IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ნატურფილოსოფიის საფუძველი, ანტიკური ნატურფილოსოფია
Crow
post Dec 12 2018, 06:39 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვ წ. აღ-მდე VII საუკუნე
კონფუცი-ჩინელი ფილოსოფოსი. მისმა სწავლებამ დიდი გავლენა იქონია ჩინეთსა და
აღმოსავლეთ აზიაზე. მისი ნამდვილი სახელია – კუნი, მაგრამ ლიტერატურაში ხშირად
მოხსენიებულია, როგორც კუნ-ცზი, კუნ ფუ-ცი (“მასწავლებელი კუნი”) ან უბრალოდ ცზი –
“მასწავლებელი”. (ამის მიზეზია ის, რომ კონფუცი უკვე 20 წლის ასაკში ცნობილი
მასწავლებელი იყო).
ლეგენდის თანახმად, მისი დაბადება იწინასწარმეტყველა მარტორქამ.
მართალია, ის ღარობ ოჯახში დაიბადა, მაგრამ მან შეძლო მიეღო შესანშნავი განათლება.
19 წლის ასაკში დაქორწინდა.ეყოლა ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. 527 წელს მას დედა
გარდაეცვალა. მას შემდეგ მან გააგრძელა თავის კარიერა,მასწავლებლის რანგში.
კონფუცის სკოლაში სხვადასხვა ფენის წარმომადგენელები სწავლობდნენ –
არისტოკრატებიც და უიღბლო ადამიანებიც.
ლაო-ძი — ძვ.წ. VI საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, რომლის
ვინაობა ზუსტად დადგენილი არ არის. თავად სიტყვა „ლაო-ძი“ ნიშნავს მოხუც
ფილოსოფოსს, მასწავლებელს. ამ ადამიანზე ათასგვარი ლეგენდა დადის. ამბობენ, რომ
სიცოცხლის მიწურულს მან ხარზე ამხედრებულმა დატოვა სამშობლო ჩინეთი და
გადაიხვეწა. ამის შემდეგ მასზე არაფერი სმენიათ. ლაო-ძიმ კაცობრიობას დაუტოვა
ფილოსოფიური თხზულება სახელად „დაო დე ძინი“. ამ თხზულებამ საფუძველი ჩაუყარა
ჩინეთის რელიგიურ-ფილოსოფიურ მიმდინარეობას დაოსიზმს. თავდაპირველად
დაოსიზმი მხოლოდ ფილოსოფიური მიმდინარეობა იყო, მაგრამ ახ.წ. მეორე საუკუნეში
წარმოიშვა რელიგია რომელსაც ასევე დაოსიზმი უწოდეს.
ინდოეთში ტიან-ტან ბუდა- ძვ. წ. V საუკუნეში თანამედროვე ნეპალში ინდოეთის
საზღვართან, მდინარე განგის ხეობაში, სამეფო ოჯახში დაიბადა ვაჟი, რომელსაც სახელად
სიდჰართა დაარქვს. ჯერ კიდევ შობამდე ბრძენებმა უწინასწარმეტყველეს, რომ თუ ბავშვი
სასახლის კედლებსა და ეზოს გალავანს არ დატოვებდა, მსოფლიოს მბრძანებელი
გახდებოდა, თუ არა და, მისგან დიდი წმინდანი, ახალი რელიგიის მოძღვარი გამოვიდოდა.
როცა დაიბადა, ახალშობილი მოხუცებულმა ბრძენმა მოინახულა და დაადასტურა
ბრაჰმანების წინასწარმეტყველება: ეს ბავშვი სწორედ ის არის, ვინც ქვეყანას ახალ რელიგიას
მოუტანსო. ასიტამ გაიხარა მისი ხილვისგან, მაგრამ დანაღვლიანებული წავიდა, რადგან
ძალზე მოხუცი იყო და იცოდა, რომ ვერ მოესწრებოდა ამ დღეს.
მამა უფლისწულს განმარტოებაში ზრდიდა, რათა სასახლის გარდა ამ ქვეყანაზე სხვა
ცხოვრების შესახებ არაფერი სცოდნოდა. ცდილობდა, წუთისოფლის ვაება და ბოროტება მას
არ შეხებოდა. თექვსმეტი წლისას მეფის ასული შერთეს ცოლად და შვილიც შეეძინა.
ერთ დღეს სიდჰართამ ეტლიდან ქუჩაში მშვილდივით მოხრილი ადამიანი დაინახა,
რომელიც ძლივს მოძრაობდა ხელჯოხის დახმარებით, და განცვიფრდა, ეს რა არისო?
მეეტლემ უთხრა: ნუ გიკვირს, ეს სიბერეა, რომელიც ყველა დაბადებულის ხვედრიაო. შინ
დაბრუნებული სიდჰართა ნაღვლიან ფიქრებს მიეცა.
ერთ დღესაც მან სნეულებისაგან დაუძლურებული კაცი დაინახა და გაიგო სნეულების
შესახებ, რომელიც ყველა ადამიანს ემუქრება.
მესამედ სიდჰართამ დაინახა გაუნძრევლად მწოლიარე ადამიანი, რომელიც სადღაც
მიჰყავდათ. როდესაც იკითხა, უთხრეს ეს მკვდარია, ყველა დაბადებულის ხვედრი ეს არისო.
ბოლოს სიდჰართამ თავგადაპარსული, ყვითელ სამოსელში გახვეული კაცი დაინახა და,
როდესაც იკითხა, ეს ვინღა არისო, უთხრეს ეს არის ასკეტი (განდეგილი), რომელიც
ხეტიალობს ამქვეყნად, რათა ჭეშმარიტებას მიაგნოს და ამ წუთისოფლის ცოდვა-ბრალის
საიდუმლო ამოხსნასო, ადამიანები იხსნას ამქვეყნიური სატანჯველისაგანო. მიატოვა 29
წლის სიდჰართამ სასახლე, მშობლები, ცოლი, შვილი და მოხეტიალე ასკეტის გზას დაადგა.
შვიდი წელი იხეტიალა სიდჰართამ, ბევრი მოძღვარი და ბრძენი მოინახულა, მაგრამ მათმა
სიბრძნემ არ დააკმაყოფილა: ვერ დაინახა მათ ნააზრევში ჭეშმარიტება, რომელიც ადამიანებს
ხსნას მოუტანდა. ვერც ასკეტურმა ცხოვრებამ ვერ დაანახა ხსნა. ბოლოს, ერთი ლეღვის ხის
ძირას დაჯდა ფეხმორთხმული და ჭეშმარიტების გამოცხადებას დაელოდა.
მართლაც, სიდჰართამ მიიღო ჭეშმარიტების გამოცხადება, რამაც სახე გაუსხივოსნა,
სიდჰართას ბუნება სრულიად გარდაიქმნა - ეს გამოღვიძებას ჰგავდა. ამიტომ ეწოდა მას
ბუდა, რაც ნიშნავს „გამოღვიძებულს“ და „გასხივოსნებულს“.ამის შემდეგ ორმოცი წლის
განმავლობაში ბუდა დადიოდა ინდოეთის ქალაქებში და ქადაგებდა თავის მოძღვრობას. მას
უამრავი მიმდევარი გამოუჩნდა და ინდოეთის ფარგლებს გასცდა. ღრმად მოხუცებული კი
იგი გარდაიცვალა, მიაღწია რა ნირვანას.
სპარსეთში ზოროასტრი , იგივე ზარატუსტრა (ზარათუშთრა)
ზარათუშტრა (ირან., ბერძნ. ზოროასტრი)- ძველი სპარსული რელიგიის რეფორმატორი
— ზოროასტრიზმის დამაარსებელი და წინასწარმეტყველი. მეცნიერებაში დადგენილია, რომ
ზარათუშტრა ისტორიული პირია. ავესტაში არის ცნობები მის გვარზე, ქალიშვილსა და
მეგობრებზე. ზარათუშტრას ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს ზუსტად არ არის ცნობილი.
ვარაუდობენ, რომ იგი ცხოვრობდა ძვ. წ. X საუკუნესა და VI საუკუნის I ნახევარს შორის
პერიოდში. სადავოა ზარათუშტრას სამშობლოს საკითხიც. მკვლევართა უმრავლესობა
ფიქრობს, რომ ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აღმოსავლეთ ირანში.
ზოროასტრული ტრადიციით კი მისი სამშობლო აზერბაიჯანია. ზარათუშტრას მიაწერენ
გათების (ავესტის უძველესი ნაწილი) შექმნას. დასაშვებია, რომ ზარათუშტრა იყო არიული
რელიგიის ქურუმი და თავის ახალ მოძღვრებაში შეინარჩუნა არიული რელიგიის
ინსტიტუტები და მრავალი რელიგიური ტერმინი. გათბის მიხედვით, ზარათუშტრას
მოძღვრებას მის სამშობლოში წარმატება არ ჰქონია, იგი გაქცეულა და თავი შეუფარებია ქავი
(მეფე) ვიშტასპას კარზე. ვიშტასპამ და მისმა ქვეშევრდომებმა მიიღეს ახალი რელიგია და
ხელი შეუწყვეს მის გავრცელებას. „მცირე ავესტაში“ ზარათუშტრა უკვე მითურ პიროვნებად,
ღმერთკაცად გვევლინება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Crow
post Dec 12 2018, 06:57 PM
Post #2


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 88
Joined: 16-July 16
Member No.: 7,542

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



წყარო: თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანი << ქიმიის ისტორია>>.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 12:04 AM