Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ბიბლიოთეკა _ მედიტაციის არსი და მეთოდი

Posted by: Atm@n Nov 7 2014, 09:59 PM

გადმოსაწერი ლინკი:

http://bin.ge/dl/147387/---------------------------------------------------------------------.docx.html

Posted by: ano Jan 1 2015, 03:42 AM

Atm@n
დიდი მადლობა ამ თემისთვის ძალიან მომეწონა. მთლიანი ტექსტი ბევრ ინფორმაციას შეიცავს მოკლედ უცებ ეს გადმოვაკოპირე ისე ვერც გამოვარჩევ სად უფრო საინტერესო მომენტია რომ დავაციტირო rolleyes.gif

QUOTE
ტოტალური ყურადღების ასეთი მომენტები ზრდასრულ ასაკშიც არსებობს. და ხშირად სრული კონცენტრაციის ამ მდგომარეობებს სიხარული, ყოფიერების სისავსის შეგრძნება და სიმშვიდე ახლავს თან. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სხვადასხვა დარდი და შფოთვა მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც ბოლომდე არ ვართ აწმყო მომენტში, ბოლომდე არ ვართ პროცესში, და არსებობს ადგილი კიდევ სხვა რაღაცისთვის. ხოლო როდესაც ბოლომდე აქ და ახლა ვიმყოფებით, ბოლომდე იმაში ვართ, რასაც ვაკეთებთ, ჩვენში სხვა არაფრისთვის აღარ რჩება ადგილი და უბრალოდ გახსნილნი ვართ სამყაროსადმი, გახსნილნი ვართ უფრო დიდი რეალობისადმი, ვიდრე ჩვენი მოლოდინები, გამოცდილება ან წარმოდგენებია. ხდება ხოლმე, რომ ადამიანს მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციებში შეუძლია ასეთ მდგომარეობაში შესვლა.
ამგვარად, სიტყვა „მედიტაციის“ დასავლური (ლათინური) ინტერპრეტაცია - ესაა აზრის კონცენტრაცია და ფიქრი, შეცნობა. მაგრამ არსებობს სხვა ტერმინებიც, რომლებიც მსგავს მდგომარეობებს ასახავენ, ოღონდ ცოტა სხვა კუთხით.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)