ჩოხელის "ადამიანთა სევდამ" შთამაგონა ამ თემის გახსნაზე, მე შევაგროვებ სიახურულებს და შემდეგ დავწერ წ იგნს დაწერეთ, სამი რამ რაც დღეს გაგიხარდათ. უბრალოდ სამი რამ
დავიწყებ მე, დღეს გამიხარდა:
გამიხარდა რომ არ მქონდა სიცხე.
გამიხარდა ახალი დაკვეთა.
გამიხარდა რომ შემატყობინეს ჩექმები განაბაჟესო.
გამიხარდა ჩემი მეგობარი რომ მოცუნუცლდა მოულოდნელად.
გამიხარდა დაიკომ რომ დამირეკა და დამპატიჟა ხვალ სიცილის საღამოზე.
გამიხარდა ჩემი კლასელის შვილი იყო მოსული ბებიასთან ერთად, ვეთამაშე.
გამიხარდა რომ გამახსენეს "ჯონათან ლივინგსტონი"
მეტი გამოვიდა )) მაგრამ მთელი დღე სახლში ჩაკეტილად ყოფნისთვის მგონი კარგია, კიდევ რაღაცეები გამიხარდა წვრილმანები, აღარ მახსოვს.. მოკლედ თუ მოგეწონებათ იდეა თქვენც დაწერეთხოლმე, რა გაგიხარდათ კარგია როცა სიხარული ინახება, ვიღაცასაც გაუხარდება, რაც მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოა.. მოკლედ თქვენ იცით
ფეხაკრეფით უნდა გავიდე ამ თემიდან, - დღეს მხოლოდ ის გამიხარდა, ჩემმა ერთმა მკითხველმა რომ მითხრა, "შენი ლექსები და რომანი ისე მომეწონა, ლექსი მოგიძღვენიო". მთავარი ისაა, რომ ეს მკითხველი სულ 2-ჯერ მყავს ნანახი...
დუმბაძის ხუთტომეული ამომიტანა მამაჩემმა მეზობლისგან.
არ ველოდი, ძალიან გამიხარდა....
დილით თვალი გავახილე და გამიხარდა ის რომ არ წვიმდა. (ქოლგა სამსახურში დამრჩა და დასველება შემეზარა)
მერე გამიხარდა ის, რომ მეგობარი რომელიც უგზოუკვლოდ დაკარგული გვეგონა და ფაქტიურად ცოცხლებში აღარ ვეძებდით საღსალამათი გამოცხადებია ოჯახს... ეს ალბათ დღის კი არა წლის სიხარულია....
კიდე ის გამოხარდა რომ მშვიდობიანად დაღამდა და ასევე მშვიდობანად გათენდება ხვალ
Lashapoli
მე
ანა
elli
გამიხარდა რომ დაბრუნდი
მტრედი და მისი დატოვებული ნაფეხურები რაფაზე.
ვაშლი.
მეგობრის მოსვლა.
აღმოჩენა რომ ნაგვის გადაყრა შეიძლება იყოს დღესასწაული და მხიარულება თუ მეგობარი გყავს გვერდით.
ტელეფონზე ანგარიშის შევსება.
ავტობუსში აღმოჩენა რომ ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან.
ლამაზი კაფის აღმოჩენა,
პროექტი "სპილო ოთახში" ახალი მეგობრები და აზრის რეალიზების შესაძლებლობა.
გუნდაობა.
დედის გაკეთებული უგემრიელესი სუპი ))))))
დრაკონთან საუბარი
დღეს არაფერი გამხარებია
ანა
როცა რამე არ გაგეხარდება, ეგეც შეგიძლია დაწერო.
როცა სიხარულის რაოდენობაა ნოლი მე გავხსენი ეს ტემა და წესები ასეთია გენაცვალე.. ყვავილებისთვის მადლობ, გამეღიმა
დილიდან გაცეცხელბული ვიყავი... რა ვიყო ამ ნერვებს! საღAმოს მივხვდი , რომ ვირაცამ მაგრად იბაირამა ჩემს ნეგატივზე.. ხოდა გამიხარდა რომ აზზე მოვედი.
არაფერიც არ გამხარებია.
ხვალ იმედია გამიხარდება
არ შეიძლება ათი წუთის გაღვიძებულს ყველაფერი გახარებდეს!
ათი რაღაც მაინც გამიხარდა უკვე, იმედია დღეს არ მოვკვდები და საქმეებს ბოლომდე მიმაყვანინებენ :|
გამიხარდა რომ ჩემს ხუმრობაზე, "პარლამენტში ერთი ოთახი გამოგვიყავით ჯგუფსთვისთქო" გიორგის გაეცინა და მხარზე ხელი დამადო.. და 'შესაძლოა, შესაძლოა" მიპასუხა )))
გამიხარდა ანასტასია რომ შემხვდა "შემთხვევით".
მესამეს სიხარულს ველოდები...
ეგ გიორგის ტიპიური ჟესტია )
ანუ ჩვევაა და სინამდვილეში არაფერსაც არ აპირებს? ჯანდაბას გავწევრიანდები "ქრისტიან დემოკრატებში", ვნახოთ ჯერ რას დამიფინანსებენ. მაინც გამიხარდა, პერსპექტივა და სიყვები.. თუნდაც ყალბი (მაგრამ იმედი მაქვს არ იყო ყალბი)
იმედინუმოგვიშალოსღმერთმა! იმედი!
გამიხარდა რომ დღეს გამიხარდა რომ გამიხარდა
ნახევარი წლის წინ რომ ვუთხარი, მკვეთრად უარყოფითად მიპასუხა და უარი თქვა.
დღეს რომ ვუთხარი, გაიგო და აღიარა რომ შეცდა.. შემპირდა რომ ეცდება დაძლიო. მჯერა მისი ძალიან გამიხარდა, ის რომ ვისწავლე ლაპარაკი და ის რომ, მთელი გულით რაც მინდოდა და რაც მიზანი ქმონდა იმის შესრულება მოვახერხე ბუნებრივად, ვცადე, გავრისკე და გამოვიდა. მიყვარს და გამიხარდა რომ დამიჯერა.
ანასტასიას მოსვლა გამიხარდა
ფოტოშპი ტიუტორალები რომ ვიმეცადინე და აღარ გადავდე და ახალი ვსიწალე გამიხარდა
ვაჰ რა კარგი თემაა გულის ჩაკრას ხსნისო როგორც ეზოთერები იტყვიან
დღეს გამიხარდა რომ ერთმა რქიანმა რქა მოიტეხა როგორც იქნა და მესიჯი მომწერა
მე კი ვუთხარი ხო მეც მენატრები თქო და იმასაც გაუხარდა
იმის სიხარული ჩემი სიხარულია
ანუ გამოვიდა 2 სიახარული
ეხლა მესამეს რაღას ველოდო
დავიძინებ
კარგი თემაა თუნდაც იმიტომ რომ თერაპევტულია და გვინდა თუ არა ( ანუ ვინც შემოვა აქ ) გვაიძულებს გავიხსენოთ გაღაცა კარგი შევქმნათ checkpoint of joy .
დღეს მე გამიხარდა ჩემი გაკვეთილი.
წამალი გავაკეთე ჩემთვის და მოვირჩენ კჰეკჰე ებს ( ვახველებ ).
დამიკავშირდნენ საინტერესო საქმის თაობაზე.
გამიხარდა,რომ საიტი როგორც იქნა ვიღირსე..
გამიხარდა,რომ კიდევ ერთი დღე მიემატა ჩემ განვლილ ცხოვრებას..
გამიხარდა რომ,გამიხარდა..
ჯი-ნია-ნი
გილოცავ საიტს,საყვარელი საიტი გაქვს, შენ გგავს
საღამოს დაველოდები ამ ეტაპზე სიხარული ნამბერ უან არის ინჰალაცია
ანა
შEნთვის არც არავის უთქვამს.. ჯინიანის საიტი კი საყვარელია!
ზოგადი გაფრთხილებაა, არც გაბედოს არავინ!
ჩაკალელი:D
გამიხარდეს რააა, დამიხარდე რა იქნება ერთიექიმის დიაგნოზი მაინც გამიხარდეს, რა იქნება.. ღმერთო გთხოვ გთხოვ.. გამოჩნდეს რა არგი ოპტიმისტური განწყობა
kate
მეორე სიხარული - შეხვედრა შემომთავაზეს და დადასტურდა
მესამე სიხარული --- ჯერ მოლოდინის რეჟიმში ვარ ალბათ...
მე თქვენ დღეს გაუზომელი სიხარული მომანიჭეთ
თქვენ ორივე თავად ხარ სიხარული
თქვენ მე გამაბედნიერეთ
დ ი დ ი
მ ა დ ლ ო ბ ა !!!!!!!!
ძალიან გამიხარდა
ილოს ნახვა გამიხარდა ძალიან
ჩიზბურგერი რომ ვჭამე და არ გამაბედნიერა, მხოლოდ ფიზიკურად უსიამოვნება ვიგრძენი ეს გამიხარდა. გამოვედი გავლენიდან და მივხდი რომ მავნეა.
კაკის რომ უთქვამს "მე არ ვიქნები, მაგრამ სამაგიეროდ ანი მოვაო... " ამას არ ველოდი და გამიხარდა, მთვრალმა რომ წამოყრანტალა, ვერც მიხვდა რომ გმიხარდა
ჩილიმის გასინჯვა გამიხარდა, მომეწონა უფრო სოწრედ.
ტაქსისტმა რომ ფული არ გამომართვა და უფასოდ მომიყვანა გამიხარდა
არაფერი გამხარებია დღეს.
გარდა იმის აგცნობირებისა რომ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო... და მე კი ვზარმაცობ
1.კედები გამოვიწერე ამერიკიდან, დღეს ჩამომივიდა კარგად მომერგო და გამეხარდა
2. პატარა ძმისშვილი მოვინახულე. გაეხარდა ჩემი მისვლა და მეც გამეხარდა
3.პატრულმა გამაჩერა და არ დამაჯარიმა (თუმცა არც დამირღვევია ). მაინც გამეხარდა
ესეც ჩემი სამი სიხარული დღეს
ჩემი თავი გამიხარდა
კომშის ნერგმა კვირტი გამოიღო, რა ლამაზია.. პაწია სასწაული.
ერთმა მეგობარმა, მეორე მეგობარზე მკითხა, ამას შეყვარებული ხომ არ ყავსოო??? გამიხარდა ეგეც, სახალისოა ყველაფერი და ადამიანები ძალიან საყვარლები და სასაცილოები არიან ზოგჯერ
მესამეს დაველოდები დღეს.. უნდა იყოს
მეგობარი მეუბნება მთლად გავაფრინეო
რატო მეთქი და უშვერი სიტყვებით მოვიხსენიე ერთი არსებაო
მე ვუთხარი მე უარესად გავაფრინე შე უშვერო შენა თქო და ორივეს გაგვეხარდა
მესამე სურათში პროგრესიაო..
მე და მეგობარი მოვდიოდით მტკვარზე და კაცმა გავაჩერა, ოდნავ მკაცრი სახით. მერე გაგვიღიმა და "სანამ ეს მტკვარი იჩუჩხუხებს , თქევენ იყავით ცოცხლები და ასეთებიო"
კეჩუპი რომ გვაჩუქა უცნობმა ქალბატონმა
საქმეების ანწილი რომ დავასრულე..
და ისევ კომშის ნერგმა პატარა კვირტი გამოიღო
td.........
მაგას მე ვერ შევეწინააღმდები. ეგ სახელმწიფო გადაწყვეტილებაა.. მხოლოდ მრავალრიცხოვანადამიანებიან აქციებს შეუძლიათ პროტესტი
აი, ეს ახალი წლებიი გავიდეს და ქრისტიან-დემოკრატებს შევთავაზებ. მაგრამ თუ არა წყობთ არაფერს დააფინანსებენ.
შეიძლება გოგა ჩანადირს ვუთხრა.. არ ვიცი. გავიდეს ახალი წლები, ამოვისუნთქო და მივხედავ საერო საქმეებსაც )))))
დღეს სხვისი ქორწილების და ბედნიერების ყურებით ვბედნიერდები <3
td.........
ის ვინც ზრუნავს ქალაქის გამწვანებაზე, ერთხელ მასთან ერტად ხეები დავრგი. ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, თანამშრომლობს სკოლებთანაც და თვითონაც, კრებს მეგორებსხოლმე.. მგონი აპრილში იქნება რაღაც კიდევ ჯერ კარგად არ ვიცნობ, რომ მექნება დრო და განწყობა დავუკავშირდებიდა კარგად გავიცნობ რისთვის შრომობს და რაზე წამსვლელი საქმისთვის..
სხვასაც რომ ჩაეძინა ძააალიან ძააალიან გამეხარდა ))))))
გამიხარდა რომ თვალი ამეხილა.
გამიხარდა რომ მივხდი ყველაფერი დროებითი ილუზიაა
გამიხარდა რომ გადაწყვეტილება მივიღე.
გამიხარდა რომ მეგობარი მყავს ამ დროს გვერდით..
ჩემი სამი,სამასი,სამიათასი სიხარული თქვენ ხართ,რაც ეს ფორუმი აღმოვაჩინე მას მერე,ყოველ დღე..
ფორუმი?ფორუმი არა,პლანეტა უფრო..ყველა ადამიანი,მისთვის განკუთვნილ ერთადერთ პლანეტაზე ცხოვრობსო და ჩემთვის ფორუმი გახდა ჩემი პლანეტა..მერე რა რომ პირადად არავის ვიცნობ,ვირტუალურადაც,ხომ გკითხულობ,ხომ ჩემს გულში ხართ,ხომ მოგიშინაურეთ გულის რომელიღაცა კუნჭულში,არა,თუ დავზუსტდებით,მთელ გულში..ხოდა ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია ჩემთვის,ყოველ დღე,თქვენი სახით სამი კი არა,უთვალავი ბედნიერება მხვდება,იმიტომ რომ უხილავი ძაფები მაქვს გაბმული ჩემსა და თქვენს შორის..თქვენ ჩემი სამყარო გახდით,რომლის გარეშეც ვერ ვძლებ ერთი დღეც კი..
ჯი-ნია-ნი
რა სიყვარული ხარ!!!!!!!!!!!!!!!!!
არაფერიც არ გამხარებია
დღეს ბევრი რამე გამეხრდა
მაგრამ ყველაზე მეტად, ის რომ მივხდი როგორ უნდა მოვექცე მეგობრებს და ვფიქრობ ესფორუმი და აქაურები დაეხმარენ მაგის მიხვედრაში... დღეს ვიყავი მეგობართან და ცოტა სევდიანი იყო, და უცებ ისეთი ზრუნვა ვიგღძენი: შუბლზე ვაკოცე რამდენჯერმე და მოვეფერე და ვიგრძენი როგორ გადავიდა ეს სიყვარული მასზე და როგორ გაიღიმა. ბერი სიყვარული და სიბრძნე უნდა დააგროვო მეგობრებისთვის, რომ როცა დასჭირდება მარაგი გქონდეს და მისცე.. აი ეს გამიხარდა
Barmalei
აზეირბაჯანლებმა თურქებთან არკვიო, ჩვენ მაგ მხრივ ტრანზიტული ქვეყანა ვართ, მაგრამ აი ეკოსისტემა კი მაგრად დაზარალდება, ჩვენც და +ულამაზესი ხეობების დატბორვას აპირებენ და რამოდენიმე ჩვენ ისტორიულ ძეგლსაც აყოლებენ შიგნით.
თოვლი
დღეს ყველაზე ყველაზე მეტად გამიხარდა ლაშაპოლის ნახვა
ჩემი თავი გამიხარდა, ძალიან კარგი ვიყავი დღეს
სხვებს არ გავუხარებივარ, იმედი გამიცრუეს, მაწყენინეს, თავი მომაბეზრეს.. თაროს რომ გამიკეთებს საშა ბიძია ლამაზს, ის გამიხარდა. ორი ცალი სიხარული მქონდა მარტო
ევერიმ მაწყენინა
ეს თემა გამახსენდა. ანას თემაა ეს. Untitled_11 - ეს ანას ერთ-ერთი ნიკია ამ ფორუმზე, მისი მრავალი ნიკიდან საკალელი
დღეს რაღაცეები გამიხარდა, მაგრამ პირად სიხარულის ყველა მომენტს ვერ დავწერ, მაგრამ ერთს დავწერ და გაგიზიარებთ.
ერთი ურწმუნო გოგოს(ალბანელი მუსლიმანის) სიტყვები გამიხარდა დღეს: „როცა უჭირს ადამიანს ღმერთი ეხმარებაო, მე არ მწამს არც ჩემი სარწმუნოების და არც ქრისტესიო, მაგრამ ღმერთი ყოველთვის მეხმარება, როცა ვთხოვო.“ ჩვენ ვმუშაობდით და მუშაობის პროცესში ბევრი ვერ ვუთხარი, საერთოდ მასთან არ მაქვს ეზოთერული სტილის საუბრები, მან არაფერი იცის სინამდვილეში ვინ ვარ. მე გავთბი მისი სიტყვებით და ვუთხარი. ღმერთი ყველასათვის ერთია მეთქი, ქრისტიანისა და მუსლიმანისათვის, ხოდა ეს განსხვავება რომ შეგვეჩერებინა, მაშინ ბევრად ნაკლები ომი იქნებოდა მეთქი ქვეყნად და ბევრად ნაკლები ადამიანი დაიღუპებოდა თქო. ეს იყო და მუშაობა განვაგრძეთ. ახლა გამახსენდა და გული გამითბა.
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)