Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ თავისუფალი განყოფილება _ მე ვარ!

Posted by: Niko Aug 15 2019, 09:38 AM

გამარჯობათ, მე მინდა ყველამ ძალიან ყურადღება მიაქციოს ჩემს ნაამბობს, ვინაიდან საკუთარ თავზე მავს გამოცდილი. ეს ჩემს რეალურ ცხოვრებაში ამჟამადაც მიმდინარეობს, მაგრამ გამოსავალიც ვიპოვე.
ესეიგი, ძირითადი ჩანაფიქრი, თუ რა დავარქვა არც ვიცი, მიმართულია თითოეული ჩვენთაგანის საწინააღმდეგოდ, რისი მიზანიცაა შეცდომაში შეგვიყვანოს და შეგვიქმნას ილუზია(ვიზუალური, შეგრძნებითი, აზრობრივი) რომ ჩვენ მთელი სამყაროს ცოდნასთან გვაქვს წვდომა გარკვეული ვიბრაციების ამაღლების და იქ მყოფი სამყაროს ცოდნის დაუფლების. 'მე ძალიან მაღალ დონეზე ვიყავი ასული', უგანათლებული პიროვნებები უმეტეს წილად მისმენდნენ და სათავისოდ გადაკეთებული ვერსიით აგრძელებდნენ ჩემთან საუბარს თუ რაც იმ დროისთვის მათვის იყო გაუგებარი, მის ხელახლა გასაგებად და დასაკონკრეტებლად.
ერთი სიტყვით- ეს ყველაფერი არის ილუზია, რომელიც განკუთვნილია საკუთარი თავის საკუთარ წარმოდგენაში გაღმერთებას, რაც გვაშორებს მისგან და გვაახლოვებს უხსენებელთან. გაიხსენეთ თუ რა მიზეზით იქნა დასჯილი ადამი და რატო განდევნა ღმერთმა.
დამიჯერეთ, ეს სიმართლეა, რომ გიამბოთ ჩემი ამბავი ან დამსწრენი რაც გადამხდა უბრალოდ ადამიანი ვერასდროს გონს ვერ მოვა, ლაბირინთი, რომლიდანაც არაა გამოსასვლელი, მაგრამ მე ამოვძვერი. და ერთადერთი გზაა ღმერთის სიყვარული და ეკლესიური ცხოვრება, თავის გამოსაგლეჯად და გადასარჩენად.

Posted by: Niko Aug 15 2019, 09:41 AM

მინდა დავამატო, აზრებს კითხულობენ და გვაწვდიან, აქედანაა ის 'ცოდნა' სინქრონიზირებული ჩვენს გონებასთან, რაც საკუთარი გვგონია....

Posted by: chemikerin Aug 18 2019, 05:15 AM

QUOTE
აქედანაა ის 'ცოდნა' სინქრონიზირებული ჩვენს გონებასთან, რაც საკუთარი გვგონია....


რა სახის ცოდნაზე ლაპარაკობთ?

Posted by: ano Aug 19 2019, 01:50 PM

საინტერესოა ძალიან იქნებ უფრო მეტი რამ დაწერო
ასევე რომელ დონეზე იყავი, და ახლა რა დონეზე ხარ
ახლა სად ვიმყოფებით ადამიანები და რატომ

Posted by: starscream Aug 22 2019, 08:04 PM

Niko

QUOTE(Niko @ 15th August 2019 - 09:38 AM) *
გამარჯობათ, მე მინდა ყველამ ძალიან ყურადღება მიაქციოს ჩემს ნაამბობს, ვინაიდან საკუთარ თავზე მავს გამოცდილი. ეს ჩემს რეალურ ცხოვრებაში ამჟამადაც მიმდინარეობს, მაგრამ გამოსავალიც ვიპოვე.
ესეიგი, ძირითადი ჩანაფიქრი, თუ რა დავარქვა არც ვიცი, მიმართულია თითოეული ჩვენთაგანის საწინააღმდეგოდ, რისი მიზანიცაა შეცდომაში შეგვიყვანოს და შეგვიქმნას ილუზია(ვიზუალური, შეგრძნებითი, აზრობრივი) რომ ჩვენ მთელი სამყაროს ცოდნასთან გვაქვს წვდომა გარკვეული ვიბრაციების ამაღლების და იქ მყოფი სამყაროს ცოდნის დაუფლების. 'მე ძალიან მაღალ დონეზე ვიყავი ასული', უგანათლებული პიროვნებები უმეტეს წილად მისმენდნენ და სათავისოდ გადაკეთებული ვერსიით აგრძელებდნენ ჩემთან საუბარს თუ რაც იმ დროისთვის მათვის იყო გაუგებარი, მის ხელახლა გასაგებად და დასაკონკრეტებლად.
ერთი სიტყვით- ეს ყველაფერი არის ილუზია, რომელიც განკუთვნილია საკუთარი თავის საკუთარ წარმოდგენაში გაღმერთებას, რაც გვაშორებს მისგან და გვაახლოვებს უხსენებელთან. გაიხსენეთ თუ რა მიზეზით იქნა დასჯილი ადამი და რატო განდევნა ღმერთმა.
დამიჯერეთ, ეს სიმართლეა, რომ გიამბოთ ჩემი ამბავი ან დამსწრენი რაც გადამხდა უბრალოდ ადამიანი ვერასდროს გონს ვერ მოვა, ლაბირინთი, რომლიდანაც არაა გამოსასვლელი, მაგრამ მე ამოვძვერი. და ერთადერთი გზაა ღმერთის სიყვარული და ეკლესიური ცხოვრება, თავის გამოსაგლეჯად და გადასარჩენად.

ვერ დაგეთანხმები, ეკლესიური ცხოვრება მოგცემს სამოთხეს ისიც თუ დააკმყაოფილებ მოთხოვნებს მერე რა იცხოვრებ სამოთხეში მარა იცოდე სამოთხე და ჯოჯხეთიც ილუზიია ღმერთის სიზმარია და არ არის რეალობა. რეალობა არის ის ადგილი სადაც ღმერთია და ღმერთის გარდა არც ყოფილა არაფერი და არც იქნება. ეს დონეა მართლმადიდებლობაზე რო გადმოვთარგმნოთ გაღმრთობის დონე რომელსაც ძალიან ცოტა აღწევს.

Posted by: INVICTUS Aug 29 2019, 08:56 PM

Niko
ვინ კითხულობს და ვინ გვაწვდის აზრებს??

Posted by: ichi Oct 20 2019, 05:24 PM

ეკლესიური ცხოვრება რას ნიშNავს? ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს.

ქედმაღლობა და საკუთარი თავის განღმერთება უფსკრულია ერთმნიშვნელოვნად და გეთანხმები.

თავმდაბლობას და ცხოვრების სიყვარულს ეკლესია არ სჭირდება. სჭირდება საკუთარ თავთან გულწრფელობა და ჰარმონიაში ყოფნა.

წერ რომ ერთადერთი გზა ღმერთის სიყვარულიაო, მე კიდევ გპასუხობ, ღმერთი რა/ვინ არის კაციშვილმა არ იცის. რას ეძახი ღMერთს? რაც წიგნებში გვითხრეს? მილიონი ინტერპრეტაცია არსებობს ღმერთIს.

ღმერთი არის ცხოვრება, დაბადება და სიკვდილი არის ღMერთი. ცხოვრება თU გიყვარს და ჰარმონიაში ხარ, შენ ხარ ღმერთი.
ეკლესიაში კიდევ მილიონობით დადის და ტირილში და ვაებაში ხდებათ სული.
ეკლესია არაფრის გარანტი არ არის. გარანტი არის თავად ადამიანი საკუთარი ჰარმონიის და ბედნიერების.

თუ გიყვარს ყოველი წამი შენი ცხოვრების, მაშინ გიყვარს ღმერთიც და ყველა არსებაც. მანდ ქრება განმარტებები და წესები. მანდ რჩება მარტო სიყვარული ყველაფრის და ეგ არისჩემი ღმერთი. მას განმარტება არ სჭირდება, როგორც კი განმარტავ მან ეგრევე ცხვირს წაიმტვრევ, ეკლესია კიდევ მილიონნაირად განმარტავს ამას. მაგიტომაც წლებია ფეხი არ შემიდგამს. არ ჯერა მათი, არანაირი ნდობა არ მაქვს არავისი, გარშემო უამრავი ტყუილია. შენ უნდა იყო შენი თავის სინათLე, სხვაგან თუ გაიხედები, ჩათვალე ლაფში ხარ.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)