Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ Mythodea

Posted by: earth Dec 25 2011, 12:42 AM

http://www.youtube.com/watch?v=LBcXv0H0HpE მოსმინეთ ვისაც არ მოგისმენიათ. თუ მოგწონთ? smile.gif
http://imageshack.us/photo/my-images/15/mithodia.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/39/m13s.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/10/46641804.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

ეს ინფორმაცია ვიკიპედიიდან, მხოლოდ ინგლისურად:
http://en.wikipedia.org/wiki/Mythodea

ეს მუსიკა გაუშვა ნასამ სამყაროში. ეს მუსიკა უკრავს გაუჩერებლად და საინტერესოა მისი სიტყვები და ძველბერძნული ენის გამოყენება: ΔΙ–Α Ε–ΛΑ, ანუ დია მოდი...

Posted by: earth Dec 25 2011, 01:27 AM

http://en.wikipedia.org/wiki/Vangelis
ვანგელი პაპათანასიო, მუსიკის ავტორი. წინა ცხოვრებაში ჩემი აზრით ისევ რომელიმე დიდი კომპოზიტორი smile.gif

Posted by: earth Dec 25 2011, 01:30 AM

კონცერტი გაიმართა ათენში, პართენონასთან. ეს მოხდა 2001 წელს და მთელი თანხა ნასამ გადაიხადა.
ვისაც დაგაინტერესებთ ნახოთ მთელი კონცერტი,–https://www.youtube.com/watch?v=NSenxpUxvpU

ნახეთ და ისიამოვნეთ smile.gif

Posted by: earth Dec 25 2011, 01:34 AM

ხომალდი ოდისეა, რომელიც მარსზე გაიშვა, მითოდეას უკრავს.
სიტყვები მითოდეადან:
Μέρος 1o:
ο) ΔΙ.... Α Ε.... ΛΑ (10 φορές)
ΕΛΑ
ΔΙ... Α Ε... ΡΩ... ΤΑ
ΕΣΥ ΠΑΙ ΔΕΙ... ΕΛΑ
ΕΣΥ ΠΑΙ ΔΕΙ
ΖΗ... ΤΟ ΣΥ Ε... ΛΑ
ΕΣΥ ΠΑΙ ΔΕΙ (2 φορές)
ΔΙ..Α ΣΥ ΘΕ ΜΟΥ
ΕΣΥ ΠΑΙ ΔΕΙ (3 (φορές)
ΕΣΟ ΜΕΝ ΣΥ
ΕΣΥ ΠΑΙ ΔΕΙ (3 (φορές)
ΕΝ ΖΗΝ ΘΕ... ΟΣ (2 (φορές)
ΖΗ... ΤΟ TE ΤΗ ΔΗΜΗΤΡΑ ΘΕΕ (2 φορές)
ΜΟΝΗ ΤΕ ΤΟΥ ΔΙΑ ΜΕΝ (2 (φορές)
ΠΑΙ ΖΕΥ ΠΑΙ ΔΗ ΠΑΙ ΔΗ (2 (φορές)

Μέρος 2o
ΔΕΟΜΕΝΟΙ ΑΠΟΝΤΟΣ ΔΙΗ (4 (φορές)
**ΔΙ-
ΔΕΟΜΕΝΟΙ ΑΠΟΝΤΟΣ ΔΙΗ
** ΑΤΕ
ΔΕΟΜΕΝΟΙ ΑΠΟΝΤΟΣ ΔΙΗ
** ΤΗΝ ΔΗ
ΔΕΟΜΕΝΟΙ ΑΠΟΝΤΟΣ ΔΙΗ
** ΜΗ... ΤΡΑ
გამიჭირდება გადათარგმნა, რადგან ძველ ბერძნულადაა, მაგრამ შევეცდები ნაწილობრივ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ეს ლექსი მოუხმობს ოლიმპოს ღმერთებს, მოუხმობს დიას რომ დაბრუნდეს.
როგორც წავიკითხე ერთ-ერთ საიტზე, ნასამ ეს შექმნა 2012 წლისათვის, ამით ნიბირუს შეხვედრას ამზადებსო.

Posted by: earth Dec 28 2011, 09:20 AM

QUOTE(earth @ 25th December 2011 - 01:42 AM) *
http://www.youtube.com/watch?v=LBcXv0H0HpE მოსმინეთ

მოისმინეთ მითოდეა, საინტერესოა როგორ შეგრძნებას მოგცემთ. smile.gif ამას სხვანაირად ღმერთების ჰიმნს უწოდებენ.
რატომ დასჭირდა ნასას ღმერთების ჰიმნი, ან მისი გაშვება მარსზე? რა სახის ცდა შეიძლება იყოს?
ვანგელი პაპათანასიო 4 წლიდან მუსიკითაა გატაცებული და თვითნასწავლია, ძალიან ბევრი საინტერესო ნაწარმოები აქვს. ამჯერად ცხოვრობს ინგლისში. ეს მუსიკა დაწერილი ჰქონია და ნასას მოუთხოვია, როგორც ნასათვის ყოფილა ცნობილი, ვანგელი პაპათანასიო ერთგვარ სხვა აზრს დებს მუსიკაში, რომ მუსიკას დიდი ძალა აქვს და ბევრის შეცვლა შეუძლია კოსმოსში.
საინტერესოა თუ გაქვთ თქვენც რამე ინფორმაციაsmile.gif

Posted by: natuka Dec 28 2011, 12:54 PM

მომწონს

Posted by: B@CHI Jan 3 2012, 11:19 AM

უცებ მოვკარი თვალი Vangelis-ს smile.gif

Posted by: kate Jan 4 2012, 07:47 PM

earth
ვერ გავიგე რატომ ეძახიან ღმერთების ჰიმნს, მაშინ უფრო მეომარი ღმერთების ჰიმნი უნდა დაერქვათ. ძალიან მძიმე ვიბრაციაა აქვს. ძლივს მოვუსმინე, რომ დამთავრდა ამოვისუნთქე. არ ვიცი რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ნეგატიურად.

Posted by: Atman Jan 4 2012, 09:53 PM

ღმერთის ჰიმნის კვალობაზე მძიმე და დამგრუზველია, თუმცა საუნდტრეკად გამოდგება smile.gif

Posted by: Wilhelm Jan 4 2012, 10:24 PM

როგორი ბნელია , ალბათ თავისივე ავტორს ჰგავს. smile.gif

Posted by: earth Jan 4 2012, 10:43 PM

kate

QUOTE(kate @ 4th January 2012 - 08:47 PM) *
earth
ვერ გავიგე რატომ ეძახიან ღმერთების ჰიმნს, მაშინ უფრო მეომარი ღმერთების ჰიმნი უნდა დაერქვათ. ძალიან მძიმე ვიბრაციაა აქვს. ძლივს მოვუსმინე, რომ დამთავრდა ამოვისუნთქე. არ ვიცი რატომ იმოქმედა ჩემზე ასე ნეგატიურად.

ღმერთების ჰიმნს იმიტომ ამბობენ, რომ ამ ლექსში მოუხმობენ ძვ. ბერძნების ღმერთს დიას და არა მარტო მოუხმობენ მაშინ როცა ეს კონცერტი განიმართა ათენში აკროპოლზე, აკროპოლი ყოფილა მარსის ხაზზე და ნასას დაუმთხვევია ასე, დიდი თანხა დასჭირდა კონცერტს, რომელიც მთლიანად ნასამ დააფინანსა. შემდეგ გაუშვეს მარსზე ხომალდი სახელად ოდისეა და ეს მუსიკა იქ უკრავს და გადასცემს მთელს კოსმოსს ელექტრომაგნიტური ტალღების სახით, რადგან მუსიკა კოსმოსში ჩვეულებრივ არ ისმისო.
დია როგორც იცით ძველბერძნული ღმერთია და ამ სიმღერაში მას მოუხმობენ.
იწყება სიმღერა,– დია ელა ანუ ღმერთო(დია) მოდი... ამას იმეორებენ 10-ჯერ(ეს 10 რიცხვიც არ უნდა იყოს შემთხვევითი)
ამის მერე თარგმნით ცოტა მეეჭვება ჩემი ნათარგმნი თუ ინტერნეტში ამოკითხული, რადგან ძველბერძნულია: ესი პედი ელა ანუ შენ ბავშვო მოდი.
მერე.. დია შენ ჩემო ღმერთო..
ახსენებს ქალღმერთ დიმიტრას, ამბობენ ბოლო სიტყვები მლოცველები , როგორც ალბათ ჩვენ მლოცველები.
ბევრი რამე მე კი არა ბერძნებს არ ესმით. საინტერესო ისაა, რომ ეს ფაქტი საბერძნეთში არც თუ ისე ცნობილი და გახმაურებულია, უფრო სწორად ალბათ ძალიან ცოტამ იცის ამის შესახებ. წარმოიდგინეთ კონცერტი 2001 წელს გამართულა და ეს ინფორმაცია მეც ახლა ჩამივარდა შემთხვევით ხელში.

Posted by: Wilhelm Jan 4 2012, 10:47 PM

earth
მაგას ბახის პასიონები არ სჯობს ? smile.gif
აი იქ ნამდვილად იგრძნობთ თავს ღმერთებნთან, კოსმოსში.

Posted by: earth Jan 4 2012, 10:50 PM

საინტერესოა თვითონ კომპოზიტორიც, მაძიებელი პიროვნება ყოფილა, ალბათ ერთგვარი ეზოთერიკი. მე ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება, ის ინგლისში მოღვაწეობს და ბევრი აქვს გაკეთებული ახალი სტილის ელექტრონულ მუსიკაში. მისი თითქმის ყველა ნაწარმოები მომწონს, მითოდეა მომეწონა ძალიან როცა მოვისმინე და სწორედ მაშინ დავძებნე ინტერნეტში და გადავაწყდი ამ ინფორმაციასsmile.gif
იმ დღეს მთელი დღე ვისმენდი, მე არამარტო მომეწონა ფრთები შემასხა, ძალა ვიგრძენიsmile.gif

Posted by: earth Jan 4 2012, 10:51 PM

Wilhelm

QUOTE(Wilhelm @ 4th January 2012 - 11:47 PM) *
earth
მაგას ბახის პასიონები არ სჯობს ?
აი იქ ნამდვილად იგრძნობთ თავს ღმერთებნთან, კოსმოსში

ნასამ ეს აირჩია smile.gif

Posted by: Wilhelm Jan 4 2012, 10:54 PM

earth
ნასამ დიდი ხანია თავისი გზა აირჩია biggrin.gif biggrin.gif

მე გულით გირჩიეთ თქვენ და მხოლოდ თქვენ.

ნუ ნება თქვენია smile.gif

Posted by: earth Jan 4 2012, 11:08 PM

Wilhelm
მემგონი ამ თემას ვერ გაუგეთ smile.gif
ეს თემა მუსიკის საუკეთესობის განსახილველად არ დამიდია ეზოთერულ განყოფილებაში, მუსიკის განსახილველად შესაბამის განყოფილებაში დავდები. არც ეს კომპოზიტორი შემიდარებია რომელიმე ძველ უდიდეს კომპოზიტორისათვის. აქ მოვიყვანე ფაქტი, რომლის ცოდნა, როგორც ინფორმაციის არამგონია ვინმეს რამე აკლებს, პირიქით საინტერესოა ეზოთერიკული გაგებით. არ გაგიჩნდა შეკითხვა, არანაირი შეკითხვა? კარგით... შეკითხვა არ გაგიჩნდათ, მაგრამ მცდარად მაინც ნუ გაიგებთ wink.gif

Posted by: mamu_ka Jan 5 2012, 05:37 AM

მძიმე მოსასმენია,თითქოს ტვინზე ფეხი დამაჭირეს,თავიც ამატკია ცოტა

Posted by: mamu_ka Jan 5 2012, 05:42 AM

http://www.youtube.com/watch?v=Rbv2nPqS8W0 ამან მომიყვანა აზრზე biggrin.gif

Posted by: kate Jan 5 2012, 07:34 AM

earth
ეგებ მოახერხო ტექსტის თარგმნა, მართლა საინტერესო იქნება. მუსიკა კი, ჩემთვის ძალიან მძიმედ, მართლა მარსულად smile.gif ჟღერს (კიდევ მოვუსმინე)

Posted by: earth Jan 5 2012, 09:48 AM

მოკლედ მხოლოდ ვარაუდით შეიძლება ითქვას ლექსის ახსნა, რადგან საკმაოდ შენიღბულია და მეცნიერული ნაშრომებიც ვერ შიფრავენ მთლიანად.
ერთი ცხადია, რომ მთელი სდ(მგონი მთელი კონცერტი გააგზავნეს მარსზე, უბრალოდ რატომღაც პირველს განიხილავენ უფრო ინტერნეტში) ოლიმპოს ღმერთებს მოუხმობს .
ვარაუდია, რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტში შესვლისათვის გააგზავნეს ეს სდ.
საინტერესო ისაა, რომ არქეოლოგიურ ადგილებში ერიდებიან ასეთი სახის კონცერტის გამართვას და თავიდან საბერძნეთის სამინისტროს უარი განუცხადებია ამისათვის, იმის შიშით რომ რამე დაზიანებას არ ჰქონოდა ადგილი. წარმოიდგინეთ რა სიმძლავრით უკრავდა მუსიკა, შეეძლო დაენგრია ასეთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლები. მერე ჩარეულა ნასა და დაახლოებით 6 მილიონი ევრო გამოუყენებია ამ კონცერტისათვის.
მთელი კონცერტი ძვ.ბერძნულ ღმერთებს ახსენებს და თითქოს მოუხმობს. ხო, არა მარტო ეს მუსიკა გაუშვეს, არამედ ვიდეოც, რომელიც ფონზე ჩანს.
თვითონ კომპოზიტორს თავი აურიდებია პასუხი გაეცა ყველა შეკითხვაზე რაც წარმოიშვა ამ ლექსის ირგვლივ. თიქოს არც არის ლექსი და არც ნიშნავს რამეს. საბერძნეთის ეზოთერულ ფორუმს მოუნდომებია გაშიფრვა ლექსის, მაგრამ უფრო ფანტასტიკაში გადავარდნილა. ვითომ სიტყვები არაფერს ნიშნავსო, მაგრამ მეორე მხრივ ისე აშკარად ისმის ზოგიერთი სიტყვები ეჭვში გაგდებს. ამბობენ რომ რაღაც ფრანგული სიტყვებიც ურევია.

Posted by: earth Jan 5 2012, 10:03 AM

პირველი ფრაზა, რომელიც მეორდება „დია ელა“ არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ დიას მოუხმობს. ეს ორი სიტყვა კარგად ისმის.
არის ვარაუდი, რომ ბევრი სიტყვები გამოხატავს მხოლოდ რაღაც ბგერას. ასევე რადგან მომღერლები ყველანი ინგლისელები არიან ერთი ასო თ ინგლისურად სხვანაირად ითქმება და ბერძნულად სხვანაირად. ყველა ეს დეტალი უფრო ართულებს გაშიფვრას.
მთლიანი ორხისტრა ინგლისიდანაა და უარყოფენ ლექსის არსებობას.

Posted by: earth Jan 5 2012, 10:06 AM

ეს ინფორმაციები მოვიპოვე ბერძნულ ენაზე სხვადასხვა გვერდებზე. დავაკოპირებ ერთ-ერთს ყოველშემთხვევისათვის smile.gif http://www.ello.gr/text-mythodea.html
საინტერესო იქნებოდა ინფორმაციის მოძიება სხვა ენებზეც. ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგული და სხვა საიტების გადახედვა იქნებ რამეს წერენ.
ერთი რამე ნათელია რომ რაღაც საიდუმლოს აქვს ადგილი. wink.gif

Posted by: tikoroma Jan 17 2012, 11:40 AM

earth

ციტატა
ეს ლექსი მოუხმობს ოლიმპოს ღმერთებს, მოუხმობს დიას რომ დაბრუნდეს.

ღმერთი დია არ მახსენდება, ეს ქართულად ზევსი ხომ არ არის? გელოვანთან წავიკიტხე რომ დია, დეუს, დევი, ზევსი ერთი წარმოშობისაა ეს სიტყვები smile.gif

რაც შეეხება მუსიკას, არ დავუთრგუნივარ ნამდვილად, ე.წ. გოთური როკის სტილია, რომელსაც მე არ ვუსმენ smile.gif

6-7 წლის წინ ერთი თეოლოგი-ეზოთერიკოსი მეგობარი მყავდა. მე ძალიან მიყვარდა ბერძნული მითოლოგია, აპოლონი განსაკუთრებით, მისი ჰიმნები ზეპირად ვიცოდი biggrin.gif ჰოდა ჩემმა მეგობარმა მირჩია არ მეხუმრა ამ ღმერთებთან. მათ დემონებს უწოდებდა, ამბობდა ახლა ძალა არ აქვთ რადგან ხალხი აღარ სცემს თაყვანს, მაგრამ თუ აღდგება მათი კულტი ისევ 'გაცოცხლდებიანო'. ტერმინები არ ვიცი და მიჭირს ახსნა, ამას ალბატ ეგრეგორის შექმნა ჰქვია smile.gif

რაც შეეხება ღმერთების ჰიმნს, ჩვენც გვაქვს სიმღერები - ლილეო, ჰარი-ჰარალე, რომლებიც წარმართულ ღმერთებს ეძღვნება მაგრამ მათ რა თქმა უნდა საკულტო დანიშნულება აღარ აქვთ.
არ ვიცი ნასას რაში აწყობს ძველი ღმერთების 'გამოღვიძება'. შეიძლება ამ ბოლოს გავრცელებულ აზრს ეთანხმებიან, თითქოს ძველ ხალხთა ცივილიზაცია უცხოპლანეტელებს შეექმნათ და მათი ღმერთები უცხოპლანეტელები არიან და მათთან დაკავშირებას ცდილობენ. თორემ ღმერთების თაყვანისცემას კოსმოსში წასვლა არ სჭირდება, დედამიწიდანაც კარგად გაიგონებენ biggrin.gif

Posted by: earth Jan 18 2012, 12:07 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 17th January 2012 - 12:40 PM) *
ღმერთი დია არ მახსენდება, ეს ქართულად ზევსი ხომ არ არის? გელოვანთან წავიკიტხე რომ დია, დეუს, დევი, ზევსი ერთი წარმოშობისაა ეს სიტყვები

ხო, ეგაა მთავარი ღმერთი..
QUOTE(tikoroma @ 17th January 2012 - 12:40 PM) *
6-7 წლის წინ ერთი თეოლოგი-ეზოთერიკოსი მეგობარი მყავდა. მე ძალიან მიყვარდა ბერძნული მითოლოგია, აპოლონი განსაკუთრებით, მისი ჰიმნები ზეპირად ვიცოდი ჰოდა ჩემმა მეგობარმა მირჩია არ მეხუმრა ამ ღმერთებთან. მათ დემონებს უწოდებდა, ამბობდა ახლა ძალა არ აქვთ რადგან ხალხი აღარ სცემს თაყვანს, მაგრამ თუ აღდგება მათი კულტი ისევ 'გაცოცხლდებიანო'. ტერმინები არ ვიცი და მიჭირს ახსნა, ამას ალბატ ეგრეგორის შექმნა ჰქვია

აი ეს ძალიან საინტერესოა, ნეტა შენი მეგობარი შემოსულიყო და ეთქვა, რატომ ეს ღმერთები დემონები? იცი როცა ძვ. ბერძნულ ღმერთებზე მესმის ისტორიები, ისინი იმდენად სხვანაირია, რომ მართლაც შეიძლება უწოდო რაღაც არაჩვეულენბრივი, შეიძლება დემონური, შეიძლება უცხოპლანეტელები.
ნასას რომ ჩვენთვის რამე კარგი უნდოდეს მაგის იმედი არ მაქვს და ამიტომაც გავხსენი ეს თემა, იქნებ რამე აზრი გამომეტანა, tikoroma შენმა მეგობრის სიტყვებმა დამაფიქრა და ცოტა არ იყოს შემაშინა. ახლა საბერძნეთში უკვე დაწყებულია მიმდინარეობა, რომლებიც უარყოფენ ყველა ქრისიანულს და ძველ მათთვის ცნობილ 12 ღმერთს უბრუნდებიან.
სამწუხაროდ ქრისტიანობის შემოსვლით განადგურდა საბერძნეთში უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, თვითონ აკროპოლი საკმაოდ დაზიანდა და ქრისტიანებმა მისი კედლებიდან ჩამოყარეს და გაანადგურეს ქვის ქანდაკებები, ამას ახალი მიმდინარეობა ბოღმით იხსენებს.

QUOTE(tikoroma @ 17th January 2012 - 12:40 PM) *
არ ვიცი ნასას რაში აწყობს ძველი ღმერთების 'გამოღვიძება'. შეიძლება ამ ბოლოს გავრცელებულ აზრს ეთანხმებიან, თითქოს ძველ ხალხთა ცივილიზაცია უცხოპლანეტელებს შეექმნათ და მათი ღმერთები უცხოპლანეტელები არიან და მათთან დაკავშირებას ცდილობენ. თორემ ღმერთების თაყვანისცემას კოსმოსში წასვლა არ სჭირდება, დედამიწიდანაც კარგად გაიგონებენ

რაღაც მაგდაგვართანაა მგონი საქმე, და ეს არის ცდა, ალბათ იქნებ რამე სიგნალი მიიღონ.

Posted by: tikoroma Jan 18 2012, 10:49 AM

earth

ციტატა(earth @ 18th January 2012 - 12:07 AM) *
აი ეს ძალიან საინტერესოა, ნეტა შენი მეგობარი შემოსულიყო და ეთქვა, რატომ ეს ღმერთები დემონები? იცი როცა ძვ. ბერძნულ ღმერთებზე მესმის ისტორიები, ისინი იმდენად სხვანაირია, რომ მართლაც შეიძლება უწოდო რაღაც არაჩვეულენბრივი, შეიძლება დემონური, შეიძლება უცხოპლანეტელები.

მასთან ურთიერთობა აღარ მაქვს სამწუხაროდ და ვერაფერს ვკითხავ smile.gif

ჩემთვის პირიქითაა ეგ ღმერთები smile.gif ძალიან ადამიანური თვისებები აქვთ და ამიტომაც მომწოდა smile.gif
ჩემთვის ისე იყო ბერძნული მითოლოგია, როგორც ზღაპარი წამეკითხოს.
რაც შეეხება მათ ძალას, მათ ძლიერი კულტი ჰქონდათ საუკუნეების განმავლობაში. სულ რომ გამოგონილი ღმერთები იყვნენ, ხალხი მისცემდა მათ თავის ენერგას და ძალას. ინფორმაცია მათ შესახებ შენახულია ასტრალში და ამოქმედდება თუკი ისევ გაიხსენებს მათ ხალხი. ასე მახსოვს მისი მონაყოლი smile.gif

მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდი და ვერ ვიაზრებდი, მაგრამ რაც მეტი წავიკითხე, მით უფრო ხშირად მახსენდება მისი სიტყვები.
რაც შეეხება პირადად ჩემს აზრს, ნასაზე მეტად ის მედიტაციები მაღელვებს, რომლებშიც ხვადასხვა პირებისადმი მიმართვა და მათთან კავშირის დამყარებაა smile.gif გინდ ასტრალურ პირებთან, გინდ ჩვენებურებთან smile.gif



Posted by: tikoroma Jan 18 2012, 11:05 AM

tikoroma

ციტატა(earth @ 18th January 2012 - 12:07 AM) *
ახლა საბერძნეთში უკვე დაწყებულია მიმდინარეობა, რომლებიც უარყოფენ ყველა ქრისიანულს და ძველ მათთვის ცნობილ 12 ღმერთს უბრუნდებიან.

არ მესმის გინდ ოლიმპოს ღმერთები, გინდ სხვა ძველი ხალხების ღმერთები როგორ უნდა გააიდეალო.
ახალმა ბერძნებმა კი ალბათ არ იციან რომ ეს მითოლოგია მათი შექმნილი არ არის, გრეკები მათი შექმნის შემდეგ მოვიდნენ ამ ტერიტორიაზე smile.gif

Posted by: tikoroma Jan 22 2012, 05:07 PM

აპოლონზე (საზიზღარი თარგმანია მარა რა ვქნა)

მე მოვიგონებ მოისარ ფებოსს, ჯერ არს ხსენებად,
ზევსის დარბაზში ოდეს რონინებს ღმერთნი დრკებიან
და მიახლებულს, სხივ-შვენიერი მშვილდის მომზიდველს,
უკვდავი ყველა ხვდება აღმდგარი თვისი საყდრითგან biggrin.gif biggrin.gif

ავტორი სავარაუდოდ ჰომეროსი

earth და ვინც იცნობთ ძველ მითოლოგიებს, მაინტერესებს აზრი - რამდენად ძლიერნი და საშიშნი არიან ძვ. ცივილიზაციების ღმერთები ჩვენი თანამედროვე რელიგების ღმერთებზე?

ან რამდენად შესაძლებელია ისინი ასე ვთქვათ 'ახალ ღმერთებად' ტრანსფორმირებულიყვნენ?




Posted by: earth Jan 22 2012, 10:06 PM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 22nd January 2012 - 06:07 PM) *
earth და ვინც იცნობთ ძველ მითოლოგიებს, მაინტერესებს აზრი - რამდენად ძლიერნი და საშიშნი არიან ძვ. ცივილიზაციების ღმერთები ჩვენი თანამედროვე რელიგების ღმერთებზე?

არვიცი, სიმართლე გითხრა არასოდეს მიფიქრია მათ საშიშროებაზე. თანაც დრო მას შემდეგ ძალიან შეიცვალა, ამიტომაც რაც არ უნდა იყოს იგივე არაფერი იქნება.
ასე მგონია ყველა ვარიანტში ადამიანი წინ მიიწევს და ყოველი უკან დაბრუნება არ იქნება კარგი. თუ ნაწილი გადავა სხვა განზომილებაში და აქ დარჩენილები თავიდან გაივლიან მთელი ცივილიზაციის გზას არვიცი, არაა გამორიცხული.

Posted by: tikoroma Jan 23 2012, 07:28 PM

საინტერესოა ნასას პასუხი რომ მოუვიდეს კოსმოსიდან გაახმაურებს თუ არა smile.gif ძალიან მაინტერესებს შედეგი

Posted by: earth Jan 24 2012, 12:12 AM

tikoroma

QUOTE(tikoroma @ 23rd January 2012 - 08:28 PM) *
საინტერესოა ნასას პასუხი რომ მოუვიდეს კოსმოსიდან გაახმაურებს თუ არა ძალიან მაინტერესებს შედეგი

გაახმაურებს კი არა, ესეც რომ გახმაურდა იმიტომ რომ ასეთი დიდი მასშტაბის კონცერტი მოაწყეს ასეთ სათუთ ადგილას.
ასე მგონია ინფორმაციის 10 %-საც არ გვეუბნებიან, რა დონის ცდები ტარდება სხვადასხვა მიმართულებით... ყველაფერში მოგებას ხედავენ, ყველა ცდა რასაც აკეთებენ ვიღაც „დიდების“ ინტერესებისათვისაა.

Posted by: tikoroma Feb 18 2012, 06:14 PM

earth

ციტატა
ასე მგონია ყველა ვარიანტში ადამიანი წინ მიიწევს და ყოველი უკან დაბრუნება არ იქნება კარგი.

მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მიზიდავს ძველი ცივილიზაციების ისტორიები და მათი მითოლოგიები, მათი თაყვანისცემის აღდგენა და კვლავ ღმერთებად გამოცხადება არ მიმაჩნია სწორად.
თუ გაქვს რაიმე ინფორმაცია იმ ორგანიზაციაზე, რომლებიც ოლიმპოელ ღმეთებს დაუბრუნდნენ, გამიზიარე. თუნდაც ბერძნული ლინკები იყოს, რამეს მოვახერხებ smile.gif

Posted by: earth Jul 1 2018, 11:16 PM

ეს მითოდეა, მართლაც ბრძოლის შეგრძნებას ტოვებს. მარსი(αρης) ხომ ომის ღმერთი იყო.

ეს კი პატარა გადახვევა თემიდან,–ვანგელი პაპათანასიო:



Posted by: earth Jul 1 2018, 11:27 PM


ეს ისევ პატარა ნაწყვეტი მითოდეა.

აქ დედის მოხმობა ხდება, შენ დედა მოდი ასე გავიგე...
თუმცა კიდევ ვიტყვი, რომ ისე ითქვა, თითქოს ლექსი არ არსებობს.

მომწონს დასაწყისი ძალიან, რაღაც ძალაა:


Posted by: Maha Kali Jul 8 2018, 04:53 PM

მოუხმონ კაცო, იმწამვე არ მოვიდნენ 😂😂😂.
ელინურ კულტურაში დომინირებდა პოლითეიზმი. ეს იყო ელინების და რომაელების რელიგია. მათი ღმერთები წარმოიშვნენ ქაოსის და სკოტოსის შეუღლების შედეგად. ქაოსი და სკოტოსი იყვნენ და-ძმა. მათ შვეს ურანოსი და გეა, რომლებიც ასევე იყვნენ და-ძმა და ცოლ-ქმარი. მათ შვეს კრონოსი და რეა, რომლებიც ასევე იყვნენ და-ძმა და ცოლ-ქმარი. მათ მიერ შობილი ზევსი და ჰერაც და-ძმა და ცოლ-ქმარი იყვნენ. ზევსის პირველი ცოლიც - მეტისი, იყო მისი სისხლისმიერი და. ეს ყველაფერი აღწერა პოეტმა და სწავლულმა ჰესიოდემ. ჰესიოდეს დროს ინცესტი ითვლებოდა ნორმად, რადგან ელინები ყველაფერში ღმერთებს ბაძავდნენ. ზევსი იგივე ინდრა ასევე იყო ბისექსუალი. მითი მოგვითხრობს, რომ მას ერთხელ ძლიერ მოეწონა ყმაწვილი განიმედი და მოიტაცა, დაისვა ოლიმპოზე და ნაზად ეალერსებოდა. ზევსი ასევე იყო პოლიამურიის მომხრე. ზევსს ჰყავდა ასობით პარტნიორი, ის იყო ნამდვილი კაზანოვა. ზევსის ერთ-ერთი ქალი იყო - სემელე, რომლისგანაც ზევსს ეყოლა ძე - დიონისე-ლიბერი. დიონისე იყო თრობის, ვენახების, სექსუალური ორგიების და საკრალური ჰედონიზმის ღმერთი. მის დღესასწაულებს ეწოდებოდა "ავენტინური ლიბერალიები", რომლებიც რომში ტარდებოდა თებერვალში და მარტის თვეში, კონკრეტულ დღეებში. მართალია საკმაოდ თავისუფალი ღმერთები არიან, და იაჰვესავით და ალაჰივით დიქტატორები არ არიან, მაგრამ მაინც ქაოსის შვილები არიან, იაჰვე და ალაჰიც ქაოსის შვილები არიან, ელის და აშერას შვილები. ნუ, გრძელი ამბავია...

Posted by: earth Jul 8 2018, 07:48 PM

Maha Kali good.gif
სწორედ ესაა საინტერესო, რატომ ეძახიან ზევსს, რატომ გაუშვეს ეს მუსიკა კოსმოსში?

Posted by: Maha Kali Jul 8 2018, 08:31 PM

ზევსს და მაგეთებს ესე ჰაერზე გაშვებული მუსიკით ვერ მოიზიდავ. არ არიან ეგენი მშვიდობის მომტანები. კი ინდურ პანთეონსაც აქვს იგივე რამეები, სექსუალური თავისუფლება თუნდაც როგორც რომაულს, მაგრამ განსხვავება წარმომავლობაშია, რომაული ქაოსისგან შეიქმნა, ინდური არა. ჩვეულებრივ ასურებში გადიან ეგ ზავსი და ვიღაცეები. დაძახება არ სჭირდებათ, ისინი ისედაც აქ არიან, ნუ გგონიათ ფიზიკური სხეულით მოგევლინებიან, მეტი საქმე არ აქვთ :დდდ. კალი იუგაა, ამიტომაც გაბატონდნენ ასურები და ხალხი დეგრადირებულია. ეს სასჯელია ხალხისთვის, იმიტომ რომ....ბევრი ცუდი რამ ქნეს თავის დროზე. და სანამ კალი იუგა არ დამთავრდება მანამდე იქნებიან აქ ასურები, იაჰვე ალლაჰი, იაჰვეს შვილი ლუციფერი, და კიდევ ბევრი. რამდენიც არ უნდა ეძახო კოსმოსში, მაინც არ იმოქმედებს ეგ ისე როგორც სურთ, მათი სახელის წარმოთქმითაც შეგიძლია მათ დაეკონტაქტო, თვითონ იციან როცა წარმოთქვავ მათ სახელს, თუ უნდათ გამოვლენ კონტაქტზე, ან არ გამოვლენ, ეგ მათი გადასაწყვეტია. სიმღერებით ვერ მოათრევ ძალით :დდდ. უბრალოდ შეილება მაგით ცალკეულმა პიროვნებამ მათ ასიამოვნა რის შემდეგაც, ისინი კონტაქტზე სამყაროსთან კიარა იმ პიროვნებასთან გავიდნენ. ცოტა არეულად დავწერე მგონი რაღაცეები :დ

Posted by: tty_ Jul 8 2018, 09:28 PM

Maha Kali
საინტერესოა შენი ცოდნა.
დამაინტერესა, საიდან გაქვს ინფორმაცია, რომ ია-ჰ-ვე ს შვილი ლუციფერია? მაინტერესებს საიდან გამომდინარე ამბობ ამას.

Posted by: earth Jul 9 2018, 06:50 AM

Maha Kali

QUOTE(Kalika @ 8th July 2018 - 09:31 PM) *
ცოტა არეულად დავწერე მგონი რაღაცეები :დ

არა მშვენივრად დაწერე და გასაგებია...
QUOTE(Kalika @ 8th July 2018 - 09:31 PM) *
უბრალოდ შეილება მაგით ცალკეულმა პიროვნებამ მათ ასიამოვნა რის შემდეგაც, ისინი კონტაქტზე სამყაროსთან კიარა იმ პიროვნებასთან გავიდნენ.

შეიძლემა ესაა მართლაც პასუხი, მათ ერთგვარი რიტუალი ჩაატარეს ასეთი დიდი მასშტაბით, რომ ზევსს დაუახლოვდნენ.

Posted by: Maha Kali Jul 9 2018, 09:28 AM

ხო მაგრამ ასეთი მოქმედებით ვხედავთ მარტო იმას თუ რამდენად ამაყია ღმერთი რო ამდენს ითხოვს. არაა ეს კარგი.

Posted by: Maha Kali Jul 9 2018, 11:08 AM

არიან ძალიან თავმდაბალი და პირდაპირი ღმერთები რომლებიც ძლიერები არიან და ზევსი და მაგეთები ახლოს ვერ მივლენ, ზოგადად არსება რაც უფრო თბილი და მეგობრულია, და პირდაპირი, მით უფრო ძლიერია, ძლიერს არ სჭირდება თაყვანისცემა და ამბები, ასევე, არსება რაც უფრო ლამაზია, მით უფრო...ძლიერია, მახინჯი ფრთებიანი არსებები თუნდაც გარეგნობით ჩანან რაღაც კაი ტიპები თორე სინამდვილეში ძალიან სუსტები არიან.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)