Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ ტყუილი

Posted by: ანა Nov 21 2011, 11:32 AM

დღეს დილით ექვს დსაათზე ავდექი, გავედი ვირბინე, ვივარჯიშე. ალისტერ კორულის სული შემხვდა, იჯდა და ეწეოდა ბალახზე.. ქართული არ იცოდა, ცოტა იცოდა უფრო სწორად და ნუ მერე გნახავო, ეხლა ვირაცას ველოდებიო. მერე მოვედი, გემანული ვიმეცადინე, მერე სახლი დავალაგე, საჭმელი გავკეთე, მერე ვიკითხე, და ეხლა ვხატავ.

<< ტყუილები atb_search.gif

რა არის ტყუილი ჩემო ეზოტერიკო მეგობრებო? ეს ახლა მე ყველაფერი მოვიტყუე, თქვენ უკვე მოასწრებდით რამის მოტყუებას, ყველა იტყუება, როგორც ექიმი ჰაუსი იტყოდა smile.gif)) მაგრამ რას გვავნებს ის? რატომ ვიტყუებით? ყოველდღიური ჩვეაა, მაგრამ საინტერესო ფენომენია.. პირველი ტყუილი ადამმა თქვა, არ მიგემია ნაყოფიო.. მერე? ძალიან საინტერესოა მთვრალი ადამიანი რატომ ამბობს სიმართლეს? როდესაც გარკვეული რაოდენობის სიმღერებს მოასმენინებენ ადამიანს, ის ვერ იტყუება ასევე (რომელიღაც შტატების ციხეში არის ეს პრაქტიკა). მოკლედ ვისაუბროთ ტყუილის შესახებ სიმართლე JC_cupidgirl.gif

Posted by: ანა Nov 29 2011, 03:53 AM

რატომ არაა აქ კომენტარები? ტყული ძალიან მნიშვნელოვანი რამეა "სპილო ოთახში".
რატომ ვხუჭავთ თვალებს და ვარიდებთ მაუსს ამ თემას??? ჰმმ

Posted by: Ever Nov 29 2011, 01:35 PM

არ მიყვარს მატყუარა ადამიანები.

QUOTE
მაგრამ რას გვავნებს ის?
გვანგრევს. მე როცა რამე მომიტყუებია, სულ ვნერვიულობდი, არ გამიგონთქო. ამიტომ მირჩევნია საერთოდ არაფერი ვთქვა, ვიდრე მოვიტყუო.

QUOTE
რატომ ვიტყუებით?

ხოო, ეს რთული შეკითხვაა. ზოგს ჩვევაში აქვს სხვათაშორის და არ შეუძლია სხვანაირად smile.gif


Posted by: ანა Nov 29 2011, 01:54 PM

ადამიანი ორგანიზმი ეწინააღმდეგება ტყუილს. ამიტომ როცა ვიტყუებით ის დანაშაულს ფიზიკურად გამოხატავს.. თვალებს დაბლა ხრის ან გვერდზე.. ეს ნამდვილად ასეა, მეც მოტყუებისას სულ რაღაცას ვაკეთებ.

და რელიგიურადაც ტყუილი ხომ ცოდვაა? რატომ, მაინც რას გავნეს, უფრო დაწვრილებით საინტერესოა

Posted by: Ever Nov 29 2011, 02:04 PM

QUOTE
ადამიანი ორგანიზმი ეწინააღმდეგება ტყუილს

ტყუილს ვამბობთ ცნობიერად, ქვეცნობიერი არ ემორჩილება და ჟესტების, მიმიკის საშუალებით გაგვცემს smile.gif


Posted by: ანა Nov 29 2011, 02:27 PM

Ever

იმიტომ არ ემორჩილება რომ არაა დასამორჩილებელი

Posted by: priad ubralod Nov 30 2011, 12:03 PM

ანა თოფურიძეც ისევე იტყვილება როგორც ყველა ჩვენ ვიტყვილებით და მოტყვილებული გარდავიცვლებით თუმცა შეიძლება ესეც ტყვილია და ამასაც გატყვილებთ აბა ამდენი ტყუილი- ტყვილად ხომარ იქნებოდა ნათქვამი?! ხოხ...

მომენატრეთ ხალხ.smile.gif

Posted by: kate Nov 30 2011, 07:31 PM

priad ubralod
smile.gif
საინტერესოა, მერე რომელ ბრუნვაში გამოჩნდები smile.gif

Posted by: ანა Nov 30 2011, 11:34 PM

priad ubralod

რას იტყვილები ეხლა შენ აქ smile.gif))))))


მე სრულიად მარტივად, ბიოლოგურად და ფსქოლოგიურად. კიდევ რელიგიურად რატომაა "ტყუილი" ცუდი ის მიაინტერესებს..

Posted by: miss-tika Dec 1 2011, 12:35 AM

ცემთვის მაგალითად საშინელი გრძნობაა როცა მატყუებენ ,მითუმეტეს საყვარელი ადამიანისგან ტყული ორმაგად ცუდი გრძნობაა , როცა ენდობი ადამიანს და გჯერა მისი და რაღაცაში გამოიჭერ ,თუნდაც ელემენტარული ტყუილი იყოს მაინც თითქოს იმედები გიცრუვდება , ვცდილობ არ მოვიტყუოხოლმე ,მაგრამ როგორც ყველას მეც მომიტყუებია , უფრო ისეთი ტყუილები ვიცი ადამიანს ,რომ არ ავნებს .... biggrin.gif

აი ერთერთს ვიტყვი და თქვენ განსაჯეთ არის თუ არა ეს ბოროტი ტყუილი .
ძალიან მინდა ,რომ ჩემ შვილს დაბადების დღეზე უყიდო რამე მოზრდილი სათამაშო მანქანა , მე არ მაქვს ფული არადა დაბადების დღე მალე მოდის და გული მიწუხს ამის გამო.თან ვიცი რომ უყვარს და გაიხარდება , აი მართლა ძალიან განვიცდი . ხო და ამასწინად დავარეკინე მამამისთან და ვათქმეინე მამა პიპი მიკიდე დიიიდიიიი biggrin.gif ვაიმე რა საშინელი ადამიანი ვარ ალბათ ხო ? biggrin.gif მარა ჩემი მიზანი ისაა რომ უყიდოს იქნება და ჩემი შვილის გახარებული თვალები დავინახო ,,,ხო აი ასეთი რაღაცა მოვიტყუეეეე ვითომ ბავშვმა სულ ისე მოინდომა და სთხოვა მამას , არადა მე დავარიგე sad.gif

Posted by: ანა Dec 1 2011, 02:08 AM

miss-tika

რა ვართ ეს ქალები )))))))

ჩემს მეგობარს გიტარა უნდოდა, მაგრამ ფული არ ქონდა. მამა სხვა ოჯახში ცხოვრობს და მამაჩემის მეგობარია. მე სპეციალურად დავიწუწუნე მამაჩემთან, რომ ჩემს მეგობარს გიტარა უნდოდა და ვერ ყიდულობდა, მხოლოდ არ უთხრა შენს ძმაკაასთქო, მაგაზე ხომ არ შეაწუხებსთქო, რათქმუნდა უთხრა და იმან, აუ ჯიგარი ხარ რო მითხარი ვუყდიდო..

Posted by: sky Dec 6 2011, 10:11 PM

მე რასაც ვიტყუები მართლა ხდება მერე..
ამიტომ მარტო კარგ ამბებს ვიტყუებიხოლმე huh.gif

Posted by: elli Dec 28 2011, 10:50 PM

ყველაზე დიდი ტყუილი ისაა ადამიანი რომ ამტკიცებს ჩემს ცხოვრებაში არ მომიტყუილებიაო. გინდა არ გინდა ტყუილი ყოველდგღიურობაა

Posted by: td......... Dec 29 2011, 12:45 AM

ცხოვრება ყველაზე დიდი ტყუილია დ ამისი მირება უკვე ტყუილის გაზიარებაა!

Posted by: Galahad Dec 29 2011, 02:28 AM

ანა

QUOTE(ანა @ 21st November 2011 - 11:32 AM) *
მაგრამ რას გვავნებს ის? რატომ ვიტყუებით?


მე სიტყვასა ერთსა გკადრებ პლატონისგან სწავლა-თქმულსა:
"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა" l_book.gif

QUOTE(ანა @ 21st November 2011 - 11:32 AM) *
პირველი ტყუილი ადამმა თქვა, არ მიგემია ნაყოფიო..


ეგრევე გამოტყდა და დაიწყო მერე გადაბრალებები.

QUOTE(ანა @ 21st November 2011 - 11:32 AM) *
ძალიან საინტერესოა მთვრალი ადამიანი რატომ ამბობს სიმართლეს?


სიმთვრალეშიც იმავე დოზით ვამბობ სიმართლეს, როგორც ფხიზელზე. ნასვამს უფრო დაკვირვება მიყვარს გარშემომყოფებზე, მაგ დროს მსიამოვნებს ჩუმად ჯდომა და უბრალოდ ყურება... სიმთვრალეში ქარაგმული ლაპარაკი უფრო მიყვარს. smile.gif

Posted by: td......... Dec 29 2011, 02:38 AM

ციტატა
სიმთვრალეში ქარაგმული ლაპარაკი უფრო მიყვარს. smile.gif
Galahad
ანუ კულტურულად რომ ვსთქვატ ახურებ და გიხარია?biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Galahad Dec 29 2011, 10:44 AM

td.........

QUOTE(td......... @ 29th December 2011 - 02:38 AM) *
ანუ კულტურულად რომ ვსთქვატ ახურებ და გიხარია?


ჰო რა, გახურება, თანაც კულტურულად. biggrin.gif

Posted by: ანა Dec 29 2011, 01:49 PM

QUOTE
"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა"


შოთააააააააააააააა smile.gif)))))))))))))) როგორ დამავიწყდა ჯერ მანდ მომეძებნა, მაგრამ მაინც უფრო ეზოთერიკულად, რატომ ავნებს, განხილვა მინდა

Posted by: Galahad Dec 29 2011, 02:04 PM

ანა

QUOTE(ანა @ 29th December 2011 - 01:49 PM) *
შოთააააააააააააააა )))))))))))))) როგორ დამავიწყდა ჯერ მანდ მომეძებნა, მაგრამ მაინც უფრო ეზოთერიკულად, რატომ ავნებს, განხილვა მინდა


სამაგისოდ უნდა მიმოიხილო ჩვენი მეტყველება და აზროვნება რა პროცესებს იწვევს ჩვენში, საიდან მოდის ეს აზრები და ა.შ. არა მგონია ამაზე აქ ერთიანი და დასრულებული პასუხი დაიწეროს ამაზე. smile.gif უფრო საკუთარ შეგრძნებებზე და შესაბამის ასოციაციებზე დაკვირვება იქნება საინტერესო და მეტი პასუხის გამცემი. smile.gif

Posted by: ანა Dec 29 2011, 04:34 PM

რატომ ვიტყუები?
ვისთვისაა სასრგებლო ეს ტყუილი?
საიდან მომაფიქრდა ე სტყუილი?


დაუსვით უცებ ეს სამი შეკითხვა თქვენს თავს სანამ მოიტყუებით და ... მერე მოიტყუეთ biggrin.gif

Posted by: Galahad Dec 29 2011, 04:44 PM

ანა

QUOTE(ანა @ 29th December 2011 - 04:34 PM) *
რატომ ვიტყუები?
ვისთვისაა სასრგებლო ეს ტყუილი?
საიდან მომაფიქრდა ე სტყუილი?


დაუსვით უცებ ეს სამი შეკითხვა თქვენს თავს სანამ მოიტყუებით და ... მერე მოიტყუეთ


მაგდენი თუ ვიფიქრე, ქე მიხვდება ის სხვა, რომ ვიტყუები. biggrin.gif

Posted by: sociopath Dec 29 2011, 04:49 PM

ტყუილს ვნანობ ხოლმე და კაიხანი მაწუხებს მერე შეგრძნება რომელსაც ტოვებს. არა რრა არრვარ დაბადებული მატყუარად )) ძირითადად ძაან უვნებელი და სულელურია ხოლმე ჩემი ტყუილი,სერიოზულ და რამის შემცვლელს ვერ ვიხსენებ :?
ალბათ უფრო ხუმრობაში გატარებული ტყუილები ჭარბობს ჩემთან :დ

ვიტყუები იმიტომ რომ ეგრე მიმაჩნია(შეიძლება ვცდები) საჭიროდ იმ სიტუაციაში,ვისთვისაა სასარგებლო თუ საზიანო და საიდნა მომაფიქრდა ეგ უკვე კონკრეტულ ამბავზეა დამოკიდებული რავი :დ

Posted by: John Dee Dec 29 2011, 05:54 PM

ძალიან , ძალიან ცუდია, აურას ვნებს, ნეგატიური პროექციები აქვს სრულად "უმნიშვნელო" ტყუილსაც კი (უმნიშვნელო ტყუილი კი არ არსებობს)

Posted by: stalker Dec 29 2011, 08:54 PM

ვინ სხვას

Posted by: hermes Feb 5 2012, 05:50 PM

რა შეიძლება ითქვას ძალიან მოკლედ ტყუილზე ეზოთერული აპექტით?
დარწმუნებული ვარ, თემაში "ხელდასხმულის ცნობიერება", ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებდა თემის ავტორი, ასევე ეს საკითხი ახლოსაა ადამიანის აურასთან და ე.წ ჩაკრების თემასთან.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ტყუილს თითქმის არავინ ერიდება. ამის უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ადამიანი ქვეშეცნეულად გრძნობს, რომ მის ჩვეულებრივ აზრებს რეალობაზე უშუალო ზემოქმედების უნარი არა აქვთ. ადამიანის ფარულმა ნებამ იცის, რომ მას ეს უნარი ოდესღაც, შორეულ წარსულში გადაეკეტა smile.gif

ტყული სხვა არაფერია, თუ არა არასწორი აზრი, სინამდვილის არასწორად წარმოჩენა, მისი ყველაზე სერიოზული ფორმებია უდროოდ მიწოდებული სიმართლე ან პირიქით -დაგვიანებული smile.gif

იცის რა ქვეშეცნეულად, რომ მისი ყოველდღიური აზრი სინამდვილეს ვერ ცვლის (ეს უნდა გაიგოთ იმ კუთხით, რომ მას არა აქვს, კოსმოსური შემოქმედების ნიჭი), ადამიანი ტყუილის მოჩვენებითი უწყინარობის გამო თავს უფლებას აძლევს დაასაბუთოს კიდეც, თუკი წაასწრებენ, ტყუილის აუცილებლობა, თქვათ საბოლოო სიკეთის მიზნით ჩადენილი ტყული, ამიტომ თქვენ იშიათად ნახავთ ადამიანს, ცუდი საქციელის გამართლებას რომ არ შეეცადოს, იგი შინაგანად შეურაცხყოფილადაც კი იგრძნობს თავს რომ სწორად ვერ გაუგეს smile.gif

პრაქტიკულად, ტყუილი თავს ვერ მალავს: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და თავის უარყოფითი შედეგების მიხედვით განსაზღვრავს მისი ჩამდენი ადამიანის დისკომფორტის ზომას საზოგადოებაში - მატყუარები როგორც წესი არ უყვართ smile.gif

მაგრამ ეს არის მორალის სფერო, ადამიანს ჰგონია რომ ტყული აბსტრაქტულია და როგორც ყოველი დანაშაული, თუკი იგი არ გამოვლინდება და კარგად დაიმალება, ცუდ რეზულტატსაც არ გამოიწვევს.

არის კი ეს ასე? ხილულ სამყაროში შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ეს მართლაც ასეა
თქვენ რას იტყვით?
(გაგრძელება იქნება)

Posted by: hermes Feb 6 2012, 03:22 PM

რა ხდება როცა არამიანი განერიდება სიცრუეს და ცდილობს სწორი აზრებით მართოს ცნობიერება? ცხადია ერთი სწორი აზრით ის მოიზიდავს მეორე სწორ აზრს, რადგან მსგავსი მსგავს იზიდავს. სწორი აზროვნებით ადამიანი ამზადებს ნიადაგს მისი სულიერი უნარების გამოსაღვიძებლად. ცხადია საპირისპირო ხდება, როცა ადამიანი ტყულით ცხოვრობს (დააკვირდით, დილით ნათქვამი ერთი ტყული რამდენ ტყულს გათქმევინებთ დღის განმავლობაში და ეს მსგავსება გადაიტანეთ ცხოვრების ხანგრძლივობის პერიოდზე). არასწორი აზრები და ტყუილი პირიქით კასტრაციას უკეთებს ადამაინის სულიერ უნარებს, დაბლა სცემს მისი სულიერი ძალების იმუნიტეტს იმ ძალთა წინააღმდეგ, რომლების სწორედ რომ დადარაჯებულნი არიან დაიკავონ ცარიელი ადგილი, ის ადგილი რომელიც წესით ადამიანის ღვთაებრივ მესთვისაა განკუთვნილი.

ცხადია, ტყუილზე უარის თქმა უნდა იქცეს ცხოვრების წესად. და არა ერთჯერად აქტებად, ისე როგორც ეკლესიაში შესულს რომ ღმერთი მხოლოდ მაშინ ახსენდება). აქვე უნდა დაზუსტდეს ერთი რამ. ყოველდღიური ცხოვრებაში ადამიანის ცნობიერ საქმიანობას ძნელია ეწოდოს აზროვნება, ესაა ერთი მოგონებიდან მეორეზე გადახტომა, ასოციაციებზე დამოკიდებული განწყობები (ერთი ნაკადიდან მეორეზე ფოლკნერის სტილში) რომლებიც როგორც ნაფოტს მდინარის ნაკადი, ისე ახეთქებს ადამიანის ყურადღებას ერთი მოვლენიდან მეორეზე. ამას შეიძლება ეწოდოს პასიური აზროვნება, ან მისი აჩრდილი.

შენიშვნები ვარენო?

Posted by: Τρισμέγιστος Feb 6 2012, 04:40 PM

hermes

QUOTE
ტყუილზე უარის თქმა უნდა იქცეს ცხოვრების წესად.

გეთანხმებით (გამარჯობაsmile.gif ).
მაგრამ იმისათვის რომ ადამიანმა ეს შეძლოს (ამ ეტაპზე მას ეს არ შეუძლია, რადგან მისი დღის ცნობიერება ქვეცნობიერი იმპულსებით იმართება. საუბარია საშუალო სტსტისტიკურ ადამიანზე, ანუ თითქმის ყველაზე), ამისათვის, ტყუილის გზიდან გადახვევის დასაწყისად მან უნდა მონიშნოს ის პუნქტი, როცა ( და სადაც) პირველად შევიდა მასში სიცრუე. და ეს მისი ნების გაუთვალისწინებლად მოხდა.
და რა ვითარება იყო ამის შემდგომ და რა ვითარება დღეს ამ მხრივ- ეს უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი ცნობიერების ჰორიზონტზე, თუ მას სურს რომ გადაუხვიოს ტყუილის (სიცრუეში მყოფობის) გზიდან.

Posted by: hermes Feb 6 2012, 05:33 PM

Τρισμέγιστος
გამარჯობა smile.gif

QUOTE
და რა ვითარება იყო ამის შემდგომ და რა ვითარება დღეს ამ მხრივ- ეს უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი უნდა დაინახოს ადამიანმა თავისი ცნობიერების ჰორიზონტზე, თუ მას სურს რომ გადაუხვიოს ტყუილის (სიცრუეში მყოფობის) გზიდან.
აჰა, ასე ფართოდ რომ გავშალო ეს თემა, მარტოს არ ძალმიძს. თემა კი ფუნდამეტურია.
ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო, ზოგადად მესაუბრა, თუ როგორ ამზადებს სიმართლის პრინციპი ("მართლის თქმა" - გურამიშვილის მსგავსად) და სიმართლესთან მეგობრობა ადამიანის სულიერი ორგანოების, მისი ასტრალური სხეულის ორგანოების, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანს უძრავ მდგომარეობაში აქვს, გამოღვიძებასა და მოძრაობაში მოყვანასთან smile.gif.

ასევე, პასუხი გაგვეცა კითხვისთვის, რომელიც ანა -მ დასვა:

QUOTE
რატომ ვიტყუები?
ვისთვისაა სასრგებლო ეს ტყუილი?
საიდან მომაფიქრდა ე სტყუილი?

იმედი მაქვს დაეხმარები თემას და მეც smile.gif ასევე ვფიქორბ, შემოთავაზებული ასპექტი დაანიტერესებს მკითხველთ

Posted by: hermes Feb 6 2012, 06:45 PM

Τρισμέγιστος

QUOTE
საამისოდ, ჩვენ მოგვიწევს ძალიან შორს, უშორეს წარსულისაკენ მივმართოთ მზერა. იმ არსებით-შემობრუნებითი პუნქტისაკენ,რასაც დღეს ქრისტიანული რელიგიის ე.წ.მესვეურები "ცოდვად დაცემას" ეძახიან და უღმერთოდ,, დიახ, უღმერთოდ და უნამუსოდ ატყუებენ ადამიანებს, რომ ადამიანი თავად, თავისი ნებითა და სურვილით დაეცა!


მოსეს ხილვა, მთვარის ელოჰიმის ინსპირაციით (ინსპირაცია - ხელდასმის ცნოებირების მეორე ტიპი, შუა საფეხური) რასაც გადმოსცემს, გახლავთ "ცდუნება", ესაა ეგზოთერული მხარე. ცდუნებას ეკლესიის მამები განმარტავენ შემდეგნაირად: ადამიანმა თავისი ნებით დაუთმო თავი ეშმაკს, ანუ ცდუნდა smile.gif

ცხადია სიღრმისეულმა ანალიზმა უფრო მეტიც უნდა გვითხრას, რადგან ნებისიმიერ ხდომილებაში მონაწილეობს ორი მხარე (კაკ მინიმუმ smile.gif) რადგან ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ მარტო არ იყო ადამიანი.

კარგით, ვიმსჯელოთ მაშინ, რა წილი მოდის ცდუნებულზე და სად იდგა ამ დროს მაცდური smile.gif გასაგები რომ იყოს მკითხველთათვის, სულიერი იერარქიის სახელებიც მოვიხსენიოთ (ქრისტიანული ეზოთერიკიდან და ოკულტური აზროვნებიდანდაც)

Posted by: janela Mar 20 2012, 04:21 PM

QUOTE
თვალებს დაბლა ხრის ან გვერდზე.. ეს ნამდვილად ასეა, მეც მოტყუებისას სულ რაღაცას ვაკეთებ.


+ ვცხვირის ნესტოებზე, ყურის ბიბილოებზე, ნიპაკიზე შეხება ხდება... ხშირად ამართლებენ ამას იმით რომ მართლა ექავებოდა ცხვირი, ან ყურის ბიბილო და სულაც არ არის ეს ტყულის ნიშანი... თუმცა, ბიოლოგიურად ამ დროს კანკვეშა რეცეპტორები ღიზიანდება... ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო "ირთვება" და იწყებს ქვეცნობიერი მუშაობას.

მაგალითად, დაკითხვის დროს ერთ-ერთი ცნობილი ხერხი ტყუილს გამოაშკარავების ის არის რომ იმ ისტორიას, რომელიც მოყვა "განსასჯელმა", აყოლებენ უკნიდან... პირიქით... სწორედ ამ დროს მჟავნდება ტყუილი...

რამოდენიმე დღის წინ სამსახურის გასაუბრებაზე ვიყავი და ერთ-ერთი პირველი რაც მკითხეს იყო ჩემი დამოკიდებულაბა ტყუილთან და რა შემთხვევაში გავამართლებდი ტყუილს? (თუ გავამართლებდი საერთოდ)... შეიძლება გამართლდეს თუ არა ტყუილი როცა ის ავადმყოფის ჯანმრთელოაბს ეხება და ა.შ.....


პ.ს. მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა ვსვამთ კითხვას - რატომ ამბობს ადამიანი ტყუილს და ავნებს თუ არა ეს მას, აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია... თუ ვისჯელებთ უნდა ვისჯელოთ კოკნრეტულ სიტუაციაზე არა ზოგადად...




Posted by: kindatma Mar 27 2012, 05:22 PM

ტყუილი.ჩვენი ეგოს ერთერთი ყველაზე ნათელი თვისება.ტყუილი არის ბევრნაირი.როცა გინდა ვინმე სწრაფად მოიშორო (სკოლაში ხშირად ვუშვებ ამ შეცდომას)
ან გეზარება ბევრი რამის მოყოლა,მაგრამ მგონი ყველაზე ძლიერ ტყუილს იძახი როცა თავს იმართებ))) აი მაშინ ჰოოოო

Posted by: anouk Apr 16 2012, 09:52 PM

QUOTE(ანა @ Nov 21 2011, 11:32 AM) *
დღეს დილით ექვს დსაათზე ავდექი, გავედი ვირბინე, ვივარჯიშე. ალისტერ კორულის სული შემხვდა, იჯდა და ეწეოდა ბალახზე.. ქართული არ იცოდა, ცოტა იცოდა უფრო სწორად და ნუ მერე გნახავო, ეხლა ვირაცას ველოდებიო. მერე მოვედი, გემანული ვიმეცადინე, მერე სახლი დავალაგე, საჭმელი გავკეთე, მერე ვიკითხე, და ეხლა ვხატავ.

<< ტყუილები atb_search.gif

რა არის ტყუილი ჩემო ეზოტერიკო მეგობრებო? ეს ახლა მე ყველაფერი მოვიტყუე, თქვენ უკვე მოასწრებდით რამის მოტყუებას, ყველა იტყუება, როგორც ექიმი ჰაუსი იტყოდა smile.gif)) მაგრამ რას გვავნებს ის? რატომ ვიტყუებით? ყოველდღიური ჩვეაა, მაგრამ საინტერესო ფენომენია.. პირველი ტყუილი ადამმა თქვა, არ მიგემია ნაყოფიო.. მერე? ძალიან საინტერესოა მთვრალი ადამიანი რატომ ამბობს სიმართლეს? როდესაც გარკვეული რაოდენობის სიმღერებს მოასმენინებენ ადამიანს, ის ვერ იტყუება ასევე (რომელიღაც შტატების ციხეში არის ეს პრაქტიკა). მოკლედ ვისაუბროთ ტყუილის შესახებ სიმართლე JC_cupidgirl.gif

მე რომ არ ვიტყუები?! თუ არ ჩავთლიტ ტეტრ ტყუილს, რომელიც ტყუილი არცაა, მაგ. რატომ არ მოხვედი? მოვიმიზეზებ რამეს, ნუ ეგ რა ტყუილია, ზრდილობის გამო ვამბობ რომ გული არ ეტკინოს აბა ხომ არ ვეტყვი არ მინდა და არ მოვედი!
ეგ ტყუილში გადის? ანდა მიკვირს რატომ იტყუება ზოგი, რაში ჭირდება? ტავის ტავს ატყუებს ტორემ სხვა როგორ უნდა მოატყუო, რა მასზე ჭკვიანი ხარ ტუ რა, ნუ არ მესმის ამ ხალხის ახლა; იქ წავედი ეს ვქენი ის ვქენი ვის რა ფეხად აინტერსებს ეგ

Posted by: anouk Apr 16 2012, 09:58 PM

QUOTE(janela @ Mar 20 2012, 04:21 PM) *
შეიძლება გამართლდეს თუ არა ტყუილი როცა ის ავადმყოფის ჯანმრთელოაბს ეხება და ა.შ.....
პ.ს. მე მაინც ვფიქრობ, რომ როცა ვსვამთ კითხვას - რატომ ამბობს ადამიანი ტყუილს და ავნებს თუ არა ეს მას, აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია... თუ ვისჯელებთ უნდა ვისჯელოთ კოკნრეტულ სიტუაციაზე არა ზოგადად...

არა! ზუსტდა მანდ არ უნდა გამარტლდეს! ეს არის ძალინა ცუდი ტყუილი! ავადმყოფს აქვს უფლება იცოდეს რა ელის , მიტ უმეტეს ტუ ის კვდება და ვინც ამას დაუმალავს ის საშინელ დანაშაულს სჩადის ყველა კუტხიტ! ტუნდაც ის არტმევს ამ ადამიანს იმის უფლებას რომ იბრძოლოს ბოლო წუტამდე გამოჯანრტელებისტვის! ანუ ეს ამ ადამიანის პოტენციური მკვლელია! მეორე ის, რომ ეგებ ამ ავადმყოფს რა საქმე რჩება და ოცნება აუხდენელი! ეგ უნდა მოაკლო? მერე როგორ უნდა იცხოვრო ?
უცხოეტში როცა ადამიანს სენი რამე ჭირს პირველ რიგში მას ეუბნებიან რომ მომზადებული შეხვდეს სიკვდილია ტუ რაც. ტუ არ უტხრაი მაშ როგორ იბრზოლოს ტავის გადასარჩენად?!

Posted by: anima mundi Nov 10 2012, 02:00 AM

დიდი ხანია ტყუილი არ მითქვამს.. არ მიიძულებია გონება რომ ტყუილი მოიფიქროს. სულ სიმართლეს ვამბობ და კარგია რავიცი.. უფრო მომგებიანია ვდირე ტყუილი და ასე ვაპირებ გაგრძელებას

Posted by: Gnosis Feb 16 2013, 03:07 AM

ზოგადად ტყუილი ადამიანის ცნობიერების დაცემას იწვევს, ვარდნას, ამიტომ ტყუილების საუბარი, განსაკუთრებით მათთვის ვინც სუკიერი განვითარების გზაზე დგას ძალიან საზიანოა, საერთოდ ტყუილი კი არა ზოგადად ბევრი საუბარია საზიანო, რაც უფრო ცოტას ვსაუბრობთ მით უფრო ნაკლებია ტყუილიც და შეცდომაც.

უფრო თუ დავკონკრეტდებით მაშინ შეიძლება ვთქვათ რომ ტყული მაშინ არის საშიში როცა სხვა ადმიანს ამ ტყუილის გამო ზიანი ადგება, ეს უკვე ბოროტებაა. არსებობს ტყუილის ფორმა რომელიც ნამდვილად არაფერს აზიანებს, მაგ: შეიძლება ადამიანმა იცრუოს იმის გამო რომ მეორე ადამიანს არ გაუმხილოს მისთვის ელდასაცემი სიახლე, და ეს სწორედ იმიტომ გააკეთოს რომ მასზე ზრუნავს,ამის გამო ვერავის გაკიცხავ.

Posted by: earth Feb 16 2013, 09:09 AM

Gnosis
სწორედ მასეა smile.gif
მე უჩვეულო გამოცნობა შემიძლია, როცა ადამიანი იტყუება, სასწაული რენტგენივით ვხედავ biggrin.gif
სამწუხაროდ ყოველთვის ვერ ვამხელ ხოლმე მატყუარას, ხან უცხოა და მის საკითხში არ ვიჭრები, ხან ზრდილობიანობის პრინციპით.
როცა ადამიანი მომატყუებს, სამწუხაროდ მის მიმართ მერე მეკარგება ხოლმე ნდობა თან ყველა სხვა საკითხშიც.
მართლაც ბევრი ლაპარაკი ცუდია, შეცდომებიც ადვილად იშვება და ენერგიაც იკარგება.

Posted by: td......... Feb 16 2013, 06:45 PM

მართალია, ტყუილი ანგრევს..

Posted by: ichi Jun 29 2015, 07:34 PM

ჩემი აზრით ტყუილის რამოდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს, ამას საკუთარ თავზე დაკვირვებით მივხვდი და ზოგადად მგონია ეს ყველგან ერთნაირად მუშაობს:
1)მომავალში რაიმე სარგებლის მიღების მიზნით
2) პასუხისმგებლობის აცილების მიზნით
თავისთავად სხვისი მოტყუება არაფერია თუარა საკუთარი თავის, ზოგადად რომ დაფიქრდე ტყუილი არის ბუნებრივი მდგომარეობის (ცხოვრებისეული სიტუაციის) დამახინჯება.
კიდევ არსებობს მდგომარეობები როდესაც ზუსტად არ ვიცით რამე მაგრამ მაინც ვამბობთ და მერე ირკვევა რომ ტყუილია, ამ შემთხვევაში სიტყვები ალბათ ან მემგონი უნდა გამოვიყენით და არა უეჭველი ან ფაიზაღი.
მატყუარა ადამიანთან ურთიერთობა აბსოლუტურად აბსურდია ჩემთვის ქალია თU კაცი მნიშვნელობა არ აქვს.

Posted by: elli Jun 30 2015, 11:06 AM

ერთი ჩემი ტყუილი გამახსენდა რომელმაც მიხსნა: მოკლედ 90-იანებში დავრჩი უმუშევარი, ჰოდა იძულებული გავხდი ერთერთ გაზეთში მემუშავა, რედაქტორი იყო მამაო, გინდა თუ არა მაზიარებელი უნდა გახდეო. ბოლოს მოვიტყუე ავად ვარ და მკურნალობას რომ მოვრჩები შემდეგში თქო. დედა ახალდაღუპული მყავდა და დატრიალდა სასწრაფოდ მომინახა ექიმი, რაღას ვიზამდი ჩემი აზრით სრულიად ჯანმრთელი მივადექი ერთერთ კლინიკას, აღმომაჩნდა სერიოზული პათოლოგია, დამჭირდა ოპერაციაც. ექიმი სულ ამას იძახდა ასე ადრეულ სტადიაზე როგორ იგრძენი გაოგნებული ვარო. არადა მოვიტყუე... იმ რედაქციაში აღარ დავბუნებულვარ

Posted by: tikoroma Jun 30 2015, 12:03 PM

elli
შეუცნობელია გზანი უფლისანი biggrin.gif
მაგარია, რა გინდა. მიყვარს ასეთი ისტორიები

Posted by: ichi Jun 30 2015, 04:49 PM

QUOTE(elli @ 30th June 2015 - 12:06 PM) *
მაზიარებელი უნდა გახდეო.

ეს ვერ მივხვდი, ანუ ზიარება უნდა ჩააბაროო?

არ მოუყევი ეს ისტორია მაგ მამაოს? ;დ

Posted by: earth Jun 30 2015, 07:23 PM

elli
და მართლა ავად იყავი, თუ მამაოს ნაცნობობით გითხრეს ავადმყოფობა?

Posted by: tikoroma Jun 30 2015, 09:07 PM

earth
მე მგონი გადაარჩინეს smile.gif არ იცოდა ავად რომ იყო

Posted by: elli Jul 1 2015, 09:24 AM

არა რა ნაცნობობით ძალიან ადრეულ ეტაპზე აღმომიჩინეს ავთვისებიანი სიმსივნე. უბრალოდ ამას არ უნდა შეეწუხებინეო, ან როგორ გაიგეო. ეს უკვირდა ექიმსს.
მოკლედ რაც შეეხება ,,მაზიარებელი გახდეო" აი, ეგრე გინდა თუ არა აღსარება უნდა ჩააბაროო, მე კიდე რასაც მაძალებენ ვაპროტესტებ მუდამ

Posted by: earth Jul 1 2015, 04:56 PM

სწორედ მაგას ვამბობ, იქნებ ტყუილად გაუკეთეს ოპერაცია? თუ არაფერი აწუხებდა?!

Posted by: ანნა Jul 2 2015, 04:03 PM

ВЛИЯНИЕ РЕЧИ НА КАРМУ ЧЕЛОВЕКА


Существует четыре вида отрицательной кармы речи — ложь, пустословие, сквернословие и клевета.

Ложь

Вначале — о лжи. Существует два вида лжи. Первый вид — активная ложь, то есть лживые слова, которые произносят при попытке защитить собственные интересы или себя самого. Во втором случае тоже лгут, чтобы сохранить свои интересы или самого себя, но при этом хранят молчание, то есть правда умалчивается. Если же вы начнете выполнять практику полного воздержания ото лжи, то появится возможность увидеть явления такими, каковыми они являются на самом деле. Невозможность восприятия явлений адекватным образом возникает из-за активизации энергии тамас. Тамас скрывает явления. Из-за этой энергии душа тоже как бы окутывается чем-то. Когда у человека активизируется энергия тамас, то на первый взгляд, он может казаться окружающим красивым. Но вокруг него появляется «стена», созданная этой энергией, которая не позволяет ему видеть то, что окружает его. Из-за этого он не может воспринимать явления так, как они существуют на самом деле. А для того, чтобы стать счастливыми, нужно видеть вещи и явления так, как они существуют на самом деле, а также открывать подлинных себя. Важно освещать то, что окружает вас, с помощью света, который излучает ваш внутренний мир. В таком случае можно будет воспринимать явления так, как они существуют на самом деле.
Более того, чем больше кармы лжи накоплено, тем больше запаздывает материализация кармы. Если запаздывает возвращение кармы, то становится трудно понять ее закон. Из-за того, что происходит запаздывание возвращения кармы и из-за страха, который вызывает непонимание ее Закона, происходит дальнейшее накопление плохой кармы. В таком случае в момент, когда этой плохой карме суждено будет вернуться, этот процесс будет очень тяжелым.

Когда говоришь ложь, постепенно сам перестаешь понимать, что является правдой, а что неправдой. И того, кто лжет, также обманывают. Когда энергия тамас усиливается и окутывает вас, вы перестаете понимать, действительно ли то, что вы говорили, было ложью или таковой не являлось, и вы считаете это за правду. Таким образом, вы не понимаете, что есть истина и что есть ложь, вы не понимаете Закона Кармы, накапливаете плохую карму и в итоге перевоплощаетесь в Трех Низших Мирах. И причина такого развития событий — ложь. Таким образом, необходимо раскаяться в той лжи, карма которой была накоплена, и прямо с этих пор говорить правду. Лучше обрести не показную, а подлинную красоту души за счет употребления только правдивых слов.

Posted by: ichi Jul 2 2015, 04:21 PM

ანნა

QUOTE(ანნა @ 2nd July 2015 - 05:03 PM) *
Существует четыре вида отрицательной кармы речи — ложь, пустословие, сквернословие и клевета.

დანარჩენი სამიც დააკოპირე თუ შეგიძლია, საკმაოდ კარგად არის ახსნილი.

Posted by: ანნა Jul 3 2015, 11:26 AM

ვეღარ ვიპოვე, facebook ზე მაქვს ბევრი ეზოთერული გვერდები მოწონებული და ერთ–ერთზე იყო, რომელზე არ მახსოვს.. მე გადავწყვიტე ტყუილი აღარ ვთქვა და საერთოდ გაცნობეირებულად გავჩუმდეხოლმე, დავაკვირდები რა ცვლილებებს მოიტანს.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)