Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ ტანტრა და ტანტრიზმი

Posted by: ინა Jan 30 2010, 03:04 PM

http://modivisaubrot.piczo.com/?g=36794456&cr=5

აი ეს მაინტერესებს და წიგნებს სად ვიშოვი ხომ ვერ მეტყვით? JC_cupidgirl.gif

ტანტრა – მოგზაურობა შეუცნობელში

გსმენიათ რამე ტანტრას შესახებ? თუ გსმენიათ, ალბათ ისევ ტანტრას სასტიკი მოწინააღმდეგებისაგან, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამორალურ, გარყვნილ, ცრუ, სატანისტურ და სხვა მსგავსი ეპითეტებით ამკობენ მას, ანდა ისეთი “მომხრეებისგან” და “მიმდევრებისგან”, რომლებიც ტანტრაში მხოლოდ სექსს ეძებენ და ხედავენ. არც ერთ და არც მეორე ტიპის ადამიანების წარმოდგენებთან ტანტრას არაფერი აქვს საერთო.
ტანტრა ინდური წარმოშობის მოძღვრებაა. მისი სრული სახელია ვიგიანა ბხაირავა ტანტრა და ნიშნავს ცნობიერების ფარგლებს გარეთ გასვლის მეთოდს. ტანტრა თავის თავში არ შეიცავს არც მსოფლმხედველობას, არც რწმენას, ვინმეს ან რაიმეს სამსახურს ან თაყვანისცემას, არც ფილოსოფიას, დოგმებს ან მორალს. ეს არის უბრალოდ მეთოდი, გზის მაჩვენებელი მათთვის, ვისაც შეუცნობელში მოგზაურობა განუზრახავს. ამ გზაზე მეგზურები სიყვარული და სიწმინდეა. სიყვარული არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, არამედ ისეთი, ქრისტეს სახარებაში რომ არის აღწერილი. ტანტრას სიწმინდეც განსხვავდება ჩვენი წარმოდგენებისგან სიწმინდეზე.
ყველა რელიგიაში და საერთოდ, ადამიანთა ცნობიერებაში ყოველი არსი და ქმედება ან კარგია, ან ცუდი. ან თეთრია, ან შავი. დადებითი ან უარყოფითი. წმინდა ან ბილწი. ქრისტიანისთვის, მუსლიმანისთვის, იუდეველისთვის ეს კატეგორიები განსხვავდება თავისი კრიტერიუმებით და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც არის; მაგალითად, მუსლიმანისთვის ღვინის სმა და ღორის ხორცის ჭამა სიბილწეა, ხოლო მრავალცოლიანობა – არა. ქრისტიანისთვის კი პირიქით. კრიშნაიდისთვის ხომ საერთოდ, ხორცის ჭამაც, ალკოჰოლიც, მრავალცოლიანობა და კიდევ მრავალი სხვა უწმინდურების ნიშანია, სამაგიეროდ ძროხის ნაკელია წმინდა, რასაც ვერაფრით ვერ დაეთანხმება იუდეველი.
დიახ, ადამიანთა აზროვნებაში “წმინდა” და “უწმინდური” განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთი რამ კი საერთო აქვთ მათ: “რაც კარგია - წმინდაა და რაც ცუდია - უწმინდური, ხოლო კარგის და ცუდის გარჩევა მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ”, - ასე ფიქრობს თითოეული მათგანი.
ტანტრა საერთოდ არ ანსხვავებს კარგს და ცუდს ერთმანეთისაგან. მაშ, რა არის წმინდა? ტანტრა გვეუბნება, რომ თუ შენ ყოფ სამყაროს კარგ და ცუდ ნაწილად, შენ უწმინდური ხარ და თუ არ ყოფ, წმინდანი. უმანკოება – აი რა არის სიწმინდე.
ალბათ გსმენიათ გამოთქმა – ბავშვივით უმანკო. რატომ არის ბავშვი უმანკო? ბავშვმა შეიძლება აიღოს სხვისი ნივთი, მაგრამ ამას არავინ ჩაუთვლის ქურდობად, რადგან მან ჯერ არ იცის ჩემი და შენი. ბავშვი დარბის დედიშობილა, მაგრამ არავინ უთვლის ამას ამორალურ საქციელად, რადგან ბავშვმა არ იცის, რა არის სირცხვილი. უმანკოება ცნობიერების მდგომარეობაა და არა ადამიანის მიერ ჩადენილი “კარგი” და “ცუდი” საქციელი. ბავშვი უმანკოა, რადგან მას არა აქვს უნარი და ცოდნა განასხვავოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან.
არავინ რჩება ბავშვურ უმანკოებაში. ეს ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა, ბავშვი იზრდება და ირყვნება. მშობლები და სხვა მოზრდილები დაჟინებით უმეორებენ, “ეს ცუდია, ეს არ შეიძლება”. შედეგად მასში ვითარდება დანაშაულის და სასჯელის კომპლექსი. რამდენიც უნდა ეცადოს, რომ კარგად მოიქცეს, არ შესცოდოს, ყოველთვის გამტყუნდება, რადგან ცოდვა მის ადამიანურ ბუნებაში დევს, ცოდვა, რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა კანონი და მორალი.
ტანტრა ამბობს, რომ თუ ადამიანი რაიმე გზით კვლავ დაემსგავსება ბავშვს, ის გახდება წმინდა. რა თქმა უნდა, ის ბავშვი ვეღარასდროს გახდება. ბავშვის უმანკოება არცოდნიდან მოდის, ხოლო მოზრდილი ადამიანის გონება უკვე მოწამლულია ცოდნით. ამ ცოდნის გაბათილება მხოლოდ ჭეშმარიტების შემეცნებით მიღებული სიბრძნით შეიძლება.
ბავშვი უბიწოა უგუნურების გამო, ხოლო ბრძენი ადამიანი უბიწო ხდება სიბრძნის გამო. ჭეშმარიტი ბრძენი კვლავ ბავშვს ემსგავსება, მაგრამ იგი განსხვავდება ბავშვისაგან შეგნებით. დიახ, ცოდნა კეთილისა და ბოროტისა მავნეა და უსარგებლო, მაგრამ ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია, რათა ადამიანმა გაცნობიერებით გადალახოს იგი და მივიდეს შეგნებულ უბიწოებამდე.
გაცნობიერება და არა დათრგუნვა და უარყოფა – ეს არის ტანტრას მეთოდების საფუძველი. სამყარო სრულყოფილია. მასში ყველაფერი კეთილია და სასარგებლო, რადგან ყველაფერი ადამიანის სრულყოფას ემსახურება: სასიამოვნოც და არასასიამოვნოც,სიხარულიც და ტანჯვაც. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ტანტრა თვლის, რომ ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ისეთი, როგორიც არის. არ არის საჭირო გარედან თავსმოხვეული პრინციპები და ნორმები. ნებისმიერი ადამიანური თვისება შეიძლება გამოყენებული იქნას სულიერი ზრდისთვის, თუ მას გონივრულად მივუდგებით; იქნება ეს სექსი, აგრესია თუ სხვა რამ. ჩახშობით არაფერი გამოვა. სარეველას თუ მიწას წავაყრით, ამით მოისპობა იგი? ცოტა ხანს დაიმალება, მაგრამ შემდეგ კვლავ ამოვა გამრავლებული და გაძლიერებული. სარეველას ძალა მის ფესვებშია, ხოლო ფესვები სულაც არ არის ის, რასაც მიწის ზედაპირზე ვხედავთ და ვებრძვით. ჩვენი ცნობიერების ფესვებს თუ ჩავყვებით სიღრმეში, აღმოვაჩენთ, რომ პრობლემა სულ სხვა რამეში ყოფილა, ვიდრე გვეგონა. პრობლემა კი ერთია: უგუნურება, რასაც ადამიანები გონიერებას ეძახიან.
შეგიძლიათ ლოტოსის ყვავილში ტალახი აღმოაჩინოთ? ის მხოლოდ მშვენიერებისგან და სასიამოვნო სურნელისგან შედგება. ლოტოსში ვერ იპოვით მყრალ წუმპეს, მაგრამ იგი სწორედ ამ წუმპედან ამოვიდა, ასეთი ნაზი და მშვენიერი. ასევე შესაძლებელია ადამიანის ტრანსფორმაცია.
ტანტრისტული ლეგენდა მოგვითხრობს: დუქანში მაგიდას უჯდა ორი წმინდანი. სადილობდნენ და მასლაათობდნენ: “სამყარო სრულყოფილია” – თქვა ერთმა. “უდაოდ სრულყოფილია და მშვენიერი” – მიუგო მეორემ. ამ დროს მათ გაცეცხლებული კუზიანი მათხოვარი მიუახლოვდა: “მე ვარ სრულყოფილი? მე ვარ მშვენიერი? შემომხედე რას ვგავვარ?! წმინდანმა შეხედა და . . . “შენ ყველაზე სრულყოფილი კუზიანი ხარ ყველა კუზიანს შორის” – უთხრა.
ტანტრა თვლის, რომ არ არის საჭირო იზრუნო იმისთვის, რომ რაიმე შეცვალო შენს ცხოვრებაში, გარშემო მყოფ ადამიანებში ან შენში. ებრძოლო პრობლემებს ან თავი დაიცვა. პირიქით, საჭიროა, მთლიანად მიიღო ყოფიერება ისეთი, როგორიც არის, ტოტალურად დანებდე მას და აღიქვა, შეიცნო იგი მიუკერძოებლად, “კარგად” და “ცუდად” დაყოფის გარეშე.
ტანტრა არ პასუხობს შეკითხვებზე: როგორია სამოთხე, რას გრძნობს სრულყოფილი ან გასხივოსნებული ადამიანი, რა არის ნეტარება, რა არის ყოფიერების არსი, არის თუ არა ღმერთი, თუ არის როგორია და მისთანანი. “როგორ შეიძლება უსინათლოს აუხსნა, როგორია ცისარტყელა? აი მალამო, წაიცვი თვალებზე, აგეხილება და შენ თვითონ დაინახავ” – ამბობს ტანტრა.
ტანტრა იძლევა ასეთ მალამოს: ეს არის მედიტაციები, რომლებიც ეხმარება მაძიებელ ადამიანს გაიფართოვოს ცნობიერება და გავიდეს მის მიღმა. ტანტრაში უამრავი მედიტაციაა: ზოგი მათგანი იოგას სუნთქვით ვარჯიშს წააგავს, თუმცა პრინციპი სულ სხვაა. ზოგი შეყვარებულებს შორის სექსის ენერგიას იყნებს ტრანსფორმაციისთვის. ფართოდ იყენებს ტანტრა ხელოვნებას – მუსიკას, ცეკვას, ფერწერას; იმ სიხარულის, ბედნიერების განცდას, რასაც ადამიანი განიცდის შემოქმედებით პროცესში. თითოეული მედიტაცია გათვლილია გარკვეული ტიპის ადამიანზე ისევე, როგორც ყველა კლიტეს თავისი გასაღები ჭირდება, მაგრამ გასაღები თუ სწორად არ მოარგე, კლიტეს მაინც ვერ გააღებ.
საინტერესოა ასეთი ფაქტი; ერთ დროს ბუდისტებმა შეისწავლეს და დაიწყეს ტანტრისტული მედიტაციების გამოყენება, მაგრამ ამან მალე დიდი არევდარევა გამოიწვია ბუდისტურ მონასტრებში. მაშინ ბუდისტმა ლიდერებმა და მასწავლებლებმა დაწვრილებით შეისწავლეს ამ არევ-დარევის მიზეზები და დაადგინეს, რომ ტანტრას მეთოდების გამოყენება მხოლოდ მაღალ სულიერ საფეხურზე მყოფი ბერებისთვის იყო მიზანშეწონილი. რატომ? საქმე ისაა, რომ ბუდისტული ტრადიცია მოითხოვს ღრმა სულიერ და ფიზიკურ დისციპლინას, სიამოვნებებზე უარის თქმას, თავშეკავებას, მედიტაციებს, მარხვას. ამ ყველაფრის კეთება სულაც არ არის სახალისო და სასიამოვნო, განსხვავებით ტანტრისტული ტრადიციისგან, რომლის მეთოდებშიც სწორედ სიხარულსა და სიამოვნებას განიცდის ადამიანი, მაგრამ სწორედ ამაში იყო პრობლემა: ბერები ისე გაიტაცა სიამოვნებამ, რომ სულ გადაავიწყდათ მთავარი მიზანი – სულიერება და დაეცნენ. დიახ, ტანტრაში არის ეს ცდუნება. ამიტომაც ვერ იტანენ მას სხვა რელიგიის წარმომადგენლები.
ტანტრაში წარმატების მიღწევა მხოლოდ ძლიერი სულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ!
რაშიც ის ადვილი გვეჩვენება, სწორედ იმაშია მისი სირთულე. ნურავის ეგონება, რომ თუ ხელში ჩაიგდო თუნდაც გადასარევად დაწერილი ტანტრას სახელმძღვანელო, უკვე შეუძლია ტანტრისტი გახდეს. ტანტრას ტრადიციაში აუცილებელია მოსწავლის მუდმივი ურთიერთობა გასხივოსნებულ მასწავლებელთან, ამასთან აუცილებელია ღრმა სიყვარული და უსიტყვო მორჩილება. მოსწავლე მასწავლებლის ჩრდილად უნდა იქცესო, ამბობს ტანტრა.
შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს დაებადოს შეკითხვა: “სად ვიპოვო გასხივოსნებული მასწავლებელი?” შეკითხვაზე პასუხი ასეთია: “თუ შენი გული მზად არის იმისთვის, რომ ჭეშმარიტების სიყვარულით სხვა ადამიანს ტოტალურად ჩაბარდე და დამორჩილდე, მასწავლებელი აუცილებლად გამოჩნდება და შენ მას იცნობ”. თუ ადამიანი არ მოიძებნება, თვითონ ღმერთი ჩამოვა შენთან ადამიანის სახით და გახდება შენი მასწავლებელი, მაგრამ თუ მზად არ ხარ, საერთოდ შეეშვი ტანტრას. ნურც კარგს იტყვი მასზე და ნურც ლანძღვას დაუწყებ. შენს პრობლემებს ტანტრას ნუ გადააბრალებ და ნურც შენი ფარული ვნებების და სურვილების დასაკმაყოფილებლად შეეცდები მის გამოყენებას”. …

ზაზას მადლობა kiss1.gif

Posted by: Emigranti Jan 30 2010, 06:12 PM

ძალიან მაინტერესებს რა არის ტანტრა. გთხოვთ აქ დაწეროთ რაც იცით (ოღონდ ქართულად).

კარგი იქნებოდა თქვენი პირადი აზრის და შეხედულების მოსმენა მის შესახებ.

წინასწარ მადლობთ


Posted by: Shou Feb 3 2010, 10:43 AM

ვფიქრობ ეს ლინქი ორგაზმის თემიდან აქ იყო გადმოსატანიsmile.gif

http://absolutelyfreelevan.blogspot.com/2009/04/blog-post.html

Posted by: vkh Feb 3 2010, 03:49 PM

ციტატა(Shou @ 3rd February 2010 - 10:43 AM) *
ტანტრა - ენერგია და ექსტაზი


კარგად არის თარგმნილი, იგრძნობა ოშოსეული თხრობის ჰიპნოზი, რაც დამწყებთათვის დიდი ეფექის მქონეა.

ჩემი აზრით, კრიტიკული მიდოგმა უფრო სასარგებლოა ოშოსთან, ვიდრე მისი ჰიპნოზის ქვეშ კითხვა, კარგის მიღების გარანტია ასე უფრო მეტია.

Posted by: Shou Feb 3 2010, 06:28 PM

სიმართლე გითხრა ოშოს ჟღერადობაზე მეტად აზრები მომწონს, ყოველ შემთხვევაში მოცემულ საკითხზე. რასაც ამბობს ტანტრაზე ამ ნაწერში აბსოლიტურად ვეთანხმები, ერთი ერთზე ჯდება ჩემს აღქმასთან. კარგი იქნებოდა თუ სხვა წიგნებსაც დადებდით ტანტრაზე.

Posted by: nutsa Feb 3 2010, 07:02 PM

ზაზაი საკმაოდ კომპეტენტურია ამ საკითხში. ბარბარე ზაზაის საიტის ლინკი დადე მგონი ტანტრაზე კიდევ აქვს რაგაც l_daisy.gif wub.gif

Posted by: ინა Feb 9 2010, 11:25 AM

QUOTE(nutsa @ Feb 3 2010, 08:02 PM) *
ზაზაი საკმაოდ კომპეტენტურია ამ საკითხში. ბარბარე ზაზაის საიტის ლინკი დადე მგონი ტანტრაზე კიდევ აქვს რაგაც l_daisy.gif wub.gif

ზაზას საიტიდანაა ეს რაც დავაკოპირე JC_cupidgirl.gif

შოუ გმადლობ kiss1.gif

Posted by: ინა Feb 9 2010, 11:39 AM

ათასწლეულების მანძილზე კაცობრიობა ექსპერიმენტირებდა _ ცდილობდა სექსუალური ენერგია სულიერებად ექცია; და ეჭვი არაა, რომ ათასობით ადამიანმა ამგვარი ტრანსფორმაცია შესძლო. როგორც ჩანს, ადრე თუ გვიან ტანტრას მთელი მსოფლიო აღიარებს მეცნიერებად, რადგან მთელს დედამიწაზე ადამიანები ათასგვარი გარყვნილებისგან იტანჯებიან. ყველა ოფიციალური რელიგიის მიერ სექსუალურობის ჩახშობამ `პლეიბოის~ მსგავსი პორნოგრაფიული ლიტერატურის გავრცელებამდე მიგვიყვანა და ადამიანები ასეთ ლიტერატურას უფრო მეტად კითხულობენ, ვიდრე ნებისმიერ სხვა რამეს.
მთელი ჩემი ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ თქვენ მიიღოთ სექსი, როგორც სიცოცხლის ბუნებრივი ფენომენი. როცა არ არის ჩახშობა, პორნოგრაფიის მოთხოვნელებაც ქრება. როცა დათრგუნვა არ არსებობს, ადამიანიწყვეტს სექსზე ოცნებას. მხოლოდ ასე შეიძლება ენერგიის ტრანსფორმირება. არსებობს ბევრი ხელმისაწვდომი მეთოდი, რომელთა მეშვეობითაც ის ენერგია, მთელს სამყაროს სიცოცხლეს რომ ანიჭებს, თქვენც ახალ სიცოცხლეს მოგიტანთ.

ძალიან ემთხვევა ჩემს წარმოიდგენებს girl_sigh.gif

Posted by: Atman Feb 9 2010, 12:08 PM

QUOTE(ინა @ 9th February 2010 - 11:39 AM) *
ადრე თუ გვიან ტანტრას მთელი მსოფლიო აღიარებს მეცნიერებად



ტანტრა პირდაპირი თარგმანით მექანიზმს, ტექნიკას ნიშნავს. როცა ტანტრას ასახელებთ მიუთითეთ ხოლმე სახეობა თორე წირვაც ტანტრაა თავისი არსით, ანუ ღმერთის მსახურების ერთ-ერთი მექანიზმი. და ეგ სიტყვა ნუ დაგყავთ სექსუალურობამდე და კუნდალინის გააქტიურებამდე და ეგეთ ასოციაციებთან ნუ აკავშირებთ. მექანიზმი ძალიან ბევრნაირია და გზაც ძალიან ბევრია.

რაც შეეხება "ტანტრა სექსს" ეგ მაქსიმალური სექსუალური სიამოვნების მიღწევის მექანიზმია და არა სულიერი ამაღლების და განვითარების. იმიტომ რომ სულიერი განვითარების კონკრეტული მექანიზმები და გზები არსებობს და სექსი საერთოდ არ ფიგურირებს იქ. თუნდაც მანტრა მედიტაცია 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქვედა ჩაკრაში ენერგიების "ტრიალი" და "ამაღლება". თქვენ მოინდომეთ და გზები არსებობს... ხოლო თუ სექსუალური სიამოვნება გინდათ, ტანტრის დარქმევა და სულიერ განვითარებაზე ზრუნვის დარქმევვა არ ჭირდება მაგას. biggrin.gif

დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი wink.gif

Posted by: mata Feb 9 2010, 04:05 PM

Atman

ბარემ დაგეწერა მეცნიერება არა კვატი... ან რამე ეგეთი... biggrin.gif

დაწერეს, გაისარჯნენ ... შენ კიდე შემოხვედი, უი "ბავშვები" რა დღეში არიანო მგონი თქვი ...
და 2 წინადადებაში მოუყომარე
....რა სისასტიკეა !


Posted by: Atman Feb 9 2010, 04:10 PM

mata

ჩემი ავატარის ობრაზში შევედი. ვერ ხედავ რა მკაცრი სახე აქვს? biggrin.gif

Posted by: Emigranti Feb 9 2010, 06:05 PM

ციტატა(mata @ Feb 9 2010, 01:05 PM) *
Atman

ბარემ დაგეწერა მეცნიერება არა კვატი... ან რამე ეგეთი... biggrin.gif

დაწერეს, გაისარჯნენ ... შენ კიდე შემოხვედი, უი "ბავშვები" რა დღეში არიანო მგონი თქვი ...
და 2 წინადადებაში მოუყომარე
....რა სისასტიკეა !
რა არის იცი? მთლად ვერ გადავუსმევდი ატმანის ნათქვამს ხაზს. აქ მკითხველისთვის არ უნდა შეიქმნას ილუზია, თითქოს ტანტრაში სექსზეა საუბარი, ან რომ ეს სექსის პროპაგანდაა (თუმცა შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მისი ამისთვის გამოყენებაც სურდეს). ესეთი საფრთხე კი არსებობს.

მე არ ვარ ამ სფეროს სპეციალისტი, მაგრამ რამდენადაც გამიგია, ინდოეთში ტანტრას მრავალი სახეობა არსებობს და მათ უმეტესობაში საერთოდ არაა სექსზე აქცენტი.

Posted by: mata Feb 9 2010, 06:16 PM

Emigranti

ციტატა(Emigranti @ 9th February 2010 - 07:05 PM) *
რა არის იცი? მთლად ვერ გადავუსმევდი ატმანის ნათქვამს ხაზს. აქ მკითხველისთვის არ უნდა შეიქმნას ილუზია, თითქოს ტანტრაში სექსზეა საუბარი, ან რომ ეს სექსის პროპაგანდაა (თუმცა შეიძლება ზოგიერთ ადამიანს მისი ამისთვის გამოყენებაც სურდეს). ესეთი საფრთხე კი არსებობს.

რავიცი რა გითხრათ...მეც არაფერი გამეგება მაგის და ალბად რომც გამეგებოდეს... აქ მაგაზე არ ვისაუბრებდი
სიამოვნებას რაც შეეხება, მე მგონია რომ არაფრის მონა უნდა გახდეს ადამიანი, მათ შორის არანაირი სიამოვნების

Posted by: jgvenza Feb 9 2010, 07:08 PM

QUOTE(atman @ 9th February 2010 - 12:08 PM) *
ტანტრა პირდაპირი თარგმანით მექანიზმს, ტექნიკას ნიშნავს. როცა ტანტრას ასახელებთ მიუთითეთ ხოლმე სახეობა თორე წირვაც ტანტრაა თავისი არსით, ანუ ღმერთის მსახურების ერთ-ერთი მექანიზმი. და ეგ სიტყვა ნუ დაგყავთ სექსუალურობამდე და კუნდალინის გააქტიურებამდე და ეგეთ ასოციაციებთან ნუ აკავშირებთ. მექანიზმი ძალიან ბევრნაირია და გზაც ძალიან ბევრია.

რაც შეეხება "ტანტრა სექსს" ეგ მაქსიმალური სექსუალური სიამოვნების მიღწევის მექანიზმია და არა სულიერი ამაღლების და განვითარების. იმიტომ რომ სულიერი განვითარების კონკრეტული მექანიზმები და გზები არსებობს და სექსი საერთოდ არ ფიგურირებს იქ. თუნდაც მანტრა მედიტაცია 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქვედა ჩაკრაში ენერგიების "ტრიალი" და "ამაღლება". თქვენ მოინდომეთ და გზები არსებობს... ხოლო თუ სექსუალური სიამოვნება გინდათ, ტანტრის დარქმევა და სულიერ განვითარებაზე ზრუნვის დარქმევვა არ ჭირდება მაგას.

დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი



აბსოლუტურად ვეთანხმები!

mata
ისიც მართალია რომ მიზანი მონობისგან გათავისუფლებაა, რა მნიშვნელობა აქვს რსი მონახარ ? smile.gif

Posted by: Shou Feb 10 2010, 10:26 AM

QUOTE(atman @ 9th February 2010 - 12:08 PM) *
რაც შეეხება "ტანტრა სექსს" ეგ მაქსიმალური სექსუალური სიამოვნების მიღწევის მექანიზმია და არა სულიერი ამაღლების და განვითარების. იმიტომ რომ სულიერი განვითარების კონკრეტული მექანიზმები და გზები არსებობს და სექსი საერთოდ არ ფიგურირებს იქ. თუნდაც მანტრა მედიტაცია 100-ჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ქვედა ჩაკრაში ენერგიების "ტრიალი" და "ამაღლება". თქვენ მოინდომეთ და გზები არსებობს... ხოლო თუ სექსუალური სიამოვნება გინდათ, ტანტრის დარქმევა და სულიერ განვითარებაზე ზრუნვის დარქმევვა არ ჭირდება მაგას.


ოოო, ამის წინ რაც თქვი აბსოლიტურად გეთენხმები მაგრამ აქ.... სულიერი ამაღლება და განვითარება თუ ფიზიკური სხეულის უარყოფით და იგნორირებით გინდა ეგ სხვა საქმეა და სხვა გზა. მაგრამ თუ განსხეულებული ფიზიკური სხეულიდან სულიერად ამაღლებას ცდილობ, ვგონებ ”ტანტრა სექსი” ყველაზე კარგი მექანიზმია. და ვერ დაგეთენხმები, რომ სექსუალური სიამოვნების განცდაა ”ტანტრა სექსის” მიზანი, პირიქით სიამოვნებაზე ამაღლებაა, სიამოვნებისაგან განთავისუფლება, თუმცა აქვე დავძენ, იმის საფრთხე რომ მხოლოდ უკთესი ხარისხის სიამოვნების მიღების საშუალებად იქცეს, ძალიან დიდია.

და ისე, აგრესიას ეს საკითხი მხოლოდ მაშინ ბადებს როცა მისი ხელოვნურად ჩახშობა ხდებაwink.gif

Posted by: ინა Feb 14 2010, 08:30 PM

QUOTE(Shou @ Feb 10 2010, 11:26 AM) *
ოოო, ამის წინ რაც თქვი აბსოლიტურად გეთენხმები მაგრამ აქ.... სულიერი ამაღლება და განვითარება თუ ფიზიკური სხეულის უარყოფით და იგნორირებით გინდა ეგ სხვა საქმეა და სხვა გზა. მაგრამ თუ განსხეულებული ფიზიკური სხეულიდან სულიერად ამაღლებას ცდილობ, ვგონებ ”ტანტრა სექსი” ყველაზე კარგი მექანიზმია. და ვერ დაგეთენხმები, რომ სექსუალური სიამოვნების განცდაა ”ტანტრა სექსის” მიზანი, პირიქით სიამოვნებაზე ამაღლებაა, სიამოვნებისაგან განთავისუფლება, თუმცა აქვე დავძენ, იმის საფრთხე რომ მხოლოდ უკთესი ხარისხის სიამოვნების მიღების საშუალებად იქცეს, ძალიან დიდია.

და ისე, აგრესიას ეს საკითხი მხოლოდ მაშინ ბადებს როცა მისი ხელოვნურად ჩახშობა ხდებაwink.gif

გეთანხმები 264166.gif

ყველაფერს თავის სახელი აქვს,სულაც არაა უსახელოდ რამე,საჭიროა ყოველი მისწრაფებიდან(რატომაა სექსი მაინც ცუდი ვერ გავიგე) უნდა ცდილობდე ამაღლდე,რატომ არ უნდა ამაღლდე ამ მისწრაფებიდან?მე ვფიქრობ რომ ყველაზე აქკრძალული და დაგმობილი მისწრაფებიდან ამაღლება ერთგვარი გმირობაცაა,რადგან როგორც ვიცი ძირითადად ამის დეფიციტის გამო წალეკა მსოფლიო სექსის პროპაგანდამ. girl_sigh.gif თან ყველაზე მდაბალი და ბინძური სექსისი პროპაგანდამ.სწორად უნდა შევძლოთ ამის აღქმა და აღარ გაგვაღიზიანებს ამაზზე საუბარი wink.gif

Posted by: nutsa Feb 14 2010, 08:54 PM

რა გინდათ რას ერჩით ამ გოგოს smile.gif ატმან შენს გასაგებად ვამბობ biggrin.gif ეს ტანტრაში სექს ხედავს. მე ყველაფერში რა პრობლემაა biggrin.gif biggrin.gifbiggrin.gif ვაი საქართველო რა ქალები გიწევს ლოგინში ცივი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ვხუმროობ tongue.gif

Posted by: Atman Feb 15 2010, 10:12 AM

ამ თემას უნდა ერქვას:

"როცა ქვედა ჩაკრები ბობოქრობენ" biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ინა

QUOTE(ინა @ 14th February 2010 - 08:30 PM) *
რატომაა სექსი მაინც ცუდი ვერ გავიგე


ცუდიაო არავის უთქვამს... wink.gif

Shou
QUOTE(Shou @ 10th February 2010 - 10:26 AM) *
თუ განსხეულებული ფიზიკური სხეულიდან სულიერად ამაღლებას ცდილობ, ვგონებ ”ტანტრა სექსი” ყველაზე კარგი მექანიზმია.


ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. უკეთესი მექანიზმებიც არსებობს.

QUOTE(Shou @ 10th February 2010 - 10:26 AM) *
და ვერ დაგეთენხმები, რომ სექსუალური სიამოვნების განცდაა ”ტანტრა სექსის” მიზანი, პირიქით სიამოვნებაზე ამაღლებაა, სიამოვნებისაგან განთავისუფლება


როცა გშია იმდენი უნდა ჭამო რომ კუჭში აღარ ჩაგდიოდეს და შეგზიზღდეს ჭამა? თუ ცეცხლის ჩასაქრობად ნავთია ყველაზე კარგი საშუალება? თუ სხვა პრინციპია რამე?

სეხი არც კარგია არც ცუდი, უბრალოდ სწრაფად გადასალახი ეტაპია და ნახევარი ან მთელი ცხოვრება არ ჭირდება მაგისგან განთავისუფლებას smile.gif

Posted by: sentimennte Feb 16 2010, 01:20 PM

huh.gif rolleyes.gif
ადუღდა ეს თემა biggrin.gif tongue.gif) რაღაცა ვულკანის გუგუნის ხმა მესმისს... tongue.gif

Posted by: Shou Feb 16 2010, 04:18 PM

QUOTE(atman @ 15th February 2010 - 10:12 AM) *
როცა გშია იმდენი უნდა ჭამო რომ კუჭში აღარ ჩაგდიოდეს და შეგზიზღდეს ჭამა? თუ ცეცხლის ჩასაქრობად ნავთია ყველაზე კარგი საშუალება? თუ სხვა პრინციპია რამე?


"ტანტრა სექსი" არ გულისხმობს "ბევრის ჭამას" საერთოდ ბევრს კი არა, სურვილისაგან განთავისუფლებას გულისხმობს. სამწუხაროდ იმის საფრთხე რომ ცეცხლზე ნავთის დასხმად იქცეს არსებობს და ეს უბრალოდ მისი არასწორად გაგების და მახინჯი წარმოდგენებისაგან ვერ განთავისუფლების შედეგია.

Posted by: Atman Feb 16 2010, 04:43 PM

ტანტრა სექსის გურუები არსებობენ ნეტა? biggrin.gif

აი მაგათთან დაზღვეული ხარ რო შეცდომა არ დაუშვა და არ გადააჭარბო. გურუ მაინც გურუა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: sentimennte Feb 16 2010, 04:53 PM

ციტატა(Atman @ Feb 16 2010, 05:43 PM) *
ტანტრა სექსის გურუები არსებობენ ნეტა? biggrin.gif

აი მაგათთან დაზღვეული ხარ რო შეცდომა არ დაუშვა და არ გადააჭარბო. გურუ მაინც გურუა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

tongue.gif smile.gif ჩავიცინე ახლა ვედმურად biggrin.gif
იქნებიან ალბათ გურუები ყვალგანაა საჭირო tongue.gif

Posted by: nutsa Feb 16 2010, 05:05 PM

ციტატა(atman @ 16th February 2010 - 05:43 PM) *
ტანტრა სექსის გურუები არსებობენ ნეტა?

აი მაგათთან დაზღვეული ხარ რო შეცდომა არ დაუშვა და არ გადააჭარბო. გურუ მაინც გურუა

მამუ კარგი რაა biggrin.gif შენ შემოგთავაზეს მაგ კუთხით გურუობა მარა უარი თქვი აე რომ biggrin.gif

Posted by: Emigranti Feb 16 2010, 05:18 PM

აქამდე რაც ითქვა, მე მაინც უფრო მეტად (70%) Atman-ს ვეთანხმები.

Posted by: vkh Feb 17 2010, 10:32 AM

ჩემი აზრით, ტანტრის ოშოსეული ინტერპრეტაცია არის რაციონალურად სუსტი და ლოგიკურად წინააღმდეგობებით სავსე, თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან ლამაზი და ეფექტური, რადგან:
ზოგადად, ოშოს არ შეუძლია სიღრმისეული რაციონალური თხრობა, არამედ მისი თხრობის სტილი არის დიალოგი. დიალოგის პირდაპირი ობიექტი არის მკითხველი, ხოლო დიალოგის საგანი სხვა დანარჩენი, ანუ ის, ვინც ცდება და არასწორად ესმის. ამდენად, დასაწყისიდანვე ოშო დიდ ნდობას იწვევს მკითხველში - ნდობა კი პირველი ეტაპია. ამის შემდეგ ოშო გადადის, და ამდენად მკითხველიც გადაჰყავს, მედიტაციურ თხრობაზე, სადაც მკითხველიც ოშოსთან ერთად მსჯელობს, ამტკიცებს და აუცილებელი წესით იმარჯვებს კიდეც.

ტანტრაზე კი ოშო უბრალოდ მანიპულირებს სექსით, რადგან ეს უაღრესად ეფექტური და საინტერესო თემაა ყველასათვის. ოშო ამბობს: შეცდომაა, რომ ებრძვიან სესქს, არამედ.... და ა.შ. და ვინ ებრძვის სექს? იქ სადაც სიყვარულია, არავინაც არ დევნის მას, მხოლოდ გარყვნილება იდევნება...

მოკლედ, თავი შეგაწყინეთ!

Posted by: mata Feb 17 2010, 11:16 AM

vkh

ციტატა(vkh @ 17th February 2010 - 11:32 AM) *
მოკლედ, თავი შეგაწყინეთ!

სულაც არა


Posted by: Emigranti Feb 17 2010, 03:07 PM

QUOTE(vkh @ Feb 17 2010, 07:32 AM) *
მოკლედ, თავი შეგაწყინეთ!
პირიქით

Posted by: Emigranti Feb 17 2010, 03:09 PM

QUOTE(vkh @ Feb 3 2010, 12:49 PM) *
კარგად არის თარგმნილი, იგრძნობა ოშოსეული თხრობის ჰიპნოზი, რაც დამწყებთათვის დიდი ეფექის მქონეა.

ჩემი აზრით, კრიტიკული მიდოგმა უფრო სასარგებლოა ოშოსთან, ვიდრე მისი ჰიპნოზის ქვეშ კითხვა...
გეთანხმები

Posted by: Atman Feb 17 2010, 05:57 PM

ეჰ ოშო ოშო... არადა როგორ მიყვარდა... ნოსტალგია შემომაწვა biggrin.gif

Posted by: ინა Feb 18 2010, 04:40 PM

QUOTE(nutsa @ Feb 16 2010, 05:05 PM) *
მამუ კარგი რაა biggrin.gif შენ შემოგთავაზეს მაგ კუთხით გურუობა მარა უარი თქვი აე რომ biggrin.gif

აჰაააააააააააააა hilarioustu8.gif

სწორად გაგაება უნდა ყველაფერს wink.gif

Posted by: nutsa Feb 18 2010, 06:39 PM

ციტატა(ინა @ 18th February 2010 - 04:40 PM) *
QUOTE(nutsa @ Feb 16 2010, 05:05 PM)
მამუ კარგი რაა შენ შემოგთავაზეს მაგ კუთხით გურუობა მარა უარი თქვი აე რომ

აჰაააააააააააააა

სწორად გაგაება უნდა ყველაფერს

biggrin.gif ვაიმე ინ რა საყვარელი ხარ biggrin.gif თავის დაწვის დიდოსტატი biggrin.gif რაღა ამ პოსტს მიახტი ოხ ეს ქალები რა სუსტი სქესი ხართ biggrin.gif გულზე რაც მოგხვდებათ გვერდს ვერ უვლით kiss1.gif l_daisy.gif wub.gif

Posted by: mata Feb 18 2010, 06:53 PM

Atman -ს... ნუ უყრით ჭორებს... ტუც

Posted by: nutsa Feb 18 2010, 06:59 PM

lol.gif clap2.gif secret.gif laugh.gif laugh.gif ჩემი ჰობიოა ეგეთი ცუდი გოგო ვარ biggrin.gif არა რა ჭორებს არ გრცხვენია იუმორი მაქვს ასეთი თავისებური

Posted by: ინა Mar 1 2010, 12:48 PM

QUOTE(nutsa @ Feb 18 2010, 06:39 PM) *
biggrin.gif ვაიმე ინ რა საყვარელი ხარ biggrin.gif თავის დაწვის დიდოსტატი biggrin.gif რაღა ამ პოსტს მიახტი ოხ ეს ქალები რა სუსტი სქესი ხართ biggrin.gif გულზე რაც მოგხვდებათ გვერდს ვერ უვლით kiss1.gif

ვაიმე შვილო რა გინდა მიცნობდე მაინც რა biggrin.gif ,სადმე შევხვდეთ და გავიცნოთ ერთმანეთი,არც ისეთი საყვარელი ვარ,შენ რომ გგონია sticktongue.gif

ეს ოფოფები წაშალეთ ვინმემ პატიოსან კაცს უკვე მერამდენედ სწამებებნ ცილს biggrin.gif

და თემაზე ვისაუბროთ თუ შეიძლება curtsey.gif

Posted by: parsmani Apr 10 2010, 04:32 PM

ბევრი ფორუმელი იაქედ არის კენტაობს და მერე ამ ფორუმზე შემოდის და წერს......... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ინა Apr 10 2010, 04:43 PM

QUOTE(parsmani @ Apr 10 2010, 04:32 PM) *
ბევრი ფორუმელი იაქედ არის კენტაობს და მერე ამ ფორუმზე შემოდის და წერს......... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

უა,ჩემი თემა smile.gif

კენტაობა რა არის?ან იაქედ ყოფნაა? biggrin.gif
მე ხომ არ მეხება თქო დამაინტერესდა biggrin.gif
buba_phone.gif

Posted by: moonbayer Apr 10 2010, 06:05 PM

ინა
nutsa
აუ რა ტიპრები ხართ biggrin.gif Atman
ეჰჰ ატმან რა biggrin.gif biggrin.gif

Posted by: Fee Apr 10 2010, 07:21 PM

უდაოდ ´საინტერესო თემაა, მაგრამ იმაზე მეტი ნამდვილად არ ვიცი, რაც პირველ პოსტში წავიკითხე smile.gif არიან საქართველოში ტანტრისტები?

Posted by: Molen Apr 14 2010, 12:57 PM

ერთი უმარტივესი მიზეზის გამო არ მომწონს ტანტრა: ის ცენტრში აყენებს ბუნებას და არა ადამიანს, ანუ ადამიანი არის მორჩილი და არა მქმნელი, მორჩილი არა ღმერთის არამედ მოვლენების, რომელსაც ბუნება, შეიძლება ბედისწერა ქმნის და იგი ამ დინებაში ყოველივესაგან ცდილობს მიიღოს სიამოვნება, მაგრამ თვალს იბრმავებს და ცდილობს ყველაფერს შეხედოს არა ისე, როგორც არის - ცუდი და კარგი - არამედ ისე, როგორც მას წარმოუდგენია - კარგი. მაგრამ თუ არ ამჩნევ ცუდს და არ ცდილობ მის გამოსწორებას, მაშ იდისა და ეგოს რობოტიზაციისა და უმაღლეს სტადიაზე აყვანის მეტი არაფერი ხდება, რა დროსაც უფრო ნარკოტიკის ეფექტს ვიღებთ ვიდრე რელური ბედნიერებისა.

Posted by: ინა Apr 14 2010, 04:33 PM

რეალური ბედნიერება ყოველივეს სწორად აღქმა მგონია,ტანტრა როგორც ასეთი,ამ კონკრეტული კუთხით შეგვიძლია გამოვიყენოთ.მხოლოდ ერთი მხარე მისი,რა ვიცი,თუ შეიძლება ისიც არ ვიცი,მხოლოდ ვარაუდია,მხოლოდ მსჯელობაა..
კარგი და ცუდია ირგვლივ რეალურად ყველაფერი?
ჩემი დაკვირვებით ორად იყოფა,მაგრამ არა იმ კუთხით როგორც გვგონია,ანუ კარგი და ცუდი,თუ მსჯელობას ამ კუთხით წავიყვანთ რა თქმა უნდა მიდის რაღაც დასკვნამდე,მაგრამ მაინც აბსტრაქტულ დასკვნებს ვაკეთებთ და არა რეალურს.
სინამდვილეში ამ კარგის და ცუდის გარჩევაში დრო მიდის და უბრალოდ კურსს ვცდებით.
ფაქტიურად დროს და ძალას ვფანტავთ.
ჩვენ გადავწყვიტეთ რომ არის მიუღებელი და არის მიღებული(სტერეოტიპი),მაგრამ ამის იქით ვერ მივდიართ,დასკვნები გვკეტავს და გვაჩერებს,როცა შეგვიძლია უბრალოდ გადავაბიჯოთ,რატო არ ისმის კითხვა რატომ?ძიებას ბოლო არ აქვს,მუდამ ვეძიებით,რატო ვიქმნით შეხედულებებეს რომ ძიება დამთავრდა და მივედით ჭეშმარიტებამდე?უბრალოდ დრო გადის და ხშირად მერე აღმოვაჩენთ რომ კიდე ყოფილა იმის იქით რაღაც,ახლა ისევ ვიწყებთ და ასე გამუდმებით.

Posted by: giagsa Apr 14 2010, 06:39 PM

QUOTE(Molen @ 14th April 2010 - 12:57 PM) *
ერთი უმარტივესი მიზეზის გამო არ მომწონს ტანტრა: ის ცენტრში აყენებს ბუნებას და არა ადამიანს, ანუ ადამიანი არის მორჩილი და არა მქმნელი, მორჩილი არა ღმერთის არამედ მოვლენების, რომელსაც ბუნება, შეიძლება ბედისწერა ქმნის და იგი ამ დინებაში ყოველივესაგან ცდილობს მიიღოს სიამოვნება, მაგრამ თვალს იბრმავებს და ცდილობს ყველაფერს შეხედოს არა ისე, როგორც არის - ცუდი და კარგი - არამედ ისე, როგორც მას წარმოუდგენია - კარგი. მაგრამ თუ არ ამჩნევ ცუდს და არ ცდილობ მის გამოსწორებას, მაშ იდისა და ეგოს რობოტიზაციისა და უმაღლეს სტადიაზე აყვანის მეტი არაფერი ხდება, რა დროსაც უფრო ნარკოტიკის ეფექტს ვიღებთ ვიდრე რელური ბედნიერებისა.


აბოლიტურად გეთანხმები, მორჩილი ადამიანი ვერასდროს ვერ იქნება ბედნიერი, იმიტომ რომ ადამიანი თავის ბედნიერებას თითონ ქმნის თავისი აზრებიდან გამომდინარე მოქცევებით, ანუ რაც თითონ უნდა იმას თუ ვერ შექმნის და მორჩილება ში და ზეგავლენაში იქნება მეც უფრო ეს ნარკოტიკულ გაბრუებულ სიამოვნებად მიმაჩნია, მე პირადად მირჩევნია ჩემ მიერ შექმნილი ბედნიერებით დავტკბე მე რაც მინდა იმით.

Posted by: Atman Apr 14 2010, 06:41 PM

giagsa

QUOTE(giagsa @ 14th April 2010 - 06:39 PM) *
მე პირადად მირჩევნია ჩემ მიერ შექმნილი ბედნიერებით დავტკბე მე რაც მინდა იმით.


"ბედნიერების მაძიებელი უფლისწული" წაიკითხე? smile.gif

Posted by: parsmani Apr 18 2010, 12:36 AM

ციტატა(Fee @ Apr 10 2010, 07:21 PM) *
არიან საქართველოში ტანტრისტები?

კი გამიგია იძახიან ტანტრისტები ვართო მარა მაგარი "იზვრაშენჩები "არიან, "სვინგი" ,"კუნილინგუსი" , "რიმინგი" და ათასი გარყვილებით ერთობიან კიდე.

Posted by: moonbayer Apr 18 2010, 12:41 AM

QUOTE(parsmani @ 18th April 2010 - 12:36 AM) *
კუნილინგუსი

wacko.gif

Posted by: moonbayer Apr 18 2010, 12:41 AM

biggrin.gif

Posted by: Fee Apr 18 2010, 12:46 AM

QUOTE(parsmani @ 18th April 2010 - 12:36 AM) *
კი გამიგია იძახიან ტანტრისტები ვართო მარა მაგარი "იზვრაშენჩები "არიან, "სვინგი" ,"კუნილინგუსი" , "რიმინგი" და ათასი გარყვილებით ერთობიან კიდე.

ვაიმეეე biggrin.gifbiggrin.gif:D სმაილიკებს არ მიხსნის, ამოვყირავდი რამის სიცილით biggrin.gif

Posted by: moonbayer Apr 18 2010, 12:47 AM

Fee

QUOTE(dunduri @ 18th April 2010 - 12:46 AM) *
ვაიმეეე biggrin.gif სმაილიკებს არ მიხსნის, ამოვყირავდი რამის სიცილით

მეეეეეეეეეეეეეეეც biggrin.gif
ლოლ

Posted by: ინა Apr 19 2010, 03:01 PM

QUOTE(parsmani @ Apr 18 2010, 12:36 AM) *
კი გამიგია იძახიან ტანტრისტები ვართო მარა მაგარი "იზვრაშენჩები "არიან, "სვინგი" ,"კუნილინგუსი" , "რიმინგი" და ათასი გარყვილებით ერთობიან კიდე.

აუჰ.რა უბედურებაა biggrin.gif
არცერთი არ ვიცი რას წარმოადგენს biggrin.gif

Posted by: parsmani Apr 19 2010, 03:15 PM

ციტატა(ინა @ Apr 19 2010, 03:01 PM) *
აუჰ.რა უბედურებაა biggrin.gif
არცერთი არ ვიცი რას წარმოადგენს biggrin.gif

ნუ ეხა მაგეებს ნუამახსნევინებ რა რასნიშნავს თორემ სამუდამო ბანი IP_ზე ორივეს დაჟე, გუგლმა ჯობია გითხრას))))))))

Posted by: ინა Apr 19 2010, 03:44 PM

QUOTE(parsmani @ Apr 19 2010, 03:15 PM) *
ნუ ეხა მაგეებს ნუამახსნევინებ რა რასნიშნავს თორემ სამუდამო ბანი IP_ზე ორივეს დაჟე, გუგლმა ჯობია გითხრას))))))))

გუგლი მეტყვის კი უეჭველი biggrin.gif biggrin.gif
მოგვიანებით შევეკითხები გუგული დეიდასsmile.gif

Posted by: david6david May 4 2010, 09:22 AM

ტანტრა არის შივას და შაქტის საკრალური რელიგია და ნიშნავს იმას, რომ ეს სამყარო არის ამ ღვთაებათა უშუალო სათამაშო მოედანი. ტანტრა აერთიაენბს ასევე სხვა პაქტიკებს, როგორიცაა მანტრა და იანტრა. ჩაკრების ისტორია სწორედ ტანტრასთანაა დაკავშირებული მეცხრამეტე საუკუნეში, სხვაგვარად ჩაკრები პირდაპირ ამ ტერმინით არსადაა მითითებული. ურთულესი ფორმაა ადამიანის ფსიქო-ბიოლოგიური გადაწყობის და საჭიროების გამოცდილ ხელმძღვანელს და პრაქტიკოსის მტკიცე ნებას და გადაწყვეტილებას. ეს არ არის სექსუალური გასართობი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მიაჩნია ეს ასე იმის გამო, რომ ტანტრა ეწინააღმდეგება ცხოვრებისგან განდგომას და პირიქით მისი მიღების გზით განთავისუფლებას ჰპირდება მოსწავლეს. ტანტრა შეისწავლის მთავარ შემოქმედებით ენერგიას - ლიბიდოს, სექსუალობას, რადგან მისი გვერდის ავლა და მისი განდევნა საკრალურის ტერიტორიიდან მიჩნეულია ასე ვთქვათ, სირაქლემას მთავარ სინდრომად.

Posted by: ინა May 5 2010, 03:18 PM

QUOTE(david6david @ May 4 2010, 09:22 AM) *
ტანტრა შეისწავლის მთავარ შემოქმედებით ენერგიას - ლიბიდოს, სექსუალობას, რადგან მისი გვერდის ავლა და მისი განდევნა საკრალურის ტერიტორიიდან მიჩნეულია ასე ვთქვათ, სირაქლემას მთავარ სინდრომად.

აი ამას ვიკვლევდი.ახლა სხვა ეტაპზე ვარ მაგრამ საკითხი არ დამიხურავს,რადგან პასუხი ფაქტიურად ვერ მივიღე.
სირაქლემას პოზიცია დიდ პრობლემებს წარმოშობს,არ აქვს მნიშვნელობა აქვს თუ არა ადამიანს ეს მხარე გახსნილი.ცოდნა მაინც საჭროა.
სირაქლემობას რელიგიურობა სჯობს კიდევ,რადგან რიტუალები ხშირად მაგონებს თავად ამ ენრგიისგან დაცლას,რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის.
ხელოვნებაც ამ საქმეს ემსახურება,ეს ჩემი თვალით დანახული რაცაა იმას ვამბობ.მაგრამ საშინელებაა დაგუბებული!
მაგრამ იდეალური იქნებოდა ოქროს შუალედული დამოკიდებულება.ცოდნა ძალაა, ცოდნით მიდგომა კი ცხოპვრების წესი smile.gif

Posted by: david6david May 6 2010, 01:10 PM

ნეტა რაზე ვერ მიიღე პასუხი? ტაროს კარტი არ გაინტერესებს? მე მაქვს ასეთი ტოპიკი, შეიძლება იქ იყოს გასაღები იმის რისი პასუხიც ვერ მიიღე. ტარო ხომ პირველადი ეზოტერიკული ცოდნაა.

Posted by: ინა May 9 2010, 12:52 PM

QUOTE(david6david @ May 6 2010, 02:10 PM) *
ნეტა რაზე ვერ მიიღე პასუხი? ტაროს კარტი არ გაინტერესებს? მე მაქვს ასეთი ტოპიკი, შეიძლება იქ იყოს გასაღები იმის რისი პასუხიც ვერ მიიღე. ტარო ხომ პირველადი ეზოტერიკული ცოდნაა.

ვნახავ აბა რა ხდება ტაროს კარტში smile.gif
საინტერესოაა..

Posted by: Existence Dec 17 2010, 01:56 AM

QUOTE(david6david @ 6th May 2010 - 01:10 PM) *
ტანტრა შეისწავლის მთავარ შემოქმედებით ენერგიას - ლიბიდოს, სექსუალობას, რადგან მისი გვერდის ავლა და მისი განდევნა საკრალურის ტერიტორიიდან მიჩნეულია ასე ვთქვათ, სირაქლემას მთავარ სინდრომად.


ძალიან არასწორი იფორმაციაა.

ტანტრა არის (ძალიან მოკლედ) ტოტალური თავისუფლება მაგრამ არა მექანიკური (ანუ მაგალითად რიდესაც ადამიანი ბრაზდება უმეტესობა ადამიანებისა მთლიანად კარგავს თავს,ტანტრის ცნობიერებაში კი ადამიანი ყოველთვის ინარჩუნებს დმკვირვებელს ) ეს ხდება მხოლოდ ტრანსცედენტულ მდგომრეობის გაცნობიერების შემდეგ.


ვისაც ინგლისური ესმის ყოველგვარი კითხვა მოეხსნება

http://cpp-alg.info/upload/osho/_Regular/Osho%20-%20Tantra%3b%20The%20Supreme%20Understanding%20%2010%20audio%20talks/



Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)