაანახონ ერთიანობის ძალა, უკრაინა ევროპული სახელმწიფოა.

ძალიან სერიოზული სანქციები რუსეთს, ცოტა ხანს ყველამ უნდა გაიჭირვოს და გამოვიდეს კომფორტის ზონიდან, რუსეთის იმპერიალისტური იდეოლოგია უნდა დაინგრეს.
რუსეთის ყველაზე დიდ ქალაქებში დაიწყოს მასობრივი პროტესტები, გააშუქოს მსოფლიო მასმედიებმა რუსეთში მიმდინარე მოვლენები და ყველა ადამიანის უფლების დარღვევა, როდესაც მშვიდობიან აქციაზე მყოფებს აპატიმრებენ, ძალიან აქტიურად დაიწყოს სახალხო უფლება დამცველების ჩარევა, ხალხი არ იმსახურებს ამ გაჭირვებაში ცხოვრებას, ყველამ ერთიანად უნდა მოითხოვოს დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, დედამიწაზე დიქტატორების ადგილი არ არის, რუსეთის ქონებას მარტო პუტინი და მისი გარემოცვა არ უნდა ჭამდეს.
დრო დადგა მთელი მსოფლიო დადგეს ერთად და მთელს მსოფლიოში მოითხოვოს მშვიდობა.
შეწყდეს ძმათა მკვლელი ომი.

თუ მთელი მსოფლიო ერთად დადგება ყველა პრობლემა ძალიან მალე გამოსწორდება, რუსეთისთვის და რუსი ხალხისათვის უნდა გაიღოს ევროპის კარი, უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა.
დიქტატურა უნდა მოშორდეს, ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება თუ გამოიჩენთ მტკიცე ერთობას

Posted by: old_man Feb 27 2022, 08:29 PM

ეს ყველაფერი მალე არ მორჩება
პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, რეალობას ვეღარ აღიქვამს, შეიძლება ბირთვული ომიც დაიწყოს,
კარგია რომ ყველამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.ჩვენ კი ვიცოდით ისედაც.

Posted by: Zet Feb 28 2022, 10:05 AM

QUOTE(*ANO* @ 26th February 2022 - 05:21 AM) *
აქ რა წერია საერთოდ ვერ გავიგე ეს ჩემი ტექსტი არ არის, ან დააციტირე სად ნახე რომ მსგავსი რამ როდესმე დამეწეროს.

თუ იმას ამბობ რომ მიწერია 91 წლიდან გაჭირვებულად ვცხოვრობთ, დაგავიწყდა ალბათ პურს ტალონებით რომ ვყიდულობდით, რუსული პროპაგანდა რა შუაშია?
აქ არის ესესერის აღდგენაზე ლაპარაკი, სინანული რომ რუსეთი დაიშალა. ეს შენი ნათარგმნია და ესეთი რუსული პროპაგანდა არის შენს უმეტეს ტექსტებში, მთლიანად სტატიები კარგია რათქმაუნდა მაგრამ როგორც დამატებით ფრაზები ჩადებულია ყველგან. ეგ არის პროპაგანდა როცა იღებენ ტექსტს და მერე პატარ პატარა წინადადებებს ამატებენ. ამ სტატიების მიზანია, ჯერ მკითხველის ნდობა მოიპოვონ და მერე შეიძლება უბრალოდ ერთი წინადადება იყოს, მაგრამ ის წინადადება უკვე ნდობა მოპოვებულ მკითხველის ქვეცნობიერში ადვილად ჯდება. შენ ამას რათქმაუნდა ძალით კი არ აკეთბ ეგ არც გამიელვია თავში, ეს შენდაუნებურად ხდება, შენ კარგის მეტი არაფერი რომ არ გსურს ეგ ისედაც გასაგებია smile.gif

Posted by: ano Feb 28 2022, 03:04 PM

მე ირიბად არაფერს ვწერ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ,
საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო, და აღარ უნდა აღდგეს, თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება, მე პუტინის პოლიტიკას მივიჩნევ ტირანიად მას აქვს განდიდების მანია.

რაც შეეხება 90 იან წლებს, მგონია რომ ყველაზე დიდი საფასური საქართველომ გადაიხადა და ევროპამ და ამერიკამ არ დაუფასა იმ პერიოდში, სამართლიანობისათვის მოვითხოვ ყველამ გაისარჯოს ისევე როგორც საქართველომ გაისარჯა.
აი მითხარით როგორ უნდა იყოს ეს რუსული პროპაგანდა, მე ვითხოვ რომ ყველამ თანაბრად შეიწუხოს თავი, მეტი არაფერი.

ახლა კი გამოფხიზლდა დავით ევროპა ამერიკა მაგრამ ჩვენ 30 წელია ვითმენთ, ლოგიკურად მეშინია რომ ისევ მიგვატოვებენ როგოც ადრე, ამიტომ გადადგან თვითონ პირველი ნაბიჯი, დააზუსტოთ რუსეთი რომ რეალური სახე მიეცეს ჩვენს ბრძოლას, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები აუცილებლად,
მე ველოდები რომ სოხუმს ისევ დავიბრუნებთ, მაგრამ ცივი გონებით, ისე რომ შეცდომები არ დავუშვათ.

რაც შეეხება მიშას ადამიანურად ვწუხვარ რომ ამ მდგომარეობაშია, თმები სულ გათეთრებული აქვს ნერვიულობით განა ვერ ვხედავ, კიდევ მივცემდი შანსს საქართველოს მეთაურობის მაგრამ მაშინებს მისი ფსიქოლოგიური გაუწონასწორებლობა.
ცილს არ ვწამებ არაფერში, უბრალოდ მისი ალოგიკური საქციელები მაბნევს.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, უბრალოდ პრაგმატულად აზროვნებს, არ აწუხებს ზედმეტი ამბიციები, და ფიქრობს რომ ქვეყანას არ აქვს შესაფერისი ფინანსური შესაძლებლობები.

გასაგებია დიდი გულის ვართ ქართველები, ძალიან კარგი, მაგრამ ძველ შეცდომებისაგან მგონი ცოტა უფრო წინდახედულება გვმართებს

Posted by: ano Feb 28 2022, 03:21 PM

მეგობრებო ყველაფერის ზედმეტად გამოფენა არ შეიძლება, მე ძალიან დიდ ენერგეტიკულ დარტყმებს ვგრძნობ, იმის გამო რომ პოლიტიკურ პოსტებს ვწერ,

1. ძალიან მიხარია რომ საქართველო ასეთ თანადგომას უჩვენებს უკრაინას, ქართველი ხალხი ნამდვილად გმირია.
2. ჩვენი მთავრობა ეხმარება უკრაინას და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
3. ყველაფერს თავისი დრო აქვს ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, აუცილებლად სოხუმს ❤️

ყველაფერთან ერთად უნდა გავაცნობიეროთ, ომი მიმდინარეობს უამრავი ლტოლვილი იქნება ვინც სახლკარის გარეშე დარჩა და თავშესაფარი დასჭირდებათ.
ყველაფერს თავისი დრო აქვს მოითმინეთ ყველას კარმული წელი აქვს, დამსჯელი წელი არის მოსული, ყველაფერი ძალიან სამართლიანად გადაწყდება, მაგრამ არა ერთ_ორ დღეში

Posted by: earth Mar 1 2022, 07:03 AM

old_man

QUOTE(old_man @ 27th February 2022 - 09:29 PM) *
ეს ყველაფერი მალე არ მორჩება
პუტინი ყველაფერზეა წამსვლელი, რეალობას ვეღარ აღიქვამს, შეიძლება ბირთვული ომიც დაიწყოს,
კარგია რომ ყველამ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.ჩვენ კი ვიცოდით ისედაც.

აი ამის დაწერას ვაპირებდი და დაგიწერია უკვე... ასე რომ +1
ამდენი წლები რაც საქართველოში ხდება, ვერავინ ხედავდა(ვითომ ვერ ხედავდნენ), არ ედარდებათ პაწუა ქვეყანა... აი უკრაინა კი სჭირდებათ.

პუტინს მაგრად აწვებიან და ეს უფრო საშიშს ხდის ურჩხულს. თუმცა მისი ბოლო დამარცხება იქნება, მაგრამ არვიცი რა ფასად.
და კიდევ ვიტყვი,–კარგია რომ მსოფლიომ დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე.

Posted by: ano Mar 2 2022, 03:17 PM

ევროპამ ძალიან ბევრი შეცდომები დაუშვა, მისი საუკეთესო მოკავშირე საქართველო რუსეთის მეძავად აქცია, 2008 წლის ომის შემდეგ სრულ ეკონომიკურ ბლოკადაში მოვხვდით, იმის მაგივრად რომ ჩვენ დაგვხმარებოდნენ რუსეთთან მილიარდობით ევროს გაგზავნას აგრძელებდნენ, წლები მონსტრს კვებავდნენ.
ქუთაისის საუკეთესო არტილერია რომელმაც 12 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდო ოსეთში აი ის სამხედრო ნაწილი დაშალეს და ის დამსახურება საბუთებში არ ჩაიწერეს, შემდეგ სამუშაოებისა დაითხოვეს ეს ხალხი, მადლობის მაგივრად პანღური.

ეხლა მსოფლიო პოლიტიკას შევეხები, აგერ ყარაბაღი დაიბრუნა აზერბაიჯანმა, თურქეთი დაეხმარა, რუსეთმა ხმა არ ამოიღო მისი მოკავშირე სომხები გაყიდა, ევროპას ისევ ძინავს და არ არკვევს ვინ რა მოლაპარაკებებს მართავს.

თურქეთი გერმანიის ერთ დროს საუკეთესო მოკავშირე, რამდენი წელია ახვერებთ ევროკავშირში მიღებაზე, მაგრამ როგორც ყოველთვის ლაპარაკობთ და არაფერს აკეთებთ, ღალატია ეს, თქვენს მოკავშირე თურქეთს წლებია უამრავ სანქციებს უწესებთ, ლირა გაანადგურეთ.
სირიის კონფლიქტშიც მოატყუეთ და იყენებთ, უამრავი ლტოლვილი შეუსიეთ, ჩვენ დაგეხმარებით რამდენიმე მილიონ ევროს ვერ აღირსეთ, სამაგიეროდ რუსულ ოლიგარქებთან ვაჭრობა კარგად იცოდით.

როდის უნდა გამოფხიზლდეთ, უკრაინას ვკარგავთ, რატომ არ აგზავნით ჯარებს, რატომ არ უდგახართ გვერდით, გადადგით ნაბიჯი დაგვანახეთ რომ ისევ შუა გზაზე არ მიგვატოვებთ რუსეთის ხახაში,
თუ არ გამოფხიზლდით ჯერ უკრაინას აიღებს, შემდეგ ჩვენ და თქვენც მოგადგებათ.
თქვენი მოკავშირე თურქეთი თუ არ დააფასეთ მალე ესეც რუსეთის მოკავშირე გახდება სხვა გზას არ უტოვებთ.

Posted by: zeppelin Mar 5 2022, 10:46 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 28th February 2022 - 07:04 AM) *
ლოგიკურად მეშინია რომ ისევ მიგვატოვებენ როგოც ადრე

მიტოვებული ხარ ისედაც. 2008 წელმა დაამტკიცა ეგ. უკრაინასაც მიცეს იარაღი მაგრამ მეტი არაფერი. რეალურად რუსეთის სამხედრო პოტენციალი გაცილებით დიდია. რუსეთთან კიდევ პირდაპირ ომში არავინ ჩაერთვება. პუტინი არის წამსვლელი ატომურ იარაღზე.

ერთი რაშიც დაგვერხმარება დასავლეთი იქნება ჰუმანიტარული დახმარება და შეიძლება ლტოლვილების მიღება. მორჩა

Posted by: Zet Mar 7 2022, 01:19 AM

მიტოვება რას ნიშნავს? smile.gif ვინმეს ვალიაქვს ჩვენთან? ვინც რამეს გვეხმარება ეს არის მათი კეთილი ნება და დიდი მადლიერები უნდა ვიყოთ, ამერიკას პრობლემა რომ შეემთხვას რა ქართველები გავარდებიან დასახმარებლად? ამერიკისთვის და ევროპისთვის საქართველო არის როგორც ჩვენთვის ერთი აფრიკული ქვეყანა მეტი არაფერი. როგორც ჩვენ არ ვიცით აფრიკის რომელიღაც ქვეყანა, ისე არიცოდნენ ამერიკელებმა საქართველოს არსებობა. სააკასვილის დამსახურებაა რომ ვიღაცამ რაღაც გაიგო საქართველოზე საერთოდ.
საქართველო არის ქვეყანა რომელსაც ისიც კი ვერ გაურკვევია, რა ფასეულობები უნდა და ხმას აძლევს რუსეთის ოლიგარქს, რომელიც ჩაძირავს ქვეყანას და რუსეთს შუერთებს.
ეგეც რუსული ნარატივია რომ აი ამერიკა ხომ არ დაგეხმარებათ... გეგონება რუსეთი გეხმარება და ამერიკა არა. ასევე იგივე რუსული პროპაგანდაა რომ ვითომ ამერიკას რაღაც ინტერესებიაქ და მაგიტომ გეხმარება.
რათქმაუნდა კარგია რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტად დაეხმარონ, მაგრამ ეგ მაგათი ვალი არ არის.
და მეორესერთი ადამიანური რესურსით თუ დაეხმარება ევროპა უკრაინას, პუტინს ააქვს მილიონჯერ ნათქვამი რომ ეგრევე ატომურ იარაღს გამოიყენებს, და სად არის გარანტია რომ არ გამოიყენებს, და მთელი პლანეტა საფრთხის ქვეშ იქნება, უკრაინის ომი ტკბილი მოგონება შეიძლება გახდეს იმასთან სედარებით რაც შეიძლება დატრიალდეს.
აქ ერთადერთი გამოსავალი რუსეთის ეკონომიკა ჩაძირონ ბოლომდე და ეგ პროცესი დაწყებულია მაგრამ უფრო მეტია გასაკეთბელი.
და საბრძოლო თვითმფრინავები მიაწოდონ უკრაინას და მემგონი მაგას უკვე რაღაცდოზით მიაწოდებენ გუშინ წავიკითხე.

ევროპამ რუსეთი იმიტომ გააბლატავა რომ როდესაც შენთვითონ ცუდის გამკეთებელი არ ხარ გგონია რომ სხვაც არასდროს ცუდს არ გააკეთებს, ანუ მიამიტი ხარ. მაგიტომ არის რომ ძლივს გაიაზრეს რაც ხდება.

ჩემი აზრით უკრაინა ყველაზე უფრო იმსახურებენ კარგად ცხოვრებას და ალბათ ბოლოს მიიღბს კიდეც. რამდენი იბრძოლა უკრაინელმა ხალხმა. ჩვენ არ გვიბრძვია ფაქტიურად სააკაშვილმა იბრძოლა ჩვენს მაგივრად და ქვეყანა ააშენა. და ეგეც არ დავაფასეთ და რავიცი რა მომავალი უნდა ქონდეს საქართველოს. ლოგიკურად თუ ვიმსჯელეთ, თუ რუსეთი არ დაიშლება, საქართველოს მომავალი ეგრე აეწყობა, საქართველო გაივსება რუსებით და ბოლოს შუერთდება რუსეთს. ყოველშემთხვევაში ივანიშვილს და პუტინს ასეთი გეგმა აქვს და რაივიცი აბა.

Posted by: ano Mar 7 2022, 02:05 PM

ორივე მხარეს გადავხედე ინფორმაციებს, ეს ალტინფო არც ვიცოდი რა იყო.

მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემს ანალიზს დავწერ

1. რუსეთზე მინდა ვთქვა, მთელი რუსეთი "გამოჟირინოვსკებულია", რა არის ჟირინოვსკის იდეოლოგია: ომი, ომი და ომი... სიძულვილი, ყველა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთმანეთზე გადაკიდება, უკრაინის ნაწილებად დაშლა, საქართველოს დანაკუწება: სამეგრელოს მისცემს აფხაზეთს, აღმოსავლეთ საქართველოს გაუყოფს აზერბაიჯანს და სომხეთს... ასევე გაიხსნება გზა თურქეთზე ბატონობისათვის კავკასიიდან იმის წყალობით რომ კავკასიის ქვეყნებს ერთმანეთს გადაკიდებს, ანუ სომხეთს დაუპირისპირდება აზერბაიჯანს, ასევე საქართველოშიც მათ მიმართ მტრობას.
ევროპაზე ამბობენ რომ მათი გაზში გადახდილი ევროებით იომებენ და ვერც ვერავინ გაუბედავს წინააღმდეგობას, რადგან ძალიან ბევრი რესურსები აქვთ და ყველა ქვეყანა მათ რესურსებზეა დამოკიდებული, ნავთობი, გაზი, ურანი, ქიმიური ნივთიერებები რითაც აწარმოებენ თანამედროვე ჩიპებს...

2. რუსეთში უნდა გაიაროთ, ხალხს დაელაპარაკოთ და მიხვდეთ რომ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, ვინც ხმას იღებს აპატიმრებენ, მიმდინარეობს მუდმივი ინფორმაციული პროგრამირება.

ახალი დაწყებული იყო ომი გადავრთე რუსულ საინფორმაციო არხზე, აჩვენებენ როგორ ბრწყინვალედ ასპარეზობენ ოლიმპიადაზე რომ ყველაზე მაგრები არიან, ყველას ჯობიან, ყველაზე მეტი მედლები აქვთ, თან დიქტორი როგორი ტემბრით ლაპარაკობს როგორც კომუნისტების დროს იცოდნენ გამოთქმით ლაპარაკი, მუდმივად აქვთ კომუნისტური განწყობა,
( ბარემ ჟირინოვსკის ქადაგებასაც გავიხსენებ "ჩვენ ყველას უნდა ვაჯობოთ სპორტში, რეკორდები დავამყაროთ, თუნდაც დოპინგები დაგვჭირდეს")

თურქეთს ახლა ჰგონია რომ რუსეთი მისი მოკავშირეა, ამიტომ თანამშრომლობს, მაგრამ მინდა თურქეთს ვუთხრა რომ რუსეთს თვალი აქვს დადგმული თურქულ კურორტებზე, ყველაფერი დროის ამბავია ჯერჯერობით უძრავი ქონების შესყიდვებს დაიწყებენ მერე მიწების მითვისებასაც, იმიტომ რომ ბუნებით გაუმაძღრები არიან, დარწმუნებული იყავით რომ გულზე სკდებიან მისი რომ არ არის ეგ კურორტები.

რატომ არ უნდა ჩაერიოს ვინმე ცხელ ომში? იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრაგედიაა ადამიანური მსხვერპლი. (ეს ჩემი აზრია)

რუსეთი მხოლოდ შიგნიდან უნდა გატყდეს, მხოლოდ სწორი ინფორმაციით, მათ ვერ გაიგეს რომ დედამიწა ყველასია და არა მარტო მათი, ეს ერთი ორგანიზმია, თქვენ ვერ განიკვეტებიტ, უბრალოდ სწორი აზროვნება და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა ისწავლოთ, არავიზე უკეთესები არ ხართ.

უნდა დადოთ ფაქტები ვიდეოები ფოტოები რუსულ საინფორმაციოებში თუ რა დღეში ჩააგდეს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობა განსაკუთრებით ბავშვები იქნებ გამოიღვიძონ და მიხვდნენ რომ ბოროტებას სჩადიან

Posted by: old_man Mar 8 2022, 09:40 PM

ამ ყველაფერზე ვფიქრობდი ცოტა ხნის სულ სხვა კუთხით. როგორც ეგოების ან ეგრეგორების დაპირისპირება
როგორც ადამიანს აქვს ეგო და ცხოვრობს ამ ეგოში მეტწილად (ფიქრები, ემოციები, მოგონებები, უპირატესობის შეგრძნება ან კომპლექსები, ისტორია, მიკუთვნებულობა-რელიგია, რასა, სოციალური კლასი და ა.შ.) ასევეა ქვეყნების ეგო და ურთიერთობა მათ შორის. ერთი ეგო ცდილობს სხვაზე დომინირებას, თავის სიმართლის დამტკიცებას და ასე იქმნება ნებისმიერი კონფლიქტი იქნება ეს ოჯახში, სამსახურში თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. ასეა ახლა რუსეთის შემთხვევაში, რომლის ცრუ ეგოს პოზიციას პუტინი გამოხატავს, რომ მე ვარ ველიკაია ძერჟავა, მე ვარ მართალი და სხვებმა უნდა დამიჯერონ.
ყოველი ეგო სულ იმისთვის იბრძვის რომ თავი გადაირჩინოს, დაიცვას და გაფართოვდეს. მას სჭირდება საპირისპირო ფიქრი სხვაზე და ეს სხვები ხშირ შემთხვევაში აღიქმებიან როგორც მტრად ან საფრთხედ.
სულიერი თვალთახედვით ეს ყველაფერი არის დიდი გაუცნობიერებულობა. აქედან გამომდინარე კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ არსებობს ცუდი/ბოროტი ადამიანი ან ქვეყანა და კარგი/კეთილი ადამიანი ან ქვეყანა, ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის გაცნობიერულობის დონეებამდე. ანუ გაუცნობიერებულობა ადამიანურ ენაზე = ბოროტებას. რასაც ახლა ვხედავთ.

Posted by: earth Mar 11 2022, 08:48 PM

პუტინი მართლაც ძალიან საშიშია მთელი დედამიწის მოსახლეობისათვის. ეს დარწმუნებული ვარ კარგად იციან თავისმა მოკავშირეებმაც. ეს არის ფსიქოპათი, რომელსაც არაფერი ესმის. მარტო იმუქრება.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ვინმემ თვითშიგნით გაყიდოს და მერე მას შესაბამისი მსჯავრი დაედოს. ეს გაყიდვა კი არ იქნება, არამედ ლოგიკური მოქმედება.
დარწმუნებული ვარ ამაზე მუშაობენ და იმედია აგვაცდინონ ამ გზით მესამე მსოფლიო ომი.
მე ვფიქრობ ისევ რუსი შესძლებს მის დამარცხებას. ვფიქრობ არსებობენ სწორად მოაზროვნე რუსები ამ ეტაპზე. ამას წინათ 700 000 რუსი დაიჭირა ერთ დღეში, რადგან მიტინგი მოუწყეს.

Posted by: earth Mar 11 2022, 08:58 PM

ჰიტლერიც არანორმალური იყო, ფსიქიურად დაავადებული... მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოს ამ ქცევას, რასაც ასეთი ადამიანები სჩადიან.
ამ ეპოქაში ნუთუ მთელი მსოფლიო ვერ შესძლებს ერთი არანორმალურის გაჩერებას?

თუმცა არის ერთი საშიშროება, რომ სხვებსაც აწყობს ეს ამბები, რომ დედამიწა ძალიან დიდი საშიშროებების წინაშეა... ეკოლოგიური მდგომარეობა უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს, უკვე დედამიწის შველა სავალალოა, ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ უკვე ყველაფერი გვიანია.
იქნებ გეგმაცაა მოსახლეობის განადგურება და შემცირება, ატომური ომები, ბიოლოგიური ომები (ვინ იცის იქნებ კორონოვირუსიც ბიოლოგიური ომის სახეობა იყო).

Posted by: toresi9 Mar 11 2022, 09:54 PM

QUOTE(earth @ Mar 11 2022, 08:48 PM) *
პუტინი მართლაც ძალიან საშიშია მთელი დედამიწის მოსახლეობისათვის. ეს დარწმუნებული ვარ კარგად იციან თავისმა მოკავშირეებმაც. ეს არის ფსიქოპათი, რომელსაც არაფერი ესმის. მარტო იმუქრება.
ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ ვინმემ თვითშიგნით გაყიდოს და მერე მას შესაბამისი მსჯავრი დაედოს. ეს გაყიდვა კი არ იქნება, არამედ ლოგიკური მოქმედება.
დარწმუნებული ვარ ამაზე მუშაობენ და იმედია აგვაცდინონ ამ გზით მესამე მსოფლიო ომი.
მე ვფიქრობ ისევ რუსი შესძლებს მის დამარცხებას. ვფიქრობ არსებობენ სწორად მოაზროვნე რუსები ამ ეტაპზე. ამას წინათ 700 000 რუსი დაიჭირა ერთ დღეში, რადგან მიტინგი მოუწყეს.

თავად ვხდით მას საშიშს ადამიანები ამ კოლოსალური ენერგიების გაგზავნით
ყველაფერი ისევ თავად ჩვენს ხელთაა მათ შორის მესამე მსოფლიო ომის შეჩერებაც და დაწყებაც .

Posted by: toresi9 Mar 11 2022, 09:56 PM

QUOTE(earth @ Mar 11 2022, 08:58 PM) *
ჰიტლერიც არანორმალური იყო, ფსიქიურად დაავადებული... მხოლოდ ასე შეიძლება ეწოდოს ამ ქცევას, რასაც ასეთი ადამიანები სჩადიან.
ამ ეპოქაში ნუთუ მთელი მსოფლიო ვერ შესძლებს ერთი არანორმალურის გაჩერებას?

თუმცა არის ერთი საშიშროება, რომ სხვებსაც აწყობს ეს ამბები, რომ დედამიწა ძალიან დიდი საშიშროებების წინაშეა... ეკოლოგიური მდგომარეობა უკვე გასცდა ყოველგვარ ზღვარს, უკვე დედამიწის შველა სავალალოა, ბევრი მეცნიერი ამტკიცებს, რომ უკვე ყველაფერი გვიანია.
იქნებ გეგმაცაა მოსახლეობის განადგურება და შემცირება, ატომური ომები, ბიოლოგიური ომები (ვინ იცის იქნებ კორონოვირუსიც ბიოლოგიური ომის სახეობა იყო).

ისე რომ ვაკვირდები მსგავსი ლიდერები ყოველთვის დროისა და ეპოქის შესაფერისები არიან შეეფერებიან მასების ცნპობიერებას
შესაბამისად მორგებასაც კარგად ახერხებენ სხვათა შორის პუტინიც კარგად ირგებს ბუას როლს რომელიც მსოფლიოს აშინებს .

Posted by: earth Mar 12 2022, 07:24 AM

toresi9
სრული სიმართლეა რასაც ამბობ, მიხარია რომ ასეთი აზროვნება არსებობს.
გეთანხმები, ჩვენი ძალა სხვაგან უნდა მივმართოთ, რომ არ გამოვკვებოთ უარყოფითი.
მადლობა და გაიხარე toresi9.

Posted by: toresi9 Mar 13 2022, 12:18 AM

QUOTE(earth @ Mar 12 2022, 07:24 AM) *
toresi9
სრული სიმართლეა რასაც ამბობ, მიხარია რომ ასეთი აზროვნება არსებობს.
გეთანხმები, ჩვენი ძალა სხვაგან უნდა მივმართოთ, რომ არ გამოვკვებოთ უარყოფითი.
მადლობა და გაიხარე toresi9.

<3 <3 <3 gul.gif gul.gif

Posted by: ano Mar 15 2022, 12:40 PM

მგონია რომ რაღაც გარიგება იყო ამერიკასთან, რის შემდეგაც რუსეთმა დაგეგმა სამხედრო ოპერაცია.
ისევე როგორც 2008 ში მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ როგორღაც დაემთხვა რუსეთის ომი, მიზეზი თითქოს საქართველოს ნატოში იღებენ, ახლაც იგივე მსოფლიო კრიზისს მოჰყვა ისევ რუსეთის ომი.
რა მოიგო რუსეთმა და რუსმა ხალხმა?
ჯერჯერობით ფაქტია რომ რუსული ოქრო სხვებმა აითვისეს, და ასე თუ ისე მსოფლიოში არსებული რყევები რაც ოქროს ფასის მუდმივი ზრდა იყო შეჩერდა.
ასე მგონია რომ სამიზნე რუსეთის ოქრო იყო.
უკრაინა გამოიყენეს, მგონია რომ ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავს, თუ არადა ერთმანეთის ნაგვის ამოქექვას დაიწყებენ,
ყველა ვარიანტში რუსეთიც და უკრაინაც ძალიან წაგებულ მდგომარეობაშია, ათწლეულები დაჭირდებათ ფეხზე რომ დადგნენ, რუსი ხალხი ორმაგად ცუდ დღეშია მაგათი დანახვაც ზიზღს იწვევს მთელს მსოფლიოში, ანუ რა გამოდის ერთა შორის ზიზღი.
ორი მოძმე ერი ერთმანეთს დაუპირისპირეს.


Posted by: old_man Mar 15 2022, 04:34 PM

დიდი ცვლილებები მიმდინარეობს დედამიწაზე. 2025 წლამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება babu.gif

Posted by: David Monny Mar 15 2022, 05:20 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 15th March 2022 - 12:40 PM) *
მგონია რომ რაღაც გარიგება იყო ამერიკასთან, რის შემდეგაც რუსეთმა დაგეგმა სამხედრო ოპერაცია.


ისევ ეზოთერიკას მიაწექი. ასეთი რუსული პროპაგანდა უკვე დაჭკვნა. შეეშვი რაც შენი საქმე არაა. ძალიან რბილად ვწერ თან ახლა ამას

Posted by: David Monny Mar 15 2022, 05:23 PM

QUOTE(old_man @ 15th March 2022 - 04:34 PM) *
დიდი ცვლილებები მიმდინარეობს დედამიწაზე. 2025 წლამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება

მასე ამბობდნენ ყველა დროის ყველა მონაკვეთში, 666 წლიდან რო იესოს მეორედ შემორბენას ელიან.
ჩემი თანამშრომელი 2018 წელს მეუბნებოდა ევროკავშირში 2022 წელს მიგვიღებენო.
ასე აგიხდა, განცხადება შევიტანეთ და უკრაინამ წამოგვიკიდა ზურგზე ეს სამარცხვინო ერი, დიახ, სამარცხვინო, როცა 800000 ამომრჩეველი ჰყავს
სრულად დემორალიზებულ, გახრწნილ და გათახსირებულ კოლაბორაციონისტ ე.წ. მთავრობას

Posted by: ano Mar 15 2022, 07:23 PM

ვითომ პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ვერ ხვდებით რომ მე რუსეთის პროპაგანდას არ ვეწევი,
ამერიკა და რუსეთი უკვე შეთანხმდა წინასწარ, უკრაინის ბედი უკვე გადაწყვეტილი ქონდათ, ომით ხალხს უნდა დაანახონ რომ იბრძვიან.
ყველა ხალხს ატყუებს და ძარცვავს,
ისე მიშამ კი დაიწყო ლაპარაკი თუ ყურადღებით მოუსმენ მის ვიდეოებს საკმაოდ ღიად საუბრობს რომ ომამდე წინასწარ უკვე გადაწყვეტილია ტერიტორიების ბედი, მერე დავდებ აქ იმ ვიდეოს და მიხვდებით.
ხალხი ტყუილად იკლავს თავს ის ტერიტორიები უკვე გადაწყვეტილია.

რუსებიც და უკრაინელებიც უბრალოდ გამოიყენეს და გაძარცვეს.

Posted by: ano Mar 15 2022, 07:27 PM

პუტინი საკუთარ ხალხს ატყუებს, პროპაგანდის მსხვერპლია ყველა.
ნატო არის შირმა, უბრალოდ მიზეზი ომის დასაწყებად.
ძველი ნაცნობი სცენარი...

Posted by: David Monny Mar 15 2022, 08:25 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 15th March 2022 - 07:23 PM) *
ვითომ პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ვერ ხვდებით რომ მე რუსეთის პროპაგანდას არ ვეწევი,

რატომ აძლევ თავს უფლებას „ჩვენი“ სახელით წერო? მე მაგ შენს „ჩვენში“ ხელს მხოლოდ იმაზე ვაწერ, რომ თუ ასე გააგრძელებ
აუცილებლად დაასრულებ პარანოიდალური შიზოფრენიის ირგვლივ ახლომახლო.

სასარგებლო იდიოტის როლში ხარ და ვერც კი ხვდები. რბილად გითხარი და უკვე ისე ხარ დამუშავებული, შეტევაზე გადმოხვედი
სხვა გზას არ მიტოვებ. ისევ შენთვის ვამბობ. მიხედე ეზოთერიკას და შეეშვი პოლიტიკას. სამაერცხვინო „პროპაგანდას“ ეწევი პუტინისას
და ისე, რომ თავი სერიოზული ანალიტიკოსი გგონია.

Posted by: David Monny Mar 15 2022, 08:26 PM

QUOTE(*ANO* @ 15th March 2022 - 07:27 PM) *
ნატო არის შირმა,


არ გინდა რამე ეზოთერიკაზე წერო? შეეშვი რა.

Posted by: earth Mar 15 2022, 08:34 PM

David Monny
მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანმა თავისუფლად უნდა გამოთქვას თავისი აზრი, ეს პოლიტიკაა თუ ეზოთერიკა.
შენი ეს პოსტი:

QUOTE(David Monny @ 15th March 2022 - 09:26 PM) *
არ გინდა რამე ეზოთერიკაზე წერო? შეეშვი რა.

იცი რას მაგონებს?–„ქალი კუხნაში“

Posted by: David Monny Mar 15 2022, 08:35 PM

earth

QUOTE(earth @ 15th March 2022 - 08:34 PM) *
მე ვფიქრობ რომ ყველა ადამიანმა თავისუფლად უნდა გამოთქვას თავისი აზრი, ეს პოლიტიკაა თუ ეზოთერიკა.

შენც მიყევი თუ იგივე მესიჯბოქსში ზიხარ

Posted by: David Monny Mar 15 2022, 08:36 PM

QUOTE(earth @ 15th March 2022 - 08:34 PM) *
იცი რას მაგონებს?–„ქალი კუხნაში“

ბევრ სერიალებს უყურებ

Posted by: earth Mar 15 2022, 08:42 PM

David Monny
თუ ჩემი ზედა პოსტი წაიკითხე, მიხვდებოდი ჩემს აზრებს, მაგრამ ალბათ გადაახტი და არ წაგკითხავს.
არც ბევრი სერიალის დრო არ მაქვს.

ეს ტონი არ გინდა...

Posted by: David Monny Mar 15 2022, 08:46 PM

earth

QUOTE(earth @ 15th March 2022 - 08:42 PM) *
თუ ჩემი ზედა პოსტი წაიკითხე, მიხვდებოდი ემს აზრებს, მაგრამ ალბათ გადახტი და არ წაგკითხავს.
არც ბევრი სერიალის დრო არ მაქვს.

ეს ტონი არ გინდა...

უკაცრავად, მაგრამ „საყოველთაო დეიდის“ როლიდან რო გამოხვიდეთ არ გინდათ? გავიარეთ ერმა ეგ ეტაპი, მოვიხადეთ ეგ სახადი.
ტონს რო მიწუნებ და ამაზე იცლი, წაკითხულიდან შინაარსივერ გამოგაქვს და პოზიციას ნათლად არ მიფიქსირებ, შემიბრალე
მოცლილი კი არ ვარ. პუტინის პროპაგანდის ნაწილია სხვათაშორის, ფსევდო-პატრიოტიზმის, ზრდილობის, ერთმორწმუნეობის, ტონის,
რითმის, ცენზურის და ამისთან პრეისტორიული რელიკვიების გავრცელება.

Posted by: ano Mar 15 2022, 10:41 PM

არსებობს აზრის გამოხატვის თავისუფლება,
ჩვენ ქვეყანას უპირებენ ჩაითრიონ ომში, მე ვხედავ მაგ საფრთხეს, ახლა თქვენ გგონიათ რომ უნდა ჩაერთოს საქართველო მე ასეთი აზრი გამომაქვს, თუ არადა რა იწვევს გაღიზიანებას?

ჩვენ სიტყვაში ვიგულისხმე ეზოტერია, და შენ ცდილობ გამიჯნო ეზოტერია და პოლიტიკა, ბოდიში მაგრამ თვალებს ვერ დავიბრმავებ ბევრ ეზოთერულ და ფარულ განზრახვებს ვხედავ მე ამ ომის მიღმა.

ირმამ სწორად აღნიშნა კატეგორიულად მიკრძალავ რომ აზრი გამოვთქვა, თან შეურაცხყოფას მაყენებ.

ისტორია არ დამვიწყებია, სოხუმი უკვე გადაწყვეტილი იყო რომ რუსეთის იქნებოდა და ბიჭები ტყუილად შესწირეს, იგივე იყო ოსეთი.

სცენარი უკვე გამზადებულია, დიდმა ბიძიებმა უკვე ყველაფერი გაიყვეს, ომი და სისხლისღვრა ექშენი, ადრენალინი, ბევრი ხალხის ჩათრევა ზღვა ემოციები.
ბოლოს რა გამოვა იცი? რომ ომი და სისხლისღვრა ხალხის სურვილი იყოვო იტყვიან.

შევარდნაძის ვიდეოები ნახე როგორ დებდა გარიგებებს, ამერიკაშიც და რუსეთშიც იქ წყდებოდა ყველაფერი, ილუზიებია რომ თავისუფალი ქვეყანა ვართ.

რუსეთიც ისევე იგივე კლანით იმართება, კომუნისტების დროსაც და ახლაც ასეა ოლიგარქული კრიმინალური გარჩევები, დიდი თევზები პატარა თევზებს ჭამენ.

რა გაღიზიანებს?

Posted by: David Monny Mar 16 2022, 12:10 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 15th March 2022 - 10:41 PM) *
არსებობს აზრის გამოხატვის თავისუფლება,
ჩვენ ქვეყანას უპირებენ ჩაითრიონ ომში,

სამარცხვინო ხარ. თავიდან ვფიქრობდი სასარგებლო იდიოტი იყავი, შემდეგ ვიფიქრე, უსარგებლო-მეთქი, ახლა დავრწმუნდი დიდი მომავალი გაქვს რუსეთის დუმაში თუ მოინდომებ.
შე სამარცხვინო კოლაბორაციონისტო შენ, აქ ეზოთერული საიტია, პუტინის პრახადნოი დვერი კი არ არი. ჩვენ ქვეყანაში ომია ყოველ დღე, მცოცავი ოკუპაცია,
ხალხს იტაცებენ საკუთარი კედლებიდან და ყანებიდან და 1000-ზე მეტი ქართველი ომობს ამ წამს უკრაინაში. „აბა ომი გინდათ“ დაგიძველდა უკვე, ჩამორჩი პროპაგანდონებს, ნახე სხვა, ახალი
მესიჯბოქსები აქვთ. თუ ხარ პროპაგანდონი, ხარსხიანი და ადეკვატური მაინც იყავი, ეს ქვეყანა ჩალით კი არაა დაფარული,
როგორც მძნერი ტივტივებს და არ იძრება წყალში, ასე ხართ ზედაპირზე რუსეთუმეები უკვე.
QUOTE(*ANO* @ 15th March 2022 - 10:41 PM) *
კატეგორიულად მიკრძალავ რომ აზრი გამოვთქვა, თან შეურაცხყოფას მაყენებ.

სამწუხაროდ ჯერჯერობით ვწერ გიკრძალავთ კანონი, თუმცა ჩვენმა მოძმე ერმა, მოგიგვარათ უკვე, დღეს, ზელენსკიმ,
ხელი მოაწერა კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ კანონს, რომლის რატიფიკაციაც და ძალაში შესვლაც დაჩქარებულად მოხდება
და ნებისმიერი რუსული პროპაგანდის პროპაგანდონი და პროპაგანდა დაისჯება 5-10 წლით.
ანტი-საოკუპაციო კანონის გავრცობას მეც ამაში ვხედავ. მანამდე იგულავე ოქრო, გამოხატვის თავისუფლებას ამოფარებული,
რომელიც ისეთივე ნამდვილია თქვენთვის, როგორც პუტინის სუვერენული დემოკრატია.
QUOTE(*ANO* @ 15th March 2022 - 10:41 PM) *
ისტორია არ დამვიწყებია, სოხუმი უკვე გადაწყვეტილი იყო რომ რუსეთის იქნებოდა და ბიჭები ტყუილად შესწირეს, იგივე იყო ოსეთი.

უკაცრავად და ფკერის გახვრეტა თუ გინდა, მანამდე შეიარე ყველა გარდაცვლილის ოჯახში და რაც აქ დაწერე უთხარი, შე სამარცხვინო არარაობა.

დანარჩენი სალომე ზურაბიშვილის ლიტერატურაა, მაგას ვეღარ წავიკითხავ.

Posted by: earth Mar 16 2022, 07:20 AM

David Monny
ამდენი წელი ეზოთერიკით ხარ დაინტერესებული, ნუთუ ვერ ხვდები, შენი ამ პოსტით ისევ პუტინს აძლევ ენერგიას?

არაა ეს სიტყვები ეზოთერიული.
არც ასეთი შეტევაა კარგი.


Posted by: earth Mar 16 2022, 07:23 AM

მინდა ისევ გავაზიარო toresi9 სიტყვები:
ჩემს პოსტს რომ უპასუხა და ამ ახალგაზრდამ გონზე მომიყვანა, რადგან მეც პუტინის მკვლელობაზე ვოცნებობდი...

QUOTE(toresi9 @ 11th March 2022 - 10:54 PM) *
თავად ვხდით მას საშიშს ადამიანები ამ კოლოსალური ენერგიების გაგზავნით
ყველაფერი ისევ თავად ჩვენს ხელთაა მათ შორის მესამე მსოფლიო ომის შეჩერებაც და დაწყებაც .


Posted by: ano Mar 16 2022, 10:19 AM

ჩემთვის ომი ბოროტებაა, რამდენიც გინდათ მაგინეთ.

Posted by: ano Mar 16 2022, 10:32 AM

ომი უნდა შეჩერდეს სანამ მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდა.
აი ეს არის ჩემი აზრი.

აქ ბევრ წერას და ახსნას აზრი არ აქვს მაინც არავინ კითხულობს არგუმენტებს.


Posted by: td......... Mar 16 2022, 11:58 AM

მეგობრებო, აქაც ომს ნუ დავიწყებთ. გთხოვთ, ცოტა ამოისუნთქეთ , ჩაისუნთქეთ და ეცადეთ დამშვიდდეთ.
1.ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქომდეს საკუთარი აზრი
2.
David Monny ჩვენ ე.წ მთავრობასთან, რუსულ პრობაგანდასთან პოზიციაში გეთანხმები, მაგრამ ტონში არა. მესმის, რომ რთულია ემოციის გარეშე მოისმინო ის რაც აქ გაჟღერდა, მაგრამ მაინც გთხოვ გადახედო 1 პუნქტს
3.
ano
დიდ შრომას ეწევი ამ ფორუმზე სტატიების თარგმით და ამისთვის მადლობა, მაგრამ გთხოვ, პოხიციას "ამერიკა ხიხიაა" სატნები გვებრძვიან" , " რუსეთი ერთმორწმუნეა" და Рен тв ნარატივით ამ ფორუმს ნუ გადაავსებ, რაზეც არაერთხელ მითხოვია შენთვის და კვლავ ამას გთხოვ!

Posted by: td......... Mar 16 2022, 12:07 PM

David Monny
ფორუმის წესებსაც გადახედე. ახლა გაფრთხილება შენ, ერთმანეთის შეურაცხყოფა აქ იკრძალება, თუ გინდა თავად ღარიბაშვილმა დაპოსტოს... smile.gif
სხვა დროს უფრო მკაცრ ხომებს მივმართავთ, მსგავსი სიტყვებისთვის

Posted by: tikoroma Mar 16 2022, 12:11 PM

სად დაწერა ანომ ამერიკა ხიხიაა და რუსეთი ერთმორწმუნეა?
წაშალეთ?. რაც ამჟამად წერია არ იმსახურებს დავიდის ტონს
თუნდაც ეწეროს, მაინც არ იმსახურებს.
დავიდი იმსახურებს შეზღუდვას ანოს და ირზის შეურაცყოფისთვის. თუ მოდერატორის აზრი გაინტერესებთ.
თუ არ გაინტერსებთ მაინც შევზღუდავ <3 wub.gif wub.gif

Posted by: old_man Mar 16 2022, 12:17 PM

არაფერი წაშლილა, მე აქ ანოს მხრიდან რუსეთის პოლიტიკის პროპაგანდა ვერ დავინახე. ის უბრალოდ აფასებს ვითარებას დიდი პოლიტიკური თამაშების კუთხით.

Posted by: tikoroma Mar 16 2022, 12:31 PM

დიახ. წესები გამოვიყენოთ და დისკუსია გავაგრძელოთ თემის შესაბამისად
თუნდაც მცდარი პოიცია დაფიქსირდეს, გავაჟღეროთ და განვიხილოთ, ვთქვათ რატოა მცდარი.

სამწუხაროდ, მართლა სპექტაკლებს ვხედავ დღევანდელ მოვლენებში
ეს არ ნიშნავს, რომ უბრალო ხალხი რეალურ ტრაგედიაში ჩართულები არ აღმოვჩნდით. პირიქით, ასეთი მასშტაბური ომი მხოლოდ უკრაინა რუსეთის ტრაგედია არაა. მთელი მსოფლიოს ტრაგედიაა, რომ ვერ დავშორდით განვითარებით ტყვია წამლით საქმის მოგვარებას.
და გვსაყვედურობენ, რომ რატომ არ წუხდით სირიის, პალესტინის, აფრიკის და სხვა არაევროპულ ქვეყნების ომის და ტრაგედიების გამო?
იმიტომ, ჩემო კარგო, რომ განვითარებულ და მისაბაძად ითვლება ევროპის და "თეთრი რასის" მიღწევები და ცივილიზაცია და აი ცხადლივ ვხედავთ, რით განსხვავდება ეს ცივილიზაცია სხვა ნალებად განვითარებულისგან? პასუხი არაფრით: ისევ ომი შუაგულ ევროპაში და კაცთაკვლა ძველი მეთოდებით. 21-ე საუკუნის მიღწევები მითია, მხოლოდ ნიუსებში ვეცობით.
ჩვენ კი ისევ იქ ვართ. ჩემი ილუზიები განვითარებაზე ტალახში მარხია. მადლობა რუსეთს, უკრაინას, ევროპას და ამერიკას ამისთვის. მეც მიყვარხართ wub.gif


Posted by: David Monny Mar 16 2022, 01:03 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 16th March 2022 - 12:31 PM) *
სამწუხაროდ, მართლა სპექტაკლებს ვხედავ დღევანდელ მოვლენებში

შენ იმაზე უარესი კოლაბორაციონისტი და სამარცხვინო ხარ. ფუ, გული მერევა შენზე, თუმცა იგულავე ოქრო შენც, სანამ დასჯადი არ გახდება
შენნაირი კოლაბორაციონიზმი დედამოტყნულ რუსეთთან.
old_man
QUOTE(old_man @ 16th March 2022 - 12:17 PM) *
რუსეთის პოლიტიკის პროპაგანდა ვერ დავინახე.

გულისამრევი ხარ.

td.........
QUOTE(td......... @ 16th March 2022 - 12:07 PM) *
ფორუმის წესებსაც გადახედე. ახლა გაფრთხილება შენ,

მესმის და ვღებულობ, აბსოლუტურად მართალი ხარ, სხვა გზა არ დამიტოვეს, ამ საზიზღრებისგან არც ტონი მესწავლება მწერლა კაცს
და არც ზრდილობა რო იმსახურებდნენ, მიმიფურთხებია ერთისთვის და მეორისთისაც, როცა ეს პროპაგანდონები და მე ერთ საიტზე ვპოსტავთ.

Posted by: David Monny Mar 16 2022, 01:05 PM

earth
რამე სერიალს ჩაუჯექი, მადლია

Posted by: David Monny Mar 16 2022, 01:07 PM

tikoroma
დავიდი არ მქვია მე, ტატო მქვია


ფორუმის # 1.2 პუნქტის "ნებისმიერი უხეში მიმართვა, ცინიზმი, დაცინვა, უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება..." დარღვევისთვის, თქვენ დაბლოკილი ხართ ამ ფორუმზე

@მოდერატორი

Posted by: td......... Mar 16 2022, 01:40 PM

ყველაზე ცუდი( თუმცა ცუდი და კარგი ძალიან პიტობითი მცნებაა ამ სივრცეში), რომ წესით ცნობიერების დონით ვითომ ცოტა მეტად მაღალ საფეხურზე უნდა ვიყოთ, ყოველ შემთხვევაში მაძიებლების ფონეზე მაინც, მაგრამ სამწუხაროდ ვხედავ იგივეს რაც ხდება ყველგან, პატარა გამონაკლისების გარდა.
ომი ადრე თუ გვიან დასრულდება, ეს ნაგავი და სიბინძურე კი დაგვრჩება.

მსგავსი გამოხტომები აწი გაუფრთხილებლად აღიკვეთება.
ანოს პოსტებში ვინც ვერ დაინახეთ რუსული ნარატივი თქვენი პრობლემაა, თუმცა ანო სრულიად კორექტული იყო.

Posted by: chemikerin Mar 16 2022, 01:43 PM

ანოს პოსტებში რაც არ მომეწონ იყო ეს(და არამარტო ეს):


QUOTE(*ANO* @ 28th February 2022 - 03:04 PM) *
რაც შეეხება ღარიბაშვილს, უბრალოდ პრაგმატულად აზროვნებს, არ აწუხებს ზედმეტი ამბიციები, და ფიქრობს რომ ქვეყანას არ აქვს შესაფერისი ფინანსური შესაძლებლობები.


თუნდაც რუსული არხები რო დაებლოკათ, რა ფინანსური შესაძლებლობები უნდა ამას? რამე სიმბოლურად მაინც გამოეხატათ... ღარიბაშვილის პოზიცია სრულიად სამარცხვინოა... და არანაირი გამართლება არ აქვს, ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით.....

დანარჩენი კიდე.... ამერიკას და დასავლეთს რაც შეეშალათ იყო ის რომ ზელენსკი ითხოვდა ომამდე დაედოთ სანქციები.. აფრთხილებდა... ფეხს ითრევევდა დასავლეთი აშკარად....... ამის კრიტიკის უფლება გვაქვს..... მე მეტს მოვითხოვ დასავლეთისგან...

Posted by: ano Mar 16 2022, 01:48 PM

მეც არ მომწონს სიტყვა ნარატივი ბატონო, რა უბედურებაა,

ცოტა ზემოდან ან გვერდიდან გადახედეთ მსოფლიო მოვლენებს.

გარდამავალი ეტაპი დაიწყო ეს არ მოხდება უცებ, გაგრძელდება კიდევ ალბათ 2_3 წელი,
დაიწყება გადანაწილებები, მიწების, რესურსების, ასევე შეიცვლება მსოფლიო ფინანსური სისტემა, იქნება დიდი რყევები ნგრევა, მე ვცდილობ რომ ნაკლებ მტკივნეული იყოს ეს ქართველებისთვის, პროცესები დაწყებული არის უკვე ამას ვერავინ შეაჩერებს.

იესოს სიტყვებს დავწერ:
მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;
_და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.

ეს არის გარდამავალი ეტაპი, ისედაც ძალიან რთული როგორც სამშობიარო ტკივილები.
ბიბლიაში ყველაფერი წერია, მე პირადად გამოსავალს ვეძებ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს რომ კიდევ უფრო დიდ გასაჭირში არ ჩააგდონ ქვეყანა

Posted by: chemikerin Mar 16 2022, 01:51 PM

old_man

QUOTE(old_man @ 15th March 2022 - 04:34 PM) *
დიდი ცვლილებები მიმდინარეობს დედამიწაზე. 2025 წლამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება

შენ გეცოდინება შტაინერის წინასწარმეტყველებები და იქნებ აქ ან შტაინერის თემაში დადო...

Posted by: chemikerin Mar 16 2022, 02:10 PM

ეზოთერიკულად ასე აღვიქვამ დღევანდელ მოვლენებს, რუსეთისგან მოდის ბოროტება, რაც გამოიხატება ამაში:

QUOTE(old_man @ 8th March 2022 - 09:40 PM) *
სულიერი თვალთახედვით ეს ყველაფერი არის დიდი გაუცნობიერებულობა. აქედან გამომდინარე კიდევ იმაზე ვფიქრობდი, რომ არ არსებობს ცუდი/ბოროტი ადამიანი ან ქვეყანა და კარგი/კეთილი ადამიანი ან ქვეყანა, ყველაფერი საბოლოო ჯამში დადის გაცნობიერულობის დონეებამდე. ანუ გაუცნობიერებულობა ადამიანურ ენაზე = ბოროტებას. რასაც ახლა ვხედავთ.



და უკრაინას ვხედავ როგორც შანსს ამ ბოროტების წინააღმდეგ.. რომელმაც გამოააშკარავა რუსეთის ბოროტება, და დაანახა მსოფლიოს... ეს 2008 წელსაც მოხდა ჩვენთან, მაგრამ მაშინ თითქოს არ იყო სამყარო მზად რომ ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია... შემდეგ 2014-შიც ისევ უკრაინაში..... და ეხლა აშკარად გამოიკვეთა ყველას თვალში რუსეთის განზრახვები..........

Posted by: td......... Mar 16 2022, 02:15 PM

ციტატა(*ANO* @ 16th March 2022 - 01:48 PM) *
იესოს სიტყვებს დავწერ:
მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;
_და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.

ეს არის გარდამავალი ეტაპი, ისედაც ძალიან რთული როგორც სამშობიარო ტკივილები.
ბიბლიაში ყველაფერი წერია, მე პირადად გამოსავალს ვეძებ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაფიქრდეს რომ კიდევ უფრო დიდ გასაჭირში არ ჩააგდონ ქვეყანა

ano
რაც ადამიანებმა დაკარგეს ცოდნა და შეცვალეს ის რელიგიით, იმის მერე რაც შეიქმნა საზღვრები და ადამიანმა მესაკუთრეობის გრძნობა განიცადა მას შემდეგ, ყველა ეპოქის , დროის და ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთს შეგიხლია მოარგო ეგ ციტატა ანო. და ძალიან ცუდია თუ ფიქრობ, რომ ღარიბაშვილის თავშეკავება ქვეყნის უსაფრთხოებითაა გამოწვეული.

Posted by: old_man Mar 16 2022, 02:20 PM

QUOTE(chemikerin101 @ 16th March 2022 - 02:10 PM) *
და უკრაინას ვხედავ როგორც შანსს ამ ბოროტების წინააღმდეგ.. რომელმაც გამოააშკარავა რუსეთის ბოროტება, და დაანახა მსოფლიოს... ეს 2008 წელსაც მოხდა ჩვენთან, მაგრამ მაშინ თითქოს არ იყო სამყარო მზად რომ ყველაფრისთვის თავისი სახელი დაერქმია... შემდეგ 2014-შიც ისევ უკრაინაში..... და ეხლა აშკარად გამოიკვეთა ყველას თვალში რუსეთის განზრახვები..........

ორი აზრი არაა რომ ახლა პუტინი არის ბოროტების განსახიერება დედამიწაზე

შტაინერის წინასწარმეტყველებას რაც შეეხება, მას აქვს ასეთი წინასწარმეტყველება, რომ არიმანი დაიბადება (თუ გამოჩნდება? ... აღარ მახსოვს) 1998 წელს. (თუმცა ამბობდა, რომ წლები შეიძლება ზუსტი არ იყოს. მაგრამ ჰიტლერის როგორც მზის დემონის - ზორატის გამოჩენა დედამიწაზე ზუსტად იწინასწარმეტყველა წლებით). ახლა არის არიმანული ტენდენციების ზენიტი და ჩვენც ვართ ამის მოწმე.

Posted by: chemikerin Mar 16 2022, 02:28 PM

QUOTE(old_man @ 16th March 2022 - 02:20 PM) *
ორი აზრი არაა რომ ახლა პუტინი არის ბოროტების განსახიერება დედამიწაზე


კიი, და სამწუხაროდ ცივილური სამყარო დაგვიანებით მიხვდა ამას........


Posted by: chemikerin Mar 16 2022, 02:29 PM

QUOTE(old_man @ 16th March 2022 - 02:20 PM) *
შტაინერის წინასწარმეტყველებას რაც შეეხება, მას აქვს ასეთი წინასწარმეტყველება, რომ არიმანი დაიბადება (თუ გამოჩნდება? ... აღარ მახსოვს) 1998 წელს. (თუმცა ამბობდა, რომ წლები შეიძლება ზუსტი არ იყოს. მაგრამ ჰიტლერის როგორც მზის დემონის - ზორატის გამოჩენა დედამიწაზე ზუსტად იწინასწარმეტყველა წლებით). ახლა არის არიმანული ტენდენციების ზენიტი და ჩვენც ვართ ამის მოწმე.


პუტინია უეჭველი biggrin.gif 1998-ში უკვე ეკავა რაღაც თანმდებობა..


Posted by: old_man Mar 16 2022, 02:33 PM

QUOTE(chemikerin101 @ 16th March 2022 - 02:29 PM) *
პუტინია უეჭველი 1998-ში უკვე ეკავა რაღაც თანმდებობა..

ჰო, მეც ეგ ვიფიქრე :DDD
მგონი 1999-ში გამოჩნდა ფართო ასპარეზზე, ელცინმა რომ წარადგინა თავის შემცვლელად

Posted by: old_man Mar 16 2022, 02:36 PM

С мая 1998 года – первый заместитель Руководителя Администрации Президента Российской Федерации.
В июле 1998 года назначен директором Федеральной службы безопасности Российской Федерации, одновременно – с марта 1999 года – Секретарь Совета Безопасности Российской Федерации.
С августа 1999 года – Председатель Правительства Российской Федерации.
С 31 декабря 1999 года – Исполняющий обязанности Президента Российской Федерации.
26 марта 2000 года избран Президентом Российской Федерации. Вступил в должность 7 мая 2000 года.

ეგაა რა ))

Posted by: chemikerin Mar 16 2022, 02:39 PM

QUOTE(old_man @ 16th March 2022 - 02:36 PM) *
С мая 1998 года – первый заместитель Руководителя Администрации Президента Российской Федерации.
В июле 1998 года назначен директором Федеральной службы безопасности Российской Федерации, одновременно – с марта 1999 года – Секретарь Совета Безопасности Российской Федерации.
С августа 1999 года – Председатель Правительства Российской Федерации.
С 31 декабря 1999 года – Исполняющий обязанности Президента Российской Федерации.
26 марта 2000 года избран Президентом Российской Федерации. Вступил в должность 7 мая 2000 года.

ეგაა რა ))



კიიი, მეც ეგ მგონია.... wink.gif

Posted by: tikoroma Mar 16 2022, 04:45 PM

ჩემი პრობლემა ის თუა, რუსულ არხებს რომ არ ვუსმენ თქვენსავით და ვერ ვერკვევი რას ავრცელებს რუსეთი, ოკ დამრჩეს ეს პრობლემად

Posted by: ano Mar 16 2022, 04:53 PM

ციტატა(td......... @ Mar 16 2022, 03:15 PM) *
ano
რაც ადამიანებმა დაკარგეს ცოდნა და შეცვალეს ის რელიგიით, იმის მერე რაც შეიქმნა საზღვრები და ადამიანმა მესაკუთრეობის გრძნობა განიცადა მას შემდეგ, ყველა ეპოქის , დროის და ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთს შეგიხლია მოარგო ეგ ციტატა ანო. და ძალიან ცუდია თუ ფიქრობ, რომ ღარიბაშვილის თავშეკავება ქვეყნის უსაფრთხოებითაა გამოწვეული.

შესაძლოა მართალი ხარ ღარიბაშვილზე,
მაგრამ ის რომ ძალიან დიდი ცვლილებები გველოდება წინ უბრალოდ ფაქტია.

შტაინერს პირდაპირ არ ეხება მაგრამ
შესაძლოა საქართველოს რაღაც მისია აქვს მაგრამ არ ვიცი რა, გამსახურდია ლაპარაკობდა ამაზე ისიც თეოსოფიის მიმდევარი იყო.

მე ხშირად მაქვს შინაგანი კონფლიქტი ამის გამო, ძალიან მძიმე ტვირთის აღება მოუწევს, ის რომ მე ამას ვეწინააღმდეგები აზრი არ აქვს.




Posted by: ano Mar 16 2022, 06:07 PM

ქართველებო რამხელა გული გაქვთ მეტირება.
ღმერთო გადმოგვხედე.

Posted by: ano Mar 16 2022, 06:09 PM

იესო ქრისტე სწორი ნაბიჯით წარმართე გთხოვ გზა და გონი გაუნათე, ჩემს ერს მუდამ სუფთა ზრახვები აქვს,
დიდი და სუფთა გული.

Posted by: td......... Mar 16 2022, 06:39 PM

ano
დიდი ცვლილებები ერთი ერის კონტექსტში არასდროს არ ხდება, რადგან ყველა და ყველაფერი ერთ გლობალურ სტრუქტირას წარმოადგენს. ჩვენი პრობლემაც ხშირადამაშია, რომ რაღაცგანსაკუთრებულ სტატუსს ვითცოვთ სამყაროსგან.
ცვლილებები რაც ზოგადად ელის ადამიანებს, პლანეტას სწორედ ამისკენ იქნება მიართული. ძველმა მოდელმა ცნობიერების, სამყაროს აღქმის, თუ გუნდა ღმერთის აღქმისაც ფაქტიურად ამოწურა თავი.

Posted by: earth Mar 16 2022, 08:20 PM

chemikerin

QUOTE(chemikerin101 @ 16th March 2022 - 02:51 PM) *
old_man
QUOTE(old_man @ 15th March 2022 - 04:34 PM)
QUOTE
დიდი ცვლილებები მიმდინარეობს დედამიწაზე. 2025 წლამდე კიდევ ბევრი რამ მოხდება

შენ გეცოდინება შტაინერის წინასწარმეტყველებები და იქნებ აქ ან შტაინერის თემაში დადო...

კარგი იქნება.

Posted by: earth Mar 16 2022, 08:31 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 16th March 2022 - 05:53 PM) *
შტაინერს პირდაპირ არ ეხება მაგრამ
შესაძლოა საქართველოს რაღაც მისია აქვს მაგრამ არ ვიცი რა, გამსახურდია ლაპარაკობდა ამაზე ისიც თეოსოფიის მიმდევარი იყო.

მე ხშირად მაქვს შინაგანი კონფლიქტი ამის გამო, ძალიან მძიმე ტვირთის აღება მოუწევს, ის რომ მე ამას ვეწინააღმდეგები აზრი არ აქვს.

ხო, მგონი ამბობდა, რომ ჯერ საქართველოში მოხდება მოვლენები და მერე ყველგან.
ასევე ქებაი და დიდებაი განიხილა, სადაც წერს, რომ დამარხულია ქართველი ერი მესიის მოსვლამდე.

Posted by: earth Mar 16 2022, 08:39 PM

ყოველთვის მაინტერესებდა წინასწარმეტყველობების წაკითხვა და მომავლის განჭვრეტა, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი აზრი შეიცვალა ამ საკითხზე და სხვა კუთხით ვუყურებ წინასწარმეტყველობებს.
წინასწარმეტყველობა არის ერთგვარი პროგრამა, რომელსაც ჰქმნი და აძლევ საზოგადოებას, რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ პროგრამას(ანუ ირწმუნებს), მით რეალური ხდება შედეგი.
წინასწარმეტყველობა ჩვენგან იღებს ენერგიას და ხდება.
მაინც მიყვარს მათი წაკითხვა, ჯერ ჩემი საფეხური(პირადი) არ გადასულა შემდეგ ეტაპზე.
შემდეგ ეტაპზე რომ გადავალთ, ვინც შევძლებთ, უბრალოდ დავაიგნორებთ ალბათ წინასწარმეტყველებას და ალბათ შევცვლით კიდეც თუ მოგვინდება.

Posted by: toresi9 Mar 17 2022, 12:33 AM

QUOTE(earth @ Mar 16 2022, 08:39 PM) *
ყოველთვის მაინტერესებდა წინასწარმეტყველობების წაკითხვა და მომავლის განჭვრეტა, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩემი აზრი შეიცვალა ამ საკითხზე და სხვა კუთხით ვუყურებ წინასწარმეტყველობებს.
წინასწარმეტყველობა არის ერთგვარი პროგრამა, რომელსაც ჰქმნი და აძლევ საზოგადოებას, რაც მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ პროგრამას(ანუ ირწმუნებს), მით რეალური ხდება შედეგი.
წინასწარმეტყველობა ჩვენგან იღებს ენერგიას და ხდება.
მაინც მიყვარს მათი წაკითხვა, ჯერ ჩემი საფეხური(პირადი) არ გადასულა შემდეგ ეტაპზე.
შემდეგ ეტაპზე რომ გადავალთ, ვინც შევძლებთ, უბრალოდ დავაიგნორებთ ალბათ წინასწარმეტყველებას და ალბათ შევცვლით კიდეც თუ მოგვინდება.

ეგრეა სულ რომ არარსებული ბოდვა იყოს ადამიანებს თუ კარგად შეუფუთავ ისინი მის დაჯერებას დაიწყებენ რწმენას კი დიდი ძალა აქვს
თან წინასწარმეტყველება ცოტა ისეთი რამაა ქვეცნობიერ დონეზე მაინც გელექება ჯამში კი დიდი ენერგია გროვდება და მართლაც იღებს
რეალიზაციიის შანსებს და სულ რომ ნამდვილი ჭვრეტა იყოს ათასი ტიპის ზეგავლენა განხორციელდება მასზე ათასჯერ შეიცვლის ფორმას ასე რომ
ჭვრეტა კიდევ ხომ მაგრამ წინასწრმეტყველება როგორც ასეთი და მისი მინდობა უტყუარ მასალად არ ღირს .

Posted by: ano Mar 17 2022, 01:14 AM

ციტატა(td......... @ Mar 16 2022, 07:39 PM) *
ano
დიდი ცვლილებები ერთი ერის კონტექსტში არასდროს არ ხდება, რადგან ყველა და ყველაფერი ერთ გლობალურ სტრუქტირას წარმოადგენს. ჩვენი პრობლემაც ხშირადამაშია, რომ რაღაცგანსაკუთრებულ სტატუსს ვითცოვთ სამყაროსგან.
ცვლილებები რაც ზოგადად ელის ადამიანებს, პლანეტას სწორედ ამისკენ იქნება მიართული. ძველმა მოდელმა ცნობიერების, სამყაროს აღქმის, თუ გუნდა ღმერთის აღქმისაც ფაქტიურად ამოწურა თავი.


ვიცი მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ ვწერ, ჩვენ ვიბრძოლებთ მაგრამ ევროპის ხასიათი არამყარი მეჩვენებოდა.
მიშაზე ვიცი რომ უნდა განთავისუფლდეს, და მისი საქმე აკეთოს.

როგორ კარგად დაიწყო მიშამ როგორი ენერგიით და ენთუზიაზმით, კორუფციასთან ბრძოლა მართლაც კარგად გამოუვიდა, მერე რაღაცეები კი აურია მაგრამ რას იზამ პოლიტიკა ასეა.

თუ ეს მთავრობა ასე გააგრძელებს საქართველოს მაინც ნაწილ ნაწილ წაართმევენ.

ისე ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება მიშა რუსეთის პრეზიდენტად ❤️


Posted by: ano Mar 17 2022, 01:21 AM

ციტატა(earth @ Mar 16 2022, 09:31 PM) *
ano

ხო, მგონი ამბობდა, რომ ჯერ საქართველოში მოხდება მოვლენები და მერე ყველგან.
ასევე ქებაი და დიდებაი განიხილა, სადაც წერს, რომ დამარხულია ქართველი ერი მესიის მოსვლამდე.


ხო ზვიად გამსახურდია მუშაობდა ამ თემების გაშიფვრაზე, საქართველოს მისია არის პრომეთეს მისიაო ანუ წინასწარ განჭვრეტა მოვლენების, ისე ეს ყველაფერი უბრალოდ მისი კვლევაა, სხვადასხვა წყაროებიდან სინთეზი,
ძირითადად თეოსოფიას ეფუძნებოდა მისი ხედვები

Posted by: old_man Mar 17 2022, 10:55 AM

QUOTE(*ANO* @ 17th March 2022 - 01:21 AM) *
საქართველოს მისია არის პრომეთეს მისიაო

მე მჯერა, რომ დედამიწის ევოლუციის ეტაპებზე ამა თუ იმ ერს თავისი გარკვეული მისია აკისრია, მაგრამ ამ ეტაპზე არა მგონია საქართველოს რამე მისია ჰქონდეს ასეთი ცნობიერებით. გამოღვიძება უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, შეიქმნება კრიტიკული მასა რითიც უკვე ერი თავის წვლილს შეიტანს პლანეტის სხვა ეტაპზე გადასასვლელად. ახლა რას ვხედავთ? გამორჩეულობის შეგრძნება, მე შენ გჯობივარ, ჩემი რწმენა არის ჭეშმარიტი, შენ სად იყავი, მე რომ ვიყავი...სუფთა ცრუ ეგოში ცხოვრება. მთავარი უკანდამხევი არის მართლმადიდებლობა, რომელიც დაყვანილია რიტუალებზე, დოგმებზე, პატრიარქალურ ცნობიერებაზე და ჩარჩენილია შუა საუკუნეებში, რომელიც აღარ პასუხობს თანამედროვე ადამიანის სულიერ მისწრაფებებს. ახლა ყველაზე წინ ვთვლი დასავლეთ ევროპის ერებს. ეს იმიტომ მოხდა, რომ მათ ცნობიერების შეცვლა დაიწყეს სულიერი ინსტიტუტით, ეკლესიის რეფორმებით, პროტესტანტიზმმა ხელი შეუწყო ადამიანის ინდივიდუალურ სულიერ განვითარებას და ცნობიერება უფრო გაფართოვდა

Posted by: ano Mar 17 2022, 11:34 AM

კი, ცნობიერება დაბალ დონეზეა,

მიშაზე და მის პარტიაზე ვიხუმრე, ძაან დაიძაბა აქ სიტუაცია, ამბიციები საოცარი აქვთ,
მე არ მჯერა იმ საქმის სიყვარულის რასაც ფულით აკეთებენ, თუ უბრაძანებენ შიმშილობენ, თუ უბრაძანებენ და გადაუხდიან ქვეყანას გაყიდიან, იგივეა ახლანდელი მთავრობაც.

მე მაინც მგონია რომ ხალხი ასე თუ ისე უკვე ხვდება პრობლემების არსს, მაგრამ იოლად სამართავი და მოწყვლადია, მანიპულაციებში ეხვევიან.

თუ ერებმა ეგო არ მოთოკეს გაებმებიან მახეებში, ისევე როგორც რუსეთი, რომელსაც ჰგონია რომ ყველა ერს სჯობია, ის რაც დაემართა გერმანიას რომ ეგონა თეთრი არიული რასა ვართო, ძველ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

ეს ომები, არეულობები, მტკივნეული დარტყმები გარდაუვალია,
საჭიროა სიტუაციის ყველა კუთხიდან დანახვა, ინფორმაციის მოპოვება ყველა მხრიდან, გაანალიზება, ეგოს გარეშე.


Posted by: Zet Mar 17 2022, 11:44 AM

ყველაფერი რაც დღეს ხდება უკრაინაში, იღუპებიან და სახიჩრდებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვები, ქალები თუ მოხუცები, არის სხვა არაფერი თუ არა იმ რუსული პროპაგანდის ბრალი და იმ ადამიანების ვინც ამ პროპაგანდას ავრცელებს და მხარს უჭერს. ეს პროპაგანდა არის ის, რაც პუტინს ხელს უხსნის მსგავსი ქმედებებისკენ, პუტინი არის უბრალოდ მექანიზმი ამ ადამიანების სურვილის ასასრულებლად. ვიცი რომ ანოს კარგის გარდა არაფერი არუნდა, მაგრამ ისიც ამ პროპაგანდის ნაწილია და კიდევ ვინც მას მხარს უჭერს და მწვანე შუქს უნთებს სიტყვის თავისუფლების ეგიდით. (ფაშიზმის გავრცელებაც არის კანონით დასჯადი) და სიტყვის თავისუფლება ბევრს უბრალოდ არასწორად ესმის, რუსული პროპაგანდისტები ამით სარგებლობენ და ნერგავენ თავიანთ იდეოლოგიას შეფარვით თუ გახსნილად. ამ პროპაგანდისტებს რაც არუნდა უხსნა მაინც არაფერი არ გააჩერებთ, ისინი სადაც კი მიუშვებ იქ ფრთებს გაშლიან, იქმადე სანამ რამე სერიოზულ დაბრკოლებას არ მიაწყდებიან, მათი ბუნება ასეთია. ანოს ექაუნთს თავის პოსტებიანად მთლიანად არ წავშლი ამდენი უწვალია უწერია, მაგრამ დავუყვები და მარტო რუსული პროპაგანდის პოსტებს წავშლი. ასევე მინდა წესები შევცვალო ფორუმზე დავამატო რუსული პროპაგანდის აკრძალვა.

Posted by: ano Mar 17 2022, 04:14 PM

კი ბატონო წაშალე, მარტო ამ თემაში მაქვს პოლიტიკაზე ნაწერი, სხვაგან არ მგონია რომ ამერიოს.

უნდა წაიშალოს მე არ მინდა გავლენა მოვახდინო დიდ მასაზე, აქ ლოკალური წარმოდგენა გავმართე რომ ფორუმზე შემოსულმა დამკვირვებლებმა გვერდიდან დაინახონ თავისი თავი და შეცდომები.
მე პატარა როლი შევასრულე, და მისია, პოლიტიკაზე წერა არ მინდოდა მდგომარეობამ მაიძულა.

განიმუხტენით, დამშვიდდით ❤️

Posted by: earth Mar 17 2022, 07:16 PM

Zet

QUOTE(ZipCode @ 17th March 2022 - 12:44 PM) *
ანოს ექაუნთს თავის პოსტებიანად მთლიანად არ წავშლი ამდენი უწვალია უწერია, მაგრამ დავუყვები და მარტო რუსული პროპაგანდის პოსტებს წავშლი.

აქ ლუციფერის აქაუნთი და პოსტები არ წავშალეთ ზეტ, რომლის უარყოფითმა ენერგიამ დაანგრა და დაშალა ფორუმი. ანოს აქაუნთის წაშლა ნამდვილად არც შეიძლება გაიფიქროს ვინმემ.
არის ბევრი ანოს პოსტები, რომლებიც ჩემს შეხედულებას არ ემთხვევა, არ ვამბობ, რომ იგივე შეხედულება მაქვს ბევრ საკითხზე.
ამ პერიოდში მხოლოდ ანოს ძალით იყო ფორუმი. ის მას აცოცხლებდა.
პოლიტიკის პოსტები მთლინადაც რომ წაიშალოს არაა პრობლემა. პოლიტიკას კარგი არავისათვის მოუტანია.

Posted by: brevalo Mar 18 2022, 12:59 PM

ასეთი რა დაწერა ანომ, რომ წაშალეთ? biggrin.gif

Posted by: old_man Mar 18 2022, 08:53 PM

QUOTE(brevalo @ 18th March 2022 - 12:59 PM) *
ასეთი რა დაწერა ანომ, რომ წაშალეთ? biggrin.gif

პუწინ ნაშ ლიუბიმი პრეზიდენტ-ო secret.gif biggrin.gif

Posted by: brevalo Mar 18 2022, 08:56 PM

QUOTE(old_man @ Mar 18 2022, 08:53 PM) *
პუწინ ნაშ ლიუბიმი პრეზიდენტ-ო secret.gif biggrin.gif




უი biggrin.gif


Posted by: ano Mar 19 2022, 11:45 PM

არ წაუშლიათ ჩემი პოსტები, ვისაც თვალი და ყური აქვს გაიგებს, მე პუტინზე მსგავსი რამ არ დამიწერია,
მე დავწერე რომ რუსეთი და ამერიკა ერთად მუშაობენ, პოლიგონი არის უკრაინა, საბოლოო მიზანი არის ახალი მსოფლიო წესრიგი.

ინიციალები რუსულ სამხედრო ტექნიკაზე არის მაგის დასტური,
Z _ Zion, 0 _ განულება.
დიდი გადატვირთვა და შემდეგ ახალი მსოფლიო წესრიგი.

ბიბლიაში ეს ყველაფერი უკვე წერია,
ამის მერე რაც იქნება ისიც ვიცი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის

Posted by: ano Mar 19 2022, 11:49 PM

კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ მწამებთ ცილს,
მე ვამბობ რომ ორივე ერთია, გლობალურად განვიხილავ მოვლენებს.
გთხოვთ საკუთარი სტერეოტიპული ხედებით ნუ იბრმავებთ თავს

Posted by: old_man Mar 20 2022, 12:07 AM

ვიცი, ვიცი. პუტინზე ხუმრობა იყო. მაპატიე :დდდ

Posted by: ano Mar 20 2022, 12:16 AM

https://youtu.be/IopBSxXLMeo
ეს ვიდეოც ნახეთ, ზელენსკი არის ებრაელი, როგორც მახსოვს დავითის შტოდან.
მინიშნებებია ამ ფილმში,

Posted by: ano Mar 20 2022, 12:24 AM

ბიბლიიდან დავწერ წინასწარმეტყველებსებს
ჩრდილოეთის და სამხრეთის მეფეები შეებრძოლებიან (იგულისხმება რუსეთი და სამხრეთის მეფე _ ინგლის ამერიკა)
ეს ციკლურად მეორდება თუმცა ამ ყველაფერს ერთი სცენარისტი ჰყავს, ( არ ვიცი აღარ მახსოვს ეს მესამე მსოფლიო ომში თუ გადაიზრდება)
შემდეგ დაიწყებენ საუბარს მსოფლიო მშვიდობაზე გაეროს მეთაურობით, და ყველა რელიგიების განადგურებას,
ასევე იქნება ერთიანი ვალუტა,
მანამდე კიდევ ბევრი მტკივნეული პროცესები, პანდემიები,
არ მინდა თქვენი შეშინება მაგრამ ეს პროცესები უკვე დაიწყო

Posted by: ano Mar 20 2022, 12:29 AM

აპოკალიფსის 4 მხედარი
1 მხედარი თეთრი ცხენზე გვირგვინით ( კორონა)
2 მხედარი წითელ ცხენზე შუბით (ომი)
3. მხედარი შავი გამხდარი სასწორით (შიმშილი)
4. მხედარი ფერმიხდილი ცელით ხელში ( პანდემიები წაიყვანს მოსახლეობის 1/4 ს)

Posted by: old_man Mar 20 2022, 12:29 AM

ბიბლიური წინასწარმეტყველებების მჯერა, უბრალოდ კარგი გაშიფრვა უნდა. ეს ცალკე თემას იმსახურებს

Posted by: earth Mar 20 2022, 08:28 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 20th March 2022 - 01:29 AM) *
პანდემიები წაიყვანს მოსახლეობის 1/4 ს

ბილ გეითს წიგნი გამოუშვია ახალი პანდდემიებისაგან როგორ დავიცვათო თავი...
არ დაგვასვენებენ, როგორც კი ერთი გაივლის მეორეს მოიგონებენ. ახლა კოვიდ ვირუსი მთავრდება და სასწრაფოდ „მოგვაშველეს“ ომი.


ხსნა უნდა ვეძებოთ, არ გადავიდეთ ჩვენი გზიდან, არ დავკარგოთ სულიერისაკენ ლტოლვა, არ დავკარგოთ რწმენა, იმედი და სიყვარული. ჩვენ, ჩვენი სული გაცილებით დიდია იმაზე, რასაც ომი ან პანდემია ჰქვია. უბრალოდ ვერ ვაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში თვითოეული ჩვენგანი უდიდესი ძალისაა.

კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან.
რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.
“ მათე 18,19
მჯერა ამ სიტყვების... კარგი იქნებოდა ეს ძალა გამოგვეყენებინა. ორი და სამი კი არა წარმოიდგინეთ ამ ფორუმზეც კი ერთობლივი ძალით რამხელა რამე შეიძლება შევცვალოთ.

ამდენი წლები სიყვარულზე ვწერდით... სიყვარული რჩება მთავარ იარაღად.

Posted by: td......... Mar 20 2022, 02:31 PM

ვაიმეეე, მინდა საბანი გადავიფარო თავზე და ცოტახანში გავიღვიძო... რეები მესმის, რეებს ვკითხულობ!

Posted by: chemikerin Mar 20 2022, 03:01 PM

angry.gif angry.gif angry.gif


Posted by: td......... Mar 20 2022, 08:09 PM

sad.gif

Posted by: ano Mar 21 2022, 06:13 PM

დავწერე წაიშალა.

საჭიროა ფსიქოსომატიკა, ადამიანები უნდა მიხვდნენ რომ დედამიწა ერთი ორგანიზმია, ყველა ქვეყანა მისი ნაწილი და საჭიროა ურთიერთ თანამშრომლობა,
ეგოიზმი, მომხვეჭელობა, პარაზიტული აზროვნება ღუპავს პლანეტას, არცერთი ქვეყნა არავიზე უკეთესი არ არის, უბრალოდ თავისი ფუნქცია აქვს,
პრობლემა არ მოგვარდება ეგოისტური აზროვნებით, საჭიროა ეგოზე ამაღლება

Posted by: ano Mar 21 2022, 06:16 PM

ციტატა(old_man @ Mar 20 2022, 01:29 AM) *
ბიბლიური წინასწარმეტყველებების მჯერა, უბრალოდ კარგი გაშიფრვა უნდა. ეს ცალკე თემას იმსახურებს


კი მაგის გაშიფვრა რთულია, მაგრამ ამ მხედრებზე წერია ასე პირდაპირ, ისიც წერია რომ ხორბლის და ქერის დეფიციტი იქნება, ხოლო მსოფლიოს ხორბლით სწორედ რუსეთი და უკრაინა ამარაგებს

Posted by: chemikerin Mar 25 2022, 05:11 PM

მარკოზი 13

7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.

Posted by: ano Mar 26 2022, 02:04 PM

მიშამ ბევრი რამ იცის, იმედი მაქვს რომ შეძლებს ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი აარჩიოს.
მე ზუსტად არ ვიცი რა მაგრამ, ვიცი რომ ისიც მარიონეტია სამწუხაროდ, ადამიანურად მის გამო ვწუხვარ რომ ასე რთულ მდგომარეობაშია.

ღმერთო გაუხსენი გული და გონება.

დამთავრდეს ომი ისე რომ არ გადაიზარდოს მესამე მსოფლიო ომში.

ნეტავ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს რომ პროპაგანდის მსხვერპლია და ისინი აძლიერებენ ომის და დესტრუქციის ქანქარებს.

თქვენ თქვენი ნებით ხდებით დიდი ტანჯვის და სისხლიანი მსხვერპლშეწირვის რიტუალის მხარდამჭერი, თქვენ გიხარიათ რომ ადამიანები იტანჯებიან ( არ აქვს მნიშვნელობა რუსი, უკრაინელი) ხალხი მსხვერპლია, და ხდება მასობრივი პროგრამირება, ზომბირება, რითაც ადამიანი კარგავს საკუთარ აზრს და ექცევა გავლენის ქვეშ.

სანამ დედამიწაზე იარსებებს ფხიზელ ადამიანთა თუნდაც მცირე ჯგუფი ისინი არ დაუშვებენ მესამე მსოფლიო ომს

Posted by: td......... Mar 27 2022, 05:20 PM

ციტატა(chemikerin101 @ 25th March 2022 - 05:11 PM) *
7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.

ციტატა(chemikerin101 @ 25th March 2022 - 05:11 PM) *
7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.

8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.


ადამიანების არსებობის თითქმის მტელი ისტორიაა ამ სიტყვებში.. ომი, ავადმყოფობა და წინააღმდეგობა მუდამ იყო და ჯერ კარგა ხანს იქნება ადამიანების თანმდევი.. რეალობის აღწერაა ეს, რაც ნიჭიერადაა გამოყენებული რელიგიურ კონტექსტში.

Posted by: td......... Mar 27 2022, 05:23 PM

ციტატა(*ANO* @ 26th March 2022 - 02:04 PM) *
სანამ დედამიწაზე იარსებებს ფხიზელ ადამიანთა თუნდაც მცირე ჯგუფი ისინი არ დაუშვებენ მესამე მსოფლიო ომს

ამინ! ნეტა მასე იყოს მართლა...

რაც შეეხება სისხლიანი რიტუალის მხარდაჭერას, ადვილია ამაზე მსჯელობა , როცა თავზე ბომბები არ გაცვივა

Posted by: old_man Mar 27 2022, 06:42 PM

საერთოდ როგორ უნდა გავიგოთ ესა თუ ის წინასწარმეტყველება რომელ ეპოქას ან პერიოდს ეხება? არის ამაზე ბიბლიაში რამე მინიშნები?

Posted by: ano Mar 27 2022, 07:05 PM

ციტატა(old_man @ Mar 27 2022, 07:42 PM) *
საერთოდ როგორ უნდა გავიგოთ ესა თუ ის წინასწარმეტყველება რომელ ეპოქას ან პერიოდს ეხება? არის ამაზე ბიბლიაში რამე მინიშნები?


კი წერია ბიბლიაში, არიან ბევრი წინასწარმეტყველები,
რასაც ყველა თავისებურად ხსნის,
მაგალითად აპოკალიფსის 4 მხედარი არის ახალი აღთქმის ბოლო წიგნი იოანეს გამოცხადებაში

მე ადრე ვიყავი დაინტერესებული და ნათესავები მყავს იეჰოვას მოწმეები ასე რომ ვსაუბრობთ ხოლმე,
ეს არის მაგათი კვლევები თუ გაინტერესებს
https://www.jw.org/ka/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-2020/%E1%83%A9%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%A8%E1%83%98/
სხვადასხვა ბიბლიის მუხლების განხილვა აქვთ
რაც შეეხება ჩემს აზრს იეჰოვას მოწმეების შესახებ მგონია რომ მასონების მართული რელიგიაა.

ეს მართლმადიდებლური განხილვაა
https://scroll.ge/2042/apokaliphsis-4-mkhedari/




Posted by: ano Mar 27 2022, 07:18 PM

ესეც საგუშაგოს განხილვა 4 მხედრის
https://www.jw.org/ka/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90/%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%99%E1%83%98-3-2017-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98/%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98/

ისე ჩემი აზრით პირველი მხედარი რომელსაც გვირგვინი ადგია კორონაა.

ამათ კვლევებში ბიბლიური მუხლები მითითებული აქვთ და ასე მოძებნი ბიბლიაში რომ თავად წაიკითხო იქნებ სხვაგვარი ახსნა მოუძებნო,

სხვათა შორის ბიბლიაში ისიც წერია რომ ელექტრონული ვალუტა შემოვა, რომელიც ამოტვიფრული იქნება ხელზე და შუბლზე და ვისაც ეს არ ექნება ვერც ვერაფერს იყიდის და გაყიდის, მე რომ ვკითხე იეჰოვას მოწმეებს რა ვქნათ თქო არ იციან, მოკლედ მაგ წინასწარმეტყველება დაიგნორებული აქვთ, აცრებზე რომ ვკითხე მაგაზეც თუ გინდა აიცერიო.
მთავარია გული გქონდეს სუფთაო.
მოკლედ ამ წინასწარმეტყველებებს ბოლომდე ვერავინ ვერ ხსნის

Posted by: td......... Mar 27 2022, 08:56 PM

ვფიქრობ, წინასწარმეტყველებები მანიპულაციის საშუალებებია. ადრე მეც დაინტერესებული ვიყავი ძალიან, მერე ბევრი სხვადასხვა ხაზის წინასწარმეტყველებები და მათი კომენტარები ვნახე და დავასკვენი, რომ ეს თემა არის მანიპულაციის იარაღი. რომელსაც ვინც იყენებს, მიმდინარე სიტუაციის ანალიზის საფუძველზე რაღაც დეტალებს ამატებს, ან ცვლის, უმნიშვნელოს, რომელიც აუდიტორიისთვის კაუჭის როლს ასრულებს და ამით დიდ მასებს აჯრებს სიტყვების უტყუარობაში და ამით მართავს მათ. მასების მართვით კი ცვლის თამაშის სცენარებს, ცვლის ზოგად სიტუაციებს. ამას არ აკეთებს 1 და 2 ადამიანი, რა თქმა უნდა, არც ის ყბადაღებული თემა მმართველ კლანებზე. მგონია ეს უფრო მაღალი სისტემაა, რომელიც ცდება ჩვენ სულიერ პლანს. ძველ რელიგიებს ახალიც დაემატა, ეზოთერიკოსების, მაგების, სხვადასხვა ნიუ-ეიჯის მიმდინარეობები, სოციელური ქსელებში გავრცელებული კომუნები, ფსიქო-სოციაული ქოუჩ ჯგუფები და მსგავსი-ყველა მანიპულატორები არიან.
ზოგადად მგონია რელიგიებია მართვის იარაღები და მანიპულაციის ხერხებისთვის შექმნილი სისტემები, აქედან გამომდინარე წინასწარმეტყველებაც, წმინდა გადმოცემებიც ეგაა.ყველგან დატოვებულია ამ პლანის შექმნის დროს არსებული ცოდნის უმნიშვნელო ფრაგმენტი, რის გარშემოც შექმნილის ფალსიფიცირებული ამბავი ღმერთის შესახებ.
როდესაც ადამიანი იწყებს თვითგანვითარებას, ცნობიერების გაფართოვებას და იმ მოცემულობების შესრულებას რისთვისაც დაიბადა, ინფორმაციას პირდაპირ იღებს, ან მისთვის გამოყოფილი კონტაქტორების საშუალებით.

Posted by: old_man Mar 27 2022, 09:34 PM

მე მგონია, რომ არსებობს გლობალური წინასწარმეტყველებები რაც უნდა აღსრულდეს. დაწერილია სცენარი და ეს ჩვენი ვიწრო ადამიანური ცნობიერებით არის ცუდი/კარგი. "მოდი დავსხდეთ ნათელი ენერგია მოვიზიდოთ და აღარ მოხდება, ვილოცოთ და ა.შ." ამას ვერ შეცვლის. თუ განსაზღვრული იყო რომ ქრისტე ჯვარზე უნდა გაეკრათ და მანაც ეს იცოდა, ასე უნდა მომხდარიყო.
ბიტავოი წინასწარმეტყველებებს არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა

Posted by: old_man Mar 27 2022, 09:35 PM

ისევ პოლიტიკას დავუბრუნდეთ. აზერები გააქტიურდნენ ყარაბაღში.
როგორ გგონიათ წავა ჯაჭვური რეაქცია?

Posted by: td......... Mar 27 2022, 09:39 PM

old_man
აზერებმა ისევ ძველი დისლოკაციისკენ დაბრუნება დაიწყეს. ეს თემაც რუსული პროპაგანდაა, ოლდმენ. რუსეთს აწყობს ახლა აირიოს ყველაფერი გარშემო, რომ როგორღაც გადაიტანოს ყურადღება რუსეთიდან და მსოფლიოს საზოგადოების ყურადრება გაფანტოს. არავინ არ უნდა აყვეს ამ ფსიხოზს, რასაც ხალხში თესავენ.

წინასწარმეტყველებას რაც ეხება, რომ შეადარო ბევრი ერთმანეთის დუბლია და თან მსოფლიო ისტორიის ძალიან ბევრ ეპოქას შეიძლება მოარგო... აქედან გამომდინარე მანიპულაციას გავს. ქრისტეს ისტორიას არ შევეხები საერთოდ, არ მინდა წყევლა გამოვიწვიო...

Posted by: old_man Mar 27 2022, 09:48 PM

მოდი ერთი თემა გავხსნათ და დავწეროთ მოვლენების განვითარების ჩვენ წინასწარმეტყველებები და ვისიც ასრულდება
ის ვაღიაროთ ფორუმის ვანგად kos.gif opaa.gif worthy.gif

Posted by: td......... Mar 27 2022, 10:15 PM

old_man
გადასარევი იდეაა :დ
კონკურსი ჩავატაროთ

Posted by: ano Mar 28 2022, 06:09 PM

წინასწარმეტყველებებზე დღევანდელმა მსოფლიო მოვლენებმა დამარწმუნა რომ ადამიანთა მცირე ჯგუფი მონაწილეობს, და ასრულებენ გეგმა დავალებას, ეს იციან ძალიან კარგად პოლიტიკოსებმა, რა თქმა უნდა ქართველებმაც.

ის რომ მიშა გამოდის ტელევიზიებში და აცხადებს რუსეთი შეიჭრება უკრაინაში ამა და ამ ოლქიდან, მოიქცევა ასე და ისე, მოკლედ ზუსტად იცის გეგმა.
ასევე რუსეთი გამოდის და იძახის ომი იქნება უკრაინაში და მერე საქართველოში, ეს არის რამდენიმე წლის წინანდელი ვიდეოები და მე ამას აღვიქვამ როგორც გარიგებას, ანუ გეგმა თუ სად იქნება ომი და ვინ რა ტერიტორიებს წაიღებს, ასევე ევროპა რომ მხოლოდ რაღაც სახის სანქციებს დაწესებს, რაც ისევ ხალხს გაწყვიტავს წელში, ჩემთვის ეს ყველაფერი არის ხალხის ძარცვა,
აი ჟაკ ფრესკო ძალიან კარგად ხსნის ყველაფერს ამ სისტემის შესახებ. ახლა ვხვდები რატომ არ აღიარებს ღმერთს.

ეს სისტემა დაინგრევა ანუ ძველი სისტემა, ახალის გეგმა უკვე მზად აქვთ.

ძალიან ბევრი ინფორმაცია ძველი ხელნაწერები იმალება ვატიკანში, ისინი თუ გამოჩნდება ყველაფერი შეიცვლება ვფიქრობ.

რაც შეეხება წინასწარმეტყველების თემას გავხსნათ ცალკე თემა, დავდოთ სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციები საინტერესო იქნება.
ისე კი დღევანდელი სიტუაცია ტრაგიკომედიაა.
ზელენსკის ოსკარი უნდა გადასცენ როლის საუკეთესო შესრულებისათვის რა თქმა უნდა

Posted by: ano Mar 28 2022, 08:39 PM

ეს იყოს აქ, შეცდომებთან დაკავშირებით საინტერესო სტატიაა
https://forbes.ge/10-shetsdoma-romelthats-tchkvian/
ერთს დავწერ: "ბრიყვი უშვებს ერთი და იგივე შეცდომებს და განსხვავებულ შედეგებს ელოდება"
ანუ მიშას რომ აქვს რატომღაც დეჟავუს განცდა რისი ბრალია

Posted by: ano Apr 4 2022, 02:30 AM

დიდი პოზიტიური ცვლილებები უნდა დაწყებულიყო 90 იან წლებში, ისინი ვინც მართავენ პლანეტას უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ძალადობრივი მაქინაციებით გააჭიანურეს, ახლაც არ უნდათ წასვლა, შეეცდებიან ომი გადაზარდონ ფართომასშტაბიანში. ის ძალა რომელიც ამ მოვლენებს მართავს შეუძლია ადამიანების გონების მართვა, თან ისე რომ ადამიანებს ჰგონიათ თითქოს ამ ბრძოლით ვინმეს მოუგებენ, ( ამ ჰიპნოზის ქვეშ იმყოფება პროცენტულად ძალიან ბევრი ) თუ საქართველო ჩაება ომში ეს ნიშნავს რომ ქართველები თვითმკვლელობაზე მიდიან, თუ ევროპა ჩაება ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს, (ბირთვულში შეიძლება გადაიზარდოს)
ხილვაში ვნახე გაბრწყინებული საქართველო და ევროპის ქვეყნები, ვფიქრობ რომ გამოღვიძების პროცესი იწყება, მაგრამ ამ სისტემის პატრონს სულაც არ სურს რომ თავისი საკვები დათმოს (დედამიწაზე ადამიანთა ფერმა)
ან შევინარჩუნებთ გონიერებას და ამ კატასტროფას შევაჩერებთ, ან დედამიწას გავადგურებთ.

2023 წელს უკვე ძველ კონტრაქტებს გასდის ვადა, ანუ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ რა გარიგებები დაიდო.
აი ეს დრო რომ მოვა ნელნელა ადამიანები დაიწყებენ რესურსების თავისუფალ გამოყენებას. ( მანამდე უფლება არ ჰქონდათ)

აქ ძალიან ბევრს ვწერ იმიტომ რომ ვხვდები როგორ ახდენენ ადამიანების პროგრამირებას, იმ დონეზე რომ აქ დაწერილსაც რომ კითხულობენ ვერ გებულობენ იმდენად ჩარჩოებში მოამწყვდიეს.
ბევრ რამეს მეც ნელ-ნელა ვხვდები, პლიუს მაქვს კონკრეტული ინფორმაციები რაც მაიძულებს ვწერო, ვგრძნობ პასუხისმგებლობას, და მარტო ლოცვით ვერაფერს გამოვასწორებ მაშინ როცა მტერი ყველანაირი მეთოდით გვებრძვის.

ერთადერთი თხოვნა მაქვს ინფორმაციას გაეცანით ნეიტრალური პოზიციიდან (არა რუსეთუმე, არა ქოცი ნაცი, არა მართლმადიდებელი ან კრიშნაიდი..) ანუ ყველანაირი გავლენისგან და სტერეოტიპიდან თავისუფალმა წაიკითხეთ,

ყველა ინფორმაციას შეხედეთ სტერეოტიპების გარეშე როგორც დამკვირვებელმა, გაანალიზეთ საკუთარი გონებით.
გული და გონება უნდა მსჯელობდეს ერთად.
უსმენ გულის ხმას და აანალიზებ

Posted by: elli Apr 4 2022, 09:04 AM

რაც ბუჩაში მოხდა გუშინ, მესამე მსოფილიო იმო და ბირთვული კატასტროფაა აბა რა ჯანდაბაა, უკრაინას სრული გენოციდი აქვს, ბავშვებს ხოცავენს, აუპატიურებენ ეს მხეცები. ახლობელს ველაპარაკე და თქვენ მხოლოდ ბუჩაში ნახეთო, აქ სასწაული ტრიალებსო. ერთერთ სოფელში, სახელი არ მახსოვს, დემედოვოში ცხოვრობს ეს ქალი, რუსები შეუცვივდნენ ერთერთ ოჯახს, საჭმელი წაართვეს და რაც ჰქონდათ გაძარცვეს, მერე ეს ქალი ქმრის და შვილების წინაშე გააუპატიურეს, მეზობლები შემცვივდნენ წივილ-კივილზე, ხუთი ღორი რუსი ჯარისკაცი გდებულა, ნაჯახებით აუკუწიათ ის ღორები. მერე რუსებს მტელი სოფელი გადაუწვიათ და ამოუწყვეტიათ. ეს არის ის რეალობა, რაც უკრაინაში ხდება... ამის იქეთ ყველაფერი ლირიკაა

Posted by: ano Apr 4 2022, 12:26 PM

ვიცი საშინელება ხდება უკრაინაში, ძალიან ვწუხვარ, უკრაინა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია დედამიწაზე, ერთ ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ცენტრი (სავარაუდოდ გულის ჩაკრის ადგილი) მის განადგურებას მიტომ ცდილობენ, ( ინსაიდერის თემაში დავწერე 2008 წლის ინსაიდერია, მსოფლიო საიდუმლო მთავრობა რომელიც კულისებიდან მართავს მოვლენებს, მათი გეგმა ეწერა იქ რომ უკრაინაში იქნებოდა არეულობა, გაიყოფა ორ ნაწილად და იდეაში აქვთ იქედან მოსახლეობისაგან ტერიტორიების გაწმენდის,
ვფიქრობ მათ გეგმაში შემდეგი საქართველოა ( ამაზე რომ ვფიქრობ გული რაღაც საფრთხის შესახებ მაფრთხილებს, ავტომატურად ცრემლები მომდის, ეს იქნება ძალიან დიდი მსხვერპლშეწირვა, აქ ისინი სისხლის ხარისხის გამო იბრძოლებენ) საქართველოც მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ცენტრია. ( მათ სჭირდებათ ძლიერი ენერგეტიკის სისხლი და ტანჯვის ენერგია რომ გაიხანგრზლივონ მმართველობა)
ვეჭვობ ევროპაც მიზანში ჰყავთ.
თუ ხალხმა მხარი დაუჭირა ომის რომელიმე მხარეს ეს ამ ბოროტ ძალას კიდევ უფრო გააქტიურებს, ისინი იტყვიან რომ ხალხს ომი სურს და იყოს ომი.
საბოლოოდ რაც ხალხის უმეტესობას სურს ის იქნება ანუ თავს მოხვეული ომი და სისხლისღვრა.

( ვინც ამბობს რომ რუსეთს მოერევა, თუ სხვა ქვეყნები ჩაერიენ რუსეთს ჰყავს მოკავშირეები რომლებიც ჯერ არ აქტიურობენ, სამყაროში არსებობს წონასწორობის პრინციპი, (წონასწორული ძალები)
ემოციებზე აყოლა ახლა ისე რომ გონივრული გათვლები არ გააკეთოს ჩვენმა ქვეყანამ არაფერს კარგს არ მოუტანს.

ბევრი ეზოთერიკი მხოლოდ ემოციებით მსჯელობს, მაგრამ ავიწყდება უხილავი მტერი რომელიც მასზე უფრო ჭკვიანი და ძლიერია.
ახლა მანიპულაციებში რომ არ გავებათ, უბრალოდ კარგად განვითარებულ ყნოსვის ვექტორიანს ჰკითხონ რჩევა, ვისაც ყნოსვის ვექტორი არ აქვს მოტყუვდება, კულისებში რა ხდება ვერ გაიგებ

Posted by: old_man Apr 4 2022, 12:36 PM

QUOTE(*ANO* @ 4th April 2022 - 12:26 PM) *
ვფიქრობ მათ გეგმაში შემდეგი საქართველოა ( ამაზე რომ ვფიქრობ გული რაღაც საფრთხის შესახებ მაფრთხილებს, ავტომატურად ცრემლები მომდის, ეს იქნება ძალიან დიდი მსხვერპლშეწირვა, აქ ისინი სისხლის ხარისხის გამო იბრძოლებენ)

მე არა მგონია, რუსეთი საქართველოზე ძალით წამოვიდეს. ისედაც იღებს, რაც უნდა, საქართველო ჰყავდეს მორჩილებაში და ასრულებდეს მის დირექტივებს. უსმინეთ ღარიბაშვილის განცხადებებს...
რუსეთის ენერგეტიკაში ცხოვრება კი რას ნიშნავს? ჭაობი, კორუფცია, საზოგადოების კლანური მოწყობის პრინციპები, ზომბირება.
ოღონდ ომი არ იყოსო და ბევრი ამაზე თანახმაა. და ზოგისთვის იდეალური გარემოც კია.

Posted by: old_man Apr 4 2022, 12:50 PM

მიშას იდეოლოგიურად სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება რომ დაიწყო, სადაც გავლენიანი ბიძის და კანონიერი ქურდების საშუალებით აღარ მოხდებოდა "საქმეების მოგვარება", უმაღლესში ფულით და ნაცნობობით "მოწყობა"რომ აღარ იყო საჭირო, უბრალო ცნობის ასაღებად ბამბანერკით და კონიაკით რომ არ გიხდებოდა სირბილი. რაც უფრო გაიზრდება რუსეთის გავლენა, ეს ყველაფერი დაბრუნდება. რუსეთის გავლენის ქვეშ ცხოვრებით კი ვერასოდეს შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოება.

Posted by: chemikerin Apr 4 2022, 01:03 PM

QUOTE(old_man @ 4th April 2022 - 12:50 PM) *
მიშას იდეოლოგიურად სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება რომ დაიწყო, სადაც გავლენიანი ბიძის და კანონიერი ქურდების საშუალებით აღარ მოხდებოდა "საქმეების მოგვარება", უმაღლესში ფულით და ნაცნობობით "მოწყობა"რომ აღარ იყო საჭირო, უბრალო ცნობის ასაღებად ბამბანერკით და კონიაკით რომ არ გიხდებოდა სირბილი. რაც უფრო გაიზრდება რუსეთის გავლენა, ეს ყველაფერი დაბრუნდება.


ეს არის საქართველოს პრობლემა.. ბევრ ქართველს არ შეუძლია თავის ორ ფეხზე მყარად დგომა, დამოუკიდებლად რაღაცის მიღწევა, შექმნა.. რადგანაც ამ უნარს მოკლებულია, იძულებულია შექმნას საზოგადოება სადაც ადვილად მოისყიდის, ფულებს ჩაუკუჭავს და ასე ტყუილით მიაღწევს სასურველს... არ ვიცი რამ დააჩლუნგა ეს ქვეყანა ასე ძალიან.... ძალიან გულდასაწყვეტია...

Posted by: chemikerin Apr 4 2022, 01:08 PM

ნეტა ქოცების რეალური პროცენტი რამდენია. ისე ყალბდება ხოლმე არჩევნები რომ რეალური სურათის დანახვა შეუძლებელია..

Posted by: old_man Apr 4 2022, 01:20 PM

QUOTE(chemikerin101 @ 4th April 2022 - 01:08 PM) *
ნეტა ქოცების რეალური პროცენტი რამდენია. ისე ყალბდება ხოლმე არჩევნები რომ რეალური სურათის დანახვა შეუძლებელია..

ისეთი მექანიზმებია შექმნილი, რომ ყოველთვის გაიმარჯვონ არჩევნებში. გაყალბება არც სჭირდებათ. სახელმწიფო სექტორებში, სამინისტროებში უაზროდ გაზრდილი შტატები, უფუნქციო სახელმწიფო შპს-ები და ათასობით იქ ვითომ მომუშავე უსაქმური. ეს არის რესურსი, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ხოლმე არჩევნებში.

Posted by: old_man Apr 4 2022, 01:21 PM

ცალკე კარტოფილით და ერთჯერადი "დახმარებებით" მოსყიდული ამომრჩეველი...

Posted by: chemikerin Apr 4 2022, 01:24 PM

მგონი ერთადერთი ვარიანტი რომ გვეშველოს, რუსეთის დასუსტებაა, პუტინის რეჟიმს როცა ბოლო მოეღება (რისი იმედიც მაქვს), ქოცებიც დიდხანს ვეღარ დარჩებიან ხელისუფლებაში..

Posted by: old_man Apr 4 2022, 01:26 PM

QUOTE(chemikerin101 @ 4th April 2022 - 01:24 PM) *
მგონი ერთადერთი ვარიანტი რომ გვეშველოს, რუსეთის დასუსტებაა, პუტინის რეჟიმს როცა ბოლო მოეღება (რისი იმედიც მაქვს), ქოცებიც დიდხანს ვეღარ დარჩებიან ხელისუფლებაში..

პუტინის შემდეგ შეიძლება უარესი მოვიდეს. ჩემი აზრით დასავლეთში თვალი უნდა გაახილონ და მიზანმიმართულად უნდა დაიწყონ რუსეთის იმპერიის დაშლა, სეპარატისტული მოძრაობების გაძლიერება რუსეთში... შიგნიდან დაშლა ათეულობით დამოუკიდებელ რესპუბლიკად... იმედია არსებობს ასეთი გეგმა )

Posted by: chemikerin Apr 4 2022, 01:30 PM

QUOTE(old_man @ 4th April 2022 - 01:26 PM) *
პუტინის შემდეგ შეიძლება უარესი მოვიდეს. ჩემი აზრით დასავლეთში თვალი უნდა გაახილონ და მიზანმიმართულად უნდა დაიწყონ რუსეთის იმპერიის დაშლა, სეპარატისტული მოძრაობების გაძლიერება რუსეთში... შიგნიდან დაშლა ათეულობით დამოუკიდებელ რესპუბლიკად... იმედია არსებობს ასეთი გეგმა )


იმედია..... არ უნდა მისცენ ძალების აღდგენის საშუალება არავითარ შემთხვევაში..

Posted by: tikoroma Apr 4 2022, 02:41 PM

ციტატა(chemikerin101 @ 4th April 2022 - 01:03 PM) *
ეს არის საქართველოს პრობლემა.. ბევრ ქართველს არ შეუძლია თავის ორ ფეხზე მყარად დგომა, დამოუკიდებლად რაღაცის მიღწევა, შექმნა.. რადგანაც ამ უნარს მოკლებულია, იძულებულია შექმნას საზოგადოება სადაც ადვილად მოისყიდის, ფულებს ჩაუკუჭავს და ასე ტყუილით მიაღწევს სასურველს... არ ვიცი რამ დააჩლუნგა ეს ქვეყანა ასე ძალიან.... ძალიან გულდასაწყვეტია...
ეს 100%

ციტატა(old_man @ 4th April 2022 - 01:20 PM) *
ისეთი მექანიზმებია შექმნილი, რომ ყოველთვის გაიმარჯვონ არჩევნებში. გაყალბება არც სჭირდებათ. სახელმწიფო სექტორებში, სამინისტროებში უაზროდ გაზრდილი შტატები, უფუნქციო სახელმწიფო შპს-ები და ათასობით იქ ვითომ მომუშავე უსაქმური. ეს არის რესურსი, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ხოლმე არჩევნებში.
სხვათაშორის შტატები საჯარო დაწესებულებებში ნაციონალების დროს გაიბერა, ბოლო მომენტში განსაკუთრებით, რადგან ასემხარდამჭერებს შოულობდნენ. ოცნებას 2012 წელს არ გაუყრია ეს ხალხი სამსახურიდან, ხელმძღVანელ პირებს არ ვგულისხმობ ოღონდ. სხვა თანამშრომლები, დატოვეს ჩვეულებრივად. ხოლო 2016 წელს შტატები შეამცირეს და ბევრი თავისი მხარდამჭერი გაუშვეს სამსახურებიდან.
რაც შეეხება მოსყიდვებს, ამით ყველა მხარე სარგებლობს.
არჩევნების გაყალბება დიდად არ სჭირდებათ, რადგან არავინაა მათ ნაცვლად ასარჩევი. ცუდი და უფრო ცუდი. ასე გამოიყურებიან ერთად.


Posted by: chemikerin Apr 4 2022, 06:02 PM

QUOTE(tikoroma @ 4th April 2022 - 02:41 PM) *
რადგან არავინაა მათ ნაცვლად ასარჩევი.


ამ ლოგიკით სულ ქოცები უნდა იყვნენ... :/

QUOTE(tikoroma @ 4th April 2022 - 02:41 PM) *
ცუდი და უფრო ცუდი.


არც წინა ხელისუფლება იყო უშეცდომო, მაგრამ დარწმუნებული მაინც ვიყავით რომ პროდასავლური ძალა იყო. დღევანდელი ხელისუფლება ცალსახად პრორუსულია..

ანუ დღევანდელი არჩევანი არის ან დასავლეთი(ოპოზიცია) ან რუსეთი(ოცნება)..

გარდა ამისა, როცა წინა და ამჟამინდელ ხელისუფლებას ვადარებთ, ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ წინა ხელისუფლებას გაცილებით მძიმე სურათი დახვდა შევადნაძის მერე, ვიდრე ეხლანდელ ხელისუფლებას წინას შემდეგ..

Posted by: chemikerin Apr 4 2022, 06:17 PM

QUOTE(old_man @ 4th April 2022 - 12:50 PM) *
მიშას იდეოლოგიურად სწორედ ამიტომ დაუპირისპირდნენ. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება რომ დაიწყო, სადაც გავლენიანი ბიძის და კანონიერი ქურდების საშუალებით აღარ მოხდებოდა "საქმეების მოგვარება", უმაღლესში ფულით და ნაცნობობით "მოწყობა"რომ აღარ იყო საჭირო, უბრალო ცნობის ასაღებად ბამბანერკით და კონიაკით რომ არ გიხდებოდა სირბილი. რაც უფრო გაიზრდება რუსეთის გავლენა, ეს ყველაფერი დაბრუნდება. რუსეთის გავლენის ქვეშ ცხოვრებით კი ვერასოდეს შეიქმნება სამოქალაქო საზოგადოება.


მართლაც, ძლივს ნორმალური სახელმწიფოს ნიშანწყალი გაჩნდა, რაც სამწუხაროდ ქოცების დროს ისევ წარსულს ჩაბარდა...

Posted by: tikoroma Apr 4 2022, 06:58 PM

ციტატა(chemikerin101 @ 4th April 2022 - 06:02 PM) *
ამ ლოგიკით სულ ქოცები უნდა იყვნენ... :/

არ უნდა იყვნენ არა. უნდა დაიწყოს საქმეზე ლაპარაკი ოპოზიციამ დებილუირ საქმის გარჩევების ნაცვლად
უშეცდომო რბილად ნათქვამია წინა ხელისუფლებაზე
არ ვისურვებდი მაგათ საპასუხისმგებლო პოსტებზე ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა აქვთ

Posted by: tikoroma Apr 4 2022, 07:00 PM

ციტატა(chemikerin101 @ 4th April 2022 - 06:17 PM) *
მართლაც, ძლივს ნორმალური სახელმწიფოს ნიშანწყალი გაჩნდა, რაც სამწუხაროდ ქოცების დროს ისევ წარსულს ჩაბარდა...

რატომ ჩაბარდა წარსულს?
ბანბანერკით და კონიაკით აკეთებ რამე საქმეს? ან აბარებ გამოცდებს?
კიდეც შენარჩუნდა და კიდეც განვითარდა

Posted by: chemikerin Apr 4 2022, 07:22 PM

QUOTE(tikoroma @ 4th April 2022 - 07:00 PM) *
რატომ ჩაბარდა წარსულს?
ბანბანერკით და კონიაკით აკეთებ რამე საქმეს? ან აბარებ გამოცდებს?


არა, თუმცა უკვე გამოიკვეთა ჭაობში დაბრუნების ტენდენცია.. მომატებული კრიმინალი, გაუარესებული ეკონომიკა - შესაბამისად ხალხის გაუარესებული ყოფა..



Posted by: chemikerin Apr 4 2022, 07:26 PM

QUOTE(tikoroma @ 4th April 2022 - 06:58 PM) *
არ უნდა იყვნენ არა. უნდა დაიწყოს საქმეზე ლაპარაკი ოპოზიციამ დებილუირ საქმის გარჩევების ნაცვლად


სამწუხაროდ ოპოზიციის ქმედებაც არ არის იმ სიმაღლეზე, რაზეც უნდა იყოს..



დიდწილად ხალხის ბრალია არსებული ვითარება.. ეგუება "ბრძენი ერი" და ხელისუფლებასაც გასდის ბევრი რამე..

Posted by: Zet Apr 4 2022, 07:30 PM

QUOTE(earth @ Mar 17 2022, 07:16 PM) *
Zet

აქ ლუციფერის აქაუნთი და პოსტები არ წავშალეთ ზეტ, რომლის უარყოფითმა ენერგიამ დაანგრა და დაშალა ფორუმი. ანოს აქაუნთის წაშლა ნამდვილად არც შეიძლება გაიფიქროს ვინმემ.
არის ბევრი ანოს პოსტები, რომლებიც ჩემს შეხედულებას არ ემთხვევა, არ ვამბობ, რომ იგივე შეხედულება მაქვს ბევრ საკითხზე.
ამ პერიოდში მხოლოდ ანოს ძალით იყო ფორუმი. ის მას აცოცხლებდა.
პოლიტიკის პოსტები მთლინადაც რომ წაიშალოს არაა პრობლემა. პოლიტიკას კარგი არავისათვის მოუტანია.


მაშინაც დავბლოკავდი მაგას მაგრამ მერე დამიძახებდით დიქტატორს.
მაგრამ მთავარი ის არის რომ ლუციფერი ჩანდა რომ სიბნელეს ემსახურებოდა,
და ანოს ყველაფერი აქვს შეფუთული და ისე ეწევა ბოროტების პროპაგანდას, ისე რომ თუ არ ხარ კაგად ჩახედული ვერც მიხვდები და წამოეგები მახეს ადვილად.

Posted by: ano Apr 4 2022, 11:23 PM

ესეიგი კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. არ ვარ რუსეთის მხარეს, მოვლენებს განვიხილავ მხოლოდ როგორც საქართველოს მომხრე რომ არ მოხდეს ქართველების გენოციდიც.
საქართველომ არ უნდა ითანამშრომლოს რუსეთთან.
ასევე არ უნდა ითანამშრომლოს ევროპამ ვიცი ძნელია მაგრამ ისინი აფინანსებენ ასე გამოდის, და რუსეთი იძახის რომ მათივე გადახდილი ფულით დაიპყრობს ევროპას.

ვინმე თუ ეცნობით საქართველოს გარეთ ინფორმაციას? რა განწყობაა ევროპაში? როდემდე მოითმენენ? რუსეთის მოკავშირეების შესახებ რა ვიცით? მე არ ვგულისხმობ პროპაგანდას არამედ რეალისტურ ინფორმაციას.
რუსეთი ძალიან გაბოროტებულია, და დღეს ერთი ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსი გამოდის და სერიოზული სახით იძახის ჩვენ გვაქვს 2 გზა: რაც შეიძლება ნაკლებად დავხარჯოთ დუშის მიღების დროს გაზი, და თან პუტინს ვუძახოთ "მიიღე"
ანუ სერიოზულად ფიქრობს რომ ეს არის გამოსავალი.

მე ვცდილობ რეალისტურად შევხედო მოვლენებს, ევროპამ დაფინანსება უნდა შეუწყვიტოს.
ასევე ყველა ქვეყანამ და ეს არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვები,

არც იმას გამოვრიცხავ რომ საქართველოს მოუწიოს კონფლიქტში ჩართვა.

რაც შეეხება ევროპის ცხელ ომში ჩართვას ეს არ ვიცი უკვე ძალიან ფართომასშტაბიანი იქნება და დამანგრეველი.

საერთოდ ნეტავ შეიძლებოდეს რომ რუსეთი მოლაპარაკებით გაჩერდეს.

მითხარით ხედავთ მესამე მსოფლიო ომის საფრთხეს? თუ მე მელანდება რაღაცეები?

Posted by: ano Apr 4 2022, 11:32 PM

საქართველოში ჩამოსულ რუსებს ხელს აწერიებენ საბუთზე რომ რუსეთი ოკუპანტია, თუ ხელს არ მოაწერს არ იღებენ, ეს კარგია მაგრამ უკეთესია რომ თავის ქვეყანაში დარჩნენ და თუ არ მოწონთ რამე გააპროტესტონ.
მე არ მინდა დისკრიმინაცია დავიწყო ვინმესი მაგრამ, სჯობს რომ რუსები აღარ მიიღოს საქართველომ.
რუსეთის იმპერია შიგნიდან უნდა დაიშალოს და ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ყველა მხრიდან შეუწყდება დაფინანსება

Posted by: ano Apr 4 2022, 11:42 PM

ციტატა(Zet @ Apr 4 2022, 08:30 PM) *
მაშინაც დავბლოკავდი მაგას მაგრამ მერე დამიძახებდით დიქტატორს.
მაგრამ მთავარი ის არის რომ ლუციფერი ჩანდა რომ სიბნელეს ემსახურებოდა,
და ანოს ყველაფერი აქვს შეფუთული და ისე ეწევა ბოროტების პროპაგანდას, ისე რომ თუ არ ხარ კაგად ჩახედული ვერც მიხვდები და წამოეგები მახეს ადვილად.


ვხვდები მასეთი გრძნობა რატომ გაგიჩნდათ, იმიტომ რომ მე არ მინდა საქართველო ომში ჩაერთოს, იმიტომ რომ ძალიან მწარედ მახსოვს.
სხვა მხრივ როგორც შეიძლება დიპლომატიურად იქნებ მოგვარდეს. ვერ ვიმეტებ ჩემს სამშობლოს იმიტომ რომ ეს თითქმის ერის განადგურების ტოლფასია.

სამწუხაროდ იმასაც ვხვდები რომ ეს ომი დიდხანს გაჭიანურდება.


Posted by: elli Apr 5 2022, 01:39 AM

ნეტა ვინმეს გონია, რომ გამსახურდიას ჩათვლით რომელიმე ხელისუფალი რუსეთის დასტურის გარეშე დამჯდარა სათავეში? მიშაც რუსეთის დასტური იყო მათ შორის. რაც მიშამ რუსეთის საქმე აკეთა: კოდორი, სამაჩაბლო, ახალგორი...
რამდენჯერაც სკამი გაეყანყალა იმდენი მოგვადგა რუსეთი ხიშტით.
რუსეთი თუ არ ჩაძაღლდა საქართველოს შანსი არ აქვს.
დღეს გვიკვირს და გვზარავს სისასტიკე უკრაინაში, საქართველომ ნაკლები განიცადა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, თბილისში, ზუგდიდში და საერთოდ სამეგრელოში? ყველა რუსული ხელწერა იყო.
რუსული ხელწერა იყო მოკლული ქართველი ბიჭების ყურები რომ ეკიდა აფხაზ ბოევიკს გულზე, სოხუმში იყო ეს ფაქტი...
რუსული ხელწერა იყო ქართველები რომ მარადიორობდნენ აფხაზეთში და არანაკლებ სისასტიკეს სჩადიოდნენ, თუმცა ქართველები კი ცარიელა კალაშნიკოვით წელიწადნახევარი ებრძოდა რუსებს, ჩეჩნებს, სომხებს.
იმედი არ მაქვს, მაგრამ მაინც ვიტოვებ სულ ცოტა იმედს, რომ ინფორმაცია იარაღის რუსეთისთვის მიწოდებაზე სიცრუე იქნება და დაამტიცებენ ამას...
არ მინდა ვანგას წინასწარმეტყვების ასრულება: ვხედავ ევროპის ქალაქს (ზოგან ამბობს ევროპას) შემცირებული მოსახლეობით.
აღარ გაძღა დედამიწა სისხლით? ამდენი საუკუნეა ისრუტავს სისხლს და ვერ გაძღა...
ხანდახან ვფიქრობ, რომ იქნებ მართლა გლობალიზაციაა შანსი გადარჩენის

Posted by: ano Apr 5 2022, 10:48 AM

ჟირინოვსკი ვიდეოა, ამბობს ზვიადი მოვიდა ჩემთან და მომიყვა მისი გეგმების შესახებო, კავკასიური კავშირის შექმნა უნდაო, კი ბატონო რაც გინდა გააკეთე ვუთხარიო.
ნახავს მაგი როგორ ავურევ ქვეყნის შიგნით რომ ერთმანეთი დაჭამონო და ისევ რუსეთს შეეხვერწებიან გვიშველეთო.

არცერთი ქვეყანა არ დაეხმარება საქართველოს ყველას თავისი ინტერესები აქვს. ვიცი რუსეთი რაც არის.
ასევე არასაიმედო პარტნიორების ფაქტორიც გასათვალისწინებელია.

რაც არ უნდა სიგიჟედ ჩანდეს საჭიროა კონსპიროლოფიურ ინფორმაციებზე გაცნობა, ( შეთქმულების თეორია) ისინი ყველგან არიან ისინი მართავენ რუსეთსაც და საერთოდ ყველა ქვეყანას, ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით სრულდება.
სწორედ მათ უნდათ ეს ომი, საკუთარი ძალაუფლების გასამყარებლად
ყველა პოლიტიკოსი ვინც რეალურად მათ წინააღმდეგ წავიდა მოკლეს, მათ შორის ზვიადი, კენედი, ანუ ვინც მათ სისტემას გაემიჯნა მოკლეს

Posted by: old_man Apr 5 2022, 01:45 PM

რა თქმა უნდა ბევრი რამ ჩვენი ადამიანური/ეროვნული ეგოდან ფასდება
რა ხდება ფარდის მიღმა არ ვიცით
მაგრამ როლები მაინც უნდა შევასრულოთ, ომი თუ იქნა უნდა ვიომოთ, როგორც უკრაინა ომობს
და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც იმ მომენტში სჭირდება ქვეყანას

Posted by: chemikerin Apr 5 2022, 02:11 PM

QUOTE(*ANO* @ 4th April 2022 - 11:42 PM) *
ვხვდები მასეთი გრძნობა რატომ გაგიჩნდათ, იმიტომ რომ მე არ მინდა საქართველო ომში ჩაერთოს, იმიტომ რომ ძალიან მწარედ მახსოვს.
სხვა მხრივ როგორც შეიძლება დიპლომატიურად იქნებ მოგვარდეს. ვერ ვიმეტებ ჩემს სამშობლოს იმიტომ რომ ეს თითქმის ერის განადგურების ტოლფასია.



ომი არავის არ უნდა, უბრალოდ უკრაინას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. მაშინ უნდა დანებებოდა და დაიკავებდნენ კიევს რუსები და დამთავრდებოდა უკრაინის თავისუფლება სამუდამოდ.


Posted by: chemikerin Apr 5 2022, 02:17 PM

ისე 2008 წელს ამერიკამ ჩვენთვის ბევრად მეტი გააკეთა ვიდრე დღეს აკეთებს უკრაინისთვის. 2008 წელს ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემი იდგა და ამერიკის ჩარევით მოხდა ომის შეჩერება, თორე როგორც ვიცი, თბილისში აპირებდნენ შემოსვლას რუსები..


Posted by: Zet Apr 5 2022, 10:00 PM

"ფულის გათეთრება და სხვა მაქინაციები უკრაინაში რომელსაც ჯო ბაიდენი აწარმოებდა..."

აი ეს შენი რუსული პროპაგანდა შენი ფეისბუქ ვოლიდან.

მოკლედ ანო შენდამი პატივისცემის მიუხედავად. შენ დაბლოკილი ხარ ამ საიტზე. და გთხოვ აქ პოსტი აღარ დადო.

Posted by: David Monny Apr 5 2022, 11:31 PM

კიდე კაი ხანს აპარპაშეთ ეს უსინდისო ღრუსეთის პროპაგანდონი

Posted by: David Monny Apr 5 2022, 11:32 PM

td შემოვარდი დამბლოკე და რამე biggrin.gif დაიცავი საიტის წესები

Posted by: David Monny Apr 5 2022, 11:38 PM

აქ ვინც მწარეთ გაგაკრიტიკეთ, ჯერ სად ხართ თუ ისევ გააგრძელებთ პუტინის პროპაგანდას
და თუ არა და ღმერთმანი, დააკვირდით, ხმა არ ამომიღა სხვა არაფერზე და ძლიან გთხოვთ,
დამიტოვეთ უფლება შეურაცხყოფისაც მწერალ კაცს და ნუ მასწავლით ტონს, მიმართვის ფორმებს
და სხვა სინტაქსურ, პუნქტუაციურ თუ სემიოტიკურ პლანებს. მერწმუნეთ, ყველა თქვენგანზე უკეთ
მომეხსენება ეს ყოველივე, თუმცა როცა ერთხელ ვუთხარი, არ გაიგო, მეორეჯერ, და გადმოვიდა
როგორც ჩვევიათ ღრმე ღორების კოლტს, რო გადაგჯოგავენ და გადაგივლიან, აეგრე ქნა ცხადია,
თუმცა, შეგახსენებთ, ლუკას სახარების ეგ მე-8 თავი, ყოველთვის ძალიან სევდიანად მთავრდება ხოლმე
მაგ ღრების კოლტისთის, - კბოდედან იჩეხებიან.

კბოდე, კიდე, ნაპირი, ნაპირიდან, ნაპირთან, ყ კრაია, უ კრაინა, და მიერეკა ეს ღორების კოლტი
თავის უ კრაინას, ანუ კბოდეს და ახლა ვუყურებთ ლუკას სახარებას პირდაპირ ეთერში, როგორ
იჩეხებიან და ინთქმებიან თავისუფალი სამყაროს ტბაში, სამწუხაროდ ამ სულმნათი და ღმერთკაცი
და ქალი ადამიანების სისხლის და ბავშვების, და ბუჩას და ღმერთო, კიდევ ერთ შანსს გაძლევ რო გაპატიო ეს,
საქართველოდან მოგვაშრე ღორების კოლტის მოდგმის მონები

Posted by: David Monny Apr 5 2022, 11:39 PM

და რაც მთავარია. მე მხოლოდ ZET-სნაირი ადამიანების გამო ვრჩები ამ ქვეყანაში.
მათკენ მიილტვის ჩემო გონება და სული და არ ვნებდები და არ დავნებდები.

Posted by: David Monny Apr 6 2022, 12:27 AM

Zet გამოთქვა აზრი, წესებს დაემატოს რუსული პროპაგანდის აკრძალვა.
მე გთავაზობთ ლაკონურ ტექსტს, რომელსაც ავაგებ ზელენსკის მიერ შემუშავებულ
საკანონმდებლო პროექტზე, რომელიც ეხება რუსეთთან კოლაბორაციონიზმის დასჯადობას.
(ცხადია აქ არავინ დაისჯება 5-10 წლიანი ციხით, მხოლოდ მოდერატორების სასჯელით)

Posted by: David Monny Apr 6 2022, 12:27 AM

მოხარული ვიქნები თუ გაითვალისწინებთ და ჩასვამთ, თუ არა და თქვენი ნებაა

Posted by: David Monny Apr 6 2022, 12:29 AM

უი, ახლა ვნახე, დაუმატებია 2.0 პუნქტი. გმადლობ Zet ასეთი სამაგალითო მოქალაქეობრივი
პოზიციისათვის

Posted by: td......... Apr 6 2022, 12:46 AM

David Monny

ციტატა(David Monny @ 5th April 2022 - 11:32 PM) *
td შემოვარდი დამბლოკე და რამე დაიცავი საიტის წესები

ვათ?

Posted by: David Monny Apr 6 2022, 12:55 AM

td.........

QUOTE(td......... @ 6th April 2022 - 12:46 AM) *
ვათ?

შენ არ დამბლოკე?

Posted by: David Monny Apr 6 2022, 12:56 AM

QUOTE(David Monny @ 16th March 2022 - 01:07 PM) *
ფორუმის # 1.2 პუნქტის "ნებისმიერი უხეში მიმართვა, ცინიზმი, დაცინვა, უცენზურო სიტყვების და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენება..." დარღვევისთვის, თქვენ დაბლოკილი ხართ ამ ფორუმზე

@მოდერატორი


Posted by: td......... Apr 6 2022, 01:00 AM

პოლიტიკური გარჩევები წავიდა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაგბლოკა, წესები დაარღვიე და ეს შენი არჩევანი იყო.
ვინც კიდევ დააღვევს, გაფრთხილებას მიირებს და ისევ გადავა წესებს, ისიც დაიბლოკება
smile.gif

Posted by: David Monny Apr 6 2022, 01:08 AM

td.........

QUOTE(td......... @ 6th April 2022 - 01:00 AM) *
პოლიტიკური გარჩევები წავიდა.

რამე ხო არ გეშლება შენ?

აქ ბირჟა არ მაქვს მე და რუსეთის პროპაგანდონებს რაც საჭირო იყო მივაკუთვნე.
ამის მერე Zet-მა აკრძალა რუსული პროპაგანდა, ანუ წეები ადამიანებისთვისაა
და არა ადამიანები წესებისთვის. გეცოდინება ამის მერე

Posted by: David Monny Apr 6 2022, 01:14 AM

td.........
და კიდევ ერთი და ამით მოვრჩი შენთან.
წაიკითხე ხოლმე თემის სათაური და ავტორი, რაც საშალებას მოგცემს
დემაგოგიისგან დაიცვა თავი. განგიმარტავ,
თემას ჰქვია, პოლიტიკა, და აქ უნდა დაიპოსტოს პოლიტიკური პოსტები
და არა გარჩევები რასაც შენ უწოდებ ქუჩურ ტერმინს. პოლიტიკა ყველას გვეხება
მხოლოდ იდიოტებს ჰგონიათ რომ არ ეხებათ. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი გენერალი,
პერიკლე ამბობდა, ის, რომ არ ინტერესდები პოლიტიკით, არ ნიშნავს, რომ
პოლიტიკა არ დაინტერესდება შენითო

Posted by: Zet Apr 6 2022, 01:25 AM

David Monny

მაინც ბოლო გაფრთხილება გაქვს, ეხლა შეგინდეთ იმიტომრომ ამ უკრაინის კადრებს აყოლილები ვართ მაგრამ კიდე თუ განმეორდა უხეშობა დაიბლოკები wink.gif
ყველაფერი თავაზიანად თქვი და უფრო მეტი ფასი ექნება შენ ნათქვამს.


ეს თემა ხომ არ წავშალოთ საერთოდ რას ფიქრობთ მოდერატორებო?

Posted by: td......... Apr 6 2022, 01:30 AM

Zet
მთავარი გმირი აღარ ყავს თემას და რავი..
ისე, იყოს მრავალფეროვნებისთვის. ამ საგიჟეთში დაიცლება ხალხი, თავის აზრს გამოთქვამს. smile.gif

Posted by: Zet Apr 6 2022, 01:36 AM

ეხლა ვკითულობ ანოს თემებს რამდენი უწერია და სულ გატენილია რუსული პროპაგანდით და ლინკები უდევს სულ რუსულ საიტებზე მიდის.
თავიდანვე უნდა დამებლოკა შეცდომა მომივიდა. თქვენი ბრალია დაიწყებდით მერე თავისუფალი სიტყვა და დიქტატორი ხარ და აგყევით მეც ამ სისულელეებში.

ჩემი სასჯელია ეხლა უნდა ვიკითხო ამდენი რუსული აგიტაცია, უკვე მეშინია ამდენი კითხვისგან მეც არ დავზომბირდე და არ გადავიდე იმათ მხარეს :დდდდ

Posted by: David Monny Apr 6 2022, 01:38 AM

Zet

QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:25 AM) *
უკრაინის კადრებს


შენ თუ კადრებს უყურებ, მე ჩემი თვალით ვნახე, ახლა ჩამოვედი.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:25 AM) *
ყველაფერი თავაზიანად თქვი და უფრო მეტი ფასი ექნება შენ ნათქვამს.

არის დრო თავზიანობის, არის ნაკლებად თავაზიანობის, არის ვულგარულობის,
სიმწვავის, მერე ლანძღვის, თათხვის და შემოლაწუნების.

ჩემი აზრით ეს თემა არ უნდა წაშალოთ მე რომ მკითხოთ, თუმცა მე არ მეკითხები.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:25 AM) *
კიდე თუ განმეორდა უხეშობა დაიბლოკები

ცხადია ვიცი და მინდა გითხრა, 2015 წელს დავრეგისტრირდი და მას მერე
არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია 16 მარტამდე.

ახლა, რადგან რუსული პროპაგანდა აკრძალე, თუ სადმე წავაწყდი შეურაცხყოფას არ მივაყენებ,
უბრალოდ გაგაგებინებთ და მორჩა

Posted by: David Monny Apr 6 2022, 01:40 AM

Zet

QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:36 AM) *
თავიდანვე უნდა დამებლოკა შეცდომა მომივიდა. თქვენი ბრალია დაიწყებდით მერე თავისუფალი სიტყვა და დიქტატორი ხარ და აგყევით მეც ამ სისულელეებში.


იუზერებიდან მე არ დავიწყებდი მაგას, მარა ადრე სადღაც თქვი ეს ჩემი საიტია და რასაც მინდა იმას ვიზამო, თუ სწორად მახსოვს
სავარაუდოდ მაგიტომ დაგარქვეს დიქტატორი, მაგრამ ამ თემას აბსოლუტურად არ ეხება.

Posted by: David Monny Apr 6 2022, 01:42 AM

QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 01:36 AM) *
ეხლა ვკითულობ ანოს თემებს რამდენი უწერია და სულ გატენილია რუსული პროპაგანდით და ლინკები უდევს სულ რუსულ საიტებზე მიდის.


გადავსებულია და დაჟე ერთხელ ტორენტი გავხსენი და ტროიანები ავიკიდე

Posted by: td......... Apr 6 2022, 01:43 AM

ციტატა(ZipCode @ 6th April 2022 - 01:36 AM) *
ჩემი სასჯელია ეხლა უნდა ვიკითხო ამდენი რუსული აგიტაცია

Zet
კარმა იზ ზე ბიჩ, იკითხე და იაყავი... მე თავიდანვე გავაპროტესტე და კაციშვილმა არ მომაქციეთ ყურადღება!

Posted by: chemikerin Apr 6 2022, 04:45 PM

"ნამდვილად არსებობს ორი რუსეთი.
ერთი-როგორიც ქართველს უნდა რო იყოს. როგორიც წარმოუდგენია თავის ოცნებებში. კეთილი, გულუხვი ბატონი, რომელიც ძმასავით გვერდით დაგიდგება, დაგიცავს, გაგაძღებს, ბევრს არ გამუშავებს, ბატონი რომელიც მონას თავს გაუყადრებს და სუფრაზე გვერდით მოისვავს. ბანალური მონის ოცნება.
მეორე-როგორიც არის სინამდვილეში.ნახეთ ბუჩა, ირპინი, მარიუპოლი....
ეს არის ნამდვილი რუსი. " -fb ფრენდის პოსტი.

სრულიად ვეთანხმები, ქართველებმა ძაან მოირგეს მონის როლი..

აქვე დავამატებ ერთ ცნობილ ციტატას:
"მონის საყელური უფრო მსუბუქია, ვიდრე მეომრის აბჯარი".


თან კიდე შეიძლება არ იყო მეომარი, არ იცოდე იარაღის ხმარება და ა.შ. მაგრამ გულში მაინც ხო შეგიძლია რომ გინდოდეს თავისუფლება.. ანოს არაფერს ვაბრალებ ამ შემთხვევაში, ზოგადად ვამბობ, შთაბეჭდილება მრჩება რომ ზოგს უნდა ეს რუსეთი.. გულში ჩუმ-ჩუმად უნდათ...

Posted by: chemikerin Apr 6 2022, 05:01 PM

პროპაგანდისტებს რაც შეეხებათ ან თვითონაც ძალიან სჯერათ იმ ათასნაირი შეთქმულების თეორიის და უნებლიედ ავრცელებენ ამ რუსულ პროპაგანდას, ან ჩუმ-ჩუმად გულში რუსეთი უნდათ...

Posted by: David Monny Apr 6 2022, 06:43 PM

chemikerin
შენ მგონი პირადად არ გიცნობ. აქ ბევრს ვიცნობ. 2015-ში დავიოდით ბოტანიკურში,
ვიკრიბებოდით. ბევრი აღარ არის აქ, მაშინ ვინც გავიცანი. რას მოვაყოლე ეს:
აქ ვპოსტავ იმიტომ, რომ ქართველი ვარ და ვართ ყველანი და ჩენ ყველანი ვართ ომში. ნამდვილ ომში,
ოღნდ ცხელი ფაზის გარეშე ჩვენს ტერიტორიაზე. ეს სინამდვილეა. ესაა ჩვენი ფანჯრებიდანაც, სადარბაზოებიდანაც,
ცხვირს იქითაც და აქეთაც თუ გავიხედავთ.

QUOTE(chemikerin101 @ 6th April 2022 - 05:01 PM) *
პროპაგანდისტებს რაც შეეხებათ ან თვითონაც ძალიან სჯერათ იმ ათასნაირი შეთქმულების თეორიის და უნებლიედ ავრცელებენ ამ რუსულ პროპაგანდას, ან ჩუმ-ჩუმად გულში რუსეთი უნდათ...

მსურს დრო დავუთმო პროპაგანდის განმარტებას და ბევრისთვის შეიძლება არც არაფერი ვთქვა ახალი,
თუმცა ბევრმა შეიძლება არც იცოდეს როგორ მუშაობს ის და იყოს ფაზაში, რომელიც ამ სიტყვებით გამოიხატრბა:
„ოოოფ, მაიცა რა, პროპაგანდა არა კვატი. ჩემზე არ მოქმედებს პროპაგანდა. მე რასაც მინდა იმას ვაკეთებ“.
ესაა პირველი ფაზა, უარყოფის ფაზა. რამე განსაკუთრებულს არ ვამბობ, ელემენტარული ფსიქოლოგიური შტრიხია.
ნებსიმიერი ფსიქოლოგი გეტყვით 20 ლარიანიც და 120 ლარიანიც.
სინამდვილეში, ამ მონღოლების ოქროს ურდოს (რუსი ერი, მონღოლების 80%-იანი სისხლის და გენის მოდგმაა,
რომლებიც ნამდვილ სლავებს, მათ შორის უკრაინელების წინაპრებს, ვარიაგებსაც და სხვა სლავური ფესვის ტომებს
შეერწყნენ და ასიმილაციის შემდეგ, მოირგეს კიდეც ქვეყანა თავის თავზე, თუმცა სამთავრო ისევ კიევში იყო,
ამიტომაც ერქვა „კიევსკაია რუს“.
ჰოდა, ეს მონღოლების ურდო, ოდითგანვე ღორების კოლტივით თელავდა გზაზე ყველაფერს და სპობდა და ანადგურებდა.
ბავშვებს, ქალებს, დიდებს პატარებს, ყველას ხოცავდნენ და აწამებდნენ.

საბჭოეთის შემდეგ და ჯერ კიდევ მაშინაც, ერთად ერთი რაც ხრუშჩვის შემდეგ დარჩა და რამაც ივარგა,
იყო პროპაგანდა. ყველაფერი რაც უვარგოდათ სტალინის დროს, გამოხრა და გამოშიგნა ამ იდიოტმა.
„მი ვას პახარონიმ“ - ყვიროდა ხრუშჩოვი, თუმცა დამარხეს ის და არა ისინი, ვისაც ემუქრებოდა, თუმცა
ვერ დამარხეს საბჭოთა პროპაგანდა, რომელიც გორბაჩვის „პერესტროიკის“ შემდგომ, გარდაისახა რუსულ პროპაგანდაში,
ისევე, როგორც კაკებე - ფეესბეშ და სხვ.

არაფერი არ უვარგათ დღეს, არაფერი. ესაა ქვეყანა, 150 მლნ. მოსახლეობით, რომელიც
ისევ „ლადას“ უშვებს. ესაა ე.წ. ქვეყანა, რომელსაც საკუთარი წარმოების არაფერი აქვს.
ერთი მობილური სმარტფონი არ გამოუშვია. მათმა კოსმოსურმა პროგრამამ, ხრუშოვთან ერთად
ჩაიჯვა. სტარლინკს ჯიბეში უდევსს ყველა მათ ტაქტიკური და სტრატეგიული ბირთვული იარაღის კოორდინატები,
რადგან ყველა, რაც აქვთ, აქვთ ხმელეთზე, სტაციონარი და მხოლოდ თითზე ჩამოსათველლია საბმარინებზე.

არ უვარგათ პრეზიდენთი, პრემიერმინისტრი, ჯარი, გენერალიტეტი, ტექნიკა, წარმოება, დიპლომატიური კორპუსი
და ერთად ერთი რაც უვარგათ, არის პროპაგანდა და სამართნიალობა მოითხოვს ვაღაროთ, ბეწვზე გადაურჩა ამ პროპაგანდას
თავად აშშ-ც კი საბჭოეთის დროს. ეს მართლა უვარგათ და ეს უნდა ვთქვათ, ვიყვიროთ, ვიღრიალოთ, ვწეროთ ამაზე და
ვაქვეყნოთ ყველგან, ეზოთერულ და სხვა ფორუმებზეც.

მათი პროპაგანდა საბჭოეთში შეიმუშავეს ლენინის და ტროცკის ფილოსოფიაზე, ჯერ კიდევ მათ დროს,
თუმცა შემდეგ მოდიფიკაცია კგბ-მ გაუკეთა. ისეთი სახით, როგორიც დღეს აქვს, ესაა კგბ-ს პროპაგანდა.
არც შეცვლილა მას მერე.

ეს ძლიან მარტივი სქემით შემუშავებულია სინამდვილეში და მისი სტრუქტურა 3, ჰა-ჰა, 4 ეტაპისგან შედგება და
ოთხივე ეტაპი და მთლიანად პროპაგანდა მიმართლია დასაპყრობი და ანექსიის ობიექტი ქვეყნებისადმი.

პირველ ეტაპზე, ამ პროპაგანდის მეშვეობით, უნდა მოხდეს დასაპყრობი ქვეყნის საზოგადოების დემორალიზება,
თუმცა ეს ეტაპი წლები გრძელდება და თაობებს მოიცავს. ჩენ შემთხვევაში, ესაა მამაჩვენების თაობა, 37 მანეთად რო გადაფრინდებოდნენ
და მათი შვილები, ხოლო ალტ-ინფოები და ა.შ. ეს თავადაა პროპაგანდის ბუსტერი და არა თაობა.

ეს ბუსტერი, ძირითადად მიმართლია ხოლმე ახალგაზრდებზე, ანუ საზოგადოების ყველაზე მეამბოხე და არა-კომფორმისტ ნაწილზე,
რომ მოახდინოს გახლეჩა.

დემორალიზებული საზოგადოება გამოიყურება ზუსტად ისე, როგორც დღეს ქოცების ამომრჩევლების დაახ. 70%.
ესაა საზოგადოება, რომელიც „გააპრავებს“, ბავშვის წამებას, თუ სამშობლო უმხმობს. (სამშობლო სინამდვილეში არ არსებობს,
ესაა ფიქცია, თავად პროპაგანდის შიგნით) „გააპრავებს“ ქალების მასობრივ გაუპატიურებას, მკვლელობებს, ძალადობას,
თანაც ძალადობას, რომელიმე ეგრეგორის საფუძველზე. ჩვენ შემთხვევაში, ეს ეგრეგორი საპატრიარქო და მამამთავარი ილიაა.

„ვისაც პატრიარქი არ მოგწონთ, თქვენს დედებს შ238429ი“! - ისმოდა 5 ივლისს რუსთაველზე. ეს ერთი მაგალითია.

მოკლედ რომ ვთქვათ, თუ სამშობლო ეტყვის, პოლიქრონიონს იგალობებენ, ანუ არიან ყველაფერზე წამსვლელები,
ამიტომ ჰქვია ამ პროცეს დემორალიზაცია, ანუ მორალის ანიჰილაცია საზოგადოებრივი სხეულიდან.

ესაა აღქმის შეცვლა სურვილებზე მანიპულაციით, ანუ შავზე იტყვი თეთრია, თუ ჯიბე სავსე გაქვს, სახლში პური გაქვს,
გაქვს მ შ ვ ი დ ო ბ ა ქვეყანაში. შეგახსენებთ, ყველაზე მშვიდად ადამიანი, საფლავშია და ა.შ.
ასეთი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოა ნებისმიერი ფაქტი სუ რომ ცხვირწინ ააფაროთ.
როგორც კორონა ვირუსი ეტყეპება ყნოსვის რეცეფტორებს ცხვირის ღრუში და ბლოკავს სუნს,
ასევე პროპაგანდა ბლოკავს საღ აზრს ადამიანში და სტერილურ გონებაში უშვებს სამოქმედო გეგმას.

დემორალიზაციის შემდეგი ეტაპი, დესტაბილიზაციაა. 1991-93, 2008, მხოლოდ ჩვენს მაგალითზე.
ჩეჩნეთის ორი ომი და გროზნოს და ბესლანის გენოციდი ცალკე. 2014-დან უკრაინის და დღეს უკვე კულმინაცია.
დანარჩენს შევეშვათ, ავღანეთს და ა.შ.

დესტაბილიზაციის დროს, უკვე სულ ერთია პროპაგანდონი ხარ, პატრიოტი ხარ, ის ხარ, ეს ხარ,
აქ მიმდინარეობს, ქვეყნის ეკონომიკის, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის ანექცია, დამორჩილება
ტაქტიკური და სტრატეგიული მანიპულაციებით. მაგალითად, გახადო ენერგო დამოკიდებული,
გახადო ეკონომიკურად დამოკიდებული ტურიზმით, შეუშვა უამრავი ტურისტი და ახარჯინო ფული,
ამით თავის ვალუტაზე დამოკიდებულსაც გხდის სხვა ყველაფერთან ერთად; მიიღო ემიგრანტები:
შეგახსენებთ 800000 ქართველი ცხოვრობს რუსეთში და ა.შ.

და აშე შემდგომ და ასე შემდგომ. საბოლოო ჯამში, ხდება ქვეყნის ანექსია და ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანება.
ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო, ბალკანეთი, ოსეთი და ა.შ. შიგნითაც, შუგ ცენტრში ბაშკირეთი და ა.შ.

Posted by: David Monny Apr 6 2022, 06:44 PM

ჰო, მე ვარ ტატო ჰენკელი, მიცნობდეთ

Posted by: David Monny Apr 6 2022, 06:53 PM

მინდა აქ ჩემი ნამდვილი სახელი დავიქრვა და ვერ ვირქმევ, შესაძლებელია ნიკის შეცვლა?

Posted by: Zet Apr 6 2022, 07:06 PM

სამწუხაროდ ნიკს ვერ შევცვლი ეგეთი წესია ფორუმებზე, ეს იმიტომრომ შენი ნიკი "რიფლაიში" ბევრ ადგილას არის გამოყენებული. რამდენიმე პოსტი რომ გქონოდა შევცვლი. იქ ჩაწერე შენი ნამდვილი სახელი სადაც "მე ვარ იგი გიწერია"

შენ ახსენე ბოტანიკურში დავიოდიო და მე გიცნობ? იმიტომრომ ეგრე კი ვერ ვხვდები რომელი ხარ

Posted by: td......... Apr 6 2022, 07:08 PM

ციტატა(David Monny @ 6th April 2022 - 06:53 PM) *
შესაძლებელია ნიკის შეცვლა?

David Monny
არა, თავიდან უნდა დარეგისტრირდე

Posted by: David Monny Apr 6 2022, 07:10 PM

Zet

QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:06 PM) *
სამწუხაროდ ნიკს ვერ შევცვლი ეგეთი წესია ფორუმებზე, ეს იმიტომრომ შენი ნიკი "რიფლაიში" ბევრ ადგილას არის გამოყენებული. რამდენიმე პოსტი რომ გქონოდა შევცვლი. იქ ჩაწერე შენი ნამდვილი სახელი სადაც "მე ვარ იგი გიწერია"

უი, გმადლობ, კაი აზრია.

QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:06 PM) *
შენ ახსენე ბოტანიკურში დავიოდიო და მე გიცნობ? იმიტომრომ ეგრე კი ვერ ვხვდები რომელი ხარ

სამწუხაროდ შენ არ იყავი მაშინ. მარი, ზურა, ნიკოლოზი, აუ, ყველას სახელები არ მახსოვს, მაგრამ
შენ რომ არ იყავი ეს ვიცი. მე ვიკითხე, იმიტომ, რომ მე ახალი ვიყავი.

Posted by: David Monny Apr 6 2022, 07:11 PM

td.........

QUOTE(td......... @ 6th April 2022 - 07:08 PM) *
არა, თავიდან უნდა დარეგისტრირდე

არა, გმადლობ

Posted by: David Monny Apr 6 2022, 07:12 PM

ის მახსოვს, ის ბიჭი გურამი?? ატმანით პოსტავდა აქ. კრიშნაიდი იყო ადრე,
მეც ვიყავი ადრე, 9 წელი ვეგეტარიანელი ვიყავი და ეგ მახსოვს.
შეიძლება სახელი მეშლება

Posted by: td......... Apr 6 2022, 07:15 PM

ციტატა(David Monny @ 6th April 2022 - 06:44 PM) *
ჰო, მე ვარ ტატო ჰენკელი

ჰენკელი ნამდვილი გვარია, თუ ფსევდონიმი?

Posted by: David Monny Apr 6 2022, 07:19 PM

td.........

QUOTE(td......... @ 6th April 2022 - 07:15 PM) *
ჰენკელი ნამდვილი გვარია, თუ ფსევდონიმი?


საავტორო ფსევდონიმია, ჩხენკელი ვარ გვარად, ეს ნობელის პრემიის ჟიურის
გავუადვილე საქმე ენა არ იმტვრიონ ლიტერატურის
დარგში ჩემი გვარის გამოცხადებისას biggrin.gif

კი, ამბიციური ვარ, მერისმეტადაც ამბიციური განაცხადია, თუმცა
ერთხელ პოლ ვალერიმ თქვა, თუ კაცს ერთხელ მაინც არ უცდია ღმერთობა,
კაციც არ არისო.

მე ვიტყოდი, ისე უნდა წერო, 100 წლის მერეც წაგიკითხონ, თუ არა და
საერთოდ არ უნდა წერო. პირველ ყოვლისა მკითხველისადმი პატივიცემის გამო,
ნაკლები არ უნდა აკადრო, იმის მიუხედავად მართლა წაგიკითხავენ თ არა 100 წლის შემდეგ,
ამას შენ ვერ გაიგებ და მაინც, შენ ამ შემართებით უნდა წერო

Posted by: Zet Apr 6 2022, 07:33 PM

რუსულ პროპაგანდაზე რაც უკვე ითქვა კიდევ მინდა დავამატო.

როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში მას ესესერის აღდგენა და ყოფილი დაპყრობილი ტერიტორიების ისევ დაპყრობა უკვე ქონდა ჩაფიქრებული და მან თავისი პრეზიდენტობა ამ იდეის განხორციელებას მიუძღვნა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჯარს აგროვებდა, პირველ ქვეყანად აირჩია საქართველო იმიტომ რომ ენახა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, რა ხარვეზები აღმოჩნდებოდა. უკვე ამ ხარვეზების გამოსწორების მერე უფრო მომზადებული დაეჯახებოდა უკრაინას. საქართველოსთან ომისთვის წლები ემზადებოდა და რომ არა სააკაშვილი და მისი ავტორიტეტი მსოფლიოში, საქართველოს უპრობლემოდ დაიპყრობდა. მაგალითად რომ ყოფილიყო ისევ შევარდნაძე ან ვინმე სხვა. მანამდე სანამ სააკაშვილი საერთოდ პრეზიდენტი გახდებოდა, პუტინის სპეც სამსახურები ამზადებდნენ პატარკაციშვილს და ივანიშვილს საქართველოსთვის, მათ დაწერილი ჰქონდათ სტანდარტული გეგმა რასაც იყენებდნენ ყველა ქვეყნისთვის, ეს არის მსახიობების დაფინანსება თუ რუსეთის მოქალაქეების ჩასახლებას და კიდევ ბევრი სხვა რამ. პატარკაციშვილი გამოეყო ამ თამაშს იმიტომრომ დაიღუპა და დარჩა ივანიშვილი. რუსული სპეც სამსახურების და მათი წარმატებული მუშაობის ხარჯზე ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაშეი, პირველი რაც მან გააკეთა კარები დაუხურა უკრაინელ და უცხოელ ტურისტებს, და განავითარა ტურიზმი რუსეთიდან, რადგან გეგმა ითვალისწინებდა პირველ რიგში რუსეთის და საქართველოს ხალხის დაახლოებას, მერე რუსეთის მოქალაქეების მასიურ ჩასახლებას და საბოლოოდ საქართველოს უბრძოლველად რუსეთთან შეერთებას. რათქმაუნდა ეს ყველაფერი იმის ფონზე უნდა ყოფილიყო რომ ვითომ საქართველო ევროპისკენ მიდის, ხოლო შემდეგ ანტი დასავლური პროპაგანდა იმუშავებდა საქართველოში და ბოლოს მთავრობა იტყოდა რომ აი არ ვუნდივართ ევროპას და რუსეთი აქვე არის... გაგრძელება იქნება :დ

Posted by: David Monny Apr 6 2022, 10:07 PM

QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში მას ესესერის აღდგენა და ყოფილი დაპყრობილი ტერიტორიების ისევ დაპყრობა უკვე ქონდა ჩაფიქრებული და მან თავისი პრეზიდენტობა ამ იდეის განხორციელებას მიუძღვნა

დიახ. მინდა ისინი დავარწმუნო, თუ ამაში ეჭვი ეპარებათ და მართლა „რუსკი მირ“ ჰგონიათ
პუტინის მიზანი. პირველი და მნიშვნელოვანი იმპულსი, რითიც უნდა იგრძნოთ, რომ კგბ-ს
პროპაგანდის მსხვერპლი ხართ, არის, ზემოთქმულში ეჭვის შეტანა. იქნება ასეა არ არის?
იქნებ მართლა ანტი ქრისტეს ებრძვის ჩვენი ერთმორწმუნე ძმა ერი? და მსგავსი პირწავარდნილი ნონსენსი.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
პირველ ქვეყანად აირჩია საქართველო იმიტომ რომ ენახა რა მოყვებოდა ამ ყველაფერს, რა ხარვეზები აღმოჩნდებოდა.

დიახ. დასამატებელიც არაფერია ხალხო. უბრალოდ ფაქტს ამბობს. დიახ, ჩვენს უახლეს ისტორიას უყვება.
შეგახსენებთ, ივნისში, თბილისში, დედა ტერეზა ჩამოვიდა 9 აპრილის დროს დაზარალებულთა სანუგეშებლად და დასახმარებლად.
მაშინ გაიგო მსოფლიომ, რომ იწყებოდა საბჭოთა კავშირი და არსებობდა ქვეყანა, საქართველო. ეს ჩვენ ვიწვნიეთ პირველებმა.
ვიმეორებ, თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ აქ რაც წერია იმის ნამდვილობაში, პროპაგანდის მსხვერპლი ხართ და იმიტომ ვწერთ ამას,
რომ გათავისუფლდეთ მისგან.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
უკვე ამ ხარვეზების გამოსწორების მერე უფრო მომზადებული დაეჯახებოდა უკრაინას.

დიახ, მანამდე სერიოზულად წაივარჯიშა, თან ორჯერ ჩეჩნეთში. სრული გენოციდი გროზნოს და ბესლანის.
უძლიერესი პიროვნების, ჯოხარ დუდაევის დამხობით და ხელის ბიჭის, კადიროვის დასმით.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
რომ არა სააკაშვილი და მისი ავტორიტეტი მსოფლიოში,


ჰო, აი, ეს ახლა. სააკაშვილი.
ე.ი. თუ ვინმე ამ ფორუმიდან სააკაშვილის ოპოზიცია იყო, ერთ-ერთი აუცილებლად ვარ მე.
ჩემი ჯგუფელი იყო ბუტა რობაქიძე. ერთ მერხთან ვისხედით. არ გავაგრძელებ, უბრალოდ
მინდა გითხრათ, რომ როცა ჩემ მეგობრებს ეშინოდათ გაპროტესტება, რადგან საჯაროში იყვნენ დასაქმებულები,
პოსტსაც რომ ვერ დებდნენ ფბ-ზე, მე მაშინ სააკაშვილის და უგულავას კარიკატურებს ვაკრავდი მერიის წინ
„სტალინკებში“, იქ მქონდა ოფისი და არ მეშინოდა. ყველაზე მეტად ჩემთვის და ჩემ თავთან იყო ძნელი
იმიმ ფართ სურათის აღიარება, რომელიც Zet თქვა: რომ, დიახ, სააკაშვილმა იხსნა საქართველო მაშინ, პირდაპირ
რუსეთის ფედერაციის ნაწილად გახდომისგან; რომ მან დასვა ტოპონიმი - საქართველო, მსოფლიო რუკაზე.
მანამდე ზუსტად ისეთივე წარმოდგენა ჰქონდათ, მაგალითად, ამერიკაში ჩვენზე, როგორც უგანდაზე. (შეიძლება
უგანდა უფრო ცნობადი იყო მათთვის); მათ, მხოლოდ მაშინ, როცა მათი პრეზიდენტი ჩამოვიდა აქ, გაიგეს, რომ
ჯორჯიის შტატშეი კი არ გაფრინდა მერილენდიდან, არამედ ოკეანის გადაღმა, სხვა ქვეყანაში, რომ არის ქვეყანა,
რომელსაც ჰქვია, ჯორჯია. მანამდე არ იცოდნენ. თუ ვინმეს პიროვნული ანტიპატია გაქვთ მისადმი, მესმის.
ის ძალიან წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. არავის უნდა უკვირდეს მისადმი ბიპოლარული დამოკიდებულება.
მან დაუშვა შეცდომები, გადაცდომები და გადააბარა ამიტომ ივანიშვილს მთავრობა, თუმცა არ გადაუბარებია
საქართველოს დასავლური კურსი, რადგან იცოდა, ივანიშვილი რუსული კურსით მოდიოდა.
QUOTE(ZipCode @ 6th April 2022 - 07:33 PM) *
რუსული სპეც სამსახურების და მათი წარმატებული მუშაობის ხარჯზე ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაშეი,

დიახ, და ადრეც აპირებდენ, როგორც შენ თქვი ზემოთ, თუმცა სააკაშვილმა, როგორც ანომალიამ, ხელი შეუშალა მათ ამ გეგმის განხორციელებაში.
ძვირფასო მეგობრებო, აქ, საგულისხმოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ სააკაშვილისაც მიუძღვის წილი, რომ ივანიშვილმა გაიმარჯვა.
ნახეთ, დასავლეთმა იცოდა, რომ საქართველოში არ არსებობდა პრო-დასავლური ძალა სააკაშვილის გარდა, რომელსაც ის მხარს დაუჭერდა,
რადაგან სააკაშვილი აშკარად ადგებოდა ავტორიტარიზმის გზას. შეგახსენებთ, მან ბოდიში მოუხადა საჯაროდ ლევან ბერძენიშვილს, რუსეთის
აგენტს რო გეძახოდი და გდევნიდიო. დიახ, მას, ისე როგორც ზვიადის, ყველაში რუსის აგენტი ელანდებოდა და ვერ გავამტყუნებთ, დიახ, მეგობრებო,
დიახ, სავსე იყო და არის საქართველო რუსეთის აგენტებით და ძნელი იყო მისთვის სიმართლის დადგენა.
იცით, მე ყველა თქვენგანზე მეტად გამიჭირდა ამის აღიარება, თუმცა ობიექტურობა ამას მოითხოვს. რომ არა სააკაშვილი, ახლა ჩვენ ახლა რუსეთის
ფედერაციაში ვიქნებოდით, როგორც, მაგალითად ჩეჩნეთი და ოსეთი.

მე მაშინ 21 წლის ვიყავი და მქონდა როკ ბენდი, ვცხოვრობდი მხოლოდ ამ სფეროთი და არ მქონდა ჩემი აზრი.
მქონდა მხოლოდ რეფლექსია, სააკაშვილის რეპრესიებზე. ვერ ვხედავდი დიდი სურათს, რაც აქ ითქვა, რომ
პატარკაციშვილი და ივანიშვილიც, 7 ნოემბრის აქციები, რუსეთის დაფინანსებული იყო.
დასავლეთი, ჩვეულ ნიჰილიზმს მიეცა, ნახა რა, სააკაშვილის გარდა სხვა ძლიერი დასაყრდენი არ იყო ქვეყანაში და
რუსეთსაც დიდი დრო არ დასჭირდა, 4 წელიწადში მოვიდა ივანიშვილი. მაშინ მეც მისკენ ვიყავი, ისევე როგორც,
სააკაშვილის მიერ რეპრესირებული კოალიციის სხვა წევრები. (სააკაშვილის უდიდესი შეცდომა)
თუმცა გადაგდების ოინბაზმა, გადააგდო ყველა, შენ, მე, პეტრე პავლე და მოგვიანებით დასავლეთიც. 20 ივნისი
გახდა წყალგამყოფი. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ, დასავლეთის დამოკიდებულება შეიცვალა.

Posted by: David Monny Apr 6 2022, 10:25 PM

მოდით ვთქვათ, რა არის ევროპული ღრებულებები? რა არის დასავლეთი?
პირდაპირ ვთქვათ ის არის პრინციპებზე დაფუძნებული ადამიანების თანაცხოვრების წესი,
წესი, რომელიც გამოიხატება, ავიღოთ, ვთქვათ, ჯონ ლოკი, რომელიც პირველად დაუპირისპირდა,
ჰუმისეულ მონარქისტულ პარადიგმას და თქვა, რომ ყველა, ყველა ვინც ინადება და ვინც არის ადამიანის მოდგმით,
აბსოლუტურად ყველას აქვს თანდაყოლილი, ანუ აპრიორი უფლებები, ფუნდამენტური უფლებები და ესაა
სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებები მეგობრებო.
ეს არის მთავარი ღირებულებები, რაზეც დგას ევროპა.
მოდით დავაკვირდეთ ქრონოლოგიურად: ნახეთ, პირველი იყო სიცოცხლე. ადამიანები მიხვდნენ, რომ
არა მხოლოდ მეფეების და დიდგვაროვნების, არამედ ჩვეულებრივი გლეხების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია.
ამან მოიტანა თავისუფლება, რადგან მეფეები ამას ეწინააღმდეგებოდნენ. ბევრი სისხლით და გაგორებული თავებით,
თუმცა საფრანგეთის რევოლუციამ 1789-1799 წლებში თქვა, - სიკვდილი, თუმცა ამავე დროს თქვა, „ლიბეღტე“ - თავისუფლება.

თავისუფლებამ მოიტანა საკუთრების უფლება და ბოლოს, ბედნიერებისკენ სრაფვა.
ეს ხანგრძლივი და დრამატული პროცესი იყო ორი მსოფლიო ომით, რომლის მერეც, ევროპა უნდა მიმხვდარიყო, რომ
საბოლოო ჯამში ისინი შნიცელისა და ლუდისთვის იბრძვიან, დიახ, მეგობრებო, ბედნიერებისთვის იბრძვიან.
ყველას უნდა რომ იყოს ბედნიერი და მიხვდნენ კიდეც როგორ უნდა ქნან ეს: შეიქმნა ნატო, ევროსაბჭო, გაერო, და ა.შ.
მსოფლიო წესრიგი ალიანსების და ბლოკების მეშვეობით. და არ უნდა გაგვიკვირდეს დღეს გერმანენლი წამოწოლილი თა და შნიცელით და ლუდით
აქვს გასიებული მუცელი. დიახ, ალეგორიულად ვიტყვი, ჩენც ამისთვის ვიღწვით, ჩენც უნდა წამოვწვეთ ბოლოს მხართეძოზე და
უბრალოდ ვიყოთ ბედნიერნი, თუმცა არა ისეთ იმიტირებულ მშვიდობაში, რომელსაც „რუსკი მირ“ ჰქვია და რომელიც, მოკლული,
ნაწამები, კბილებამოგლეჯილი ბავშვების, გაუპატიურებული და დასახიჩრებული ქალების, გვამებში ტივტივებს ყელამდე.

ახლა გესმით რაშა საქმე?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)