IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V   1 2 3 > » 

violetflame
Posted on: May 17 2015, 11:12 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


QUOTE(tikoroma @ May 17 2015, 09:28 PM) *
გეთანხმებით. რაც უფრო ცნობილი და გამოცდილი ეზოთერიკია, მით უფრო ჭირს მათთან ურთიერთობა. რას ფეროშიც უნდა იყოს განსწავლული, ყველა ეგრეა საქართველოში.


მართალი ხართ. სავარუდოდ, მსგავსი 'ეზოთერიკები' ჯერ კიდევ შორს არიან ჭეშმარიტი სულიერებისგან... ეს შექმნილი სურათი დამეხმარა 'მართალი' ადამიანის არსის უკეთ გაგებაში...
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #109566 · Replies: 30 · Views: 30,074

violetflame
Posted on: May 17 2015, 08:03 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


td - აბსოლუტურად გეთანხმებით! თუმცა, დარწმუნებული ვარ, როდესაც მოსახლეობის ცნობიერების დონე აიწევს, ამ სფეროშიც ნელ-ნელა დალაგდება სიტუაცია. მე მგონი, ახლა უკვე სრულებით ნათელია, რომ საქართველოს უბედურება დაბალი ცნობიერების ხალხშია, რომლებიც უმრავლესობაში არიან...
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #109559 · Replies: 30 · Views: 30,074

violetflame
Posted on: May 17 2015, 07:40 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


td - სამყაროს ინფორმაციულ ველში ადამიანმა თავად უნდა სცადოს შეღწევა - ეს ყველას შეუძლია - მთავარი მონდომებაა. მე ბევრს ვერაფერს გეტყვით.......მე ჩემს საქმიანობას ამ სფეროში ვამთავრებ საქართველოში!
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #109557 · Replies: 30 · Views: 30,074

violetflame
Posted on: May 17 2015, 07:38 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


ერთი რამის თქმა შემიძლია, რომ საქართველოში ხალხის ძალიან დიდი უმრავლესობა ახალი ვიბრაციებისთვის აბსოლუტურად არაა მზად (ჩემი შეხედულებით)...მათ შორის ვინც დარწმუნებულია, რომ ძალიან დიდ ეზოთერულ ინფორმაციას/ცოდნას ფლობს... ინფორმაციას კომიუტერიც ფლობს (!)........ ცნობიერების გაზრდა და სულიერების ახალ საფეხურზე გადასვლა საკუთარი თავის სიღრმეებში ჩასვლით უფრო ხდება და რაც მთავარია სიყვარულზე გადის. ქართველ ერში ზედმეტად ჭარბადაა ამპარტავნება და პირველობის სურვილი, რაც ვფიქრობ ხელისშემშლელია ..... ამ სფეროშიც ერთამნეთს ქიშპობენ (მაშინ როდესაც ჭეშმარიტად სულიერების გზაზე მდგომი ადამიანები ჰარმონიულად უნდა თანაარსებობდნენ)....ერთმანეთს ეჯიბრებიან თუ რომელს უფრო მეტი ეზოთერული ლიტერატურა აქვს წაკითხული და შემდეგ გაუთავებლად კამათობენ და ერთმანეთს შეურაცხოფას აყენებენ სხვისი (ავტორების) აზრების გამო...ჩემი აზრით, ბევრი ძველი ცოდნა შეიძლება შეუსაბამოცაა ახალი განზომილებისთვის, რომელშიც კაცობრიობა და დედამიწა ემზადება გადასასვლელად და ალბად სჯობს ადამიანებმა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, საკუთარ თავში ეძიონ პასუხები თავიანთ კითხვებზე.... მედიტაცია ამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა..

პ.ს. საქართველოში ხანრგრძლივი არყოფნის შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან უხეშად მოხვდა ჩემს თვალს, მიტ უმეტეს იმ ფონზე, რაც სხვა ქვეყანაში ვნახე (თუ როგორ ჰარმონიულად თანაარსებობენ და თანამშრომლობენ ადამიანები ამ სფეროში) - განსხვავება მართლაც დრამატულია.......................... არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე ასე აღვიქვი აქაური მდგომარეობა, რაც სამწუხაროა ჩემთვის....და ბოლოს, ჩვენი ხალხის უმადურობა და სხვისი შრომის და უნარების საცინად და აბუჩად აგდება საზღვრებს სცილდება...
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #109556 · Replies: 30 · Views: 30,074

violetflame
Posted on: May 17 2015, 07:14 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


td - საიდან გაქვთ ეგ ინფორმაცია და რა გაინტერესებთ რომ მოგიყვეთ?!
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #109551 · Replies: 30 · Views: 30,074

violetflame
Posted on: May 14 2015, 09:30 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


@ Plasmodium
(1) ისე, ზოგადად, ადამიანი, რომელიც სულიერ განვითარებაზე ფიქრობს და რეალურ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით ხორცს (მკვდარ გვამს) და ხორცის პროდუქტებს საერთოდ არ უნდა მიირთმევდეს - თუ რატომ იქნებ თავად დაფიქრდეთ ამაზე.
(2) თუ მაინცდამაინც ადამიანი ვერ ელევა ხორცის (გვამის) ჭამას, იმაში მაინც უნდა დარწმუნდეს, რომ ცხოველი უმტკივნეულოდ არის მოკვდინებული.
(3)მსხვერპლთშეწირვა არის სატანური რიტუალი, რომელიც ბნელი ძალების სიკვდილისა და შიშის ენერგიებით გამოკვებას ემსახურება - კიდევ არის კითხვა თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ცხოველის დაკვლასა და რიტუალურ მკვლელობაში????

უბრალოდ საოცარია, რომ ამ ფორუმზე მსგავსი რამეების ახსნაა საჭირო და.... საკამათოა..... ესეც ქართული ფსევდო-ეზოთერიკა - როგორც ყველაფერი დანარჩენი ყალბი ...ყალბი...ყალბი ?????
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #109493 · Replies: 18 · Views: 20,289

violetflame
Posted on: May 14 2015, 09:18 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


-tty- / -Plasmodium-
ძალიან კარგია თეორიული მსჯელობები, მაგრამ რეალურად რას აკეთებთ, რომ დედამიწის მოსახლეობას ცნობიერების ახალ ეტაპზე გადასვლაში დაეხმაროთ? ამ პეტიციის ერთ-ერთი და მთავარი მიზანი სწორედ ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ხალხის ხმას ამ ქვეყანაში არავინ ყურს არ უგდებს (ესეც ადამიანების დაბალი ცნობიერების შედეგია).

Plasmodium, თქვენ როგორც ეტყობა პეტიციის ტექსტს კარგად არ გაცნობიხართ და ისე აკეთებთ კომენტარებს. რომ წაგეკითხათ, ნახავდით რომ მე-2-ე მუხლში წერია ბავშვების შესახებ:

'2. ცხოველებისადმი გამოჩენილი ასეთი სისასტიკე მავნებელია საზოგადოებისთვისაც მთლიანად. ის აღძრავს სისასტიკეს და არასენსიტიურობას ადამიანებში, რომლებიც შემდგომში ნორმალურად მიიჩნევენ მსგავს ქმედებებს და რომლებიც ხდებიან უგრძნობი სხვა ცოცხალი არსებების (მათ შორის ადამიანების) ტანჯვის მიმართ. ასევე, ცნობილია უკვე, რომ მსგავსი სცენების (ცხოველთა სასტიკი მკვლელობა) ყურება უბიძგებს ზოგ ადამიანს სხვა ადამიანების მიმართ ძალადობისკენ. ბავშვები, რომლებიც ესწრებიან მსგავს სასტიკ და ძალადობრივ სცენებს, შეიძლება ტრავმირებული იქნენ იმით, რასაც ხედავენ. საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი წეს-ჩვეულებების დანერგვა, რომლებიც მოემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდას ჰარმონიული საზოგადოებისთვის.'

სამწუხაროდ, ჩემი პირადი აზრით, რომელიც საქართველოში ზოგადად ხალხზე დაკვირვებით შეიქმნა, მრჩება წარმოდგენა, რომ საქართველოს მოსახლეობა არამცთუ მზადაა მე-5-ე განზომილებაში გადასასვლელად, არამედ 1-2 საფეხურით უკანაც კია დაწეული ცნობიერების სფეროშო...ძალიან სამწუხაროა და უბრალოდ დაუჯერებელი...ცნობიერების გაზრდა არ ხდება ეზოთერული ინფორმაციის მიღებით - ამ ინფორმაციამ გულზე (სიყვარული!) თუ არ გაიარა კაპიკია მისი ფასი....................................................................
................................................................................
..........
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #109489 · Replies: 18 · Views: 20,289

violetflame
Posted on: May 14 2015, 12:22 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


'Plasmodium' მართალი ხართ, რეალურად საქმეს ცოტა ვინმე თუ აკეთებს საქართველოში. რაშიც მაგრები გამოვდექით არის სხვების კრიტიკა რაც არ უნდა კარგ საქმეს აკეთებდნენ ისინი. ძალიან ბევრი მანკიერმა თვისებამ მოიყარა თავი ერთად ერში, როგორიცაა ამპარტავნება, შური, ბოღმა, სიზარმაცე და ვინ მოთვლის კიდევ რა. მე მგონი დროა შევიცვალოთ როგორც ერი, სხვა შემთხვევაში მოგვიწევს ასეთ გაღატაკებულ და გაუბედურებულ ქვეყანაში ცხოვრება მუდამ. კარგი იქნება თუკი ადამიანები დაიწყებენ აქტიურობას კეთილი საქმის კეთებაში და მხარს დაუჭერენ ერთმანეთს - ძალა მართლაც ერთობაშია! ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერასოდეს ვერ მოიყვანს და ვერც ერთი ვინმე ძლიერი და ღირსეული პიროვნება ქვეყანაში სიტუაციას ვერანაირად ვერ შეცვლის. დროა, ყველა მოვრჩეთ წუწუნს და ჩვენს გარემოში, ჩვენს ადგილას რეალურად და პრაქტიკულად ვაკეთოთ ის, რაც ჩვენს სულსაც არგებს და ქვეყანასაც - ვისაც როგორ შეგვიძლია.

კიდევ ერთხელ მადლობა ყველას ვინც პეტიციას ხელი მოაწერეთ და მოიწონეთ ჩვენი გვერდი. გთხოვთ რაც შეიძლება აქტიურად გაავრცელეთ პეტიცია და გვერდი და თქვენს საახლობლოშიც ისაუბრეთ ამ თემაზე, რომ ერის ცნობიერება გამოვიდეს ამ სიბნელიდან. რომელ პროგრესზე და კარგ ცხოვრებაზე შეიძლება ლაპარაკი იმ ქვეყანაში, სადაც ცხოველებს ჯერ კიდევ მსხვერპლად სწირავენ?
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #109470 · Replies: 18 · Views: 20,289

violetflame
Posted on: May 13 2015, 11:09 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


ბოდიში ყველას - მხოლოდ ახლა ვნახე თქვენი პოსტები. Matus იქნებ აქ დაწეროთ რაც გაინტერესებთ - თქვენი ვინაობა ისედაც ანონიმურია (თუ ამის გამო გსურდათ პირადში მოწერა).
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #109454 · Replies: 30 · Views: 30,074

violetflame
Posted on: May 13 2015, 10:00 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


დიდი მადლობა მეგობრებო! ჩვენ მხოლოდ ერთად შევძლებთ სიტუაციის გამოსწორებას...
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #109452 · Replies: 18 · Views: 20,289

violetflame
Posted on: May 13 2015, 08:44 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


მეგობრებო,

ზოგიერთ თქვენთაგანს ალბათ ემახსოვრება, რომ 2013 წელს პატრიარქს გადაეცა პეტიცია ცხოველთა მსხვერპლთშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით. საპატრიარქომ ჩვენი პეტიციის საპასუხოდ (?!) 2015 წლის აღდგომას სახალხოდ განაცხადა, რომ ისინი 1 მოზვერს და 7 ცხვარს შესწირავდნენ ღმერთს სამადლობლად (სამწუხაროდ, ასე სცემენ ხალხის მოთხოვნას პატივს თუნდაც საპატრიარქოში!). იმედია, ამ ფორუმზე არავისთვის განმარტება არ იქნება საჭირო თუ რამდენად საშინელი და არასწორია ცხოველების სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა და რომ ამ რიტუალს ადამიანის სულისთვის ზიანის მეტი არაფერი არ მოაქვს. ჩვენი ქვეყანა ვერანაირად ვერ წავა წინ, ვიდრე ხალხი უდანაშაულო ცხოცელებს მსხვერპლად სწირავს - გასაგებია, რომ აქ ძალიან დაბალ ცნობიერენასთან გვაქვს საქმე და ეს როგორმე უნდა შეიცვალოს თუ გვინდა ნორმალური ცხოვრება!

ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პეტიცია ცხოველების სისხლიანი მსხვერპლთშეწირვის აკრძალვის მოთხოვნით ამჟამად უკვე პრეზიდენტისა და პარლამენტის თავჯდომარის სახელზე. პეტიციას 20 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა უკვე ხელი. გთხოვთ, ვინც ეთანხმებით, რომ ეს საზარელი ტრადიცია სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს საქართველოში, მოაწერეთ პეტიციას ხელი და გაავრცელეთ მისი ბმული თქვენს ახლობლებში და სადაც ხელი მიგიწვდებათ. თუ გვინდა, რომ კარგ და ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ამისთვის ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ. ასევე, მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდი, რომ გაიგოთ რა შედეგით დასრულდება ეს ჩვენი მცდელობა და როგორ გამოეხმაურება მას მთავრობა:

PETITION

Peticiis Gverdi Facebook-ze

მადლობა ყველას წინასწარ!
  Forum: ოჯახი - პლანეტა დე... · Post Preview: #109445 · Replies: 18 · Views: 20,289

violetflame
Posted on: Sep 24 2013, 03:59 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


სისხლიან მსხვერპლთშეწირვებს არაფერი საერთო არა აქვთ წმინდა ღმერთთან - სისხლიანი მსხვერპლთშეწირვა არის უფრო მეტად სატანური რიტუალი და კვებავს ბნელ ძალებს, რომლებმაც დროებით შეიძლება დააკმაყოფილონ შემწირველის სურვილები შემდგომში მათი სულის დეგრადაციის ხარჯზე (ანუ, შემწირველს შემდგომში მოუწევს არცთუ ისე სასიამოვნო საზღაურის გადახდა ამ საშინელი რიტუალის გამო) ... სამყარო ბუმერანგის პრინციპით მუშაობს, არაფერი არასოდეს არ იკარგება ..... ის საშინელი ტკივილი რომელსაც ადამიანი სხვა ცოცხალ არსებას აყენებს საკუთარი ეგოისტური სურვილების და ოცნებების ასახდენად, მას მომავალში მოუტანს გარდაუვალ უბედურებას....
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #104274 · Replies: 13 · Views: 14,918

violetflame
Posted on: Aug 6 2013, 02:36 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


w0lf - კი, საქართველოში არიან რეიკის ოსტატები - მე ვარ ერთ-ერთი მათგანი smile.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #102375 · Replies: 56 · Views: 56,741

violetflame
Posted on: Jul 30 2013, 09:21 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


არ არის კარგი, იმიტომ რომ მუდმივი ენერგიის გადინება მოხდება smile.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #102264 · Replies: 3 · Views: 6,873

violetflame
Posted on: Jul 24 2013, 01:17 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


ზოგი თვლის რომ ადმიანია, ზოგიც ეთერული სხეული - მე ვეთანხმები იმათ ვისაც მიაჩნიათ რომ მე-5-ე ელემენტი ღვთიური სიყვარულია, რამეთუ ამაზე მაღალი სიხშირისა და სიძლიერის ენერგია სამყაროში არ არსებობს smile.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #102167 · Replies: 100 · Views: 108,528

violetflame
Posted on: Jul 24 2013, 12:02 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


მე-5-ე ელემენტი არის ღვთიური სიყვარული gul.gif

საინტერესო რიტუალებია.......
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #102165 · Replies: 100 · Views: 108,528

violetflame
Posted on: Jul 19 2013, 11:58 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


anonimus - რათქმაუნდა თქვენ 'შუაში ხართ' smile.gif - სამყაროში მთავარი განზრახვაა და როცა ამას თან დიდი სურვილი ერთვის სამყაროც შესაბამისად გვპასუხობს ....
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #102060 · Replies: 56 · Views: 56,741

violetflame
Posted on: Jul 19 2013, 02:52 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


რეიკი მარტო ადმიანებისთვის არ არის - უნივერსალური სამკურნალო ენერგიებით ცხოველების განკურნებაც შეიძლება- ნუ დაიზარებთ:

healing the WOLF
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #102055 · Replies: 56 · Views: 56,741

violetflame
Posted on: Jul 18 2013, 10:15 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


Simulated - მადლობა კომენტარისთვის - შევეცდები გავითვალისწინო რა შეიძლება ამ მიმართულებით გაკეთდეს მომავალში.

ჩემთვის საინტერესო იქნება თუ დაწერთ რა განიცადეთ გიდირებული მედიტაციების დროს (ეს ყველას ეხება) - ეს უფრო მეტად გაკეთებულია იმისთვის რომ დაეხმაროს ადამიანს თავის სულიერ სიღრმეში სამოგზაუროდ. თუ თქვენ მთელი არსებით ერთვებით ამ პროცესში, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ - თუ მარტო კრიტიკული შეფასებისთვის უსმენთ მას ეს უკვე სხვა საკითხია smile.gif
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #102047 · Replies: 44 · Views: 91,814

violetflame
Posted on: Jul 9 2013, 12:48 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


ეტაპი 2:
დაიწყეთ ეტაპი 1-ით და შემდეგ:
*მიმართეთ თქვნი ცნობიერება შუბლის არეში
*წარმოიდგინეთ/იგრძენით თეთრი ფერის ენერგია ამ არეში, რომელიც არის ქრისტეს ენერგია/ცნობიერება
*დაინახეთ/იგრძენით როგორ უფრეო და უფრო იზრდება/ფართოვდება ეს ენერგია თქვენი შუბლის არეში და სინათლეც უფრო და უდრო კაშკაშა ხდება
*წარმოდგინეთ/იგრძენით ოქროსფერი წერტილები ამ თეთრი ფერის ენერგიაში, რომლებიც სწრაფად მოძრაობენ ზემოდან ქვემოთ და პირიქით
*ეს თეთრი ფერის ენერგია უფრო და უფრო იზრდება და ახლა მოიცავს და ავსებს მთლიანად თქვენს სხეულს და დამცავ გარსად გეხვევათ გარშემო
*იგრძენით თუ რამდენად სასიამოვნოა ეს ყველაფერი, ის რომ ეს თეთრი ფერის ენერგია მთლიანდ შლის ყველაფერ ნეგატიურს თქვენში და თქვენ თავს გრძნობთ მსუბუქად და დაცულად
*წარმოიდგინეთ/იგრძენით რომ თქვენი შუბლის არედან გამოდის ვერცხლისფერი ძაფი და ნელ-ნელა მიდის ზემოთ და უერთდება ქრისტეს ცნობიერების წყაროს სამყაროს ცენტრში
*დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს ამ მომენტში
*შეისუნთქეთ ღრმად და ჩასუნთქვის დროს იგრძენით/დაინახეთ რომ ქრისტეს ენერგიის წყარო უფრო და უფრო გიახლოვდებათ და ბოლოს მთლიანად შემოდის თქვენში - თქვენ ერთნი ხართ
*შეისუნთქეთ ღრმად და ნელ-ნელა დაუბრუნდით თქვენს რეალობას და თქვენს სხეულს და გაახილეთ თვალები როცა მზად იქნებით
---------------------- <3 ------------------------- <3 ------------------------------- >3 ---------------------------- <3 ------------------------------
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #101705 · Replies: 44 · Views: 91,814

violetflame
Posted on: Jul 5 2013, 05:22 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


თუ ვინმე გააკეთებთ ამ ვარჯიშებს, გთხოვთ, დაწერეთ თუ რა იგრძენით ან როგორ განვითარდა თქვენი მედიტაცია - გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი გამოცდილებები <3
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #101608 · Replies: 44 · Views: 91,814

violetflame
Posted on: Jul 5 2013, 01:44 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


ვიწყებთ ცნობიერების გასაფართოვებელ ვარჯიშებს, რომელიც ასევე პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზეც smile.gif
ე ტ ა პ ი 1:
* დაჯექით მოხერხებულად და მოეშვით; დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები: ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ ღრმად 3 დათვლაზე, შეაკავეთ ჩასუნთქული ჰაერი 3 დათვლაზე და ამოისუნთქეთ 3 დათვლაზე; გაიმეორეთ ასე დაახლოებით 5-6-ჯერ
* მიმართეთ თქვენი ცნობიერება თქვენს კიდურებზე და იგრძენით როგორ მძიმდებიან ისინი ნელ-ნელა
* იგრძენით როგორ მსუბუქდება თქვენი ორგანიზმი
* მიმართეთ თქვენი ცნობიერება თქვენი შუბლის არეში და ეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ; თუკი რაიმე აზრი შეგაწუხებთ ეცადეთ უკუაგდოთ იგი და დაუბრნოთ თქვენი კონცენტრაცია იმავე ადგილს
*ეს ვარჯიში გააკეთეთ დღეში 2-ჯერ 5 წუთით პირველი 3 დღის განმავლობაში
*გაზარდეთ ვარჯიშის დრო თითო-თითო წუთით ყოველ დღე სანამ არ ახვალთ 10 წუთამდე
..........♥♥♥........................***გაგრძელება იქნება***............♥♥♥...................
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #101593 · Replies: 44 · Views: 91,814

violetflame
Posted on: Jul 1 2013, 02:26 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


Plasmodium - ამ ადამიანს აქვს რწმენა და ალბათ გარკვეული შესაძლებლობებიც და ჩვენ არანაირი უფლება არა გვაქვს მას ეს დავუბლოკოთ. თუ სიტუაციას ეზოთერული და სულიერი კუთხით მივუდგებით, როცა დახმარებას გვთხოვენ ჩვენ რითაც შეგვიძლია იმით უნდა დავეხმაროთ. მასეთი კომენტარებით ადამიანს გულს ვატკენთ და შეიძლება გულიც კი აუცრუვდეს ადამიანებთან ურთიერთობაზე. ძალიან ბევრი შემთხვევა,მაგალითად, რომ ბავშვებს როდესაც რაღაც 'ზებუნებრივი' შესაძლებლობები აქვთ ან არ უჯერებენ და ან კიდევ დასცინინიან რის შედეგადაც ხდება მათი ამ უნარის დაბლოკვა (თუნდაც დროებით). ეს ადამიანი შემოვიდა ეზოთერულ ფორუმზე აზრის საკითხავად (და არა პოლიტიკურ ან სხვა რაიმე პრაგმატულ საითზე) და მე მგონი ის, რომ მას სწამს რომ გააჩნია რაღაც 'ზებუნებრივი' უნარი აქ არავის არ უნდა გაუკვირდეს და ფაქტიურად, ბევრ ფორუმელს (თუკი ისინი მართლა ერკვევიან ეზოთერულ საკითხებში) უნარი უნდა შესწევდეს ამ მოვლენის ახსნისა - ყოველ შემთხვევაში ეზოთერიკით სერიოზულად დაინტერესებულმა ადამიანმა არა მგონია ამაზე სიცილი ატეხოს და 'ღადაობა' დაიწყოს..... თუ ასეა, მაშინ ასეთი ადამიანი ეზოთერიკისგან ძალიან შორსაა ჯერ კიდევ და მის ცნობიერებას ჯერ კიდევ სჭირდება გაფართოება.... იმედია, საწყენად არ მიიღებთ არავინ - მე მხოლოდ კეთილი ზრახვები მამოძრავებს ყველას მიმართ smile.gif
  Forum: ფორუმი · Post Preview: #101343 · Replies: 37 · Views: 42,851

violetflame
Posted on: Jul 1 2013, 01:53 PM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


stranger_ ინგლისურ ენას თუ ფლოBტ გამოგიგზავნით ბმულებს; მედიტაციას თუ აკეთებთ, მედიტაციის დროს შეგიძლიათ თქვენს სულიერ მასწავლებლებს ან თქვენს ზე-სულს (ზე-მეს) დაუსვათ თქვენი შეკითხვები და სთხოვოთ თქვენთვის გასაგები ენით/სიმბოლოებით მოგაწოდონ პასუხი. და ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მათ გზა გიჩვენონ.... თუ უფრო რამე კონკრეტული კითხვები გაქვთ დამიკავშირდით პირადში...

Plasmodium - საქმისადმი სერიოზული მიდგომით ჯერ არავინ გაგიჟებულა. ვისაც სუსტი ფსიქიკა აქვს ის სერიოზულობით არ გიჟდება, იმას ნებისმიერი რამ გამოუმჟღავნებს ამ დაავადებს როცა დრო იქნება. ხუმრობა ძალიან კარგია, გეთანხმებით, მაგრამ გააჩნია რაზე უნდა იხუმროს ადამიანმა, სად და როგორ smile.gif
  Forum: ფორუმი · Post Preview: #101339 · Replies: 37 · Views: 42,851

violetflame
Posted on: Jul 1 2013, 02:54 AM


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 135
Joined: 24-March 13
Member No.: 7,070


td......... - ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა ვიყოთ ვინმეს სულიერი განვითარების გზაზე დამაბრკოლებელი - ცოტა მეტი დელიკატურობაა საჭირო - როდესაც შევდივარ ინგლისურენოვან საიტებზე (თუნდაც რუსულენოვან) ყველა კონკრეტული თემის გარშემო საუბრობს - არასოდეს არ მინახავს ამდენი ფუჭი კომენტარები მსგავსი კატეგორიის ფორუმებზე (ეს მხოლოდ პირადად თქვენ არ გეხებათ) - თქვენ შეგიძლიათ გააგრძელოთ ასე, რათქმაუნდა, მე უბრალოდ შევნიშნე - კარგი იქნება თუ გაითვალისწინებთ girl_sigh.gif

ეს მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ეხება. აი, მაგალითად, ვნახე აქ რაიმე საინტერესო თემა და მინდა წავიკითხო ვინ რას ფიქრობს - 30 კომენტარში შეიძლება 5 სერიოზული და თემისთვის საინეტერსო კომენტარი მოვძებნო მხოლოდ - უბრალოდ ეს დამღლელია და არასინტერესოს ხდის ფორუმს....
  Forum: ფორუმი · Post Preview: #101326 · Replies: 37 · Views: 42,851

5 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 03:47 PM