Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება _ მედიტაცია

Posted by: ano Oct 1 2020, 12:54 PM

რა არის მედიტაცია
თუ ვინმეს შეგიძლიათ ახსნათ ძალიან მარტივად
აი სულ მაინტერესებდა რომ სანამ რაღაც პოზაში დავჯდები და ერთი საათი ასე უნდა ვიყო მანამდე ვინმემ ადამიანურად გამაგებინე რატო უნდა გავაკეთო ეს?
შესაძლებელია სრული დილეტანტისთვის სიტყვებით ახსნა?

მერე ჩემს აზრსაც დავწერ, ნუ რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ სასარგებლოა,

და მეორე კითხვა საქართველოში თუ არის ცენტრი სადაც ასწავლიან მედიტაციას, მოკლედ კითხვა დამისვეს და ვინაიდან მეც მაინტერესებს თემა გავხსენი

Posted by: David Monny Oct 1 2020, 08:52 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 1st October 2020 - 12:54 PM) *
რა არის მედიტაცია

მედიტაცია არის საშუალება გააცნობიერო ვინ, ან რა მედიტირებს.
მედიტაცია არის ატმავიჩარა, „ატმა“ ნიშნავს „მეს“, „ვიჩარა“ - „გამოკვლევას“, ანუ საკუთარი თავის კვლევას.

Posted by: ano Oct 1 2020, 11:01 PM

ციტატა(David Monny @ Oct 1 2020, 09:52 PM) *
ano

მედიტაცია არის საშუალება გააცნობიერო ვინ, ან რა მედიტირებს.
მედიტაცია არის ატმავიჩარა, „ატმა“ ნიშნავს „მეს“, „ვიჩარა“ - „გამოკვლევას“, ანუ საკუთარი თავის კვლევას.


მადლობა დავით გამოხმაურებისთვის, ასე ორ წინადადებაში რამდენი აზრი ჩადე, მარტო ამის გააზრება და გაანალიზება რომ დავიწყე უკვე მივხვდი ბევრ რამეს


Posted by: old_man Oct 6 2020, 01:30 PM

მედიტაცია როგორც საშუალება საკუთარი თავის შემეცნების და რეალობის აღქმისა ტვინის, გონების, ფიქრების, მე-ს მიღმა

Posted by: nancho41 Oct 7 2020, 06:54 PM

მედიტაციით ღმერთთან დალაპარაკებაც შესაძლებელია. ტრანსცენდენტული მედიტაციის ცენტრში ასწავლიან როგორ.

Posted by: ano Oct 13 2020, 04:43 PM

ესეც ძალიან კარგი ვიდეოა, ქართული
https://youtu.be/SPLKft9da4E
10:20 წუთიდან კონკრეტულად როგორ და რანაირად

Posted by: David Monny Oct 14 2020, 11:33 PM

QUOTE(*ANO* @ 13th October 2020 - 04:43 PM) *
ესეც ძალიან კარგი ვიდეოა, ქართული
https://youtu.be/SPLKft9da4E
10:20 წუთიდან კონკრეტულად როგორ და რანაირად


ეგ არის ომრიგი, ტოტალური ნონსენსი. ჩვეულებრივი თერაპიაა, რომელიც ისევე იწვევ მიჩვევას, როგორც მაგალითად სიგარეტის მოწევა, ან ყავის სმა.
ატმავიჩარასთან არანაირი კავშრი არ აქვს. ასე იჯდებიან ათეულობით წლები და არაფერი შეიცვლება.
მედიტაციის მიზანი საკუთარი თავის კვლევაა და არა სასიამოვნო შეგრძნებებშ ყოფნა.
ეს იგივეა ზოოპარკში ნავის საქანელებთან იდგე, ერთ მხარეს მიაწვე და ასე გეჭიროს. რამდენ ხანს გაძლებ?
სისულელეა და რამდენი ცრუპენტელა მასწავლებელია, ვინც მსგავს ნარკოტიკებს ავრცელებს.
არავის არ ვაძლევ რეკომენდაციას მსგავს სისულელეებშ ჩართვის, გასხივოსნების მიმართლებით, ისე, თერაპიისთის, შეიძლება, მაგრამ მიჩევა იცის.

Posted by: David Monny Oct 14 2020, 11:33 PM

QUOTE(*ANO* @ 13th October 2020 - 04:43 PM) *
ესეც ძალიან კარგი ვიდეოა, ქართული
https://youtu.be/SPLKft9da4E
10:20 წუთიდან კონკრეტულად როგორ და რანაირად


ეგ არის მორიგი, ტოტალური ნონსენსი. ჩვეულებრივი თერაპიაა, რომელიც ისევე იწვევ მიჩვევას, როგორც მაგალითად სიგარეტის მოწევა, ან ყავის სმა.
ატმავიჩარასთან არანაირი კავშრი არ აქვს. ასე იჯდებიან ათეულობით წლები და არაფერი შეიცვლება.
მედიტაციის მიზანი საკუთარი თავის კვლევაა და არა სასიამოვნო შეგრძნებებშ ყოფნა.
ეს იგივეა ზოოპარკში ნავის საქანელებთან იდგე, ერთ მხარეს მიაწვე და ასე გეჭიროს. რამდენ ხანს გაძლებ?
სისულელეა და რამდენი ცრუპენტელა მასწავლებელია, ვინც მსგავს ნარკოტიკებს ავრცელებს.
არავის არ ვაძლევ რეკომენდაციას მსგავს სისულელეებშ ჩართვის, გასხივოსნების მიმართლებით, ისე, თერაპიისთის, შეიძლება, მაგრამ მიჩევა იცის.

Posted by: ano Oct 16 2020, 01:13 AM

ციტატა(David Monny @ Oct 15 2020, 12:33 AM) *
ეგ არის მორიგი, ტოტალური ნონსენსი. ჩვეულებრივი თერაპიაა, რომელიც ისევე იწვევ მიჩვევას, როგორც მაგალითად სიგარეტის მოწევა, ან ყავის სმა.
ატმავიჩარასთან არანაირი კავშრი არ აქვს. ასე იჯდებიან ათეულობით წლები და არაფერი შეიცვლება.
მედიტაციის მიზანი საკუთარი თავის კვლევაა და არა სასიამოვნო შეგრძნებებშ ყოფნა.
ეს იგივეა ზოოპარკში ნავის საქანელებთან იდგე, ერთ მხარეს მიაწვე და ასე გეჭიროს. რამდენ ხანს გაძლებ?
სისულელეა და რამდენი ცრუპენტელა მასწავლებელია, ვინც მსგავს ნარკოტიკებს ავრცელებს.
არავის არ ვაძლევ რეკომენდაციას მსგავს სისულელეებშ ჩართვის, გასხივოსნების მიმართლებით, ისე, თერაპიისთის, შეიძლება, მაგრამ მიჩევა იცის.


ანუ რა გააკეთოს ადამიანმა, ასე ისედაც არაფერს ვაკეთებ და რატო ვერ შევძელი მეს განცდა, ან უნდა არსებობდეს ადამიანი ვინც არაფერი არ იღონა და ბრახ უცებ მიხვდა ვინ არის, ფაქტები აჩვენებს ვინც რა ძალისხმევას იჩენს შედეგიც იქ არის, თუნდაც შენი მაგალითი საკმაოდ აქტიური პრაქტიკოსი იყავი და სამადჰსაც ასე მიაღწიე, ანუ რაღაც გზა არის ხომ,
მეორე პრობლემა ის არის რომ ეს მედიტაცია რა არის ისიც ყველას თავგზას ურევს და რაღაც აბსტრაქტულია.

მაშ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? როგორ დააღწიოს თავი შინაგან დიალოგს და ტანჯვას?

მეს როგორ დავუკავშირდე? ანუ ამ ლოტოსის პოზაში დაჯდომა საჭირო არ არის? და ისე ყოველდღიურობაში ვთქვათ როგორ უნდა იმედიტირო? ეს უბრალოდ ტვინს სავალი რომ იფიქროს მეზე?

თუ მეს ვუთხრა რომ მოვიდეს ❤️

Posted by: ano Oct 16 2020, 01:18 AM

ძაან სისულელე დავწერე მარა ის დავწერე რასაც უმეტესობა ფიქრობს და დაწერას ვერ ბედავენ wacko.gif rolleyes.gif

Posted by: ano Oct 16 2020, 01:22 AM

ციტატა(David Monny @ Oct 1 2020, 09:52 PM) *
ano

მედიტაცია არის საშუალება გააცნობიერო ვინ, ან რა მედიტირებს.
მედიტაცია არის ატმავიჩარა, „ატმა“ ნიშნავს „მეს“, „ვიჩარა“ - „გამოკვლევას“, ანუ საკუთარი თავის კვლევას.

ამ სიტყვების გააზრებას ვცდილობ
მედიტაცია _ მეს გამოკვლევა, საკუთარი თავის კვლევა.
ანუ მუდმივი დამკვირვებლის პრაქტიკა? ესაა მედიტაცია?

Posted by: nancho41 Oct 16 2020, 08:16 AM

gmerttan laparakic aris

Posted by: David Monny Oct 16 2020, 10:59 AM

QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM) *
ანუ რა გააკეთოს ადამიანმა, ასე ისედაც არაფერს ვაკეთებ და რატო ვერ შევძელი მეს განცდა,

„ლიჟბი“ რამე აკეთო არა? ეს იგივეა ჯანსაღი წესით ცხოვრება სიგარეტის მოწევით დაიწყო, რაღაც ხო უნდა აკეთო.
ეს ვითომ გურუები, არიან ნარკომანები, თავად უგუნურებმა, რა უნდა ასწავლონ ადამინებს, გარდა დამოკიდებულებისა.
ისინი ადამიანებს ხდიან დამოკიდებულს ე.წ.„მედიტაციაზე“, სინამდვილეში ახლოსაც კი არ გაუვლის ეს სიტყვა ნამდვილ მნიშნელობას.
უკვე მერამდენედ ვწერ ამას, შეუძლებელია პრაქტიკულად ამის დათვლა.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM) *
ან უნდა არსებობდეს ადამიანი ვინც არაფერი არ იღონა და ბრახ უცებ მიხვდა ვინ არის,

არსებობდნენ ასეთი ადამიანებიც, მაგალითად რამანა მაჰარში, არაფერი არ უღონია და 16 წლის ასაკში გასხივოსნდა.
ბედმა გაუღმა, რომ მაგ ვიდეოში რომ „გურუა“ მსგავს იდიოტებს არ შეხვდა თავის ცხოვრებაში.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM) *
ფაქტები აჩვენებს ვინც რა ძალისხმევას იჩენს შედეგიც იქ არის, თუნდაც შენი მაგალითი საკმაოდ აქტიური პრაქტიკოსი იყავი და სამადჰსაც ასე მიაღწიე,

დიახ, პრაქტიკა საჭიროა, მაგრამ სწორი. ვიყავი ე.წ. „მაძიებელი“ და ჯერ კიდევ 10 წლიდან ვაკეთებდი ოშს მედიტაციებს, უსპენსკის, გურჯიევის და ათას ნონსენსს, მაგრამ
უშედეგოდ. ხელს უწყობენ ისედაც ილუზიაში მყოფს, კიდევ უფრო ჩაგძირონ მასში. ეგოს საკვები მასალაა.
მხოლოდ მაშინ, როდესაც ვთქვი, რომ მეყო ეს ნონსენსი, მთელი გულით, მთელი არსებით მომინდა გამეგო ვინ ვარ, ისე, რომ მზად ვიყავი სიკვდილისთვისაც კი, აი, მხოლოდ მაშინ
დადგა სამადჰი და არა „მედიტაციის“ დროს. მედიტაცია, არის ატმავიჩარა, საკუთარი თავის გამოკვლევა. იმის გაცნობიერება, თუ ვინ მედიტირებს.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM) *
ანუ რაღაც გზა არის ხომ,

არის, ატმავიჩარა და დეტალებში მაქვს აღწერილი, პრაქტიკა. დიდი ხანი არ ვწერდი, მაგრამ იმდენჯერ მკითხეს ბოლოს დავწერე.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM) *
მეორე პრობლემა ის არის რომ ეს მედიტაცია რა არის ისიც ყველას თავგზას ურევს და რაღაც აბსტრაქტულია.

როდესაც მსგავსი იდიოტები საუბრობენ ნონსენსს და შენ უსმენ, ცხადია არის საფრთხე თავგზა აგებნეს.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:13 AM) *
მაშ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? როგორ დააღწიოს თავი შინაგან დიალოგს და ტანჯვას?

შინაგანი დიალოგი სულ იქნება სანამ სხეული და გონება გაქვს. წადი, თავი მიარტყი კედელს და აღარ გექნება შნაგანი დიალოგი.
ვინ გითხრათ ეგ ნონსენსი, რომ შნაგანი დიალოგი უნდა გააჩეროთ ან ფიქრები უნდა გააჩეროთ? შაქტის თქვენ კი არა, შივა ვერ აჩერებს.
QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 01:22 AM) *
ანუ მუდმივი დამკვირვებლის პრაქტიკა? ესაა მედიტაცია?

არა. ეგაა, რასაც ის და მსგავსი იდიოტები ამბობენ, ვიდეოში რომ იყო და მთელი ცხოვრება აკვირდებიან, აკვირდებიან, ცხოვრება კი ჩაუვლის ქორივით.
დამკვირვებლის მდგომარეობა საჭიროა, ოღონდ არა ხელოვნურად, არამედ ბუნებრივად.
დამკვირვებელი უნდა დაიბადოს და არა შეიქმნას.
ქალი ბავშვს ბადებს და არა ქმნის.
მაგრამ როდესაც დამკვირვებელი დაიბადება, არ უნდა დარჩე ამ მდგომარეობაში. მას მიზანი აქვს რატომაც იბადება, ბევრს კი საბოლოო გათავისუფლება ჰგონია ეს და წლებით, ზოგი კი
სიცოცხლის ბოლომდე რჩება ამ აზრზე და შედეგი არის ნული. ვერ გასხივოსნდები, სანამ რაიმეს აკვირდები, რადგან სინამდვილეშ არაფერია რასაც შეიძლება დააკვირდე. დამკვირვებელი, დაკვირვების ობიექტი და თავად დაკვირვების პროცესი, ერთი და იგივეა. აბა, ვინ ვის სად როგორ და რანაირად უნდა დააკირდეს?

Posted by: ano Oct 16 2020, 11:24 AM

თუ სადმე დაწერილი გაქვს დააკოპირეთ გამომრჩა ან ვერ გავიგე და გავატარე ანუ მედიტაციის პრაქტიკას ვგულისხმობ.

ხოლო რაც შეეხება ამ კონკრეტულ პიროვნებას მე პირადად ვერაფერს ცუდს ვერ ვამჩნევ, თან არ გავაბრაზოთ ხალხი. ისედაც აღარავინ წერს უკვე რამეს ერთმანეთის განკითხვის შიშით,

უბრალოდ ვთქვათ ასე რომ მიგაჩნია მსგავსი პრაქტიკები არის მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება...

და თუ ეს მიგაჩნია რომ არის მორიგი ხაფანგი მაშინ ჩნდება კითხვა არის რამე კონკრეტული პრაქტიკა რომელიც გაუძლებს კრიტიკას? და არის მუშა

Posted by: David Monny Oct 16 2020, 11:26 AM

არსებობს სამი მდგომარეობა და სანამ სამივეს არ ნახავ, მანამდე სულ გეგონება, რომ რაღაცას უნდა დააკვირდე, იმედიტირო, ეძებო და სხვ. ანუ იქნები დაუსრულებელი მაძიებელი
ამიტომ უნდა ნახო სამივე მდგომარეობა, მაგრამ უბრალოდ კი არ უნდა ნახო ეს მდგომარეობები, არამე დუნდა გახსოვდეს
თუ რისთვის ნახულობ. ნახულობ იმისთვის, რომ შენ თავს ეძებ. იქნებ აქ თუ არა, აი, იქ, სხვა მდგომარეობაში ვნახო ჩემი თავი? და ა.შ.
ყველა ძებნა ნიშნავს საკუთარი თავის ძებნას.
როდესაც მაცივარს გამოაღებ და დგახარ, იცოდე, რომ შენ თავს ეძებ.
როდესაც ჩანთაში იქექები და მობილურ ტელეფონს ეძებ, სინამდვილეში შენ თავს ეძებ.
როდესაც Youtube-ზე ვიდეოებს ეძებ მედიტაციაზე და სულიერებაზე, იცოდე შენ თავს ეძებ მაგ ვიდეოებში.
ამიტომ თუ უსინდისო ხარ, შეგიძლია თქვა არაო, მაგრამ თუ დანებდები და აღიარებ, რომ ყველგან და ყოველთვის საკუთარ თავს ეძებ, ეს იქნება გათავისუფლების პირველი დონე.
ისეთი დიდი არაფერი, ძენის პრაქტიკოსები დაგცინებენ, აქამდე არ იცოდიო.
პირველი მდგომარეობა არის ფიზიკური მდგომარეობა, სადაც ეძებ შენ თავს. ფიზიკურ მდგომარეობას უკავშIრება ყველაფერი, რაც უკავშირდება ფიზიკურ სხეულს: 5 შეგრძნება, გრძნობები ა.შ.
ცხადია აქ ვერ იპოვი შენ თავს, ახლა აღარ დავწვრილმანდები რატომ, სიტყვაზე მენდე და თუ მაინც გადამოწმება გიყვარს, მაშინ
ეძებე ფიზიკურ პლანზე შენი თავი და თუ იპოვე მეც მითხარი. ამ ეტაპს დავარქვათ ინდური სახელი - ჯივა. უხდება.

შემდეგი ეტაპია აჯივა, ანუ არა ჯივა. ე.ი. რაც იყო ფიზიკური, იმის საწინააღდეგო, სულიერი, მენტალური, გრძნობები, ემოციები, ფიქრები. ახლა აქ ეძებე შენი თავი.
თუ საფუძვლიანად მოძებნი, ეს მიგიყვანს სავიკალპა სამადჰის ბოლო საფეხურზე, ანუ ასმიტა სამადჰიმდე, სადაც
რჩება ერთად ერთი ფორმა, რომელსაც განიცდი უბრალოდ არსებობით. მხოლოდ ხარ, სხვა არაფერი, არც ფორმა გაქვს არც ზომა, არც სახელი, მაგრამ ვინ ხარ, ისევ ვერ ხედავ.
ანუ საკუთარ თავს ისევ ვერ ხედავ, როგორც შენ თავს ვერ ხედავ სარკის გარეშე, ამას ეძახიან დამკვირვებლის მდგომარეობას და იმის გამო, რომ ახლავს ანანდა, ანუ ჭეშმარიტების ერთ ასპექტი, სატ-ჩიტ-ანანდადან, და ანანდა კი ნიშნავს ნეტარებას, რჩებიან ამ ნეტარებაში და იბრალებენ გასხივოსნებას, არადა ისევ ის იდიოტები არიან, რაც მანამდე.

თუ პატიოსანი აღოჩნდი და არა შარლატანი, ცხადია აგრძელებ ძიებას, რადგან ვერც ჯივაში და ვერც აჯივაში შენი თავი ვერ იპოვე.

შემდეგ ეტაბს მე დავარქვი შივა და ასეც ჰქვია. შივა, ანუ არც ჯივა და არც აჯივა. ჯივას დავარქვათ ყოფნა, აჯივას არყოფნა, მთლიანობას რომ ეძახიან, ყველაფერი ერთი იყო, ყველა მიყვარდა და სხვ. და შივა, ანუ არც ყოფნა და არც არყოფნა. დიახ, არის ასეთი მდგომარეობა, ჯერ კიდევ არისტოტელემ დაარქვა სახელი ენტელექეია, მოგვიანებით ლაიბნიცმა გადაარქვა და დაარქვა ენერგია.
რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, ენტელექეია, ენერგია, შივა თუ ნუგზარი? მთავარია არის ასეთ მდგომარეობა.
ამას ჰქვია ნირვიკალპა სამადჰი, იგივე ნირვანა, იგივე მოკშა, ფანა და სხვ.

და როდესაც აქაც იქნები უკვე ნამყოფი, აი, დაახლოებით ისე, პარიზი, ჰმ, ნამყოფი ვარ, რა გაინტერესებს? ეიფელის კოშკი, თუ ნაპოლეონის საფლავი?
და, როდესაც შივაშიც იქნები უკვე ნამყოფი და იქაც, ცხადია, ვერ აღოაჩენ შენ თავს, ეს ჭირი, რასაც მაძებელი და ძიება ჰქვია, იშლება, ინგრევა და მაგ წამს უწოდებენ გასხივოსნებას.

Posted by: David Monny Oct 16 2020, 11:28 AM

ano

QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 11:24 AM) *
თუ სადმე დაწერილი გაქვს დააკოპირეთ გამომრჩა ან ვერ გავიგე და გავატარე ანუ მედიტაციის პრაქტიკას ვგულისხმობ.

მთელი თემა დავაკოპირო? თან მილიონჯერ თავდ გაქვს იქ დაკომენტარებული
რაც შეეხება ცენზურას, ახლა იდიოტი სიტყვა არ ამახსნევინოთ, ბერძნული სიტყვაა და აქვს მნიშვნელობა, მე მაგ მნიშვნელობით ვიყენებ.

Posted by: ano Oct 16 2020, 11:35 AM

ცენზურა დაიცავი არ გაგვაბრაზო
biggrin.gif
კი სამადჰის თემა ორჯერ წავიკითხე

Posted by: David Monny Oct 16 2020, 11:40 AM

QUOTE(*ANO* @ 16th October 2020 - 11:35 AM) *
ცენზურა დაიცავი არ გაგვაბრაზო

კონკრეტული პიროვნება, ჩემთვის უმნიშვნელოა, მნიშვნელოვანია კოლექტიური ე.წ. „გურუობა“, სინამდვილეში კი უგუნურება და ნონსენსი.
ამაზე ვწერ 5 წელია უკვე აქ და ჯერ ცენზურაზე პრობლემა არ მქონია მგონი, გადახედე.

Posted by: David Monny Oct 16 2020, 11:41 AM

შენ გაინტერესებდა რა არის მედიტაცია, მე გითხარი ორივე რაც არის და რაც არ არის.

Posted by: tikoroma Oct 16 2020, 05:20 PM

David Monny

ციტატა(David Monny @ 16th October 2020 - 11:41 AM) *
ეგ არის ომრიგი, ტოტალური ნონსენსი. ჩვეულებრივი თერაპიაა, რომელიც ისევე იწვევ მიჩვევას, როგორც მაგალითად სიგარეტის მოწევა, ან ყავის სმა.

გეთანხმები,გამომიცდია, მაგრამ კაი რამეა

Posted by: David Monny Oct 17 2020, 12:15 AM

tikoroma
tikoroma

QUOTE(tikoroma @ 16th October 2020 - 05:20 PM) *
გეთანხმები,გამომიცდია, მაგრამ კაი რამეა

laugh.gif დარწმუნებული ვარ. მე კრევეტების ბირიანი მირჩევნია, პიტას კრატუნა პურთან და დაალთან ერთად.
თუ თეატრალური დაამთავრე, ექიმად ვერ იმუშავებ. არავის სჭირდება შენი არტისტულობა, თუკი პაციენტს დაღუპავ.
ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
თუ გასხივოსნებას ეძებ, მსგავსი ნონსენსიდან თავი შორს უნდა გეჭიროს.
თუ განტვირთვას ეძებ, ვინ მამაძაღლი ხმა ამოვიღო, ზოგს აშტანგა იოგა ხიბლავს, პოზებში წელვა და სხვ.
ზოგს ბლექ მეტალი, ან ბრუტალ დეს მეტალის მოსმენა, ზოგი ხშირად მასტურბირებს, ზოგი ხატავს, ზოგი მღერის,
უამრავი ჰობი არსებობს და ყველა ჰობმა მიჩევა იცის.
გასხივოსნებას კი ვერ მიეჩვევი და ვერც ჰობად გაიხდი, თუ რა თქმა უნდა სპეკულიანტი არ ხარ.
სპეკულირება ნებისმიერი თემით შეიძლება და სამსარას ხიბლიც ამაშია.
სამსარა ჰგავს მაკდონალდსს. მაკდონალდსში ან ქეიეფსიში ხინკლის საჭმელად არ მიდიხარ.
ეგ, ე.წ. მედიტაციები იგივეა მაკდონალდსში იჯდე და ითხოვდე ხინკალი მომიტანეთო.
- არ გვაქვს, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამსარაში. გადახედეთ მენიუს.

Posted by: David Monny Oct 17 2020, 12:21 AM

როგორც ტიბეტელმა ლამამ უპასუხა მოწაფეს, რა აზრი აქვს ამდენი ხალხი რომ ზის და მედიტირებს 24 საათი მონასტერშო,
ლამამ, გონებამახვილურად მიუგო, რაც მთავარია აქ როცა ზიან გარეთ არ დაბორიალობენ, არ ქურდობენ, არ კლავენ და არ აუპატიურებენ ხალხსო

Posted by: ano Oct 17 2020, 12:24 AM

ციტატა(David Monny @ Oct 16 2020, 12:26 PM) *
თუ პატიოსანი აღოჩნდი და არა შარლატანი, ცხადია აგრძელებ ძიებას, რადგან ვერც ჯივაში და ვერც აჯივაში შენი თავი ვერ იპოვე.

შემდეგ ეტაბს მე დავარქვი შივა და ასეც ჰქვია. შივა, ანუ არც ჯივა და არც აჯივა. ჯივას დავარქვათ ყოფნა, აჯივას არყოფნა, მთლიანობას რომ ეძახიან, ყველაფერი ერთი იყო, ყველა მიყვარდა და სხვ. და შივა, ანუ არც ყოფნა და არც არყოფნა. დიახ, არის ასეთი მდგომარეობა, ჯერ კიდევ არისტოტელემ დაარქვა სახელი ენტელექეია, მოგვიანებით ლაიბნიცმა გადაარქვა და დაარქვა ენერგია.
რა მნიშვნელობა აქვს რა ქვია, ენტელექეია, ენერგია, შივა თუ ნუგზარი? მთავარია არის ასეთ მდგომარეობა.
ამას ჰქვია ნირვიკალპა სამადჰი, იგივე ნირვანა, იგივე მოკშა, ფანა და სხვ.

და როდესაც აქაც იქნები უკვე ნამყოფი, აი, დაახლოებით ისე, პარიზი, ჰმ, ნამყოფი ვარ, რა გაინტერესებს? ეიფელის კოშკი, თუ ნაპოლეონის საფლავი?
და, როდესაც შივაშიც იქნები უკვე ნამყოფი და იქაც, ცხადია, ვერ აღოაჩენ შენ თავს, ეს ჭირი, რასაც მაძებელი და ძიება ჰქვია, იშლება, ინგრევა და მაგ წამს უწოდებენ გასხივოსნებას.


მადლობა ძალიან კარგი პოსტია
good.gif

Posted by: ano Oct 17 2020, 12:29 AM

ბარემ აქ დავდებ მერე კიდევ გადავხედავ
დავითის თემა
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2216
სამადჰი, პირადი გამოცდილება

Posted by: nancho41 Oct 19 2020, 07:21 PM

მედიტაცია ღმერთთან ლაპარაკიც არის და ამას წერს ელიზაბეტ ჯილბერტი თავის წიგნში ჭამე, ილოცე, შეიყვარე.

Posted by: David Monny Oct 19 2020, 11:43 PM

nancho41

QUOTE(nancho41 @ 19th October 2020 - 07:21 PM) *
მედიტაცია ღმერთთან ლაპარაკიც არის და ამას წერს ელიზაბეტ ჯილბერტი თავის წიგნში ჭამე, ილოცე, შეიყვარე.

რომელ ღმერთთან? მორიგი იდიოტია, ეგ წიგნი კი, ტოტალური ნონსენსი, რომელსაც არავითარი მხატვრული ღირებულებაც კი არ გააჩნია, ჩემი აზრით რასაკვირველია.

Posted by: David Monny Oct 19 2020, 11:44 PM

ძალიან გავს იმ იდიოტიზმს, ფსიქოლოგმა მაია ფანჯიკიძემ რომ დაწერა და გაურკვეველ ფრაზებს რომ იმეორებს მეწაღეც კი.
საერთდ ფსიქოლოგები და ოპტიმისტები ცუდად წერენ, ნუ კითხულობთ მაგათ ნაჯღაპნებს.

Posted by: David Monny Oct 20 2020, 12:01 AM

იმის თქმა მინდა, რომ თუ გსურთ განტვირთვა, თერაპია, ჰობი, გართბა, შეგიძლიათ იკითხოთ ჯილბერტიც და ასტრიდ ლინდგრენი,
ასევე უამრავი რამ შეგიძლიათ, მათ შორის უსმინოთ ე.წ. გურუებს, მაგრამ
თუ გასხივოსნება გსურთ, ამისათვის საჭიროა მედიტაცია, ანუ ატმავიჩარა, საკუთარი თავის გამოკვლევა.
ეს არ არის ჰობი. ეს არის ბილეთი ერთ ბოლოში. როდესაც ამ გზაზე დგები, უკან დასაბრუნებელი გზა აღა არის.
გასხივოსნებას თუ ჰობად გაიხდი, ისევე როგორც კითხვას, იოგას, ფიტნესს, ცურვას, სექსს და ა.შ. ამით დაკარგავ მას.
ამიტომ თავიდანვე უნდა იცოდე რა გინდა.
მე არ ვარ წინააღმდეგი გართობის და დროსტარების, არც ჰობის და თერაპიის,
მე წინააღმდეგი ვარ არევის, როცა გასხივოსნებას ურევენ ამათში.
არავინ ასხამს ყავას ჩაიში, ან არავინ ჭამს უნიტაზზე დამჯდარი.
ყველაფერს თავისი ადგილი და დრო აქვს.
თუკი ყველაფერს ერთმანეთში ავზილავთ, მოგვიანებით ვეღარც კი შევამჩნევთ იმ მცირედ განსხვავებასაც კი,
რითც ცხოველებისგან განვსხვავდებოდით. ღიირს ამად?

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)