IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

5 Pages V  « < 3 4 5  
Reply to this topicStart new topic
> masonebi
I AM
post Nov 9 2011, 01:27 PM
Post #81


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 441
Joined: 27-October 10
Member No.: 6,297

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ძალიან საინტერესო სტატიას გადავაწყდი, ვფიქრობ თქვენც დაგაინტერესებთ

ამ ლინკზე 34-ე გვერდი წაიკითხეთ http://asavali.ge/asdas1_2006/2011-45/21-40.PDF

მგონი რარაც ლოგიკის მარცვლის პოვნა შეიძლება smile.gif


--------------------
you can change everyfing, if you can control your mind

-----------------------------------

"ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Internet Cоnt...
post Nov 9 2011, 08:54 PM
Post #82


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 56
Joined: 9-November 11
Member No.: 6,613

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი თემაა. მოგვიანებით შემოვალ და დავწერ ჩემ აზრს
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Jan 3 2012, 09:23 PM
Post #83


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახალახან წავაწყდი ნიკოლოზ დობროლუბოვის ,,XX საუკუნის ფარული ორგანიზაციები" ანუ ,,666" (სატანის ახალი აღთქმა), წიგნი არც მეტი არც ნაკლები მასების დაშინებას ემსახურება, ანუ მასონები და მასობრივი ჯალათები ერთი და იგივეა. მოკლედ მიუხედავად გაურკვევლობაში დამტოვა


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Untitled_11
post Jan 3 2012, 09:54 PM
Post #84


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,489
Joined: 9-November 11
From: გზაზე..
Member No.: 6,612

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



"300_თა კომიტეტი" რომ წავიკითხე საჯროში, ცრემლების ღვარღავრით ჩავაბრე წიგნი და იმ დღე არარ გამიცინია smile.gif)))) თან ვერავის ვუყვებოდი. რა საყვარელი ვიყავი smile.gif))))))))


1 მილიარდი ადამიანი უნდა დარჩეს დედამიწაზეო
ერთი რელიგიაოდა საქართველოში 600 კაცი მარტოო sad.gif და სააკაშვილის ხელისუფლება ყველააზე მარტივად ატარებს მასონების მსოფლიოს გეგმასო, ასე ეწერა მგონი sad.gif


--------------------
Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
Go to the top of the page
 
+Quote Post
free man
post Jan 5 2012, 08:15 PM
Post #85


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 90
Joined: 5-January 12
From: 19
Member No.: 6,680

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ბუდა მასონი იყო , მისი სწავლება მასონურია
Go to the top of the page
 
+Quote Post
X-Man
post Feb 2 2012, 05:36 PM
Post #86


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 2-February 12
Member No.: 6,712

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



სავარაუდოდ წელსს გაიხსნება 2-4 მდე ლოჟა
Go to the top of the page
 
+Quote Post
Guru
post Feb 2 2012, 08:01 PM
Post #87


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 440
Joined: 21-October 09
From: Malta
Member No.: 6,056

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ქართველმა მასონებმა „წიწილები დაითვალეს“ და დაასკვნეს, რომ მათი რიცხვი იზრდება

როგორც თავად ამბობენ და წერენ, მასონისთვის დრო ყველაზე დიდი მეგობარი და, შეიძლება ითქვას, მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ უკვე ორი წელია, რაც საქართველოში მასონთა (თავისუფალ, ძველ და აღიარებულ ქვისმთლელთა) ჯგუფი მოქმედებს, რომელიც მიზნად ისახავს თბილისში (შემდგომ, ალბათ, სხვა ქალაქებშიც) მასონური ლოჟების გახსნასა და მათი მეშვეობით ქართული დიდი ლოჟის აღორძინებას.

ქართული მასონური ჯგუფის პირველი შეხება საზოგადოებასთან სოციალური ქსელების – „ფეისბუქისა“ (ჯგუფის სახელწოდებაა: ქართული მასონური ორდენი – მასონები საქართველოში) და ტვიტერის (twitter.com/GeoMasons) მეშვეობით მოხდა, გაიხსნა აგრეთვე ოფიციალური ბლოგი (geomasons.blogspot.com) და, რაც მთავარია, შესაძლებელია აქტიური ონლაინ კომუნიკაცია ქართული მასონური ჯგუფის ლიდერთან სოლომონ ასურელთან.

ფაქტია, რომ ორი წლის წინ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი საკმაოდ მწვავედ შეხვდა მასონთა თუნდაც ონლაინ რეჟიმში გამოჩენას, სხვები – შედარებით ინერტულად და არც თუ ისე მცირე კონტიგენტი კი საკმაოდ პოზიტიურადაც. გასული წლის განმავლობაში რამდენიმე ინტერვიუ გამოქვეყნდა ბეჭდვით და ინტერნეტის მედია საშუალებებში. ჟურნალისტებს, ძირითადად, აინტერესებდათ, თუ ვინ არის ამ წრეში და რატომ, ასევე სხვადასხვა გავრცელებული ჭორები ან რაიმე სენსაციური განცხადებები. დღეს საშუალება მოგვეცა კიდევ ერთხელ გავსაუბრებოდით სოლომონ ასურელს, გვაინტერესებდა მის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგები და ახლო მომავლის გეგმები.

–სოლომონ, თქვენდამი შეურიგებელი საზოგადოების ნაწილი კვლავაც გამოხატავს საკუთარ უკმაყოფილებას თქვენი და ჯგუფის წევრების აქტივობის გამო, თუ ამ მხრივ რაიმე შეიცვალა?

–იცით, ამ ხალხს ან უკვე მობეზრდა ნეგატიური ემოციებით თავის გადატვირთვა, ანდა მათი ნაწილი მეტ-ნაკლებად გაეცნო ჩვენს შეხედულებებსა და სტატიებს იმ თემებზე, რომლებიც მათ ასე ძალიან „ადარდებდათ“. რა თქმა უნდა, მაინც დარჩა შეურიგებელი უმცირესობა, რომელსაც, უბრალოდ, არაფრის მოსმენა, წაკითხვა და გაგება არ სურს, მათ ვიღაცამ ჩაუნერგა ან თვითონვე ჩაინერგეს რაღაც ფორმულა და დამთავრდა. განათლებული და აზრიანი ადამიანი იმას მაინც მიხვდება, რომ, ჯერ ერთი, მასონური ორდენი არ არის რელიგიური გაერთიანება და მეორეც – ის არცერთ რელიგიას არ ეწინააღმდეგება, არ ცდილობს მათ ჩანაცვლებას და არც ანტიქრისტიანულ ძალას არ წარმოადგენს.

მოგიყვანთ იმ პროგრესის მაგალითს, რაც აშკარად შეიმჩნევა: რამოდენიმე ისეთი კანდიდატი გვყავს, რომელიც აქტიური მრევლის ნაწილია, წირვასაც ესწრებიან და მორწმუნე ქრისტიანები არიან, ასევე, ზოგი იუდეველი ან მუსულმანის. მათ ესმით, რომ ჩვენ არ ვერევით მათს რელიგიურ მსოფლხედველობაში და არ შეურაცხვყოფთ მათს რწმენას, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ორდენისთვის მნიშვნელოვანია ყოველი მისი წევრის ინდივიდუალური აღმსარებლობა, მისი რწმენა უმაღლესი არსების, შემოქმედის მიმართ, რომელმაც შექმნა კოსმოსი, სამყარო, როგორიც ის არის, თითოეული ჩვენთაგანი. ერთი ბუდისტიც გვყავს, სხვათა შორის.

ისიც ფაქტია, რომ ჩვენი კანდიდატები აღარ ერიდებიან და აღარ უმალავენ ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს ჩვენს ორდენში გაწევრიანების სურვილს. ამით ისინი არამარტო იმ გარემოებას უსვამენ ხაზს, რომ მათ დასამალი არაფერი აქვთ, არამედ მაქსიმალურად ცდილობენ აუხსნან მათთვის საყვარელ ადამიანებს, თუ რა არის მასონობა და რომ ორდენს არაფერი აქვს საერთო მოარულ ჭორებთან.

მოკლედ, სიტყვა „მასონი“, სავარაუდოდ, კვლავ რჩება სალანძღავ სიტყვად, მაგრამ მას ასეთ კონტექსტში სულ უფრო ნაკლები ჩვენი თანამოქალაქე იყენებს. ეს კი უკვე პოზიტიური შედეგია.

–სოლომონ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შარშან მხოლოდ რამდენიმე ორდენის წევრი, როგორც თქვენ მათ უწოდებთ, ძმა იყო საქართველოში და კანდიდატიც არც თუ ისე ბევრი გყავდათ, რა სიტუაციაა ამ მხრივ დღეს?

–დღეს ძმების რაოდენობა გაცილებით მეტია, ეს იმითაც არის განპირობებული, რომ ბევრი ძმა, რომელიც აქამდე ჩრდილში იმყოფებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა აქ მიმდინარე აქტივობის შესახებ, შემოგვიერთდა და ჩვენი რიგები გააძლიერა. კანდიდატების რაოდენობამაც იმატა, ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი მზად არის ორდენის წევრობისათვის, ან როდესმე იქნება მზად. უბრალოდ, კომუნიკაციისა და ურთიერთობის ბალანსის მექანიზმები დაიხვეწა. დღეს ჩვენ ორმოცზე მეტი დაინტერესებული ასპირანტი გვყავს, სწორედ ახლახანს, იანვარში მიმდინარეობდა მათთან დამატებითი გასაუბრებები. მიმაჩნია, რომ მათი ნაწილი მზად არის შემდეგი ნაბიჯის გადასადგმელად. ამ ასპირანტების ნაწილი ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ დიდი პოტენციალი გააჩნია, გარკვეული ნაწილი კი ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის. მთვარია, რომ მასონური კლუბი ნამდვილად გაძლიერდა.

–მასონური კლუბი? ეს რაღაც ახალია. ლოჟა გაგვიგია, მაგრამ მასონური კლუბი რა არის?

–ვინაიდან ჩვენ, ძმები სხვადასხვა ლოჟებს მივეკუთვნებით და სამომავლოდ საქართველოში ლოჟის გახსნას ვაპირებთ, ერთიანი კოორდინირებული მოქმედებისთვის მასონური კლუბი გვჭირდებოდა. ამ კლუბში ვართ როგორც ძმები – ორდენის წევრები, ასევე კანდიდატები; როგორც ნამდვილი წევრები, ასევე დამკვირვებლები. კლუბის შეხვედრა იმართება კვირაში ერთხელ, ვსაუბრობთ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე, ვიღრმავებთ ცოდნას და ვამყარებთ მჭიდრო ურთიერთობებს. კლუბი მომავალში ერთგული და ღირსეული ორდენის წევრების, ჩვენი ძმების სამჭედლოა. აქ კანდიდატს საშუალება აქვს გაიგოს და შეიმეცნოს უფრო მეტი, ვიდრე ის ამას დამოუკიდებლად, კლუბის მიღმა მოახერხებდა. ძმებს საშუალება აქვთ უფრო აქტიურად დააკვირდნენ კანდიდატებს და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათი სამომავლო ინიცირების საკითხთან დაკავშირებით. მოკლედ, საკმაოდ აქტიური პროცესია. კლუბი ასევე საუკეთესო საშუალებაა საერთაშორისო ურთიერთბების განვითარებისათვის.

–თქვენ აღნიშნეთ, რომ ძმები, თქვენი ორდენის წევრები სხვადასხვა ლოჟებს მიეკუთვნებიან. რომელია ეს ქვეყნები?

–სხვადასხვა საპატივცემულო დიდ ლოჟებს მივეკუთვნებით, მათ შორის სომხეთის, ამერიკულ-კანადურ, მისურის, ნიუ იორკის, ავსტრიისა და სხვას. სულ მალე ჩვენი ქართველი ძმები შემოგვიერთდებიან უკრაინიდან, რუმინეთიდან, ა.შ.

–რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

–როგორც წინა ინტერვიუში მოგახსენეთ, საუბარია 2-3 ლოჟის გახსნაზე საქართველოში 2012 წლის განმავლობაში. ეს, თავის მხრივ, 2014 წლისთვის საქართველოს დიდი ლოჟის გახსნის საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე, ორი ლოჟის გახსნის საკთხი უკვე გადაწყვეტილია, ერთი სომხეთის, ხოლო მეორე ავსტრიის დიდი ლოჟების ჩრდილქვეშ იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ წლის ბოლოს კიდევ ერთი ლოჟა გაიხსნება შვეიცარიის დიადი ლოჟის დახმარებით. არ გამოვრიცხავთ 2013 წელს თბილისში გერმანულენოვანი და ინგლისურენოვანი კიდევ ორი ლოჟის გახსნას. ყველა ეს ლოჟები ხელს შეუწყობენ საქართველოს დიდი ლოჟისა და შესაბამისი სუვერენული იურისდიქციის ჩამოყალიბებას. ჩვენი კლუბი უკვე რამოდენიმე იურისდიქციაში აღიარებულია, როგორც რეგულარული მასონური გაერთიანება, სადაც შედიან პროფანებიც. ამ იურისდიქციებიდან ჩვენ მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას ვგრძნობთ და მადლიერნი ვართ მათი.

–რომელ ქვეყნებზე – იურისდიქციებზე საუბრობთ, თუ საიდუმლო არ არის?

–არა, საიდუმლო არ არის. ჩვენ აქტიურად გვიჭერს მხარს ავსტრიის დიდი ლოჟა, ასევე ხორვატიის, სლოვენიის, ჩეხეთის, უკრაინის, სლოვაკეთის, შვეიცარიის, რუმინეთის, მოლდოვას, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთს, ამერიკულ-კანადური, ბოსნია-ჰერცოგოვინას, გერმანიის (გაერთიანებული), თურქეთის და სხვა დიდი ლოჟები.

–თქვენ ხშირად ახსენებთ აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპულ სახელმწიფოებს, ავსტრიასა და შვეიცარიას, ჩვენს უშუალო მეზობლებს, შავი ზღვის აუზის სახელმწიფოებს, მაგრამ თქვენგან არ მსმენია არაფერი ისეთ დიდ და მნიშვნელოვან იურისდიქციებზე, როგორცაა, მაგალითად,რუსეთი, საფრანგეთი და, რა თქმა უნდა, დიდი ბრიტანეთი… ისინი არ გაღიარებენ?

–რაც შეეხება რუსეთს – რუსეთის დიდ ლოჟასთან კონტაქტი საკმაოდ მწირეა, ეს, ალბათ, დროებითი ფაქტორია. მიმაჩნია, რომ ეს კონტაქტი წლის განმავლობაში გაღრმავდება, თუმცა ამ ეტაპზე გარკვეული კითხვის ნიშნები დგას რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ისეთი არაფერი, უბრალოდ, ყველა მასონი მაინც საკუთარი საზოგადოების შვილია. ინგლისის გაერთიანებულ დიდ ლოჟას რაც ეხება, მათთან ურთიერთობა ოფიციალური არ არის, ეს ურთიერთობა ვერც იქნება ოფიციალური, თუმცა ინდივიდუალური კონტაქტები არსებობს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ურთიერთობები მყარ საფუძველს შექმნის შემდგომი აღიარებისათვის. საფრანგეთში კი რთული ვითარებაა. იქ ისედაც ყოველთვის ჭიდილი იყო რეგულარულ და არარეგულარულ (თვითმარქვია) მასონებს შორის. ბოლო დროს რეგულარულმა მასონურმა საძმომ შეაჩერა საფრანგეთის ნაციონალური რეგულარული დიდი ლოჟის აღიარება. ამ ეტაპზე, რეგულარული მასონური საძმოს უმტიკცეს სვეტებს წარმოადგენენ დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, შვეიცარიის (ალპინა) და ბელგიის დიდი ლოჟები.

–იქნებ აგვიხსნათ, რა განსხვავებაა რეგულარულ და არარეგულარულ მასონურ ორდენებს შორის?

–ზოგადად, ეს ტერმინი არ მიყვარს. ამ ტერმინის დანერგვა სინამდვილეში იმისთვის გვიხდება, რომ საზოგადოებამ შეძლოს დიფერენციაცია ნამდვილ და თვითმარქვია მასონებს შორის. ეს დღეს არ დაწყებულა, მასონური ორდენის ისტორიის მანძილზე ყოველთვის არსებობდნენ თვითმარქვიები. გარდა ზოგადი უსაფრთხოებისა, სწორედ ამიტომაც დაინერგა თავის დროზე გარკვეული სიმბოლოები და მისალმებები, რათა რეგულარულ მასონებს ერთმანეთი მარტივად ამოეცნოდ. სწორედ არარეგულარული მასონური ორდენები მძლავრობდნენ რუსეთის იმპერიაში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწორედ დიდი აღმოსავლეთის მიერ იყო რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუცია პროვოცირებული, რასაც შემდგომ ოქტომბრის რევოლუცია მოჰყვა.

დღეს ყველა იურისდიქციაში მიმდინარეობს უხილავი „ფრონტი“ ნამდვილ და ფსევდომასონებს შორის. მთავარი განსხვავებებია ის, რომ არარეგულარები ათეისტებიც არიან, მათს რიგებში, ერთი ლოჟის შემადგენლობაში, მამაკაცებთან ერთად ქალბატონებსაც იხილავთ, წმინდა წიგნის ნაცვლად კი ტექსტის გარეშე, ცარიელი, განყენებული სულიერებით შედგენილი წიგნია პატივში. არარეგულარები უხეშად ერევიან როგორც პოლიტიკაში, ასევე რელიგიურ საკითხებში. ეს მხოლოდ მთავარი ზედაპირული სხვაობებია, სხვა ბევრი მნიშვნელოვანი და ღრმა სხვაობაც არსებობს. ჩვენთვის, როგორც რეგულარული მასონური ორდენის წარმომადგენლებისთვის, უმთავრესია ღმერთის, სამყაროს დიდი არქიტექტორის რწმენა.

ჩვენს ლოჟებში ვერ იხილავთ ქალბატონებს (რიგ იურისდიქციებში არის ქალების ლოჟები, მაგრამ განცალკევებით ჩამოყალიბებული, სხვა იურისდიქციებში კი კლუბებისა და საზოგადოებების ფორმით). ჩვენ არ ვერევით არც პოლიტიკაში და არც რელიგიაში, ვდგავართ სახელმწიფოსა და, ზოგადად, ხელისუფლების სიმყარის სადარაჯოზე. მასონური ორდენის წევრობა ხომ პრინციპები და ფასეულობებია. თუ ეს ფასეულობები დაკარგულია, მაშინ არ არსებობს არც ლოჟა და არც მასონი.

–თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ საქართველოში არ მოიპოვება სათანადო ლიტერატურა მასონებზე, მითუმეტეს ქართულ ენაზე, ასევე ახსენებდით რამოდენიმე გამოცემას, რომელსაც გეგმავდით. რა ხდება ამ კუთხით?

–ჩვენს ვამზადებთ ორტომეულს სათაურით “მასონები – საიდუმლო ორდენი თუ საძმო რომელსაც საიდუმლო გააჩნია?”. პირველი ტომი უკვე მზად არის და მასში მეორე ნაწილიც არის, ასეთი სათაურით: “ჩემი გზა – ჩემი არჩევანია”, რადგან პირველ ტომში მასონური რიტუალების, ისტორიისა და სიმბოლოების განმარტებების პარალელურად ქართველი მამაკაცის გზაც არის აღწერილი, თუ რატომ და როგორ გახდა იგი მასონი. მეორე ტომი მასონობის ისტორიის გაგრძელება იქნება, მაგრამ მეტი აქცენტი გაკეთდება რიტუალებზე და მასონურ ფილოსოფიაზე. ასევე მზადდება რამდენიმე მცირე გამოცემა, მათ შორის ტამპლიერებზე, ილუმინატებზე, პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე და სხვა. მიგვაჩნია, რომ ეს გამოცემები მკითხველისთვის დამატებითი და საჭირო ინფორმაციის წყარო იქნება.

–საუბრის ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, თქვენ ფიქრობთ, რომ მასონური ორდენი საქართველოში განვითარდება?

–ჩვენს საძმოს საქართველოში განვითარება უკვე აქვს. დრო ჩვენი მეგობარია და ჩვენ ის დაგვჭირდება, რათა საზოგადოებას, თუ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, განვუმარტოთ, რომ მასონური ორდენი არ წარმოადგენს საფრთხეს არც სახელმწიფოსთვის და არც რომელიმე რელიგიური ინსტიტუტისთვის. რაც ეხება სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ, პირიქით, მასონი ყველაზე ერთგული მოქალაქეა, იცავს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და ძმას არა აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოსნებისმიერ ქმედებაში, რაც სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

ჩვენი მთავარი მიზანია შემოვიტანოთ სინათლე, განათლება, ცოდნა, განვავითაროთ ადამიანის ინტელექტი და მისი შინაგანი სამყარო. გაივლის წლები და ჩვენი საზოგადოება მეტი განათლებისა და ცოდნის წყალობით შეძლებს უფრო ზუსტი ანალიზი გაუკეთოს მიღებულ ინფორმაციას და, შესაბამისად მიხვდება, რომ მასონები მხოლოდ სახელმწიფოსა და ადამიანის გაძლიერებისთვის არიან მოწოდებულნი.

მასონი არის თავისუფალი ინდივიდი, განათლების სურვილით და თანასწორობის იდეით ანთებული, ჩვენ ყველანი დაუმუშავებელი ქვები ვართ და ვცდილობთ დახვეწილი ფორმა მივცეთ ჩვენს შინაგან სამყაროსა და ყოველდღიურ ცხოვრებას…
ლაშა ბერულავა

http://gogaggg.com/gggnews/?p=18005



Go to the top of the page
 
+Quote Post
X-Man
post Feb 2 2012, 08:09 PM
Post #88


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 2-February 12
Member No.: 6,712

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მასონები, სექტანტები არიან
Go to the top of the page
 
+Quote Post
ruslan
post Apr 2 2012, 12:46 AM
Post #89


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 154
Joined: 26-February 12
Member No.: 6,735

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა





WHITE soul


ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 15-September 11
მდებარ.: Searching...
წევრი № 6,568




მართალია თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მასონებზე მაგრამ ყოველთვის აღუწერელი სიმპათიით ვიყავი განწყობილი ასეთი ურყევი ერთობის მიმართ, რომელიც არსებობდა და არსებობს და არსებობს და არსებობს და მგონი ამდენჯერვე (თუ მეტი არა) იარესებებს და იარსებებს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Apr 7 2012, 07:29 AM
Post #90


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 7,261
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
მასონი არის თავისუფალი ინდივიდი, განათლების სურვილით და თანასწორობის იდეით ანთებული
ქალბატონების ლოჟაში არყოფნით და დაუშვებლობით თავმოწონება ამ სიტყვებს უპირისპირდება, ჩემი აზრით. smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
elli
post Apr 8 2012, 04:04 PM
Post #91


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 995
Joined: 9-February 11
Member No.: 6,383

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ფბ-ზე არის ქართველი მასონი და რარაც ესეთი საშიშებიც არ სჩანდნენ... რარაც ინკვიზიციური სუნი უდის მითს მასონების შესახებ


--------------------
მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zeus
post Apr 8 2012, 04:36 PM
Post #92


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 134
Joined: 8-February 12
From: Tbilisi,Vera
Member No.: 6,716

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(elli @ Apr 8 2012, 04:04 PM) *
ფბ-ზე არის ქართველი მასონი და რარაც ესეთი საშიშებიც არ სჩანდნენ... რარაც ინკვიზიციური სუნი უდის მითს მასონების შესახებ

სამაგიეროს გადახდა მიდის,რაც ადრინდელ მასონებს აწამებდნენ,ეხლა მასონები უშრობენ სისხლს,მათ დანატოვარებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
................
post Jul 19 2012, 12:58 PM
Post #93


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 19-July 12
Member No.: 6,861

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.youtube.com/watch?v=eriLnqpe4CI...knVzg526_c5NIKw
ძალიან საინტერესოა
Go to the top of the page
 
+Quote Post
................
post Jul 19 2012, 01:03 PM
Post #94


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 19-July 12
Member No.: 6,861

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამ კარტზე ჩანს როგორ ინგრევა ლონდონის ბიგ ბენი
ხალხის ჩაცმულობის ფერებიც ემთხვევა ოლომპიადის წრეების ფერებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
................
post Jul 19 2012, 01:08 PM
Post #95


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3
Joined: 19-July 12
Member No.: 6,861

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://media.adamdodson.org/index.php/Illu...ned-disasters-2
Go to the top of the page
 
+Quote Post
zurachalyb
post Dec 30 2012, 05:25 AM
Post #96


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 30-December 12
Member No.: 6,952

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხალხო! ეს ყველაფერი უფლისა და ერის წინააღმდეგ არის მიმართული ამაში დარწმუნებულები იყავით, არცერთი სიტყვა არ არის დასაჯერებელი რასაც ისინი გვეუბნებიან, ის ფაქტი რომ მართლმადიდებლებიც და სხვა რელიგიის წარმომადგენლები წევრიანდებიან ამ ლოჟებში, არ ნიშნავს იმას რომ ჩვენც ესე უნდა მოვიქცეთ, შეიძლება ბევრი საეკლესიო პირიც ვნახოთ მათ რიცხვში მაგრამ ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს და ამან არ უნდა გვიბიძგოს ჩვენც მათთან გაერთიანებისკენ. რჩეულებიც ცდუნდებიანო ნაწინასწარმეტყველებია, ამიტომ ლოცვა და მარხვა უნდა გავაძლიეროთ ძმებო და დებო, ამ ყველაფერს გწერთ სტუდენტი საფრანგეთში დროებით წასული, აქაც არიან ფრანგი სტუდენტები რომლებიც ხვდებიან ამ ყველაფერს, რომ მასონებს ჩვენი დამონება და გახრწნა უნდა, მაგრამ სამწუხაროდ ათეისტები არიან და უკვე რელიგია დიდი ხანია დაკარგული აქვთ, რაც მასონების წინააღმდეგ ერთადერთი საბრძოლო იარაღის დაკარგვას ნიშნავს, ჩვენ ეს გვაქვს მაგრამ მეტად დაახლოება გვჭირდება ღმერთთან, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ისტორია, ჩვენი ღირსეული წინაპრები, არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში - გარყვნილება და ევროპული ღირებულებები, მეტი წაიკითხეთ, მეტი ეძებეთ ამ ყველაფრის შესახებ, გათვიცნობიერდით რომ ადვილად არ მოტყულდეთ, მაგრამ ინფორმაციის ძებნასა და ლიტერატურის კითხვაშიც სიფრთხილე გამოიჩინეთ იმიტომ რომ ესენი ყველაფერს აყალბებენ და ნამდვილ სახეს უცვლიან, ღმერთმა გაგვაძლიეროს ქართველი ერი, გამოგვაფხიზლოს რომ ისევ მივიდეთ უფალთან და მაშინ ვერანაერი მასონური ლოჟები და ვერც სატანა ვერ მოგვერევა, საქართველოც აღსდგება უფლის მიერ დადგენილ საზღვრებში და ლაზებიც დაუბრუნდებიან მართლმადიდებლობას! აი წაიკითხეთ ვინ არიან ილუმინატები (ფრანკ-მასონები და ა.შ.) ანუ მასონები!


ვინ არიან ილუმინატები?

ლათინურად illuminati- “განმანათლებელი“, ამ სახელწოდებით სხვადასხვა ეპოქაში არსებობდა ოკულტურ-ფილოსოფიური მიმდინარეობების ნაირგვარი გაერთიანება. ილუმინატების წინაპრები ორიათასი წლის წინაც არსებობდნენ და ებრძოდნენ ქრისტეს, ღმერთს, ხალხს…

როგორც ცნობილია, ილუმინატების ლოჟა დაარსდა მე-18-ე საუკუნის ბოლოს გერმანიაში, მაგრამ არსებობს მასალები, რომლებიც გადმოგვცემენ, რომ ილუმინატთა წინამორბედი ორგანიზაცია, ჯერ კიდევ 11-ე საუკუნის ბოლოდან არსებობდა. ისინი ძარცვავდნენ მდიდარ მოქალაქეებსა და ურთიერთშორის იყოფდნენ ნაძარცვს. მე-14-ე საუკუნეში კი მათ უნდა შეეწყვიტათ არსებობაო. ჰასანსა და საბაჰს, ილუმინატები, 1092 წელს დაუარსებიათ. 1623 წელს მათ შეუღწევიათ ესპანეთის მიწაზე და მოსდებიან მთელს ევროპას. ეპას ლევის მიხედვით ილუმინატები ზოროასტრელებს უნდა დაეარსებინათ და მე-12- საუკუნეში ტაძრის რაინდებს ევროპაში უნდა შემოეტანათ…

როგორც ორგანიზებული, სისტემური ორგანიზაცია „ილუმინატები“ მეიერ ამშელ როტშილდის დავალებით ადამ ვაისჰაუპტის მიერ დაარსდა 1776 წლის 1 მაისს. კავშირს თავიდან ეწოდებოდა der Bund der Perfektibilisten (სრულყოფილების კავშირი). ამ პატარა საიდუმლო კავშირში ახალგაზრდა ადეპტებს, უმეტესად სტუდენტებს, ეძლეოდათ საშუალება სიმშვიდეში ეკითხათ რევოლუციური იდეებით გამსჭავლული განმანათლებლობის აკრძალული ტექსტები და ეკამათათ. ეს კავშირი კლუბიდან მალევე გარდაიქმნა „ფუტკართა ორდენად“, შემდეგ კი იწოდა ილუმინატებად – განმანათლებლები. ორდენმა მიზნად დაისახა მთელს ევროპაში ეკლესიისა და დიდგვაროვანთა ძალაუფლების მოსპობა და უფრო სრულყოფილი გაეხადათ ადამიანთა ბატონობა ადამიანებზე „განმანათლებლობითა“ და ზნეობრივი „გაუმჯობესებით“. მათ სახელთან არის დაკავშირებული უამრავი შეთქმულების თეორია და რევოლუცია, მათ შორის საფრანგეთის, ინგლისის, ნიდერლანდების რევოლუციები, ბრძოლა კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ, სწრაფვა მსოფლიო ბატონობაზე და ა. შ. თავიანთი კვალის დასაფარად ილუმინატთა წევრებმა მიიღეს ფსევდონიმები, გაასაიდუმლოეს ქალაქების სახელებიც.

ვისაც წაუკითხავს მე-19 საუკუნის სიონისტებისა და მასონური ლოჟების ოქმები, მან ბრწყინვალედ იცის, თუ რა მეთოდებით მოქმედებდნენ ეს შავ-ბნელი ძალები სხვადასხვა ერის წინააღმდეგ. ისინი პირდაპირ ამბობდნენ, რომ დროა და საჭიროა ავამოქმედოთ ჩვენი აგენტები: „კლასიკური ლიტერატორები“, მუსიკოსები, მხატვრები, მომღერლები, სხვადასხვა რელიგიური ორდენები, რათა ზნეობრივად და მორალურად გავხრწნათ ხალხი, დავავიწყოთ ქრისტიანული სარწმუნოება, ყოველგვარი ეროვნული, გავხადოთ მატერიალისტები, რათა იფიქრონ მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე და დაივიწყონ სული. ყოველგვარი ასეთი ქმედებით, სისხლთა აღრევით მოვსპოთ ფაქტიურად არსებული საზღვრები სახელმწიფოებს შორის. ევროპის ადამიანი ჩვენი ბრმა იარაღია, რომელსაც გამოვიყენებთ მთელი მსოფლიოს დასაპყრობადო.

ილუმინატთა სპეკულაციებმა ახალი საზრდო ილუმინატების აღორძინებით 1836 წელს მიიღო, იულიამ ჰ. რასელმა, იელის ცნობილი უნივერსიტეტის სტუდენტმა იმ დროისთვის დაარსა ახალი საიდუმლო კავშირი „თავის ქალა და ძვლები“, ის ახალი დაბრუნებული იყო ევროპული სტუდენტობიდან, მოიარა გერმანიაც და კავშირი დაუმყარებია გერმანულ საიდუმლო საზოგადოებასთან. დიდი გავლენის მქონე „თავის ქალა და ძვლები“ დღესაც არსებობს (სახვადასხვა სახელებით: „ლოჟა 322“, „სიკვდილის ორდენი“). მისი წევრები იყვნენ და არიან უამრავი ამერიკელი პოლიტიკოსი და ოლიგარქი, მათ შორისაა ჯორჯ ბუში უფროსი, კაცი, რომელიც წარმოადგენს საშიშ სახეს „ახალი მსოფლიო წესრიგისას“. საფუძველს მოკლებული არ არის ის მოარული ხმებიც, რომ მისტიური „თავის ქალა და ძვლები“ უნდა იყოს გერმანული საიდუმლო ორგანიზაციის მემკვიდრე, რომელსაც ამჯერად შეუსრუტავს აშშ-ს ელიტა. ეს იმით დასტურდება, რომ ამერიკული კლუბი ილუმინატების ზოგიერთ ისტორიულ რიტუალს ინახავს.

ილუმინატების სტრატეგია კონსპირაციაა. პოლიტიკურ ტაქტიკად კი იყენებდნენ და იყენებენ ნგრევას. თავიანთი პოზიციების გასამტკიცებლად მაშინ მოქმედ ძლიერ თავისუფალ კალატოზთა ორდენებში ისინი თავიანთი ორდენის ძმებს ნერგავდნენ. ილუმინატებს ეს ყოველთვის ხელეწიფებოდათ: ბავარიის საცენზურო უწყებებში თავიანთ ხალხს სვამდნენ – შესანიშნავი საჭადრაკო სვლაა საკუთარი იდეების გასავრცელებლად და არაკეთილგანწყობილი მოწინააღმდეგის სვლების აღსაკვეთად.

როგორც სახელმწიფოების პრეზიდენტები, პიროვნებები ირჩევიან ილუმინატების მონურად მორჩილი ფავორიტებისაგან, რომელთა წარსულში შავი ლაქებია, რაიც მათ ილუმინატების მითითებების მორჩილ შემსრულებლებად ხდის. ეს კი ილუმინატებს აძლევთ კანონების ინტერპრეტაციისა და კონსტიტუციური ცვლილებების შესაძლებლობას. პრეზიდენტს ანიჭებენ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების უფლებას, რათა მთელი სამხედრო ხელისუფლება აღმოჩნდეს ილუმინატების ხელში. ხოლო მათ მიერ არახელდასმულმა მმართველებმა ზრდილობიანად უნდა თქვან უარი მიღებულ სახელმწიფო მმართველობაზე და თავიანთი მოვალეობის შესრულებაზე. მაღალი სახელმწიფოებრივი თანამდებობის პირთა გამყიდველობით მთავრობები საგარეო ვალების აღებით უნდა მოექცნენ ილუმინატების კაბალაში, სახელმწოფო ვალების საგრძნობლად გასაზრდელად. ილუმინატების მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მეშვეობით, მიმოქცევიდან მოიხსნება ყველა ხელმისაწვდომი ფული, „არაილუმინატების“ ფულადი მრეწველობის დასამხობად. ფულის ძალაუფლებამ უნდა მიაღწიოს თვითმპყრობელობას ვაჭრობასა და კომერციაში, რათა მრეწველებმა ფულის მეშვეობით პოლიტიკური ძალაუფლებაც მოიპოვონ. ილუმინატების გვერდით ყოფნა შეუძლიათ მილიონრებს და მათზედ დამოკიდებულ უქონელ პოლიციელებსა და სამხედროებს.

ჩვენ ხომ ყოველივე ეს ამ ოციოდე წლის წინ ვიწვივნეთ საკუთარ თავზე. ჩვენ გავხდით მოწმენი არაილუმინატი პრეზიდენტისა და ეროვნული მთავრობის დამხობისა, რომელშიც შავ მუშახელად რენეგატი ქართველები გამოიყენეს, რომელთამეშვეობით მათ გაანდგურეს ჯანსაღი ეროვნულობისა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის უკანასკნელი ბასტიონი, ორსაუკუნოვანი ტყვეობისაგან თავდახსნილი, თავისუფლების გზაზე შემდგარი საქართველო.

საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების შემოღებით უნდა შეიქმნას უმრავლესობის თვითმპყრობელობა. აზროვნებასთან „თვითგამორკვევის“ შეგუებით უნდა გაანადგუროს ოჯახის მნიშვნელობა და მისი აღმზრდელობითი ღირებულებები. ყალბ საფუძვლებსა და ცრუ მოძღვრებებზე აღზრდის მეშვეობით უნდა გამოათაყვანონ, გააფუჭონ და გარყვნან ახალგაზრდობა.

საქართველოში ხომ ყოველივე ეს სახეზეა! სპობენ და ანგრევენ ჩვენეულ ტრადიციებს, თავისი სიწმინდითა და სიმტკიცით გამორჩეულ ქართულ ოჯახს, ქვაკუთხედსა და ბურჯს ეროვნებისას.

ყველა ამ საშუალებების მეშვეობით ხალხები იძულებულნი გახდებიან, ილუმინატებს შესთავაზონ მსოფლიო ბატონობა. ახალი მსოფლიო მთავრობა უნდა წარმოგვიდგეს როგორც მფარველი და ქველმოქმედი იმათი სახით, ვისაც თქვენ ნებაყოფლობით ემორჩილებით (მაგ. გაერო). თუ რომელიმე სახელმწიფო ამის წინააღმდეგია, მეზობლებმა ის უნდა ჩაითრიონ ომში, თუ ისინი გაერთიანდებიან, მაშინ ხელ-ფეხი უნდა გაუხსნან მსოფლიო ომს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

5 Pages V  « < 3 4 5
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 12:09 AM