Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ მიზიდულობის კანონი

Posted by: aivenho Aug 21 2014, 10:12 PM

მაინტერესებს ყველაფერი ამ თემაზე, რეალურია თუ არა მიზიდულობის კანონი, ფიქრების მატერიალიზება. ძალიან საინტერესო ფილმს ვუყურე (The Secret).....

მთავარია გწამდეს და გჯეროდეს რომ ასრულდება მართალია თუ არა?

Posted by: ano Aug 21 2014, 10:47 PM

კı მართალıა

Posted by: aivenho Aug 22 2014, 03:59 AM

ano
მადლობა გამოხმაურებისთვის

რაღაცნაირ გრძნობას განვიცდი, აარადამიანურად მიხარია და ვხვდები რომ მართლაც ამსრულებია ის რაც მთელი გულით მდომებია, ეს გაუაზრებლად და გააზრებულად რამხელა შესაძლებლობები იშლება წინ...

მილიარდებზე და საკუთარ კუნძულებზე არ ვსაუბრობ და არც მინდა მაგრამ....

Posted by: td......... Aug 22 2014, 08:04 PM

რატომ არა?! ნამდვილად დამხატავდა ეხა რამენიმე მილიონი და ერტი-ორი საკუთარი კუნძული!

Posted by: ichi Jun 25 2015, 11:19 AM

aivenho
რა ენაზე უყურე მაგ ფილმს? გუშინ დამილინკა ადამიანმა მაგრამ ინგლისური ეგრე კარგად არ ვიცი რომ გავიგო ყველაფერი, რუსულად ხომ არ იცი?
რაც შეეხება ფიქრების რეალიზებას, მაგაზე კაი ხანია ვფიქრობ და ვისმენ კომენტარებს, საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რეალიზდება და უმრავლესობაც ამაზე თანხმდება.

Posted by: ანნა Jun 25 2015, 11:32 AM





ვილ სმიტი და ჯიმ ქერი საუბრობენ ვიზუალიზაციაზე და რწმენაზე smile.gif

მთავარია ქვეცნობიერი წარმოდგენები ყველაფერზე, ხდება არა ის რაც ცნობიერად გინდა, არამედ ქვეცნობეირში "წარმატებას" რა განმარტება აქვს ჩაწერილი..
სიყვარულს რა განამრტება აქვს ქვეცნობიერად და ა.შ... ყველაფერი მატერილიზებულია ახლა რაც ადრე გინდოდა, მხოლოდ რეალურად საკუთარი ღრმა წარმოდგენები უნდა გაშიფრო smile.gif ნუ ჩემი რეალობა ახლა ისაა, რაც სამი წლის წინ მინდოდა და მხოლოდ ფიქრიდა სურვილი არა, მოქმედებებიც უნდა ცადო რეალობაში რომ შედეგები მიიღო, უბრალოდ ფიქრებით მოზმადებული როცა ხარ ამ რეალობაში სწორ მოქმედებებსაც გასცემ.

შენი მტელი ენერგია უნდა კონცეტრირდეს იმ ერთზე,
შენ თუ რაღაც სისტემას ებრძვი გეკარგება ენერგია, ვიღაცეებთან კონფლიქტები, წყენები გაქვს, ვიღაცაზე მიჯაჭვული ხარ და ა.შ.. გეკარგება ენერგია, შვილებზე, შეყვარებულზე.. თუ წარსულში გაწმენდილი არ გაქვს გეკარგება ენერგია. ეგ ყველაფერი მარტო სურვილი არ გეყოფა თუ საკამრისი ენერგია არ გაქვს. ანუ მთელი შენი ენერგია უნდა გქონდეს სუფთა და სხვა რამეებზე არ ფანტავდე... უბრალოდ იმდენ ეგრეგორებში ვარტ ჩართულები, დედამიწას რომ გავცდეთ პლანეტების გავლენებისგან სანამ არ გავთავისუფლდებით იმდენ რამეში გვეხარჯება ენერგია რომ ანუ მარტივად ვერ აგიხდება სურვილები.

Posted by: tikoroma Jun 25 2015, 12:24 PM

ციტატა(ანნა @ 25th June 2015 - 11:32 AM) *
შენი მტელი ენერგია უნდა კონცეტრირდეს იმ ერთზე,
შენ თუ რაღაც სისტემას ებრძვი გეკარგება ენერგია, ვიღაცეებთან კონფლიქტები, წყენები გაქვს, ვიღაცაზე მიჯაჭვული ხარ და ა.შ.. გეკარგება ენერგია, შვილებზე, შეყვარებულზე..

ზუსტად smile.gif

Posted by: ano Jun 26 2015, 01:56 AM

QUOTE(ichi @ Jun 25 2015, 11:19 AM) *
aivenho
რა ენაზე უყურე მაგ ფილმს? გუშინ დამილინკა ადამიანმა მაგრამ ინგლისური ეგრე კარგად არ ვიცი რომ გავიგო ყველაფერი, რუსულად ხომ არ იცი?
რაც შეეხება ფიქრების რეალიზებას, მაგაზე კაი ხანია ვფიქრობ და ვისმენ კომენტარებს, საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ რეალიზდება და უმრავლესობაც ამაზე თანხმდება.


ამ თემის ავტორმა ოცნებები შეისრულა უკვე ალბათ
ფიქრები რეალიზდება.

ეს ფილმია რუსულად და ქართულად




Posted by: ichi Jun 26 2015, 11:44 AM

ano
მადლობა

Posted by: earth Jun 12 2018, 08:55 PM

მიზიდულობის კანონის შესახებ რაც გავიგე(მხედველობაში მაქვს რონდა მპერნის სიქრეტის მიხედვით), დავიწყე ცხოვრებაში დაკვირვება, ადამიანებზე დაკვირვება. სასწაული რამეები დავინახე. ამას წინათ ერთი ვიდეო ვნახე საქართველოდან. ერთი უბედური ოჯახი, გამუდმებით ერთი და იგივე უბედურება ჰქონდათ, რადგან ქალი, ამ ოჯახში მუდმივად იმეორებდა თავისი უბედურების თაობაზე. ასევე ერთი ჩემი მეზობელი აქ... წლები ჰყავდა ქმარი საწოლში გაუნძრევლად ჩაწოლილი, იტანჯებოდა მთელი ოჯახი მისი მოვლით, ეს ქალი სულ მელაპარაკებოდა პრობლემებზე, რაც თავისი ქმარის გამო იტანდა. მოკლედ ამ 6 თვის წინათ კვდება ამ ქალის ქმარი. როგორც მოკვდა, ცოტა ამოისუნთქა, ჩანდა უფრო ხალისი მიეცა ცხოვრებაში, მაგრამ მერე რაღაც ოპერაცია დასჭირდა თვითონ და ამ ორი თვის წინ ამ ქალის შვილი გოგო წაიქცა და ახლა ის ჩაწვა საწოლში ძალიან მძიმე მდგომარეობაში. დიდი ხანი არ მენახა ეს ქალი და დღეს მისი ცოდვით ცრემლი მომადგა. ვიცი რატომ ემართება ასე, მაგრამ როგორ ვუთხრა? ხომ ქვას მესვრის სიმართლე რომ ვუთხრა. არადა როგორ მინდა რომ დავეხმარო. (((

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)