Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ სუნთქვა

Posted by: brevalo Oct 10 2018, 11:17 AM

უცნაურია, რომ სუნთქვის შესახებ აქამდე თემა არ გახსნილა. არადა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია ყველა პრაქიკისთვის.
არსებობს უამრავი სუნთქვა, მაგრამ დეტალებში სპეციალურად არ ჩავეძიები, იმიტომ რომ სუნთქვა ყველაზე ბუნებრივი და სტიქიური ქმედებაა. ის ადამიანის ტვინს ნისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. მე თუ დეტალებში დაწერ ტექნიკებს, ვინც ახლები ხართ შეეცდებით, რომ დაწერილიდან ანუ ტვინით მიაღწიოთ შედეგს. ეგ კიდევ გაართულებს სასურველშედეგამდე გზას.
უბრალოდ დაჯექით. იჯექით ცოტა ხანი, დამშვიდდით, ერთ ნესტოზე დაიდეთ თითი და მეორეთი შეისუნთქეთ. გამოსუნთქვისას პირიქით, მეორეზე დაიდეთ თითი და პირველით გამოუშვით ნელნელა ჰაერიისე რომ ყელის კუნთები მოდუნებული დარჩეს. ეს რამოდენიმეჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ. შემდეგ კი ჩვეულებრივად ისუნთქეთ, ცნობიერად, შინაგანი აქტიურობით , მაგრამ მშვიდად. როდესაც ტვინი არ მიიღებს მონაწილეობას, სუნთქვა თავისით ნელნელა მოძებნის მის ბუნებრივ მდგომარეობას. ამ. მდგომარეობას თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რადგან სხვანაირად დაიწყებთ სუნთქვას. სუნთქვა ენერგომიმოცვლის ძირეული მოვლენაა. იან და ინ, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ენერგიით ავსება და ენერგიის გამოდევნა. სიცოცხლე და სიკვდილი.
ორი პოლუსი და სამყაროს სიბრძნე დევს სუნთქვაში.

თქვენც დაამატეთ საინტერესო ინფორმაცია სუნთქვის შესახებ

Posted by: ერთაოზი Oct 10 2018, 12:15 PM

"ახლებისთვისაც" და ძააან "ძველებისთვისას" -არავის არასდროს არც ერთხელ თვითონ არ ჩაუსუნთქავს. ეგო როგორც ყველაფერს თავისად მიიჩნევს "უკვე ცნობილი" ილუზიის გამო.

Posted by: brevalo Oct 10 2018, 04:35 PM




........................

Posted by: earth Apr 16 2020, 07:26 AM

არის ერთი მეთოდი ექსტრასენსორიკაში,–ჩაისუნთქ
ვ და ჩასუნთქვისას წარმოიდგენ ენერგიას როგორ შედის შენში, როგორ გავსებს და ამოსუნთქვისას ენერგიას მტკივნეული ორგანოსაკენ აგზავნი.

Posted by: earth Apr 16 2020, 09:37 AM

მინდა დავწერო რონდა მპერნის წიგნი მაგიიდან მოყვანილ ჯადოსნურ პრაქიკაზე, რაც ჰაერს ეხება.
ამაზე მაქვს თემა: http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2867&st=0&p=127969&#entry127969
28 დღიან პრაქტიკებში ერთი პრაქტიკა მადლიერებას ჯადოსნურ ჰაერზეა, რომელსაც ვსუნთქავთ და რომელიც ხშირად ისე მოქმედებს ჩვენზე, რომ ვერც კი ვამჩნევთ. ხშირად რომ გავდივართ სახლიდან და ვბრუნდებით სუფთა ჰაერით გაძლიერებულები.
ეს დაახლოებით გადათარგმნილი ნაწილი ამ პრაქტიკისა:

QUOTE
დღეს ხუთჯერ გააკეთეთ შესვენება და იფიქრეთ მშვენიერ ჰაერს რომ სუნთქავთ. ხუთი ჩასუნთქება, მიყოლებით და იგრძენი სუნთქვის ბედნიერება. ხუთივე ჩასუნთქვაზე თქვი მადლობა, ჯადოსნურ ჰაერს რომ ვსუნთქავ და იგრძენი რაც შეიძლება მეტი მადლობა.

QUOTE
როცა მივაღწევთ ვიყოთ მადლიერი ძვირფასი საჩურისა რასაც გვაძლევს ცხოვრება და ბუნება, როგორც ჯადოსნური ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ,–მაშინ ვაღწევთ უმაღლეს მწვერვალს მადლიერებისა.
მომავალში შეიძლება გააკეთოთ, ისე, რომ ჩასუნთქვისას წარმოიდგინოთ რომ ივსებით მადლიერებით.


Posted by: ano Apr 16 2020, 11:43 AM

ირმა მადლობა რომ დებ სასარგებლო რჩევებს, ღმერთმა მოგცეს სიმშვიდე და ძალა რომ შენი სიყვარულის ენერგიით გაგვამხნევო

Posted by: earth Apr 17 2020, 08:06 AM

ano
გაიხარე l_daisy.gif wub.gif

Posted by: earth Jan 22 2024, 09:49 AM

საინტერესოა ამ თემის მეტად ამოწევა, სუნთქვითი ვარჯიშები თუ იცით და რომელიმე თუ გამოგიყენებიათ პრაქტიკულად.
ასეთი სავარჯიშოები გავსებს ენერგიით.
მე ვაკეთებდი 8:8:8... ე.ი. 8წმ ჩასუნთქვა, 8 წმ შეკავება, 8 წამი ამოსუნთქვა, მაგრამ ვფიქრობ მეტი ინფორმაცია მოვიძიო, ამიტომ თუ იცით რამე იქნებ დაწეროთ, მადლობა.

Posted by: old_man Jan 22 2024, 11:21 PM

მე ვაკეთებ აი მუცლით სუნთქვას რომ ეძახიან, თვლის გარეშე
20-30 წუთი დღეში.

Posted by: earth Jan 23 2024, 09:48 AM

old_man
დიდი ხანია აკეთებ? დღეში რამდენჯერ აკეთებ?
ეს ვნახე: https://www.medgeo.net/2020/12/19/%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%90/ ასე აკეთებ?

Posted by: old_man Jan 23 2024, 11:52 AM

earth
კი ეგაა, მაგრამ მე მჯდომარე მდგომარეობაში ვაკეთებ. დიდი ხანი არაა.
როცა მახსენდება. ნებისმიერ დროს, შეიძლება რამეს ვუყურებდე, ან სამსახურში

Posted by: earth Jan 23 2024, 09:28 PM

old_man
მადლობა . ᲩᲔᲛᲘ სავარჯიშო ასევე წოლით კეთდება და არ მინდა ასე. ჯდომით მინდა როცა შემეძლება. ამაზე მქონდა გართულება.საერთოდ ვერ გავიგე რატომ მარტო წოლით. ახლა შენმა პასუხმა მიმახვედრა, რომ ალბათ როგოც მინდა ისე ვაკეთო.

Posted by: earth Jan 23 2024, 09:30 PM

ეს თემა უნდა ამოვწიოთ. ვიცი სუნთქვა არის პირველი უძლიერესი ენერგიის წყარო.

Posted by: old_man Jan 23 2024, 10:18 PM

earth

QUOTE(earth @ 23rd January 2024 - 09:28 PM) *
ჯდომით მინდა როცა შემეძლება. ამაზე მქონდა გართულება.საერთოდ ვერ გავიგე რატომ მარტო წოლით. ახლა შენმა პასუხმა მიმახვედრა, რომ ალბათ როგოც მინდა ისე ვაკეთო.

ჯდომით იმიტომ ვაკეთებ, რომ სამსახურში მთელი დღე კომპიუტერთან ვზივარ და ვცდილობ ეგ დრო ჩვენი კუთხითაც გამოვიყენო ხოლმე )
სახლში დაწოლილიც გამიკეთებია. მე მგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გაცნობიერებულად გააკეთო, როგორ შედის ჰაერი, როგორ ივსება ნელ-ნელა მთელი სხეული, ყველა უჯრედი და მერე ასევე ნელა გამოდის გარეთ

Posted by: old_man Jan 23 2024, 10:22 PM

QUOTE(earth @ 23rd January 2024 - 09:30 PM) *
ეს თემა უნდა ამოვწიოთ. ვიცი სუნთქვა არის პირველი უძლიერესი ენერგიის წყარო.

კი ენერგიის წყარო გარდა, მედიტაციურ პრაქტიკებშიც შეგიძლია გამოიყენო. აი, ვინმე რომ გაგაბრაზებს, მაგ დროს ემოციებს რომ არ აჰყვე, დაიწყე ღრმად სუნთქვა და ყურადღება
მასზე გადაიტანე... smile.gif ასევე შინაგანი დიალოგის გაჩერებისთვის. ფიქრები მოდის, მოდის, ამ დროს იწყებ სუნთქვაზე დაკვირვებას და ჩერდება ფიქრები. ოპა! იჭერ ამ მდგომარეობას სუნთქვის დახმარებით და მერე განავრცობ, სხვა ტექნიკებს დაიხმარებ. მე სუნთქვა ძაან დამეხმარა მსგავს პრაქტიკებში

Posted by: earth Jan 24 2024, 08:39 AM

old_man

QUOTE(old_man @ 23rd January 2024 - 11:22 PM) *
კი ენერგიის წყარო გარდა, მედიტაციურ პრაქტიკებშიც შეგიძლია გამოიყენო. აი, ვინმე რომ გაგაბრაზებს, მაგ დროს ემოციებს რომ არ აჰყვე, დაიწყე ღრმად სუნთქვა და ყურადღება
მასზე გადაიტანე... ასევე შინაგანი დიალოგის გაჩერებისთვის. ფიქრები მოდის, მოდის, ამ დროს იწყებ სუნთქვაზე დაკვირვებას და ჩერდება ფიქრები. ოპა! იჭერ ამ მდგომარეობას სუნთქვის დახმარებით და მერე განავრცობ, სხვა ტექნიკებს დაიხმარებ. მე სუნთქვა ძაან დამეხმარა მსგავს პრაქტიკებში

ბრწყინვალე wub.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)