Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ფლორა და ფაუნა _ ფორუმელთა სოფელი

Posted by: old_man Jul 9 2007, 04:05 PM

აი რა იდეა დამებადა, მოდით თბილისის მახლობლად ყველამ შევიძინოთ მიწის ნაკვეთები, ჩავდგათ გვერდი-გვერდ პატარა სახლები (აი თეოს რომ აქვს ისეთი) ჰოდა საღამოობით ერთმანეთთან შევიკრიბოთ და ფინჯან ყავასთან ერთად ვისაუბროთ ეზოთერულ თემებზე. ჰა რას იტვით? smile.gif) ყველაფერი ძალიან მარტივია, კაჭარავასნაირი რამე ჩახლართული არ გეგონოთ. ჰოდა ვიქნებით ბუნებასთან ჰარმონიაში. გავაშენებთ ხეხილს, ბოსტნეულს და რამე. ძალიან მაგარი იქნება! smile.gif

Posted by: TeO Jul 9 2007, 04:16 PM

მე ყავას რომ არ ვსვამ? secret.gif
biggrin.gif

საინტერესო თემაა, მე ჯერჯერობით თვალყურს ვადევნებ, რადგან სახლი და ბაღი მაქვს yes.gif

Posted by: Uma Jul 9 2007, 04:51 PM

ეეჰ, ხომ იცი ბევრი რამ ფინანსებთან არის დაკავშირებულიsad.gif

Posted by: Zet Jul 9 2007, 05:16 PM

თან ძაან დიდ ფინანსებთან, თბილისთან ნაკვეთი იცი რა ღირს???

მარა ერთი კაი აზრიც მაქვს, უფრო სწორედ ეს ის ერთერთაგანი მიზეზია რაც ეს ფორუმი გამაკეთებინა....
ვისაც ანასტასია წაკითხული აქვს ალბატ იმას ეცოდინება....

წარმოვიდგინოდ დედამიწა და ამ დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, და რაზე უნდა იცხოვროს ადამინმა? მიწაზე.. და რამდენია დედამიწაზე მიწა? ძალიან ბევრი იმდენი რო წესით ყველას უნდა ეყოს რო თავისი წილი მიწა ქონდეს). მარა დღეს რა სიტუაციაა? ის რომ ას კვადრატულ მიწაზე ცხოვრობს 50 ადამიანი (მაღალ სართულიანებს ვგულისხმობ). სადარი ლოგიკა, ამდენი აუთვისებელი მიწებია და ჩვენი არცერთი არარი რატომღაც, და ყველა იმ ას კვადრატულში ვართ შეყუჟულები... ხო შეიძლება რო ყველა ადამიანს ქონდეს თავის კუთვნილი პატარა მიწის ნაკვეთი...
ლოგიკით როცა ადამიანი იბადება იმას ავტომატურად ეკუთვნის თავის წილი ნაკვეთი, ეს იმის საქმეა მერე სახლს ააშენებს თუ რას იზავს......
წარმოიდგინეთ რამდენი სოციალური პრობლემა გადაიჩრება ამით!!! და ამდროს ამდენი მიწები და ტერიტორიები ტყვილა არის, ტავისთვის, როცა ამ დროს შეიძლება რომ ადამიანმა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენოს,

ხოდა იქნებ ნელნელა ჩვენ მთავრობასაც გავაგებინოთ, რომ მიწა ადამიანებისთვისარი და არა სხვარამითვის...

ნუ ეს სამომავლო გეგმებია, და იმედია როდისმე ეგრე იქნება wink.gif

Posted by: TeO Jul 9 2007, 07:10 PM

მართალი, რომ ვთქვა რეალურად საქართველოში არ არის სახარბიელო სიტუაცია! whistling.gif ... ამ მთავრობას თავი დავანებოთ, რომელიც ყიდის ყველა კარგ ”ლუკმას” რაც გაგვაჩნია, მაგრამ ეს ჩვენი ბრალიაააა!!!!!!!!! და აი რატომ:

1) კომუნისტების პერიოდში ჩატარებული აგიტაციების გამო დაიწყო ტენდენცია სოფლებიდან ხალხის გადმოსახლება ქალაქებში (დიდ!)
2) შექმნილი იყო ილუზია, რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან ადვილია!!! ხოლო ბუნებაში კი ძალიან რთული! (რას არ შვება რეკლამა და ფსიქოლოგიური ზეწოლა)

ბევრი შეგნებული ადამიანი უარს ამბობდა გაეწყვიტა კავშირი საუკუნეების განმავლობაში მამა-პაპათა ნაშრომ მიწაზე, რომელიც უბრალოდ მიწის ნაკვეთი კი არა, არამედ ბევრად მეტი იყო! yes.gif

ასეთ ადამიანებს კიდევ იძულებით ჰყრიდნენ, რათა გაეწყვიტათ ის ძლიერი კავშირი მიწასა და ადამიანს შორის. sad.gif

პატარა გადახვევა: თუ გახსოვთ ჩვენი ისტორიიდან, როდესაც მტერი შემოგვესეოდა ის აჩანაგებდა უბრალო ხალხის ნაკვეთებს-ბაღებს (რადგან იცოდა, რომ მათში იყო ჩვენი სიძლიერე! და ცდილობდა ამოეძირკვა ფესვები!..) მაგრამ როგორც კი მტერი წავიდოდა ქართველი კაცი ჩამოდიოდა ოჯახითურთ თავის გადაბუგულ კარ-მიდამოზე და ნოლიდან იწყებდა ყველაფერს!

ახლა კიდევ რა ხდება? თანამედროვეებს გადაგვავიწყდა მამა-პაპათა სიცოცხლის ხარჯზე შემონახული ჩვენი მიწა (რომელიც ცოცხალი და სულიერია) და ზოგი უცხოეთში გარბის, ზოგიც ქალაქში გამორბის და ამაში ხედავენ ხსნას! (მაგრამ ბედნიერებას ვერ პოულობენ, იმიტომ რომ მას თავად გაურბიან!)
ჩვენს პატრიარქს აქვს ნათქვამი, რომ სამშობლოს დატოვება ფესვებთან მოწყვეტის ტოლფასია! მართალია და სიტყვა ”სამშობლოში” არ იგულისმება ზოგადად საქართველო, არამედ, უფრო ის ფესვები საიდანაც ჩვენი გვარი მოდის და სადაც ვართ ჩვენ მიბმული! wink.gif

მთელი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ secret.gif , როდესაც ადამიანი იბადება იმ ადგილზე (ნაკვეთზე) სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს, ის ავტომატურად ამ (ადგილის საშუალებით) უეერთდება კოსმოს, სამყაროს და ფლობს სრულ ინფორმაციას (მოკლედ, ”დოსტუპი” აქვს რა)!!! ხოლო ჩვენ კი მოკლებული ვართ ამას და ამიტომ არ ვართ სრულფასოვანი ადამიანები.. (არავის წყენინება არ მინდა! kiss1.gif )
არაჩვეულებრივად ლამაზი - საქართველოში მიმოფანტული სოფლები ცარიელდება (დაცარიელდა) პირდაპირ გული გეტკინებათ, რომ ნახოთ! - სადაც ადრე 300 კომლი ცხოვრობდა ახლა ერთ-ორიღა დარჩა! ohmy.gif

Posted by: old_man Jul 10 2007, 10:54 AM

QUOTE(Zet @ Jul 9 2007, 05:16 PM) *
წარმოვიდგინოდ დედამიწა და ამ დედამიწაზე ცხოვრობენ ადამიანები, და რაზე უნდა იცხოვროს ადამინმა? მიწაზე.. და რამდენია დედამიწაზე მიწა? ძალიან ბევრი იმდენი რო წესით ყველას უნდა ეყოს რო თავისი წილი მიწა ქონდეს). მარა დღეს რა სიტუაციაა? ის რომ ას კვადრატულ მიწაზე ცხოვრობს 50 ადამიანი (მაღალ სართულიანებს ვგულისხმობ). სადარი ლოგიკა, ამდენი აუთვისებელი მიწებია და ჩვენი არცერთი არარი რატომღაც, და ყველა იმ ას კვადრატულში ვართ შეყუჟულები... ხო შეიძლება რო ყველა ადამიანს ქონდეს თავის კუთვნილი პატარა მიწის ნაკვეთი...
ლოგიკით როცა ადამიანი იბადება იმას ავტომატურად ეკუთვნის თავის წილი ნაკვეთი, ეს იმის საქმეა მერე სახლს ააშენებს თუ რას იზავს......
წარმოიდგინეთ რამდენი სოციალური პრობლემა გადაიჩრება ამით!!! და ამდროს ამდენი მიწები და ტერიტორიები ტყვილა არის, ტავისთვის, როცა ამ დროს შეიძლება რომ ადამიანმა ის თავის სასარგებლოდ გამოიყენოს,

მართალია. ადამიანების პრობლემების უმეტესობა იმით არის გამოწვეული, რომ მათ დაკარგეს კავშირი ბუნებასთან, პირველსაწყისთან. მგონია რომ კორპუსში მცხოვრები ადამიანი ისეთი ბედნიერი ვერ იქნება როგორც თავის მიწაზე მცხოვრები. შეხედეთ მაგ: ევროპას და ამერიკას. იქ ხალხი მასიურად ცნობიერების მაღალ დონეზე ასული, ამიტომ 90 პროცენტი ქალაქგარეთ ცხოვრობს საკუთარ მიწაზე. შესაბამისად მათ პრობლემებიც ნაკლები აქვთ და აგრესიაც. ჩვენთანაც ალბათ მოვა ამის დრო......მაგრამ დღეს ვხედავთ რომ საქართველოს ყველაზე მდიდარი სოფლებიც იცლება და ხალხი უკეთესი ცხოვრების საძებნელად ქალაქში გამორბის. ეს არ არის იმდენად გაჭირვება რამდენადაც ამპარტავნობა. მაგალითს გეტყვით ორი წლის წინ შემოვიარე კახეთის ბევრი სოფელი, ყველგან ხალხი წუწუნებს და ამბობს რომ აქ ცხოვრება აღარ უნდათ (ძირითადად ახალგაზრდობა) და თბილისში ჩამოსახლებას აპირებენ. ამ დროს ვუყურებ, ვხედავ მშვენიერი მეურნეობა აქვთ, მიწა თავზე საყრელი, მოჰყავთ ყველაფერი, ყოველდღე სუფრა დახვავებული, რაც გინდა სულო და გულო, მაგრამ მაინც თბილისისკენ უჭირავთ თვალი. როცა აქ ჩამოვლებ მიხვდებიან თუ რა სამოთხე დაკარგეს.......

Posted by: TeO Jul 11 2007, 06:00 AM

...
smile.gif იცით რაშია საქმე? როდესაც სახლდები ახალ ადგილზე და ის მიწა შენთვის უცხოა, საჭიროა გარკვეული დრო, რომ მონახოთ მასთან საერთო.
ბუნება დინჯია ის ყოველ ახალ ადამიანს აკვირდება, შეისწავლის, რასაც საკმაო დრო სჭირდება. ამიტომ ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ შენთვის ნაცნობ ადგილზე (მაგ: სოფელში ან კუთხეში საიდანაც ხარ წარმოშობით) გადაწყვიტავ ცხოვრებას (რადგან იმ ბუნებისთვის შენ ნაცნობი ხარ, ის პატარაობიდანვე გიცნობს)...
...

Posted by: Zet Jul 12 2007, 12:35 PM

ხალხი რო სოფლებიდან გამორბის მთავრობის ბრალი ნაკლებად არის. ხალხს თვითონ უნდა ქალაქში... თუმცა რატო უნდა გაამტყუნო სადაც ინდა იქ იცხოვრებს, თავისი არჩევანია... სოფელში თუ ადამიანს უჭირს თავის ბრალია და არა სხვისი...

მთავრობა რო ყიდის ბევრ რამეს მე ამას ვეთანხმები, ნაკვეთებს და მიწებსაც თუ მეტს გაყიდის ალბათ ჯობია, მეორე საკითხია იმას მერე მყიდველი (ხალხი) როგორ გამოიყენებს... თუ ცუდად გამოიყენებს ეს ხალხის სიცუდეზე მიუთითებს და არა მთავრობის..

დაუშვად და მთავრობან დაიწყო მასიურად ნაკვეთების გაყიდვა (რათქმაუნდა ისეთ ადგილებში სადაც ტყე არარის და ბუნებას ზიანი არ მიადგება)..., ამაში ცუდი მემგონი არაფერი არარის, ნაკვეთების ფასი ძალიან დაეცემა.. და ყველას ექნება საშვალება ნაკვეთის ყიდვის, ვისაც უნდა რათქმაუნდა.
იმის გაკონტროლებაა მერე ძნელი იმ ნაკვეთს მერე რასუზავენ)))

Posted by: Alpha Jul 16 2007, 02:58 PM

აუ ისე მაგარი იქნება ქალაქგარეთ სახლი.
და ხალხი სოფლებიდან ქალაქში იმიტომ რომ სტერეოტიპი არსებობს რომ ქალაქში ცხოვრება კარგია crazy.gif

Posted by: old_man Jul 17 2007, 01:25 PM

თქვენი არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში (2-5 წელი) ვაპირებ ჩემი იდეა განვახორციელო. ვიყიდი პატარა სახლს და მიწას წყნეთში ან კოჯორში და მექნება არა როგორც სააგარაკო სახლი არამედ უმეტესად იქ ვიქნები. ნუ რა თქმა უნდა თბილისში სახლს არ გავყიდი. ესეც დამჭირდება. ეზოიანი საკუთარი სახლის ყიდვა თბილისშიც შეიძლება, მაგრამ აქ ნიტო პონტია, ისე მაინც ვერ იგრძნობ თავს როგორც სჭიროა. ზამთარში თბილისში ვიქნები, დანარჩენ დროს იქ. სამსახურშიც იქიდან ვივლი. ჰო ამისთვის მანქანა დამჭირდება. ვიყიდი ალბათ ამასაც შემოდგომაზე. smile.gif)) აი ხედავთ ცხოვრებაც ავაწყეsmile.gif))

Posted by: Uma Jul 18 2007, 12:13 PM

იდეალური სურათისთვის ცოლი და ბავშვები გამოგრჩა))) აქეთ მზე, იქეთ მთვარე უკან კიდევ ვარსკლავები))) პირველი იასნია ვაჟიშვილი, გვარის გამგრძელებელი!!!

Posted by: Zet Jul 19 2007, 03:56 PM

ოლდ მენ, კაი იდეებია, ცემმა ოჯახმა ამ იდეის განხორციელება 6 წლის წინ დავიწყეთ, ნაკვეთი ვიყიდეთ, საძირკველიც გავაკეთეთ სახლის და ჯერჯერობით ამაზე ვართ გაჩერებულიბი:-)

შენც ადრე რო დაგეწყო ამის განხორციელება მაგარ ნაკვეთს გაყიდინებდი იაფად, ეხლა ყველაფერი გადზვირდა, მაგალითად ჩემი ნაკვეთი ეხლა შემიძლია 10 ჯერ ძვირად გავყიდო, არ ვაჭარბებ....

Posted by: TeO Aug 18 2007, 07:34 PM

l_sunny.gif არა, ნამდვილად კარგი იდეაა მაგ: ეკო-დასახლება!

რატომ არ არის ასეთი რამ საქართველოში? თუ არი და მე არ ვიცი? huh.gif

რა ჯობია იმას, როდესაც მეზობლები მოაზროვნე და გამგები გეყოლება, შეხედავ გაგიხარდება!
აბა მე მყავს მეზობლები (ყველას რა თქმა უნდა არ ვეხები)- დათვრებიან და მიდის ბილწსიტყვაობა მთელ უბანზე და ”სერენადების” სიმღერა! sad.gif თან კიდევ ისიც მაგრა ტეხავს- გაივლის მწეველი შენს ეზოსთან და მთელი გამონაბოლქვი შენს ეზოში გადმოდის (მოკლედ იწამლები რა) და ვისი ბრალია?

დასკვნა: რაც არ უნდა მაგარი ნაკვეთი გქონდეს ლამაზი ბაღ-ბოსტანით, თუ შენს ირგვლივაც ისეთივე მდგომარეობა არ იქნა, მანდამაინც ვერ გაიხარებ! იმიტომ რომ ჰაერი ზიარი გვაქვს და თან ვერ დაიბრმავებ და დაიყრუებ თავს ზოგიერთი (უგნური)ადამიანის უზნეო საქციელის გამო...

Posted by: old_man Aug 18 2007, 10:26 PM

QUOTE
არა, ნამდვილად კარგი იდეაა მაგ: ეკო-დასახლება!

რატომ არ არის ასეთი რამ საქართველოში? თუ არი და მე არ ვიცი?

რა ჯობია იმას, როდესაც მეზობლები მოაზროვნე და გამგები გეყოლება, შეხედავ გაგიხარდება!

აი აი, მე რას ვამბობდი, ხომ ხედავ ეს იდეა ბოლოს შენც მოგეწონა, თუმცა თავიდან ეჭვის თვალით შეხედე. smile.gif
მართლა რა ჯობია როცა გადახვალ გვერდით სახლში სადაც ალფა ერთი-ორ ანეგდოტს მოგიყვება და გაგამხიარულებს, იქვე მეზობლად თეა ბალზე დაგპატიჯებს და დაგარწმუნებს რომ ცხოვრება მშვენიერია, ზეტი და ოლდმენი ახალ იდეებს წამოაყენებენ, ხოლო უმა ყველას ერთად ბუხართან ახალ ეზოთერულ წიგნს წაუკითხავს)))))))))

Posted by: TeO Feb 14 2008, 05:56 PM

რამდენიმე ფოტო - იქნებ ვინმეს მუზა დაებადოს...საზღვარგარეთ კარგახანია მოდაშია ეკო-დასახლებები!..




Posted by: blanca Mar 29 2008, 09:29 PM

რა სიმშვიდე და სიწყნარეა ამ ფორუმში. ხალხიც 'დალაგებულია' და არარის დაბოღმილი
რა იქნება მთელ საქართველოში ასე იყოს sad.gif

Posted by: TeO Apr 1 2008, 09:55 AM

ბლანკა smile.gif
საქართველო ამქვეყნიური სამოთხეა, მაგრამ მარტო ბუნებამ რა ქნას ადამიანმა თუ არ გაიგო ეს? unsure.gif
ჩვენ ადამიანები ვიქმნით შინაგანად სამოთხესა და ჯოჯოხეთს! ამიტომ არ შეერგება იმ კაცს (ვის გულშიც ჯოჯოხეთი ტრიალებს) სამოთხეში ჯდომა-პირიქით ვერც დაინახავს!:(
და თუ აზროვნება შეიცვალა გლობალურად და ადამიანებმა შეიგრძნეს ჭეშმარიტება და ბუნებასთან ჰარმონიაში შევიდნენ, მაშინ ყველაფერი აღდგება და მოგვარდება..

ანასტასიას წიგნებში ზუსტად ეს პროექტი აქვს ჩადებული - ადამიანების მობრუნება/ჰარმონიის აღდგენა დედამიწაზე და ადამიანებს შორის! და ამის შედეგად აპოკალიფსისგან თავის აცილება..

მე ორივე ხელით ვეთანხმები და მომწონს მისი იდეაsmile.gif

Posted by: blanca Jun 1 2008, 04:47 AM

QUOTE
საქართველო ამქვეყნიური სამოთხეა, მაგრამ მარტო ბუნებამ რა ქნას ადამიანმა თუ არ გაიგო ეს


სამოთხეა მთელი დედამიწა, სადაც არ უნდა წახვიდე.
მაგრამ რაღაცა არის საქართველოში, თუნდაც იმ დაბოღმილ და განერვიულებულ საქართველოში
სხვანაირი ადამიანური ურთიერთობები და სიყვარულია

Posted by: TeO Jun 4 2008, 06:52 PM

ხალხი უბრუნდება დედამიწას...

ნახეთ საინტერესო ლინკებია!!! smile.gif

http://www.hatabobriv.org.ua/links_r.html

Posted by: iunona Jun 8 2008, 09:06 PM

როგორ მინდა სადმე სოფელში ვიცხოვრო
ადრე ვცადე მაგრამ რამდენიმე ხანში ძალიან მიტოვებულად ვიგრძენი თავი
თან ღამით ძალიან მეშინოდა
ახლა ა ღარ მექნება ის შიშები და ისევ ვფიქრობ სადმე სოფელში ბუნებასი ცხოვრებაზე
მართლაც რა ჯობია
მიხარია რომ თქვენც ასე ფიქრობთ

Posted by: TeO Jun 10 2008, 04:54 PM

ეჰ მარტო ფიქრი, რომ რამეს ნიშნავდეს? ქმედებაში უნდა გამოჩნდეს.. აი, მაშინ კარგი იქნება! wink.gif

Posted by: Katabua Jun 13 2008, 05:39 PM

მე არ მინდა სოფელში ცხოვრება!.. იქ კამეჩი უნდა ვწველო თუ ძროხა.. ერთი-ორჯერ კი გავერთობი, მაგრამ მერე?!.. ხმაურიანი, დიდი ქალაქები მაგარია.. ენერგეტიკული ნეკადები მაგრად ურტყამენ და იძულებული ხარ ძალიან ენერგიულად იცხოვრო. ..და ძალიან დატვირთულად. გააჩნია გვინდა ცხოვრება თუ meditation. აქ მცხოვრებისთვის meditation უფრო ადვილია ვიდრე სავსე ცხოვრება.. secret.gif მეტი დროა მედიტაციისთვის.. whistling.gif
აქ თუ დავრჩები, ისედაც ტყე და სოფელი არ არის მთელი ქალაქი? hilarioustu8.gif (ვაიმეე, არავინ მცემოს.. ohmy.gif )
ბარემ უღრან ტყეში ვარ და, დავრჩები აქ! crazy.gif

Posted by: Taa Oct 31 2008, 01:15 PM

სოფელი საცხოვრებლად არ მიზიდავს
მაგრამ ზამთარში სიამოვნებით ჩავიდოდი სადმე ისეთ სოფელში სადაც დიდი თოვლი მოდის ხოლმე

Posted by: aziashi dakarguli Jan 29 2009, 05:05 PM

QUOTE
თან ძაან დიდ ფინანსებთან, თბილისთან ნაკვეთი იცი რა ღირს?


არც არაფერი განსაკუტრებული. ახლა პანტიანთან ვიყიდე 1200 კვადრატი 6600 დოლარად? მაგარი ადგილია

Posted by: aziashi dakarguli Jan 29 2009, 05:06 PM

9 წელი შუა აზიაში ვიყავი. დაილოცოს აქაურობა

Posted by: old_man Jan 30 2009, 02:26 PM

QUOTE(aziashi dakarguli @ 29th January 2009 - 05:06 PM) *
მე არ მინდა სოფელში ცხოვრება!.. იქ კამეჩი უნდა ვწველო თუ ძროხა.. ერთი-ორჯერ კი გავერთობი, მაგრამ მერე?!.. ხმაურიანი, დიდი ქალაქები მაგარია.. ენერგეტიკული ნეკადები მაგრად ურტყამენ და იძულებული ხარ ძალიან ენერგიულად იცხოვრო. ..და ძალიან დატვირთულად. გააჩნია გვინდა ცხოვრება თუ meditation. აქ მცხოვრებისთვის meditation უფრო ადვილია ვიდრე სავსე ცხოვრება.. მეტი დროა მედიტაციისთვის..

მე პირიქით, მომბეზრდა ხმაურიანი ქალაქი, წამლეკეს ენერგეტიკულმა ნაკადებმა. smile.gif)
მინდა ფერმა მქონდეს და იქ ვიცხოვრო.

Posted by: ირმა Jan 30 2009, 04:03 PM

მეც მომბეზრდა ქალაქი, მომბეზრდა და როგორ,– გაჩერება აღარ მინდა.
ისე ჩვენთან, რომ სოფელში არ უნდა ვინმეს ცხოვრება არც ეგ მიკვირს. სოფელი, კამეჩი და ძროხა არ არის მარტო. მე მინდა სოფელში ცხოვრება. ევროპაში არც სოფლებში არ არის უფლება კამეჩების და ძროხების ყოლა. თუ მაინცდამანც გინდა რომ გყავდეს, უნდა იყოლიო დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, ამიტომაც სოფლები აქ სულ სხვანაირია. ადრე არც მე არ მინდოდა სოფელი. ახლა ბინძური, გამონაბოლქვებით დაბინძურებული ქალაქი არ მინდა. განსაკუთრებით დიდი ქალაქი.(მაგ: ათენი საშინელებაა, განსაკუთოებით ზაფხულში)თუ პატარა ქალაქია, მომწონს.

Posted by: blanca Jan 30 2009, 06:18 PM

დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი სოფელში, მექნებოდა საკუთარი მეურნეობა smile.gif
მაგრამ დილაობით თმების უთოობა რომ მიყვარს ვერ მოვასწრებდი biggrin.gif თან ჩიტების ჭიკჭიკი მინდა და ბოსტანში მწვანილების დარგვა. რა ვქნა?
კაი, დარჩეს ოცნებად
აუუ რამდენი ხანია მერცხლის ხმა არ გამიგია

Posted by: TeO Mar 17 2009, 07:51 PM

ეს ანასტასიას რუსული საიტის ხალხის ეკო-დასახლებაა wink.gif
>> http://www.youtube.com/watch?v=ocWtg8NkwKQ&NR=1

Posted by: TeO Mar 17 2009, 07:56 PM

კიდევ ერთი რეპორტაჟი smile.gif >> http://www.youtube.com/watch?v=ZK0mdBkhRNo&NR=1

Posted by: anuchi Mar 19 2009, 08:54 PM

კანუდოსი და რამე =)) სამწუხაროდ მაგდენი საშუალება არ მაქვს რომ სახლი ვიყიდო.. ისე გესტუმრებით ერთხელ:*

Posted by: TeO Jun 18 2009, 09:05 PM

Жизнь в поселении >> http://www.ganeymoledet.org/forums.php?page=forum&sess=
საინტერსოა )

Posted by: TeO Jun 18 2009, 09:10 PM

Планы и эскизы Поселений >> http://www.1-sovetnik.com/Clan-colonies-1.html

Posted by: TeO Jun 22 2009, 10:34 PM

QUOTE(Tea @ 18th August 2007 - 07:34 PM) *
არა, ნამდვილად კარგი იდეაა მაგ: ეკო-დასახლება!

რატომ არ არის ასეთი რამ საქართველოში? თუ არი და მე არ ვიცი?

ეკო სოფელი, რამდენად რეალურია ჩვენთან? >> http://forum.ge/?f=19&showtopic=33884554&st=0

ფორუმ.გე–ზე რა აქტიურად განიხილავენ ამ თემას 113 გვერდია, აუფ მე ჯერ მარტო პირველი წავიკითხე smile.gif

Posted by: Shou Jun 23 2009, 10:15 AM

რატომ არ არის რეალური, აი, ეხლა მე ვეძებ სახლს და პრაქტიკულად შევხედავ რამდენად რეალურია მინი ”ეკო-სოფელი” ჩემი ნაკვეთის სახითwink.gif

Posted by: TeO Jun 24 2009, 09:43 PM

Shou Laie_61.gif good.gif მივესალმები kiss1.gif

ესეც ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებლები biggrin.gif რომელიც ენერგეტიკუად დამოუკიდებელს გხდის.. l_sunny.gif ერთადერთი მზეზე და ქარზე ხარ დამოკიდებული wink.gif













Posted by: TeO Oct 13 2009, 10:08 PM

Дома из мешков http://gnozis.info/?q=node/5089

Earthbag Building: Building with Bags http://www.youtube.com/watch?v=hJc2traH6N4&feature=player_embedded
http://www.youtube.com/watch?v=P6IKMaSR1yU&feature=player_embedded

Posted by: tikoroma Oct 17 2009, 02:43 PM

რა ბედნიერებაა ასეთი ცხოვრება

Posted by: Emigranti Nov 28 2009, 02:04 AM

QUOTE(tikoroma @ Oct 17 2009, 11:43 AM) *
რა ბედნიერებაა ასეთი ცხოვრება
ეგენი მატერიალისტურ, არამჯერია საზოგადებისთვის მალავენ ჭეშმარიტ მიზეზს და იძახიან, უბრალოდ ეკო-დასახლება ვართო, მაგრამ ჩემი აზრით, სინამდვილეში (უმეტესობა) კონტაქტიორები არიან. მათი მომრავლება, ამ ბოლო დროს, შემთხვევითი არაა.

Posted by: Emigranti Nov 28 2009, 03:49 AM

QUOTE(old_man @ 9th July 2007 - 01:05 PM) *
აი რა იდეა დამებადა, მოდით თბილისის მახლობლად ყველამ შევიძინოთ მიწის ნაკვეთები, ჩავდგათ გვერდი-გვერდ პატარა სახლები ... გავაშენებთ ხეხილს, ბოსტნეულს და რამე.
QUOTE(old_man @ 17th July 2007 - 10:25 AM) *
თქვენი არ ვიცი, მაგრამ უახლოეს მომავალში (2-5 წელი) ვაპირებ ჩემი იდეა განვახორციელო. ვიყიდი პატარა სახლს და მიწას წყნეთში ან კოჯორში და მექნება არა როგორც სააგარაკო სახლი არამედ უმეტესად იქ ვიქნები. ნუ რა თქმა უნდა თბილისში სახლს არ გავყიდი. ესეც დამჭირდება. ეზოიანი საკუთარი სახლის ყიდვა თბილისშიც შეიძლება, მაგრამ აქ ნიტო პონტია, ისე მაინც ვერ იგრძნობ თავს როგორც სჭიროა...
QUOTE(old_man @ 30th January 2009 - 11:26 AM) *
მინდა ფერმა მქონდეს და იქ ვიცხოვრო.
შენც old_man შენც...

Posted by: მზეონა Jan 17 2010, 08:16 PM

http://video.mail.ru/mail/vera_fizhenko/4410/5453.html ვუყურე l_sunny.gif მშვენიერია! l_daisy.gif wub.gif
პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ანასტასიას იდეით შთაგონებულებმა შექმნეს ეს თავიანთი სახლ-კარი.. wink.gif

Posted by: Emigranti Jan 17 2010, 09:58 PM

QUOTE(მზეონა @ Jan 17 2010, 05:16 PM) *
http://video.mail.ru/mail/vera_fizhenko/4410/5453.html ვუყურე l_sunny.gif მშვენიერია! l_daisy.gif wub.gif
გაიხარე. მადლობთ. ვნახე ეხლა და მაგარია. ცოტა თავისებური ტიპია, მაგრამ მართალაც (ჩემთვის) ძალიან საინტერესო რაღაცეებს ამბობს:
- ესეიგი კოვზები ჯობია მურყანის ხისგან (თხმელა) გააკეთო.
- ფუტკარს თუ ცილინდრებში გაამრავლებ, ბევრი მოვლა არ დაგჭირდება. ერთი პერიოდი ვფიქრობდი შაქარი როგორ დავამზადო თქო და ეხლა გამიელვა იდეამ, რომ თუ თაფლი გექნება კაცს, შაქარი რაღად გინდა. თან ცვილისგან სანთელსაც გააკეთებ. შესანიშნავია.
- თუ ტყის მახლობლად იცხოვრებ, გასათბობლად შეშა გექნება.

QUOTE
პირდაპირ არ ამბობენ, მაგრამ ანასტასიას იდეით შთაგონებულებმა შექმნეს ეს თავიანთი სახლ-კარი.. wink.gif
კონკრეტულად ეს პიროვნება რითი იქნა შთაგონებული, რომ ასეთი გადაწყვეტილება (ქალაქის მიტოვება, და საცხოვრებლად სოფელში გადასვლა) მიეღო ამ ვიდეოში არჩანს. თვითონ იცის კი? მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ადამიანები სულ უფრო და უფრო მატულობს მთელს მსოფლიოში. მეც მინახია ანალოგიური რეპორტაჟი გერმანულ არხზე. აქაც არიან ასეთი რობინზონები.

ჩემმა ერთმა უკრაინელმა ნაცნობმა კი აი ეს ლინკები გამომიგზავნა:
http://vicsrg.ho.com.ua/stat/ogorod.htm
http://vicsrg.ho.com.ua/index.htm
ესააა ერთი უკრაინელი ინფორმატიკოსის Виктор Сергиенко-ს ვებგვერდი, სადაც იგი აღწერს თავის გადაწყვეტილებას მიეტოვებინა ქალაქი და სოფლად დამკვიდრებულიყო. იქ იგი სხვადსხვა რჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა აირჩიო მიწა, როგორ წარმართო მეურნეობა და ა.შ. ხოლო ამის გადაწყვეტილების მიზეზად, იგი აცხადებს თავის ვარაუდს, იმის შესახებ, რომ ახლო მომავალში რაღაც უნდა მოხდეს, რაც ქალაქურ ცხოვრებას შეუძლებელს გახდის. ის არ ასახელებს რაიმე კონკრეტულ კატაკლიზმს, მას უფრო რაღაც მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისზე აქვს ვარუდი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ იმისგან თავის დასაღწევად, რასაც ის ელოდება, მას მხოლოდ სოფლად გადასვლა მიაჩნია ამონახსნად.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს დროში ესეთი ხლხის გამოჩენა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, შემთხვევითი არაა.

Posted by: Existence Jun 19 2011, 01:22 PM


კარგი იდეააა ოლდ მენ სხვათა შორის .... და არც ისე ძნელი გასაკეთებელი თუ რეალურად მოვინდომებთ

ადრე თუ გვიან მე მაგას გვაკეთებ ან ამ ქვეყანაში ან სხვაგან ..... ერთ ორ ადამიანტან ერთად მაინც

ცოტა დრო მჭირდება smile.gif

Posted by: supresor Jun 19 2011, 01:58 PM

აუ კარგია სოფელი, ბუნება, მდინარე, დასვენება .........................ხის სახლი აივანი და ტყე ცივილიზაციას მოწყვეტილი რომ ხარ.............და სულიერად და ხორციელად რომ ისვენებ biggrin.gif........................................................................ თორე გასკდა თავი ამ მანქანების და მრბოლელების ღმულით თავი biggrin.gif ვერ დამიძინია ნორმალურად

Posted by: old_man Jun 20 2011, 08:43 PM

QUOTE(supresor @ 19th June 2011 - 01:58 PM) *
ცოტა დრო მჭირდება

და ცოტა მეტი ფული biggrin.gif

Posted by: old_man Jun 20 2011, 08:45 PM

QUOTE(old_man @ 20th June 2011 - 08:43 PM) *
ადრე თუ გვიან მე მაგას გვაკეთებ ან ამ ქვეყანაში ან სხვაგან ..... ერთ ორ ადამიანტან ერთად მაინც

მიგულე შენს გვერდით Laie_61.gif

Posted by: Simulated Jun 20 2011, 09:34 PM

http://www.simondale.net/house/index.htm სერიოზულად ვამბობ თუ მოვინდომებთ გამოვა მითუმეტეს მსგავსი ნაგებობების აგებას დიდი არაფერი წვალება არ უნდა.

Posted by: Existence Jun 20 2011, 10:48 PM

QUOTE(old_man @ 20th June 2011 - 08:43 PM) *
და ცოტა მეტი ფული


კაცო დრო მაგიტომ ჭირდება სწორედ ...... biggrin.gif

QUOTE(old_man @ 20th June 2011 - 08:45 PM) *
მიგულე შენს გვერდით


yes.gif

QUOTE(Simulated @ 20th June 2011 - 09:34 PM) *
http://www.simondale.net/house/index.htm სერიოზულად ვამბობ თუ მოვინდომებთ გამოვა მითუმეტეს მსგავსი ნაგებობების აგებას დიდი არაფერი წვალება არ უნდა.



ხო ეგ კი მარა შვედეთში ან სადმე სხვაგან სადაც შენს პირად სივრცეს პატივს სცემენ , აქ ეგეთი რაღაცეები უფრო დიდი ყურადღებას მიიქცევს რომელიც არაფერში არ გვჭირდება

ისედაც შეიძლება მაგის გაკეთება , საზოგადოების კლიშეებშიც
უბრალოდ ფული უფრო მეტად გამბედაობა და კიდე მეტად დამოუკიდებლობაა საჭირო....


Posted by: Barmalei Jun 21 2011, 03:52 PM

მაგარი თემაა smile.gif
მეც მინდა თქვენთან ერთად სოფლის შენება smile.gif
ამის გაკეთება თბილისის შემოგარენში შეიძლება, თუ უფრო სერიოზულ სახეს მივცემთ და დიდი ტერიტორიები გვინდა მაშინ ცემი აზრით კახეთი იდეალურია,მიწებიც უსაშველოდ ძვირი არ არის კახეთში.
მოკლედ თქვენს გვერდით ვარ სულით და გულით. smile.gif

Posted by: Qocho Jun 25 2011, 08:46 PM

ძალიან კარგი იდეაა good.gif

Posted by: Barmalei Jun 25 2011, 11:39 PM

old_man
გამარჯობა
რამე მოფიქრებული გააქ? სად რა როგორ გაკეთდეს,სახლები როგორი იქნება,ბაღები და ა.შ , საინტერესო იქნება თუ დაწერ ამის შესახებ.

Posted by: old_man Jul 1 2011, 08:07 PM

Barmalei
ჯერჯერობით ზოგადი იდეაა..
ჰო კახეთი კარგი იქნება. შეიძლება ხის ასაწყობი, კოხტა სახლები ჩაიდგას. უკვეთავ და თვითონ აწყობენ ყველაფერს..

Posted by: tikoroma Jul 17 2011, 01:28 PM

Simulated

ციტატა(Barmalei @ 21st June 2011 - 04:52 PM) *
http://www.simondale.net/house/index.htm სერიოზულად ვამბობ თუ მოვინდომებთ გამოვა მითუმეტეს მსგავსი ნაგებობების აგებას დიდი არაფერი წვალება არ უნდა.

ძალიან მაგარია, ჩემი ოცნებაც ესაა.იმედია ოდესმე ავისრულებ

Posted by: Lashapoli Jul 17 2011, 06:49 PM

მართლა მაგარია. საკმარისი თანხები რო მქონდეს ყველასას მე გავაკეთებდი smile.gif

Posted by: Pisces Jul 17 2011, 11:58 PM

ტოლკინის ჰობიტის სახლს გავს

http://spinquad.com/wp-content/uploads/2011/01/lotr-hobbit-hole.jpg

Posted by: tikoroma Jul 18 2011, 10:29 PM

Pisces

ციტატა(Pisces @ 18th July 2011 - 12:58 AM) *
ტოლკინის ჰობიტის სახლს გავს

ჰო, მეც ეგ გამახსენდა smile.gif

Posted by: Lashapoli Jul 19 2011, 12:46 AM

QUOTE(tikoroma @ Jul 18 2011, 10:29 PM) *
Pisces

ჰო, მეც ეგ გამახსენდა smile.gif


Posted by: tikoroma Jul 19 2011, 05:32 PM

ეს მგონი ორკნეის კუნძულებზეა აღმოჩენილი, წარსულში უნდა დავბრუნდეთ smile.gif
http://radikal.ru/F/s59.radikal.ru/i165/1107/83/857f67795e3b.jpg.html

Posted by: tikoroma Jul 19 2011, 05:36 PM

ბავშვობაში რამდენს ვოცნებობდით, კლდეში ოთახის გამოთხრაც კი დავიწყეთ ბავშვებმა, გამოქვაბული არ გვქონდა სოფელში და რა გვექნა...
მერე გამოგვყარეს უფროსებმა, ჩამოგენგრევათ ეგ კლდე თავზე ნუ თხრითო... სამი დღე ვიმუშავეთ, მკვდრები ვიყავით. 10-12 წლისები .. ეჰ რა კაი დრო იყო babu.gif

Posted by: ირმა Jul 20 2011, 08:54 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 19th July 2011 - 06:36 PM) *
ბავშვობაში რამდენს ვოცნებობდით, კლდეში ოთახის გამოთხრაც კი დავიწყეთ ბავშვებმა, გამოქვაბული არ გვქონდა სოფელში და რა გვექნა...
მერე გამოგვყარეს უფროსებმა, ჩამოგენგრევათ ეგ კლდე თავზე ნუ თხრითო... სამი დღე ვიმუშავეთ, მკვდრები ვიყავით. 10-12 წლისები .. ეჰ რა კაი დრო იყო

smile.gif

Posted by: Atman Jul 20 2011, 05:04 PM

ვაიშნავური სოფელი რომ გაკეთდეს საქართველოში ვინ შემოგვიერთდება? rolleyes.gif

Posted by: Existence Jul 20 2011, 08:34 PM


მოიცა ვაიშნავების გარდა სხვებს არ შეუშვეეეეებთ ?

ჩემებურად ვაიშნავი რო ვიყო მააქვს ამის უფლებააააა?





Posted by: vano kazbegi Jul 25 2011, 10:24 PM


Posted by: Atman Jul 26 2011, 06:09 AM

Existence

QUOTE(Existence @ 20th July 2011 - 08:34 PM) *
მოიცა ვაიშნავების გარდა სხვებს არ შეუშვეეეეებთ ?

ჩემებურად ვაიშნავი რო ვიყო მააქვს ამის უფლებააააა?


როგორ არ შემოგიშვებთ, ეტიკეტს და წესებს თუ დაიცავ რა თქმა უნდა (იქ ყოფნის პერიოდში) biggrin.gif

Posted by: Existence Jul 26 2011, 11:58 AM

QUOTE(atman @ 26th July 2011 - 06:09 AM) *
ეტიკეტს და წესებს თუ დაიცავ რა თქმა უნდა huh.gif



ანუ ჰარე კრიშნა უნდა ვიმღერო დილა საღამოოს ?

ვინმეს მაგალითად ოშო რო წავაკითხო გამაგდეებთ ?

დილას 6 ზე რო არ ავდგე და 10 ზე არ დავიძინო ?

?
?
?
?
?
?
?

კიდე რუსთავი ორს მაყურებინეთ ძალით და facebook-ზე გვერდს გამიხსნიით ?

ძროხას რო არ მოვეფერო ?


Posted by: Atman Jul 26 2011, 03:35 PM

Existence

QUOTE(Existence @ 26th July 2011 - 11:58 AM) *
ანუ ჰარე კრიშნა უნდა ვიმღერო დილა საღამოოს ?


თუ გინდა ნუ იმღერებ.

QUOTE(Existence @ 26th July 2011 - 11:58 AM) *
ვინმეს მაგალითად ოშო რო წავაკითხო გამაგდეებთ ?


შეიძლება ზრდილობის გულიზა წაიკითხონ, რომ არ გაწყენინონ biggrin.gif

QUOTE(Existence @ 26th July 2011 - 11:58 AM) *
დილას 6 ზე რო არ ავდგე და 10 ზე არ დავიძინო ?


არც ეგაა პრობლემა.

ოღონდ შენ თუ მუქთახორობა გინდა ეგრე არც ერთი სოფელი არ მიგიღებს, რაღაც სასარგებლო ყველგან უნდა აკეთო wink.gif


Posted by: Existence Jul 26 2011, 04:12 PM

QUOTE(atman @ 26th July 2011 - 03:35 PM) *
ოღონდ შენ თუ მუქთახორობა გინდა ეგრე არც ერთი სოფელი არ მიგიღებს


ეხლა მეზარება თორე შენ ფსიქოლოგიურ პორტრეტს დავხატავდი ......... tongue.gif

ამ ჩემ კითხვებზე მუქთახორობა რო მოგივიდა თავში....

კარგი სასარგებლო საქმეების მერე.......... გასწავლით თქვენ ზა - ზენს (ისე რაააა........ უფრო კარგად რო ემსახუროთ........... laugh.gif

Posted by: Atman Jul 26 2011, 04:17 PM

Existence

QUOTE(Existence @ 26th July 2011 - 04:12 PM) *
კარგი სასარგებლო საქმეების მერე.......... გასწავლით თქვენ ზა - ზენს (ისე რაააა........ უფრო კარგად რო ემსახუროთ...........


ფილოსოფიის მასწავლებელი ბევრი გვყავს ისედაც (ჩემი ჩათვლით). საქმის მკეთებელი ხალხი უფრო გვჭირდება wink.gif


Posted by: Existence Jul 26 2011, 04:23 PM

QUOTE(atman @ 26th July 2011 - 04:17 PM) *
ფილოსოფიის მასწავლებელი ბევრი გვყავს ისედაც


ფილოსოფია არა რის ზა- ზენი tongue.gif

ხოდა მაგას გეუბნები საქმის მერე თქო......

და რამე ნაბიჯი უკვე გადადგით მაგ სოფლისკენ თუ ჯერ ტონკი პლანზეა მხოლოდ ?

Posted by: Atman Jul 26 2011, 04:29 PM

Existence

ტონკი პლანზეა, მაგრამ აუცილებლად იქნება (ოღონდ რამდენ ხანში იქნება ეს უკვე არ ვიცი).

QUOTE(Existence @ 26th July 2011 - 04:23 PM) *
ხოდა მაგას გეუბნები საქმის მერე თქო......


საქმის მერე სიმღერები და უგემრიელესი საჭმელი იქნება, ასე რომ შენი ზა-ზენისთვის მაინც არავის ეცლება biggrin.gif

Posted by: Existence Jul 26 2011, 04:37 PM

QUOTE(atman @ 26th July 2011 - 04:29 PM) *
საქმის მერე სიმღერები და უგემრიელესი საჭმელი იქნება,


ხოო ზუსტად საქმის და საჭმელის და კიდევ უკეთესი სექსის მერეა ეგ ზედ გამოჭრილი .......... babu.gif

მოიცა ისე სექსი არის პროგრამაში სოფელში თუ ეგ საშინელი ცოდვააა ?

კაი ხო კაი biggrin.gif პროგრამული სექსი არ გვინდა ..ისე სპონტანური რო იყოს......... ?

Posted by: Atman Jul 26 2011, 04:39 PM

Existence

ბუეჰეჰეჰე

Posted by: Existence Jul 26 2011, 04:55 PM

QUOTE(atman @ 26th July 2011 - 04:39 PM) *
ბუეჰეჰეჰე


ხო აი რავთქვი ეხლა ისეთი........... huh.gif

დილით სეირნობაზე რო მეკითხა ხო მიპასუხებდი სერიოზულად.........

ხო შეილება არა რომ სადღაც მაინც იყოს სექსი ისეთივე თემა როგორიც სეირნობა ან ბრაჰმაჩარიობა ....

ხო კიდე ერთი კითხვა აი ვთქვათ შენ ხარ მაგ სოფლის გამგებელი ან გამგებლის მოადგილე და ხედავ რო მე როდესაც ვსაუბრობ დაოზე მოდის ხალხი და აი რაღAც პონტში შენ რასაც იმპერსონალიზმს ეძახი იქითკენ იხრება...ოღონდ თან შრომობენ და ვისაც უნდა ჰარე კრიშნასაც მღერის

არღაც პონტში ხო გაგიტყდება ? შინაგანად ?

ან რას იზამ მაგ შემთხვევაში ?





Posted by: Atman Jul 26 2011, 05:08 PM

Existence

QUOTE(Existence @ 26th July 2011 - 04:55 PM) *
ან რას იზამ მაგ შემთხვევაში ?


მე პირადად მოგცემდი ლაპარაკის საშუალებას, და დიიიდი სიამოვნებით გავაცამტვერებდი შენს ნათქვამს smile.gif (უფრო სწორედ მაგაზე უფრო მაღალ ჭეშმარიტებას ვიტყოდი (რა თქმა უნდა არა ჩემ მოგონილს)). smile.gif

ნუ გგონია, რომ ტანჯულის, ან უარყოფილის სტატუსს მიიღებ. არც ოშოს ჰქონია ეგ სტატუსი, უბრალოდ იქ ქადაგებდა, სადაც ან მოეწონებოდათ, ან პირიქით, გაღიზიანდებოდნენ. ორივე შემთხვევა აწყობდა...

შენ რა თქმა უნდა ფანატიკოს კრიშნაიტებზე (ან სხვა რელიგიურ ფანატიკებზე) ააგებ შენს წარმოდგენას, მაგრამ როცა იხილავ პიროვნებებს, რომლებიც სრულიად იცავენ ყველა "დოგმას", და თავს იზღუდავენ სექსისგან და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამისა უზარმაზარ ბედნიერებას და სიყვარულს ასხივებენ (და აგრესიის ან გაღიზიანების ნატამალიც არ გააჩნიათ), მაშინ იმედია უაზრო "ბუნტარისგან" ჩამოყალიბებულ პიროვნებად იქცევი.


Posted by: td......... Jul 26 2011, 07:41 PM

Existence
Just_Cuz_01.gif

მაგარი კაცი ხარ! biggrin.gifbiggrin.gif:D

Atman
არ აყვე პროვოკაციას!

biggrin.gifbiggrin.gif

Posted by: Atman Jul 26 2011, 07:45 PM

td.........

QUOTE(td......... @ 26th July 2011 - 07:41 PM) *
არ აყვე პროვოკაციას!


რა უშავს, ოშოობს თავისთვის biggrin.gif

კაი ბოვშია მაინც wink.gif

Posted by: td......... Jul 26 2011, 09:40 PM

Atman
კი ძალიან კარგი ბოვშვია smile.gif) სუპერ!


ლექციებს ყოველ კვირა ატარებ? ერთხელ უნდა მოგისმინო...

Posted by: Atman Jul 26 2011, 09:48 PM

td.........

QUOTE(td......... @ 26th July 2011 - 09:40 PM) *
ლექციებს ყოველ კვირა ატარებ? ერთხელ უნდა მოგისმინო...


ყოველ ხუთშაბათს. ლექციის მოსასმენად თუ მოხვალ კარგია და უბრალოდ ჩემ მოსასმენად მოსვლას არ გირჩევ, იმედგაცრუებული დარჩები tongue.gif


Existence
QUOTE(Existence @ 26th July 2011 - 04:55 PM) *
ხო შეილება არა რომ სადღაც მაინც იყოს სექსი ისეთივე თემა როგორიც სეირნობა ან ბრაჰმაჩარიობა ....


თუ მაგაზე ლაპარაკი გინდა იხილე "აბანო.გე"

ყველაფერზე როგორ უნდა ილაპარაკო. პრაქტიკა და საქმეა უფრო მნიშვნელოვანიიი wink.gif tongue.gif

Posted by: td......... Jul 26 2011, 10:22 PM

Atman
აუFF, შენი მოსმენა აქაც მეყოფა, tongue.gif biggrin.gifbiggrin.gif რათქმაუნდა ლეციის..

Posted by: mata Jul 26 2011, 10:29 PM

Atman argue2.gif Existence

ეს სმაილიკი მგონი პირველად დაიპოსტა ამ ფორუმზე .. )

Posted by: td......... Jul 26 2011, 10:37 PM

mata
მატა ეგ კი არა ეს უნდა დაგეპოსტა Laie_23.gif

Posted by: Existence Jul 27 2011, 11:35 AM


QUOTE
დიიიდი სიამოვნებით გავაცამტვერებდი შენს ნათქვამს biggrin.gif
........და მერე......... დამარტყავდი და ამერიკაში გამაფრენდი ხო ?



QUOTE
უფრო მაღალ ჭეშმარიტებას ვიტყოდი

რა თქმა უნდა არა ჩემ მოგონილს)



...ხო მარა სხვის მოგონილს ......... tongue.gif















































































td......... შენ ნუ ბლატაობ angry.gif

Posted by: td......... Jul 27 2011, 08:07 PM

Existence
მაინც მიყვარხარ!


ისე მე არ მომწონს არანაირი კომუნების და სოფლების შექმნა... ყოველ სემთხვევაში ჯერ არ მომწონს.. ცუდი მოგონებები მაქვს..smile.gif) რასაც ამ ფორუმზე ცდილობთ თავი დაარწიოთ , ამ ტიპის დასახლებებში საკმაოდ დიდი დოზითაა და საკმაოდ დიდი გავლენა აქვს იქ მცოვრებ ადამიანებზე..

Posted by: Existence Jul 28 2011, 11:55 AM

QUOTE(td......... @ 27th July 2011 - 08:07 PM) *
Existence
მაინც მიყვარხარ!



ტე-დე იცოდე იმდენს იზამ დაველაპარაკები შენ ქმარს და ვეტყვი..... რაღაც უცნაურ ფორუმზე უცხო კაცეებს რეეს უგაზავნი !!! ......


ოღონდ მერე..... არ დავინახო ერთ ერთი ჟურნალის ფსიქოლოგის გვედზე სათაური : ohmy.gif


ფორუმელმა...... ოჯახი....... დამინგრია !!!!............. sad.gif sad.gif sad.gif


lol.gif lol.gif lol.gif











Posted by: Fee Jul 28 2011, 03:25 PM

რაც უფრო შორს იქნება ქალაქიდან და რაც ნაკლები ხალხი იქნება მით უკეთესი smile.gif

იდეალური სოფელი წარმომიდგენია მთაში smile.gif მეტი არაფერი ვიცი რა, სად, როგორ biggrin.gif

Posted by: td......... Jul 28 2011, 07:01 PM

Existence
ჩემი ქმრისგან სიკრეტები არ მაქვს , შენ კი მართლა საყვარელი ხარ და რა ვქნა.biggrin.gifbiggrin.gif რა არის ეს გარდატეხის ასაკი კაცო , ყველაფერს ერთ და მარტივ ჭრიულში აღიქვამთ...biggrin.gifbiggrin.gif hilarioustu8.gif

Fee
იდეალური სოფელია , ცივილიზაციიდან შორს, Mტაში სადაც მაქსიმუმ 5 ადამიანი იქნება, ისიც ოჯახი სწევრებიbiggrin.gif

Posted by: Fee Jul 28 2011, 11:19 PM

არა მაქსიმუმ 5 ოჯახი. ბევრი ხალხი ქალაქშიც არის და დიდ სოფლებშიც და რაღა გამოვა biggrin.gif

Posted by: td......... Jul 28 2011, 11:39 PM

მე 5 ოჯახის მებევრება

Posted by: sky Jul 29 2011, 12:05 AM

Atman

ციტატა(atman @ 26th July 2011 - 06:09 AM) *
როგორ არ შემოგიშვებთ, ეტიკეტს და წესებს თუ დაიცავ რა თქმა უნდა (იქ ყოფნის პერიოდში) biggrin.gif

იქაც ეტი-კეტიდა წესები თუ იქნება რით განსხვავდება სადაც ახლა ვცხოვრობთ იმისგან? biggrin.gif

Posted by: td......... Jul 29 2011, 12:26 AM

sky
იმით ,რომ იქ ჩაკეტილი საზოგადოება იქნება დ აუფრო მაგრად დაგაბოლებენ...biggrin.gif

Posted by: Existence Jul 29 2011, 11:11 AM

QUOTE(td......... @ 28th July 2011 - 07:01 PM) *
ყველაფერს ერთ და მარტივ ჭრიულში აღიქვამთ...



ხო...... ეგ შენ გგონია რო მარტივია .......თორე ეგ მთელი ერთი ჩაკრაა........ tongue.gif


არა ტო...... მე ეგეთი არ ვარ ....... huh.gif

QUOTE(td......... @ 29th July 2011 - 12:26 AM) *
იმით ,რომ იქ ჩაკეტილი საზოგადოება იქნება დ აუფრო მაგრად დაგაბოლებენ... biggrin.gif



/
sky .......... ჩემი გაზრდილია bf_nonew.gif ----> td.........

Posted by: natuka Jul 29 2011, 11:53 AM

QUOTE(td......... @ 28th July 2011 - 08:01 PM) *
Mტაში სადაც მაქსიმუმ 5 ადამიანი იქნება, ისიც ოჯახი სწევრები

პირველ რიგში მათგან მინდა დასვენება smile.gif მე არ მომწონს იდეა ფორუმელთა სოფელი.

ჩემი საუკეთესო დასვენება მარტოობააა...


Posted by: Atman Jul 29 2011, 12:48 PM

sky

QUOTE(sky @ 29th July 2011 - 12:05 AM) *
იქაც ეტი-კეტიდა წესები თუ იქნება რით განსხვავდება სადაც ახლა ვცხოვრობთ იმისგან?


ეტიკეტს და წესებს რომ არ ვიცავდით, იმიტომაც ვართ ამ დღეში.

Posted by: td......... Jul 29 2011, 01:18 PM

natuka
როგორ გეთანხმები! smile.gif))

Posted by: tikoroma Jul 29 2011, 03:00 PM

მეც მარტო მინდა smile.gif ანუ ორგანიზებულად ერთად დასახლებული ხალხი კი არა, შორიახლო რომ ვესახლოთ რომ ერთმანეთთანაც გვქონდეს ურთიერთობა...

Posted by: ირმა Jul 29 2011, 10:58 PM

მეც სიმარტოვის მომხრე ვარ smile.gif
tikoroma

QUOTE(tikoroma @ 29th July 2011 - 04:00 PM) *
მეც მარტო მინდა ანუ ორგანიზებულად ერთად დასახლებული ხალხი კი არა, შორიახლო რომ ვესახლოთ რომ ერთმანეთთანაც გვქონდეს ურთიერთობა...

+1

Posted by: sky Jul 30 2011, 01:36 AM

ციტატა(atman @ 29th July 2011 - 12:48 PM) *
ეტიკეტს და წესებს რომ არ ვიცავდით, იმიტომაც ვართ ამ დღეში.

Atman

მაშინ რისგან შედგება ეს ეტი-კეტი და წესები? unsure.gif

Posted by: Atman Jul 30 2011, 05:22 AM

sky

QUOTE(sky @ 30th July 2011 - 01:36 AM) *
მაშინ რისგან შედგება ეს ეტი-კეტი და წესები?


იხ. 10 მცნება wink.gif

Posted by: nibiru3013 Aug 1 2011, 12:30 PM

ეს რა კარგი თემა ყოფილა! "სალუტ" wink.gif ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, რომ ერთი აზრის მართალი და კეთილი ადამიანები ერთად დასახლებულიყვნენ სადმე მთაში. smile.gif
ამ თემას არმაზში შეკრებაზე შევეხეთ, მე მგონია იდეალური ადგილია რაჭა იქ არის სოფლები რომლებიც მიტოვებულია აი იქ უნდა ვიყიდოთ სახლები ფასებიც სასაცილოა ორი სამი ათასი დოლარი ღირს სახლები თავის მიწით და ეზოთი, მზა სოფელს იმიტომ ვფიქრობ რომ იქ ელემენტალური ინფრასტრუქტურა შექმნილია გზა და წყალი დანარჩენს შენ ჭკუაზე გააკეთებ.

Posted by: Lashapoli Aug 1 2011, 05:59 PM

მეკიდე ვიცი, რომ თუ რამე ეგეთს გადაწყვეტ კავკასიონის ქედზე არუნდა იყოს

Posted by: nibiru3013 Aug 1 2011, 06:24 PM

Lashapoli
რატომ კავკასიონზე?

Posted by: td......... Aug 1 2011, 08:08 PM

არ უნდა იყოსო.. ისე რაჭაში საკმაოდ მარალი სეისმიური აქტივობაა.. ისე კარგაი რაჭა.. smile.gif

Posted by: Lashapoli Aug 1 2011, 08:45 PM

ხო სეისმური აქტივობა ეგ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი

Posted by: nibiru3013 Aug 1 2011, 10:56 PM

მაშინ თრიალეთის ქედზე შეიძლება ან გომბორზა, მაგრამ რაჭა ძაამ მიზიდავს ძაან მრავალფეროვანია და მაინც შეულახავი, მიწისძვრაზე არ უნდა ვიფიქროთ და აგვცდება wink.gif

Posted by: td......... Aug 1 2011, 11:08 PM

ციტატა(nibiru3013 @ 1st August 2011 - 10:56 PM) *
მიწისძვრაზე არ უნდა ვიფიქროთ და აგვცდება

ან მარტივი კონსტრუქციის საცხოვრებელი უნდა ააშენო, რომელიც არ გადაზიანებს smile.gif) მთAვარია ნაპრალებმა არ ჩაგიტანოს.. ჰო კაი , არ ვფიქრობ..biggrin.gif

Posted by: old_man Aug 1 2011, 11:35 PM

QUOTE(natashka55 @ 29th July 2011 - 11:53 AM) *
პირველ რიგში მათგან მინდა დასვენება მე არ მომწონს იდეა ფორუმელთა სოფელი.

ჩემი საუკეთესო დასვენება მარტოობააა...

მარტო მეც საუკეთესოდ ვისვენებ, მაგრამ რა ჯობია კარგი მეზობლები რომ გეყოლება გვერდით, ოღონდ ისეთები ძაან რომ არ შეგაწუხებენ ))
ისე ადრე გაიჟღერა კომუნის იდეამ, მაგრამ კომუნა იგივე სექტაა, მას თავისი ლიდერი უნდა გამოუჩნდეს, წესები შემოიღოს და ეს მე არანაირად არ მიზიდავს. ეს არის ათი ნაბიჯით უკანდახევა პიროვნული სულიერი განვითარების გზაზე. რატომ უნდა იცხოვროს ათმა ან ოცმა ზრდასრულმა ადამიანმა ერთად? რას ისწავლის ამით? smile.gif)

Posted by: nibiru3013 Aug 2 2011, 01:51 AM

old_man
მართალი ხარ კომუნა და ობშიჟიტიე ტეხავს, მაგიტომ ვამბობ არსებულ ნახევრად მიტოვებულ სოფელში უნდა იყიდო სახლები და იქ დასახლდე მესტნი ბებო ბაბუები არაფერს შეგიშლიან პირიქით თავიდან ბევრი იქნება სასწავლი და რჩევებით დაგეხმარებიან, უბრალოდ ეს სახლები ერთ უბანში უნდა იყიდო და გადააკეთო როგორც გინდა, მდინარესთან ახლოს უნდა იყო და დენი გექნება მზისგან ცხელი წყალი თუ ქარიანი მდელო იქნება დენს იქიდანაც მიიღებ ეს ყველაფერი ერთობლივად უნდა გაკეთდეს დანარჩენი სახლი ეზო და ასე შემდებ ყველამ თავის გემოვნებით და შესაძლებლობით უნდა მაიწყოს, ანუ არ უნდა ეცადო ცალკე მინი სახელმწიფოს ჩამოყალიბება თორე იგივე ბეტონის ჯუნგლებს მიიღებ სადაც ეხლა ვარსებობთ. აბა თქვენი იდეებიც მოაყარეთ smile.gif

Posted by: nibiru3013 Aug 2 2011, 01:55 AM

ზეგ რაჭაში მივდივარ, იქიდან ჩამოვითან ფოტო მასალას და ინფორმაციას, ერთი ორი სოფელი მაქვს შეთვალიერებული და ვნახოთ რას იტყვიან wink.gif

Posted by: td......... Aug 3 2011, 09:49 AM

ციტატა(nibiru3013 @ 2nd August 2011 - 01:55 AM) *
ზეგ რაჭაში მივდივარ

მიხარია , მეც მალე წავალ იმერეთში...

Posted by: ანა Nov 27 2011, 05:04 AM

ქრისტიანია smile.gif)))))))))))))

Posted by: ანა Nov 27 2011, 05:08 AM

ჩემი აზრით ცუდი დიდეაა. სექტა ხომ არ ხართ.. შეიძლება იყდოთ ერთი დიდი სახლი (ორ სართლინაი) და იქ შეიკრიბოთ და დაისვენოთხოლმე.
ჩემი სოფლის სახლს დაგითმობთ თთუ გინდათ წლებია დაკეტილია.. დაგეგმილი და ძალით რომანტიკული მარაზმია უკვე kos.gif

Posted by: Barmalei Dec 13 2012, 01:59 PM

წელზე მეტია ამ თემაში არავის დაუპოსტავს, არადა რა კარგი თემაა.

Posted by: tikoroma Jan 30 2013, 11:12 AM

http://www.radikal.ru

მეტი არც გვინდა კლიმატი რომ გვიწყობდეს ხელს

Posted by: earth Jan 30 2013, 02:01 PM

tikoroma
მინდა smile.gif

Posted by: Fee Jan 30 2013, 04:06 PM

რა სიმშვიდეაა JC_cupidgirl.gif

Posted by: ruslan Feb 24 2013, 01:26 PM

აუ გავააქტიუროთ ეს თემა ხალხნო. თორემ დავბერდით და დაგვრჩა პროეკტი განუხორციელებელი.

Posted by: miG27 Feb 24 2013, 10:18 PM

sofeli da bostani aris imattvis vinc shecveulia shromas. da arc gaatrakot da ar tqvat ro ase araris ra! me ver gavdzleb sofelshi. xmauriani qalaqebi mizidavs. tavis korpusebit, tavis manqanebis gamonbolqvit. da a.sh!

Posted by: miG27 Feb 24 2013, 10:21 PM

benzinis suni tu ar chavylape dilit.. raa mamuli?! Magrad miyvars benzinis suni da gamonabolqvic! smile.gif

Posted by: earth Feb 24 2013, 10:36 PM

მართალია miG27...
სოფელს ბევრი შრომა სჭირდება, მაგრამ ყველამ ვიცით მასეთი შრომა ჯანმრთელობაა.
ასეთ სოფლებში დილით შრომობ, საღამოს კი ბუხარს ირგვლივ შეკრებილი ეზოთერიკები სხვადასხვა ეზოთერიულ საკითხებს იხილავენ. ინტერნეტის გარეშეე biggrin.gif

Posted by: miG27 Feb 24 2013, 10:56 PM

earth
Ki magram me mkidia janmrteloba. ra mnisvneloba aqvs janmrteli mokvdebi tu arajanmrteli. sofelshi fizikur shromas mirchevnia qalaqshi 10 kilometri virbino. an dzagli vaseirno.
2 dge viyavi sul sofel digomshi da lamis gavafrine im sazizgar sichumeshi.

Posted by: earth Feb 25 2013, 08:43 AM

miG27
კაცო მერე ვინ გაძალებს? კი არ შეგბოჭავთ და წაგიყვანთ. მარტო წავალთ და მრავალნიკიან იუზერს დავუტოვებთ ფორუმს, აბა.


laugh.gif

Posted by: Fee Mar 2 2013, 05:34 PM

ქალაქში სტრესია biggrin.gif მე მთაში მინდა სახლი!

Posted by: ruslan Mar 9 2013, 10:50 PM

მე სოფელ welcomeani.gif ში ვარ და უკვე მიწას ვჩიჩქნი.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)