Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ Semen Retention(სექსუალური ენერგია)

Posted by: ichi May 16 2018, 10:51 AM

გამარჯობა, დედამიწაზე ელვის სისრაფით გავრცელდა პორნოგრაფია.

1)64% of young people, ages 13–24, actively seek out pornography weekly or more often/ 64% 13-24 წლის ადამიანების ყოველკვირა ან უფრო ხშირად უყურებს პორნოს.

2)88% of scenes in porn films contain acts of physical aggression, and 49% of scenes contain verbal aggression./88%პორნოგრაფიისა შეიცავს აგრესიას

3)9 out of 10 boys are exposed to pornography before the age of 18./10დან 9 ბიჭს ნანახი აქვს პორნო 18 წლამდე.

4)6 out of 10 girls are exposed to pornography before the age of 18./10 დან 6 გოგოს ნანახი აქვს პორნო 18 წლამდე.

5)71% of teens hide online behavior from their parents./71% ადამიანებისა მალავს ინტერნეტის კონტენტს მშობლებისგან

6)64% of college men and 18% of college women spend time online for Internet sex every week. 64% ბიჭებისა და 18% გოგოებისა კოლეჯში ატარებს დროს ვირტ. სექსით ყოველ კვირა.

და კიდევ ძალიან ბევრის ტატისტიკაა. მოკლედ პორნო გახდა ჩვენი ცხოვრების ნაწილი, საბედნიეროდ ჩემი აღარ არის და მინდა ვისაუბრო ამაზე და შემდეგ გადავალ თემაზე.

არსებობს მოძრაობა ნო ფაპ, რომელიც ათიათასობით ადამიანს აერთიანებს და ეს მოძრაობა ამბობს რომ სპერმის დანთხევა ყოველდღე ან ხშირად იწვევს ძალიან ბევრ ცუდ სიმპტომს მამაკაცებში.
ყველაზე ცუდი არის დეპრესია/საკუთარ თავში დაურწმუნებლობა/სოციალური პანიკა/სისუსტე და სხვა უამრავი ცუდი სიმპტომი რომელიც ართულებს ცხოვრებას, თუნდაც 1 თვე თავშეკავება გიბრუნებს ხალისსსაც ენერგიასაც და როგორც დიდი უმრავლესობა ამბობს საერთოდ სხვა ადამიანი ხარ.

შემდეგ შემტხვევით წავაწყდი ძველ ინდურ ნაწერებს, სადაც იგივეზეა საუბარი(უფრო რთულ ფორმებში). რომ თავშეკავება არის აუცილებელი და ხშირი დანთხევა(რა ბანძI სიტყვაა მარა სხვა ვერ მოვარგე :დ) იწვევს უამრავ პრობლემას.

ჩემი აზრი და გამოცდილება, ესეიგი ადამიანისა ვისაც პორნოსთანაც ქონდა კავშირი და სხვადასხვა გოგოებთან, მინდა ვთქვა რომ აბსოლუტურად ვეთანხმები ინდურ წყაროებს და ხშირი სექსი და დანთხევა იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას. მთავარ მამოძრავებელ ენერგიას აქრობს მამაკაცში, ხდები ინერტული და სუსტი. ხოლო როცა ტავს იკავებ თუნდაც 1 თვე, საერთოდ სხვანაირი ხარ, მეტი ენერგია/ქარიზმა/ძალა და ყურადღება საპირისპირო სქესიდან, გეგონება თაფლი გისვია ისე იქცევიან რიგ შემთხვევებში და არაერთხელ მიგრძვნია როცა აი საერთოდ სხვაგან ზიხარ შენთვის და უცებ მოდის რამოდენიმე გოგო ჯდებიან შორი ახლოს და ყურებას იწყებენ, მე მგონია ფერამონებიც და საერთოდ აურა გეცვლება.

მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხზე და გამოცდილება? არ მაინტერესებს სხვისი, მაინტერესებს უშუალოდ თქვენი.

პორნოგრაფია რომ ახალი ნარკოტიკია და ანადგურებს ადამიანს ეს ჩემთვის ფაქტია. ამაზეც დაწერეთ 1-2 სიტყვა.

პს: თემა არ არის რელიგიური.

Posted by: ano May 16 2018, 01:27 PM

კი არის პორნოები ინტერნეტში
დაეტი “ინფო“ აქვთ ახალ თაობას ამხრივ

ენერგია კი იკარგება და იფიტება ადამიანი

არანაკლები ენერგია იკარგება დაძაბულობის და სტრესის დროს

Posted by: ichi May 16 2018, 03:24 PM

ჩემი გამოცდილებით გაცილებით მეტი, აი ზეციდან რომ ჩამოგაგდონ მიწაზე )))

მოკლედ პორნო ხომ კატასტროფაა და ხშირი სექსიც იგივე მგონია, ნუ არსებობს სხვადასხვა ტექნიკები რომ არ 'გაასხა' მაგრამ მე არ ვფლობ ))))))

ხოდა ვინმე არის აქ ამ საკითხების სპეცი?

ჩემი აზრით ეგ სექსუალური ენერგია ადამინმა უნდა გამოიყენოს სხვა სფეროებში და არა უნიტაზში ან პრეზერვატივში გაუშვას.

ზოგი საერთოდ წერს რომ მხოლოდ ბავშვის ჩასახვის დროს უნდა გქონდეს პოლუცია და სხვა დროს აბსოლუტური თავშეკავებაა სწორი.

Posted by: earth May 16 2018, 06:02 PM

სექსი ბუნებრივი მოვლენაა და ვფიქრობ არც მთლიანად აკრძალვა და არც პორნოში გადავარდნაა სწორი.
მე შუალედური მდგომარეობა მიმაჩნა სწორად. სხვადასხვა სწავლებები ამბობენ, თუ თავს შეიკავებ უფრო მეტი ენერგია გექნებაო... ქრისტიანულშიც გვხვდება ბერობა, განდეილობა, უარის თქმა. ალბათ ამ ყველაფერს აქვს აქვს საფუძველი. მაგრამ არის როცა სექსის სრული შეკავება იწვევს მენალქოლიას.
ეს ასეა არა მარტო ადამიანებში არამედ ცხოველებშიც. ცხოველებმა იციან სექსის დრო. ეს არის სრული თავისუფლება. ადამიანებს კი რატომღაც დაკარგული გვაქვს ზომა. მართლაც საშინელებაა ასე გადავარდნა პორნოში.
ისე თუ აირჩევდა კაცი, ისევ თავის შეკავება ჯობია, ვიდრე პირიქით. მჯერა დღევანდელი ადამიანის უმრავლესობა მართლაც აღვირახსნილობაშია და მათ დაკარგული აქვთ ძალა, მათ დაკარგული აქვთ ენერგია და ცხოვრების შინაარსი. დაზომბებულებივით არიან სამწუხაროდ...
მაგრამ არვიცი მთლიანად აკრძალვაც თუ არის სწორი. მე ვფიქრობ ადამიანმა სექსი მხოლოდ ნამდვილ სიყვარულს უნდა დაუკავშიროს. როცა სიყვარულს გრძნობ, მაშინ სექსი ენერგიით გავსებს. ასეთი დღეები მართლაც ბევრი არ შეიძლება იყოს ცხოვრებაში. აი ასეთის მომხრე ვარ, იშვიათის და სიყვარულით გამთბარის.

Posted by: INVICTUS May 16 2018, 09:36 PM

https://www.youtube.com/watch?v=vZ2E6nHI2RQ


Posted by: brevalo May 16 2018, 11:37 PM

ჩემი აზრი ასეთია:

ყველაზე კარგ ვარიანტში სექსუალური ენერგია საჭიროა ავიდეს ზედა ჩაკრებში. მაგრამ ვინც ამ ტექნიკას ვერ ფლობს, შეკავებას და სექსუალური ენერგიის დათრგუნვას ჯობია თავი დაიკმაყოფილოს ან სექსით ან მასტურბაციით. თორე სექსუალური ენერგიის შეკავება და დათრგუნვა უფრო ცუდია, რომელსაც ცუდი გვერდითი მოვლენები ახლავს (აგრესია, ნევროზი, უძილობა, "აზაბოჩენი" აზრები, და შინაგანი სიმშვიდის დაკარგვა).


Posted by: earth May 17 2018, 12:28 AM

INVICTUS
მშვენიერი ლექციაა.

Posted by: ichi May 17 2018, 08:55 AM

brevalo

QUOTE(brevalo @ 16th May 2018 - 11:37 PM) *
მაგრამ ვინც ამ ტექნიკას ვერ ფლობს, შეკავებას და სექსუალური ენერგიის დათრგუნვას ჯობია თავი დაიკმაყოფილოს

მემგონი დათრგუნვასა და გამოყენებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა და არც ხდება დათრგუნვა, იმიტომ რომ არ გინდა სექსი ასე ნაურა, მე მგონია სექსზე საერთოდ არ უნდა იფიქროს ადამინმა ფანტაზიებში. თუ გიყვარს ადამიანი ეს ავტომატურად მოხდება.

აი პორნოგრაფია კიდე ჩემი აზრით სრული საწამლავია, მოიძიეთ ინტერნეტში ინფორმაცია. სრული ზომბირება ხდება!

Posted by: ichi May 17 2018, 08:55 AM

INVICTUS
შეგიძლია მოკლედ ჩამოაყალიბო რაზე საუბრობს მაგნო? გურჯიევზე მოსმენილი მაქვს მისი ლექცია, კარგი ადამიანია.

Posted by: ichi May 17 2018, 08:59 AM

earth

QUOTE(earth @ 16th May 2018 - 06:02 PM) *
როცა სიყვარულს გრძნობ, მაშინ სექსი ენერგიით გავსებს

არ ვიცი, შეიძლება ეგრეა. უბრალოდ პოლუცია იწვევს სისუსტეს მამაკაცში და ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი.
ბევრჯერ გამიგია ენერგიების გაცვლაზე მამაკაცსა და ქალს შორის, ალბათ ამაზე საუბრობთ.

Posted by: Aum May 17 2018, 10:01 AM

რა თქმა უნდა ფსიქიკისთვის ცუდია პორნოების ყურება , მაგრამ ყველაზე უარესია როცა შენი თვალებით და შენი სექსუალური ენერგიით სხვა უყურებს.. როცა შენ სექსუალურ ენერგიას სხვა იყენებს სხვა დროსა ადგილას. ამას ხომ სექსუალური ენერგი ვამპირი ქვია , თავი როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა ამისგან?

Posted by: INVICTUS May 17 2018, 10:12 AM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 17th May 2018 - 08:59 AM) *
პოლუცია



პოლუცია სხვა რამეა.

ეგ არის ძილში ორგაზმი დასრულებული ფორმით. (ასე მახსოვს smile.gif)

Posted by: brevalo May 17 2018, 01:50 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 17th May 2018 - 08:55 AM) *
მემგონი დათრგუნვასა და გამოყენებას შორის ძალიან დიდი სხვაობაა და არც ხდება დათრგუნვა, იმიტომ რომ არ გინდა სექსი ასე ნაურა, მე მგონია სექსზე საერთოდ არ უნდა იფიქროს ადამინმა ფანტაზიებში. თუ გიყვარს ადამიანი ეს ავტომატურად მოხდება.



რა თქმა უნდა, გამოყენებასა და დათრგუნვას შორის დიდი სხვაობაა. მაგრამ ახალგაზრდა ადამიანისთვის და მითუმეტეს იმისთვის, ვინც არ არის გარკვეული ადამიანის ცნობიერებაში და მისი განვითარების გზებში, მისთვის სექსუალური ენერგიის გამოყენება სწორი მიმართულებით ძალიან რთულია. იმისთვისაც კი რთულია ვინც ასე თუ ისე დახელოვნებული და გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში. არის ერთი ძალიან კარგი ფილმი "სამსარა". მოქმედება ტიბეტში ხდება. ერთი ახალგაზრდა ბიჭი ღრმა მედიტაციაში სიბნელეში იმყოფებოდა დაახლობით 3 წლის განმავლობაში. იქიდან რომ გამოიყვანეს ნელ-ნელა დაუწყო ქალებს კოჭებში ყურება, ღამით უნებლიე პოლუცია ჰქონდა და შემდეგ წავა მონასტრიდან და ერთი გოგო შეუყვარდება და მასთან სექსით დაკავდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სექსუალური ენერგია ძალიან რთული სამართავია და მასზე სრულიად უარის თქმა უკიდურესად რთულია, მითუმეტეს ახალგაზრდისთვის. ალბათ ზომიერად და გონის დატანებით მისი დახარჯვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია.

Posted by: ichi May 17 2018, 02:08 PM

Aum

QUOTE(Aum @ 17th May 2018 - 10:01 AM) *
მაგრამ ყველაზე უარესია როცა შენი თვალებით და შენი სექსუალური ენერგიით სხვა უყურებს.

ეს რას ნიშნავს ვერ მივხვდი, იქნებ ახსნათ სხვა როგორ უყურებს?

INVICTUS
გადავამოწმე და მართალი ხარ.

brevalo
QUOTE(brevalo @ 17th May 2018 - 01:50 PM) *
ამიტომ ვფიქრობ, რომ სექსუალური ენერგია ძალიან რთული სამართავია და მასზე სრულიად უარის თქმა უკიდურესად რთულია, მითუმეტეს ახალგაზრდისთვის. ალბათ ზომიერად და გონის დატანებით მისი დახარჯვა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტ

გეთანხმები. მე როგორც ვაცნობიერებ ეს ენერგია არის უძლიერესი და წამყვანი მამაკაცებში.
ერთIცაა, მქონია მომენტები ზუსტად რომ თრგუნავ სექსუალურ ენერგიას სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ მქონია მდგომარეობა როცა არ თრგუნავ, ანუ შეიძლება ისეთ მომენტშიც მოყვე, დაუშვათ მკერდი დაგადო ვიღაცამ თავზე და რაღაც საოცრებაში ხარ და ასე ვთქვათ ცივად უყურო ყველაფერს, არ ვიცი რამდენად გასაგებად ვწერ.
ერთ მომენტში შეიძლება მოკლე კაბამაც იმოქმედოს და მეორე მომენტში შეიძლება შიშველმა ქალმაც არ იმოქმედოს, ესეიგი ამას ვაკონტროლებთ ჩვენ.

Posted by: Aum May 17 2018, 02:24 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 17th May 2018 - 03:08 PM) *
ეს რას ნიშნავს ვერ მივხვდი, იქნებ ახსნათ სხვა როგორ უყურებს?



ენერგო ვამპირიზმია ეგეთი, შეიძლება სულაც შენ ენერგიაზე(ზოგადად ვამბობ) დაჯდნენ და ისე იცხოვრონ. სხვის სექსში მიგაღებინონ მონაწილეობა.

შენი სხეულის ნაწილები ენერგიულ დონეზე სხვასთან გადაიტანონ. შეუძლიათ მთლიანი ადამიანი თითებზე მიიბან და ისე მართონ.

Posted by: earth May 17 2018, 05:38 PM

ichi
შენ გააკეთე ისე როგორც შენ გრძნობ, ის გზაა სწორი რომელი გზაც სიხარულს გაძლევს. დააკვირდი შენს გრძნობებს და თუ ბედნიერი ხარ ასე,– ასე იყავი. ალბათ ესაა შენი გზაც და ბევრმა შეიძლება რომელიმე ინკარნაციაში გავიარეთ კიდეც ან შემდეგში გავივლით მაგ გზას. ეს ცხოვრებები გამოცდილებებია და ალბათ მაგ გამოცდილების მისაღებად ხარ.

ალბათ იგივე უნდა ითქვას ზედმეტად პორნოში გადავარდნილ ადამიანზეც, მან იმ ცხოვრებაში ის გამოცდილება აირჩია.


კიდევ ერთი, ეს თემა შენზე ichi შეიძლება არ მოქმედებდეს ამ ეტაპზე სასურველად, როცა რამე გზას ირჩევ და ყველა, თითქმის ყველა გეუბნება სხვას,– შეიძლება ხელი შეგეშალოს შენს გადაწყვეტილებაში. ამიტომ როცა მოისურვებ ამ თემის დახურვას მითხარი და დავხურავ.

Posted by: old_man May 17 2018, 08:29 PM

სპერმა არის ფსიქიკური ენერგიის ორგანიზმში თხევადი სახით გამოვლინება. ვინც ფლანგავს ამ ენერგიას ხშირად და უკონტროლოდ, ძალიან ხშირად არის გამოფიტული როგორც სულიერად ისე ფიზიკურად, სულერთია ეს სექსით იქნება თუ მასტურბაციით. შემდეგ როცა ეს ფლანგვა უკვე კრიტიკულ ზღვარს სცდება, ირთვება სხვადასხვა ქრონიკული დაავადება და ორგანიზმი მიდის განადგურებისკენ. თუ ეს საკითხები გაინტერესებთ აუცილებლად წაიკითხეთ მანტეკ ჩიას წიგნები. მას უწერია, რომ მხოლოდ ერთხელ აქვს ეაკულაცია მოხდენილი და ისიც შვილის ჩასახვის მიზნით. მას სექსზე უარი არ უთქვამს, უბრალოდ არ ახდენდა სპერმის გამოყოფას და აქტის დროს სექსუალურ ენერგიას წევდა მაღლა. მაგრამ ეს ასე მარტივი არ არის, ორგანიზმი მომზადებული უნდა იყოს, გახსნილი უნდა იყოს ენერგეტიკული არხები, ეს უფრო იოგურ პრაქტიკებთან არის კავშირში. წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მოუმზადებლად დაიწყებთ, დაუშვათ შეძლებთ სპერმის არ გამოყოფას, მაგრამ სექსუალურ ენერგიას მაღლა ვერ აწევთ, რადგან არხები არაა გახსნილი. ამ შემთხვევაში მიიღებთ ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, მაგალითად პროსტატის ადენომას.
მაგრამ როცა სექსი ხდება არა მხოლოდ ინსტინქტის დაკმაყოფილების და ენერგიის გამონთავისუფლების მიზნით, ანუ ასე ვთქვათ ხდება სიყვარულის დროს, ამ დროს მიმდინარეობს ენერგო მიმოცვლა ქალსა და კაცს შორის მაღალ ვიბრაციებზე და არ ხდება ენერგიის კარგვა. იმ ასპექტში, რომ ასეთ დროს ინი და იანი ივსებიან ერთმანეთით და სამყაროს ჰარმონიას უერთდებიან.
ეს ძალიან ვრცელი საკითხებია. ასევე, თუ ადამიანი წლები ასკეტურად ცხოვრობს და აგროვებს სექსუალურ ენერგიას, ეხსნება სხვადასხვა ფსიქიკური უნარი, მაგ: ნათელხილვის უნარი. მაგრამ ეს საერო ცხოვრებაში რთულია, თუ აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობ. ჯერ ერთი ყველა გამღიზიანებელი უნდა ამოიღო ცხოვრებიდან. ეს ეხება არა მხოლოდ ლტოლვას საპირისპირო სქესის მიმართ, არამედ საკვებსაც: ხორცი, ყავა, ალკოჰოლი, შაქარი, ცხარე და მლაშე საკვები... და კიდევ ბევრი რამ. მოკლედ მკაცრი ასკეტური ცხოვრება. თუ არადა, რომელიმე გამაღიზიანებელი გააქტიურდება და შეიძლება სექსი არ გქონდეს, მაგრამ ღამე ძილში მოგივიდეს სპერმის უნებლიე გამოყოფა ე.წ. პოლუცია.
ზუსტად არ ვიცი ეს ყველაფერი ქალის შემთხვევაში როგორც არის, მას სხვა ფიზიოლოგია აქვს და რატომღაც ამ საკითხებში უფრო მეტად კაცზეა მახვილდება ყურადღება...

Posted by: brevalo May 17 2018, 10:06 PM

old_man


ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც ეხლა არის 91 წლის. ადრე მაგარი ქალების მოყვარული იყო. ჯანმრთელობის მხრივ 91 წლის კვალობაზე ძალიან ყოჩაღად გრძნობს თავს, თუ ფიზიკურად, თუ გონებრივად. სულ ვაკვირდები ხოლმე ამ ადამიანს, რა არის მასში საინტერესო და ერთ რამეს მივაგენი: უარყოფით ემოციებს მომენტალურად ერიდება და ანეიტრალებს, აქვს საკმაოდ ძლიერი კონცენტრაციის უნარი და შეუძლია რომ ამ უარყოფითი ამბიდან ტვინი დადებითზე გადართოს, ასევე მოხუცობისგან გამოწვეული სიზარმაცის მიუხედავად თავს სულ აძალებს რომ წავიდეს სამსახურში. ქალებზე რომ მიყვებოდა მითხრა ერთი საინტერესო დეტალი: "ვინმესთან თუ ვიყავი მთელი არსებით მიყვარდა და არასოდეს ვუყურებდი ისე რომ გყავდა და მოიცილეო. პატივს ვცემდი და როცა მასთან ერთად ვიყავი მთელი არსებით მიყვარდა".

ასეთი ადამიანი ალბათ ბევრია დედამიწაზე და ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ სპერმის დაცლა ცუდი მოვლენა არ არის ორგანიზმისთვის. გააჩნია რა ემოციით და ვისთან გაქვს სექსი. როდესაც ისეთ ადამიანთან გაქვს სექსი, რომელიც ძალიან გიყვარს და ყველანაირად გსიამოვნებს მასთან ყოფნა, პირიქით მარგი ქმედების კოეფიციენტი იზრდება და მასთან ზომიერად სექსი სასარგებლოცაა.

მე არ ვამბობ, რომ სექსი ყველასთვის აუცილებელია. ეს ადამიანის არჩევანია. ვიღაცის ცხოვრების არჩევანია რომ სულიერად გაიზარდოს სექსის გარეშე, ვიღაცას კი - სექსი ქონით. ზომიერი სექსი კი არა მგონია სულიერ ზრდას ხელს უშლიდეს.

Posted by: ichi May 18 2018, 08:17 AM

earth
მდლბ არ მინდა დახურვა ჯერჯერობით)

old_man

QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
სპერმა არის ფსიქიკური ენერგიის ორგანიზმში თხევადი სახით გამოვლინება

ნამდვილად, ამას ვგრძნობ რომ ცლები რაღაც ენერგიისგან, ფაქტია რომ ასეა. უამრავი უარყოფითი მოზდევს ასე ვთქვათ, დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, ხალხთან ურთიერთობის თავიდანა ცილება და ა.შ.

QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
მას უწერია, რომ მხოლოდ ერთხელ აქვს ეაკულაცია მოხდენილი და ისიც შვილის ჩასახვის მიზნით.

სნაიპერი ყოფილა ტიპი, ეგრე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია biggrin.gif

QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
მიმდინარეობს ენერგო მიმოცვლა ქალსა და კაცს შორის მაღალ ვიბრაციებზე და არ ხდება ენერგიის კარგვა.

ამას ვგრძნობ, რომ სიმართლეა, იმიტომ რომ მქონდა მსგავსი გამოცდილება.

QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
ხორცი, ყავა, ალკოჰოლი, შაქარი, ცხარე და მლაშე საკვები...

ყავა და ჩაი ამოღებული ამქვს საერთოდ.
ცხარეც
ალკოჰოლს არ ვსვავ
ხორცს ვჭამ.

სხვათა შორის რამდენი პოლუცია მქონდა, დავაკვირდი რატომ მქონდა და ჩემი აზრით ან ფანტაზიების ბრალია წინა დღის, ან ძილის წინ მქონდა ნაჭამი საჭმელი.


QUOTE(old_man @ 17th May 2018 - 08:29 PM) *
შეიძლება სექსი არ გქონდეს, მაგრამ ღამე ძილში მოგივიდეს სპერმის უნებლიე გამოყოფა ე.წ. პოლუცია.

სხვათა შორის ბევრჯერ წამიკითხავს და გამიგონია რომ ეს ორგანიზმის ბუნებრივი პროცესია.

მე მაინც ვფიქრობ რომ არ არის საჭირო ამხელა ასკეტიზმი. უბრალოდ პორნოგრაფია აბსოლუტურად უნდა ამოიღო და გქონდეს ურთიერთობა ადამიანთან ვინც გიყვარს. მასტურბაციაც ამოსაღებია ჩემი აზრით არ არის ბუნებრივი და ფაქტიურად ენერგიას უნიტაზში უშვებ. ეს არის ჩემი მიდგომა ამ ეტაპზე, თავად რას ფიქრობთ?
დავამატებდი რომ ამმაკაცისთვის ამ საკითხს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩემი აზრით.

brevalo
QUOTE(brevalo @ 17th May 2018 - 10:06 PM) *
ვინმესთან თუ ვიყავი მთელი არსებით მიყვარდა და არასოდეს ვუყურებდი ისე რომ გყავდა და მოიცილეო. პატივს ვცემდი და როცა მასთან ერთად ვიყავი მთელი არსებით მიყვარდა".

მაგარი კაცი ყოფილა, სამწუხაროდ იგივეს თქმა არ შემიძლია : ((((

QUOTE(brevalo @ 17th May 2018 - 10:06 PM) *
ასეთი ადამიანი ალბათ ბევრია დედამიწაზე და ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ სპერმის დაცლა ცუდი მოვლენა არ არის ორგანიზმისთვის. გააჩნია რა ემოციით და ვისთან გაქვს სექსი. როდესაც ისეთ ადამიანთან გაქვს სექსი, რომელიც ძალიან გიყვარს და ყველანაირად გსიამოვნებს მასთან ყოფნა, პირიქით მარგი ქმედების კოეფიციენტი იზრდება და მასთან ზომიერად სექსი სასარგებლოცაა.

მეც ეს ეჭვი მაქვს. არ ვიცი.

QUOTE(brevalo @ 17th May 2018 - 10:06 PM) *
მე არ ვამბობ, რომ სექსი ყველასთვის აუცილებელია

სექსი რა არის საერთოდ ამ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი. ცხოველები კავდებიან სექსით როცა მრავლდებიან ხო? მეტი დანიშნულება მათთვის სექს არ აქვს და ჩვენ მემგონი ძალიან გავუთამამდით ამ საკითხს.
ჩემთვის საინტერესო დისკუსი წამოიჭრა.

Posted by: old_man May 18 2018, 02:02 PM

QUOTE(blue_velvet @ 18th May 2018 - 08:17 AM) *
უბრალოდ პორნოგრაფია აბსოლუტურად უნდა ამოიღო და გქონდეს ურთიერთობა ადამიანთან ვინც გიყვარს. მასტურბაციაც ამოსაღებია ჩემი აზრით არ არის ბუნებრივი და ფაქტიურად ენერგიას უნიტაზში უშვებ. ეს არის ჩემი მიდგომა ამ ეტაპზე, თავად რას ფიქრობთ?

გეთანხმები სრულად )

Posted by: eternity Jun 2 2018, 05:49 AM

სუნთქვა მაინც შეიძლება ისე ამ პლანეტაზე, რომ უფასო იყოს?.

Posted by: earth Jun 2 2018, 06:07 AM

eternity

QUOTE(sororgor @ 2nd June 2018 - 06:49 AM) *
სუნთქვა მაინც შეიძლება ისე ამ პლანეტაზე, რომ უფასო იყოს?.

მაპატიე, მაგრამ ვერ გავიგე...

Posted by: starscream Jun 2 2018, 04:38 PM

18 წლამდე სპერმა არ დამიკარგავს არც სექსი არ მქონია და არც პორნოსთვის მიყურებია არც მასტურბაცია მაგრად ვიყავი ეზოთერიკაში გადაგდებული ყველაზე ძლიერი შედეგები სულიერების მხრივ მაგ დროს მქონდა მერე სიგარეტის მოწევა და დალევა და ყველაფერი დავიწყე ფსიქოტროპული წამლები პლანი და ასე შემდეგ.ყველაფერი გავსინჯე რა. რაზეც ხელი მიმიწვდებოდა მერე დავიკიდე ეხლა თავიდან ვიწყებ სექსუალური ენერგიის მოტვინიერებას და 10 დღეზე მეტს ვერ ვქაჩავ laugh.gif ხო კიდე რა მინდოდა მეთქვა მთავარი სექსისგან თავის შეკავება კი არაა არამედ ღამი პოლუციების შეკავება ანუ სპერმის უნებლიე გამოყოფის როელზეც ადამიანს ძალა არ ააქვს ამას კიდე აზრების სიწმინდე უნდა ანუ სექსუალუად არ უნდა იფიქრო და ნეგატიურად პლიუს სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაცია რაც რთულია და ასე თვეებში არ ხდება ეს საქმე.

Posted by: starscream Jun 2 2018, 04:43 PM

ტრაქტატებიდან კი რაც მაქვს წანაკითხი 100 დღე უნდა თავის შეკავება რომ მთელი სექსუალური ენერგია დაიბრუნო და პლიუს ყოველდღე 3 საათი მედიტაცია და ახალ სულიერ სხეულს გააკეთებ კონცენტრაციასაც გააჩნია რა წერტილზე გააკეთებ ჭიპზე თუ გააკეთებ სხვა ძალებს მოგცემს მესამე თვალზე თუ გააკეთებ სხვა ძალებს და ასე შემდეგ.მტავარია რომ რაიმე სახით სპერმა არ დაკარგო

Posted by: Maha Kali Jun 4 2018, 11:17 PM

starscream მაპატიეთ აქაც რომ გეჩრებით მაგრამ, ცოტა ვადაგასული ინფორმაციის სუნი მცემს :დდ.
ხო მასტურბაცია არ არის კარგი. მაგრამ სექსი არ ნიშნავს რომ სექსუალური ენერგია დაკარგო, სწორი პარტნიორის შერჩევით, პირიქით მოიმატებთ სჰექსუალურ ენერგიას. და საერთოდაც ენერგია არის ენერგია, არ აქვს მნიშვნელობა ეს მამაკაცური ენერგიაა თუ ქალური, თუ სექსუალური, მთავარია ბევრი ენერგია არ დაკარგო თორემ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს სექსუალური ენერგია იქნება თუ სხვა. 😉

Posted by: ichi Jun 5 2018, 11:28 AM

Maha Kali

QUOTE(Kalika @ 4th June 2018 - 11:17 PM) *
ხო მასტურბაცია არ არის კარგი. მაგრამ სექსი არ ნიშნავს რომ სექსუალური ენერგია დაკარგო, სწორი პარტნიორის შერჩევით, პირიქით მოიმატებთ სჰექსუალურ ენერგიას.

საიდან აქვთ ეს ინფორმაცია? ენერგია რომ ენერგიაა გეთანხმები, მაგრამ მამაკაცში სექსუალური ენერგია არის წამყვანი, მე ჩემს თავშ ასე ვგრძნობ.

starscream
QUOTE(starscream @ 2nd June 2018 - 04:43 PM) *
მთავარი სექსისგან თავის შეკავება კი არაა არამედ ღამი პოლუციების შეკავება ანუ სპერმის უნებლიე გამოყოფის

ბევრგან წერია რომ ეს ბუნებრივი პროცესია, ანუ როდესაც სპერმა აღწევს გარკვეულ რაოდენობას ორგანიზმში(ივსება) ორგანიზმი ბუნებრივად უშვებს 'ზედმეტს'.
სექსი რა არის კიდე ეს ცალკე საკითხია, ის რასაც დღეს სექს ეძახიან მემგონი ენერგიისგან დამცლელი და მექანიკური მოვლენაა.
ძალიან რთული საკითხია და სხვაზე რამიეს გადაუმოწმებელად დაჯერება არასწორი მგონია.
პორნოგრაფია და მასტურბაცია კიდევ ერთ რამეს ემსახურება, ეს არის სიამოვნების მიღება და ენერგიისგან დაცლა, თავი რომ დავანებოთ პორნოს შედეგებს ტვინზე და საერთოდ ადამიანზე.

თავშეკავება არ ნიშნავს იამს რომ ყოველ მეორე ქალს თვალი გააყოლო და ამ დროს თავს იკავებდე, თავშეკავება ნიშნავს არც კი გაივლო თავში, ოღონდ არა მექანიკურად (ძალდატანებით) არამედ ბუნებრივად. დღეს მთელ მსოფლიოში სექსი არის პედესტალზე და ტველგან გხვდება ნუდ ფოტოები, ეს არ არის პრობლემა იმიტომ რომ გარკვეულ დონეზე მგონია რომ რეაქცია არ გაქვს, გიზიდავს ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ რაც უახლოვდები და გიყვარს. ეს მგონია ბუნებრივი და არა ტიპი რომ 10 ქალს დაზდევს და ენერგიას ჰაერში ისვრის.

Posted by: starscream Jun 5 2018, 11:51 AM

ichi
21 საუკვნეში ადამიანებს ერთადერთი მაგიური და სასწაული რაც დარჩათ არის სექსი და შესაბამისად ამუქებენ ყველაფერს უწევენ პოპულარიზაციას და მეცნიერები ამბობენ თუ არ ეწევი მასტურბაციას პროსტატის კიბო გაგიჩნდება და ასე შემდეგ იგივე მეცნიერებს რომ გადაუხადო სხვა რამეს იტყვიან რო ყავა კაია ან რამე ვინც მეტს გადაუხდის იმას დაასკვნიან. ასევე პროპაგანდას უწევენ ხალხის და რასების არევას ეს ორივე რამე ერთ რამეს ემსახურება რო ადამიანები დაჩლუნგდნენ უკეთესად მართონ მერე ადამიანის მასები. დღეს დღეისობით საქართველოში ქალების მცხოვრები უმეტესობა ბოდიშით და ბრაკია საყოფაცხოვრებო ნივთების და მატერიალურის გარდა არაფერი არ აინტერესებს და ამ ადამიანებისგან სექსის დროს რა ენერგია უნდა აიღო? საერთოდ რაზეა ლაპარაკი. არანაირ ბუნებრივად არ უშვებს ზედმეტს ორგანიზმში ტავად ხდება სპერმის აბსორბაცია გამოშვება არის გამოშვება თუ პოლუციის დროს დაკარგავ სპერმას დაკარგულია და ვსიო და აზრების მოფრთხილება იმიტომ გჭირდება რომ თუ სექსუალურ აზრებს იფიქრებ დღის განმალობაში ღამე როცა კონტროლი არ გაქვს ძილში დაეცემი და სპერმას დაკარგავ. ერთი 2 კვირა რომ შეიკავო სპერმა ნახავ შენ თვითონ და ვინც საერთოდ მინიმუმ 100 დღეს შეიკავებს და არც პოლუციის დროს დაკარგავს პლიუს დღეში 3 საათი იმედიტირებს ის დაიბრუნებს ყველა სექსუალურ ენერგიას რაც ცხოვრებაში დაკარგა პლიუს შობს სხვა სხეულს რომელშიც ცნობიერების გადატანა შეეძლება და სხეულს გარეთ გასვლა როცა უნდა მაშინ და ფხიზელიც თუ არის მაშინაც.

Posted by: eternity Jun 5 2018, 02:04 PM

მესამე დღე ვუძლებ და უკვე ვამაყობ ამითაც კი. იმიტომ რომ ორი კვირაა ყოველ დღე დაუნძრევლად ვერ ვძლებდი.
რაც მოვწიფდი ჩემი გაძლების რეკორდი არდანძრევის ორ ორი კვირაა მაქსიმუმ, ეგეც სულ 3 ჯერ თუ განმეორებულა.
მოტივაცია არ მქონდა აქამდე მაგრამ უკვე ლოგინიდან ადგომაც კი მეზარება მთელი დღეები ვწევარ იმდენად გამოვიფიტე.
პრინციპში კარგიც არის ასე რომ მოხდა, თორემ ვერ დავინახავდი რამდენად ცუდია ნძრევა.
გარდა იმისა რომ ცუდია არც ღირს ენერგიის დაკარგვად იმდენად სასიამოვნო არაა.

Posted by: earth Jun 5 2018, 06:44 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 5th June 2018 - 12:28 PM) *
თავშეკავება არ ნიშნავს იამს რომ ყოველ მეორე ქალს თვალი გააყოლო და ამ დროს თავს იკავებდე, თავშეკავება ნიშნავს არც კი გაივლო თავში, ოღონდ არა მექანიკურად (ძალდატანებით) არამედ ბუნებრივად. დღეს მთელ მსოფლიოში სექსი არის პედესტალზე და ტველგან გხვდება ნუდ ფოტოები, ეს არ არის პრობლემა იმიტომ რომ გარკვეულ დონეზე მგონია რომ რეაქცია არ გაქვს, გიზიდავს ადამიანი მხოლოდ მას შემდეგ რაც უახლოვდები და გიყვარს. ეს მგონია ბუნებრივი და არა ტიპი რომ 10 ქალს დაზდევს და ენერგიას ჰაერში ისვრის.

ამის წაკითხვისას სახარების სიტყვები გამახსენდა: „არიან საჭურისნი, რომელნიც დედის მუცლიდან ასე იშვნენ; და არიან საჭურისნი, რომელნიც ადამიანებმა დაასაჭურისეს; და არიან საჭურისნი, რომელთაც თვითონ დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლისათვის“ მათ.19,12.

Posted by: earth Jun 5 2018, 06:47 PM

starscream

QUOTE(starscream @ 5th June 2018 - 12:51 PM) *
მეცნიერებს რომ გადაუხადო სხვა რამეს იტყვიან რო ყავა კაია ან რამე ვინც მეტს გადაუხდის იმას დაასკვნიან.

მართალი ხარ, თუმცა მეცნიერება საკმაოდ წინ წასულია, სამწუხაროდ ხშირად ხდება მოვლენების დამახინჯება ზოგჯერ არა მათი შეცდომით, არამედ რაღაც კომერციული თვალსაზრისით.

Posted by: starscream Jun 5 2018, 07:59 PM


ეხლანდელი მეცნიერების უმეტესობა არის მოსყიდული ირმა შენც იცი თუ ვინმე ნამდვილი მეცნიერ გამომგონებელი გამოერია იშორებენ. მაფიაა ყველაგან მედიცინით დამტავრებული საჭმლით დასრულებული ფული გადაუხადე და იმასაც გეტყვიან რო პლანის ხშირი მოწევა კარგია ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. რაღაც არ გამიგონია რომ ქრისტიანი ბერები და და ბუდისტ ინდუისტები პროსტატის კიბოთი მომკვდარიყვნენ =D სექსუალური ენერგია საშუალებას მაძლევდა რომ ღამეში 4-5 გაცნობიერებული სიზმარი მქონოდა ან ასტრალში ვყოფილიყავი ან კარგად მემედიტირა სექსუალური ენერგიის შეკავების გარეშე ყველაფერი წყლის ნაყვაა რიტუალებიც მაგიაც მედიტაციაც და ასე შემდეგ.

Posted by: brevalo Jun 5 2018, 08:46 PM

starscream

QUOTE(starscream @ 5th June 2018 - 07:59 PM) *
სექსუალური ენერგიის შეკავების გარეშე ყველაფერი წყლის ნაყვაა რიტუალებიც მაგიაც მედიტაციაც და ასე შემდეგ.



სწორედ მანდ არის სირთულე. როგორ უნდა იყოს ადამიანის გონება რომ სექსუალური ენერგია შეიკავოს ისე, რომ მის ფსიქიკას და ნერვებს სტრესი არ დაადგეს? კი ბატონო, მედიტაცია რაღაც პერიოდი გაცნობიერებინებს ამ ენერგიას, მაგრამ შემდეგ ისევ მოდის შეტევა, რომლის შეკავება ძალიან რთულია biggrin.gif

Posted by: starscream Jun 5 2018, 09:50 PM

brevalo
ხო რას იზამ რთულია ძალიან

Posted by: earth Jun 5 2018, 09:53 PM

მე ვფიქრობ რომ ინდივიდუალურია... ზოგს გააჩნია ისეთი დიდი სექსუალური ენერგია, რომ მის შეკავებას არ საჭიროებს. ამიტომ მთავარი არაა მივყვეთ რომელიმე სტერეოტიპებს, არამედ მოვუსმინოთ ჩვენ შინაგან მეს. როდის ვართ კარგად, როდის ვგრძნობთ თავს ბედნიერად. დავაკვირდეთ გრძნობებს. ახლა 18 წლის ბავშვი როცა მხოლოდ ახლა იწყებს სექსუალურ ცხოვრებას ვერ გაანალიზებს რა არის მისთვის კარგი. მაგრამ შემდგომში ადამიანი როგორც კი დაღვინდება, შესძლებს მიხვდეს რა არის მისთვის კარგი და რა არის ცუდი.
დააკვირდით თქვენს გრძნობებს. როდის ხართ ძალიან კარგად? როდის გრძნობთ ენერგიას? როდის დაფრინავთ? როდის გიხარიათ? აი მაშინ ხართ სწორ გზაზე.

Posted by: brevalo Jun 5 2018, 10:14 PM

earth


QUOTE(earth @ 5th June 2018 - 09:53 PM) *
მე ვფიქრობ რომ ინდივიდუალურია... ზოგს გააჩნია ისეთი დიდი სექსუალური ენერგია, რომ მის შეკავებას არ საჭიროებს. ამიტომ მთავარი არაა მივყვეთ რომელიმე სტერეოტიპებს, არამედ მოვუსმინოთ ჩვენ შინაგან მეს. როდის ვართ კარგად, როდის ვგრძნობთ თავს ბედნიერად. დავაკვირდეთ გრძნობებს. ახლა 18 წლის ბავშვი როცა მხოლოდ ახლა იწყებს სექსუალურ ცხოვრებას ვერ გაანალიზებს რა არის მისთვის კარგი. მაგრამ შემდგომში ადამიანი როგორც კი დაღვინდება, შესძლებს მიხვდეს რა არის მისთვის კარგი და რა არის ცუდი.
დააკვირდით თქვენს გრძნობებს. როდის ხართ ძალიან კარგად? როდის გრძნობთ ენერგიას? როდის დაფრინავთ? როდის გიხარიათ? აი მაშინ ხართ სწორ გზაზე.



100% good.gif

თუმცა როდესაც სექსუალური ენერგია მოგეძალება და მის გამოდევნას საჭიროებ, არადა იცი რომ თუ გამოდევნი რაღაცეების თავიდან მიღწება მოგიწევს. აი აქ არის დილემა smile.gif

Posted by: earth Jun 5 2018, 10:28 PM

კიდევ ერთი მომენტი,– მინდა მოვყვანო ჩვენი დიდი წინაპრის სიტყვები ამ თემაში, „მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.“ ეს აუცილებლადაა გასათვალისწინებელი, რადგან მხოლოდ გულთან ერთად შეგიძლია იყო ბედნიერი, მარტო ხორციელი არასოდეს მოგიტანს ფრენის შეგძნებას.

Posted by: earth Jun 5 2018, 10:35 PM

brevalo

QUOTE(brevalo @ 5th June 2018 - 11:14 PM) *
თუმცა როდესაც სექსუალური ენერგია მოგეძალება და მის გამოდევნას საჭიროებ, არადა იცი რომ თუ გამოდევნი რაღაცეების თავიდან მიღწება მოგიწევს. აი აქ არის დილემა

ალბათ... ალბათ ასეა, დარწმუნებით ვერ გიპასუხებ... მაგრამ ერთი რამე ვიცი დარწმუნებით,–როდესაც რაღაცას იმეორებ, როდესაც ხელახლა იწყებ რამის მიღწევას, მაშინ გელოდება დიდი წარმატება. ცოტა უხეშ შედარებას მოვიყვან,–თესლი ჯერ ლპება მიწაში და მერე იზრდება მცენარე და იფურჩქნება. ანუ არის აღმასვლის და დაღმასვლის მომენტები.

Posted by: brevalo Jun 5 2018, 10:51 PM

earth


ძალიან მომწონს შენი აზრები. ნამდვილად საგულისხმოა smile.gif


P.S. ამასობაში კარგად შეგვაჭანჭყარა მიწისძვრამ biggrin.gif

Posted by: დათო. Jun 6 2018, 09:12 PM

დიდი ხანია, რაც აქ შემოვსულვარ.
საკითხი, მართლაც, რომ საინტერესოა, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმგვარი ტერმინოლოგიით არის განხილული, სრულიად სხვა სივრცეში მეგონა თავი.
მართალია, თქვენი არჩევანია, თუ რას, როგორ, რანაირად გამოიყენებთ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, რომ შედარებით, ადეკვატურად ვისაუბროთ.
რაც შეეხება უშუალოდ საკითხს, პორნოგრაფია, ისევე, როგორც ალკოჰოლი, თამბაქო – ლეგალური ნარკოტიკია, ხოლო, მეტწილ შემთხვევაში, ლეგალური მეტი ზიანის მომცემია ყოველმხრივ, ვიდრე არალეგალური.
მასიურად, ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ისევე ჩვეულ ტონად იგრძნობა უყურებდე პორნოგრაფიას და არ არის გათვიცნობიერებული, თუ რისი ზიანის მომტანია.
იწვევს სოციოფობიას, მიზანტროპობას და ეს შემიძლია, საკუთარი, გარდასული ემპირიულობით გითხრათ. აგრეთვე, ნებისყოფას ისეთ ანულირებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თვალებით კონტაქტი აღარ ძალგიძს, არც ერთი წამით. ასევე, ისედაც მექანიკურს კიდევ უფრო მექანიკურს გხდის და ასე, შემიძლია, დაუსრულებლივ რომ განვაგრძო. თანაც, როგორც გითხარით, ამ ყველაფერს კუთვნილი გამოცდილებით გეუბნებით, რომელიც მქონდა პორნოგრაფიიდან გამომდინარე, დიდი ხნის წინ.
ახლა მასტურბაციასთან დაკავშირებით, – მასზე, წინანდელისგან განსხვავებით, ცალსახად, ვერ ვიტყვი, რომ უარყოფითი მოვლენაა, თუმცა ვერც დადებითი. ერთი მხრივ, გარკვეულ დონეზე, იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ისე ფსიქიკურ დისბალანს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამასთან ერთად, აუცილებელი პირობაა, რომ სექსუალურობის მხრივ, ემპირიულობა შეიძინო და გაიგო, რა, როგორ მოგწონს, რამეთუ მოგეხსენებათ, ჩვენი ეგზისტენციალიზმის ამბავი, რამდენად განვსხვავდებით თითოულ დეტალში და მით უფრო, იმგვარ კარდინალურ საკითხში, როგორიცაა ცალკე აღებულ ჭრილში, ამ შემთხვევაში, ინტიმურ. გარკვეულწილად იგი თვით სექსზე, კოიტუსზე თვალნათლივ მეტყველების უნარი გააჩნია, ამ თვალსაზრისით. ამასთან, მასტურბაციას აქვს უნარი, გარკვეულ ეტაბამდე, სექსუალური ენერგია რომ გავავითაროთ მისით, – ესეც, ასევე, საკუთარი გამოცდილებით. –
თვით სექსზე, სუბლიმაციაზეც ვიტყვი ორიოდე სიტყვას – აქ გაიჟღერა ვერსიამ, თითქოს და, სექსი და მასტურბაცია ერთია, ვინაიდან ეაკულაცია ორივე შემთხვევაში მიიღწევა, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ არსობრივად, იმდენად განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენადაც წერილობითი სახე და ვერბალური თქმული. ორივე, ერთი შეხედვით, ერთი და იმავეა, მაგრამ, მერწმუნეთ, მიუხედავად ერთი შეხედვით ერთგვარობისა, აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილებაა. ხოლო ის, თუ რა ოდენობით უნდა დავკავდეთ, ყოველი ადამიანისათვის ინდივიდუალურია, იმის და მიხედვით, როგორი ტიპის ლიბიდო გააჩნია და ამასთან, რამდენად ავითარებს, იცავს მას. პირადად მე, გარკველი ხანი, ყოველდღიურად, თანაც რამდენიმეჯერ მქონია და ვერ გეტყვით, რომ რაიმეს ვუჩიოდი, პირიქით.
დაბოლოს, სუბლიმაცია – ვფიქრობ, რომ ეტაპობრივად საჭიროა, ისევ და ისევ თვით სექსუალური ენერგიის გავითარებისთვის, სხვა თუ არაფერი. თავიდან, როგორც წესი, ურთულესია, შემდგომ გრადაციულად, ვარირება ეცემა და თითქმის აღარ გაწუხებს.

Posted by: jarmen Jun 6 2018, 10:45 PM

ძალიან კონცეპტუალური საკითხია, არ შეიძლება გავხადოთ ის ეუფემური.

Posted by: tikoroma Jun 7 2018, 11:11 AM

jarmen
შემიძლია ვივარაუდო, რა დაწერე laugh.gif biggrin.gif

Posted by: old_man Jun 7 2018, 09:23 PM

მე იმაზე ვფიქრობდი რა საცოდავი ცივილიზაციაა ჩვენი, რომ ეს ცოდნა სადღაც მიკარგული და დავიწყებულია. ადამიანმა სადღაც აღმოსავლურ იოგურ ლიტერატურაში უნდა იქექოს, რომ სექსუალურ ენერგიაზე წარმოდგენა შეიქმნას და გააცნობიეროს, მერე კიდევ საკუთარ თავზე დაკვირვებას თუ მოიფიქრებს. არადა ეს ენერგიაა შემოქმედების, მთების ამოძრავების, სამყაროების შექმნის... როგორც ფუნჯი მხატვრისთვის, როგორც ფრთები ჩიტისთვის...(ხომ ლამაზად ვთქვი? :დ) ჰოდა, დამანაღვლიანა ამ საკითხმა

Posted by: brevalo Jun 7 2018, 10:35 PM

old_man

QUOTE(old_man @ 7th June 2018 - 09:23 PM) *
მე იმაზე ვფიქრობდი რა საცოდავი ცივილიზაციაა ჩვენი, რომ ეს ცოდნა სადღაც მიკარგული და დავიწყებულია. ადამიანმა სადღაც აღმოსავლურ იოგურ ლიტერატურაში უნდა იქექოს, რომ სექსუალურ ენერგიაზე წარმოდგენა შეიქმნას და გააცნობიეროს, მერე კიდევ საკუთარ თავზე დაკვირვებას თუ მოიფიქრებს. არადა ეს ენერგიაა შემოქმედების, მთების ამოძრავების, სამყაროების შექმნის... როგორც ფუნჯი მხატვრისთვის, როგორც ფრთები ჩიტისთვის...(ხომ ლამაზად ვთქვი? :დ) ჰოდა, დამანაღვლიანა ამ საკითხმა



მართალი ხარ მეგობარო, მართლაც არასახარბიელო სიტუაციაა, მაგრამ ხომ იცი სამყაროს მიზეზ-შედეგობრიობის კანონი. დღეს რომ ასე ვართ ჩვენი შორეული წინაპრების გამო მოხდა ეს ყველაფერი. საინტერესოა რა მოხდა და რამ განაპირობა, რომ კაცობრიობამ ძალიან დიდი ნაწილი სიბრძნისა დაკარგა.

Posted by: ichi Jun 8 2018, 11:25 AM

ერთია ენერგიის არ გაფლანგვა ჰაერში და მეორეა მისი სწორად გამოყენება. თუ არასწორად იყენებ ენერგიას ეს იგივე გაფლანგვაა.


Posted by: ichi Jun 8 2018, 11:38 AM

ანუ ისმის კითხვა რაში უნდა დაიხარჯოს ენერგია?
დაწერეთ თქვენი აზრი...

სექსუალური ენერგია მამაკაცში ჩემი აზრით ყველაზე ძლიერია და მეორე, ის ყოველთვის ცოცხალია, იმატებს და ვიბრირებს , ანუ საკმარისია არ გავფლანგოთ რომ დაფროვდეს ავტომატურად, სად უნდა წავიყვანოთ ცნობიერად ეს წმინდა ენერგია?

ფიქრებით ხდება თU არა ენერგიის დაკარგვა? პასუხია კი

კონფლიქტით სხვა ადამიანებთან?(განსჯა სხვისი ან ვინმეს მიბაძვა) აქაც ხდება კარგვა.

ხოდა სად არ ხდება ეს არის უპირველესი კითხვა, სად უნდა გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება?

როგორ ხდება გადატანა ყოველდღიური პრობლემებიდან?

ფაქტია: გვჭირდება ფული და შესაბამისად სამსახური, როგორ უნდა იფუნქციონირო ამ სამყაროში??old_man

Posted by: old_man Jun 8 2018, 05:01 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 8th June 2018 - 11:38 AM) *
ანუ საკმარისია არ გავფლანგოთ რომ დაფროვდეს ავტომატურად, სად უნდა წავიყვანოთ ცნობიერად ეს წმინდა ენერგია?

უნდა ვიცხოვროთ მაღალი ცნობიერებით და შესაბამისად ვხარჯოთ ყველა სახის ენერგია რაც ჩვენშია, საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის, პლანეტის სასიკეთოდ და ევოლუციისთვის. შეიძლება ეს ძალიან ზოგადად და ბანალურ ლოზუნგად ჟღერს, ))) მაგრამ მე ასე მაქვს გაცნობიერებული.
უნდა მოვახერხოთ ჩვენი უმაღლესი მე-თი ვიცხოროთ და არა ცრუ მე-თი, თუ ამას შევძლებთ სექსუალური ენერგიაც ცხოვრების ყველა სფეროში სათანადოდ რეალიზდება. არამარტო სექსში, თუნდაც სექსში, ოღონდ როცა პარტნიორთან გაქვს მაღალვიბრაციული კავშირი, კავშირი მენტალურად, კავშირი ასტრალურად... და არა სექსი მხოლოდ ენერგიის გამოსათავისუფლებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში სექსუალური ენერგია უმიზნოდ იკარგება.
QUOTE
ხოდა სად არ ხდება ეს არის უპირველესი კითხვა, სად უნდა გადავიტანოთ ჩვენი ყურადღება?

როგორ ხდება გადატანა ყოველდღიური პრობლემებიდან?

ფაქტია: გვჭირდება ფული და შესაბამისად სამსახური, როგორ უნდა იფუნქციონირო ამ სამყაროში?

ჩემი აზრით გადატანა არც უნდა მოხდეს. უბრალოდ არ უნდა ჩავიციკლოთ არც პრობლემებზე, არც მიღწევებზე, არც მატერიალურზე და არც სულიერზე. და არ მოხდება ენერგიის კარგვა. პრობლემები როგორც გამოცდა, რომელიც უნდა ამოვხსნათ. ყოველდღიურ რუტინას და პრობლემებს ვერ გავექცევით, ამ პლანეტაზე ეს გაკვეთილები გვაქვს ახლა. მთავარია რა დონეზე ავწევთ ცნობიერებას. ტრაგედია, უბედურება, კონფლიქტები, დამცირება თუ სხვა რამე ცნობიერების სხვადასხვა დონიდან სხვადასხვაგვარად აღიქმება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მაღალი ცნობიერებიდან შევხედოთ ამ ყველაფერს. მაგრამ ეს არ ნიშნავს გავხდეთ ფეხებზე მკიდია ტიპები ან ასკეტები, რომლებიც სოციუმის პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, გაურბიან მას და სულიერებაში ეძებენ ხსნას. უნდა ვისწრაფოდეთ მივაღწიოთ მყარ სულიერ ბალანსს.

Posted by: ichi Jun 11 2018, 10:53 AM

old_man

QUOTE(old_man @ 8th June 2018 - 05:01 PM) *
საკუთარი თავის, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის, პლანეტის სასიკეთოდ და ევოლუციისთვის.

ჩემი აზრით უნდა იცხოვრო ისე რომ ჰარმონიული იყო და ბედნიერი, at the end o the day შენ მარტო ხარ შენს თავთან და მანდ თU კარგად ხარ, უკვე ყველაფერთან კარგად ხარ. თუ ადამანი ცრუა ან ილუზიაში ის ვერ იქნება ჰარმონიულად და კარგად. ეს მგონია ყველაზე კარგი საზომი. აქ და ახლა ცხოვრება მუდმივად.

Posted by: earth Jun 11 2018, 05:06 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 11th June 2018 - 11:53 AM) *
ქ და ახლა ცხოვრება მუდმივად

good.gif
უნდა შევეცადოთ, რომ ვისწავლოთ ასეთი ცხოვრება, აქ და ახლა და არასოდეს ვინმეს ზიანი.

Posted by: ichi Dec 21 2018, 02:57 PM

QUOTE(Jarmen @ 6th June 2018 - 10:45 PM) *
ძალიან კონცეპტუალური საკითხია, არ შეიძლება გავხადოთ ის ეუფემური.

ვერ მივხვდი........

საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია....

Posted by: INVICTUS Dec 21 2018, 03:59 PM

სექსუალური ენერგია რატომ უნდა გარდაქმნა და დახარჯო მაგ: კალიგრაფიაზე ან სირბილზე ან მედიტაციაზე?

სექსუალური ენერგია არის სექსუალური ენერგია და უნდა დახარჯო სექსზე.

აი, ხატვის მუზა რომ მეწვევა მე და ის გარდავქმნა და სექსზე გავხარჯო, არ ვიქნები ადექვატური biggrin.gif

Posted by: INVICTUS Dec 21 2018, 04:22 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 16th May 2018 - 01:27 PM) *
არანაკლები ენერგია იკარგება დაძაბულობის და სტრესის დროს



ეს კი იცოცხლეეეეეეეეეეეეეეეეეეეე
ეეეეე



სამსახურში ტვინის გენერატორი რომ მთელი დატვირთვით მუშაობს, ისე მშივდება და სტრესული გარემო რომ არის ისე ვიფიტები smile.gif))



ისევ ს/ე დავუბრუნდები biggrin.gif სექსი რომ მინდა და ვთთოხნო რატო?????


ან აჯიმანიები რომ მინდა და სექსით დავკავდე ხო სისულელეა?


კი, შესაძლებელია ამ ენერგიის გარდაქმნით ფერწერაში შედევრი შევქმნა მაგრამ აქ არის დიიიდი მაგრამ საჭირო რომ ყოფილიყო სამყაროსგან მივიღებდი თოხნის ენერგიას და სურვილს ან შედევრის შექმნის ინსპირაციას.


რა ენერგიაც მოდის (თუ ის ბოროტისმქმნელობის არ არის) მისი გარდასახვა დამახინჯებად მიმაჩნია.

Posted by: INVICTUS Dec 21 2018, 04:25 PM

კაი ხანია ამ ფორუმზე არ დამიპოსტია თუმცა ეს არ ნიშნავს რომ თქვენთან არ ვარ.



ოფი რომ არ გამოვიდეს smile.gif გინდათ ხატვა-ხატეთ გინდათ ცურვა იცურავეთ smile.gif


მუდამ მაძიებელი INVICTUS-ი smile.gif

Posted by: ichi Jan 12 2019, 08:38 AM

QUOTE(INVICTUS @ 21st December 2018 - 03:59 PM) *
სექსუალური ენერგია არის სექსუალური ენერგია და უნდა დახარჯო სექსზე.

მე მგონია რომ სექსუალური ენერგია არის მთავარი მამოძრავებელი(მოტივატორი) მამაკაცის ცხოვრებაში.
ბევრი მამაკაცი აღწევს წარმატებას იმიტომ რომ ხდება ენერგიის ტრანსმუტაცია, ესეიგი გარდაქმნა და პირიქით, ხდება უსაზღვროდ სიამოვნებაში გადავარდნა და შედეგად ადამიანი ხდება უენერგიო-უმოტივაციო.
რა თქმა უნდა ეს ადამიანის არჩევანია, უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან ეს უსაზღვრო სექსი და პორნოგრაფიის ყურება(რისი პოპულარიზებაც ხდება, მაგალითად რაც მეტი პარტნიორი აქვს კაცს უფრო მაგარი ტიპია) მხოლოდ ავნებს როგორც ჯანმრთელობას ასევე ფსიქიკას.
QUOTE(INVICTUS @ 21st December 2018 - 04:22 PM) *
რა ენერგიაც მოდის (თუ ის ბოროტისმქმნელობის არ არის) მისი გარდასახვა დამახინჯებად მიმაჩნია.

ენერგია არის ენერგია, უბრალოდ სექსუალური ენერგია არის ყველაზე ძლიერი, რადგან ყველა ენერგია საბოლოოდ ერთია, მისი გარდაქმნა შესაძლებელია.
დღეს მაგალითად პორნოგრაფია არის მრავალმილიარდიანი მარჟის მქონე ინდუსტრია, თუ არ ვცდები საქართველოს ბიუჯეტზე 4ჯერ მეტ ფულს აკეთებს ეს სფერო, ადამიანები ფაქტიურად დამოკიდებულები არიან ამაზე, რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი.

Posted by: tikoroma Jan 12 2019, 05:36 PM

ენერგია ერთი არაა? სექსუალური ცალკეა?

Posted by: jarmen Jan 13 2019, 12:42 AM

როგორი უნდ აიყოს სექსუალური ცხოვრება რომ ენერგეტიკულად ჯანსაღად ჩავთვალოთ?

Posted by: old_man Jan 13 2019, 01:19 PM

jarmen

QUOTE(Jarmen @ 13th January 2019 - 12:42 AM) *
როგორი უნდ აიყოს სექსუალური ცხოვრება რომ ენერგეტიკულად ჯანსაღად ჩავთვალოთ?

პირველ რიგში, სექსუალური ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც დაახლოებით შენს ვიბრაციულ დონეზეა, მენტალურად და სულიერად.
და არსებობს ორმხრივი ლტოლვა. ასეთ შემთხვევაში იქნება ჯანსაღი ენერგეტიკული მიმოცვლა ქალურ და მამაკაცურ საწყისებს შორის. სხვა შემთხვევაში, ენერგიის უაზრო ფლანგვაა, გაწვება ენერგია და მას უბრალოდ გამოათავისუფლებ... სექსის შემდეგ თავს თუ გამოფიტულად გრძნობ და არაფრის ხალისი არ გაქვს, ეს ის შემთხვევაა.

Posted by: old_man Jan 13 2019, 01:23 PM

QUOTE(tikoroma @ 12th January 2019 - 05:36 PM) *
ენერგია ერთი არაა? სექსუალური ცალკეა?

ცალკეა. ენერგიას საკვებითაც ვიღებთ, რაც სხეულის ფუნქციონირებისა და ფიზიკური აქტივობისთვის გვჭირდება
სექსუალური ენერგია სიცოცხლის ენერგიაა, ფსიქიკური აქტივობის ენერგიაა.

Posted by: David Monny Jan 13 2019, 01:56 PM

QUOTE(old_man @ 13th January 2019 - 01:19 PM) *
სხვა შემთხვევაში, ენერგიის უაზრო ფლანგვაა, გაწვება ენერგია და მას უბრალოდ გამოათავისუფლებ...

აბსოლუტურად ვეთანხმები old_man -ს; სექსუალური ურთიერთობა პარტნიორებს შორის, ვგულისხმობ ქალს და კაცს შორის და არა სხვა ვარიანტებს, რადგან არ მინდა ვისაუბრო ამ ეტაპზე იმაზე, რასაც საკუთარი გამოცდილებით ვერ დავადასტურებ, ჰგავს ორმოს თხრას. თხრი და თხრი ორმოს. ეს კურდღლის მიერ ორმოს თხრას გავს რათა შემდეგ დაიბუდოს შიგნით. როდესაც პარტნიორებს უყვართ ერთმანეთი, ისინი ერთად თხრიან ამ ორმოს, მაგრამ თუ ხშირად იცლი პარტნიორს, ყველა ასეთ შემთხვევაში, ახლიდან იწყე ამ ორმოს თხრას. აქ მახსენდება Pink Floyd -ის სიმღერის, "breathe" ტექსტიდან ადგილი:

Run, rabbit run
Dig that hole, forget the sun
And when at last the work is done
Don't sit down, it's time to dig another one

ხშირად გვგონია, რომ ორმო ამოთხრილია და გავრბივართ სხვა ორმოს ამოსათხრელად. მთელი ენერგია ბოლომდე უნდა იყოს მიმართული ერთი ორმოს ამოთხრისკენ და ეს ორმო რა თქმა უნდა ალეგორიული მნიშვნელობის არის, სინამდვილეში კი გრძნობადი ბუდე, სახლი, თანაგრძნობა და სულიერ წიაღში ჩაღრმავებაა.
ამიტომ, ჩემი აზრით არ არის რეკომენდირებული სექსუალური პარტნიორების ცვლა.

Posted by: David Monny Jan 13 2019, 02:11 PM

მაგრამ ვერ დავეთახნები აზრს, INVICTUS

QUOTE(INVICTUS @ 21st December 2018 - 04:22 PM) *
რა ენერგიაც მოდის (თუ ის ბოროტისმქმნელობის არ არის) მისი გარდასახვა დამახინჯებად მიმაჩნია.

სექსუალური ენერგიის ტრანსფორმაციას, სუბლიმაცია ეწოდება. ეს ფოროიდის მიერ შემუშავებული პოსტულატია, თუმცა აღმოსავლურ ტრადიციებში, კერძოდ კი ტანტრაში, ცალკე პრაქტილებიც არსებობს ჩაკრებზე კონტროლით, როდესაც სექსუალური დრაივის ჩაკრიდან ენერგია მიზანმიმართულად მიემართება გულის ჩაკრისკენ. ოშოსაც ქონდა ეაკულაციის შეკავების გზით და ა.შ. მაგრამ მთავარი ისაა, რომ გინდა ფსიქიკური დაცვის მექანიზმი იყოს და გინდ ლიბიდო, არამიზანშეწონილად მიმაჩნია ვთქვათ, რომ გალაკტიონ ტაბიძის სტროფები:
"ქალაქზე ნელმა ალმა იფეთქა.
სახლებზე ადის ფერადი ბოლო
და კიბეებზე, ვით ვინიეტკა,
დაფენილია დაფნის ფოთოლი"
არის დამახინჯებული ენერგეტიული გამოვლინება. მე პირირიქით მგონია: ICHI ახსენა პორნოგრაფიის პრობლემა. ჩემი აზრით გაცილებით ლამაზი გამოვლინებაა პირველი და არა ძაღლებივით და ღორებივით მოქმედება. მაშინ რა განსხვავებაა ადამიანსა და ცხოველებს შორის? მე არ ვამბობ, რომ პარტნიორს არ უნდა მიანიჭო სიამოვნება ნებისმიერი შესაძლოხერხით, მაგრამ ამ ხერხში ყვავილების მირთმევაც შედის და დილით ჩაის მომზადებაც და არამგონია, რომელიმე დამახინჯებული ფორმა იყოს. პირიქით, ეს არის ენერგიის ტრანსცენდენტირებისკენ გადადგმული ნაბიჯები და თუკი ადამიანი მთლიანად გამთლიანდება ამ აქტივობებში, ის შეიცნობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.

Posted by: tikoroma Jan 13 2019, 03:28 PM

ციტატა(old_man @ 13th January 2019 - 01:19 PM) *
პირველ რიგში, სექსუალური ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც დაახლოებით შენს ვიბრაციულ დონეზეა, მენტალურად და სულიერად.
და არსებობს ორმხრივი ლტოლვა. ასეთ შემთხვევაში იქნება ჯანსაღი ენერგეტიკული მიმოცვლა ქალურ და მამაკაცურ საწყისებს შორის. სხვა შემთხვევაში, ენერგიის უაზრო ფლანგვაა, გაწვება ენერგია და მას უბრალოდ გამოათავისუფლებ... სექსის შემდეგ თავს თუ გამოფიტულად გრძნობ და არაფრის ხალისი არ გაქვს, ეს ის შემთხვევაა.

და ქალს და ქალს შორის ან კაცს და კაცს შორის არ ხდება ასეთი რამ?

Posted by: old_man Jan 13 2019, 04:52 PM

QUOTE(tikoroma @ 13th January 2019 - 03:28 PM) *
და ქალს და ქალს შორის ან კაცს და კაცს შორის არ ხდება ასეთი რამ?

კი ხდება, მაგრამ განსხვავებულად. მაგ: ორი ქალიდან ერთში იანი (მამაკაცური საწყისი) აქტიურადაა გამოხატული (მე-ს სხეულში, მენტალურად და ასტრალურად, ოღონდ არა ფიზიკურად) და ის სხვა სხეულებით ისევე იურთიერთებს ქალთან როგორც მამაკაცი, მაგრამ მათ ერთნაირი პოლუსის ფიზიკური სხეული უშლით ხელს, რომ სრულყოფილი შერწყმა მოხდეს ფიზიკური სხეულების დონეზე. თუმცა ასტრალური და მენტალური სხეულებით რომ ჩაიღვარონ ერთმანეთში და მოხდეს ენერგიების მიმოცვლა ინსა და იანს შორის, რატომაც არა? შესაძლებელია )

Posted by: jarmen Jan 14 2019, 01:18 PM

როგორ უნდ ამივხვდეთ რომ პარტნიორთან თანაბარ დონეზე ვართ?

Posted by: ichi Jan 14 2019, 02:01 PM

ბევრ ტრადიციასა და კულტურაშია სექსისგან თავშეკავების აუცილებლობაზე საუბარი.

მე ვფიქრობ რომ იდეალურ შემთხვევაში სექსი არის გამრავლების ინსტრუმენტი. გასაგებია რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ამან არ უნდა მიიღოს მუდმივი სახე.
არ ვიცი, ასე მგონია ჩემი გამოცდილებით, რომ სექსი იგივე წმინდა რიტუალია და განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა მოხდეს.
სიბინძურე შეიძლება გახდეს თუ მთავარი მიზანი იქნება სიამოვნება და არა ვისთან და რა სიტუაციაში გაქვს, თან ბოლომდე დაკმაყოფილება არ არსებობს(მე ასე ვარ ყოველშემთხვევაში). ანუ დღეს ეს გავაკეთე ამა და ამასთან ხვალ მეტი და მეტი მინდა და ფიქრიც სულ ამისკენ გარბის. მოკლედ ერთ-ერთი უმთავრესი ასპექტია კაცის ცხოვრებაში და დიდი ყურადღება გჭირდება..

Posted by: ichi Jan 14 2019, 02:06 PM

QUOTE(old_man @ 13th January 2019 - 04:52 PM) *
ის სხვა სხეულებით ისევე იურთიერთებს ქალთან როგორც მამაკაცი, მაგრამ მათ ერთნაირი პოლუსის ფიზიკური სხეული უშლით ხელს, რომ სრულყოფილი შერწყმა მოხდეს ფიზიკური სხეულების დონეზე.

რა იცი, მე მგონია ბუნებამ რაც დაადგინა ის არის ყველაზე სწორი და სხვა შემთხვევაში არ მოხდება ენერგიის ცვლა.

Posted by: old_man Jan 14 2019, 02:28 PM

jarmen

QUOTE(Jarmen @ 14th January 2019 - 01:18 PM) *
როგორ უნდ ამივხვდეთ რომ პარტნიორთან თანაბარ დონეზე ვართ?

ადამიანს რომ გაიცნობ და დაელაპარაკები, თუკი გაქვს სურვილი, დაკვირვების და აღქმის უნარი, 5 წუთში გაიგებ მის ფასეულობებს, მენტალურ და სულიერ დონეს.
შენგან მიკვირს ასეთი კითხვები, მით უმეტეს ადამიანებს ენერგეტიკულად შიფრავ biggrin.gif

Posted by: INVICTUS Jan 15 2019, 11:54 AM

jarmen

QUOTE(Jarmen @ 13th January 2019 - 12:42 AM) *
როგორი უნდ აიყოს სექსუალური ცხოვრება რომ ენერგეტიკულად ჯანსაღად ჩავთვალოთ?



კარგი კითხვა არის, მოვისმენდი პასუხებს

Posted by: tikoroma Jan 16 2019, 07:12 PM

old_man

ციტატა(old_man @ 14th January 2019 - 02:28 PM) *
ადამიანს რომ გაიცნობ და დაელაპარაკები, თუკი გაქვს სურვილი, დაკვირვების და აღქმის უნარი, 5 წუთში გაიგებ მის ფასეულობებს, მენტალურ და სულიერ დონეს.
შენგან მიკვირს ასეთი კითხვები, მით უმეტეს ადამიანებს ენერგეტიკულად შიფრა

კაი ახლა, მარტო გაცნობისას დალაპარაკებით ეგრ ო დაადგინო, ქრისტე უნდა იყო

Posted by: Existence Jan 22 2019, 10:44 PM

კვირას 27 იანვარს ჩატარდება ჩემი და გიორგი ქუფარაშვილის ლექცია ,,ტანჯვის ფსიქოლოგია'' რადგან სექსუალური ენერგიის არასწორი გამოყენება და საერთოდ სექსის კულტი პირდაპირ კავშირშია ტანჯვასთან ჩვენ პლანეტაზე, ამ პოსტს აქაც დავდებ, დასწრება თავისუფალია

https://www.facebook.com/events/245902196307760/

Posted by: higgs Jan 23 2019, 01:10 AM

**Removed

Posted by: INVICTUS Jan 23 2019, 10:25 AM

higgs

QUOTE(higgs @ 23rd January 2019 - 01:30 AM) *
ამ დროს ცაში ადის ელონ მასკის რაკეტები

არის ამ იუზერის პოსტებში რაციონალური მარცვალიც

Posted by: ichi Jan 23 2019, 11:39 AM

higgs
თქვენი პოსტი რა კავშირშია თემასთან?

Posted by: starscream Jan 26 2019, 10:22 PM

მამუკა გურული ჩვენი ფორუმელი იყო აქ და წლების განმალობაში პოსტავდა და მოდერაციას ვთხოვ დაბანოს ეს იუზერი

Posted by: tty_ Jan 27 2019, 03:27 PM

starscream
მადლობა ყურადღებისთვის.
ეს ჩვენი ბატონი ,,ნოდარიკოა'' smile.gif) არ იცის რომ ვიცნობთ და ასე უყვარს ხოლმე რამდენიმე წელში ერთხელ შემოსვლა. სამწუხაროდ ვერ ვითარდება.

უმეტეს შემთხვევაში, ჭეშმარიტება არის იქ სადაც არ ეძებ. სამწუხაროდ არის თემები, ხატსახეები და მოვლენები, რომლებსაც გვარიდებენ. არის მდგომარეობები, რომლის განცდად დიდ ტრამვასთან არის დაკავშირებული და არის მდგომარეობები, რომლის გადააზრებაც აუცილებელია. ერთ-ერთი კომპლექსული თემა არის სექსი, რომელზეც ჯანსაღი პოლემიკა ძალიან რთულია, რადგან მთელი რიგი პოზიციები გვაქვს დასაცავი საკუთარ თავში. მოკლედ, ძაან სეინსიტიური თემაა და რთული ჩემი აზრით. ჩემი აზრით, ყველაფერი სასარგებლოა რაც გსიამოვნებს(არათუ რაც გინდა, არამედ რაც გსიამოვნებს და არანაირი წინააღმდეგობა არ ახლავს ამას თან).

Posted by: starscream Jan 27 2019, 11:13 PM

მოდი ერთ რამეს ვიტყვი სექსის თემა ძველად არ იყო ტაბუირებული და არც ველურ ტომებშია რომლებიც ზოგი აფრიკაში ცხოვრობს და ზოგიც ამაზონის ჯუნგლებში მაგრამ არამგონია რაიმე სულიერი წინსვლა ქონოდეთ მე ვეთანხმები იმას რო არ შეიძლება სექსის ესე კანონებში ჩასმა როგორც სვამენ დასავლეთში და უკვე საქართველოში და ვფიქრობ რო უნდა მოეშვნენ ამ სოციალურ ინჟინერიას და გაანებონ თავი და იყოს ბუნებრივად ყველაფერი და ბუნებამ დაარეგულირიოს ვინ რას იზამს ზოგი ბერი იქნება თუ არა, სხვა სქესის ადამონი მოეწონება თუ არა და ასე შემდეგ. მთელი პრობლემა იმაშია რო ეს ხალხი პოლემიკობს და ჩაციკლულია იმაზე რაზეც არ უნდა ჩაიციკლონ. სოციალური ინჟინერიის მიზანი კი ისაა რო სექსზე ტრიალებდეს ყველაფერი ვითომ სულიერ სამყაროში ან თუნდაც მატერიალურში უფრო მნიშვნელოვანი რამე არ არსებობს ჩვენი ყურადღება სხვა რამეზე უნდა იყოს.

Posted by: jarmen Feb 1 2019, 11:41 PM

აბა ატმანზე ვინ რას ამბობდა რა უნდოდა?

Posted by: tty_ Feb 2 2019, 10:02 PM

jarmen
გაგვილანძღეს ატმანი biggrin.gif

Posted by: Existence Feb 17 2019, 10:44 PM

თუ მოიხმართ შაქარს , ხორცს , თევზს , ალკოჰოლს , ყავას , ჩაის , მწარე ცხარე საკვებს და ამავდროულად ცდილობთ შეზღუდოთ სექსი ან საერთოდ უარი თქვათ იმ აქტზე რისი დანიშნულებაც მხოლოდ ბავშვის გაჩენაა , უკეთეს შემთხვევაში ვერაფერი გამოგივათ და უარეს შემთხვევაში ნევროზის და ფსიქიური აშლილობის გარდა ვერაფერს მიიღებთ სანაცვლოდ !

იპოვეთ მასწავლებელი ვისაც ეს თვითონ გაკეთებული აქვს ! და შეუდექით გზას ნელა ფანატიზმის გარეშე
და ნელ ნელა გამოხვალთ იმ ,,მას ჰიპნოზისგან'' რომელმაც ამ აქტის არასწორი მოხმარებით კაცობრიობა საცოდავი, ცხოველის მდოგმარეობაში ჩააყენა.

მე ერთადერთი მასწავლებელი ეს ადამიანი ვიპოვე http://olmek.ru/ 10 წლიანი დაუღალავი ძიების შედეგად თქვენ წარმატებას გისურვებთ თქვენს ძიებაში !

Posted by: ichi Feb 23 2019, 10:15 AM

Existence

QUOTE(Existence @ 17th February 2019 - 10:44 PM) *
თუ მოიხმართ შაქარს , ხორცს , თევზს , ალკოჰოლს , ყავას , ჩაის , მწარე ცხარე საკვებს და ამავდროულად ცდილობთ შეზღუდოთ სექსი ან საერთოდ უარი თქვათ იმ აქტზე რისი დანიშნულებაც მხოლოდ ბავშვის გაჩენაა , უკეთეს შემთხვევაში ვერაფერი გამოგივათ და უარეს შემთხვევაში ნევროზის და ფსიქიური აშლილობის გარდა ვერაფერს მიიღებთ სანაცვლოდ !

არ მჯერა მაგის.
ლიმნიანი ჩაი რომ დავლიო რას ვაშავებ? biggrin.gif
ან სიომგას ფილე ლიმნით და სოუზით?
ცხარე და მწარე ერთიდაიგივეა და არ ვარგა გეთანხმები.
ალკოჰოლიც არ ვარგა. ღვინოს ცოტას ვსვავ სიამოვნებისთვის.
ყავაც ამოვიღე.

Posted by: Existence Feb 23 2019, 01:50 PM

QUOTE(blue_velvet @ 23rd February 2019 - 10:15 AM) *
არ მჯერა მაგის.
ლიმნიანი ჩაი რომ დავლიო რას ვაშავებ?
ან სიომგას ფილე ლიმნით და სოუზით?
ცხარე და მწარე ერთიდაიგივეა და არ ვარგა გეთანხმები.
ალკოჰოლიც არ ვარგა. ღვინოს ცოტას ვსვავ სიამოვნებისთვის.
ყავაც ამოვიღე.


შენი ნებაა რას დაიჯერებ და რას არა

შავი ჩაი შეიცავს ალკალოიდ კოფეინს, რომელიც არის ნერვული სისტემნის აღმგზნები, აღგზნებული ნერვული სისტემა ვერ შეინახავს სექსუალურ ენერგიას ის მიდრეკილია სტრესისგან განთავისუფლებისკენ ასე აქტიურდება დიაფრაგმის ქვედა ცენტრები და ადამიანი არის შეპყრობილი დაბალი ცნობიერებით, ეს ფიზიოლოგიური პროცესია ენერგიის დინების და ამის გათვალისწინების გარეშე ყველა სწავლება არის ცრუ და დამაზიანებელი ...

რაც შეეხება თევზეულს ის სავსეა პარაზიტებით და მსი მოხმარება იწვევს ცნობიერების დაბინდვას

ნელ ნელა ხდება გზაზე ამ ყველაფრის შემცირება და ამოღება , ეს არის სულის მეცნიერება. არიან მასწავლებლები რომლებიც ამას არავის თხოვენ მეც უამრავი დრო დავკარგე მათთან...

ასევე გააჩნია მიზანს რატომ აკეთებ ამ ყველაფერს თუ მიზანი უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრებაა , საშუალოსტატისტიკური თავგადასავლებით , შეგიძლია უბრალოდ მარხვები დაიცვა თუ მიზანი სრული პოტენციალის რეალიზებაა რაც მოგეცა და შენი ღვთიურ სმეფოში უკან დაბრუნება მაშინ სულ სხვა ცხოვრების წეს მოითხოვს , ჩვეულებრივი მეთოდებით არაჩვეულებრივი შედეგები არ მიიღწევა !


Posted by: David Monny Feb 23 2019, 04:12 PM

აქ წავიკითხე რაღაცეები სწორი კვებაო და ისაო და ესაო. შეეცადეთ, არავი საკუთარ თავზე არ მიიღოთ, მაგრამ იდიოტებით გაივსო საქართველო. იესო ამბობდა, რომ რაც პირიდან შედის მუცელს გაივლის და გარეთ გადის, ანუ არ წაგბილწავთ, ხოლო რაც თქვენი პირიდან გამოდის, ის წაგბილწავთ. ხოდა რო წერთ ამ იდიოტიზმს და სხვასაც აცდუნებთ. საჭმელი გულში არ ჩადის, არამედ კუჭში. გულში ჩადის შური, ბოღმა, გაუტანლობა, ეგოიზმი, რომლითაც გადატენილია აქაურობა, ამპარტავნება და ბოროტება. ხალხო, ვინც გეტყვით, ეს ჭამეთ ეს არ ჭამოთო, ნუ დაუჯერებთ, გეხვეწებით რა. იდიოტები არიან და უნდათ რომ დაგიმორჩილონ. ჭეშმარიტება, ხართ თავად თქვენ. არც ერთი საჭმელი თქვენ არ გამოგკვებავთ, არც შეგავსებთ და არც დაგალებთ რამეს. თქვენ უკვე ხართ სრულყოფილი. ვინც გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ სრულყოფილი, ფეხებზე დაიკიდეთ რა. არ ენდოთ ამ მანიაკებს. თქვენ არაფერი არ გჭირდებათ, გარდა იმისა, რომ გაიხსენოთ და გააცნობიეროთ თქვენი ნამდვილი ბუნება, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. როდესაც მიხვდებით ვინ ხართ, დამიჯერეთ აღარ ჩავარდებით ამ ცრუების მახეებში.
რაც შეეხება ჯანმრთელი ცხოვრების წესს, ეს ძალიან მომწონს. პირადად მე არ ვეწევი სიგარეტს, არ ვსვამ ჩაის და ყავას, 9 წელი ვიყავი ვეგეტარიანელი და არ ვჭამდი ხორცს, კვერცხს და თევზს. ახლა აღარ ვარ. ვსვამ ბოსტნეულის და ხილის წვენებს და ვიღებ საჭირო რაოდენობის ცილებს დღის განმავლობაში. პაშლი ანი ვსე ქჩორტუ რა ეს ე.წ. ცელიწელები და იდიოტები, ვინც კვებას სულიერებას უკავშირებს. იცოდეთ, არ გამოიყენოთ არცერთი საკვები ცნობიერების შესაცვლელად. არათუ საკვები, დიდხანს ერთი და იგივე პოზაშიც კი არ იჯდეთ. სხეული დინამიური მექანიზმია და ნუ ეწინააღმდეგებით: თუ ფეხის გაშლა სურს, ნუ აიძულებთ საათობით არ გააკეთოს ეს. მედიტაცია არა ძალადობა და თვითგვემა, არამედ სიფხიზლეა, გამოღვიძება, ამ იდიოტების მახეებისგანაც მათ შორის.

Posted by: Existence Feb 23 2019, 10:05 PM

David Monny

მიიღე 40 მილიგრამი დიემტი და ნახავ თუ შეინარჩუნებ ცნობიერებას , რა არის დიემტი ქიმიური ნივთიერება რომელიც ცნობიერებაზე მოქმედებს ხო ? და შენ გონია რო რახან იმას ნარკოტიკს ეძახიან და შაქარს არა ამიტომ შაქარი არ მოქმედეებს ? ბიოქიმია მოქმედებს ცნობიერებაზე და ცნობიერება მქომედებს ბიოქიმიაზე

წერის ფორმით შემიძლია ვიმსჯელო შენ ცნობიერებაზე, მე ამ მოცემულობაში მყოფი ცნობიერებისგან რჩევას არ მოვისმენდი...

წარმატებებს გისურვებ შენ გზაზე

Posted by: David Monny Feb 23 2019, 10:29 PM

Existence

QUOTE(Existence @ 23rd February 2019 - 10:05 PM) *
წერის ფორმით შემიძლია ვიმსჯელო შენ ცნობიერებაზე, მე ამ მოცემულობაში მყოფი ცნობიერებისგან რჩევას არ მოვისმენდი.

უკვე მიიღე.


Posted by: David Monny Feb 23 2019, 10:36 PM

იდიოტიზმს აქვს საზღვარი. ნახშირწყლები, იგივე სახარიდები, საჭიროა ადამიანის ორგანიზმისთვის, მაგრამ თავის ნორმაში. ნებისმიერი ბიოლოგიური ორგანიზმი შედგება ორგანული ნაერთებისგან, რომელიც განსხვავდება არაორგანული ნაერთებისგან. ორგანული ნაერეთების საშენ მასალას წარმოადგენს ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები. ზემოთხსენებული ძლიერმოქმედი ნარკოტიკები და ალკოლოიდები, ცვლის ადამიანის ცნობიერებას და ამ ცნობიერებიდან რაიმე დასკვნის გაკეთება, შეხდომაა. შაქარი, არ ცვლის ადამიანის ცნობიერებას ყოველდღიურ მოხმარების პირობებში.
ყველა, ვინც საჭმლით ცდილობს ცნობიერება გაიწმინდოს, უკიდეგანო იდიოტია და მინდა საზოგადოებამ ეს კარგად გააცნობიეროს. თუ ვინმეს რაიმე კითხვები გექნებათ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც პირიდან შედის, მუცლის გავლით გარეთ გადის, ეს მართლაც ასეა თუ არა, შემიLძია მიგითითოთ დაახ. 2000 წლის წინდელი ძალიან ჭკვიანი ადამიანის დაკვირვება. მას ერქვა იესო, ებრაულად იეშუა. ნუ მენდობით მე, ენდეთ ავტორიტეტებს და არა ეგოცენტრულ იდიოტებს, რომლებიც ფშუტე თავთავებს გვანან და ამაყად, თავაშვერილები გასწავლიან როგორ იცხოვროთ.

Posted by: old_man Feb 23 2019, 10:48 PM

QUOTE(David Monny @ 23rd February 2019 - 04:12 PM) *
ხალხო, ვინც გეტყვით, ეს ჭამეთ ეს არ ჭამოთო, ნუ დაუჯერებთ, გეხვეწებით რა. იდიოტები არიან და უნდათ რომ დაგიმორჩილონ. ჭეშმარიტება, ხართ თავად თქვენ. არც ერთი საჭმელი თქვენ არ გამოგკვებავთ, არც შეგავსებთ და არც დაგალებთ რამეს. თქვენ უკვე ხართ სრულყოფილი. ვინც გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ სრულყოფილი, ფეხებზე დაიკიდეთ რა. არ ენდოთ ამ მანიაკებს. თქვენ არაფერი არ გჭირდებათ, გარდა იმისა, რომ გაიხსენოთ და გააცნობიეროთ თქვენი ნამდვილი ბუნება, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. როდესაც მიხვდებით ვინ ხართ, დამიჯერეთ აღარ ჩავარდებით ამ ცრუების მახეებში.

QUOTE(David Monny @ 23rd February 2019 - 04:12 PM) *
პაშლი ანი ვსე ქჩორტუ რა ეს ე.წ. ცელიწელები და იდიოტები, ვინც კვებას სულიერებას უკავშირებს. იცოდეთ, არ გამოიყენოთ არცერთი საკვები ცნობიერების შესაცვლელად. არათუ საკვები, დიდხანს ერთი და იგივე პოზაშიც კი არ იჯდეთ. სხეული დინამიური მექანიზმია და ნუ ეწინააღმდეგებით: თუ ფეხის გაშლა სურს, ნუ აიძულებთ საათობით არ გააკეთოს ეს. მედიტაცია არა ძალადობა და თვითგვემა, არამედ სიფხიზლეა, გამოღვიძება, ამ იდიოტების მახეებისგანაც მათ შორის.

მესმის რასაც ამბობ და გეთანხმები, თან პირადად მაინც არ ვიცნობდე ამ მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს. სხვაგან თხრიან, იმიტომ რომ მაშინ ისეთები არ იქნებოდნენ პიროვნულად როგორებიც არიან)
ერთი ჩემი მეზობელი გამახსენდა კვებასთან დაკავშირებით, ის მართალია სულიერებაზე და ცნობიერებაზე არ ზრუნავდა, მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობა და ავადმყოფობების პრევენცია აინტერესებდა და ამაზე იყო ჩაციკლული, მაგრამ ალბათ მიხვდებით რატომ ვყვები. ათწლეულობით მხოლოდ სპეციალური რეცეპტებით კვება, ჟურნალების გამოწერა, გაზომილი კალორიები, ვიტამინები, ჯანსაღი პროდუქტები, სადილად გახეხილი სტაფილო, ხელით დაწურული წვენები, რამე-რუმე და საათობით ლექციებს გიკითხავდა, რომ ასეთი კვებით ასზე მეტი წელი იცოცხლებდა ავადმყოფებების გარეშე და რომ ეს იყო საუკეთესო პრევენცია განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებებისგან და ბრახ, უცებ ერთ წელიწადში მოკვდა ნაწლავის კიბოთი. ამ ამბის მორალი გასაგებია ალბათ wink.gif

Posted by: David Monny Feb 23 2019, 10:59 PM

QUOTE(old_man @ 23rd February 2019 - 10:48 PM) *
ამ ამბის მორალი გასაგებია ალბათ

გასაგებია.
მართალია, სტაფილო, შეიცავს ბეტა კაროტინს, ყველაზე ძლიერ ცხიმების დამშლელ ვიტამინს. სხვათა შორის ა ვიტამინიც, კაროტინებს განეკუთვნება. ასევე კაროტინები ებრძვიან კიბოს და სხვა ანტისხეულებს სისხლში და ლიმფაში. ეს ნამდვილად სასარგებლოა, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ კიბოს ფატალური შედეგი მაინც დადგეს. ჯანმრთელი კვება, ძალიან კარგია. პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ორგანიზმს, მაგრამ როდესაც ცნობიერების გაწმენდაზე საუბრობენ და იწყებენ სპეკულაციებს და ვაი დედა და უი დედა და აბ ეს არ ჭამო და თან გარტყმაში რომ არ არიან, ამიტომ ვამბობ, რომ ეს უკვე სულიერებაში გადაღეჭილია. ქრისტიანებს 2000 წლიანი პრაქტიკა აქვთ ამის. საერთოდ, ამ ჭკვიან კაცზე, თავის დროზე ამბობდნენ, აჰა, კაცი მჭამელი და მსმელიო. კაის ჭამდა და კაის სვამდა, როგორც ჩვენში იტყვიან, მაგრამ დღეს 2 მლრდ. ადამიანს ის ღმერთად მიაჩნია. კაი მჭამელი და კაი მსმელი ღმერთი. დიახ, ღმერთის კაის ჭამს და კაის სვამს. ვიდ დაუშლის? ვიღაც ბაბუაწვერები? ფშუტე თავთავები? იუზერებო, არ ენდოთ არც ერთ ადამიანს, რომელიც ჭამას უკავშირებს ჭეშმარიტებას და ცნობიერებას. ამით იმას არ ვამბობ რომ მე მენდეთ მეთქი. მე ნუ მენდობით, ვიმეორებ ენდეთ ავტორიტეტებს!

Posted by: David Monny Feb 23 2019, 11:05 PM

მეგობრებო, გაიხსენეთ გენიოსი პოეტის მუხრან მაჭავარიანის სიტყვები:

"ვაი, ჩვენს პატრონს. ჩვენი ყოფის თავი და ბოლო, –
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ"!

დრო ძვირფასია. ამიტომ დიდ დროს არ უნდა ვხარჯავდეთ იმაზე ფიქრში რა ვჭამოთ. გაინტერესებს, წაიკითხე ბიოლოგია და გაიგებ რა არის კარგი სხეულისთვის. გაიგე? მორჩა. აღარ უნდა ამას სულიერი კუდების მობმა. თორემ საქმე გექნება კუდიანებთან. მათთან ვიცნ კუდებს აბამს ყველაფერს. ნუ გამოაბამთ კუდებს ნურაფერს. გინდ შაქრიანი ყავა სვი, გინდ ყინულიანი ვისკი, მაინც მივდივართ საფლავში. სულ რომ წყალი სვა, მაინც საფლავში მიდიხარ, ამიტომ ის კი არ არის მთავარი რა ვჭამოთ და რა ჩავიცვათ, არამედ იმის გამორკვევაა მტავარი თუ ვინ არის ის, ვინც მიდის საფლავში.

Posted by: David Monny Feb 23 2019, 11:11 PM

რა აზრი აქვს რას ჭამ სიზმარში? დილით, რომ გაიღვიძებ, რა დანაყრებული იქნები თუ რა? ასევეა ჩვენი ცხოვრება. სანამ გვძინავს, რააზრი აქვს რას ვჭამთ?! ამიტომ ჯერ უნდა გავიღვიძოთ ამ სიზმარიდან, რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით. ფხიზლად ყოფნაა მნიშვნელოვანი და არა შაქრის ჭამა არ ჭამა.

Posted by: David Monny Feb 23 2019, 11:16 PM

გავიღვიძოთ! გავიღვიძოთ!

Posted by: jarmen Feb 23 2019, 11:42 PM

დავით, ნუ იშლი ნერვებს, ყლაპონ რაც უნდათ და ის იჩხირონ რაც გაუსწორდებათ, იმ გადმოსახედიდან საიდანაც მასე ჩანს საგნები, ადამიანი უბრალოდ ვერ დაინახავს იმას რაზეც საუბრობ. შენ კი არა იესოს ვერ გაუგეს დაბუდას 😂 ახალ წლებამდე მანგალა როა მაგან და მაგისწბმა გაჩითეს იესო სოკოების გამო იყო ესეთიო და რეალური სულიერება სოკოებით და სხვა ნივთიერებებით მიიღწევაო. ესეთი მიდგომა ბევრს ქონია და გამოსულან, მთავარია რომ ადამიანმა დროზე გააცნობიეროს და გამოუსწპრებელი ზიანი არ მიაყენოს საკუთარ თავს.

Posted by: Existence Feb 24 2019, 01:40 AM

დიდხანს სიცოცხლე რო გაქვს მიზნად უკვე არასწორი მიზანია თუ ამას სულიერი განვითარების კონტექსტში მოიაზრებ თან , სწორი კვება საჭიროა ენერგიის სწორი მიმართულებით მისამართად და სექსუალური ცენტრის ჩასაქრობათ და დიაფრაგმის მაღალი ცენტრების გასააქტიურებლად რო სიყვარულის მდგომარეობაში ყონა უბრალოდ შესაძლებელი იყოს .... არც მიკვირს ეს მიუღებლობა რაც აქ ხდება მე გერე ვიყავი წლების წინ როცა არ მესმოდა და მეუბნებოდნენ იმას რა არ მესმოდა სხვას რა უნდა მოვთხოვო

აქ ამ თეაზე აღარ გავგრძელებ საუბარს, სულიერება არის აზროვნების სწორი გეოეტრია რომელიც მოიცავს ენერგიის სწორი მიმართულებით სვლას დიაფრაგმის ქვემოთ დაბალი ცენტრებიდან დიაფრაგმის მაღლა ენერგიის ნაკადის გადატანით, ენერგიას მიყვება ცნობიერება
, შაქარი ხორცი ყავა ალკოჰოლი და აშ... ააქტიურებს სექსუალურ ცენტრსდა ხარ ჩვეულებრივი აგრესიული ცხოველი უკონტროლო და წყენია ასტრალური სხეულით

აქ მსჯელობა არ მიდის ეს ემოციური კონვულსიებია უბრალოდ, აზრი არა აქვს კმათს ( თან ეს ყველაფერი ჩემ თავს მაგონებს სულ რამოდენმე წლის წინ და აბსოლუტურად მესმის რა მიუღებლობაცაა და საიდან მოდის ეს იმპულსები)

ყველას წარმატებას გისურვებთ თქვენ გზაზე !

Posted by: ichi Feb 25 2019, 03:31 PM

QUOTE(Existence @ 24th February 2019 - 01:40 AM) *
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки

ეს საიდანაა და რას ნიშნავს?
Existence


ჩემი აზრით მნიშვნელობა ნამდვილად აქვს რას ვჭამთ და ჩვენზეც ახდენს გავლენას. იუ არ ვოთ იუ ით<ასეთი გამოთქმაცაა.

უბრალოდ ზედმეტ მანიაკალიზმში არ უნდა გადაიზარდოს, მაგალითად ლიმნიანი ჩაიმ რა უნდა დამიშაოს? არ ვიცი.
აი ყავას რომ ვსვავდი ენერგია მოქონდა დილას და მერე ვდუნდებოდი და აშკარად არ მომწონდა ეგ მდგომარეობა, ამოვიღე და ახლა მშვენივრად ვარ.
ხორცზე კიდე ვფიქრობ და ვერ ვწყვიტავ, 6 თვე ვეგეტარიანელი ვიყავი და მშვენივრად ვგრძნობდი თავს, ახლა ყველანაირ ხორცს ვჭამ.

Posted by: ichi Feb 25 2019, 03:38 PM

QUOTE(Existence @ 24th February 2019 - 01:40 AM) *
სიყვარულის მდგომარეობაში ყონა უბრალოდ შესაძლებელი იყოს

რას ნიშნავს სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნა? ვინ დაადგინა? ან სიყვარულის პრაქტიკა რა არის? როგორ შეიძლება იმის პრაქტიკაში ჩაჯენა რასაც არც დასასრული და არც ბოლო აქვს და რაც არ გამოითქმება?

Posted by: ichi Feb 25 2019, 03:42 PM

David Monny

QUOTE(David Monny @ 23rd February 2019 - 10:36 PM) *
ნუ მენდობით მე, ენდეთ ავტორიტეტებს

არავის არ ვენდობი.
ავტორიტეტი ვინ არის იესო?

მე არ ვიცი არსებობდა თუარა იესო.
და თუ არსებობდა მე არ ვიცი რას ასწავლიდა ის.
მე არ ვიცი რა მოვიდა აქამდე(რამდენად ავთენტურად მოვიდა ინფორმაცია)
ამიტომ მე არ მყავს ავტორიტეტი სულიერ სფეროში. ავტორიტეტი მყავს სტომატოლოგიაში, რომელსაც მინდა არ მინდა ვენდობი.

ჩემთვის იესომ რა თქვა და შენ რა დაწერე ერთია, იმიტომ რომ ორივეს ეჭვით ვუყურებ და ვცდილობ შევამოწმო.

შენ მინდა გკითხო ასეთი რამ:observer is the observed/// thinker is the thought/// როგორ გესმის ეს გამოთმები და რას ნიშნავს?

Posted by: ichi Feb 25 2019, 03:43 PM

David Monny
რას ფიქრობ პორნოგრაფიაზე? და რას ფიქრობ მასტურბაციაზე? რა არის სექსუალური ენერგია? ამ თემაში ეს კითხვებია ძირითადი და იქნებ დაწერო. საინტერესოა შენი აზრი.

Posted by: INVICTUS Feb 25 2019, 05:08 PM

David Monny

QUOTE(David Monny @ 23rd February 2019 - 11:11 PM) *
სანამ გვძინავს, რააზრი აქვს რას ვჭამთ?!


რომ განავრცო...

Posted by: INVICTUS Feb 25 2019, 05:18 PM

Existence

QUOTE(Existence @ 24th February 2019 - 01:40 AM) *
დიდხანს სიცოცხლე რო გაქვს მიზნად უკვე არასწორი მიზანია თუ ამას სულიერი განვითარების კონტექსტში მოიაზრებ თან



პირიქით ჰომ არ უნდა ეწეროს? "კონტექსტის გრეშე"

Posted by: David Monny Feb 25 2019, 06:01 PM

ichi

QUOTE(blue_velvet @ 25th February 2019 - 03:42 PM) *
არავის არ ვენდობი.

QUOTE(blue_velvet @ 25th February 2019 - 03:42 PM) *
ამიტომ მე არ მყავს ავტორიტეტი სულიერ სფეროში.

ძალიან კარგი. შენ არც გჭირდება ავტორიტეტების ნდობა, რადგან შენი ავტორიტეტი, შენი თავია. ამაზე დიდი ავტორიტეტი, არ არსებობს. ამ ავტორიტეტს აღმოსავლურ ტრადიციებში სადგურუ ქვია. შინაგანი გური, ანუ შინაგანი ავტორიტეტი. ეს იმათთვის დავწერე, ვისაც ავტორიტეტების ჯერა.

QUOTE(blue_velvet @ 25th February 2019 - 03:42 PM) *
შენ მინდა გკითხო ასეთი რამ:observer is the observed/// thinker is the thought/// როგორ გესმის ეს გამოთმები და რას ნიშნავს?

ქართულად გადავთარგმნი და ისე გეტყვი. observer, ნიშნავს დამკვირვებელს. observed, ნიშნავს დაკვირვების ობიექტს, ანუ იმას, რასაც ეს დამკვირვებელიაკვირდება. ხოლო ეს წინადადება ამბობს: დამკვირვებელი არის დაკვირვების ობიექტი. ანუ ის, ვინც აკვრიდება და ის რასაც აკვირდება, ერთი და იგივეაო. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება. ამას გასხივოსნებას ნირვანას, მოკშას, გათავისუფლებას, ცათა სასუფეველს და უამრავ განსხვავებულ სახელებს უწოდებენ სხვადასხვა ტრადიციებში, მაგრამ ამ წინადადებას ერთ რამ აკლია და დავამატებ. არა მარტო დამკვირვებელია თავად დაკვირვების ობიექტი, არამედ ის ასევე არის თავად დაკვირვების პროცესიც. ეს რომ ასეა, ამის ნათელი პრაგმატული მაგალითია სიზმარი. სიზმარში, ის, ვინც სიზმარს ხედავს, ის, რასაც ხედავს, და ტავად ხედვის პროცესისც, ხარ შენ. ამის გაცნობიერება იმაში, რასაც ჩვენ რეალობას, ანუ ცხადს ვეძახით, ნიშნავს გასხივოსნებას. საიდან მოიტანა ასფლატი ან აგურები, რომლებიტაც მოწყობილია ქუჩები, სადაც შენ და კიდევ უამრავი ხალხი მოძრაობს სიზმარში? ეს ხეები როდის დარგე და როდის გაიზარდა? ან ეს ზღვა როდის ჩაასხი თავის კალაპოტში? ეს ზღვაც, ეს აგურებიც, ეს ხეებიც და ეს ხალხიც, თავად ხარ. შენ ხარ რასაც ხედავ, შენ ხარ ვინც ამას ხედავს და შენ ხარ თავად ხედვაც. ეს არის აბსოლუტური რეალობა.

QUOTE(blue_velvet @ 25th February 2019 - 03:43 PM) *
რას ფიქრობ პორნოგრაფიაზე? და რას ფიქრობ მასტურბაციაზე? რა არის სექსუალური ენერგია? ამ თემაში ეს კითხვებია ძირითადი და იქნებ დაწერო. საინტერესოა შენი აზრი.

პორნოგრაფია ძალიან ცუდი რამაა და უნდა იკრძალებოდეს საქართველოში პორნო საიტები. უნდა იბანებოდეს. მაგ. მე კატარში ვცხოვრობდი 1 წელი და უმრავლეს ვაიფაი სერვერებზე, დაბანული იყო ყველანაირი პორნო საიტი. რაც შეეხება სექსუალურ ენერგიას და მასტურბაციას. სექსუალური ენერგია, ბიოლოგიური თვალსაზრისით, არის ტრანსფორმირებადი ენერგია. ის მილევადია და ასაკთან ერთად მიილევა. სექსუალური ენერგიის ტანსფორმაციას, სუბლიმაცია ეწოდება და ეს ხელოვნების, შემეცნების და სხვადასხვა გზებით არის შესაძლებელი. სექსუალური ენერგია, უჯრედის გენეტიკური მეხსიერებიდან მომდინარე ტრანსფორმირებადი ძალაა, იმ დროინდელია, როდესაც უჯრედები იყოფოდნენ. ქალს შეუძლია არც ჩაატაროს მასტურბაციის აქტი, მაგრამ კაცისთვის აუცილებელია, თუ არ ყავს სექსუალური პარტნიორი, რომელთანაც რეგულარული სექსი აქვს. თუ მამაკაცი აღიგზნო, ხდება ეაკულაციის ცნობიერად შეკავება და სათესლე ჯირკვლებს, ადგება ძალა. თუ არ გამოთავისუფლდა სპერმა, ის ფუჭდება იწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს. თუ კაცი ბერია, მაშინ ის ახდენს ამ ენერგიის სუბლიმაციას და არ არის საჭირო მასტურბირება, მაგრამ სინამდვილეში, ქალები უფრო ხშირად მასტურბირებენ, ვიდრე კაცები, განსაკუთრებით მოზრდილობის ასაკში. მე, ვმასტურბირებდი, როდეაც არ მყავდა რეგულარული სექსუალური პარტნიორი. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, ან მეუღლე. ჩემ შემთხვევაში მეგობარი, რადგან არასდროს ვყოფილვარ დაქორწინებული, მაგრამ მასტურბაციას, სულიერებასთან არავიტარი კავშირი არ აქვს, თუ არ ჩავთვლით რარაც გაურკვეველ მაგიურ რიტუალებს, რომელიც ალისტერ კროულის აქვს აღწერილი, სადაც მასობრივი მასტურბაციის ფონზე, ეაკულაცია ხდებოდა ორგიების დროს და მოკლედ დეტალები არ არის საჭირო. ეს იდიოტიზმია.

Posted by: David Monny Feb 25 2019, 06:10 PM

INVICTUS

QUOTE(INVICTUS @ 25th February 2019 - 05:08 PM) *
QUOTE
David Monny
QUOTE(David Monny @ 23rd February 2019 - 11:11 PM)
სანამ გვძინავს, რააზრი აქვს რას ვჭამთ?!


რომ განავრცო...


სიზმარში, რა აზრი აქვს რას ჭამ? როცა იღვიძებ, აცნობიერებ, რომ რეალურად არაფერი ჩასულა კუჩში, არაფერი ჩაგიკბეჩია. ასევეა რეალურ ცხოვრებაშიც.მე ვთვლი, რომ სანამ ადამიანი არ გასხივოსნდება, მანამდე მას ძინავს, იმყოფება გონების ილუზიაში. ამიტომ რა აზრი აქვს შაქარს ჭამ თუ არ ჭამ? მაინც გძინავს და სიზმარს ხედავ. ამიტომ ჯერ უნდა გამოვიღვიძოთ ამ ილუზიიდან, რომ დავიწყოთ ჭამა. სწორედ ისე, როგორც სიზმარში არ აქვს აზრი რას ჭამ, ასევე რეალობაშიც არ აქვს აზრი რას ჭამ, თუ ეს რეალობაც სიზმარია. მე კი ვთვლი, რომ რასაც ჩვენ რეალობას ვეძახით, სიზმარია და ილუზია.

Posted by: INVICTUS Feb 25 2019, 07:26 PM

David Monny

QUOTE(David Monny @ 25th February 2019 - 06:10 PM) *
სიზმარში, რა აზრი აქვს რას ჭამ? როცა იღვიძებ, აცნობიერებ, რომ რეალურად არაფერი ჩასულა კუჩში, არაფერი ჩაგიკბეჩია.



გეთანხმებით
QUOTE(David Monny @ 25th February 2019 - 06:10 PM) *
ამიტომ რა აზრი აქვს შაქარს ჭამ თუ არ ჭამ? მაინც გძინავს და სიზმარს ხედავ. ამიტომ ჯერ უნდა გამოვიღვიძოთ ამ ილუზიიდან, რომ დავიწყოთ ჭამა.

ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და ალბათ სილოგიზმიც არის, რომ თუ სწორად (ჯანსაღად) არ იკვებე გასხივოსნებამდე ვერც მიაღწევ, რაც 1 და 2 დღეში ან წელიწადში არ ხდება, ალბათ

Posted by: ano Feb 25 2019, 07:34 PM

კარგი უნდა გავიღვიძოთ, და როგორ?
და მეორე ეტაპი არიან ადამიანები რომლებიც ეგრევე გასხივოსდნენ და სხეული დატოვეს, რადგან მოუმზადებელი სხეული ვერ უძლებს,

რაც შეეხება იესოს არსებობს აპოკრიფები, იქ სულ სხვა რამეები წერია და მათ შორის პრაქტიკები სხეულის გაწმენდასთან დაკავშირებით, და ისიც რომ ადამიანები ბევრ ნაგავს ჭამენ,

ჩემი ეგოიზმიდან გამომდინარე მინდა იყოს ასე: სულ ერთია რასაც შევჭამ, წამოვწვები მხართეძოზე და ასე ტკბილად „გამოვიღვიძებ“

ყველაფერი მარტივია მე უკვე წმინდანი ვარ, მაგრამ ჯანდაბა რატო ვერ ვგრძნობ? რატო არ ვარ კმაყოფილი, ბედნიერი, ნეტარებაში?

რასაც ვჭამთ ის ჩვენს ნაწილად იქცევა, სხეულის ნაწილად და ასე თუ ისე გავლენასაც ახდენს, ჯანმრთელობაზეც ცნობიერებაზეც,

ვთქვათ ვიღაც ავტორიტეტმა რაღაც თქვა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ გამოცდი პირადად მერე მიხვდები არის თუ არა ეს ჭეშმარიტება

Posted by: David Monny Feb 25 2019, 07:35 PM

INVICTUS

QUOTE(INVICTUS @ 25th February 2019 - 07:26 PM) *
ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და ალბათ სილოგიზმიც არის, რომ თუ სწორად (ჯანსაღად) არ იკვებე გასხივოსნებამდე ვერც მიაღწევ, რაც 1 და 2 დღეში ან წელიწადში არ ხდება, ალბათ


არანაირად. შენ იცი როგორ უნდა იყოს? იცი როგორ ვიცხოვრო? რა ვჭამო? საერთოდ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამყარო იცი? ყოველთვის სხვადასხვანაირად ხდება ცხოვრებაში. ერთი გასაღებით ვერ გააღებ ყველა კარს. ვერ მეტყვი კონცეფციას, რომლის საწინააღმდეგო კონცეფციაც არ არსებობს. რამანა მაჰარში3 წელი გაუნძრევლად იჯდა და ვირთხები და სხვადასხვა მღრღნელები, ასევე მწერებიც, ჭამდნენ მის სხეულს. არათუ ს ჭამდა საჭმელს. არამედ ის იყო საჭმელი, მას ჭამდნენ ცოცხლად. მას კოვზით აჭმევდნენ საჭმელს, როგორც 2 წლის ბავშვს 3 წლის განმავლობაში. ვი იყო რამანა მაჰარში? წაიკითხე და ნახავ. ხოტეია, მარტო ყვავილის ფურცლებს ჭამდა. იესო ნაზარეველი კაი მსმელი და მჭამელი კაცი იყო. ბუდა, სოკოს ჭამის დროს მოიწამლა. ვინ მიდგენს რა ვჭამო? ვინ ხართ? რა შუაშია გასხივოსნება და კუჭი? ღმერთს ბიბლიაში არ უთქვამს, რომ მე ვიკვლევ თქვენს კუჭსო, არამედ მან თქვა, მე ვიკვლევ გულს და თირკმელებს. არცერთი საჭმელი არ ჩადის გულში და თირკმელებში პირდაპირი სახით, არამედ სისხლით იკვებება ორივე. გულს იკვლევს ღმერთი და არა კუჭს. კუჭში რაც ჩადის, ნაწლავებს გაივლის და გარეთ გადის, ხოლო გულში რაც ჩადის, გონებას გაივლის და გულისთქმებით, სურვილებით და ფიქრებით გარეთ გამოდის. რამაკრიშნას ძალიან უყვარდა ჭამა და ბევრსს ჭამდა ცოლს კი უთხრა, როდესაც 3 დღე საჭმელს არ შევჭამ, იცოდე რომ მესამე დღეს მოვკვდები და ასეც მოხდა. სამადჰის მდგომარეობაში საჭმელი კი არა, საკუთარ სხეულსაც კი ვერ აცნობიერებ რა საჭმელზეა საერთოდ საუბარი. ვიმეორებ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სულიერებასთან კუჭი, არაფერშუაშია. სულიერებასტა შუაშია გული.

Posted by: David Monny Feb 25 2019, 07:44 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 25th February 2019 - 07:34 PM) *
კარგი უნდა გავიღვიძოთ, და როგორ?

გამოღვიძებაზე, გასხივოსნებაზე მარტივი, მართლა არაფერია ქვეყანაზე, რადგან გამოღვიძება, გასხივოსნება ახლა ხდება სულ. ეს არის ერთად ერთი რამ, რაც ხდება და თანაც ხდება სულ აქ და ახლა. დანარჩენი რაც ხდება, არის წარსულის გახსენება, ან მომავლის დაგეგმვა. სირთულეები იწყება მაშინ, როდესაც წარსულის გამოსწორებას ვფიქრობთ, რომ მომავალში იგივე არ გავიმეოროთ. პრობლემა, სირთულე, ეს არის ფიქრი; ფიქრი, ეს არის სურვილი; სურვილი, ეს არის გონება; გონება, ეს არის წარსული; წარსული, ეს არის მომავალი, რომელიც ჯერ არ გიფიქრია. რა რჩება? აწმყო. აქ და ახლა. გასხივოსნება სულ აქ და ახლაა. იყავი აქ და ახლა და სულ გასხივოსნებული ხარ. ამაზე მარტივი რა არის? როგორ იღვიძებ დილით? აი ასე, უცებ იღვიძებ და ხვდები აწმყოში. სწორედ ასე, გაიღვიძე და იყავი აწმყოში. ყველაფერი აქ არის, არაფერი არსად არ წასულა.

Posted by: INVICTUS Feb 25 2019, 07:44 PM

David Monny

ღმერთმა თქვა ზომიერება დაიცავი და მათ შორის იმარხულეო

Posted by: INVICTUS Feb 25 2019, 07:47 PM

ქრისტიანულ მოძღვრებაში ჭამა-სმაზე ძალიან ბევრი რამ არის თქმული და ვერ დაგეთანხმებით. რომ აღარაფერი ვთქვა ფსალმუნებზე, წმ. მამათა კრებებზე რომლებიც ქრისტეს მოძღვრებაზე იდგნენ

Posted by: INVICTUS Feb 25 2019, 07:49 PM

რადგან ქრისტინულ თემატიკას შეეხე ამიტომაც გეუბნები, ისე ეკადაშიც გეცოდინებათ და ა. შ.

ექიმს/კვებით პათოლოგიებს აღიარებდა ყველა საეკლესიო მამა, აქიმობდნენ კიდეც.

Posted by: INVICTUS Feb 25 2019, 07:50 PM

David Monny


მე თქვენ არ გიდგენთ რა ჭამოთ და სვათ, ამის სურვილიც არ მაქვს smile.gif

მე ჩემს თავს ვუდგენ და ამაში ვიხმარ სხვებსაც, ვისაც ჩემზე მეტი გაეგება.

Posted by: David Monny Feb 25 2019, 07:51 PM

INVICTUS

QUOTE(INVICTUS @ 25th February 2019 - 07:44 PM) *
ღმერთმა თქვა ზომიერება დაიცავი და მათ შორის იმარხულეო

მაგის საწინააღმდეგო მე არაფერი მაქვს. ძალიან კარგია მარხვა, მაგრამ მარხვა, არის არა საჭმლის აკრძალვა, არამედ სურვილების მოთოკვა. თუ მღვდელი მეტყვის, მარხვა, ჭამის აკრძალვაა, მაშინ ვეტყვი, რომ მამა გაბრიელი მარხვაში ღვინოს და არასამარხვო საჭმელებს აჭმევდა ხალხს. რატომ? იმიტომ, რომ გვახსოვდეს, რომ მარხვა, არა საჭმლის აკრძალვაა, არამედ სურვილების მოთოკვა. სურვილი, გონებაა, გონება ფიქრია, ფიქრი წარსულია, წარსული, ილუზიაა. ანუ მარხვა, ილუზიისგან თავის დაღწევაა. პირადად მე გაძლევთ რეკომენდაციას: იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მაგრამ ნუ დაუკავშირებთ ამას სულიერებას.

Posted by: David Monny Feb 25 2019, 07:55 PM

"33. ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო..
34. მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;" (სახარება ლუკასი თავი 7)

კაცი იყო მჭამელი და მსმელი და მაინც აკრიტიკებდნენ, ის, არც ჭამდა არც სვამდა და მაინც აკრიტიკებდნენ. ახლაც ასეა, რაც გინდა თქვი, გაუმაძღარი გონება, მაინც გაგაკრიტიკებს. მას არ ჭირდება პასუხი, მას ჭირდება რეაქცია თავის კრიტიკაზე. ამით იკვებება ის. გონება კუჭს დაემსგავსა, ვეღარ ძღება.

Posted by: David Monny Feb 25 2019, 08:00 PM

გონება ღორს გავს. ის ან ნეხვში იქექება, როგორც წარსულში, ან ღობეში ძვრება, როგორც მომავალში, რომ მერე ისევ ნეხვში ჩარგოს დინგი. მომავალი, წარსულია, ოღონდ ჯერ უფიქრებელი.

Posted by: tty_ Feb 25 2019, 08:33 PM

we are a point of future

Posted by: David Monny Feb 25 2019, 08:45 PM

გონება, უნაყოფო ქალის შვილია. აი ახლა, როდესაც თქვენი გონება წაიკითხვას ამ წინადადებას, ის შეეცდება წარმოიდგინოს უნაყოფო ქალის შვილი. აი ეს არის ალია ბალია სულ ჩვენი გონება. ამ ილუზიაზე ვკიდივართ. როდის გავიღვიძებთ?!

Posted by: Existence Feb 25 2019, 08:55 PM

ყველა კითხვას ვუპასუხებ რაც ჩემი მისამართით იყო, ეხლა ვერ ვახერხებ დაწერას

Posted by: ano Feb 25 2019, 09:15 PM

ციტატა(David Monny @ Feb 25 2019, 08:44 PM) *
ano

გამოღვიძებაზე, გასხივოსნებაზე მარტივი, მართლა არაფერია ქვეყანაზე, რადგან გამოღვიძება, გასხივოსნება ახლა ხდება სულ. ეს არის ერთად ერთი რამ, რაც ხდება და თანაც ხდება სულ აქ და ახლა. დანარჩენი რაც ხდება, არის წარსულის გახსენება, ან მომავლის დაგეგმვა. სირთულეები იწყება მაშინ, როდესაც წარსულის გამოსწორებას ვფიქრობთ, რომ მომავალში იგივე არ გავიმეოროთ. პრობლემა, სირთულე, ეს არის ფიქრი; ფიქრი, ეს არის სურვილი; სურვილი, ეს არის გონება; გონება, ეს არის წარსული; წარსული, ეს არის მომავალი, რომელიც ჯერ არ გიფიქრია. რა რჩება? აწმყო. აქ და ახლა. გასხივოსნება სულ აქ და ახლაა. იყავი აქ და ახლა და სულ გასხივოსნებული ხარ. ამაზე მარტივი რა არის? როგორ იღვიძებ დილით? აი ასე, უცებ იღვიძებ და ხვდები აწმყოში. სწორედ ასე, გაიღვიძე და იყავი აწმყოში. ყველაფერი აქ არის, არაფერი არსად არ წასულა.

მადლობა პასუხისთვის
ჩვენგან განსხვქვებით შენ ხარ ის ვისაც ქონდა აქ და ახლას განცდა
დანარჩენი ყველაფერი რასაც მე ვწერ არის გონების ნაყოფი, ფიქრის და ლოგიკის დასკვნები,
არ გაბრაზდე მე თეორეტიკოსი ვარ და მაინც ვბედავ აზრის გამოთქმას
ენერგეტიკულ დონეზე მაქვს ხოლმე შეგრძნებები
და ახლა აქ ძალიან საინტერესო მსჯელობა მიდის
ნამდვილად რომ შესაძლოა რაღაც ტრანსფორმაციის მოხდენა


Posted by: David Monny Feb 25 2019, 09:28 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 25th February 2019 - 09:15 PM) *
ჩვენგან განსხვქვებით შენ ხარ ის ვისაც ქონდა აქ და ახლას განცდა

თუ ჩემს სამადჰის გამოცდილებას გულისხმობ, გასაგებია ხომ, მაგრამ სამადჰიც ჩვეულებრივი გონების მდგომარეობაა. ამ მდგომარეობიდან გამოდიხარ და ისევ აქ და ახლა ბრუნდები. ეს ეძლევა გონებას, რომ მიხვდეს თავის ილუზორულობას.
მართლა ძალიან ადვილია აქ და ახლა ყოფნა, გასხოვოსნება, აქ არის. არსად წასვლა არ გვჭირდება. მასწავლებელთან, მოძღვართან ჰიმალაის მთებში ან ამაზონის ჯუნგლებში. არც თოხვნაა საჭირო და არც ბარვა, არც ჭრა და კერვა, არც ინდოეთის მონასტერში ჩასვლა, რომლისთვისაც მრავალი ათასი დოლარი დაგჭირდება. ეს ყველაფერი გონებას ჭირდება და ძნელია, ხოლო გასხივოსნება სულ აქ არის. საათობით ზიან გაუნძრევლად და ამბობენ პრაქტიკა. ყველა პრაქტიკაც კონცეფციაა, ისევე როგორც თეორიული კონცეფციაც კონცეფციაა. ყველაფრი მიღმა დგას უცვლელი მე. ამ მესკენ კი არც ბილეთის ყიდვა გჭირდება არც ჩაწერაზე დალოდება. უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციო შენ მეს, რომელიც არის ფიქრი. მარტო უნდა დარჩე მე ფიქრთან, მანამ, სანამ ეს უკანასკნელიც არ გაქრება. რა რჩება როცა ფიქრი მე ქრება?

Posted by: jarmen Feb 26 2019, 01:25 AM

ჭამა და სექსი 😊

Posted by: INVICTUS Feb 26 2019, 11:50 AM

jarmen

QUOTE(Jarmen @ 26th February 2019 - 01:25 AM) *
ჭამა და სექსი

მესამეს გარეშე ამ ორის მთლიანობაში ვერ აღვიქვამ + ძილი smile.gif

Posted by: jarmen Feb 26 2019, 03:11 PM

INVICTUS
გეთენხმებით, ეგ კომპომენტი გამომრჩა

Posted by: Existence Feb 27 2019, 01:13 AM

QUOTE(blue_velvet @ 25th February 2019 - 03:31 PM) *
ეს საიდანაა და რას ნიშნავს?
Existence


დონ ხუანის გამონათქვამია რომელიც მომეწონა smile.gif) კარლოს კასტანედას წიგნებიდან, ანუ ზოგადად მჩაგვრელიც და დაჩაგრულიც ორივე ერთნაირად შავ დღეშია ორივეს უცბად გაუფრინდება სიცოცხლე და ორივე ხელცარიელი იქნება სიკვდილის წინაშე აბსოლუტურად მოუმზადებელი...

QUOTE(INVICTUS @ 25th February 2019 - 05:18 PM) *
პირიქით ჰომ არ უნდა ეწეროს? "კონტექსტის გრეშე"


მე იმის თქმა მინდოდა რომ როდესაც მაგალითად ალქიმიკოსები ცდილობდნენ უკვდავების მიღწევას ( და არიან ისეთები რომლებმაც მიაღწიეს კიდევაც უკვდავებას ეს ალეგორიები არ არის ) მათაც იმიტომ უნდათ უკვდავება რომ მაქსიმალურად უმაღლესი სულიერი რეალიზებისთვის დრო ქონდეთ და უწყვეტი ცნობიერება შეინარჩუნონ, თუ უბრალოდ ადამიანი სტაფილოს ჭამს და რაღაც ჟურნალებს იწერს იმიტომ რომ დიდხანს უნდა ცხოვრება და არც სიყვარულის შესახებ აქვს ოკულტური ცოდნა არც ეთერული სხეულის მაქსიმალურად გასაძლიერებლად არ იწუხებს თავს და ასე უბრალოდ რაღაც ჟურნალებს ეყრდნობა ის შორს ვერ წავა, ის მატერიის იქით არ იყურება და მატერია სულის გარეშე ვერ იცოცხლებს......

ეხლა რასაც დავწერ არავის პიროვნულად არ ვეხები და არანაირი სურვილი არ მაქვს ვინმე რამეში გადავარწმუნო თუ ეს ინფორმაცია თავისით არ გახდება მისაღები იმისთვის ვინც კითხულობს

ადვაიტას ეხლანდელი აღქმა როგორსაც ქადაგებენ რო არაფერი გასაკეთებელი არაა და გააცნობიერე ვინ მოქმედებს და ასე შემდეგ... არის მხოლოდ გარკვეული ფილოსოფია (ჩემი აზრით ცუდი ფილოსოფია) და მეტი არაფერი, ამას სულის ცნობიერებასთან და ენერგეტიკულ პროცესებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველა ის ადამიანი ვინც ასე დაჯექი არაფერი აკეთე და გააცნობიერე რო დამკვირვებელი ხარო იძახის ან საერთოდ აზრზე არაა ადამიანის როგორც ენერგეტიკული არსების ფუნქციონირების ან უბრალოდ რაღაც გამოცდილება ქონდა ერთჯერადად და არასწორი აზროვნების გეომეტრიით გამოაქვს დასკვნები და აგებს ფილოსოფიას ისე რომ აბსოლუტურად არაფრის მომცემია იმა ხალხსითვის ვისაც ეს გამოცდილება რასდროს ქონიათ.


რეალური ადვაიტა ეს უმაღლესი ცნობიერებაა და მიიიღწევა მაშინ როცა ადამიანი იმდენად გადავსებულია ენრგიით რომ თავის ცენტრი იწყებს სწორ ფუნქციონირებას (რატო არ ფუნქციონირებს თავის ცენტრი ეს კიდევ ცალკე და ძალიან დიდი თემაა ) სანამ ენერგეტიკული დანაკლისი ადამიანში ჭარბობს და სიყვარულის შემათანხმებელი ძალა მასში ძალიან დაბალ დონეზეა, ადამიანი არის უკონტროლო ასტრალური სხეულის მონა და განწირულია ტანჯვისთვის ! არანაირი ადვაიტას თანამედროვე ფისლოფია რომ ,,შენ ეს არაფერი არ გეხება, უბრალოდ დაუკვირდი ვის ემართება ეს ? '' მას ვერ უშველის , და არც ის თეორია რომ უკვე გასხივოსნებულია მისთვის შვება ვერ ქინება სამწუხაროდ ....

კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მშვიდად მიიღეთ განსხვავებული აზრი, არავინ არ გეჭიდავებათ თქვენს თეორიებში, მე აქ ვწერ იმ ხალხისთვის ვინც რეალურად დაინტერესებულია სექსუალური ენერგიის სწორ გადანაწილებაში და პირადი გამოცდილებით ვადასტურებ იმას რასაც ვწერ , ზუსტად მახსოვს რა უბედურ დღეში ვიყავი მასწავლებელთან შეხვედრამდე და როგორ ვარ ეხლა და ეს ჩემთვის წყალწყალა თეორიები არაა !

Posted by: ichi Feb 27 2019, 08:40 AM

QUOTE(Existence @ 27th February 2019 - 01:13 AM) *
არიან ისეთები რომლებმაც მიაღწიეს კიდევაც უკვდავებას ეს ალეგორიები არ არის

კარგი რა )))))))
QUOTE(Existence @ 27th February 2019 - 01:13 AM) *
არც სიყვარულის შესახებ აქვს ოკულტური ცოდნა არც ეთერული სხეულის მაქსიმალურად გასაძლიერებლად არ იწუხებს თავს

სიყვარულის შესახებ ცოდნა რას ნიშნავს?
სხეულის მაქსიმალური გაძლიერება როგორ ხდება?
QUOTE(Existence @ 27th February 2019 - 01:13 AM) *
ვინც რეალურად დაინტერესებულია სექსუალური ენერგიის სწორ გადანაწილებაში

რას ნიშნავს გადანაწილებაში, ვინ ანაწილებს და როგორ?

ძალიან უცნაურად წერ ჩემი აზრით, ფაქტიურად არანაირი კონკრეტიკა.

დაწერე კონკრეტულად, მაგალითად როგორ გესმის სექსუალური ენერგიის გადანაწილება? მე მგონია ამას სხეული თავად ახორციელებს თუ არ შეუშალე ხელი.

Posted by: INVICTUS Feb 27 2019, 10:20 AM

Existence

QUOTE(Existence @ 27th February 2019 - 01:13 AM) *
სიყვარულის შესახებ აქვს ოკულტური ცოდნა



ამაზე თუ შეიძლება ცოტა-ცოტა დაწერე. ერთიანად დიდი ინფორმაციის დადების მომხრე არ ვარ, რადგან გააზრება უნდა და გადამუშავება, დასკვნები, ამას კი დრო.

მოდი თუ შეგიძლია რაღაც მოკლე ხედვა კითხვაზე დაწერე და ვიმსჯელოთ.
მადლობა.

Posted by: David Monny Feb 27 2019, 10:47 AM

ვიმეორებ, არავინ თავის თავზე არ მიიღოთ. ეს ჩმეი აზრია, თუმცა ვისაც გსურთ მიიღეთ, ეგ უკვე თქვენი ნებაა.
ბევრი იდიოტობა მომისმენია ცხოვრების მანძილზე. განსაკუთრებით ეზოთერულ სფეროში. სხვა სფეროებშიც, მაგრამ რადგან ეზოთერიკულ საიტზე ვართ, ამაზე გავამახვილებ ყურადღებას.
ბევრ ნაძირალას ვიცნობ, რომლებიც ყიდიან სულიერებას, სხვადასხვა პრაქტიკებით. ფსიქოლოგიური თერაპიის წინააღმდეგი არასდროს ვიყავი, პირიქით, მაგრამ როდესაც თერაპიას სულიერებად ასაღებენ, აქ დაუოკებელი სურვილი მიჩნდება მშრალზე გამოვათრიე ასეთი ინდივიდები.
კასტანედა, მაიმუნი იყო და მისი მიმდევრებიც, მაიმუნივით დახტიან აქთ-იქით. ეუბნებიაბ ხალს, მობრძანდით თქვენც იხტუნავეთ. ძალიან კარგი, ხტუნაობაში რა არის ცუდი? მაგრამ ეს ჩვეულებრივი ხტუნაობა არ გეგონოთ უმაღლეს ცნობერებას მიაღწევთ, იმიტომ, რომ ახლა არ გაქვთ ეს ცნობიერება. კასტანედა ნაძირალა იყო ჩემი აზრით. ასე რადიკალურად არა, მაგრამ აბსოლუტური მუღებლობა ქონდა მის მიმართ ძალიან საინტერესო მეცნიერს მე-20 საუკუნის, ჰალუცინოგენების სპეციალისტსს, ტერენს მაკკენას. მისი აზრით, კასტანედასეული იდეები, ზღაპრული ფანტაზიებია და მეტი არაფერი. მაგრამ პრობლემა იქ იწყება, როდესაც საუბრობენ, რომ ეს პრაქტიკები "მუშაობს". "კარგად მუშაობს", "კარგად იმუშავა ჩემზე".
ნეხვის გადამამუშავებელი ქარხანაც კარგად მუშაობს და იქ დასაქმებულები, ღებულობენ კუთვნილ ანაზღაურებას. არ იფიქროთ, რომ რაიმე დისკრიმინაციული აზრი ჩავდე აქ იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც ნეხვის გადამამუშავებელ ფაბრიკებში მუშაობენ. პირადად მე, მიმტანადაც მიმუშავია და ძალიან ვამაყობ ამით. ჩემი საყვარელი მსახიობი სტივ ბუშემი თავისუფალ დროს, მაკდონალდსში მუშაობს ხოლმე მიმტანად. და საერთოდ ეს ე.წ. ამაღლებული სულიერების წარმომადგენლები, რომლებიც ყიდიან სულიერებას. ნაძირლები არიან და მეტი არაფერი. ერიდეთ ამ ხალხს, ვინც გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ სრულყოფილი, რაღაც გაკლიათ. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ სრულყოფილი. ყველალფერი თავის ადგილზეა ყოველთვის. ნუ მოექცევით ამ პარაზიტების მახეში.

Posted by: David Monny Feb 27 2019, 10:59 AM

პრინციპში ეს პარაზიტებიც თავის ადგილზე არიან ყოველთვის, უბრალოდ ნუ მიაქცევთ ყურადღებას, თქვენს ძვირფას ყურადღებას. ეს ყურადღება მიაპყარით ყველაზე სანუკვარს, ყველაზე მნიშვნელოვასნ რაც კი არსებობს სამყაროში; ეს არის თქვენი "მე". ყველანაირი ენერგია, სექსუალური, მენტალური, ფსიქიკური, ფიზიკური და ა.შ. თქვენს "მე"-ში იყრის თავს. გაიცანით, დაუახლოვდით მას. ნუ გამოეკიდებით ვიღაც მაიმუნებს, რომლებიც ჯერ ისევ ხეზე არიან და არც კი გამართულან წელში. ამაყად გაიმართეთ წელში და იარეთ, რადგან თქვენ ხართ უსასრულობა და სრულყოფილება თავად. არ მენდოთ სიტყვაზე, ენდეთ თქვენს საკუთარ "მე"ს. იპოვეთ ის და იქ იპოვით ყველა კითხვაზე პასუხს, მათ შორის სექსუალური ენერგიის განაწილებაზეც.
არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხართ თუ კაცი. ყველა ადამიანის გულში არის მარადიული კაცი, აღმოსავლურ ტრადიციებში მას პურუშა ქვია. უნდა გაიცნოთ თქვენ ეს პურუშა. ის არის იგივე ატმანი. ატმანს ხედავს მხოლოდ ატმანი. გონება ატმანს ვერასდროს დაინახავს, ამიტომ რა სავარჯიშოებიც არ უნდა აკეთოთ, როგორც არ უნდა იხტუნაოთ, თქვენ ატმანს ვერ დაინახავთ, რადგან ეს ყველაფერი, გონების აქტივობებია. უნდა გახდე ატმანი, უფრო სწორად ხარ კიდეც, უბრალოდ უნდა გააცნობიერო ეს. გაიცანით პურუშა, რომელიც თქვენს გულშია. დაუახლოვდით მას და ის გაგათავისუფლებთ თქვენ ყოველგვარი მასწავლებელებისგან და იდიოტებისგან.

Posted by: David Monny Feb 27 2019, 11:20 AM

გაიცანით ის, ვინც თქვენს გულშია და არა კუჭში ან სასქესო ორგანოში. გულში პურუშაა, კუჭში კი შაქარი, ჩაი, კარტოფილი, თევზი, ხორცი, წყალი და ა.შ.
თქვენ უბრალოდ ყურადღებას არ აქცევთ პურუშას, თორე ის სულ იქ არის. ზიხართ თუ დახტუნაობთ, გძინავთ თუ ჭამთ, ის სულ გულშია.
გაიცანით ატმანი. ბოლოს და ბოლოს გაიცანით თქვენი "მე".

Posted by: Existence Feb 27 2019, 05:40 PM

QUOTE(blue_velvet @ 27th February 2019 - 08:40 AM) *
კარგი რა )))))))


smile.gif) რახან შენ სზიმარში ეს სიუჟეტი არ ვითარდება არ ნიშნავს რომ არ არსებობს smile.gif) სამყაროს საკუთარი ბუნება არ გააჩნია, ის ილუზიაა ( ,,იყო და არა იყო რა '' ) და ანვითარებს იმ სიუჟტებს რისკენაც მიდრეკილი ხარ ! აი რატო ხარ მიდრეკილი რაღაცეებზე მოცემულობად დათანხმებისკენ და რაღაცაზე ასე ირონიულად რატო გეცინება, ეგ უკვე სულ სხვა საქმეა და შენი გამოსარკვევია )) ალქიმიკოსები მართლაც არსებობდნენ და ზოგიერთის მათგანის სიზმარი ჩვენზე საინტერესოდ განვითარდა, ეს ვიცი )) დანარჩენს არ განვავრცობ იმიტომ რომ ამ სფეროში ამაზე მეტად კომპეტენტური მე არ ვარ.

QUOTE(blue_velvet @ 27th February 2019 - 08:40 AM) *
სიყვარულის შესახებ ცოდნა რას ნიშნავს?
სხეულის მაქსიმალური გაძლიერება როგორ ხდება?


სიყვარული არის მრავალფეროვანი და მრავალგანზომილებადი სამყაროს ერთიანობის ყველაზე ნათელი და ადამიანისთვის ყველაზე მარტივად აღსაქმელი მდგომარეობა, აქ ლაპარაკი არაა ქალს და კაცს შორის ემოციური სხეულების მიჯაჭულობაზე ! ან რაიმე სხვა მზგავს ასტრალური სხეულის გამოვლინებებზე, რომლის საფუძველშიც აგრესია და კონტროლია სასიყვარულო ობიექტის, აქ საუბარია ტრანსცდენტულ სიყვარულზე რომელიც ერთნაირად ანათებს როგორც მტერს ისე მოყვარეს ( როგორც რუსთაველმა თქვა ,,ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების'' ) ეს დიდი ოკულტური ცოდნაა რომლის სწორი გეომეტრიით გააზრებას ზოგჯერ წლები ჭირდება და იმ ადამიანის დახმარება ვინც ეს უკვე მოახერხა რაღაც დონეზე, მე ჩემა მასწავლებელმა გადმომცა ეს ცოდნა ის არის გარკვეული ხარისხის განდობილი და ემსახურება დედამიწის სულიერ იერარქიას ! (ეს რასნიშნავს და ვინ არიან ისინი კიდე ცალკე თემაა და მათ შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ამ საიტზე http://olmek.ru/ )

ამ მდგომარეობამდე მისვლას როდესაც შენ ხარ ამ უნივერსალური ენერგიის გამტარი რომელიც ყოველგვარი პოლარობის შემათანხმებელია და რომლის გარეშეც საპირისპირო პოლუსები არასდროს გაერთიანდება ჭირდება დრო და ყურადღება, ჩვენ ჩვენი ყურადღება უნდა მოვხსნათ აგრესიული დაბალი ცხოველური და კონტრლზე და წრფივ ლოგიკაზე დამოკიდებული გამოვლინებებისგან და ავანთოთ დიაფრაგმის ზევით მდებარე ცენტრები, ამ პროცესის დასაწყებად საჭიროა კოლოსალური ენერგია ხოლო როდესაც მოიხმარ ისეთ საკვებს რომელიც ამ ენერგიას გაკარგვინებს რადგან ორიენტირებულია დაბალი ცენტრების გასაქტიურებლად, (ანუ მზნის წნული და სექსუალური ცენტრი) მაგალითად : შაქარი, ხორცი, ალკოჰოლი და აშ ...რაც არ უნდა ლამაზი თეორიები ქონდეს სიყვარულზე ან სამადხიზე ხარ უბრალოდ ენერგეტიკულ კრიზისში მყოფი არსება რომლის სიყვარული და მისი გამოვლინებები დათმობა, პატიება, დახმარება, გმირობა ,თავგანწირვა სიმამაცე და სიბრძნის ზღვარი ძალიან დაბალია და ვრცელდება მხოლოდ გარკვეულ კრიტიკულ მდგომარეობამდე ! რის შემდეგაც შენ იქცევი ჩვეულებრივ აგრესიულ ცხოველად რომელმაც საკუთარი უნდა გაიტანოს და საკუთარი უნდა დაიცვას - ამის იქით უკვე ზედმეტია ! მე მართლა წმინდაი ხო არ ვარ ! და აშ გამართლებებით ))

კვებასთან დაკავშირებული საკითხების ნელ ნელა მოგვარებასთან ერთად ! მოსწავლე იწყებს, [b]თავიდან მექანიკურად ! მარტივად და ბევრი ფილოსოფიის გარეშე სიყვარულზე მედიტირებას , აზრობრივად სიტყვა სიყვარულის ხშირ გამეორებას, სიყვარულის აზრის გაგზავნას სხვა და სხვა დამიანების მიმართ, მაქსმალურად ხშირად უბრუნდება სიყვარულით გამსჭვალულ აზრებს გრძნობებს და წარმოდგენებს საკუთარი თავს ანთებს ამა ყველაფერზე კვლავდაბრუნებით ეს არ ნიშნავს რომ ის იმედგაცრუებული იყოს იმით თუ საოცარი ექსტაზის გრძნობები არ მივა მასთან იმწუთში, უბრალოდ აზრიც კი რო მიყვარს ეს დამიანი თავის საქმეს ეკეთებს ---- ეს პიტადი გამოცდილებაა ! და ყველა ვინც ამას გააკეთებს აბსოლუტურად ყველა დარწმუნდება ამ ყველაფრის ჭეშმარიტებაში ! --- ამას ან აკეთებ და გამოდის ან არ აკეთებ და აკრიტიკებ უბრალოდ გონების სხვა და სხვა ლოგიკური თმაშებით

დანარჩენ ინფორმაციას რას იწვევს და როგორ მოქმედებს სიყვარულის პრაქტიკა გაეცნობით ამ საიტზე :

http://olmek.ru/Sikvarulis%20praqtika.htm

ხოლო რა უშლის ხელს მის გავრცელებას და ვისგან მოდის ის ხმა თავში რომელიც აკრიტიკებს ამ ყველაფერს და აკნინებს ისეთ დონემდე რო ადამიანი არც კი ცდილობს მის დაწყებას , ინფორმაციას მიიღებთ ამ სტატიიდან რომელიც კიდევ თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი თემაა

http://agmdgenivarjishebi.ru/Chadgmuli%20obieqti.htm

ეთერული სხეულის აღმდგენ ვარჯიშებზე და ენერგიის გადანაწილებაზე დავწერ მოგვიანებით... მანამდე კი ამაზე ინფორმაციას მიიღებთ ამ საიტზე http://agmdgenivarjishebi.ru/index.htm

გასაგებია რო ეს გზა ყველასთვის არ არის, ხალხი დამათ შორის მეც მეგონა რო თან დალევ თან მოწევ თან ხანდახან გაბრაზდები განიკითხავ დასჯი და თან სულიერებაშიც რამე გაგეგება და უფლება გაქვს რაღაცაზე ზრი გამოთქვა და გზა მიანიშნო მარა მას სემდეგ რაც სიწმინდის გზაზე მოსიარულე ადამიანი შემხვდა და 3 წლიანი ჯაჯგურის მერე მეც მიმახვედრა ჩემა სულმა რომ ორ ბატონს ვერ ემსახურები, მე ჩემი არჩევანი გავაკეთე ! თქვენ რამდენად მიღებთ ამ ინფორმაციას და რამდენად დანერგავთ თქვენ ცხოვრებაში თქვენი საქმეა , მე არ ვისახავ მიზანს ვინმე ვაკრიტიკო ან ვინმე დავმოძღვრო , უბრალოდ გიზიარებთ ჩემგამოცდილებას და ვისაც სულიერი ყურები აქვს მივანიშენ ადამიანზე რომელმაც იცის.

Posted by: Existence Feb 27 2019, 05:57 PM

აქვე დავწერ რომ კვებას ვაგვაგრებთ იმიტომ რომ დაბალი ცენტრები არ იყვნენ ჰიპერაქტიურ მდგომარეობაში და არ ხდებოდეს სექსუალური ენერგიის კარგვა ხშირად ! ის მინიმუმი რომ ადამიანში მოხდეს დაბალი ცენტრების ,,გაჩუმება'' ანუ შეძლოს ენერგიის დაგროვება და მისი ამაღლება სიყვარულის პრაქტიკის მეშვეობით არის 2 კვირიანი პაუზა სექსუალურ აქტებს შორის ...

კარგად გაიგეთ სექსისგან უბრალოდ თავის შეკავებები ან სექსის არ ქონა მიზანი არ არის ! ეს ყველაფერი ხდება ინტეგრალურად კომპლექსში სწორი მუშაობით და არც ერთი ეტაპის და მოთხოვნის უგულველყოფა არ შეიძლება გზაზე ! მე მინახია ხალხი ვინც ომეკისგან რაღცას იღებდა და რაღაცას თავისას ამატებდა და არცერთმა კარგად არ დაასრულა ...


Posted by: jarmen Feb 27 2019, 10:50 PM

ბრატვა, აი ვკიტხულობ და თან მეზარება უკვე კითხვა, აქ საღი მსჯელობაა თუ მტკიცების სურვილი? ზოგი დგას და ვიღაცას არეკლამებს თუ იფარებს ვერ ვიგებ ზოგი უბრალოდ თავისი აზრის გატანას ცდილობს, ვერ გავიგე რისი მიღწევა გინდათ ამით?
მოდი ეს თემა ისე წავიყვანოთ რომ მეტნაკლებად სწორ აზრზე შევჯერდეთ, სწორში აქ არ ვგულისხმობ რომელიმე ცალკეული ინდივიდისთვის ბენეფიტურს. იმაზე ყველა ჯერდება რომ ზღვარგადასული სექსუალური აქტიურობა საზიანოა და იმაშიც ყველა თანხმდება რომ სურვილის ძალით შეკავება ასევე საზიანოა. მოდი მაშინ ვთქვათ რომ როცა გვინდა სექსი ეს ბუნებრივია და ჩვენშივე განვსაზღვროთ ზღვარი რის იქითაც გვქონდეს სექსი და რის აქეთაც არასაკმარისად ჩავთვლით სირვილს.
პარალელურად ამაზე როგორც ცალკე პრაქტიკაზე მუშაობა ჩემი აზრით ხანგრძლივ პერიოდში ნაყოფიერი ნაკლებად იქნება. აი ეგზის ვიცი რომ გამოცდილი აქვს გარკვეული მდგომარეობები, დავიდ მუნი როგორც უწოდებს თავის სამ დრიან მდგომარეობას, სამადჰის, ესეც ერთგვარი მდგომარეობაა, მე ამ საკიტხზე არ მისაუბრია მათთან მაგრამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ მათი აღწერილობიდან და იმ ჩემეული გამოცდილებიდან გამომდინარე, რომ იმ მდგომარეობაში როდესაც იმყოფებოდნენ, სექსუალური აქტიურობის სურვილი უბრალოდ არ ქონდათ, თავს კი არ იკავებდნენ, არამედ არ იყო ეს სფერო იმ მომენტში. თუ ვიტყვით რომ ისინი იყვნენ მაღალვიბრაციული ენერგიის გავლენის ქვეშ იმ მომენტში ანდაც მათი ენერგეტიკა იყო დალაგებული, ეს ავტომალურად გამორიცხავდა სექსუალური ხასიათის სურვილებს.
მეტი რო არ გავა$%@*& ბრატციი ჩემი ხედვა ესეთია, აწიეთ თქვენი ენერგეტიკული დონე და აღარ შეგაწუხებთ სქესობრივი მოთხოვნილებების ჰიპერაქტიულობა, არც შემდგომ მისი დათრგუნვა მოგიხდებათ.
რაც შეეხევა გაცნიბიერებას, არანაირი ენერგეტიკული პრაქტიკა არ არის ისეთი მყარი და გარანტირებული როგორც გაცნიბიერებით გამოწვეული წინსვლები, ამიტომ გთხოვთ ნუ გადაუვლით ადვაიტას და ნუ შეურაცჰყოფთ ჯნანებს იმის გამო ტუ ვივეკანანდას დასავლეთში ვერ გაუგეს და არასწორად აღიქვეს.
გკოცნით ბეეევრს 😘😘

Posted by: ichi Mar 7 2019, 09:26 AM

https://fightthenewdrug.org/how-porn-can-mess-with-your-brain/
უახლესი კვლევები პორნოგრაფიაზე, ის მთლიანად ცვლის სტრუქტურას და ანადგურებს ტვინს

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)