IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ტანტრა და ტანტრიზმი, რა იცით მის შესახებ?
ინა
post Jan 30 2010, 03:04 PM
Post #1


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://modivisaubrot.piczo.com/?g=36794456&cr=5

აი ეს მაინტერესებს და წიგნებს სად ვიშოვი ხომ ვერ მეტყვით? JC_cupidgirl.gif

ტანტრა – მოგზაურობა შეუცნობელში

გსმენიათ რამე ტანტრას შესახებ? თუ გსმენიათ, ალბათ ისევ ტანტრას სასტიკი მოწინააღმდეგებისაგან, რომლებიც, რა თქმა უნდა, ამორალურ, გარყვნილ, ცრუ, სატანისტურ და სხვა მსგავსი ეპითეტებით ამკობენ მას, ანდა ისეთი “მომხრეებისგან” და “მიმდევრებისგან”, რომლებიც ტანტრაში მხოლოდ სექსს ეძებენ და ხედავენ. არც ერთ და არც მეორე ტიპის ადამიანების წარმოდგენებთან ტანტრას არაფერი აქვს საერთო.
ტანტრა ინდური წარმოშობის მოძღვრებაა. მისი სრული სახელია ვიგიანა ბხაირავა ტანტრა და ნიშნავს ცნობიერების ფარგლებს გარეთ გასვლის მეთოდს. ტანტრა თავის თავში არ შეიცავს არც მსოფლმხედველობას, არც რწმენას, ვინმეს ან რაიმეს სამსახურს ან თაყვანისცემას, არც ფილოსოფიას, დოგმებს ან მორალს. ეს არის უბრალოდ მეთოდი, გზის მაჩვენებელი მათთვის, ვისაც შეუცნობელში მოგზაურობა განუზრახავს. ამ გზაზე მეგზურები სიყვარული და სიწმინდეა. სიყვარული არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, არამედ ისეთი, ქრისტეს სახარებაში რომ არის აღწერილი. ტანტრას სიწმინდეც განსხვავდება ჩვენი წარმოდგენებისგან სიწმინდეზე.
ყველა რელიგიაში და საერთოდ, ადამიანთა ცნობიერებაში ყოველი არსი და ქმედება ან კარგია, ან ცუდი. ან თეთრია, ან შავი. დადებითი ან უარყოფითი. წმინდა ან ბილწი. ქრისტიანისთვის, მუსლიმანისთვის, იუდეველისთვის ეს კატეგორიები განსხვავდება თავისი კრიტერიუმებით და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოც არის; მაგალითად, მუსლიმანისთვის ღვინის სმა და ღორის ხორცის ჭამა სიბილწეა, ხოლო მრავალცოლიანობა – არა. ქრისტიანისთვის კი პირიქით. კრიშნაიდისთვის ხომ საერთოდ, ხორცის ჭამაც, ალკოჰოლიც, მრავალცოლიანობა და კიდევ მრავალი სხვა უწმინდურების ნიშანია, სამაგიეროდ ძროხის ნაკელია წმინდა, რასაც ვერაფრით ვერ დაეთანხმება იუდეველი.
დიახ, ადამიანთა აზროვნებაში “წმინდა” და “უწმინდური” განსხვავდება ერთმანეთისაგან, მაგრამ ერთი რამ კი საერთო აქვთ მათ: “რაც კარგია - წმინდაა და რაც ცუდია - უწმინდური, ხოლო კარგის და ცუდის გარჩევა მხოლოდ მე ვიცი და სხვა არავინ”, - ასე ფიქრობს თითოეული მათგანი.
ტანტრა საერთოდ არ ანსხვავებს კარგს და ცუდს ერთმანეთისაგან. მაშ, რა არის წმინდა? ტანტრა გვეუბნება, რომ თუ შენ ყოფ სამყაროს კარგ და ცუდ ნაწილად, შენ უწმინდური ხარ და თუ არ ყოფ, წმინდანი. უმანკოება – აი რა არის სიწმინდე.
ალბათ გსმენიათ გამოთქმა – ბავშვივით უმანკო. რატომ არის ბავშვი უმანკო? ბავშვმა შეიძლება აიღოს სხვისი ნივთი, მაგრამ ამას არავინ ჩაუთვლის ქურდობად, რადგან მან ჯერ არ იცის ჩემი და შენი. ბავშვი დარბის დედიშობილა, მაგრამ არავინ უთვლის ამას ამორალურ საქციელად, რადგან ბავშვმა არ იცის, რა არის სირცხვილი. უმანკოება ცნობიერების მდგომარეობაა და არა ადამიანის მიერ ჩადენილი “კარგი” და “ცუდი” საქციელი. ბავშვი უმანკოა, რადგან მას არა აქვს უნარი და ცოდნა განასხვავოს კარგი და ცუდი ერთმანეთისგან.
არავინ რჩება ბავშვურ უმანკოებაში. ეს ძალიან არასტაბილური მდგომარეობაა, ბავშვი იზრდება და ირყვნება. მშობლები და სხვა მოზრდილები დაჟინებით უმეორებენ, “ეს ცუდია, ეს არ შეიძლება”. შედეგად მასში ვითარდება დანაშაულის და სასჯელის კომპლექსი. რამდენიც უნდა ეცადოს, რომ კარგად მოიქცეს, არ შესცოდოს, ყოველთვის გამტყუნდება, რადგან ცოდვა მის ადამიანურ ბუნებაში დევს, ცოდვა, რომელიც გაჩნდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა კანონი და მორალი.
ტანტრა ამბობს, რომ თუ ადამიანი რაიმე გზით კვლავ დაემსგავსება ბავშვს, ის გახდება წმინდა. რა თქმა უნდა, ის ბავშვი ვეღარასდროს გახდება. ბავშვის უმანკოება არცოდნიდან მოდის, ხოლო მოზრდილი ადამიანის გონება უკვე მოწამლულია ცოდნით. ამ ცოდნის გაბათილება მხოლოდ ჭეშმარიტების შემეცნებით მიღებული სიბრძნით შეიძლება.
ბავშვი უბიწოა უგუნურების გამო, ხოლო ბრძენი ადამიანი უბიწო ხდება სიბრძნის გამო. ჭეშმარიტი ბრძენი კვლავ ბავშვს ემსგავსება, მაგრამ იგი განსხვავდება ბავშვისაგან შეგნებით. დიახ, ცოდნა კეთილისა და ბოროტისა მავნეა და უსარგებლო, მაგრამ ეს აუცილებლად გასავლელი ეტაპია, რათა ადამიანმა გაცნობიერებით გადალახოს იგი და მივიდეს შეგნებულ უბიწოებამდე.
გაცნობიერება და არა დათრგუნვა და უარყოფა – ეს არის ტანტრას მეთოდების საფუძველი. სამყარო სრულყოფილია. მასში ყველაფერი კეთილია და სასარგებლო, რადგან ყველაფერი ადამიანის სრულყოფას ემსახურება: სასიამოვნოც და არასასიამოვნოც,სიხარულიც და ტანჯვაც. სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ტანტრა თვლის, რომ ადამიანი კეთილია თავისი ბუნებით. ისეთი, როგორიც არის. არ არის საჭირო გარედან თავსმოხვეული პრინციპები და ნორმები. ნებისმიერი ადამიანური თვისება შეიძლება გამოყენებული იქნას სულიერი ზრდისთვის, თუ მას გონივრულად მივუდგებით; იქნება ეს სექსი, აგრესია თუ სხვა რამ. ჩახშობით არაფერი გამოვა. სარეველას თუ მიწას წავაყრით, ამით მოისპობა იგი? ცოტა ხანს დაიმალება, მაგრამ შემდეგ კვლავ ამოვა გამრავლებული და გაძლიერებული. სარეველას ძალა მის ფესვებშია, ხოლო ფესვები სულაც არ არის ის, რასაც მიწის ზედაპირზე ვხედავთ და ვებრძვით. ჩვენი ცნობიერების ფესვებს თუ ჩავყვებით სიღრმეში, აღმოვაჩენთ, რომ პრობლემა სულ სხვა რამეში ყოფილა, ვიდრე გვეგონა. პრობლემა კი ერთია: უგუნურება, რასაც ადამიანები გონიერებას ეძახიან.
შეგიძლიათ ლოტოსის ყვავილში ტალახი აღმოაჩინოთ? ის მხოლოდ მშვენიერებისგან და სასიამოვნო სურნელისგან შედგება. ლოტოსში ვერ იპოვით მყრალ წუმპეს, მაგრამ იგი სწორედ ამ წუმპედან ამოვიდა, ასეთი ნაზი და მშვენიერი. ასევე შესაძლებელია ადამიანის ტრანსფორმაცია.
ტანტრისტული ლეგენდა მოგვითხრობს: დუქანში მაგიდას უჯდა ორი წმინდანი. სადილობდნენ და მასლაათობდნენ: “სამყარო სრულყოფილია” – თქვა ერთმა. “უდაოდ სრულყოფილია და მშვენიერი” – მიუგო მეორემ. ამ დროს მათ გაცეცხლებული კუზიანი მათხოვარი მიუახლოვდა: “მე ვარ სრულყოფილი? მე ვარ მშვენიერი? შემომხედე რას ვგავვარ?! წმინდანმა შეხედა და . . . “შენ ყველაზე სრულყოფილი კუზიანი ხარ ყველა კუზიანს შორის” – უთხრა.
ტანტრა თვლის, რომ არ არის საჭირო იზრუნო იმისთვის, რომ რაიმე შეცვალო შენს ცხოვრებაში, გარშემო მყოფ ადამიანებში ან შენში. ებრძოლო პრობლემებს ან თავი დაიცვა. პირიქით, საჭიროა, მთლიანად მიიღო ყოფიერება ისეთი, როგორიც არის, ტოტალურად დანებდე მას და აღიქვა, შეიცნო იგი მიუკერძოებლად, “კარგად” და “ცუდად” დაყოფის გარეშე.
ტანტრა არ პასუხობს შეკითხვებზე: როგორია სამოთხე, რას გრძნობს სრულყოფილი ან გასხივოსნებული ადამიანი, რა არის ნეტარება, რა არის ყოფიერების არსი, არის თუ არა ღმერთი, თუ არის როგორია და მისთანანი. “როგორ შეიძლება უსინათლოს აუხსნა, როგორია ცისარტყელა? აი მალამო, წაიცვი თვალებზე, აგეხილება და შენ თვითონ დაინახავ” – ამბობს ტანტრა.
ტანტრა იძლევა ასეთ მალამოს: ეს არის მედიტაციები, რომლებიც ეხმარება მაძიებელ ადამიანს გაიფართოვოს ცნობიერება და გავიდეს მის მიღმა. ტანტრაში უამრავი მედიტაციაა: ზოგი მათგანი იოგას სუნთქვით ვარჯიშს წააგავს, თუმცა პრინციპი სულ სხვაა. ზოგი შეყვარებულებს შორის სექსის ენერგიას იყნებს ტრანსფორმაციისთვის. ფართოდ იყენებს ტანტრა ხელოვნებას – მუსიკას, ცეკვას, ფერწერას; იმ სიხარულის, ბედნიერების განცდას, რასაც ადამიანი განიცდის შემოქმედებით პროცესში. თითოეული მედიტაცია გათვლილია გარკვეული ტიპის ადამიანზე ისევე, როგორც ყველა კლიტეს თავისი გასაღები ჭირდება, მაგრამ გასაღები თუ სწორად არ მოარგე, კლიტეს მაინც ვერ გააღებ.
საინტერესოა ასეთი ფაქტი; ერთ დროს ბუდისტებმა შეისწავლეს და დაიწყეს ტანტრისტული მედიტაციების გამოყენება, მაგრამ ამან მალე დიდი არევდარევა გამოიწვია ბუდისტურ მონასტრებში. მაშინ ბუდისტმა ლიდერებმა და მასწავლებლებმა დაწვრილებით შეისწავლეს ამ არევ-დარევის მიზეზები და დაადგინეს, რომ ტანტრას მეთოდების გამოყენება მხოლოდ მაღალ სულიერ საფეხურზე მყოფი ბერებისთვის იყო მიზანშეწონილი. რატომ? საქმე ისაა, რომ ბუდისტული ტრადიცია მოითხოვს ღრმა სულიერ და ფიზიკურ დისციპლინას, სიამოვნებებზე უარის თქმას, თავშეკავებას, მედიტაციებს, მარხვას. ამ ყველაფრის კეთება სულაც არ არის სახალისო და სასიამოვნო, განსხვავებით ტანტრისტული ტრადიციისგან, რომლის მეთოდებშიც სწორედ სიხარულსა და სიამოვნებას განიცდის ადამიანი, მაგრამ სწორედ ამაში იყო პრობლემა: ბერები ისე გაიტაცა სიამოვნებამ, რომ სულ გადაავიწყდათ მთავარი მიზანი – სულიერება და დაეცნენ. დიახ, ტანტრაში არის ეს ცდუნება. ამიტომაც ვერ იტანენ მას სხვა რელიგიის წარმომადგენლები.
ტანტრაში წარმატების მიღწევა მხოლოდ ძლიერი სულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ!
რაშიც ის ადვილი გვეჩვენება, სწორედ იმაშია მისი სირთულე. ნურავის ეგონება, რომ თუ ხელში ჩაიგდო თუნდაც გადასარევად დაწერილი ტანტრას სახელმძღვანელო, უკვე შეუძლია ტანტრისტი გახდეს. ტანტრას ტრადიციაში აუცილებელია მოსწავლის მუდმივი ურთიერთობა გასხივოსნებულ მასწავლებელთან, ამასთან აუცილებელია ღრმა სიყვარული და უსიტყვო მორჩილება. მოსწავლე მასწავლებლის ჩრდილად უნდა იქცესო, ამბობს ტანტრა.
შესაძლოა, რომელიმე თქვენგანს დაებადოს შეკითხვა: “სად ვიპოვო გასხივოსნებული მასწავლებელი?” შეკითხვაზე პასუხი ასეთია: “თუ შენი გული მზად არის იმისთვის, რომ ჭეშმარიტების სიყვარულით სხვა ადამიანს ტოტალურად ჩაბარდე და დამორჩილდე, მასწავლებელი აუცილებლად გამოჩნდება და შენ მას იცნობ”. თუ ადამიანი არ მოიძებნება, თვითონ ღმერთი ჩამოვა შენთან ადამიანის სახით და გახდება შენი მასწავლებელი, მაგრამ თუ მზად არ ხარ, საერთოდ შეეშვი ტანტრას. ნურც კარგს იტყვი მასზე და ნურც ლანძღვას დაუწყებ. შენს პრობლემებს ტანტრას ნუ გადააბრალებ და ნურც შენი ფარული ვნებების და სურვილების დასაკმაყოფილებლად შეეცდები მის გამოყენებას”. …

ზაზას მადლობა kiss1.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
ინა   ტანტრა და ტანტრიზმი   Jan 30 2010, 03:04 PM
Emigranti   ძალიან მაინტერესე...   Jan 30 2010, 06:12 PM
Shou   ვფიქრობ ეს ლინქი ო...   Feb 3 2010, 10:43 AM
vkh   ტანტრა - ენერგია და ...   Feb 3 2010, 03:49 PM
Emigranti   კარგად არის თარგმნ...   Feb 17 2010, 03:09 PM
Shou   სიმართლე გითხრა ოშ...   Feb 3 2010, 06:28 PM
nutsa   ზაზაი საკმაოდ კომპ...   Feb 3 2010, 07:02 PM
ინა   ზაზაი საკმაოდ კომპ...   Feb 9 2010, 11:25 AM
ინა   ათასწლეულების მან...   Feb 9 2010, 11:39 AM
Atman   ადრე თუ გვიან ტანტ...   Feb 9 2010, 12:08 PM
mata   Atman ბარემ დაგეწერა ...   Feb 9 2010, 04:05 PM
Emigranti   Atman ბარემ დაგეწერა ...   Feb 9 2010, 06:05 PM
Atman   mata ჩემი ავატარის ო...   Feb 9 2010, 04:10 PM
mata   Emigranti რა არის იცი? მთ...   Feb 9 2010, 06:16 PM
jgvenza   ტანტრა პირდაპირი თ...   Feb 9 2010, 07:08 PM
Shou   რაც შეეხება "ტანტ...   Feb 10 2010, 10:26 AM
ინა   ოოო, ამის წინ რაც თქ...   Feb 14 2010, 08:30 PM
nutsa   რა გინდათ რას ერჩი...   Feb 14 2010, 08:54 PM
Atman   ამ თემას უნდა ერქვ...   Feb 15 2010, 10:12 AM
sentimennte   :huh: :rolleyes: ადუღდა ეს თ...   Feb 16 2010, 01:20 PM
Shou   როცა გშია იმდენი უ...   Feb 16 2010, 04:18 PM
Atman   ტანტრა სექსის გურუ...   Feb 16 2010, 04:43 PM
sentimennte   ტანტრა სექსის გურუ...   Feb 16 2010, 04:53 PM
nutsa   ტანტრა სექსის გურუ...   Feb 16 2010, 05:05 PM
ინა   მამუ კარგი რაა :D შე...   Feb 18 2010, 04:40 PM
Emigranti   აქამდე რაც ითქვა, მ...   Feb 16 2010, 05:18 PM
vkh   ჩემი აზრით, ტანტრი...   Feb 17 2010, 10:32 AM
Emigranti   მოკლედ, თავი შეგაწ...   Feb 17 2010, 03:07 PM
mata   vkh მოკლედ, თავი შეგა...   Feb 17 2010, 11:16 AM
Atman   ეჰ ოშო ოშო... არადა რ...   Feb 17 2010, 05:57 PM
nutsa   QUOTE(nutsa @ Feb 16 2010, 05:05 PM) მამუ...   Feb 18 2010, 06:39 PM
ინა   :D ვაიმე ინ რა საყვა...   Mar 1 2010, 12:48 PM
mata   Atman -ს... ნუ უყრით ჭორე...   Feb 18 2010, 06:53 PM
nutsa   :lol2: :clap2: :secret: :lol: :lol: ჩემ...   Feb 18 2010, 06:59 PM
parsmani   ბევრი ფორუმელი იაქ...   Apr 10 2010, 04:32 PM
ინა   ბევრი ფორუმელი იაქ...   Apr 10 2010, 04:43 PM
moonbayer   ინა nutsa აუ რა ტიპრებ...   Apr 10 2010, 06:05 PM
Fee   უდაოდ ´საინტერესო ...   Apr 10 2010, 07:21 PM
parsmani   არიან საქართველოშ...   Apr 18 2010, 12:36 AM
ინა   კი გამიგია იძახიან...   Apr 19 2010, 03:01 PM
parsmani   აუჰ.რა უბედურებაა :D...   Apr 19 2010, 03:15 PM
ინა   ნუ ეხა მაგეებს ნუა...   Apr 19 2010, 03:44 PM
Molen   ერთი უმარტივესი მი...   Apr 14 2010, 12:57 PM
ინა   რეალური ბედნიერებ...   Apr 14 2010, 04:33 PM
giagsa   ერთი უმარტივესი მი...   Apr 14 2010, 06:39 PM
Atman   giagsa მე პირადად მირჩ...   Apr 14 2010, 06:41 PM
moonbayer   კუნილინგუსი :wacko:   Apr 18 2010, 12:41 AM
moonbayer   :D   Apr 18 2010, 12:41 AM
Fee   კი გამიგია იძახიან...   Apr 18 2010, 12:46 AM
moonbayer   Fee ვაიმეეე :D სმაილი...   Apr 18 2010, 12:47 AM
david6david   ტანტრა არის შივას ...   May 4 2010, 09:22 AM
ინა   ტანტრა შეისწავლის ...   May 5 2010, 03:18 PM
david6david   ნეტა რაზე ვერ მიიღ...   May 6 2010, 01:10 PM
ინა   ნეტა რაზე ვერ მიიღ...   May 9 2010, 12:52 PM
Existence   ტანტრა შეისწავლის ...   Dec 17 2010, 01:56 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 27th April 2024 - 04:22 PM