IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ადამიანური რასები და ქვერასები
tikoroma
post May 7 2016, 11:50 AM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ატლანტების შემდგომი ქვე-რასები
ავტორი მან გალა, ჯგუფი ფეისბუქზე DREAMCATCHER

ადრე გვქონდა საუბარი შორეულ წარსულში დედამიწაზე არსებულ პირველ გიგანტურ რასებზე და დეტალურად აღარ განვიხილავ ამ ყველაფერს. საუბარია არამკვრივ ეთერულ სხეულში არსებულ ცივილიზაციებზე და მათ გარდაქმნაზე, მოგვიანებით უძვლო ატლანტებზე და მათ ნელ ნელა გამკვრივებაზე, რომელიც დედამიწის ფორმირებასთან ერთად მოხდა. რამდენადაც იცით, ეს არსებები ერთგვარ გაუცნობიერებელ ძილბურანში ცხოვრობდნენ დედამიწაზე, რომლებიც ლოგიკური აზროვნების სრული არქონით გამოირჩეოდნენ და მოგვიანებით გარდაიქმნენ შედარებით მცირე ზომის არსებებად. უძვლო ატლანტი აზროვნებდა და მოქმედებდა სურათებით. იმ სურათების ერთობლიობით, რომელიც მას ნანახი ჰქონდა. ეს იყო გამოცდილებაზე აგებული არსებობა და ლოგიკასთან არანაირი კავშირი აქ ქონდა.
„აკეთებდნენ იმას, რაც ადრე ნანახი ჰქონდათ. არ იგონებდნენ, არამედ იხსენებდნენ.“
გამოვტოვებ იმ ვრცელ პროცესს, რომელიც უძვლო და უსქესო არსებამ გვიანდელი ატლანტის ფორმამდე გაიარა და მივალ დღევანდელი ადამიანის წინამორბედებამდე, რომლებიც „გაადამიანურებული“ ატლანტების შემდეგ წარმოიშვა.
მახსოვრობა და გადმოცემის უნარი, პირველად ლემურიელი ატლანტების პერიოდში გაჩნდა. მანამდე ისინი არ ატარებდნენ ინფორმაციას მახსოვრობაში და გამომდინარე აქედან, გადმოცემის უნარიც არ არსებობდა.
ატლანტების შვიდი ქვე-რასის წარმოქმნის შემდეგ, დედამიწა იმ დროიდან დასახლებულია განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი რასებით, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ახლის წარმოქმნა არ ნიშნავდა ძველის გაქრობას.
გვიანდელი ატლანტების პირველ ქვე-რასას რ მ ო ა ჰ ა ლ ე ბ ი ეწოდება.
რმოაჰალები გრძნობის ორგანოებით აღქმულ ინფორმაციას (ფერები, ბგერები) იმახსოვრებდნენ, რამაც მათ ლემურიელებისთვის სრულიად უცნობი გრძნობები (როგორიც არის, დავუშვათ, წარსულში გადახდენილზე მიჯაჭვულობა) შესძინა.
მახსოვრობის განვითრებასთან ერთად განვითარდა მეტყველების უნარიც. ადამიანმა განავითარა ბგერის წარმოთქმის შესაძლებლობა და საგნებს დაარქვა სახელები. რმოაჰალები ბუნებასთან მჭიდრო კონტაქტში ცხოვრობდნენ და მათ წარმოთქმულ სიტყვას არა მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ მაგიური ძალაც გააჩნდა.
ბევრი რამ შეიცვალა მეორე ქვე-რასის ტ ლ ა ვ ა ტ ლ ის პერიოდში. ადამიანის ცნობიერებაში გაჩნდა საკუთარი ფასის და ამბიციის გრძნობა, რაც რმოაჰალებისთვის უცნობ ცნებას წარმოადგენდა. მეორე ქვე-რასის წარმომადგენლებს გაუჩნდათ მოთხოვნილება, მათ მიერ ჩადენილი ქმედებები (მაგ. გმირობა) მახსოვრობაში დარჩენილიყო და მომავალ თაობებს გადასცემოდა. ამ პერიოდში თავს იჩენს ვინმეს მიერ საერთო მოგონებებით ან საერთო ქმედებებით გაერთიანებული ადამიანების ჯგუფები და თუ ადრე მსგავს ჯგუფებს ბუნებრივი მოვლენები აერთიანებდა, ამჯერად გარკვეული პიროვნება ახერხებდა ამას.
მესამე ქვე რასის, ტ ო ლ ტ ე კ ე ბ ი ს პერიოდში, საზოგადოებრივმა ცხოვრებამ საბოლოო სახე მიიღო და ჩნდება პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანებები. აქ აღსანიშნავია ის, რომ დავუშვათ, სახელმწიფო მმართველისგან ძალაუფლება შთამომავლობას გადაეცემოდა. დღევანდელისგან იმ გნსხვავებით, რომ მაშინდელ ადამიანს შეეძლო წინაპრიდან გადმოცემული ინფორმაციის და თვისებების შთამომავლობაზე გადატანა. თითქმის ყოველთვის ხდებოდა ისე, რომ შვილი მემკვიდრეობით ღებულობდა მამის მახსოვრობას. გამომდინარე აქედან, პირადმა გამოცდილებამ წამოიწია წინა პლანზე და უფრო მეტი და მეტი მნიშვნელობა მიენიჭა. მაგრამ ამ ყველაფერს უკუჩვენებაც ჰქონდა, დაგროვილმა შესაძლებლობებმა ტოლტეკებს ამბიციის მძაფრი გრძნობა გაუღვიძა და ადამიანმა ძალაუფლების ეგოისტური მიზნებისთვის გამოყენება დაიწყო. ძალაუფლება მოხვეჭილ ადამიანს გაუჩნდა სურვილი საზოგადოებაში ამაღლებული როლი დაეჭირა. ამ ყველაფერმა, მესამე რასის უკუსვლა განაპირობა.
ხსენებული თვისებების სრულყოფა მეოთხე ქვე-რასაში, პრე-ტ უ რ ა ნ ე ლ ე ბ შ ი მოხდა. ძალაუფლების ეგოისტური მიზნების გამოყენებით, მეოთხე რასის წარმომადგენლები ერთმანეთს ანადგურებდნენ. სრული განადგურება მხოლოდ ახალ შესაძლებლობას და ახალ ჩვევას უნდა შეეჩერებინა. ადამიანში თავი უმაღლესმა ძალამ იჩინა და გაჩნდა აზროვნების უნარი.
ლოგიკური აზროვნების წყარო კი მოგვიანებით ჩამოყალბებულ, სიით მეხუთე ქვე- რასაში, პრე-ს მ ი ტ ე ბ შ ი უნდა ვეძებოთ. ადამიანები გამოვიდნენ უბრალო მახსოვრობაში მქონე წარსულის ინფორმაციის შთაბეჭდილებიდან და დაიწყეს სხვადასხვა სახის გამოცდილების შედარება. გაჩნდა განსჯის უნარი, რომელსაც სურვილი და მიზანმიმართულების გრძნობა მართავდა. პირველად ამ პერიოდში იწყებს ადამიანი მიზანმიმართული ქმედებების განხორციელებას, ეკითხება საკუთარ თავს, ღირს თუ არა რაიმეს გაკეთება და აღარ მოქმედებს გაუცნობიერებლად. თუ მეოთხე რასის ადამიანები ჯიუტად ასრულებდნენ საკუთარ ეგოისტურ მოთხოვნებს, პრე-სემიტებთან პირვალად გაჩნდა შინაგანი ხმის ფენომენი, რომელსაც მეტ ყურადღებას უთმობდნენ. მეხუთე ქვე-რასის არსებობისას პირველად მოხდა ადამიანის შინაგანი სამყაროს აზრობრივი გამოლინება.
პრე-სემიტების პერიოდში ადამიანში გაჩენილმა შესაძლებლობებმა მეექვსე რასის, ა კ ა დ ი ე ლ ე ბ ი ს არსებობის პერიოდში უფრო დიდ მასშტაბებს მიაღწია. თუ მეხუთე რასის ადამიანი საკუთარი შინაგანი სამყაროდან გამომავალი აზრების განხორციელებას მისივე მიზნების გამო ცდილობდა, აკადიელებმა ამ ყველაფერს ბევრად ფართო მასშტაბური სახე მისცეს. უნდა აღინიშნოს, რომ კანონის და წესრიგის პირველ გამოვლინებას სწორედ აკადიელების პერიოდში ვხვდებით. მეექვსე ქვე-რასის წარმომადგენლები ძალიან აქტიური ქმედებებით გამოირჩეოდნენ, ხშირად ყალიბდებოდა ახალი საზოგადოებრივი დაჯგუფებები და ყველაფერ ამასთან ერთად აკადიელებს კოლონიზაციისკენ მიდრეკილება აღმოაჩნდათ.
რიგით მეშვიდე ქვე-რასა, მ ო ნ ღ ო ლ ე ბ ი ასევე გამოირჩეოდნენ აზროვნებით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მათ ბევრად დიდი რაოდენობით გადმოყვათ წინამორბედი რასების ჩვევები. განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით - მეოთზე რასის. მონღოლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიდრეკილებებსა და მოგონებებს. გამომდინარე აქედან, მიდიოდნენ დასკვნამდე, რომ ყველაზე ძველი ამავდროულად ყველაზე ჭკვიანურს წარმოადგენს. ნელ-ნელა კარგავდა მეშვიდე რასა აზროვნების ძალის მნიშვნელობას და ასევე კარგავდა საკუთარ ცხოვრებაზე ძალაუფლებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შვიდი რასიდან მხოლოდ მეხუთე რასამ შეძლო აზროვნების უნარი სრულად გამოეყენებინა და მისი გამოყენებით აღმავლობისთვის მიეღწია. სხვა დანარჩენმა ექვსმა რასამ ეს, სამწუხაროდ, ვერ მოახერხა.

///////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
პ.ს. ტექსტი არ წარმოადგენს პირდაპირ ციტირებულ თარგმანს. ეს არის ჩემი სიტყვებით გადმოცემული მოკლე ანალიზი დედამიწაზე ატლანტების ქვე რასების წარმოშობისა. წყაროდ გამოყენებულია რ.შტაინერის „აკაშას ქრონიკებიდან“ .



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   ადამიანური რასები და ქვერასები   May 7 2016, 11:50 AM
tikoroma   ლ ე მ უ რ ი ა ავტორი - ...   May 8 2016, 08:48 PM
tikoroma   ასურები ავტორი: მა...   May 9 2016, 09:36 AM
ტანტრა   ასურები ავტორი: მა...   May 7 2018, 12:34 PM
tikoroma   ატლანტი წინაპრები ...   May 9 2016, 09:39 AM
RandomName   კაი კინოა ისე ეგ ( ს...   May 9 2016, 08:02 PM
tikoroma   RandomName კი ეგაა. ზედაპ...   May 9 2016, 10:36 PM
tikoroma   მესამე რასის (ლემუ...   May 9 2016, 10:37 PM
tikoroma   მესამე რასის, ლემუ...   Sep 17 2016, 12:49 PM
tikoroma   ტოლტეკები ავტორი:...   Sep 18 2016, 02:00 PM
tikoroma   http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%9B%E1%8...83%A0...   Dec 15 2016, 06:53 PM
brevalo   tikoroma საიდან ეს ინფო...   Aug 9 2017, 07:22 PM
tikoroma   brevalo საიდან ეს ინფორ...   Aug 16 2017, 11:47 PM
brevalo   brevalo ე. ბლავატსკაია ...   Aug 17 2017, 05:27 PM
tikoroma   ჩემი ნაწერი არაა. ...   Aug 17 2017, 06:17 PM
brevalo   ჩემი ნაწერი არაა. ...   Aug 18 2017, 07:40 PM
earth   შტაინერის წიგნი „ა...   Nov 25 2017, 09:23 AM
tikoroma   მაგ ბოლო ვერსიით ხ...   Nov 27 2017, 04:27 PM
ტანტრა   ვეთანხმები ავტორს....   May 7 2018, 12:32 PM
tikoroma   ტანტრა გამარჯობა. ...   May 9 2018, 02:46 PM
tikoroma   თუ მეტი გაინტერესე...   May 12 2018, 01:23 PM
Ich   რუდოლფ შტაინერის ...   May 19 2018, 03:04 PM
ano   ძალიან დავინტერეს...   May 20 2018, 01:12 PM
tikoroma   შტაინერი და ბლავატ...   May 23 2018, 02:16 AM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th April 2024 - 11:53 AM