IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  « < 2 3 4 5 >  
Reply to this topicStart new topic
> სიყვარული, როგორც მარადიული თემა, «Пребывающий и творящий в любви – пре
ირმა
post Nov 14 2008, 10:35 PM
Post #61


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Shou @ Nov 14 2008, 05:22 PM) *
ჩემი აზრით დიდი სხვაობაა სიყვარულსა და შეყვარებას შორის. შეიძლება მთელი სამყარო გიყვარდეს მაგრამ შეყვარებული შეიძლება მხოლოდ ერთ ადამიანში იყო. შეყვარება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ეს საჩუქარია და არავინ იცის ვის როდის გამოგვეცლება მიწა ფეხქვეშ.

მე პირადად ასე წარმომიდგენია, ადამიანი ინსტრუმენტია შეყვარებისათვის შექმნილი. აი, როგორც ვიოლინოა იმისათვის შექმნილი რომ მასზე დაუკრან. ადამიანშიც ყველაფერია ჩადებული სიყვარულისათვის, აი ზუსტად ამისათვის არის ასე მოწყობილი და საცოდაობაა არ შეიყვაროს, თუნდაც ერთხელ (თუმცა სიმართლე გითხრა ეს ერთხელ რაღაც მეცოტავება:-).

შეყვარება ჩემთვის ერთადერთი სწორი ფორმაა სამყაროს შეცნობისა და ერთი წამით მაინც რომ ვიფიქრო რომ ეს უნარი არ მაქვს, ალბათ მაშინვე უნდა შევწყვიტო სუნთქვა და მოვითხოვო სასწრაფოდ ჩამფლან მიწაში რადგან მოსიარულე გვამებითაა ისედაც სავსე სამყარო:-)

გეთანხმები Shou. ძალიან ლამაზად ჩამოაყალიბე, – უსიყვარულოდ სიცოცხლე მართლა აზრს დაჰკარგავდა.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Nov 15 2008, 03:39 AM
Post #62


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარული სრულყოფილებაა, იმიტომ რომ ტკივილი და სიხარული თანაბრადაა მასში ერთდროულად მოცემული.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Shou
post Nov 26 2008, 11:07 AM
Post #63


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 868
Joined: 19-June 08
From: Tbilisi
Member No.: 2,617

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"გიყვარდეს ადამიანი - ნიშნავს დაინახო ისეთი, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა"...
გრიგოლ რობაქიძე

მადლობა თეო, ძალიან მომეწონა.

მგონია რომ სიყვარულში ”მე”-ს კი არ ვივიწყებთ არამედ ვიძენთ. ანუ ჩვენს შიგნით მთელი უდაბნოა და მარტო გვიჭირს იქ ხეტიალი სიბნელეში. თუ გიყვარს, თუ გხედავს, მაშინ შენს შიგნით სინათლე იღვრება და აღარ გეშინია საკუთარი უსასრულობის ან სიცარიელის როგორც ზოგჯერ ვეძახით ხოლმე. ადამიანი, საკუთარ თავთან მარტო, უსიყვარულოდ, ეს იგივე ღმერთია, ღმერთი ყოვლისშემძლე და საოცარი რომლის განსაკუთრებულობასაც აზრი ეკარგება თუ ის (განსაკუთრებულება) ვინმესთვის არაა, ვერავინ ხედავს და ვერავინ გრძნობს. ღმერთი, ეს უსაზღვრო მარტოობა იყო ალბათ და ადამიანიც ამ მარტოობის სევდით შექმნა. მხოლოდ სიყვარულში ახერხებს იგი, შემოქმედის დარად და ხატად შექმნილი, ამ მარტოობის განათებას. შენ შეიძლება მოახდინო წიაღსვლა, სიბნელეში აფათურო ხელები, შეიქმნა ილუზიები თუ რა და როგორ, მაგრამ თუ არ შეგიყვარდა, თუ არ დაგინახეს შეყვარებული თვალებით მაშინ ის რაც გაქვს, ეს შენი ფათური, შენი უმიზნო ძიება, შენს მიერ შექმნილი წარმოდგენები, ყველაფერი ფერფლია, ამაოება რომელსაც ქარი გაფანტავს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ჩვენი მოლოდინი და იმედი, ეს ღმერთის დიდი სევდის შეცნობაა, ჩვენი სიყავრული ეს ღმერთის დიდი საჩუქარი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
blanca
post Nov 26 2008, 06:45 PM
Post #64


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 760
Joined: 8-March 08
Member No.: 457

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლამაზად თქვი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 26 2008, 09:46 PM
Post #65


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლა ძალიან ლამაზი სიტყვებია.


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Jan 10 2009, 05:41 PM
Post #66


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება. ლ ო ბ ე რ გ ე რ ი

სიყვარული ვარდს ეძებს, ეჭვი კი ეკალს.
ვ ე ბ ე რ ი

პირველი სიყვარული თავის დღეში არ არის ხოლმე უკანასკნელი, ხოლო უკანასკნელი კი ხშირად პირველია.
barbaros

შეყვარებულთ ერთმანეთთან საუბარი არასოდეს არ მოსწყინდებათ, რადგან თავის თავზე ლაპარაკობენ.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.

მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას.


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kaspar Hausser
post Feb 24 2009, 07:28 PM
Post #67


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
• თუ ღმერთი გიყვარს, აუცილებლად უნდა გიყვარდეს მისი ხატიც - ადამიანი.



არ ვეთანხმები....


--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Feb 26 2009, 01:09 AM
Post #68


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,939
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ღმერთის სიყვარული 70 პროცენტი, ილუზია და თავის მოტყუებაა.. (ეგრე მგონია, შეიძლება ვცდები)
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Mar 13 2009, 08:49 AM
Post #69


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Александр Пушкин

ПРИЗНАНИЕ

Я вас люблю, - хоть я бешусь,
Хоть это труд и стыд напрасный,
И в этой глупости несчастной
У ваших ног я признаюсь!
Мне не к лицу и не по летам...
Пора, пора мне быть умней!
Но узнаю по всем приметам
Болезнь любви в душе моей:
Без вас мне скучно, - я зеваю;
При вас мне грустно, - я терплю;
И, мочи нет, сказать желаю,
Мой ангел, как я вас люблю!
Когда я слышу из гостиной
Ваш легкий шаг, иль платья шум,
Иль голос девственный, невинный,
Я вдруг теряю весь свой ум.
Вы улыбнетесь, - мне отрада;
Вы отвернетесь, - мне тоска;
За день мучения - награда
Мне ваша бледная рука.
Когда за пяльцами прилежно
Сидите вы, склонясь небрежно,
Глаза и кудри опустя, -
Я в умиленьи, молча, нежно
Любуюсь вами, как дитя!..
Сказать ли вам мое несчастье,
Мою ревнивую печаль,
Когда гулять, порой в ненастье.
Вы собираетеся в даль?
И ваши слезы в одиночку,
И речи в уголку вдвоем,
И путешествия в Опочку,
И фортепьяно вечерком?..
Алина! сжальтесь надо мною.
Не смею требовать любви.
Быть может, за грехи мои,
Мой ангел, я любви не стою!
Но притворитесь! Этот взгляд
Всё может выразить так чудно!
Ах, обмануть меня не трудно!..
Я сам обманываться рад!


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
TeO
post Mar 13 2009, 08:53 AM
Post #70


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 4,761
Joined: 25-March 07
From: დედამიწა
Member No.: 17

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარულმა მე კი არა, გადარია პუშკინი biggrin.gif biggrin.gif


--------------------
მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე

The Secret To You!

Слова только мешают понимать друг друга.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_14
post Mar 17 2009, 06:50 PM
Post #71


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 193
Joined: 13-March 09
From: tbilisi,tbilisi...
Member No.: 5,929

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სტენდალი
სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.

დინ-რიდი
სიყვარული დიდი ძალაა, რომელსაც დიდი გამოყენება უნდა, თუ მხოლოდ შენს გულს აქცევ უძირო მორევად და შიგ იცურებ, არაფერი გამოვა. ვინც გიყვარს იმის გულს უნდა დაუახლოვედე, იქ იპოვო ადგილი. სიყვარულით წრთობილ გულზე უმტკიცესი არაფერია ამ ქვეყანაზე...

გრინი
გიყვარდეს ვინმე ისე, რომ მის გამო სიკვდილი შეგეძლოს, თუნდაც მისი სახის ნაკვთები არც კი გენახოს და არც მისი ხმა გაგეგონოს - აი ეს არის ქრისტიანობა.
.....
ყოველ სიყვარულს მარადიულობა სწყურია და სწორედ ეს არის სიყვარულის მარადიული წამება..
.....
თუ ოდესმე იგრძნობ რომ გეტირება, დამირეკე - ვერ შეგპირდები რომ გავაცინებ, მაგრამ გპირდები რომ ერთად ვიტირებთ...
.....
ბედნიერებას მეტოქედ დიდი, ეჭვიანი თვალები ყავს. არავის დაანახო შენი ბედნიერება, მით უფრო მათ ვისაც აკლია ასეთი რამ...
.....
სანამ ცრემლის დასაღვრელად გამიმეტებდე, ცრემლი აწონე, რა ვქნა ცრემლზე მძიმე ამ ქვეყანაზე არაფერია...

ანაკრეოტი
სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.

ალფრედ კამიუ
სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს

ლობერგერი
სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა", მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.
.....
სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.

უილიამ შექსპირი
სიყვარული - ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება მისი ბედი მისი

ვაჟა-ფშაველა
სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა.

ჰალმი
სიყვარული რაა ბრძენო? - ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
"ორი სული - ერთი ფიქრი, ორი გული - ერთი ფეთქვა.
ბალზაკი
სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ
.....
სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.

სტენდალი
სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.

სერვანტესი
სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე - სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები - მარგალიტებად.

გრიფიუსი
სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ - არ ცნობს ბატონებს

ვიქტორ ჰიუგო
თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არ ჰყვარებია

ანდაზა
ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია.

ანდაზა
სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.

ჰ.იბსენი
სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი.

ლაროშფუკო
სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის

გოეთე
სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი

ა.ბლოკი
მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას

ვ.ჰიუგო
ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ

მ.გორკი
სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა - ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს.


რომენ როლანი
არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს.

უილიამ შექსპირი
ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით.

ანდაზა
ვისაც ვინ უყვარს, იმისი ლამაზი ის არისო.

თეოკრიტე
შეყვარებულს ხშირად მახინჯიც ლამაზი ჰგონია

პეტრარკა
ვისაც შეუძლია გამოთქვას, თუ როგორ იწვის, მას სუსტი ცეცხლი მოსდებია

ლოპე დე ვეგა
როცა გვიყვარს, მხედველობას ვკარგავთ.

ანდაზა
სიყვარულის ჭრილობას მარტო ის მოგიშუშებს, ვინც დაგჭრაო.


რუკერტი
სიყვარულისთვის დაბრკოლება ისეთი რამ არის, რაც ალისთვის - ქარი

შექსპირი
ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.

დენი დიდრო
სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც ის აქვს, და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია.


რაც გახაზული ის ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ საკუტარ თავზე გამოვცადე, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ wink.gif


Go to the top of the page
 
+Quote Post
serafinapekkala
post Nov 3 2009, 02:00 PM
Post #72


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 359
Joined: 2-November 09
From: თბილისი
Member No.: 6,059

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ძველი თემაა და რამდენი ხანია აღარავის დაუპოსტავს თურმე აქ smile.gif ძალიან რთულია ადამიანი გიყვარდეს ისე რასაც ჭეშმარიტი და უანგარო სიყვარული ქვია. ძალიან კარგად უნდა იცნობდე საკუთარ თავს, პირველ რიგში და მერ სხვაში უნდა გიყვარდეს ის რაც მართლა მისია, როგორიც სინამდვილეში არის და არა შენ როგორსაც ხედავ, ანდა გინდა რომ იყოს. რთულია, მოკლედ smile.gif ვისაც ასეთი სიყვარული გამოუცდია ალბათ ძალიან ბედნიერია smile.gif


--------------------
A si duarth u ortho... U or le a U or nin
Go to the top of the page
 
+Quote Post
Emigranti
post Nov 28 2009, 12:18 AM
Post #73


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,002
Joined: 24-October 09
From: Austria
Member No.: 6,057

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გოდერძი ჩოხელის ვერსია:


გოდერძი ჩოხელი
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ

1
- უკაცრავად. თქვენი სახელი?

- გოჩა.

- გვარი?

- ჩიფიკაშვილი.

- რამდენი წლისა ხარ, გოჩა?

- თექვსმეტის.

- შეყვარებული თუ გყავს?

- შეყვარებული?

- ჰო, რა იყო, რაზე გეცინება?

- რავი აბაა!

- რა ჰქვია?

- ვის?

- შენს შეყვარებულს.

- არ ვიცი.

- როგორ, სახელი არ იცი?

- არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან.

- როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული?

- რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

2
- მართა პირველი.

- ოჰო! რა ლამაზი სახელი და გვარი გაქვთ!

- მართლაა!

- ძალიან მომწონს.

- უი, დიდი მადლობა.

- მართა, შეიძლება სიყვარულის შესახებ რამდენიმე კითხვა მოგცეთ, ხომ არ გაბრაზდებით?

- უი, როგორ გეკადრებათ, პირიქით, მე ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი.

- რახან ასეა, მაშინ გულახდილად მითხარით, გიყვართ ვინმე?

- არა, მე გათხოვილი ვარ!

3
- თქვენი სახელი?

- ჩემი?!

- დიახ.

- კოლა, ნიკოლოზი, ისე ნიკიფორეს მეძახიან.

- თქვენ რომელი გირჩევნიათ?

- მეე, ნიკო.

- რა გვარი ბრძანდებით?

- ჩუქურთმიშვილი, ნიკიფორე ჩუქურთმიშვილი.

- ცოლ-შვილი გყავთ?

- პირველი ცოლისგან ერთი ბიჭი, ახლა ჯარშია, წერილს ველოდები, მეორისაგან ქალ-ბიჭნი, უმცროსი მერვეშია, უფროსი მეათეში, გოგო სჯობია სწავლითა, ბიჭი ყალთაბანდობს, არა უშავრა კია. . . ბიჭი ეგეთი სჯობია, გამაიჯეკება ყველა საქმეშია, მეც ეგრე არ ვიყავი, რო? მესამე ცოლი კიდევ უშვილო გამამადგა, მაგრამ რას იზამ, ვერ გააგდებ და ვერაფერი, ისეთი ძმები ჰყავ, რომა კაცი მჭამლები.

- რას იტყვით, რა არის სიყვარული?

- არ გაგიგონიაა, შიში შაიქმს სიყვარულსაო, ასპროცენტიანი ეგრეა; რა ვქნა უშვილო გამამადგა, მაგრამ ისეთი ძმები ჰყვა რო პირდაპირ კაციმჭამლები, მიყორს მა რა ვქნა, თავზეით რო ძალა აღარ არის, რას იზამ?

- შვილების სიყვარულზე რას იტყვით?

- აი, იმათ ენაცვალოთ მამა, აგრეე!

- ხომ ნახულობ?

- არა, ალიმენტ უგზავნი.

4
- რომელ კლასში ხარ ლადო?

- მეოთხეებში გადავდივარ.

- რა ნიშნები გყავს?

- რავიიი!

- შენმა კლასელმა გოგომ მითხრა ორებს ღებულობსო, მართლა?

- ორებს კი არა, ისაა.

- მაშ, რა ნიშნები გყავს?

- ხუთები, ოთხები და ალაგ-ალაგ სამები.

- რა გვარი ხარ?

- წიკლაური.

- შეყვარებული ხომ გყავს?

- შეყვარებული არა, ისაა!

- მე რომ მითხრეს ჰყავსო?

- არაფერიც.

- შენი კლასელია?

- ვინა?

- ის გოგო, შენ რომ გიყვარს.

- არავინაც არ მიყვარს.

- მე რომ მითხრეს?

- რა გითხრეს?

- ლადოს ის გოგო უყვარს, კლასში მის უკან რომ ზისო.

- უკან კი არა, წინ ზის – წამოსცდა ლადოს და სირცხვილისაგან აწითლებულმა თავი დახარა.

5
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
- მე რა უნდა გითხრათ სიყვარულზე, ეგ ასაკი უკვე გავიარე.

- რა ასაკი.

- აი, კაცს რომ ჰგონია, სიყვარული მართლა რომ არსებობს.

- თქვენ გინდათ თქვათ რომ. . .

- დიახ, დიახ, ადრეც მეგონა, რომ არსებობდა, მაგრამ თურმე ეს ყველაფერი ბავშვობის ილუზიები იყო.

- მერე როგორ მიხვდით, რომ არ არსებობს?

- სულ უბრალოდ. სკოლა რომ დავამთავრეთ, დავშორდით. მე ინსტიტუტში გავაგრძელე სწავლა, ის ჯარში წავიდა.

- მერე?

- მერე ჩემს თანაკურსელზე გავთხოვდი.

- რატომ, არ გიყვარდათ?

- ჰმ, შენ რა ჩემი ქმარივით ლაპარაკობ?

- მაინც?

- გიყვარს, არ გიყვარს, გიყვარვარ, არ გიყვარვარ, რა შუაშია აქ სიტყვები, მთავარია ელემენტარული გაგება, ხომ?

- მაინც რაში გამოიხატება ეს ელემენტარული გაგება?

- მე მგონი ბევრ რამეში, თუნდაც იმაში, რომ არ უნდა მთხოვდეს ანგარიშებს, სად ვიყავი, რატომ დავიგვიანე, ეს ხომ წვრილმანია, არა?

- გააჩნია, რა შემთხვევაში.

- ხომ გითხარი?

- რა მითხარით?

- ჩემი ყოფილი ქმარივით ლაპარაკობთ-მეთქი.

- შერიგებას არ აპირებთ?

- ვისთან, იმასთან?!

- უკაცრავად.

- არაფერზე.

- და კიდევ ერთი კითხვა: ის ბიჭი რომ შეგხვდეს და ძველი სიყვარულის გაახლება შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ვისზე ამბობთ?

- თქვენს თანაკლასელზე, მე მგონი აქამდე ცამოვიდოდა ჯარიდან.

- ააა, გოჩაზე ამბობთ? ის შემხვდა კიდეც, რომ გაიგო ქმართან გაცილებული ვიყავი, ასეო, ისეო, უშენოდ არ შემიძლიაო.

- მერე რა უთხარით?

- ვიფიქრებ მეთქი. იმ დღეს იანვრის ოცდაცხრა რიცხვი იყო, დავთქვით, თებერვლის ოცდაცხრაში შევხვედროდით ერთმანეთს და მაშინ ვეტყოდი ჩემს პასუხს. მისამართი განგებ არ მივეცი, იმან ძველი მისამართი იცოდა, ჩვენ კი საცხოვრებლად სხვაგან გადავედით. მოკლედ თუკი ვინმე საერთო ნაცნობი გვყავდა და ჩემი ახალი მისამართი იცოდა, ყველა გავაფრთხილე, არ ეთქვათ მისთვის ჩემი ახალი მისამართი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მაინტერესებდა, ადრე მართლა მიყვარდა თუ არა. თუ მართლა მიყვარდა, ხომ ვერ გავძლებდი და თებერვლის ოცდაცხრაში დათქმულ ადგილზე შევხვდებოდი. არ მინდოდა შევხვედროდი მანმადე, გაიგე? ჩემს თავს ვამოწმებდი.

- მერე რა გაარკვიეთ?

- თებერვალი ოცდაცხრით კი არა ოცდარვით იყო.

- და ვეღარ შეხვდით?

- მე ოცდარვაშიც მივედი და პირველ მარტსაც.

- არ მოვიდა?

- ამას წინათ ისევ შემთხვევით შემხვდა და იცი, რა მითხრა? მაპატიე, ოცდაცხრა თებერვალს ისეთი საქმე მქონდა ვერაფრით ვერ მოვახერხე მოსვლაო. მაშინ მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ბავშვობა იყო.

- და აღარ გჯერათ?

- არავითარ შემთხვევაში.

- და მაინც როგორ სიყვარულს ისურვებდით?

- რაღა თქმა უნდა, ურთიერთგაგება რომ იყოს, ისეთს.

6
- ბებოო?

- რაო, შვილო?

- სიყვარული რა არის?

- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!

7
- ჩემი სახელია აპოლონი.

- გვარი?

- მღებრიშვილი.

- სად მუშაობთ?

- იქ.

- სად იქ?

- ნუ, რა საჭიროა?

- შემთხვევა რო იყოს, სიყვარულის გულისათვის თუ დასთმობდით სიცოცხლეს?

- ვინა? მეეე ქალის გულისათვის, კაცო?! სიყვარული რაღა არის, რომ მისი გულისათვის სიცოცხლე გაწიროს კაცმა.

8
- ეხლანდელები ქაა?! ეხლანდელები აღარც სირცხვილს დაგიდევენ და აღარც ნამუსსა, გვიყვარსო! აეტუზებიან ერთმანეთსა და ჰპროშნიან. ზედაც არ გიყურებენ, გინდა ყოფილხარ იქა გინდა არა, გვიყვარსო! მერეე ქაა?! ეხლანდელი ცოლ-ქმარი რო დადიან, ეგრე დავდიოდით ჩვენა? ჩვენ კი არ გვიყვარდა ერთმანეთი?! თუ მაგათ სწავლა რომ აქ, სხვანაირი სიყვარული იციან? ჩემ ქმარს რო დავინახავდი, იგრე შამაზრიალებდა ტანში, როგორც რო რა? მაგრამა რას შავიმჩნევდი, სახელი რა არის, სახელითაც ვერ მივმართავდი ხალხშია, მრცხვენოდა. ისრე წავიდა შავ მიწაშია, მე იმისთვი თვალი არ გამიყრია თვალშია. ახლანდელები? ლამის არის, თვალებით დაჭამონ ერთმანეთი.

არა, ქაა! მე მაგნაირი სიყვარული არ მწამს.

არ მწამს და მამკალ, აჰა!

9
მეცხრე და ბოლო კითხვა, თუმცა ბოლო რატომ? განა წინა პასუხებიდან რამე გაირკვა? სიყვარულის რაობისათვის ხომ იმდენივე კითხვა შეიძლება დაისვას, რამდენი ადამიანიც არის ქვეყანაზე. ალბათ ყველა პასუხი მართალი იქნება შეკითხვაზე, თუ რა არის სიყვარული. მართალი იქნება იმიტომ, რომ ყველა თავისებურად ხედავს მას, მაგრამ საბოლოოდ მაინც გაურკვეველი დარჩება, რადგან თვითონ ცვალებადი და გაურკვეველი ბუნებისაა სიყვარული.

ასე არ არის, მკითხველო?

სცადეთ, ყველამ საკუთარი პასუხი გასცეთ ამ შეკითხვას:

- მაინც რა არის სიყვარული, როგორი ბუნებისაა იგი და ისურვებდით თუ არა არსებობას მის გარეშე?

ამით მარადიულად გაგრძელდება ჩვენი მოთხრობა, რომელიც ვერასოდეს ცასწვდება მის ბუნებას.

და თუ ვინმე მაინც ჯიუტად შემოგიბრუნებთ კითხვას:

- დამიმტკიცეთ, რომ არსებობს სიყვარული.

ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: სიყვარული ისეთ ბუნებისაა, დამტკიცებას არ საჭიროებს, იგი თვითონ მტკიცდება იქ, სადაც ფეხს დაადგამს!

წყარო


--------------------
სხვებში ის გვაღიზიანებს, რაც ჩვენში ძალიან ბევრია.

პესიმიზმიც ეგოიზმია.

«Терпи казак, атаманом будешь!» - უკრაინული ანდაზა

ZetaTalk-ის რუსული ვერსია
Go to the top of the page
 
+Quote Post
ირმა
post Nov 28 2009, 09:16 AM
Post #74


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: :))))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Emigranti
QUOTE(Emigranti @ 28th November 2009 - 01:18 AM) *
გოდერძი ჩოხელი
ცხრა შეკითხვა სიყვარულის შესახებ


ძალიან მომეწონა smile.gif


--------------------
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,–
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

Go to the top of the page
 
+Quote Post
miss
post Nov 28 2009, 03:20 PM
Post #75


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 77
Joined: 13-November 09
Member No.: 6,071

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ერთხელ ვიბადებით, ერთხელ გვიყვარდება, ერთხელ ვკვდებით sad.gif


--------------------
ალოო , ფორუმია?:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
miss
post Nov 28 2009, 03:30 PM
Post #76


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 77
Joined: 13-November 09
Member No.: 6,071

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს უნდა წაიკითხო
1.ra unda gvaxsovdes: is vinc fiqrobs,rom sxvebis gareSe SeuZlia cxovreba Zalian cdeba,magram ufro cdeba is ,visac hgonia rom mis gareSe ver iarsebeben!
2." ar daijero! da Tu daijere, mas ar daajero rom daijere! "
3."cxovrebaSi rac ar unda didi gaxde,gaxsovdes Sen patara Daibade!
4.nurasodes esvri talaxs sxvas, SeZleba ver moaxvedroxelebi ki talaxiani gadrCes!!!
5.xelebi ki talaxiani gadrCes!!!
6.gjerodes sakuTari Tavis.pativi eci mowinaaRmdeges da arasodes ipiqro rom igi Senze Zlieria. (roberto bajo)
7.siyvaruli oms hgavs:iolia daiwyo,Znelia daamTavro da SeuZlebeli-daiviwyo
8.dro saukeTeso maswvlebelia, magram samwuxarod Tavadve xocavs Tavis moswavleebs!
9.qali Zlieria maSin roca vinmes uyvars da yvelaze sustia, roca Tavadaa Seyvarebuli!
10.qali erTaderTi dausrulebeli arsebaa,romlis dasruleba RmerTma kacs miando
11.visac ar stkenia is sixaruls ver daafasebs vinc ar momkvdara man sicocxlis fasi ar icis
siyvaruli im adamianebsac ki akeTilSobilebs vinc bunebam am TvisebiT ar daajildova


--------------------
ალოო , ფორუმია?:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
miss
post Nov 28 2009, 03:39 PM
Post #77


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 77
Joined: 13-November 09
Member No.: 6,071

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სიყვარული - ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ.
ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ

სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.
მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი

რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.


--------------------
ალოო , ფორუმია?:D
Go to the top of the page
 
+Quote Post
ინა
post Apr 15 2010, 09:08 PM
Post #78


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 719
Joined: 24-December 09
Member No.: 6,100

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"ზრუნვა უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ უშედეგოა
პასუხისმგებლობა უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ სიფრთხილეა
სამართლიანობა უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ გულქვაობაა
სიჭკვიანე უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ ეშმაკობაა
მეგობრობა უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ მლიქვნელობაა
წესრიგი უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ მეწვრილმანეობაა
პატივი უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ ქედმაღლობაა
ქონება უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ სიხარბეა
რელიგია უ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ო დ ფანატიზმია

იზრდება სიყვარული რწმენით."
იოჰან სებასტიან ბახი. smile.gif

სიყვარულით ეზოთერიკებს
JC_cupidgirl.gif
rose-178.gif


--------------------
რატომ დაადეთ ბანი ჩემს მეგობრებს?
თუ გირევდით მე ამ ფორუმს ჩემთვის დაგედოთ მარტო.
ახსენით ბანი ჩემს მეგობრებს.
მათ არაფერი დაუშავებიათ აქ და არც მე დამიშავებია!
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Apr 16 2010, 04:58 PM
Post #79


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Откройте свои сердца Любви, и вы измените мир rose-178.gif JC_cupidgirl.gif

1. Из всех Божественных качеств качество Любви является наибольшим. Стремление к любви, желание любить и быть любимым присуще всем живым существам.

2. И именно из-за нарушения Божественного Закона, вследствие злоупотребления свободной волей во времена древней Лемурии и Атлантиды, именно в это главнейшее качество внесены наибольшие искажения.

3. Если бы нам удалось восстановить это качество во всей своей полноте в душах всего лишь нескольких человек, находящихся в воплощении, мы очень быстро распространили бы это качество по всему миру.

4. Любовь - это качество, против которого невозможно устоять. Это то, что дает мгновенный сонастрой с Божественной Реальностью.

5. Очень часто это качество смешивают с половым инстинктом. Отсюда всевозможные сексуальные извращения. Способность человека к творчеству проявляется посредством проявления творческой мощи через Любовь. И та же самая творческая мощь, которая участвует при зачатии детей, лежит в основе всего, что человек создает в своей жизни.

6. Человек в своей основе подобен Богу. И основное качество Бога – это Любовь. Поэтому человек не может не творить.

7. А творческая мощь проявляется ровно настолько, насколько она не ограничивается блоками анти-любви, внедренными в сознание человека извне и поддерживаемыми его несовершенным сознанием изнутри.

8. Совершенное Пламя Любви поступает в этот мир через ваше Я ЕСМЬ Присутствие. Но на пути этого потока Любви встают фильтры из ваших несовершенных мыслей и чувств. И поток искажается.

9. Вы проявляете качество Божественной Любви постоянно. Вы не можете не проявлять это качество, так как оно присуще всему творению. Но вам следует просто прочистить фильтры вашего сознания, вашего восприятия Божественной Реальности.

10. Откройте свои сердца Любви, Божественной Любви и вы измените этот мир.


--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post
მზეონა...
post Apr 17 2010, 09:48 PM
Post #80


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,669
Joined: 9-January 10
Member No.: 6,114

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Нет силам анти-любви

1. Нет силы в этом мире, которая была бы более мощной, чем Любовь. Поэтому те силы, которые приняли решение отделить себя от Бога, прежде всего паразитируют на искажениях качества Божественной Любви.

2. Вся индустрия секса, порнографии, стереотипы взаимоотношений между полами, пропагандируемые и тиражируемые средствами массовой информации, направлены именно на то, чтобы удерживать вас от проявления Божественной Любви.

3. Кажется безобидным, если вы посмотрите фильм, культивирующий ваше стремление удовлетворить половой инстинкт. Кажется безобидным смотреть на обнаженное женское тело, рекламирующее предметы никак не нужные вам для вашего духовного продвижения. Но в вашем сознании поселяется ненависть к Божественной Любви. Вы добровольно укрепляете фильтры, вмурованные в ваше сознание и препятствующие вам проявлять качество истинной Любви в вашей жизни.

4. Настолько большая разница, различие существует между изначальным Божественным проявлением Любви и тем пониманием любви, которое прочно вошло со времен этих павших цивилизаций, что даже трудно привести сравнение. Это как жизнь и смерть.
5. Одно из качеств святых – способность получать нектар Божественной Благодати в свое сердце. Нет никакого удовольствия в этом физическом мире, которое можно было бы сравнить с получением Благодати Господней.

6. Только чистые сердца способны получать эту Благодать. Поток Божественной энергии, поток Божественной Любви проходит по всем вашим телам, лаская вас. Вы ощущаете экстаз в каждой чакре, в каждом энергетическом центре.

7. Самое лучшее сексуальное удовлетворение, которое вы могли бы получить в физической жизни, невозможно сравнить с этим переживанием Благодати, посланной вам Богом.

8. Задумайтесь, так ли безобидно для вас, если вы смотрите порнографические фильмы, допускаете сквернословие, присутствуете в обществе людей, допускающих грязные мысли и поступки в отношении женщин и взаимоотношения полов. Каждая такая отрицательная вибрация способствует вашему отделению от качества Божественной Любви.

9. Созерцайте цветы, природу, улыбку детей. Постоянно оберегайте вашу любовь от любых проявлений анти-любви.

10. Оберегайте ваших близких, ваших детей. От того представления, которое получит новое поколение о Любви, зависит будущее вашей планеты.



--------------------
Учитесь радоваться без алкоголя, мечтать без наркотиков, общаться без интернета и нервничать без сигареты..

„მზე შინა და მზე გარეთა, მზევ შინ შემოდიო.."
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  « < 2 3 4 5 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 4th June 2024 - 04:41 PM