Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები _ სანატანა დჰარმა და კალი-იუგა

Posted by: ტანტრა Apr 26 2018, 08:43 PM

როდესაც ვამბობ რომ იოგა და ვედანტა მთელ კაცობრიობას ეკუთვნის, ბევრი უცოდინარი ხეპრე მიბრაზდება და მეტლიკინება: "იოგა და ეგეთები ეგ მხოლოდ ინდოეთის რელიგიური დოგმატებია და დანარჩენ მსოფლიოსთან არავითარი კავშირი არ აქვს". ასე იქცევიან ჩვეულებრივად ავეიდიკა-პაშუ იგივე მაჰა-პაშუ რომლებიც ქადაგებენ ჩარვაკა-ლოკაიატას ურჯულოებას. ზოგჯერ ასე ფიქრობენ აბრაამიტი მონოთეისტებიც. მინდა ვუთხრა ყველას; შტერებსაც და ჭკვიანებსაც, იოგა და ვედანტა ესაა სრულიად ადამიანური რასის კოსმიური სიბრძნე და ცოდნა. იოგა და ვედანტა ესაა ადამიანთა სულიერი საგანძური. რა შუაშია აქ ინდოეთი? უბრალოდ ინდოელებმა დანარჩენი ერებისგან განსხვავებით შეძლეს იოგას და ვედანტას შენახვა და განვითარება. სხვა ერებმა ინდოელებისგან განსხვავებით ატლანტიდის კატასტროფის შემდეგ დაკარგეს იოგა და ვედანტა, შესაძლოა არა მთლიანად, მაგრამ იოგას და ვედანტას ყველაზე სრულად შემონახვა შეძლეს ინდოელებმა. განსაკუთრებით კი აქცენტს ვაკეთებ ადვაიტა ვედანტაზე და ტანტრა იოგაზე. უნივერსალურ კოსმიურ ცოდნას საზღვრები არ გააჩნია. უნივერსალური ცოდნა მთელ სამყაროშია განფენილი. იოგა და ვედანტა მხოლოდ ინდოელებს არ ეკუთვნით. მეორეც ის რომ ევროპელები სულ სხვა გზით წავიდნენ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი "გზა" სწორია. ევროპაში მისტიკური შემეცნება და ღმერთის იდეა მოკვდა, ამერიკაში მით უმეტეს, ხოლო აზიამ დაიცვა ძველი, უფრო ზუსტად მარადიული ცოდნა, მარადიული ჭეშმარიტება. კოსმიურმა სიბრძნემ გეოგრაფია არ იცის. დედამიწა ანუ ბჰუმანდალა შეიქმნა იმ არსებების მიერ, რომლებმაც ადამიანებს გადასცეს იოგა და ვედანტა. ბრაჰმანის ცოდნა არსებობს ყველა რელიგიაში. ის ცოდნა რაც იოგაში და ვედანტაშია ეხება მთელ სამყაროს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ერთი ევროპასა და ამერიკაში არიან ინდუისტები და ბუდისტები და მეორეც; რატომ არ უნდა მიიღოს ევროპამ და ამერიკამ "ინდური სიბრძნე"? რა ჰგონიათ თავი ევროპელებს და ამერიკელებს? ხისთავიან ურჯულო მატერიალისტებს თავი ღმერთები ჰგონიათ? აბრაამულ მონოთეისტებზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია, მათი ბრიყვული ეგზოთერიზმი უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. რა უნდა ვთქვა? ახლა დგას კალი-იუგა. მიხვდით აწი.

Posted by: starscream Apr 26 2018, 09:59 PM

თუ ქრისტიანობა იქნება ისეთივე ეზოთერიკული როგორიც არის ინდუიზმი და ბუდიზმი და ბევრი სერიოზული პრაქტიკოსი ეყოლება იქნება ძალიან კარგი რაც შეეხება ზუსტად ამ ქრისტიანული მონეთეისტური სისტემის წმინდანები მათ ააქვთ ისეთი სიდხები რომ ნებისმიერ ბუდისტი ან ინდოელი გურუ ვერ დაუდგება =)) ხო და ეგზოტერიზმი და რიტუალები ინდუიზმში უნდა იკითხო რამდენია =D

Posted by: old_man Apr 26 2018, 11:36 PM

ტანტრა
კი არის კალი-იუგა, მაგრამ მაინც გამოანათა მზემ. ინტერნეტის გაჩენასთან ერთად ზღვა ინფორმაცია ვრცელდება. აღმოსავლურ ცოდნას ვგულისხმობ. ეს დიდი შვებაა იმ ქვეყნებისთვის, სადაც დახშული ორთოდოქსული რელიგიები ბატონობენ, რომლებიც ადრე სხვა ცოდნას არ აჭაჭანებდნენ. ახლა სხვა გზა არ აქვთ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)