Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ბავშვის აღზრდა _ თემა (მომავალი) დედებისთვის

Posted by: TeO Jan 29 2009, 09:45 PM

ამ თემაში დაწერეთ თუ რამ საჭირო ინფორმაცია იცით დედებისვის l_daisy.gif


Posted by: TeO Jan 29 2009, 09:47 PM

მომავალი დედების საყურადღებოდ (გვარს და სახელს არ დავასახელებ bigarmhug.gif )

რჩევები მომავალ დედებს (საინტერესო სტატიები) - http://lady.ge/momaval_dedas.php?binn_rubrik_pl_articles=260

Posted by: TeO Jan 29 2009, 09:49 PM

smile.gif იოგა ორსულთათვის – http://lady.ge/momaval_dedas_full.php?aid=950

Posted by: TeO Feb 1 2009, 09:30 PM

http://www.mother.ge/

ორსულთათვის - http://medicine.pvt.ge/orsul

რჩევები დედებს - http://www.eva.ge/?page=53&lang=GEO

რჩევები ფეხმძიმეებს - http://www.eva.ge/?page=52&lang=GEO


Posted by: TeO Feb 1 2009, 10:43 PM

საინტერესო ბმულებია და მშვიდობაში მოიხმარეთ l_sunny.gif

ორსულობა-- http://www.bavshvi.ge/Orsuloba.html

http://www.qali.ge/index.php?showforum=14

ყველაფერი ფეხმძიმობის შესახებ -- http://pregnancy.convert.ge/php/shesavali.php3

Posted by: Taa Feb 3 2009, 06:09 PM

თეო საყვარელო ეს შენი ნახატ ხომ არ არის შემთხვევით?

დაწერით ბევრ რამეს დავწერ მაგრამ ეხლა მაგის დრო არ მაქვს
უბრალოდ მოკლედ აღვწერ ძირითადად რაზე ვარ გადართული
რადგან მუცელი მეზრდება და წელის არეშიც შედარებით შევივსე
რატომღაც გული მისკდება და მეჩვენება რომ ვსუქდები, და თეო შენი იოგის თემა ძალიან გამომადგება დიდი მადლობა

გარდა ამისა ისტერიულად ვათვალიერებ ინტერნეტში ორსულთა ტანსაცმელებს და მინდა რომ ყველაფერი მქონდეს რაც მომეწონება
ვათვალიერებ თავის მოვლის საშუალებებს
მოკლედ რატომღაც მაქსიმალურად ვარ გადასული ჩემს თავზე
ვერ ვჭამ ხორცს და ექიმებს ძალიან ვეკაპასები რო მეუბნებიან ხორცის გარეშე არ შეიძლებაო
ძალიან მიყვარს დილით ახალგაღვიძებულზე ორივე ხელს რომ დავიდებ მუცელზე და გოგონა ჩემი ხელებისკენ რომ მოცოცავს
საოცარი შეგრძნებაა, მაგრამ დიმა ჯერ ვერ გრძნობს
ჯერ კიდევ პატარაა და მე უფრო შინაგანად ვგრძნობ მოძრაობას
მაგრამ ცოტათი ძნელია 2ის მაგივრად სუნთქვა sad.gif ხშირად მაქვს უკმარისობები
ძნელია ასევე მთელი დღე ჯდომა და იმაზე ფიქრი რომ საღამოს მიხვალ და ისეირნებ
მაგრამ საღამოს ისეთი დაღლილი მივდივარ ხოლმე ლიმნიანი ჩაის, ჩემი ლოგინის და წიგნის მეტი არაფერი არ მინდა ხოლმე


მერე კიდე დავწერ რაღაცეებს
ტეო ძალიან საყვარელი ხააააააააააააააარ

Posted by: blanca Feb 3 2009, 06:55 PM

რა სტერეოტიპი? ხორცი პროტეინს შეიცავს. პროტეინი ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაა
თუ ხორცს არ იღებს, მაშინ უნდა იღებდეს ისეთ რამეს რაც პროტეინს შეიცავს. ასეთი სოიოს პროდუქტებია. იღებ პროტეინს?

Posted by: old_man Feb 3 2009, 07:10 PM

QUOTE(blanca @ 3rd February 2009 - 06:55 PM) *
რა სტერეოტიპი? ხორცი პროტეინს შეიცავს. პროტეინი ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაა

yes.gif
მეც ასევ ვიცი რაც კი წამიკიტხავს სამედიცინო კუთხით ამ საკითხზე. ხორცი შეიცავს შეუვლელ ცილებს, მინერალებს რაც აუცილებელია განსაკუთრებით ბავშვებისთვის ანუ მოზარდი ორგანიზმითვის. მაგრამ ზრდასული ადამიანის ორგანიზმითვის უკვე პრობლემა აღარ არის ხორცის არ მიღება.
ეს ჩემი აზრი არ არის რადგან ვეყრდნობი კომპეტენტურ ადამიანების ცოდნას და ლიტერატურას.
ვინც ამბობს რომ ასე არ არის ისიც ალბათ ეყრდნობა ვიღაცეების აზრს. სიმართლე კი სადღაც იქ არის... smile.gif))

Posted by: blanca Feb 3 2009, 07:34 PM

ვიღაცეებმა რაც არ უნდა თქვან, სიმართლე ამ შემთხვევაში არის ერთი:

პროტეინი და ცილები არის ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალა. სამშენებლო - ანუ პირდაპირი მნიშვნელობით
ყველაზე მეტ პროტეინს შეიცავს ხორცი, შემდეგ რძის პროდუქტი, კვერცხი, პარკოსნები (ლობიო, ქართველი ერის გადამრჩენი biggrin.gif )
პარკოსნებს შორის ყველაზე მეტს სოიო

ვეგეტერიანები პროტეინს ჩაანაცვლებენ სოიოს ნაწარმით: ტოფუ, სოიოს რძე, მოხალული სოიოს მარცვლები, სოიოს იოგურტი, სოიოს სოსისი, ძეხვი და ასე შემდეგ. პროტეინის ნაკლებობა სერიოზულ პრობლემებს იწვევს. ეს არარის სტერეოტიპი. ეს არის ფაქტი.

ვიღაცეები რას ამბობენ მითხარით, ძალიან მაინტერესებს. რომ პროტეინი საჭირო არარის? მოზრდილი ადამიანი უპროტეინოდ 'გავა', კი, არ მოკვდება. ნუ თმები და ფრჩხილები მტვრევადი გაუხდება, სახის კანი უხეში, შინაგანი ორგანოებიც რაღაც დაზიანებას მიიღებენ, გულსისხლძარღვთა სისტემაც ისე ვერ იმუშავებს..(ანუ საერთოდ თუ გამორიცხავს კველანაირი სახის პროტეინს, მათ შორის მცენარეულს). ნუ არაუშავს მიაღწევს 60 წლამდე... biggrin.gif მაგრამ ზრდის პროცესში აუცილებელია, მითუმეტეს მუცლად ყოფნის დროს, როცა ელემენტარულად მომავალი ადამიანი უნდა აშენდეს ცილებით ცხიმებით და პროტეინებით smile.gif

ფეხმძიმეს ჭირდება გარკვეული რაოდენობის პროტეინი. საიდან მიიღებს ამას მნიშვნელობა არააქვს. მაგრამ უნდა მიიღოს
საქართველოში არ იყიდება სოიოს ნაწარმი. მაგრამ არის ლობიო. ეხლა გეკითხებით მე, რამდენი ლობიო უნდა ჭამოს საკმარისი პროტეინი რომ მიიღოს?
+ ლობიო ბერავს biggrin.gif

Posted by: TeO Feb 3 2009, 08:03 PM

blanca მე მესმის შენი და შენი მოყვანილი მაგალითებიც ნაღდია, მაგრამ არის მაგრამ.. biggrin.gif

ცნობიერების დონეს გააჩნია! რაც შეეხება ხორცს ეგ იმ ორგანიზმისთვისაა საჭირო და აუცილებელიც კი ვინც ასე თვლის..
არის ადამიანების სხვა კატეგორიებიც, რომლებიც არ ჭამენ ხორცს, იმიტომ კი არა რომ ვეგეტარიანელები არიან- არა! უბრალოდ მათი სული სზვა საფეხურზეა გადასული და ხორცის ჭამის აუცილებლობა ეხსნებათ wink.gif და კიდევ უფრო მაღალი საფეხური-წმინდანები, რომლებსაც უკვე მატერიალური საკვებიც არ სჭირდებათ..
ნუ ეს ამ თემაში გასარჩევი არ არის და სხვაგან ვილაპარაკოთ smile.gif


Taa აი, კიდევ ინფო wink.gif - http://tbiliso.ge/index.php?showtopic=504
http://levi.ucoz.com/news/2008-09-21-681

Posted by: Taa Feb 4 2009, 11:58 AM

QUOTE(blanca @ Feb 3 2009, 07:34 PM) *
პროტეინი და ცილები არის ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალა. სამშენებლო - ანუ პირდაპირი მნიშვნელობით
ყველაზე მეტ პროტეინს შეიცავს ხორცი, შემდეგ რძის პროდუქტი, კვერცხი, პარკოსნები (ლობიო, ქართველი ერის გადამრჩენი biggrin.gif )
პარკოსნებს შორის ყველაზე მეტს სოიო


რა მეშველებააააააააააა

ზემოთ ჩამოთვლილთაგან მიყვარს მხოლოდ არაჟანი (რძის პროდუქტი smile.gif )
დანარჩენს არც ერთს სათოფეზეც კი არ ვეკარები

Posted by: TeO Feb 4 2009, 12:27 PM

QUOTE(Taa @ Feb 4 2009, 11:58 AM) *
რა მეშველებააააააააააა

ზემოთ ჩამოთვლილთაგან მიყვარს მხოლოდ არაჟანი (რძის პროდუქტი )
დანარჩენს არც ერთს სათოფეზეც კი არ ვეკარები


უსაშველო არაფერი არ არაა)) ყველას და ყველაფერს ეშველებმა- მთავარია მონდომება biggrin.gif

რაც შეეხება პროტეინს ის ყველაფერშია smile.gif) სასურველია ბევრი ხილი და ბოსტნეული მიირთვა Laie_61.gif კიდევ ორესულთათვის ძალიან სასარგებლოა მწვანილები და განსაკუთრებით ოხრახუში, ის ბევრ ვიტამინს შეიცავს..

QUOTE(Taa @ Feb 4 2009, 12:19 PM) *
თეო ეხლა გადავათვალიერე
ძალიან საყვარელი და თბილი ნახატებია smile.gif
ძალიან შემიყვარდნენ შენი ორსულები l_sunny.gif kiss1.gif kiss1.gif


ოო, დიდი მადლობა!! გამიხარდა wub.gif

Posted by: blanca Feb 4 2009, 06:31 PM

QUOTE(Taa @ Feb 4 2009, 12:58 PM) *
რა მეშველებააააააააააა

ზემოთ ჩამოთვლილთაგან მიყვარს მხოლოდ არაჟანი (რძის პროდუქტი smile.gif )
დანარჩენს არც ერთს სათოფეზეც კი არ ვეკარები


ამიტომ არაფერი უნდა გიყვარდეს და ყველაფრისგან სიამოვნებას მიიღებ wink.gif biggrin.gif

არაჟანი 80% კარაქია. ანუ ყველაზე ნაკლებად სასარგებლოა რძის პროდუქტებს შორის. კალციუმსაც კი ყველაზე ნაკლებს შეიცავს. პროტეინს არ ვიცი რამდენს შეიცავს..
unsure.gif

Posted by: Uma Feb 4 2009, 07:51 PM

QUOTE(blanca @ Feb 3 2009, 06:55 PM) *
რა სტერეოტიპი? ხორცი პროტეინს შეიცავს. პროტეინი ორგანიზმის ძირითადი სამშენებლო მასალაა
თუ ხორცს არ იღებს, მაშინ უნდა იღებდეს ისეთ რამეს რაც პროტეინს შეიცავს. ასეთი სოიოს პროდუქტებია. იღებ პროტეინს?


კონკრეტული მაგალითი მაქვს - ჩემი და, მე-3 შვილზე ხორცს არ ჭამდა და ლობიოც დიდათ არ უყვარს, მაგრამ მშვენიერი, ჟანმრთელი გოგო დაებადა (რომელიღაც განყოფილებაში სურათიც დავდე). ეხლა სკაიპში ვკითხე რამეს განსაკუთრებულს ხომ არ ჭამდი თქო და მეობნება არაო, უბრალოდ ჩემ ექიმს არ უთხარი, რომ ხორცს არ ვჭამდიო და ყველა ბედნიერი დარჩა. ჩემი დიშვილი 4 წლისაა, ვეგეტარიანელიაsmile.gif და საკმაოდ ჯანმრთელი ბავშვია.

Posted by: Taa Feb 5 2009, 12:06 PM

მახსოვს ადრე ბათუმში ვიყავი ჩემს ჯგუფელან ერთად
ეს გოგო მარხვაზე იყო და სადილზე დავყავდი ხოლმე რაღაც კაფეში სადაც ყველაფერი სოიოსგან მზადდებოდა
ნამცხვრებისთვის რძეს და კრემსაც კი რაღაცა ტექნოლოგიებით სოიოსგან ამზადებდნენ
მაშინ 1 ცალი სოიოს კატლეტი შევჭამე მასხოვს, და ძალიან გემრიელი იყო
ეხლაც სიამოვნებით შევჭამდი, ოღონდ საიდან მოვიტანო smile.gif

Posted by: TeO Feb 5 2009, 01:00 PM

QUOTE(Taa @ 5th February 2009 - 01:06 PM) *
ეხლაც სიამოვნებით შევჭამდი, ოღონდ საიდან მოვიტანო

Taa არ ვიცი თბილისში თუ არის ასეთი კაფე- იყო ერთი და დახურეს sad.gif

აი ჩინურში კი აქვთ ტოფუ სოიოთი (ანუ სამარხო) ისე ხორციანია smile.gif

Posted by: Uma Feb 5 2009, 03:11 PM

ყოველთვის მიკვირდა პოზიცია იმ ადამიანების, რომლებიც ხორც ჭამენ ან თვლიან რომ ხორცი სასარგებლოა ორგანიზმისთვოს. რატომღაც, როცა გებულოებენ, რომ ვიღაცა არ ჭამს ხორცს, აქტიურად იწყებენ მტკიცებას რომ უხორცოდ დაიღუპები, აი ნახეეეეეეე რა მოგივააააააა და ა.შ. თუმცა მე ჯერ არ გამიგია ერთი შემთხვევა, რომ ვეგეტარიანელებს დაუნი და ინვალიდი ბავშვები დაებადებათ.

რა აზრი აქვს თეორიულ პოლემიკას? მე ვარ პრაქტიკის მომხრე. თუნდაც ხორცის ჭამა მივატოვე (3 წლის წინ) არა იდეოლოგიური თვალსაზრისით, უბრალოდ ექსპერიმენტი ჩავატარე, შევძლებ თუ არა, რა მოუვა ჩემ ორგამიზმს ამის შედეგად. არც არაფერი არ მომივიდა, არანაერი ცვილება. მაშინ რატომ უნდა ვჭამო საწყალი ცხოველების ხორცი?

მოკლედ, პირველი სტერეოტიპი იყო ზუსტადაც ის, რომ ხორცის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს. მერე პრაქტიკამ აჩვენა, რომ მშვენივრად ცხოვრობს და ბევრად უფრო ჯანმრთელად.

როცა ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა, დარჩა შემდეგი სტერეორიპი – მეცნიერებმა თურმე დაამტკიცეს, რომ ორსულ ქალმა აუცილებლად უნდა მიიღოს ხორცი, თორემ ბავშვი დაუნი დარჩება, ბავშევბს კი ლამის 2 წლიდან ხორც აძლევენ, ვერ განვითარდებაო. იმედია პრაქტიკის დამსახურებით ეს სტერეოტიპული აზროვნებაც ოდეზღაც დაიმსხვრევა.

Posted by: old_man Feb 5 2009, 04:22 PM

QUOTE(Uma @ 5th February 2009 - 03:11 PM) *
ყოველთვის მიკვირდა პოზიცია იმ ადამიანების, რომლებიც ხორც ჭამენ ან თვლიან რომ ხორცი სასარგებლოა ორგანიზმისთვოს. რატომღაც, როცა გებულოებენ, რომ ვიღაცა არ ჭამს ხორცს, აქტიურად იწყებენ მტკიცებას რომ უხორცოდ დაიღუპები, აი ნახეეეეეეე რა მოგივააააააა და ა.შ. თუმცა მე ჯერ არ გამიგია ერთი შემთხვევა, რომ ვეგეტარიანელებს დაუნი და ინვალიდი ბავშვები დაებადებათ.

არავინ ამტკიცებს, რომ უხორცოდ ადამიანი დაიღუპება, არც არავის უთქვამს რომ ინვალიდი ბავშვი გაჩნდება. ლაპარაკია იმაზე რომ ხორცს 100%-ით ვერ ცვლის ვერაფერი და ზრდისთვის არის აუცილებელი. მხოლოდ ამას ამბობენ.

Posted by: Uma Feb 5 2009, 05:34 PM

ოლდ მენ ჩამოყალიბდი არის ხორცი აუცილებელი თუ არ არის.

თუ "არავინ ამტკიცებს, რომ უხორცოდ ადამიანი დაიღუპება, არც არავის უთქვამს რომ ინვალიდი ბავშვი გაჩნდება" მაშინ რატომ ხორცი "ზრდისთვის არის აუცილებელი"? და რა აუცილებელია ამ შემთხვევაში 100% ხორცის შემცვლელის მოძებნა?

და თუ "ხორცს 100%-ით ვერ ცვლის ვერაფერი და ზრდისთვის არის აუცილებელი" მაშინ გამოდის, რომ "უხორცოდ ადამიანი დაიღუპება" და ავამდყოფი ბავშვები ეყოლება.

Posted by: old_man Feb 5 2009, 05:45 PM

QUOTE(Uma @ 5th February 2009 - 05:36 PM) *
და თუ "ხორცს 100%-ით ვერ ცვლის ვერაფერი და ზრდისთვის არის აუცილებელი" მაშინ გამოდის, რომ "უხორცოდ ადამიანი დაიღუპება" და ავამდყოფი ბავშვები ეყოლება.

ეგ გამოდის ლოგიკურად? მაკვირვებ რა )))) ძაან უცნაური ლოგიკა გქონია ))))
გამოდის ის, რომ კი არ დაიღუპება ან ავადმყოფი დაიბადება, არამედ ის, რომ ზრდი პროცესში დააკლდება ის ნივთიერებები რასაც ხორცი შეიცავს.
რასაც შეიცავს ზემოთ იყო ნახსენები

Posted by: old_man Feb 5 2009, 07:24 PM

ხორცის არ ჭამის შედეგებზე ერთ მაგალითს მოვიყვანდი ცოტა უხერხული რომ არ იყოს. თან შეიძლება ვინმეს ეწყინოს smile.gif
მოკლედ მე შევაჯამებ. ვთვლი რომ ბავშვმა უნდა მიიღოს ხორცი და ფეხმძიმემაც, ზრდასრულმა ადამიანმა შეიძლება არ მიიღოს, სულაც შეუძლია პურზე და წყალზე იცხოვროს და მშვენივრად იქნება. smile.gif
და უცებ ასეთი შეკიტხვა გამიჩნდა - თქვენს შვილს არ აჭმევთ ხორცს? იქნებ ამით მის უფლებებს არღვევთ? იქნებ ჩანასახიც და ბავშვის ორგანიზმიც ითხოვს ხორცს? მაშინ? ეს ხომ თქვენი გადაწყვეტილება იქნება და არა მისი? დაე გაიზარდოს, ნურაფერს დააკლებთ და მერე თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ხორცი. ისევე როგორ თქვენ გადაწყვიტეთ ერთ მშვენიერ დღეს

Posted by: ირმა Feb 5 2009, 09:29 PM

QUOTE(old_man @ 5th February 2009 - 08:24 PM) *
თქვენს შვილს არ აჭმევთ ხორცს? იქნებ ამით მის უფლებებს არღვევთ? იქნებ ჩანასახიც და ბავშვის ორგანიზმიც ითხოვს ხორცს? მაშინ? ეს ხომ თქვენი გადაწყვეტილება იქნება და არა მისი? დაე გაიზარდოს, ნურაფერს დააკლებთ და მერე თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა ხორცი. ისევე როგორ თქვენ გადაწყვიტეთ ერთ მშვენიერ დღეს

გეთანხმები old_man .
ეს ყველაფერი ინდივიდუალურია. ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს ხორცის აკრძალვის დონემდე. შეიძლება ბავშვი, რომელიც იბადება ვერ შეძლებს იყოს ვეგეტერიანი, მაშინ არ უნდა შეუწყდეს მას ხორცი.
ერთი პატარა ამბავი გამახსენდა. დაწყებით კლასებში ისწავლებოდა მგონი წეროსა და კაკაბის საუბარი ერქვა. წერო ბაყაყებს ჭამდა, კაკაბი მარცვლეულს და კამათობდნენ.არა მე ვჭამ კარგს არა მეო... მახსოვს მაშინ მასწავლებელმა გვკიხა: რომელიაო მართალი? რათქმაუნდა ბავშვების უმრავლესობა კაკაბს გაიძახოდა biggrin.gif მაგრამ პასუხი ერთი იყო ორივე მართალი იყო. თითოეული ჭამდა იმას რისი ჭამაც უნდოდა.
რაც შეეხება ფეხმძიმეს, მგონი აქაც ინდივიდუალურია ყველაფერი. არიან რომ ვერ ძლებენ ერთი დღე ხორცის გარეშე, არიან რომლებსაც ხორცის დანახვა არ უნდათ. მე ვფიქრობ ფეხმძიმემ ის უნდა ჭამოს რაც უნდა.

Posted by: ირმა Feb 5 2009, 09:31 PM

სახარებაში გარკვევით წერია, რაც გამოდის შენი პირიდან ის გაბინძურებს და არა ის რაც შედისო. თუ გინდათ მიგითითებთ ზუსტად სად წერია.

Posted by: Uma Feb 6 2009, 01:39 PM

QUOTE(old_man @ Feb 5 2009, 06:45 PM) *
ეგ გამოდის ლოგიკურად? მაკვირვებ რა )))) ძაან უცნაური ლოგიკა გქონია ))))
გამოდის ის, რომ კი არ დაიღუპება ან ავადმყოფი დაიბადება, არამედ ის, რომ ზრდი პროცესში დააკლდება ის ნივთიერებები რასაც ხორცი შეიცავს.
რასაც შეიცავს ზემოთ იყო ნახსენები


ჰოდა კითხვა დაგისვი თუ არ დაიღუპება და არ დაავადდება ხორცის გარეშე 100% ხორცის შემცვლელი რატომ უნდა ვეძებო, ესეიგი არ არის საჭირო ხორცის 100% ანალოგის მოძებნა, ვაა???

Posted by: Uma Feb 6 2009, 02:59 PM

Беременность и вегетарианство


Некоторые женщины считают, что во время беременности надо обильно питаться, особенно белковой пищей, например, мясом. В противном случае, по их мнению, могут родиться ослабленные и маловесные дети. Это не так. Среди беременных женщин немало детей от матерей-вегетарианок. Они прекрасно развивались и значительно реже страдали от различных аллергических состояний. Несомненно, возникает следующий вопрос: "Значит, во время беременности и последующего кормления ребенка всем надо стать вегетарианцами и отказаться от мясной пищи?" Нет, не обязательно, хотя это было бы прекрасно. Прежде всего, эти строгие правила следует соблюдать во время токсикоза беременности или при острых заболеваниях беременных и кормящих матерей в течение всего периода повышенной температуры.


По материалам книги А.М.Тимофеевой "Беседы детского доктора."

Posted by: TeO Feb 6 2009, 10:27 PM

რადგან ეს თემა თავისი შინაარსით პირდაპირ ეხება დედებს, ამიტომ გთხოვთ თემას ნუ უხვევთ და ოფტოპიკს ნუ მიქმნით!!

ყველა თემის შეუსაბამო პოსტი გადატანილ იქნა თავისუფალში smile.gif

პატივისცემით განყოფილების მოდერი wink.gif

Posted by: TeO Feb 11 2009, 07:09 PM

მითები ორსულობის შესახებ >> http://mkurnali.ge/index.php?option=com_content&task=view&id=170&Itemid=1

Posted by: Uma Feb 11 2009, 09:18 PM

ჩემ მეგობარს ააქვს ვანგას კალენდარი (ოღონც არ მაძლევს ცოცხალი თავით), მოკლედ ასაკის და ჩასახვის თვის მიხედვით შეიძლება გამოიცნო გოგო იქნება თუ ბიჭიsmile.gif თაა, აბა გვითხარი შენი მონაცემები და შევამოწმოდ დაემთხვევა თუ არა. ამბობენ 100 % არტყამსო smile.gif

Posted by: Zet Feb 16 2009, 06:06 PM

მე ვფიქრობ რომ, "ხორცი აუცილებელია" არის ძალიან დიდი ტყვილი რომელიც გავრცელდა და ყველას ბრმად ჯერა....

Posted by: sapho Feb 16 2009, 08:09 PM

მეც ვფიქრობ,რომ ეგრეა....თან "ოდების" თეორიას თუ გავითვალისწინებთ....

Posted by: Uma Feb 17 2009, 08:07 PM

"ოდების" თეორია რა არის?

Posted by: sapho Feb 17 2009, 10:35 PM

ნუ ოკულტებს ხომ აქვთ თავიანთი თეორია ხორცის მირთმევასთან დაკავშირებით....ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს თავისი "ოდი"....და ცხოველის ხორცის მირთმევის დროს, ჩვენში შემოდის ცხოველური "ოდი"....და ა.შ.

Posted by: Taa Feb 18 2009, 11:07 AM

QUOTE(Uma @ Feb 11 2009, 09:18 PM) *
ჩემ მეგობარს ააქვს ვანგას კალენდარი (ოღონც არ მაძლევს ცოცხალი თავით), მოკლედ ასაკის და ჩასახვის თვის მიხედვით შეიძლება გამოიცნო გოგო იქნება თუ ბიჭიsmile.gif თაა, აბა გვითხარი შენი მონაცემები და შევამოწმოდ დაემთხვევა თუ არა. ამბობენ 100 % არტყამსო smile.gif


მე დავიბადე 1979 26 ნოემბერი
სავარაუდო ჩასახვის პერიოდი არის 16 სექტემბერი - 10 ოქტომბერი 2008 წელი
კიდევ რა ინფორმაცია გინდა?

Posted by: Taa Feb 18 2009, 11:13 AM

გადავხედე ვიდეოებს, ხოო ზალიან საყვარლები არიან
ამ ბოლო დროს უფრო იღვიძებს ეს დედობრივი ინსტინქტები, ეს რო მოძრაობს შიგნით რაღაც სითბოთი ვივსები
ძალიან უყვარს რო დავდივარ, რომ ვდგევარ ფეხზე ან რომ ვმოძრაობ

არ უყვარს სულ რომ ვზივარ ხოლმე სამსახურში და ფეხები რომ მაქვს გადაგებული ერთმანეთზე
რაღაც უცნაურია მაგრამ მართლა დავაკვირდი
მაგ პოზაში რომ ვზივარ ზემოთ ამოცოცდება ხოლმე მარცხენა ნეკნთან და იქ წრიალებს ხოლმე
არ ვიცი რა ხდება მაგ დროს როგორ ცოცავს თუ ცურავს მაგრამ მე რაღაც დისკომფორტს მიქმნის
და მაშინვე წამოვდგები და გავივლი გამოვივლი ხოლმე

ისე მინდა ვაღიარო რომ უძალიანსაყვარლესი შეგრძნებაა და უპრიკოლესი რომ მოძრაობს შიგნით
ძალიან საყვარელი გრძნობაა, აი ძალიან
დიდი ემოციურიობით და რაღაცეებით არ გამოვირჩევი ცხოვრებაში
მაგრამ ამის დვიჟენიებიი რაღაც ჯადოსნურად მოქმედებს ჩემზე და უკვე მიყვარს უზომოდ

Posted by: Uma Feb 18 2009, 11:54 AM

თაა ჩასახვის პერიოდი უფრო დაზუსტებით უნდა მითხრა, მოკლედ კალენდრის მიხედვით თუ სექტემბერია ესეიგი ბიჭი იქნება, თუ ოქტომბერი გოგო. smile.gif

Posted by: Uma Feb 18 2009, 11:55 AM

QUOTE(sapho @ Feb 17 2009, 11:35 PM) *
ნუ ოკულტებს ხომ აქვთ თავიანთი თეორია ხორცის მირთმევასთან დაკავშირებით....ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს თავისი "ოდი"....და ცხოველის ხორცის მირთმევის დროს, ჩვენში შემოდის ცხოველური "ოდი"....და ა.შ.

საინტერესოა smile.gif კიდევ ერთი არგუმენტი ხორცის საწინააღმდეგოთ wink.gif

Posted by: ირმა Feb 18 2009, 02:12 PM

QUOTE(Taa @ 18th February 2009 - 12:13 PM) *
არ უყვარს სულ რომ ვზივარ ხოლმე სამსახურში და ფეხები რომ მაქვს გადაგებული ერთმანეთზე
რაღაც უცნაურია მაგრამ მართლა დავაკვირდი
მაგ პოზაში რომ ვზივარ ზემოთ ამოცოცდება ხოლმე მარცხენა ნეკნთან და იქ წრიალებს ხოლმე
არ ვიცი რა ხდება მაგ დროს როგორ ცოცავს თუ ცურავს მაგრამ მე რაღაც დისკომფორტს მიქმნის
და მაშინვე წამოვდგები და გავივლი გამოვივლი ხოლმე

Taa კარგად გაგრძნობინებს შენი პატარა,– ფეხის ფეხზე გადადება მართლა არ ყოფილა კარგი, არამარტო ფეხმძიმეთათვის, არამედ ყველასთვის biggrin.gif

Posted by: old_man Feb 19 2009, 11:13 AM

მოკლედ ძაან, ძაან კარგი ამბები ხდება ფორუმზე. სამი ფორუმელი ბავშვს ელოდება. რაღაც ძაან საეჭვო დამთხვევაა. თან 2009 წელია. 9 მაგიური ციფრია. დარწმუნებული ვარ სამივე ინდიგო ბავშვი იქნება (ნუ ეს რა თქმა უნდა ეზოთერიკი დედებიდან გამომდინარე) smile.gif))

Posted by: TeO Feb 20 2009, 04:09 PM

კატაბუა აკლია ამ თემას! biggrin.gif

Posted by: TeO Feb 20 2009, 04:51 PM

"Откровения матери о родах, и не только о них"
Киржаева А.В.
http://www.koob.ru/kirzhaeva/otkroveniya_materi_o_rodah_i_ne_tolko_o_nih

არ წამიკითხავს და არ ვიცი, მაგრამ ანოტაცია საინტერესო აქვს smile.gif

აი, კდევ ბეეევრი ინფო Мама и мылыш >> http://www.koob.ru/mama/

Posted by: karamelle Feb 21 2009, 05:59 PM

კვება ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო ჩემთვის, ორივე ფეხემძიმობის დროს huh.gif
საშინელი ტოქსიკოზის დროს ხორცის ჭამა კი არა და ჩვეულებრივი სასმელი წყლის დალევაც ცუდად მხდიდა, ძალით ჭამას აზრი არ აქვს, ნაყოფს ამით არაფერი ერგება, ცუდი ისაა, რომ თქვენი მენიუ ფეხმძმიბოსი პერიოდში დაბადებულ ბავშვზე აისახება
ხორცი, რძის ნაწარმი, თევზი ყველაფერი აუცილებელია მიიღო ამ დროს, ამიტომაც ამ დროს როგორც წესი არ მარხულობენ, მე ვცადე, მაგრამ მოძვარმა სასტიკად ამიკრძალა offtopic2.gif

Posted by: karamelle Feb 21 2009, 06:01 PM

QUOTE(ირმა @ Feb 18 2009, 02:12 PM) *
Taa კარგად გაგრძნობინებს შენი პატარა,– ფეხის ფეხზე გადადება მართლა არ ყოფილა კარგი, არამარტო ფეხმძიმეთათვის, არამედ ყველასთვის biggrin.gif



ფეხის ფეხზე გადადების დროს ნაყოფს ჯანგბადი ნაკლებად მიეცოდება, ამიტომაც ვერ ისვენებს
და როგორც წესი პატარებს არ უყვართ ხოლმე, როცა ვზივართ, როცა ვმოძრაობთ მაშინ მათ ჯანგბადი მეტი აქვთ და შესაბამისად უკეთ გრძნოებენ თავს

Posted by: karamelle Feb 21 2009, 06:04 PM

QUOTE(TeO @ Feb 20 2009, 04:51 PM) *
"Откровения матери о родах, и не только о них"
Киржаева А.В.
http://www.koob.ru/kirzhaeva/otkroveniya_materi_o_rodah_i_ne_tolko_o_nih

არ წამიკითხავს და არ ვიცი, მაგრამ ანოტაცია საინტერესო აქვს smile.gif

აი, კდევ ბეეევრი ინფო Мама и мылыш >> http://www.koob.ru/mama/


თეო ამდენი რამე, რომ იცი ფეხმძიმობის და მშობიარობს შესახებ არ გიქრება საერთოდ გათხოვების სურვილი, ან ცოტა მაინც არ გეშინია

Posted by: TeO Feb 21 2009, 06:12 PM

QUOTE(karamelle @ Feb 21 2009, 06:04 PM) *
თეო ამდენი რამე, რომ იცი ფეხმძიმობის და მშობიარობს შესახებ არ გიქრება საერთოდ გათხოვების სურვილი, ან ცოტა მაინც არ გეშინია


პირველ რიგში ჰაი karamelle welcomeani.gif და მადლობა რომ გვიპოსტავ blush.gif

ხო, ამ კითხვაზე მიფიქრია და ჯერ–ჯერობით არ მეშინია Laie_61.gif
და მერე ვნახოთ laugh.gif

Posted by: karamelle Feb 21 2009, 07:12 PM

QUOTE(Uma @ Feb 11 2009, 09:18 PM) *
ჩემ მეგობარს ააქვს ვანგას კალენდარი (ოღონც არ მაძლევს ცოცხალი თავით), მოკლედ ასაკის და ჩასახვის თვის მიხედვით შეიძლება გამოიცნო გოგო იქნება თუ ბიჭიsmile.gif თაა, აბა გვითხარი შენი მონაცემები და შევამოწმოდ დაემთხვევა თუ არა. ამბობენ 100 % არტყამსო smile.gif



მეცნიერულად სქესის გარტყმა შეუძლებელია
და ისე თვითშეგნებაც და სურვილიც დიდ საქმეს აკეთებენ

Posted by: Uma Feb 23 2009, 09:43 PM

QUOTE(karamelle @ Feb 21 2009, 07:12 PM) *
მეცნიერულად სქესის გარტყმა შეუძლებელია
და ისე თვითშეგნებაც და სურვილიც დიდ საქმეს აკეთებენ

ვიცი, უბრალოდ კვლევას ვატარებ ეს კალენდარი სწორია თუ არა, ამ კალენდრის მიხედვით მე ბიჭი უნდა მეყოლოს, ვნახოთ თუ გაამართლებს smile.gif

Posted by: Uma Feb 23 2009, 09:49 PM

QUOTE(karamelle @ Feb 21 2009, 05:59 PM) *
კვება ყველაზე მტკივნეული საკითხი იყო ჩემთვის, ორივე ფეხემძიმობის დროს huh.gif
საშინელი ტოქსიკოზის დროს ხორცის ჭამა კი არა და ჩვეულებრივი სასმელი წყლის დალევაც ცუდად მხდიდა, ძალით ჭამას აზრი არ აქვს, ნაყოფს ამით არაფერი ერგება, ცუდი ისაა, რომ თქვენი მენიუ ფეხმძმიბოსი პერიოდში დაბადებულ ბავშვზე აისახება
ხორცი, რძის ნაწარმი, თევზი ყველაფერი აუცილებელია მიიღო ამ დროს, ამიტომაც ამ დროს როგორც წესი არ მარხულობენ, მე ვცადე, მაგრამ მოძვარმა სასტიკად ამიკრძალა offtopic2.gif

რა მაინტერესებს, როგორ ებრძოდი ამ შეგრძნებებს? ნემსებს იკეთებდი, თუ ბუნებრივად გადაიტანე?

Posted by: TeO Mar 22 2009, 02:22 PM

ბავშვებზე.. >> http://elen.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=11

Posted by: TeO Mar 22 2009, 06:32 PM

ხალხური იავნანების ტექსტები
blush.gif bigarmhug.gif rolleyes.gif
**
იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო,
ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო,
მანანოები მოდიან, იავნანინაო,
ძილი მოაქვთ გუდითაო, იავნანინაო,
თვალს გავუვსებ ძილითაო, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე, იავნანიანო.

**
დაიძინე, დაისვენე, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
მაგ შენს პატარა საწოლში, ნანავ და ნანინავ,
გენაცვალე, გენაცვალე, ნანავ და ნანინავ,
მოდი, ნანა, პატარასთან, ნანავ და ნანინავ,
ძილი და მოსვენებაო, ნანავ და ნანინავ,
ამ ჩვენ პატარა შვილსაო, ნანავ და ნანინავ,
ვუმღერი ნაზი ხმითაო, ნანავ და ნანინავ,
მოვგვრი ტკბილად ნანასაო, ნანავ და ნანინავ.

**
ნანა, ნანა ქალასაო, (ვაჟკაცსაო)
ანგელოზის ცალასაო,
ძილი მოდის თვალასაო,
აჩუჩუნებს ჩალასაო.

**
ნანი, ნანა, ნანინა,
ტკბილი ძილით დაიძინე, გულს ნათელი დაიფინე,
ეს საწოლი კარგი ხისა, შენ ვარსკვლავი ხარ ცისკრისა,
თვალის სინათლე დედისა, მერე კი მთელი ქვეყნისა,
ენა მომე მგალობლისა, რომ ნანა გითხრას ქებისა.

**
იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალოს შენი მშობელიო,
შენს ვაჟკაცობას (დაქალებას) მომასწრებს მე ღვთისმშობელიო.

**
ნანას გეტყვი ძილისთვინა,
შენი მოსვენებისთვინა,
იამა გშობა შობითა,
ვარდმა გაგზარდა ქებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა,
მას ჰგევხარ ფეროვნებითა,
დაიძინე, ჩემო შვილო,
გახდი მშობელიო,
შენს ქორწილში დამჭირდება სამი სოფელიო


Posted by: blanca Mar 22 2009, 07:08 PM

აუ შენ ეხლავე გიჟდები შენს შვილზე მერე რა იქნება biggrin.gif

Posted by: TeO Mar 22 2009, 07:17 PM

biggrin.gif

Posted by: ირმა Mar 22 2009, 11:56 PM

კარგი დედიკო იქნება. biggrin.gif
kiss1.gif

Posted by: TeO Mar 24 2009, 12:40 PM

მშობლებისთვის wink.gif >> http://www.psychologies.ru/themes/parents/

Posted by: TeO Mar 24 2009, 04:19 PM

l_book.gif წიგნები >> http://psychologies.ru/themes/books/9/

Posted by: TeO Apr 15 2009, 06:40 PM

Игры, в которые играют дети, дети, которые играют в игры > http://www.kindereducation.com/psychology-games.html

Posted by: TeO May 11 2009, 07:45 PM

bigarmhug.gif გიორგი ლეონიძის "დეიდა მაიკო" >>> http://www.lib.ge/body_text.php?4587

Posted by: adamiani May 12 2009, 12:57 AM

TeO

QUOTE(Tea @ 22nd March 2009 - 06:32 PM) *
ხალხური იავნანების ტექსტები

ძალიან კარგია. ოღონდ არ ვიცი რამდენად ცოცხალია საქართველოში ბავშვისთვის იავნანის მღერა.

იავნანები ყველა ერის თავისებური და საოცარია.
ესენიც:

http://www.youtube.com/watch?v=eUouSTka1y0&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=huyauXjYAbQ&feature=related

http://www.youtube.com/watch?v=fw6PcTq2PlI&feature=related

Posted by: TeO May 12 2009, 10:30 AM

ბერძნული >>> http://www.youtube.com/watch?v=neYPYA62xEI&feature=related

ესეც თურქული - http://www.youtube.com/watch?v=5h31cg2KRrg&feature=related , რომელიც ძალიან მომეწონა smile.gif (მიყვარს აღმოსავლური/ ირანული ფერწერა და ალბათ მატისიც იმიტომ მომწონს სხვა მხატვრებთან შედარებით)))

Колыбельные мира - დიდი გემოვნებით არის გაკეთებული ეს იავნანები, მშვენიერიაა!!!!!!!!! რა კარგი პროექტი შედგა smile.gif

Posted by: Uma May 24 2009, 07:00 PM

QUOTE(Uma @ Feb 11 2009, 10:18 PM) *
ჩემ მეგობარს ააქვს ვანგას კალენდარი (ოღონც არ მაძლევს ცოცხალი თავით), მოკლედ ასაკის და ჩასახვის თვის მიხედვით შეიძლება გამოიცნო გოგო იქნება თუ ბიჭიsmile.gif თაა, აბა გვითხარი შენი მონაცემები და შევამოწმოდ დაემთხვევა თუ არა. ამბობენ 100 % არტყამსო smile.gif

შევამოწმე ეგ კალენდარი ჩემ თავზე, არ მუშაობს ))) ენდე ამის მერე ვანგას პროგნოზებს....

Posted by: TeO May 26 2009, 09:51 PM

Uma ალაბთ ეს გამოგადგება wink.gif >> ტანვარჯიში მშობიარობამდე და მშობიარობის შემდეგ
http://zona.ge/movies_form.php?name=4103

Posted by: Uma May 30 2009, 12:14 PM

თეო მადლობა wink.gif

Posted by: TeO Jun 2 2009, 10:40 PM

Uma აი ვიპოვე ის წიგნი შენ რომ კითხულობდა აქ დავდებ smile.gif იქნებ კიდევ სხვასაც დააინტერესოს wink.gif
ТАЙНАЯ ЖИЗНЬ РЕБЁНКА ДО РОЖДЕНИЯ

Томас ВЕРНИ >> http://www.koob.ru/verny_t/tainaya_zhizn_rebenka_do_rozhdeniya

Posted by: TeO Jun 3 2009, 02:25 PM

Uma აი, ეს წიგნი შარშან წინ დავდე #4 პოსტში >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=103
როცა წავიკითხე მაგარი აღფრთოვანებული დავრჩი!!.
აივენჰოვის "Воспитание, начинающееся до рождения" აი, კუბიკზეც დევს >> http://www.koob.ru/aivanhanov/upbringing_begining_before_birth

Posted by: TeO Jun 22 2009, 02:16 PM

Хочу родиться!
Подготовка к зачатию и рождению ребенка.
Развитие ребенка от 0 до 3 лет


Проект в рамках реализации Программы
«Новые подходы к рождению и воспитанию БУДУЩЕГО ПОКОЛЕНИЯ» >> http://org.sirius-ru.net/razvitie_rebenka_0-3.htm

Posted by: TeO Aug 17 2009, 12:06 PM

დედების უდიდეს უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს საკვებთან დაკავშირებული და აუცილებლად გასათვალისწინებელი ისეთი საკითხების შესახებ,როგორიცაა:
1.საკვების ხარისხი(ბუნებრივი თუ რაფინირებული),
2.საკვების მიღების დრო და რაოდენობა,
3.სხვადასხვა საკვების შეხამება.
...
"ბავშვები სუსტდებიან იმის გამო,რომ ისინი ზედმატად და მკაცრად "უჭირავთ ხელში","_წერს ჰერბერტ შელტონი,ხოლო ამ აზრს თავისებურად განავრცობს და უფრო მეტი სიღრმითა და სინათლით წარმოაჩენს ანატოლი მალოვიჩკო:"ბავშვებს ძალას ნუ ატანთ,რომ ჭამონ.ნუ ამსხვრევთ მათ ინსტიქტებს.ნუ შეგაქვთ სახლში ხელოვნური,მავნე პროდუქტები,ხელოვნური ტკბილეული.
კანფეტი ბავშვებისათვის ესაა_ჩამიჩი,ლეღვი,ინდის ხურმა;მათი ცილებია_კაკალი,ნუშისა ან ნებისმიერი კაკლის რძე,არაქისი,მზესუმზირა,მაწონ
,ხაჭო,ფრინველი,კვერცხი,ოღონდ მცირე რაოდენობით,ბევრი ბოსტნეულისა და ხილის თანხლებით.ხილი,კენკრა,კაკალი_
ავშვთა მთავარი საკვებია.
ბავშვს თავზე არ უნდა მოახვიოთ საკუთარი რეჟიმი;არც ის უნდა დაივიწყოთ,რომ ადამიანი ბუნებით მიმბაძველია.თქვენ უნდა იყოთ მაგალითი ბავშვისათვის.თქვენი ჩვევები მათ ჩვევებად იქცევა."

Posted by: TeO Aug 17 2009, 12:28 PM

ბავშვს,რომელიც დიდი რაოდენობით ღებულობს მარილს,როგორც პოლ ბრეგი ამბობს,დედა საკუთარი ხელით იმ გზაზე აყენებს,რომელიც მიემართება გულის დაავადებების,სისხლის მაღალი წნევისაკენ,ინსულტისაკენ.
პოლ ბრეგი დიდი გულისტკივილით ლაპარაკობს იმის შესახებაც,რომ ამერიკაში ავადმყოფი და სუსტი ბავშვები (და არამარტო ამერიკაში!) მსხვერპლნი არიან მარილიანი საჭმელებისა!
...
ხოლო შაქარი...
უკვე ითქვა,რომ შაქარია სამოცამდე დაავადების მიზეზი.იგი ბევრად უფრო მავნებელია,ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები,ერთად აღებული!
...
ბავშვის სხეული შიგნიდან თუ გარედან ყვავილივით კრიალა უნდა იყოს,მაგრამ,სამწუხაროდ,ასე არაა:მას დედის მუცლიდანვე გამოჰყვა სამზეოზე უნარი ნაადრევი დაბერებისა,იმქვეყნად ნაადრევად წასვლისა.
...
ასი წლის ხუნძი ბერიკაცის კბილები ბროლივით თეთრია,ხოლო დღევანდელ ბავშვებს რომ დააკვირდეთ,გული გეტკინებათ:მათი კბილები ჩაშავებულ-ჩაყვითლებულია,დაბზარული და გამოხრული.მათი ფერმკრთალი სახეები,ჩამოყრილი და სუსტი მხრები,გაღუნული ხერხემალი,ბევრი და არადროული ჭამისაგან გადიდებულ-გაბერილი მუცლები,ფიზიკური და გონებრივი მოთენთილობა თუ აგრესიული ხასიათი...ყოველივე ამას ერთადერთი მიზეზი აქვს_არასწორი ცხოვრება,არასწორი კვება.
ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს,ღმერთს როგორ სტკივა ასეთი ბავშვები_ავადმყოფი ყვავილები_და დედა,რომელიც თეფშზე დახვავებული შხამიანი ნუგბარი საჭმელით შვილების წვეთწვეთობით მკვლელია.
...
მდინარეები თუ არ დაიწმინდა,ზღვა,რა თქმა უნდა,მღვრიე იქნება.ასეა ბავშვის(და,საერთოდ,ადამიანის)
ანმრთელობაც.
ბავშვის ჯანმრთელობას ოქროს საძირკველი დედის წიაღში უნდა ჩაეყაროს.თვითონ ეს წიაღი უნდა იყოს სუფთა და ნათელი.
თუ დედა ცივილიზებული სამყაროს მორჩილია და მისი კანონებით ცხოვრობს_რაფინირებული საკვებით საზრდოობს,ეწევა სიგარეტს,უყვარს ყავა და ხელოვნური,ქიმიის "სიკეთით" დაშაქრული სასმელები,არ იცავს რეჟიმს,არ მოძრაობს ბუნების წიაღში და მისი დროის უდიდესი ნაწილი(დღისითა თუ ღამით) ძილსა და ტელევიზორს ეწირება,_ცხადია,მისი წიაღი ჩვილისათვის სხვა არაფერი იქნება,თუ არა ტოქსინების საბადო_ჯოჯოხეთში 9 თვიანი "სასჯელის" მოხდის შემდეგ გარეთ,სამზეოზე,გამოსული ახალი სიცოცხლე უკვე გვარიანად მოწამლული იქნება.
ბუნებრივია,ასეთი ბავშვების მდგომარეობა ძალზე დამაფიქრებელია და საოცრად სათუთ,განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს.
ეს "საოცრად სათუთი,განდაკუთრებული მიდგომა" გულისხმობს ერთადერთ პირობას:
დედამ უნდა შეიცვალოს ცხოვრების წესი და შვილი აღზარდოს ნატურალური ჰიგიენის კანონების გათვალისწინებით.
...
იოგები ჭამენ დღეში ერთხელ,
გურმანები_ორჯერ,
ავადმყოფები_სამჯერ.

http://armuri.4forum.biz/----f20/--t137-30.htm

Posted by: TeO Sep 8 2009, 05:42 PM

К новой Жизни...
Музыка для будущих мам http://id.sirius-ru.net/diski.html
smile.gif

Posted by: sam Sep 10 2009, 06:44 PM

ბავშვს,რომელიც დიდი რაოდენობით ღებულობს მარილს,როგორც პოლ ბრეგი ამბობს,დედა საკუთარი ხელით იმ გზაზე აყენებს,რომელიც მიემართება გულის დაავადებების,სისხლის მაღალი წნევისაკენ,ინსულტისაკენ.
პოლ ბრეგი დიდი გულისტკივილით ლაპარაკობს იმის შესახებაც,რომ ამერიკაში ავადმყოფი და სუსტი ბავშვები (და არამარტო ამერიკაში!) მსხვერპლნი არიან მარილიანი საჭმელებისა!
...
ხოლო შაქარი...
უკვე ითქვა,რომ შაქარია სამოცამდე დაავადების მიზეზი.იგი ბევრად უფრო მავნებელია,ვიდრე ალკოჰოლი და ნარკოტიკები,ერთად აღებული!


.............................................................................



რა კარგი დედაა ვარ აააააsmile.gif მთელი 9 თვე მარილის ნსახი არ მიმიღია და შაქარსაც ვკრძალავ მხოლდ ნამცხვრებით ვიღებ ისიც იშვიათადsmile.gif მარილის გამო სამშობიაროში მატირეს საჭმელი ისეთი მარილიანი იყო ვერ ვჭამდი

Posted by: TeO Sep 10 2009, 07:52 PM

sam პრივეეტ,რამდენი ხანია აღარ გამოჩენილხარ kiss1.gif

შენი პოსტიდან გამოდის, რომ ახალგაზრდა დედიკო გამხდარხარ? l_daisy.gif გილოცააავ! bigarmhug.gif

ბედნიერი შვილიკოს ბედნიერო დედიკოოო, როგორ გიზრუნია ბავშვზე ეს 9 თვე, ყოჩაღ! ვამაყობ შენით! good.gif wub.gif

Posted by: sam Sep 10 2009, 09:30 PM

TeO
მადლობააა kiss1.gif

ხო ჯერ სულ რაგაც 2.5 თვისაა smile.gif
იმდენი ვიკითხე მთელი ორსულობა რომ მარილი და შაქრი ავკრძალე და ვფიქრობ რომ ბავშვსაც ღ მოვცემ გარკვეულ ასაკამდე
ისე უმარილო კვება მშობიარობის დოსაც ეხმარებაა თურმე smile.gif



Posted by: ირმა Sep 10 2009, 11:57 PM

sam

QUOTE(sam @ 10th September 2009 - 10:30 PM) *
იმდენი ვიკითხე მთელი ორსულობა რომ მარილი და შაქრი ავკრძალე


ნეტავ ყველა დედა ასე იყოს, ეს გრძნობა რომ ბავშვს აჩენ და ფიქრობ მის მომავალზე, ყველაფერზე უდიდესი გრძნობაა, უდიდესი სიყვარულია, ნამდვილი საწყისია კეთილისა. kiss1.gif

ნეტავ ასე იყოს ყველა... მაგრამ სამწუხაროდ... სამწუხაროდ უმრავლესობა დედა არ არისsad.gif

Posted by: TeO Oct 26 2009, 08:53 PM

http://yoga.ge/forum/index.php?showtopic=3&pid=183&st=0&#entry183

Posted by: TeO Nov 19 2009, 01:55 PM

http://join.ge/articles/13318-bbjobbbbbbbbbbbbb-bbbbbbbb-bbbbb.html

http://join.ge/articles/12884-bbbbbbbbbbbbbbb-bbbbbbbb.html

Posted by: TeO Dec 9 2009, 01:58 PM

საყვარელი საბავშვო საიტია!!
http://children.wanex.net/

http://www.puphynuphy.ge/
http://puphynuphy.ge/კულინარია.php

Posted by: TeO Dec 17 2009, 04:02 PM

ახალი წელი მოდის და ამ დღეს ყველაზე მოუთმენლად ბავშვები ელოდებიან wink.gif
http://mkurnali.ge/index.php?option=com_content&view=article&id=347:2008-12-29-19-57-52&catid=96:2008-10-20-13-52-33&Itemid=130 - რჩევები მშობლებს თუ რომელ ასაკში როგორი საჩუქარი შეურჩიონ smile.gif

Posted by: TeO Dec 20 2009, 08:43 PM

ფეხმძიმე გრაცია

ჭორფლიან სახეზე - ღიმილი,
ნაბიჯი - ბაჯბაჯა, ნელი,
წინ - გამოზნექილი მუცელი,
უკან - შეზნექილი წელი.

სადღაა გრაცია! უბრალოდ აცვია,
რაღა მოიხდინოს, აბა,
რომ აღარ ეტევა აღარც ფეხსაცმელი,
არც გამოყვანილი კაბა?

ო,ეს ვიტრინები როგორ აუვსიათ!
სავსეა თაროც და დახლიც.
თვალით ჭამს ნუგბარებს და თუ შეასწარი,
შეკრთება,თავს მორცხვად დახრის.

თავადაც არ იცის,ზოგჯერ რა აცინებს
ან რაზე უტირის გული.
ხან უცბად ღელდება,ხან უცხოდ ნაზია,
ვით ლეღვი,ედემში რგული.

და მკერდქვეშ უტოკავს მწიფე საიდუმლო
და მკერდისთავები ეწვის.
უკან მოიტოვა პირველი ეჭვები,
წინ კი - წინ ხიდია ბეწვის.

ყელი აქვს შიშველი და ყელზე - გიშერი.
ავთვალო,ავსულო,ნუ მიეკარები!
ღმერთო.შენ უშველე!
ღმერთო,შენ უშველე!
ღმერთო,
დაიფარე ფეხმძიმე ქალები!

ნინო დარბაისელი
1998

ეს ლექსი თქვენ გეძღვნებათ ჩემო კარგებო!!! kiss1.gif wub.gif

Posted by: TeO Jan 7 2010, 09:50 AM

http://www.youtube.com/watch?v=LUd-ZyAr7Xc&feature=related

Posted by: მზეონა Jan 30 2010, 09:26 PM

http://www.rebenok.com/info/library/ რუს.

Posted by: მზეონა Jan 30 2010, 10:01 PM

http://community.livejournal.com/toys_n_games_ru/tag/игры+с+детьми
საინტერესოაა wink.gif

Posted by: მზეონა Jan 31 2010, 02:41 PM

http://jane.progressor.ru/grishka/vospmam.htm smile.gif))
საყვარელი, კეთილი მონაყოლია wub.gif როგორ ზრდის თავის დედიკოს პატარა შვილი sweet.gif JC_cupidgirl.gif

Posted by: მზეონა Feb 1 2010, 10:06 PM

http://jane.progressor.ru/grishka/knigi.htm
smile.gif

Posted by: მზეონა Mar 15 2010, 09:08 PM

დიიდი ფორუმი Laie_61.gif http://forum.hobbyportal.ru/viewforum.php?f=19 wink.gif

Posted by: მზეონა Apr 14 2010, 11:47 AM

ცოტა ხნის წინ ჩვენმა ფორუმელმა სემ-მა მითხრა სლინგის შესახებ (და პირველად მისგან გავიგე), ძალიან მოსახერხებელი რამ არის ბავშვის სატარებლადო და კენგურუს სჯობიაო
საქართველოში ის ფაქტიურად უცხოა, ამოდენიმე ადამინი თუ ხმარობს, ისიც ძირითადად უცხოელები.
სემ-მა მე თვითონ შევკერეო give_rose.gifsmile.gif

დავძებნე ნეტში და დავდებ ფოტოებს და ბმულებს wink.gif სხვადასხვანაერი დიზაინით შეიძლება შეიკეროს და მოხმარებაშიც ყველა თავისებურად ირგებს biggrin.gif

რა არის სლინგი?

სლინგი (ინგ. sling) - არის ერთერთი უძველესი მოწყობილობა, რომელიც ადამიანმა გამოიგონა პატარა ბავშვის სატარებლად. სლინგებს ამზადებენ ქსოვილისაგან, ისინი სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს და სხვადასხვა მიზნისათვის გამოიყენებოდეს, მაგრამ არსი ერთია - დედას თავისუფალი ჰქონდეს ხელები, რათა მან ერთდროულად ბავშვსაც მიხედოს და სხვა საქმეც აკეთოს. სლინგში ბავშვს აქვს მიღებული ბუნებრივი პოზა, ისეთივე როგორიც დედიკოს ხელებში, ამიტომ სლინგები (კენგურუთა უმრავლესობისაგან განსხვავებით) შეგვიძლია დაბადებიდანვე გამოვიყენოთ.


Baby Sling






ქართული ბმულები:
http://forum.interes.ge/index.php?showtopic=3313
http://babyandparents.blogspot.com/2009/05/blog-post_18.html
პ.ს. გამიხარდა ქართულ ბლოგებზე და საიტებზეც რომ დამხვდა ინფო l_daisy.gif

უცხოური ბემულები:
http://www.sakurabloom.com/pages/our-baby-sling-collections/
http://www.eieiobabygear.com/store/index.php?main_page=page&id=3
http://www.bundlesofluv.ca/help.html



Posted by: ირმა Apr 14 2010, 02:55 PM

მზეონა

QUOTE(მზეონა @ 14th April 2010 - 12:47 PM) *
სლინგში ბავშვს აქვს მიღებული ბუნებრივი პოზა, ისეთივე როგორიც დედიკოს ხელებში, ამიტომ სლინგები (კენგურუთა უმრავლესობისაგან განსხვავებით) შეგვიძლია დაბადებიდანვე გამოვიყენოთ.

მე კიდევ მეშინია ამ სლინგის, ვხედავ და ძალიან ხშირად ხმარობენ ამერიკელები და ევროპელები, მაგრამ მეშინია რომ ხშირად ვხედავ და ბავშვები მოკუნტულები ყავთ და ასე მგონია არ არის სწორი, რავიცი...
აი მეორე სურათზე ჩანს ბავშვის ხერხემალი რომ არ არის სწორ მდგომარეობაში. ამან ხომ შეიძლება ხერხემლის გამრუდებაც გამოიწვიოს.

Posted by: Fee Apr 14 2010, 05:14 PM

ვიზუალურად ძალიან მომწონს, საყვარლობაა, მაგრამ ირმას თქმისა არ იყოს მეც ეგ შეკითხვა დამებადა smile.gif
დედაჩემი ცდილობდა თურმე ციგნებისთვის მიებაძა და ბავშვი ზურგზე შემოება, მაგრამ ვერ მოახრხა biggrin.gif

Posted by: jgvenza Apr 14 2010, 06:41 PM

უი მე კიდე სლინგი არ მქონდა, რარაც პერიოდი არც კენგურუ და ჩემი "სლინგი" მქონდა გამოგონილი..smile.gif პირველი ბავშვი ძალიან მოწეპებული იყო ჩემზე, ოთახიდან გავდიოდი თუ არა ეგრევე ღნაოდა და , მარტო როცა ვიყავი, მოვიხვევდი ამ ცემს მხეცუნიას, ის იზინებდა და მე მშვიდად ვაკეთებდი საქმეს..wink.gif მერე ჭკუა ვისწავლე და მეორე არარ გავათამამე ესე... biggrin.gif

Posted by: მზეონა Apr 14 2010, 09:07 PM

QUOTE(ირმა @ Apr 14 2010, 02:55 PM) *
მზეონა

მე კიდევ მეშინია ამ სლინგის, ვხედავ და ძალიან ხშირად ხმარობენ ამერიკელები და ევროპელები, მაგრამ მეშინია რომ ხშირად ვხედავ და ბავშვები მოკუნტულები ყავთ და ასე მგონია არ არის სწორი, რავიცი...
აი მეორე სურათზე ჩანს ბავშვის ხერხემალი რომ არ არის სწორ მდგომარეობაში. ამან ხომ შეიძლება ხერხემლის გამრუდებაც გამოიწვიოს.



QUOTE(Fee @ Apr 14 2010, 05:14 PM) *
ვიზუალურად ძალიან მომწონს, საყვარლობაა, მაგრამ ირმას თქმისა არ იყოს მეც ეგ შეკითხვა დამებადა smile.gif
დედაჩემი ცდილობდა თურმე ციგნებისთვის მიებაძა და ბავშვი ზურგზე შემოება, მაგრამ ვერ მოახრხა biggrin.gif

ჩემი აზრით სლინგი არ არის ბავშვისთვის საშიში.
რომ დააკვირდეთ ფაქტიურად სლინში მწოლიარე ჩვილი იგივე პოზაშია რაც მუცლად ყოფნის დროს, ანუ ბუნებრუვ, ჩვეულ მდგომარეობაშია wink.gif
და თან მართლაც, ეს ხომ ახალი მოდა არ არის, ბავშვების ტარების ამგვარ ფორმას საუკუნეები აქვს გამოვლილი. 264166.gif
l_sunny.gif

Posted by: მზეონა Apr 23 2011, 08:59 AM

http://www.youtube.com/watch?v=mdRnPu6jydo

იუთუბზე ბევრი მასაჯის მასტერკლასებია მეჩვილი ბავშვებისთვის wink.gif ვფიქრობ სასარგებლო ბმულია smile.gif

Posted by: მზეონა May 22 2011, 06:29 PM

http://shvilebi.ge/

Posted by: მზეონა Jun 4 2011, 08:30 PM

http://mcvane.ge/files/main/qalbatonebisatvis/rchevebi-dedebs/120662-bb-bbbye-bbbbb-bbbbb-bbbb-bbyebbbb.html

Posted by: მზეონა Jun 4 2011, 08:51 PM

http://mcvane.ge/files/rchevebi-fexmdzimeebs/ და [url="http://mcvane.ge/files/rchevebi-dedebs/"]რჩევები დედებს[9/url]

გამოდის, რომ ჩემი ჰობია ვაგროვო ინფოები რაც ბავშვებს ეხება))

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)