Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ წინასწარმეტყველი იზა თუ მორიგი ტყუილი ?

Posted by: guduna Jan 16 2012, 10:42 AM

გამარჯობათ ჩემო საყვარლებო ( თქვენ რომ არმყავდეთ რა მეშველებოდა ) განსაკუთრებული მოკითხვა გუშინდელ დღეს გაცნობილ ამ ადამიანებს <3

მოკლედ, ჩემი ისტორია ასეთია... ერთერთმა გოგომ ამ ფორუმზე გავიცანი, მომცა ნომერი წინასწარმეტყველის.. ძალიან კარგად დახასიათა ცოტა გამიკვირდა კიდეც
რომ მას შეძლო ასეთი ეფექტის მოხდენა ადამიანზე... ნუ მაშინვე გადავწყვიტე მეორე დღეს წავსულიყავი მეგობარი გამომყვა, ავლაბარში სადღაც გადაკარგულში ძლივს მიაგნო ტახსის მძღოლმა რაიყო ეს :| სადვიყავი... ხო როცა მივედი ძალიან ბევრი ხალხი იყო გარეთ მე შევედი ეგრევე...ვიღაც ქალი იყო შესული და კიდე ვიღაც ქლი ელოდებოდა 3 მე ვიყავი მე ნუ ხალხი შოკირებული სახით იდგა ყველაფერს ამბობსოო smile.gif)) მე ნუ რათქმაუნდა კი მჯერა მაგრამ არმიკვირ იმიტომ რომ მეთვიონ ვხედავ სხვებზე .. საკუთარ თავზე ნაკლებათ ..ნუ მოვიდა ჩემი რიგი და შევედი ერთი 5 წუთი მალოდინა სადღაც გავიდა ხორცის ნაჭრებს დათრევდა აქეთ იქით ნუ როშემოვიდა ტელეპონზე დავიწყე ჩაწერა საუბრის "" ვიიცოდი რომ უკვ ე ყველაფერს მტეტყოდა ვიგრძენი მისი შესაძლებლობა... საუბარს იმიტომ ვიწერდი რომ ვიცოდი იქიდან გამოსულს ცოტა დავიბნეოდი და ვერგადმოვცემდი სწორედ ის რაც მითხრა თან ხელმეორედ მოსმენა უფრო დამეხმარებოდა გაანალიზებაში თუ რამითხრა...

რო დაიწყო და დაიწყო : ))) თვალებში ვუყურებდი პირდაპირ მე იმაზე ვხედავდი რაღაცებს და ჩემზე აღარ მესმოდა .. მერე როცა მოვიდა დრო რომ კარიერაზე დამიწყო ლაპარაკი მაშინვე დავბრუნდი აქ და ყურები დავცქვიტე ნუ ისე გამახარა ლამის ვიბღავლე იქვე biggrin.gif ნუ ის რაც ვიცოდი იმან დადასტურა და მაინც ეფექტი აქვს ხომ ხვდებიტ smile.gif))

პირადად ჩემზე როგორ ვტქვა არასდროს არაფერი მიკვირს, უბრალოდ ახრთოვანებული დავრჩი მისი შესაძლებლობით მართლა მომეწონა თქვენ რა აზრის ხართ ამყველაფერზე?

ხო ნუ რაც შეხება ვინმეს მასთან მისვლა თუ მოგინდებათ ან სურვილი გაგიჩნდებათ მოგცემთ საკონტაქტო ნომერს და დაგეხმარებით მისვლაში...

ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა...

და ასევე მეც დაგეხმარებით თუ რმაით შევშევძლებ .... " < მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ " < gul.gif დაწერეთ თქვენ რას ფიქრობთ აბა ყველას გელოდებით

Posted by: Paprika Jan 16 2012, 10:48 AM

იქნებ უფრო დაკონკრეტდე? რაც გითხრა სიმართლე თქვა?

Posted by: elli Jan 16 2012, 11:46 AM

guduna
გუდუნა უფრო კონკრეტულად ვერ დაწერ? და პმ-ში იქნებ ნომერი და მისამართიც მომწერო?

Posted by: გოგა Jan 16 2012, 12:47 PM

მოცემულობა: ავლაბრელი, შიდა სამზარეულოში სახელგანთქმული მკითხავი იზა
==========================
უნდა გავიგოთ მატყუარაა თუ არა

მოც. თანახმად იზა ყოფილა ვინც ყოფილა

იზა ჭეშმარიტი ნათელმხილველია. რ.დ.გ.

პ.ს. მე მაპატიეთ თუ გავაოფტოპიკე, პროსტა კრეტის ორაკულის ნათელმხილველობისაც არ მჯერა და ავლაბრელი იზა რეავი bf_nonew.gif

Posted by: guduna Jan 16 2012, 01:05 PM

კი სიმართლე მითხრა მელაპარაკა ჩემს დაზე მამაჩემზე დედაჩემზე მეთვითონ რამინდა როგფორ მინდა როდის მივახწევ და ბოლოს იმდენად დავიბენი ვერაფერი ვკითხე გამოვედიი ამდღებში უნდა წავიდე კიდე კითხვები უნდა ჩამოვწეროო.....

Posted by: Green Mama Jan 16 2012, 02:57 PM

QUOTE
ხორცის ნაჭრებს დათრევდა აქეთ იქით

dash2.gif ოოო ღმერთებო!!!

Posted by: LAIRA Jan 16 2012, 03:00 PM

guduna
მეტი საქმე არ გაქვს? sad.gif
ერთ მიზეზსაც ვერ დავასახელებდი რისთვისაც მაგ ქალთან წავიდოდი

Posted by: Green Mama Jan 16 2012, 03:07 PM

LAIRA
შენ კიდე მართლა გჯერა ამ ნაბოდვარის?smile.gif

Posted by: old_man Jan 16 2012, 03:16 PM

ჩემი აზრით აქ რა მომენტია. თუ ადამიანი შთაბეჭდილებიანია და ადვილად ექცევა სხვების გავლენის ქვეში ჯობია არ წავიდეს. ეტყვის ის ქალი რაღაცას მომავალზე და ჩაებეჭდება გონებაში და გაჭედავს... სულერთია კარგისკენ თუ ცუდისკენ...
თავისუფალი ნებაც ითრგუნება ამ დროს და შეიძლება ის მომავლის ალტერნატივა მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით არც აერჩია..
წასვლა ინტერესის მიზნით და გასატესტად რატომაც არა

Posted by: LAIRA Jan 16 2012, 03:42 PM

არც ინტერესი მაქვს საერთოდ
ძალიან კარგად ვიცი რომ გარკვეული ძალები ფლობენ ზოგიერთ უნარებს
მაგრამ არ მინდა ყველასგან ავიღო რაიმე ენერგეტიკა თუნდაც რამეს წარსულზე მეუბნეოდეს ან მომავალზე.
არაფერში არ მჭირდება მაგის ცოდნა

Posted by: free man Jan 16 2012, 03:52 PM

არც მე არ მაქვს არასდროს სურვილი რო , ვიგაცაამ ჩემზე მელაპარაკოს, ან ჩემს წარსულზე , მე უფრო კარგად ვიცი ყველაფერი ჩემ სესახებ biggrin.gif

Posted by: რეალისტი Jan 16 2012, 04:29 PM

მოგესალმებით !

მკითხავი იზა და საერთოდ მკითხავები

პირველ რიგში მკითხავების დამახასიათებელი თვისებებია
1.ინტუიცია
2.დაკვირვებლობა ნებისმიერ წვრილმანზე
3.გარშემო მისტიკური სიტუაციის შექმნა
4.ეშმაკობა
5.ნებისმიერი გზებით (წესიერი არა წესიერი ინფორმაციის შეგროვება მსხვერპლზედ)
6.ადამიანის ცრურწმენის და მის ფანტაზიების უნარის მისთვის სასარგებლოდ გამოყენება
7.ცხოვრებისეული პრაქტიკიდან ფსიქოლოგიის ცოდნა
8. ფიზიოგნომიკაზე დაკვირვების რეგულარული ჩვევის გამომუშავება
9.ძალდაუნებურად ადამიანების ინფორმატორებად გამოყენება
10.მის გარშემომყოფებზე ჰიპნოზური ზემოქმედება, ანუ ნდობაში შესვლა
11.ჩუმი თანამოაზროვნები ბიზნესში
12. ზოგიერთი ადამიანების მეამიტობის კარგად გამოყენება
13.სიტუაციებიდან, როდესაც ხვდება რომ არა სწორი მიმართულებით მოქმედებს
სწრაფი ალღოს აღება და პირველადი ჩვენებების ტექნიკურად გადაკეთება.
14. აქცენტირება იმაზე რომ ეს მან კი არა ზეციურმა ძალებმა უკარნახეს.რომ ის
მხოლოდ გამტარია და თქვენსა და ზეციურ ძალებს შორის.
15. მსხვერპლის ყურადღების გაფანტვის ტექნიკური უნარების გამომუშავება
16. ემოციური და პრობლემების მქონე ადამიანების დაბოლება და შემდგომი მათი
გამოყენება რეკლამისთვის (ისე,რომ რეკლამის მკეთებელი ამას ვერც ხვდება)
17. მატერიალური გასაჭირი ან ფულის სიხარბე
18.როგორც წესი ის ყოველთვის ცდილობს თუ, ჩაუარდა მომენტი დაიწყოს
საკუთარი პატიოსნების დამამტკიცებელი არგუმენტების მოყვანა
19.მხვერპლთან ურთიერთობის დათბობა და შემდგომი დაახლოება.
20.საუბრების დროს წინადადებების უკან თავის ექსტრავაგანტური ისტორიების
წარმოჩენა (რომ მას გადახდა რაღაც უცნაური, ან მოხდა რამე ავარიაში,ან იყო
ავად, ან იყო თითქმის გარდაცვლილი და მას წარმოუდგა ვიღაც ან რაღაც და იმის
შემდეგ მან აღმოაჩინა ეს უნარი საკუთარ თავში. მანამდე ის იყო ჩვეულებრივი
ადამიანი მაგრამ ამ შემთხვევის შემდგომ მან აღმიაჩინა თავის თავში
ექსტასენსური უნარი. რომ,ეხლა ის ცდილობს უმრავლეს შემთხვევაში უანგაროთ
ემსახუროს ადამიანებს.ერთი სიტყვით გახდა მამა აბრამის კრავი.
http://www.radikal.ru
მართალია ამ პოზიციებს უმრავლესობა ადამიანების არ გაიზიარებენ, მაგრამ მომავლისთვის თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას მაინც წავიდნენ მკითხავებთან და საკუთარი ფსიქიკის დაზომბირება ანდონ მათ ცუდი არ იქნება ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების გათვალისწინება.
ყველას მიმართ კეთილი განწყობით
რეალისტი

Posted by: Barmalei Jan 16 2012, 05:30 PM

იზა კიდე ცოცხალი ყოფილა,ავლაბარში ცხოვრობდა ზევით სადღაც , ,ჩემი კლასელი გოგოები დადიოდნენ ხოლმე გაკვეთილების მერე და კიდე ვიღაც ბაია მკითხავი იყო სკოლასთან ცხოვრობდა, ნახევარი სკოლის გოგოები მანდ დადიოდნენ, ეს ადრე იყო 95-96 წლები, კაი დრო იყო.

Posted by: JENNY. Jan 16 2012, 05:52 PM

იზასთან მეც ბევრჯერ ვარ ნამყოფი, რავიცი ყველაფერი სწორად მითხრა წარსულზე, მომავალზეც მელაპარაკა, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მინდა რომ ახდეს ის არ ხდება ჯერჯერობით, თუმცა კოსმოში ხომ დრო არ არის და ამიტომაც ეს ყველაფერი შეიძლება მოგვიანებით ახდეს!

იზასი იმიტომ მჯერა რომ არც მისტიკურ გარემოს ქმნის ხოლმე არაფერი, რო მიხვალ შეიძლება მაგ დროს მწვანილს ჭრიდეს, მაგრამ მეორე წუთში მოულოდნელად დაგიწყოს ლაპარაკი, აფერისტის ნიშნები არ აქვს ნამდვილად smile.gif))

Posted by: გრიფონი Jan 16 2012, 05:58 PM

ჰააჰ ,მატრიცაში როა ქალი წინასწარმეტყველი მაგ პონტში ყოფილა smile.gif))

Posted by: td......... Jan 16 2012, 11:37 PM

ხო რავიცი, რათქმაუნდა არსებობენ წინასწარმეტყველებიც, მკიტხავებიც და ა.შ.. ისე ჯეელობაშიო ხშირად ჩამიხედავს ყავის ჭიქაში და ხალხი შტერდებოდა, არადა არაფერი გამეგება მკითხაობისbiggrin.gifbiggrin.gif თარიღებით და ინიციალებით ვყვებოდი მომავალს.. მაგრამ რანაირად არ ვიცი. მაინც მგონია ნათელმხილველების 99% თბილისში უბრალოდ კარგი ფსიქოლოგები არიან. იზასი რა გითხრათ არ ვიცნობ..biggrin.gif

Posted by: ანა Jan 16 2012, 11:43 PM

ტრეხლებოვი გამახსენდა ვანგაზე რომ კაიფობს smile.gif)))))))))

Posted by: ანა Jan 16 2012, 11:50 PM

QUOTE
1.ინტუიცია
2.დაკვირვებლობა ნებისმიერ წვრილმანზე
3.გარშემო მისტიკური სიტუაციის შექმნა
4.ეშმაკობა
5.ნებისმიერი გზებით (წესიერი არა წესიერი ინფორმაციის შეგროვება მსხვერპლზედ)
6.ადამიანის ცრურწმენის და მის ფანტაზიების უნარის მისთვის სასარგებლოდ გამოყენება
7.ცხოვრებისეული პრაქტიკიდან ფსიქოლოგიის ცოდნა
8. ფიზიოგნომიკაზე დაკვირვების რეგულარული ჩვევის გამომუშავება
9.ძალდაუნებურად ადამიანების ინფორმატორებად გამოყენება
10.მის გარშემომყოფებზე ჰიპნოზური ზემოქმედება, ანუ ნდობაში შესვლა
11.ჩუმი თანამოაზროვნები ბიზნესში
12. ზოგიერთი ადამიანების მეამიტობის კარგად გამოყენება
13.სიტუაციებიდან, როდესაც ხვდება რომ არა სწორი მიმართულებით მოქმედებს
სწრაფი ალღოს აღება და პირველადი ჩვენებების ტექნიკურად გადაკეთება.
14. აქცენტირება იმაზე რომ ეს მან კი არა ზეციურმა ძალებმა უკარნახეს.რომ ის
მხოლოდ გამტარია და თქვენსა და ზეციურ ძალებს შორის.
15. მსხვერპლის ყურადღების გაფანტვის ტექნიკური უნარების გამომუშავება
16. ემოციური და პრობლემების მქონე ადამიანების დაბოლება და შემდგომი მათი
გამოყენება რეკლამისთვის (ისე,რომ რეკლამის მკეთებელი ამას ვერც ხვდება)

17. მატერიალური გასაჭირი ან ფულის სიხარბე
18.როგორც წესი ის ყოველთვის ცდილობს თუ, ჩაუარდა მომენტი დაიწყოს
საკუთარი პატიოსნების დამამტკიცებელი არგუმენტების მოყვანა
19.მხვერპლთან ურთიერთობის დათბობა და შემდგომი დაახლოება.
20.საუბრების დროს წინადადებების უკან თავის ექსტრავაგანტური ისტორიების
წარმოჩენა (რომ მას გადახდა რაღაც უცნაური, ან მოხდა რამე ავარიაში,ან იყო
ავად, ან იყო თითქმის გარდაცვლილი და მას წარმოუდგა ვიღაც ან რაღაც და იმის
შემდეგ მან აღმოაჩინა ეს უნარი საკუთარ თავში. მანამდე ის იყო ჩვეულებრივი
ადამიანი მაგრამ ამ შემთხვევის შემდგომ მან აღმიაჩინა თავის თავში
ექსტასენსური უნარი. რომ,ეხლა ის ცდილობს უმრავლეს შემთხვევაში უანგაროთ
ემსახუროს ადამიანებს.ერთი სიტყვით გახდა მამა აბრამის კრავი.

ჰა ჰა, ნუ რაღაცეებზე კიდევ ვიმუშავო რაღაცეები დავამატო და მეც შემეძლება მკითხავობა smile.gif)))) ისე ვმაიმუნოხოლმე, ზოგჯერ. სამკაულები ზედმეტი მომივდია ერთხელ და დიდი შარფიც მეკეთა, მეგობარმა მკითხავს გავხარო და ისეეე კარაგდ ვუმკითხავე, მართლა ნამდვილი მკითხავივით biggrin.gif biggrin.gif სავსებით საკმარისია ადამინების ტიპების ცნობა და ნუ ნაკითხი უდნა იყო ზოგადად.. სახალისოა და საინტერესოც. ერთხელ სადმე კარნავალზე დან ღონისძიებაზე უნდა ვიტამაშო ეგ როლი.

Posted by: ანა Jan 16 2012, 11:53 PM

ერთხელ, კურსელები ჩამოვდიოდით აკადემიიდან და მკითხავი შეგხვდა. არ მოსულა არაფერი უთქვამს საერთოდ, უბრალოდ ჩემზე და ერთ კურსელზე მიგვითიტა "თქვენ ცოლი და ქმარი! შენ ცოლი და შენ ქმარი!" smile.gif)))))))) მერე გაიარა, არაფერი უტხოვია, ერთი თვე იყო სახუმარო ტემად, მერე დაგვავაიწყდა, ხანდახან მახსენდებახოლმ,ე რაღაცნაირი მკითხავი იყო. ეტყობა ქვეცნობიერი გახსნილი იყო ისეთ მდგოამრეობაშ იყო გონება და საჭირო დროს თქვა, დამამხსოვრდა განსაკუთრებულად smile.gif ჰმმ

Posted by: earth Jan 17 2012, 12:19 AM

guduna
არ დაგიმალავ რომ ადრე მეც მაინტერესებდა მკითხაობები და მივსულვარ კიდეც სხვადასხვა მკითხავთან, თუმცა მე ყოველთვის ვაბნევდი მკითხავებს და ვერავინ ვერასოდეს ვერაფერს მეუბნებოდა biggrin.gif ხალხი ამბობდა, ვა კაცო ეს რა მითხრა ეს რაო... ისე მაგ იზასთანაც შეიძლება ვიყო ნამყოფი არ გამოვრიცხავ. ეს ყველაფერი 20 წლის წინ smile.gif გავიდა წლები და ბევრი რამ ნათელი გახდა ჩემთვის, ზემოთ რეალისტი -ის პოსტი კარგად აყალიბებს მკითხავის ბუნებას.
ვიტყვი, რომ ყველა მკითხავი ერთი არაა, მაგრამ მკითხაობა არაა კარგი. მკითხაობა ითვლება ცოდვად ქრისტიანულ რელიგიებშიც, თუმცა არვიცი თუ იძლევა ეკლესია ამ საკითხზე განმარტებას, თუ რატომაა ცოდვა რომ შენი მომავალი გაიგო.
შევეცდები აგიხსნა ეზოთერიული თვალსაზრისით რატომ არ შეიძლება მკითხაობა და თუ კარგად ვერ ავხსნი აქ ბევრი ჩვენი მეგობარი დამეხმარება smile.gif
როდესაც მკითხავი გიშლის წინ შენს მომავალს, ის ერთგვარად ასე ვთქვათ ქმნის შენს მომავალს, ასე რომ მან შეიძლება შექმნას როგორც ცუდი ასევე კარგი მომავალი და ეს ერთგვარად როგორც კოდი ისე გაიშვება და შენი წარმოსახვა პირველი ეხმარება ამის ახდენას. გახსოვდეს მთავარი მონაწილე შენ ხდები იმისა თუ რა გითხრა მკითხავმა და შენი ქვეცნობიერი ასრულებს მკითხავის ფანტაზიას.
ეს საკითხი ძალიან ფაქიზია და მისი ახსნა ორი სიტყვით ცოტა რთულია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ეზოთერულადაც მკითხაობა არაა გამართლებული.
იყო შემთხვევა, როცა მკითხავმა ჩაიხედა ჩემი ერთი ნაცნობი ქალის ჭიქაში და საშინელებაა მოსალოდნელიო თქვა, ქალი შეძრწუნდა და შეშინდა, რამდენიმე დღეში მისი შვილი ავარიაში დაიღუპა 22 წლის ბიჭი, მას შემდეგ ოჯახში თეთრი ფერი გაქრა.
არსებობს უდიდესი ალბათობა, რომ ის უბედური შემთხვევა გამოწვეულ იქნა მკითხაობით. და მოხდა უბედური შემთხვევა მხოლოდ და მხოლოდ რახან მოხდა ცრუ წინასწართქმა.
ადამიანის ქვეცნობიერი უდიდესი ძალისაა და ამიტომაც შენ ჯობია შენთვითონ შექმნა შენი მომავალი, რადგან მკითხავის შექმნილი შეიძლება არ მოგეწონოს და ქვეცნობიერი ამუშავდება, რომ შეასრულოს ის რაც ალბათ არ გინდა.

Posted by: guduna Jan 17 2012, 03:53 PM

ციტატა(earth @ Jan 17 2012, 12:19 AM) *

ამაშიიი სავსებიით გეთანხმები მეგოობაროო.. ეს მეც ვიცი დაჟე წიგნი მაქვს წაკითხული ორი ტომია მკითხავის ხელოვნება ასე ქვია ძალიან ძველი წიგნია მაგრამ არსებობენ კიდეც კარგი მიითხავებიი რაც შეხება იზამ მე ისმითხრა რაც მინდოდა ცუდი არაფერი მითხრ გმერთმა ქნას ის რაც მითხრა ჩემა ქვეცნობიერმა გაითავისოს და ისე მოხდეს ამშემთხვევაში მაშინ თქვენ წინაშე მომავალი ვარსკვლავია)))

მე მყავს მეგობარი რომელსაც უთხრა ძალიან კარგი რაღაცები და არაუხდა.. მაგრამ ეგრეც არარის ადმაიანი რომ გეტყვის რომ ესე იქნება ამისთვის რაღაც მაინც უნდ აგაკეთო ჩემი აზრით იმიტომ რომ ესე ციდადნნ არც პოპულარობა არც ფული არმოდის ..

მე ძლიერი პსიკოლოგია მაქვს შეიძლება მომეწონა მაგრამ მე ამისთვის რაც მინდა ძალიან ბევრს ვაკეთებ და კიდევ ბევრს გავაკეთებ მარტო იზას სიტყვები არუშველის ამსაქმეს ვერდავჯდები რადგან იზამ თქვა რო ესე იქნებაო დ ავერდაველოდები პეხი პეხზე გადადებული ეგრე არაფერი ხდება მთავარია მიზანი და ამიზნისთვის რას გაკეთებბბ..

რეალისტმა ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბა თავისი პოსტიი smile.gif) შევისწავლოთ და გავედით პულის საშოვნელად : )) ჯიხურები დავდგათ

Posted by: zura2 Jan 17 2012, 04:34 PM

ფორერის ეფექტი

Posted by: serafita Feb 22 2012, 02:33 AM

მე უფრო მეგობრებს გავყოლილვარ მკითხავთან, როგორც დავაკვირდი, ადამიანები რეაგირებენ მკითხავის ბოდვაზე, პასუხობენ, კითხვას უსვამენ და მკითხავიტავისებურად ფსიქოლოგიცაა, ხვდება საითკენ უნდა წაიყვანოს საუბარი, მე შევდიოდი ნეიტრალური სახით და ვერაფერს მეუბნებოდნენ,უფრო სწორედ რეაწციას, რომ ვერ ხედავდნენ არ იცოდნენ საითკენ წაეყვანათ ბოდიალი. მოკლედ, მკითხავები, გამოირჩევიან დაბალი ინტელექტით,პრიმიტიული ადამიანები არიან. არაფერი არ იციან, არიან აფერისტები, თვით კაკულიას ჩათვლით. არ შეიძლება არც ქრისტიანულად და არც ეზოთერულად მკითხავის მოსმენა, რადგან ადამიანს მომავალში აქვს ბედის უამრავი ვარიანტი, მიკითხავი რასაც იღებს , ის შეიძლებასულაც არაა მისაღები, მაგრამ რაკი ითქმება, რეციპიენთმაც თუ ირწმუნა, ის იწყებს რეალიზებას.ტანაც ადამიანი, რომელიც ფულის შოვნის წყაროდ თაღლითობას და სხვისი ბედით თამაშს ირჩევს....არ არის მისაღები.

Posted by: Zeus Apr 8 2012, 10:50 AM

ეს მკითხავები,აფერისტი შერლოქ ჰოლმსები არიან biggrin.gif

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)