IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ჯიდუ კრიშნამურტი
shotazi
post Jun 15 2012, 01:17 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 45
Joined: 20-June 11
Member No.: 6,493

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვერ ვნახე ამ კაცზე თემა და თქვენის ნებართვით არსებობდეს კრიშნამურტის კუთხე ამ ფორუმზე.

უმეტეს თგვენგანს ეცოდინება და ვინც არ იცით ჯიდუ კრიშნამურტი იყო მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და მასწავლებელი.

რაც აუცილებლად უნდა ითქვას მასზე არის ის რომ ვერ იტანდა გურუებს, და თვლიდა რომ ყველა ადამიანს თვითონ უნდა ეპოვნა ჭეშმარიტება.

მას მიიჩნევდნენ მესიად, თოეოსოფიური საზოგადოება ფიქრობდა რომ ის იყო ჭურჭელი და მასში უნდა შესულიყო ახალი მესია და მსოფლიო მასწავლებელი. მას ადრეული ასაკიდანვე ყავდა უამრავი მიმდევარი და იყო მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციის ლიდერი, რომელიც შემდეგ თავადვე დაშალა და უარყო იდეა, რომ ის იყო მომავალი მესია.

და როგორც თვითონ თქვა, მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ადამიანების განთავისუფლებას.

Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atm@n
post Jun 15 2012, 07:08 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,579
Joined: 5-June 12
Member No.: 6,820

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მონაკვეთი წიგნიდან "გზა შინისაკენ":

http://www.esoteric.ge/forum/index.php?sho...c=1409&st=0


შეხვედრა კრიშნამურტისთან



"იმავე საღამოს მე და ბჰკუ ვივეკანანდა მსოფლიოში განთქმული მწერლის და ორატორის - ჯიდუ კრიშნამურტის ლექციას დავესწარით. შევედით და მეორე რიგში დავჯექით. პანდალი მალე გაივსო ხალხით, და ჩვენს გვერდით სამოც წლამდე ასაკის მამაკაცი დაჯდა. მას ერქვა დილიპი. "გინდათ დოქტორ კრიშნამურტიზე მოგიყვეთ? - შემოგვთავაზა მან. - ის ჩემი მასწავლებელია".

"რა თქმა უნდა", - ვუპასუხეთ ჩვენ.

დილიპმა ფეხები გადააჯვარედინა, სკამიზ საზურგეს მიეყრდნო და მოყოლა დაიწყო. კრიშნამურტი დაიბადა სამხრეთ ინდოეთში 1895 წელს. როცა ჯერ კიდევ ბავშვი იყო, მას ყურადღება მიაქცია ცნობილმა ნათელმხილველმა ჩარლზ ლედბიტერმა. ლედბიტერმა და ანნა ბეზანტმა, რომელიც იმ დროს თეოსოფიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობდა, განაცხადეს, რომ ეს ბავშვი - "ჭურჭელია" სამყაროს იმავე მასწავლებლისა, რომელიც კაცობრიობას ქრისტეს მეშვეობით მიმართავდა. ანნა ბეზანტი დაეხმარა ყმაწვილს, რომ ინგლისში მიეღო განათლება და მთელს მსოფლიოში თან ატარებდა მას. ათასობით ადამიანმა მიიღო იგი როგორც ახალი მესია და მის გარშემო შექმნილ ვარსკვლავის ორდენში შედიოდნენ. ოცდაშვიდი წლის ასაკში კრიშნამურტიმ ოფიციალურად მიიღო გასხივოსნებული მასწავლებლის ტიტული. იმ დროისთვის მას უკვე სამოციათასზე მეტი ორდენის წევრი ეთაყვანებოდა.

დილიპი ჩვენსკენ გადმოიხარა: "მაგრამ 1929 წელს მან უარი თქვა მასწავლებლის მდგომარეობაზე, დაშალა თავისი რელიგიური მოძრაობა და..."
უეცრად ყველა წამოდგა და სცენაზე ახლადგამოჩენილ კრიშნამურტის მიესალმა. ეს იყო უზადოდ ჩაცმული სამოცდათხუთმეტი წლის მოხუცი, არა მაღალი და გამხდარი. მას ეცვა პიჯაკი ნერუს სტილში და ფართე შარვალი. სუფთად გაპარსულ სახეს მოხუცებულობის ნაოჭები უფარავდა, ხოლო ჭაღარა თმა მეცნიერს ამსგავსებდა. იგი ბრწყინვალე ინგლისურით მიესალმა შეკრებილებს. მისი თვალები ენთუზიაზმს და კეთილგანწყობას ასხივებდა.

მოკლედ, საკმაოდ მალე იგი გადავიდა რევოლუციურ მოწოდებებზე: "ინდოეთში მეტისმეტად ბევრი გურუა. ისინი გვკარნახობენ, რა ვაკეთოთ, რაზე ვიფიქროთ და რით დავკავდეთ. ისინი - დიქტატორები არიან." ხალხი სუნთქვაშეკრული უსმენდა მას. "ჭეშმარიტება - ეს ამოუცნობი ქვეყანაა, ხოლო იოგა, თავისი სუნთქვითი და გიმნასტიკური ვარჯიშებით - მხოლოდ და მხოლოდ ფსიქოსომატური აკრობატიკაა. აშრამები და მონასტრები - საკონცენტრაციო ბანაკებია ჭკუისათვის." მან პაუზა გააკეთა და პირდაპირ მე შემომხედა: "და თუ თქვენ ჩამოგიყალიბდათ მედიტაციის რაღაც სისტემა, ეს უკვე მედიტაცია აღარაა, არამედ სრული უაზრობა და დროის ტყუილად ფლანგვაა."

კრიშნამურტიმ ასეთი იგავი მოყვა. ერთხელ ეშმაკი თავის მეგობართან ერთად სეირნობდა. მათ წინ გზაზე ერთი კაცი მიდიოდა. უცებ ის დაიხარა და გზიდან რაღაც მბრწყინავი საგანი აიღო. მეგობარი მიბრუნდა ეშმაკისკენ და ჰკითხა, თუ რა იყო ეს. ეშმაკმა უპასუხა:

"მან ჭეშმარიტება იპოვა".
"ცუდადაა შენი საქმე!"
"სულაც არა, - მშვიდად უპასუხა ეშმაკმა. - მე დავეხმარები, რომ ამ ჭეშმარიტებას მოწესრიგებული სახე მისცეს."

იმისათვის, რომ ხაზი გაესვა თავისი მომდევნო აზრისთვის, კრიშნამურტიმ თვალები დახუჭა და სპეციალურად ნელა, თვითოეულ სიტყვაზე მახვილით გაიმეორა:
"ჩვენ საკუთარ თავში უნდა მოვახდინოთ ცვლილება. მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს, როცა ჩვენს ცხოვრებაში ამდენი თავსმოხვეულია? ჩვენ წლობით ვმუშაობთ და უაზროდ, სიცარიელეში ვცხოვრობთ..."

იგი წინ დაიხარა: "ვერც ერთი ორგანიზაცია და ვერც ერთი რელიგია ვერ მოგვიტანენ გასხივოსნებას. თქვენ ვერ მოიპოვებთ მას ვერც რომელიმე დოგმით, ვერც მღვდელმსახურებით ან რიტუალებით, ვერც ფილოსოფიის შესწავლით და ვერც ფსიქოლოგიური პრაქტიკებით. გასხივოსნება საკუთარ ჭკუაში უნდა ვეძებოთ, დავაკვირდეთ რა მის მუშაობას. ეს მოდის ჭვრეტის მეშვეობით და არა ინტელექტუალური ანალიზით ან ლოგიკური ჭკუისმიერი მსჯელობებით."

მე შეძრული ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ლექცია ჩემს მეგობარ ბჰიკუ ვივეკანანდაზე. ის ხომ გურუ იყო მრავალი ათასი ბერისათვის, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ მკაფიო სტრუქტურით და განრიგით და მედიტაციასა და რიტუალებს სწავლობდნენ მისგან. მე დავიხარე მისკენ და ჩავჩურჩულე: "ბჰიკუ, ის უარყოფს ყველაფერს, რასაც მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვენით. როგორი მოსასმენია ეს თქვენთვის?"

ბჰიკუს გაუკვირდა ჩემი კითხვა, ფართოდ გაახილა თვალები და თქვა: "ის ყველაფერს სწორად ამბობს!"

მე განცვიფრებულმა შევეკითხე: "და რას აპირებთ ამის შემდეგ ბჰიკუ?"

უცებ ის ძალიან სერიოზული გახდა: "მე კარგად უნდა გავიაზრო მოსმენილი".

შემდგომ დღეებში კრიშნამურტის კიდევ რამდენიმე ლექციას დავესწარით, რომლებზეც იგი გასაოცარი თავდაჯერებულების და რკინის ლოგიკის დემონსტრირებას ახდენდა. იგი სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია პასუხი გასცეს ნებისმიერ კიტხვას და გააბათილოს ნებისმიერი არგუმენტი, მაგრამ ამასთან ერთად პირად ურთიერთობაში რბილ, კეთილ და ჭკუამახვილობით გამორჩეულ პიროვნებად რჩებოდა. მე ჩავუფიქრდი მის სწავლებას. აღმოსავლეთის წმინდა წერილები სავსეა გასხივოსნებული წმინდანების მაგალითებით, რომლებიც თავისი რელიგიის მცნებებს და თავიანთი გურუების დარიგებებს შეუპოვრად მიჰყვებოდნენ. როგორ შეიძლება ამ ყველაფრის უკუგდება მხოლოდ იმის გამო, რომ კრიშნამურტიმ ასე თქვა? ამასთან ჩემში ცხარე გამოძახილი ჰპოვა მისმა აზრმა იმის შესახებ, რომ სულიერი ცხოვრებისთვის მიუღებელია ზედაპირული დამოკიდებულება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის ასაღებად. და თუკი ზედმეტად გავერთობით სულიერი ცხოვრების გარეგნული მხარით, შეიძლება მისი მთავარი მიზანი - გულის გაწმენდა - დაგვავიწყდეს.

მოგვიანებით, როცა ბჰკუსთან ერთად პიპალის ხის ჩრდილში ვიჯექი, ვკითხე, მიიღო თუ არა გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა მომავალში.
"დიახ, რიჩარდ, - მიპასუხა მან. - მე დავბრუნდები ტაილანდში, ჩემს მონასტერში."

"მართლა? - გამიკვირდა მე - მე კი ვფიქრობდი, რომ კრიშნამურტის მიმდევარი გახდებოდით".

ბჰიკუმ ჩაფიქრებულმა შორს გაიხედა, შემდეგ კი უეცრად თქვა:
"დიახ, მე მივყვები მისტერ კრიშნამურტის დარიგებებს, - მის ტუჩებზე ცელქური, ბავშვური ღიმილი ათამაშდა. - გინდა გითხრა, როგორ?"
"რა თქმა უნდა!"
"მე უარვყოფ იმ მასწავლებლის სწავლებას, რომელიც ყველა მასწავლებლის და მათი სწავლებების უარყოფას მოგვიწოდებს", - ღიმილით, მისთვის დამახასიათებელი სასიამოვნო ტაილანდური აქცენტით მიპასუხა მან.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
shotazi   ჯიდუ კრიშნამურტი   Jun 15 2012, 01:17 AM
Lashapoli   თU არ ვცდები იყო ადრ...   Jun 15 2012, 02:12 AM
shotazi   ჰო მაგიტომ გავხსე...   Jun 15 2012, 01:16 PM
shotazi   განთავისუფლება შე...   Jun 15 2012, 01:23 PM
Existence   დიდი ხანი აღარ დავ...   Jun 15 2012, 06:47 PM
Adidas   მონაკვეთი წიგნიდა...   Jun 15 2012, 07:08 PM
shotazi   მაგრამ, რა შეუძლია ...   Jun 18 2012, 05:14 PM
givi   ჩვვენ არ გვჭირდება...   Jun 18 2012, 06:36 PM
shotazi   givi და მებრძოლს ყავს...   Jun 22 2012, 11:29 PM
tikoroma   shotazi :good:   Jun 23 2012, 12:12 AM
Barmalei   shotazi :good:   Jun 23 2012, 12:47 AM
givi   მოჩვენებითი კავში...   Jun 23 2012, 12:47 AM
shotazi   თავი 2 თქვენ თუ ჩათვ...   Jun 30 2012, 03:26 PM
ichi   "ბედნიერება - რომ...   Oct 29 2015, 01:31 PM
ichi   როდესაც სიკვდილი მ...   Oct 29 2015, 01:31 PM
ichi   https://www.youtube.com/watch?v=tsjCBpt49Ac...p;fe...   Oct 29 2015, 01:33 PM
ano   კრიშნამურტის წიგნ...   Nov 18 2016, 07:13 PM
ichi   ამ ადამიანს სადღაც...   Mar 24 2018, 09:01 PM
ano   კრიშნამურტი კარგი...   Mar 25 2018, 02:24 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/cLwpHYws/Screenshot-2022-05-0...   May 2 2022, 02:02 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/k58zgvQm/Screenshot-2022-07-0...   Jul 4 2022, 09:54 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/Y94g5V5r/Screenshot-2022-07-3...   Aug 2 2022, 11:50 AM
chemikerin   I am not attacking your system. Life is breaking i...   Aug 5 2022, 12:47 PM
chemikerin   Wisdom is when knowledge ends. Knowledge has conti...   Oct 4 2022, 01:08 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/cH4y7G0V/Screenshot-2022-11-0...   Nov 6 2022, 08:23 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/Bn0Md5kg/Screenshot-2022-11-0...   Nov 6 2022, 08:28 PM
chemikerin   https://i.postimg.cc/65v6wr1j/Screenshot-2023-03-3...   Mar 30 2023, 06:32 PM
chemikerin   Question: Is there no danger in seeking divinity o...   Aug 30 2023, 11:17 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 12th May 2024 - 04:05 AM