ეპილეფსია, სიმპტომები, მიზეზები, მკურ |
ეპილეფსია, სიმპტომები, მიზეზები, მკურ |
Jul 20 2015, 02:47 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვინმესთვის შეიძლება ნაცნობი თემა იყოს, გვყავს მეგობრები, ახლობლები და ა.შ. მაგრამ შეიძლება არც შეგხებიათ. მოკლედ, მინდოდა ამაზეც ყოფილიყო თემა.
ეპილეფსია იშვიათ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება, ყოველ 1000 დაბადებულზე მსოფლიოში 5-6 ეპილექტიკი მოდის, ხოლო საქართველოში იმავე რაოდენობაზე - 7-8. ხასიათდება თავისებური გამოვლინებებით, ზოგს უფრო მძიმედ გამოხატული სიმპტომები აქვს, ზოგს - შედარებით ნაკლები. განირჩევა ასევე ასაკობრივადაც ეპილეფსიის გავრცელების სიხშირე, ძირითადად გვხვდება ადრეულ ასაკში და ასევე ხანდაზმულებთან. მოსალოდნელია ასევე, რომ ადრეულ ასაკში ეპილეფსიის შეტევები უკვე მოზარდობის ასაკში გაქრეს, თუმცა ყურადღება მერეც საჭიროა, მაგალითად, ალკოჰოლისგან თავის შეკავება, კომპიუტერთან გატარებული დროის კონტროლი, მზეზე დიდხანს ყოფნისგან თავის დაცვა და ა.შ. ასევე: ეპილეფსია ერთ-ერთი უძველესი დაავადებათაგანია მინდა დავწეროთ ჩვენი გამოცდილება, ინფორმაცია და ყველაფერი, რაც უკავშირდება ეპილეფსიასა და მის მკურნალობას. რაც შეეხება ზოგად მიმოხილვას, იმას, თუ რას ნიშნავს ეპილეფსია, გამოვყოფდი რამდენიმე შემთხვევას, თითოეული განსხვავდება თავისი ნიშნებითა და სიმძიმით: ეპილეფსიური გულყრა, დიდი გულყრა [1] - ეპილეფსიის ყველაზე აშკარა კლინიკური სინდრომი. ვითარდება ცნობიერების უეცარი დახშობა, რასაც თან სდევს წონასწორობის დაკარგვა და კრუნჩხვები. თავდაპირველად ვითარდება ტონური კრუნჩხვები, რომლებიც 30-40 წამს გრძელდება, შემდეგ კრუნჩხვები რიტმულ ხასიათს ღებულობს და გადადის კლონურ კრუნჩხვებში, რომელიც გრძელდება 3-5 წუთს. კლონური კრუნჩხვების გავლის შემდეგ ავადმყოფი თანდათან გამოდის მდგომარეობიდან და გადადის ფიზიოლოგიურ ძილში. მთლიანად გულყრა 5-7 წუთს გრძელდება. გულყრიდან გამოსვლისას აღინიშნება გაბრუება და გულყრის ამნეზია. დიდი გულყრა მიმდინარეობს კრუნჩხვებით, მცირე გულყრა - კრუნჩხვების გარეშე. ეპილეფსიური დისფორია [2] - გუნება-განწყობილების ცვალებადობა, მერყეობა, მკვეთრად გამოხატული მიზეზის გარეშე, რომელიც შეტევით ხასიათს ატარებს. შეტევის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ან კვირამდე შეიძლება იყოს. ეპილეფსია რეფლექტორული [3] - ეპილეფსიური მდგომარეობის (კრუნჩხვითი გულყრის ან ხანმოკლე ფსიქოზის) განვითარება რაიმე გარეშე გამღიზიანებელი მოქმედების, მაგალითად, სინათლის, მუსიკალური მელოდიის, გარკვეული სუნის ან ტემპერატურის სწრაფი შეცვლის შედეგად. ________________________________________________________________________________ ____________________ [1] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 31. [2] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 32. [3] ბ. სვანი, დ. ნაკაშიძე, ფსიქიატრიის განმარტებითი ლექსიკონი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977, 31. -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jul 20 2015, 03:34 PM
Post
#2
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ყოველთვის მაინტერესებდა ეს ავადმყოფობა...რანაირი ავადმყოფობაა და რატო ემართებათ
ძალიან ხშირად მინახია, ჩემს თვალწინ უცბად როგორ ეცემოდნენ ძირს......... ქუჩაში, ერთხელ ლექციაზე გოგო გავიდა დაფასთან და უცბად ისიც მოწყდა და წაიქცა....... და გაირკვა რო ეს დაავადება სჭირდა... ძაან შერცხვა რო ასე დაემართა.... ყველას ძაან შეგვეშინდა თავიდან, გვეგონა მოკვდა... ლექტორიც ძაან ანერვიულდა, მე რამე ხომარ ვკითხე ისე რო ბავშვმა ინერვიულაო და .ა.შ.... მოკლედ მოსულიერდა 5 წთშ. |
|
|
Jul 20 2015, 09:47 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთხელ ლექციაზე გოგო გავიდა დაფასთან და უცბად ისიც მოწყდა და წაიქცა....... და გაირკვა რო ეს დაავადება სჭირდა... ძაან შერცხვა რო ასე დაემართა.... ყველას ძაან შეგვეშინდა თავიდან, გვეგონა მოკვდა... ლექტორიც ძაან ანერვიულდა, მე რამე ხომარ ვკითხე ისე რო ბავშვმა ინერვიულაო და .ა.შ.... მოკლედ მოსულიერდა 5 წთშ. მეც მქონია მსგავსი შემთხვევა, პირადად შევესწარი, ლექციაზე ჩემი ცუდად როგორ გახდა ერთი, თუმცა ამ შემთხვევაში გულისწასვლის გამომწვევი მიზეზი ეპილეფსია არ ყოფილა, უბრალოდ გული წაუვიდა, ან არ უნდოდა სემინარის ჩაბარება ახლა უკვე ვეღარ გამოვიძიებ იმდენად დიდიხნის წინ მოხდა -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
May 28 2020, 06:19 PM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი. იძულებული ვარ დავინტერესდე ამ თემით. თუ რაიმე ინფორმაციას მომაწვდით, მადლობელი ვქინები
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
May 28 2020, 08:05 PM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,983 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
მე სხვადასხვა დაავადებაზე ვეძებდი ინფორმაციას, ენერგეტიკული წარმოშობის მიზეზები, ჩამოწერილიც მქონდა რა ნეგატიური ემოცია რა დაავადებებს განაპირობებს. თუ თანდაყოლილია ეპილეფსია აქ ცოტა შესავალს გავაკეთებ. ერთ ცხოვრებაში ჩვენ მიერ შეძენილი და განვითარებული ემოციური მდგომარეობები, გამომუშავებული თვისებები ტრანსფორმირდება და გარდაიქმნება სხვადასხვა ძალად და უნარად. არამარტო პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ენერგიად, რაც გამოვლინდება სერიოზული დაავადებების სახით შემდეგ ცხოვრებაში. ვისაც ეპილეფსია ჭირს, ზოგადად, ის წინა ცხოვრებაში იყო ისტერიული ადამიანი, რომლისთვისაც ბევრი რამ მიუღებელი იყო, სამყარო, ცხოვრება, ადამიანები... და ნეგატიურმა ენერგიამ მიაღწია კრიტიკულ ზღვარს, რამაც განაპირობა, რომ შემდეგ ცხოვრებაში მოიტანა ასეთივე დამოკიდებულება გამოვლენილი ეპილეფსიის სახით. თვითონ სხეულის კრუნჩხვაც ამაზე მიუთითებს. ტრადიციული მედიცინა ხედავს, რომ ტვინის რაღაც მონაკვეთები არის დაძაბული რაც იწვევს გულყრას და კრუნჩხვას. რაღაც წამლები ადუნებენ ამ მონაკვეთებს და ადამიანს უჩერდება ეს სიმპტომები. მაგრამ წამლებთან ერთად ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა იმუშაოს ცნობიერადაც. ისწავლოს მიმღებლობა, სიმშვიდე, მოიშოროს ისტერიულობა, ზედმეტი ემოციურობა, ერიდოს ემოციური მდგომარეობების ამღგზნებ, მასტიმულირებელ საშუალებებს (ალკოჰოლი, სიგარეტი, ნარკოტიკი) -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
May 28 2020, 08:44 PM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ექსტრასენსი მარტინ ბროფმანის წიგნი მაქვს და აღწერს ყველა დაავადებას რომელი ჩაკრის გამოა გამოწვეული. თითოეული ჩაკრა დაკავშირებულია რაღაც პრობლემასთან ცხოვრებაში.
ეპილეფსია თავის პრობლემაა და ადამიანს აქვს კრიზისები. ეპილეფსია მისი თქმით შიშით იქმნება და დაკავშირებულია სახასრარა ჩაკრასთან. ადამიანი გამოდის სხეულიდან, გამოერთვება პირველ (ძირის )ჩაკრას. ხდება ძირის პირველი და ბოლო ჩაკრების გათიშვა. ეს აფიქსირებს მის ურთიერთობას მამასთან ან რაღაც სხვა ძლიერთან. პირველი ჩაკრა არის კავშირი დედასთან, ოჯახთან, ბოლო ჩაკრა მამასთან საერთოდ რაღაც ძლიერთან. გაარკვიეთო,– ამბობს მარტინ ბროფმანი, დედისა და მამის ურთიერთობა, შესაძლებელია მას ვისაც ეს პრობლემა(ეპილეფსია) აქვს არ გრძნობს თავს დაცულად თავის სახლში. |
|
|
May 29 2020, 06:43 PM
Post
#7
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლობები
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 23rd September 2024 - 07:51 PM |