ემოციების მართვა, როგორ ახერხებთ? |
ემოციების მართვა, როგორ ახერხებთ? |
Jan 5 2012, 08:00 PM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
free man
QUOTE საერთოდ , ემოციების მართვა როგორ შეიძლება, უემოციო ადამიანი იგივე რობოტია, შეიძლება მხოლოდ ჩვენი აფექტები შევამციროდ მშვენივრად შეიძლება.. ემოციების მართვით არა, ჩახშობით კი გახდები რობოტი... ხოლო მათი მართვით (განსაკუთრებით ნეგატიური ემოციების) შენი თავის ხელმწიფე გახდები აბა დაფიქრდი, როცა სიბრაზე წამოგივა რამეზე ან ვინმეზე, სანამ შემოვა შენში და დაგეუფლება, მანამდე რომ დაინახავ, აღარ მოუშვებ (ან გაატარებ) და თუ ისწავლი მერე კარგად, აღარც გაგეკარება ახლოს... და რას მიაღწევ ამით? ნეგატიური ემოციებით გემღვრევა სული და ფუჭად კარგავ ენერგიას რომელიც სიყვარულს უნდა მოხმარებოდა სიყვარულს რაც შეეხება, თუ ადამიანი განიცდის უპირობო, ყოვლისმომცველ სიყვარულს ანუ გულის ჩაკრა აქვს გახსნილი, მას არც ნეგატიურ ემოციებზე მუშაობა უნდა, იმიტომ რომ არც იცის რა ხილია, მას ყველა და ყველაფერი უყვარს... -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 19 2012, 07:48 PM
Post
#42
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ძაან საყურადღებო ლექციაა. ლაზარევი ნეგატიური ემოციების და მათი ზიანის შესახებ:
http://www.youtube.com/watch?v=_Vfk0upstAU -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 19 2012, 08:33 PM
Post
#43
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს თემა მინდა განვავითაროთ...
მოკლედ თუ გეზარებათ ნახვა, ლაზარევი აქ საუბრობს შემდეგ ყველაზე ნეგატიურ ემოციებზე: სიძულვილი (ненависть), წყენა(обида), განკითხვა(осуждение), ზიზღი?(презрение). ყველაზე საშიშია თუ რამდენად ღრმად ჩადის ეს ემოციები სულშიო. სიძულვილის დროს დიდი ნეგატიური ენერგია გამოიყოფა მაგრამ მალე გადის და სულში ღრმად არ აღწევს. უფრო საშიშია ისეთი ნეგატიური ემოციები, რომლებიც ხშირად მეორდება, მაგალითად წყენა. წყენაზე უფრო ნეაგატიური ეფექტი აქვს განკითხვას. ამით ქვეცნობიერად სხვა ადამიანს განადგურებას უსურვებ. მას სიძულვილთან შედარებით ნაკლები ენერგია მიაქვს, მაგრამ ხშირად მეორდება და ქვეცნობიერში ღრმად იბეჭდება. განკითხვაზე უფრო საშიშად მიიჩნევს რუსულად უფრო კარგად გამოხატავს презрение, რადგან ეს არისო თვითგანადგურების პროგრამა... საბოლოო ჯამში ამ ემოციების ეფექტი აისახება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ჩემთვის ძაან პრობლემაა წყენა და განკითხვა და ვგრძნობ ამ ემოციებით გამოწვეულ უარყოფით გავლენას ჩემს ცხოვრებაზე. დამკვირვებლობით სულ უფრო და უფრო მიმცირდება მაგრამ მაინც ვერ დამიძლევია ბოლომდე...ძველი წყენები რომ ამომიტივტივდება ვებრძვი და ვებრძვი. ვხედავ როგორ მიმღვრევს სულს რას ფიქრობთ ამ ემოციებზე და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ? -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 19 2012, 08:38 PM
Post
#44
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
ციტატა რას ფიქრობთ ამ ემოციებზე და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ? დამანგრეველია ნამდვილად... მეც საკუთარი გამოცდილებით ვამბობ მეც ვებრძვი, მაგრამ ზოგჯერ სანამ დამკვირვებელი გამოჩნდება, უკვე საზიზღარი რამეები მაქვს ნათქვამი ან ჩადენილი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 20 2012, 12:02 AM
Post
#45
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 605 Joined: 6-March 11 Member No.: 6,407 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რას ფიქრობთ ამ ემოციებზე და მათ გავლენაზე ადამიანის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. და რა იცით საერთოდ ამის შესახებ? თავიდან შეფასება '' თვითგანადგურების პროგრამა'' ცოტა გადამეტებულად მომეჩვენა, მაგრამ დავრწმუნდი რომ რეალობა მართლა ასეთია... თითოეული მათგანი, მართლაც კლავს... სიფხიზლეა ყველა პრობლემის წამალი წყენის პრობლემა გადავლახე მაგრამ, აი მომენტალური შინაგანი გაბრაზება და უკმაყოფილება მთავარი პრობლემაა ჩემთვის, და ყოველთვის მაშინ ვუშვებ ამ შეცდომას როცა ფხიზელი არა ვარ. (სმაილიკის შერჩევა მინდოდა, მაგრამ ფხიზელის და დამკვირვებლის შესაბამისი ვერ ავარჩიე. ეზოთერულ ფორუმს კი უნდა ქონდეს ერთი ესეთი ) -------------------- Во мне не осталось ни капли честолюбия.
Я позволаю своей природе течь куда угодно. В моей суме риса на десятъ дней. У моего сердца лежит вязанка хвороста Кто болтает об иллюзии или нирване? Я забываю о тлене как имени, так и богатства. Я слушаю ночнои дождъ, Который стучит по крыше моей хижини, Я сижу спокойно, витянув обе ноги. |
|
|
Feb 25 2012, 11:59 PM
Post
#46
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE სიფხიზლეა ყველა პრობლემის წამალი ჰო დამკვირვებლობა კარგი ეფექტური მეთოდია რაც მუშაობს, ნეგატიური ემოციების დასაძლევად. სხვა მეთოდები? მეორე მეთოდი მგონია უპირობო სიყვარულის გამომუშავება ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი ადამიანი შემხვედრია. მაგრამ მათ რომ ვაკვირდებოდი, ეს არ იყო შეძენილი მდგომარეობა. ასეთები დაიბადნენ. ალბათ წინა ინკარნაციებში გამოიმუშავეს.... და მისი გამომუშავება დამკვირვებელის გაღვიძებაზე ძნელია ალბათ. ანუ როგორია ასეთი ადამიანი... ძაან სათნო, წყენას გულში არ იდებს, ცუდს არავიზე არ ამბობს, იშვიათად ბრაზდება, თუ ბრაზდება ზედაპირულად. მისკენ მიმართულ ნეგატიურ ენერგიას სიყვარულად გარდაქმნის. დამკვირვებლისგან რითი განსხვავდება ასეთი ადამიანი? დამკვირვებელი მაინც ცდილობს ნეგატიური ემოციები მექანიკურად მართოს. უპირობო სიყვარულის დროს ბუნებრივად ხდება გარესამყაროს ნეგატიური ენერგიის გაფილტვრა. უფრო სწორად ამ ენერგიებს ვერც აღიქვამს ნეგატიურად. ატმანმა რომელიღაც თემაში ახსენა რომ უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო. რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ... დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის.. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 26 2012, 10:08 AM
Post
#47
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 474 Joined: 8-January 11 Member No.: 6,349 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
QUOTE უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო. QUOTE რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ... დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის.. კი, მასეა.. მართლაც რომ დამანგრეველი და დამამიწებელია ის პროცესები, რაზეც ზემოთ ისაუბრე.. |
|
|
Feb 26 2012, 12:25 PM
Post
#48
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
ციტატა სხვა მეთოდები? მეორე მეთოდი მგონია უპირობო სიყვარულის გამომუშავება ცხოვრებაში რამდენიმე ასეთი ადამიანი შემხვედრია. მაგრამ მათ რომ ვაკვირდებოდი, ეს არ იყო შეძენილი მდგომარეობა. ასეთები დაიბადნენ. ალბათ წინა ინკარნაციებში გამოიმუშავეს.... და მისი გამომუშავება დამკვირვებელის გაღვიძებაზე ძნელია ალბათ. ანუ როგორია ასეთი ადამიანი... ძაან სათნო, წყენას გულში არ იდებს, ცუდს არავიზე არ ამბობს, იშვიათად ბრაზდება, თუ ბრაზდება ზედაპირულად. მისკენ მიმართულ ნეგატიურ ენერგიას სიყვარულად გარდაქმნის. დამკვირვებლისგან რითი განსხვავდება ასეთი ადამიანი? დამკვირვებელი მაინც ცდილობს ნეგატიური ემოციები მექანიკურად მართოს. უპირობო სიყვარულის დროს ბუნებრივად ხდება გარესამყაროს ნეგატიური ენერგიის გაფილტვრა. უფრო სწორად ამ ენერგიებს ვერც აღიქვამს ნეგატიურად. ატმანმა რომელიღაც თემაში ახსენა რომ უპირობო სიყვარულის გამოხატულება ყველაზე მეტად დედის სიყვარულია შვილისადმიო. რომ დაფიქრდე მართლა ასეა. ვთქვათ შვილი მკვლელი, ლოთი, ჩაშვებული ადამიანი მოკლედ... დედას კი ისევე უყვარს და იღებს ისეთს როგორიც არის.. მეც დავაკვირდი და შემშურებია იმ ადამიანების ბუნებრივები რომ არიან.. ბედნიერები არიან. მეც ვატორმუზებ ხოლმე უარყოფით ემოციებს, მაგრამ უპირობო სიყვარულში კი არა საერთოდ სიყვარულშიც ვერ გადამიზრდია. რაკი სიძულვის ნაკლებად ვგრძნობ ეგეც დიდი წარმატება მგონია ჩემთვის.. გაგეცინება და ოლმეკის სიყვარულის გაგზავნის მეთოდით დავიწყე თავიდან და შედეგიც მქონდა -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 26 2012, 01:13 PM
Post
#49
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 28 Joined: 2-February 12 Member No.: 6,712 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ემოციების მართვა შეიძლება ბრძოლით, გონებით, ნებელობით.
|
|
|
Feb 26 2012, 01:16 PM
Post
#50
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE გაგეცინება და ოლმეკის სიყვარულის გაგზავნის მეთოდით დავიწყე თავიდან და შედეგიც მქონდა არ გამეცინება მიცდია და მუშაობს ეგ პრაქტიკა.. ოლმეკს უწერია ნებისმიერ დროს სადაც გინდათ - ქუჩაში, ტრანსპორტში აკეთეთ, კი ვაკეთებდი და შედეგსაც ვხედავდ., ვგრძნობდი რომ ძაან დიდი დადებითი ვიბრაციული ძალა აქვს სიყვარულის გამომუშავებას და გაგზავნას... ბედნიერებით მავსებდა. მაგრამ აბა კონფლიქტურ სიტუაციებში სცადე, ეგაა ძნელია. თორემ უცხო ადამიანებს და მეგობრებს უგზავნე რამდენიც გინდა )) მაგალითად...........აი...ვთქვათ სამსახურში კოლეგამ დაკარგა მნიშვნელოვანი საბუთი და დირექტორთან ურცხვად გაბრალებს შენ (მქონია ეგეთი შემთხვევა). შეიძლება ნეგატიური ემოციები გააკონტროლო, მაგრამ გაუგზავნი ასეთ ადამიანს სიყვარულს? შეძლებ? ჰოდა თუ გაუგზავნი იქნები მაგარი მაშინ გახდები ეგრევე მე-7 სიმკვრივის სული და შეწყვეტ დედამიწაზე ინკარნირებას -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 26 2012, 01:46 PM
Post
#51
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
ციტატა ჰოდა თუ გაუგზავნი იქნები მაგარი მაშინ გახდები ეგრევე მე-7 სიმკვრივის სული და შეწყვეტ დედამიწაზე ინკარნირებას შეიძლება უკვე ვარ და არ ვიცი იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომელთა სახელის ხსენებაზე და დანახვაზე კანკალი მეწყებოდა, ისე მძულდა, თავს ვერანაირად ვაკონტროლებდი და ისტერიკებს ვაწყობდი ხოლმე, ჰოდა მათ ვუგზავნიდი და ლოცვაში მოხსენიებაც დავიწყე. მართალია არ მიყვარს და დანახვაც არ მინდა მათი, მაგრამ კონტროლს აღარ ვკარგავ და თუ ვერ ვხედავ მათ, იმასაც კი ვფიქრობ შევურიგდები-მეთქი. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 26 2012, 02:03 PM
Post
#52
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
QUOTE შეიძლება უკვე ვარ და არ ვიცი იმიტომ, რომ არიან ადამიანები, რომელთა სახელის ხსენებაზე და დანახვაზე კანკალი მეწყებოდა, ისე მძულდა, თავს ვერანაირად ვაკონტროლებდი და ისტერიკებს ვაწყობდი ხოლმე, ჰოდა მათ ვუგზავნიდი და ლოცვაში მოხსენიებაც დავიწყე. მართალია არ მიყვარს და დანახვაც არ მინდა მათი, მაგრამ კონტროლს აღარ ვკარგავ და თუ ვერ ვხედავ მათ, იმასაც კი ვფიქრობ შევურიგდები-მეთქი. ეგეც დიდი წარმატებაა რა თქმა უნდა ოლმეკიც წერდა ჩამოწერეთ ყველა იმ ადამიანის სახელი ვინც გაწყენინათ, უსამართლოდ მოგექცათ და სიყვარული გაუგზავნეთო... პრინციპში ადრე თუ გვიან ბევრ წყენას გადახარშავ დრო მკურნალიას პრინციპით და თუ შეძელი სიყვარულსაც გაუგზავნი... მაგრამ მე ვამბობდი კონფლიქტის მომენტში რომ უსამართლოდ გექცევიან, იმ მომენტში შეძლებ სიყვარულის გაგზავნას? ) ეს მეჩვენება ძაან ძნელად ... -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 26 2012, 02:43 PM
Post
#53
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგ რომ გაიზარო თავიდანვე კონფლიქტიც აღარ შედგება კონფლიქტის განმავლობაში თუ გამოჩნდა დამკვირვებელი კონფლიქტს ვწყვეტ და სიყვარულის გაგზავნა სხვა თუ არაფერი მამშვიდებს მაინც ამ დროს.
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 26 2012, 05:52 PM
Post
#54
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ისეთ წყენას და გაბრაზებას არ ვგულისხმობდი ვიღაც რაღაცას რომ გეტყვის და გული მოგივა და გაბრაზდები.. წყენას გულში რომ ჩაიდებ..
ეგენი ცვიტოჩკი მე ვამბობ აი რომ დაგაბრალებენ ისეთ რამეს რაც არ გაგიკეთებია და საქმეს რომ გაგიფუჭებენ ან მოგიგონებენ ისეთ რამეს რაც სხვების თვალში სახელს გაგიტეხს აი ასეთ ადამიანს უპასუხო სიყვარულით და წყენა არ ჩაიდო გულში ეს მგონია ძნელი. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 26 2012, 06:49 PM
Post
#55
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მარა პრინციპში აქ შეიძლება უკვე კარმული კანონზომიერება შემოდის. ახლა მივხდი ამას, სანამ კიდევ ერთ პოსტს გავაშანშალებდი. ))) სამყარო გიგზავნის იმას, რაც იმ დროსაა შენთვის საჭირო. და თუ ამას გავიაზრებთ და მივიღებთ, ნეგატიური ემოციებიც აღარ გვექნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში კიდევ ერთი დადასტურება, რომ ყველფრის პასუხს და ყველაფრის ცოდნას თვითონ ვატარებთ, მთავარია მიგნება ვისწავლოთ, სწორედ ამ მეთოდით გადასცემენ აღმოსავლელი გურუები სიბრძნეს მოსწავლეებს, არასოდეს არ აძლევენ პირდაპირ და დაღეჭილ პასუხებს, საკუთარ თავის სმენას და პასუხების სწორად მოძებნას ასწავლიან. საკუთარ თავში ჩაძიებასაც ცოდნა უნდა, თორემ აგერ laira ს გონიას საკუთარი გულიდან წერს, არადა რა უცბად დაემსგავსა ბერძნულნიკიანს |
|
|
Feb 26 2012, 11:27 PM
Post
#56
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
ციტატა მარა პრინციპში აქ შეიძლება უკვე კარმული კანონზომიერება შემოდის. ახლა მივხდი ამას, სანამ კიდევ ერთ პოსტს გავაშანშალებდი. ))) სამყარო გიგზავნის იმას, რაც იმ დროსაა შენთვის საჭირო. და თუ ამას გავიაზრებთ და მივიღებთ, ნეგატიური ემოციებიც აღარ გვექნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მადლობა სამყაროს, სულაც არ მჭირდება ის, რაც გამომიგზავნა თუ მაინც მოვახრხე და ერთად უკონფლიქტოდ ვიცხოვრეთ, დიდი მიღწევა იქნება ჩემგან.. როცა უცხოა ადამიანი და იშვიათAდ ხედავ გაცილებით იოლია მიტევება, ვიდრე ყოველდღიურად შენს თვალწინ რომ არის და შენი ცხოვრების ნაწილს იკავებს. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 27 2012, 12:31 AM
Post
#57
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,982 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE მადლობა სამყაროს, სულაც არ მჭირდება ის, რაც გამომიგზავნა ის სამყარო რეალურად შენ ხარ ) თუ ეს კარმულია...მარა გარჩევაა ძნელი. ძაან რთულია ამ კარმულ კვანძებში გარკვევა... QUOTE როცა უცხოა ადამიანი და იშვიათAდ ხედავ გაცილებით იოლია მიტევება, ვიდრე ყოველდღიურად შენს თვალწინ რომ არის და შენი ცხოვრების ნაწილს იკავებს. ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ემოციების სამართავად ისე კარგი პრაქტიკაა. უკეთეს ვერ ინატრებ ) ეგრეა რა, სული ეგეთ პირობებში ვითარდება... სამაგიეროდ წარმატებით რომ დაამთავრებს ამ გაძლიერებულ სკოლა-ინტერნატს, ექნება წითელი დიპლომი და წავა და ჩააბარებს სადმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ან სულაც საკუთარ სკოლას გახსნის -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Feb 27 2012, 11:38 AM
Post
#58
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
ციტატა ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ემოციების სამართავად ისე კარგი პრაქტიკაა. უკეთეს ვერ ინატრებ ) ეგრეა რა, სული ეგეთ პირობებში ვითარდება... სამაგიეროდ წარმატებით რომ დაამთავრებს ამ გაძლიერებულ სკოლა-ინტერნატს, ექნება წითელი დიპლომი და წავა და ჩააბარებს სადმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში ან სულაც საკუთარ სკოლას გახსნის რა ხდება იცი, სინამდვილეში რატომ უნდა მიშლიდეს ნერვებს ვინ რას აკეთებს და ვინ რას ამბობს, ეს გვიან გავიაზრე. დიდი ხანი იმაზე ფიქრით ვიყავი დაკავებული, თუ როგორ გადავუხდიდი სამაგიეროს ვიღაც-ვიღაცეებს და ეს დამოკიდებულება იმიტომაც შევიცვალე, რომ არ მინდოდა ჩემი განწყობა მაგ ხალხზე ყოფილიყო დამოკიდებული. ჩემი გაღიზიანებაც იმან გამოიწვია, რომ სულ ვიღაცის სიტყვა ან რაღაც ქმედება მაქეზებდა მათ წინააღმდეგ. ამიტომ საჭიროა ნებისყოფა რომ არ ჩაგვითრიოს სხვისმა ნეგატიურმა განწყობებმა ჩვენც. ეს რომ მივხვდი ჯერ ვინც მაქეზებდა ის დავიკიდე და მერე ვის მიმართაც აგრესიას ვგრძნობდი, იმათ შეყვარებს ვცდილობ. ნუ შეყვარება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ბოლოს რა იქნება არავინ იცის კარმის გამოა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ბევრი გაკვეთილი მაქვს ცხოვრებიდან მიღებული და ყოველთვის ჯერ ცუდად ვიქცეოდი და მერე ვუფიქრდებოდი აწი კი ვცდილობ ემოციების შეზღუდვას და იმედია დანარჩენ გაკვეთილებში აღარ ჩავიჭრები -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Feb 27 2012, 05:42 PM
Post
#59
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,155 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
მე ისეთ წყენას და გაბრაზებას არ ვგულისხმობდი ვიღაც რაღაცას რომ გეტყვის და გული მოგივა და გაბრაზდები.. წყენას გულში რომ ჩაიდებ.. ეგენი ცვიტოჩკი მე ვამბობ აი რომ დაგაბრალებენ ისეთ რამეს რაც არ გაგიკეთებია და საქმეს რომ გაგიფუჭებენ ან მოგიგონებენ ისეთ რამეს რაც სხვების თვალში სახელს გაგიტეხს აი ასეთ ადამიანს უპასუხო სიყვარულით და წყენა არ ჩაიდო გულში ეს მგონია ძნელი. -------------------- მართლა ძნელია მაგ დროს სიყვარული გაუგზავნო, მაგრამ ვფიქრობ შენ რომ მასეთი ამბავი გადაგხდა შემთხვევითი არაა. შემთხვევითი არაფერია. ეს ცხოვრება გაკვეთილია და საფეხურ-საფეხურით მივიწევთ წინ. ალბათ სიყვარულის გაგზავნა ისწავლე მოყვარესათვის, ისეთი ადამიანისათვის, რომელმაც უბრალოდ გაგაბრაზა, ხოდა ახლა შემდეგი საფეხურია დასაძლევი,–გაუგზავნე სიყვარული ისეთ ადამიანს, ვინც ცდილობს რომ გაგანადგუროს. ჰმ... არაა ადვილი, მაგრამ არაა მიუღწევადი და ასევე ეს მიღწევა არაა ბოლო საფეხური, ცხოვრებას ბევრი გამოცდა აქვს ჯერ კიდევ |
|
|
Mar 2 2012, 10:56 PM
Post
#60
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 361 Joined: 11-November 10 Member No.: 6,306 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როდესაც ემოციას მართავ მაშინ როდესაც ვიღაცამ რამე დაგიშავა და არ გინდა იგივე ნაირად უპასუხო რა თქმა უნდა კარგია ოღონს ეს გულში არ უნდა დაგროვდეს ბოღმის სახით. მაგრამ რაც მთავარია ამაზე მნიშვნელოვნად ვთვლი საკუთარ თავზე წამოსული უარყოფითი ემოციების დათრგუნვას და გაქრობას, ეგ უფრო დიდ ზიანს გვაყენებს ჩემი აზრით, თან ძალიან დიდს. ამის გადალახვის შემდეგ გარემოც ნაკლებად ნეგატიურია გამოცდილებიდან ვამბობ. რაც უფრო მეტად ეჯიკავები, ლანძღავ განიხილავ საკუთარ თავს მით უფრო უარესი გემართება.
მე მახასიათებდა ესეთი რამ. ვთქვათ ვუპასუხე ისევე როგორც მომექნცნენ ხომ, გავა რაღაც დრო, ვთქვათ 10 წუთი და სულ გული მქონდა დაწყვეტილი რომ რატომ გავაკეთე ეს, მეცოდებოდა ის ადამიანი, ვამართლებდი სხვადასხვა მიზეზებით, პრობლემების ქონით და მაგრად ვსაყვედურობდი ჩემს თავს. და ეს 10-15 ჯერ მეტ ზიანს მაყენებდა ვიდრე ის რაც იმ ადამიანმა დამიშავა. ეს მაწუხებდა სულ და სადღაც 14 წლისამ 2 გამოსავალი ვიპოვე. დავაკვირდი ჩემს თავს მივხვდი რომ ეს ჩემ თავზე ჩხუბის ამბები სადღაც 4-5 დღეში მივლიდა და მერე აღარც მახსენდებოდა (თუმცა ენერგიულად მფიტავდა) ამიტომ დასაწყისშივე ვიცოდი რომ 4-5 დღეში ასე აღარ ვიქნებოდი და მაშინვე კარგად ვხდებოდი და მეორე - რა თქმა უდნა შევამცირე საპასუხო რეაქციები. ვცდილობდი ნაკლებად მიმებრუნებინა ის რაც დამიშავეს. ხოდა ამ 2-მა ფაქტორმა გამოიწვია ის რომ აღარც არაფერზე მეშლება ნერვები და არც არავინ ცდილობს ამას (თუმცა ადრეც არ იყო ხშირად). და კიდევ ერთი რჩევა ისევ ჩემი გამოცდილებიდან, ძალიან მოქმედებს ტელევიზია და ინტერნეტი - სულ ძებნაში ვიყავი სიახლეების და ნახევარი ცუდი იყო, მერე ამის გამო სულ ცუდ ამბებს მიგდებდა და ემატებოდა და ემატებოდა, ამიტომ ერთ დღეს გადავწყვიტე და მის მერე ნაგვით აღარ ვიტენი ტვინს. ვთქვათ მოხდა ისე რომ ვუყურებ ტელევიზორს და იწყება გადაცემა რაღაც უაზრო და საშინელი განხილვებით ეხლა უბრალოდ ავდგები და გამოვრთავ ადრე კიდე ვუყურებდი ხოლმე გამწარებული, ნერვები მეშლებოდა მეთქი რა უაზრობები ხდება და რავიცი რა რამხელა პოსტი გამომივიდა |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 22nd September 2024 - 11:35 PM |