საინტერესო ფორუმი გაქვთ. მუსიკაში და ამოუცნობ მოვლენებში გავაკეთე თითო პოსტი ტესტისთვის.
მეგრეს წიგნებზე წარმოდგენა მაქვს, პატარ-პატარა ფრაგმენტებიც მაქვს წაკითხული, საინტერესოა, მაგრამ არ მიმიზიდა - ან უკვე გვიანია ჩემთვის ეგეთი რაღაცეების კითხვა, ან ნაადრევი თუ დრო მექნა, შევეცდები, ჩემთვის საინტერესო თემებს გამოვეხმაურო.
ამ წინადადების ერთი ნაწილი ლოგიკურად გამორიცხავს მეორეს
-----------
ალბათ გამორიცხავს. თავის დროზე გადავწყვიტე წამეკითხა, მაგრამ მერე სხვა წიგნებზე გადავერთე. რით მიგიზიდათ მეგრეს წიგნებმა?
კეთილი სიყოს შენი მაუსის კურსორი ამ გვერდზე
დიდი მადლობა ყურადღებისთვის
გამარჯობათ
პრივეტ
პრივეტ სიხარულო, როგორ ხარ? გამიხარდა შენი დარეგისტრირება!
კეთილი იყოს შენი მაუსი ამ პატარა ფორუმზე
მიყვარხარ დაიკო
კარგად ვარ. ძალიან მომეწონა თქვენი ფორუმი.
საინტერესოა და არ მიზიდავს - რატო გამორიცხავს ვერ გავიგე...????
ლამაზია ქალი და არ მიზიდავსთქო რო ვთქვა არ შეიძლება???? მახინჯი ქალები რო მიზიდავდეს არ მოსულა????
ტავარიშჩ, ოლდმენ, ნი მაგუ სკაზაწ ჩტო ჟილეზნაია ლოგიკა....
ვა, რა ზონანსი მოყვა ჩემს მოსალმებას ერთი წლის მერე
დრო ხომ არ არსებობს კაცო, რა მნიშვნელობა აქ რამდენი ხნის წინ იყო
ალფა მართალია, ეზოთერიკებისთვის დრო და სივრცე არაფერს ნიშნავს, ცარიელი სიტყვებია
ხო, ამ ტოპიკის პირველ პოსტს ეხლა ვწერ
მაშინ რატომ დადიხართ ფორუმზე, ხომ წინასწარ იცით ყველა მომავალი პოსტი? რა აზრი აქვს აზრების გაცვლას?
მე ეზოთერიკოსი არ ვარ რატომ უნდა შემოვიფარგლოთ რაღაც ტერმინებით
ეს ფორუმი მინდა რომ სულ იყოს!!! ისეთ საინტერესო რამეებს ვკიტხულობ რომ მსიამოვნებს!!! მიყვარს ეს საიტი!!!
aba kidev ertxel mogesalmebit
ჰაი პიპლ
ეკლესია კრძალავს ყოველგვარ მედიტაციას. ასე რომ არ გირჩევთ არავის. ეკლესიაში ეძებეთ სიმშვიდე
anonymouska
მადლობა რჩევისთვის! მაგრამ შეიძლება აქ ზოგიერთმა არ გაითვალისწინოს
anonymouska
კყტრკჰტდფკჰტფკყტფ
მოგესალმებით კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ საიტზე
ingusha
გამარჯობა ingusha
კეთილი იყოს შენი შემომატება და იმედია საინტერესო პოსტებით აგვავსებ
TT111
მადლობაა! გამიხარდა, რომ მოგეწონა ეგ ვებ-გვერდი ალფამ გამიკეთა
(ნიჭიერი )
პ.ს. შენ ძალიან კი დაგვივიწყეე რამდენი რამე შეიცვალა ფორუმზე და კიდევ იცვლება
ვეცდები...ვეცდები... საინტერესო რამეები ვწერო, ფორუმმაც დამაინტერესა, მარა დრო ცოტა მაქვს ხოლმე სამწუხაროდ,
ვითარდება ფორუმი
+ ბევრი ახალი თემა
+ახალი სმაილები
ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა
და დიზაინსაც უცვლიან ბიჭები ...
იქ" წერია ყველაფერი
"ვსეგდა რად"!
http://smajliki.ru/smilie-901318503.html
გამარჯობა კეთილო ხალხო, შემოვანათე ფორუ-მზე
ახალი წელი, ახალი სახელი და ახალი ცხოვრება )))))))))))
მზეონა
მზეონა
)))))
უპს )) სახელით მოგმართე
გამარჯობათ
რამდენიმე დღეა ფორუმზე თქვენს პოსტებს ვკითხულობ,
ადრეც შემოვედი, რამოდენიმე თვის წინ და მაშინ გათიშული იყო თუ არ ვცდები.
რაღაც ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გაქვთ და მინდა შემოგიერთდეთ. იმედია მიმიღებთ
Beqa CHarbadze
ჰაი
საიტის ადმინი ვინ არის?
ზ
ჰაი ბექა,
ადმინი ზეტ-ია თუმცა სახელის შეცვლაში ვერ დაგეხმარება, ხელახლად დარეგისტრირდი შენთვის სასურველი ნიკით, სხვანაერად არ გამოდის ))
ოკ ჰაი
სამწუხაროდ მეილს 2 ჯერ ვერ გამოვიყენებ. მე კიდე სხვა მეილით დარეგისტრირება არ მინდა. არადა ადმინს შეუძლია შეცვალოს
სალამი სუყველას, მომწონს ეს ფორუმი, მგონი ვიპოვე ჩემნაირი ხალხი და მეშველა!
term
მიღებულია შენიშვნა,
მოგესალმებით, ეხლა აღმოვაჩინე ეს საიტი და ძალიან გამიხარდა რომ საქართველოშიც არსებობს ფორუმი რომელიც მხოლოდ ეზოთერიკას ეძღვნება, რომელიც ვიმედოვნებ მალე გაიზრდება და უფრო მეტადაც გააქტიურდება - წარმატებები!..
მოგესალმებით ყველას, ჩემი სახელია მამა იოთამი, ვმსახურობ თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტერში (აბანოთუბანში კლდეზე რომ მონასტერია), დიდი რაიმე ცოდნა მე არ გამაჩნია მაგრამ ალბათ შევძლებ ზოგიერთ შეკითხვაზე, უფლის შეწევნით გიპასუხოთ, თუ შეძლებთ და მონასტერში ამობრძანდებით სასაუბროდ უფრო გამიხარდება, სასაუბრო თემა კი ასე ვთქვათ აბსოლუტურად ნებისმიერია, პატივისცემით...
irakli6502
მოგესალმებით
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
გასაკვირია თქვენი აქ მოსვლა რადგან თანამედროვე ქრისტიანული ეკლესია ჩვენ(ანუ ეზოთერიზმით დაინტერესებულ ხალხს) მოგვიხსენიებს როგორც წარწყმედილნი, ეშმაკისეულნი, უხსენებელნი, ღვთისპირიდან გადავარდნილნი და ა.შ..
თქვენ რას ფიქრობთ ჩვენზე?
irakli6502
მოგესალმებით
მინდა მეც mata -ს კითხვა გავიმეორო. რას ფიქრობთ ჩვენზე? ამ ორიოდე საუკუნის წინ შეიძლება ჯადოქრებად გამოვეცხადებინეთ, თქვენ რას ფიქრობთ ჩვენზე?
კარგი იქნებოდა ამ კითხვა პასუხზე ცალკე თემა გაგეხსნათ, თუ ისურვებთ რათქმაუნდა
მოგესალმებით ყველას, ირაკლი ჩემი ეისკაცობის სახელია; თქვენზე და საერთოდ ყველაზე იმას ვფიქრობ, რომ ყველა პიროვნებას უფლისგან აქვს თავისუფალი ნებისა და არჩევანის უფლება მონიჭებული (თუნდაც ცდომილებისა), მაგრამ ალბათ უმჯობესია სხვისი ცდომილებების გამეორებისაგან თავის შეკავება; მე არა ვარ კომპიუტერში კარგად გარკვეული და თემის გახსნა სამწუხაროდ არ ვიცი თანაც ამდენი დროც არა მაქვს ამისთვის; გამოგიტყდებით უშუალოდ ურთიერთობა მირჩევნია და კვლავ გიმეორებთ ჩვენ მონასტერში სასაუბროდ მოწვევას.
irakli6502
შეიძლება გკითხოთ, რამ გამოიწვია თქვენი სურვილი ან გადაწყვეტილება ამ ფორუმზე დაგეწერათ და ფორუმელებთან გასაუბრება შემოგეთავაზებინათ?
irakli6502
მე მინდა გითხრათ მადლობა, თქვენი მცდელობისათვის...
სამწუხაროდ მე ძალიან შორს ვარ და ვერ გეწვევით.
დე, ღმერთი იყოს ყველა ჩვენთაგანის მფარველი.
ირმა, თუ საქართველოში ხარ შემიძლია ტელეფონით დაგიკავშირდე ან უფრო ბანალური სკაიპით
ემიგრანტ, ბევრი რამ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაზე სრულიად უსარგებლოა მარადიული ცხოვრებისთვის და ამიტომ ასე ვთქვათ მეორეხარისხოვანია, ამ საიტზე ზოგიერთი პოსტი წავიკითხე და ამან გადამაწყვეტინა გამოგხმაურებოდით, პიროვნებების ურთიერთობისას ხშირად ყველაზე ხმამაღლა უვიცების ხმა ისმის (არავინ მყავს პიროვნულად მხედველბაში), ეკლესიაში უმრავლესობა მოძღვართაგან ძალიან ღირსეული პიროვნებაა, სამწუხაროდ თქვენნაირ ხალხთან (ვისთვისაც უკიდურესად აუცილებელია ზოგიერთი სარწმუნოებრივი ასპექტის ჭეშმარიტად კომპეტენტური ახსნა-განმარტება) ისინი სხვადასხვა მიზეზით ვერ ახერხებენ ურთიერთობას (საკუთარი მრევლის სიმრსვლე, ოჯახი, ტაძარზე ზრუნვა და სხვა მიზეზი)
irakli6502
მოგესალმებით, და ძალიან სასიამოვნოდ მიმაჩნია თქვენი ამ ფორუმზე შემოერთება, მაგრამ emigrant ს ვერ დავეთანხმები, რომ ჩვენი ფორუმი ნაკლებად შესაფერი ადგილი იყოს თქვენთან სასაუბროდ, მიუხედავად იმისა ეთანხმებით თუ არა აქ გამოთქმულ შეხედულებებს, რასაც დარწმუნებული ვარ არ ეთანხმებით, აქ არსებულ სიყვარულს ალბათ იგრძნობდით, აქ ყველა მაძიებელია და ყველა ჭეშმარიტებას ეძებს, ამიტომ ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი ყველაფერზე, რის გაზიარებასაც ინებებდით, რადგან როგორც სჩანს თქვენ იპოვეთ თქვენი ჭეშმარიტება, თქვენთან მოწვევას სსიამოვნებით გამოვეხმაურებოდი, მაგრამ ამ ფორუმზე, სამწუხაროდ ბევრია ვინც ფიზიკურად ვერ შევძლებთ მოსვლას, თქვენ აზრს კი სიამოვნებით გავიზიარებდით
irakli6502 კეთილი იყოს თქვენი ფეხი ამ ფორუმზე.!
Emigranti ვერდაგეთანხმები რომ ეს ფორუმი შეუფერებელია სასაუბროდ თუნდაც რელიგიურ თემებზე.
ზეტმა აღნიშნა ეს სხვათემაში და ვერც იმას დავეთანხმები. რელიგია არანაირად არ უშლის ხელს ნებისმიერ საკითხზე მსჯელობას თუ ეს რელიგიური აღქმა კონკრეტულ ადამიანს რაღაც კლიშეებში არ აქვს მოქცეული.
ნებისმიერი სწავლება თავისებურად გადაჯაჭვულია ერმანეთზე აქიდან გამომდინარე რაღაც ერთი ჟაჭვის ამოღება არმიმაჩნია სწორად.
irakli6502
როდის შეიძლება მოსვლა, ნებისმიერ დროს?
გამარჯობათ
მე მეც მიმაჩნია რომ შეიძლება ერთი თემის გამოყოფა ამ ადამიანისათვის.. თუ შეიძლება კრიშნაზე საუბარი და უამრავი თემის გახსნა, რატომ არ შეიძლება ქრისტეზე და მის მსახურებაზე საუბარი?
მეც არ ვეთანხმები ემიგრანტს ... ....
მე თიკორომას ვეთანხმები........
irakli6502
მეც ვეთანხმები თიკორომას, მისი პრეტენზია კრიშნაიზმის თაობაზე ნამდვილად სამართლიანია. რატომ უნდა იყოს ამ ფორუმზე მხოლოდ და მხოლოდ კრიშნაიზმი და სხვა არაფერი, ეს გაუგებარია.
მაგრამ ეხლა საქმე იმაშია რომ ქრისტიანულის დაშვება ცოტა სარისკოა. იმიტომ რომ ეს ფორუმია და აქ უამრავი ადამიანი შემოდის, ყველას ხომ არ ვიცნობთ და ვის რა წამოუვლის თავში და რას იტყვის კაცმა არ იცის. ეგ ყველაფერი მერე კი მთელი ფორუმის პასუხისმგებლობა იქნება და განსაკუთრებით ხელმძღვანელობა ჩავარდება უხერხულ სიტუაციაში.
შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს და ჯანსაღი დიალოგი შედგეს, მარა სარისკოა.
მოიცა მოიცა მოიცად...მოიცათ
კრიშნაზე რო წამუაროს თავში ვინმეს
მაგალითად მე ათასჯერ წამომიარა რამემ მარა ჩვენი ატმანი არ გადარეულა და არც პროტესტის ნიშნად დაუტოვებია ფორუმი (ეხლა ისვენებს უბრალოდ ......მაგას ვენაცვალე... )
თუ ვინმეს რამე არაკორექტული წამოუვლის კიდე გავაქრობთ აქედან და მორჩა
და ბოლო ბოლო კრიშნა ქრისტეზე ნაკლები ღმერთიაააა ? ჰააააა ?
კრიშნასთან და ატმანთან პრეტენზიები არ მაქვს. მაგრამ ეს თემაც მაინტერესებს... თუმცა ჩვენი ფორუმის ადმინისტრაცია სხვა აზრისაა. იყო რაღაც თემები და გაქრა ამ ზაფხულს. ამიტომ მეტად აღარ ვითხოვ არაფერს.
თუ მაინც დაიშვება ერთი თემა, მარტივია მისი გაკონტროლება რომ რაიმე ზღვარს არ გადასცდეს და თუ ფანატიკოსები შემოვლენ, მათი დაბლოკვაც არ უნდა იყოს პრობლემა
ატმანს პატივს ვცემ, იმიტომ რომ არაფერს თავზე არ გვახვევდა და არ გვეუბნებოდა რაც მე მწამს თქვენც უნდა გწამდეთო. გვაწვდიდა ინფორმაციას და განმარტავდა... თუ ამავე სტილით შემოვა სხვა რელიგიის მიმდევარი მე პირადად მივესალმები
მაგრამ თუ შემოვა იმ პოზიციით რომ მე სხვაზე უკეთესი ვარ იმიტომ რომ ჩემი რწმენაა ჭეშმარიტი და თქვენ ყველა გზააბნეულები ხართ, მაშინ ოოო.... გაიღვიძებენ მკაცრი მოდერატორები )
Existence
ვინ ვიზე მეტია და ნაკლებია ეგ აქ არაფერ შუაშია. სად ქრისტიანობის მაშტაბები და სად კრიშნაიზმის.
არ გვინდა ეხლა ამ თემაზე საუბრის გაგრძელება, მითუმეტეს ამ თემაში. არადა ვინ იცის როგორ უხარია ატმანს კრიშნას სახელი ამდენჯერ რომ ვახსენეთ
old_man
1) mata მოსვლა ნამდვილად შეიძლება ნებისმიერ დროს, ეს ჩემი და ყოველი ქრისტიანის მოვალეობაცაა შეკითხვებზე პასუხის გაცემა, მთავარია ადგილზე ვიყო, რადგანაც ხანდახან მიწევს მონასტრიდან გასვლა ან სალის საკურთხევლად ან ავადმყოფის საზიარებლად, ხოლო შაბათ კვირას მცხეთაში ვმსახურობ;
2) ქრისტიანულის დაშვება, უცნაურია აქ ხომ ყველა თემაზეა საუბარი ნებადართული;
3) ჩემი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ უშუალო ურთიერთობისას უფრო ზუსტად შეიძლება აზრის გადმოცემა, მე არ გამაჩნია საკმარისი განათლება იმისათვის, რომ ერთი ფრაზით ზუსტად გამოვხატო ჩემი აზრი ისე, რომ არ შეიძლებოდეს ფრაზის სხვაგვარი ინტერპრეტაცია და ამით შემდგომ ვინმე დაბრკოლდეს ან მცდარი დასკვნა გააკეთოს.
4) თემის სახელი თქვენთვის მომინდია, თემას რომ გახსნით იქით გადავინაცვლოთ და შევეცდები ხშირად შემოვიდე ფორუმზე;
Simulated
რელიგიურ საკითხებში რა შედის? მით უმეტეს 'ზოგადად რელიგიურ საკითხებში'?
რაც შეეხება კრიშნას, მე მაგალითად მოვიყვანე უბრალოდ, თუ ინდუიზმზე ვსაუბრობთ თავისუფლად, ქრისტიანობამ რა დააშავა, თორემ ატმანის პოსტებს მეც სიამოვნებით ვკითხულობ და მაინტერესებს.
მოკლედ, ამ კამათს ჩემს პოსტს ნუ დააბრალებთ.
მე პირადად თქვენი, ამ ფორუმის იუზერების აზრები მაინტერესებს სხვადასხვა ქრისტიანულ საკითხებზე, წესებზე და ა.შ. თორემ რელიგიაზე სასაუბროდ სხვა ფორუმებიც რომ არსებობს ვიცი
irakli6502
ხოლო შაბათ კვირას მცხეთაში ვმსახურობ;
მცხეთაში რომელ ტაძარში?
tikoroma
მეც
Simulated
ასევე ფორუმზე იკრძალება:
- რელიგიური საკითხების საფუძვლიანი განხილვა, კამათი, რეკლამირება...
(რელიგიური საკითხების განსახილველად არსებობს სხვადასხვა ფორუმები რომელბიც შესაბამის თემატიკას ეთმობა)
ეს ჩვენს წესებში წერია.
ციტირებებს არ აკეთებს კომპი რატომღაც და ამისთვის ბოდიშს ვიხდი..
რაღაც თემები წაიშალა ამ ზაფხულს დაკეტილი რომ იყო ფორუმი. მამა გიორგი ბასილაძეზე, დაატ-ის თემა, სახელი აღარ მახსოვს, კიდე რამდენიმე და ამან მაფიქრებინა რომ ქრისტიანობაზე საუბარი აქ სასურველი არაა. თუმცა თუ ზეტს ასე უნდა მისი ნებაა. განსაკუთრებული პრეტენზია არავისთან მაქვს.
მცხეთაში იოანე-თორნიკეს დედათა მონასტერში მაქვს წირვები მაგ დღეებში
irakli6502
მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
--
რელიგიურ საკითხების განხილვას რაც შეეხება, მე მგონია, რომ მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხთან, რადგან ხანდახან ყველას არ შესწევს იმის ძალა, რომ განსხვავებული აზრი მოისმინოს(ვგულისხმობ ფორუმის მხარეს), ყველანი ადამიანები ვართ
ვფიქრობ, თუ ასეთი თემა გაიხსნება დიალოგის/კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა იყოს. მემგონი ძალიან კარგი იქნება, თუ ქრისტიანულ აზრს მოვისმენთ ამა თუ იმ საკითხზე(რადგან, სამწუხაროდ ზოგიერთ ადამიანეს, ცოტა მცდარი, სუბიექტური შეხედულება აქვს ქრისტიანობაზე, რელიგიაზე)
ეს ფორუმი არსებობს უკვე რამდენიმე წელია და ჩატარებულა არაერთი ექსპერიმენტი. ის რომ რელიგიური საკითხები აკრძალულია ამას აქვს თავისი მიზეზები. მე არ მინდა ეხლა ამ მიზეზების ახსნა დავიწყო უბრალოდ ვიტყვი რომ ეს ფორუმი სწორედ მაგიტო ფუნქციონირებს ნორმალური რიტმით, რომ რელიგიური საკითხების განხილვა აქ აკრძალულია.
ზეტ რო გააკეთო ერთი თემა სადაც ხმის მიცემის პრინციპით იქნება ეგყველაფერი და უმრავლესობამ გადაწყვიტოს რაუნდა და რა არა?
irakli6502
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!
დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებოდით. ძალიან მოულოდნელი და პირადად ჩემთვის სასიხარულო იყო აქ სასულიერო პირის პოსტის ნახვა.
მე ვთვლი რომ ძალიან კარგი იქნებოდა რაიმე თემის გახსნა , სადაც კამათი კი არ იქნებოდა და რელიგიური საკითხების განხილვა, არამედ აზრთა გაზიარება რწმენასტან დაკავშირებიტ. მე ჩემთვის ვაცალკევებ რელიგიას და რწმენას.
მეც მომხრე ვარ გაიხსნას თემა , სადაც შევზლებთ არა ჩხუბით და ა.აშ არამედ- ისე ნორმალურად საუბარს . (პ.ს,ბოდიში მამუ ) და თუ კრშნაზე 100თემაა იესომ რა დააშავა ?ზეტ არამგონია აქ ვინმემ ჩხუბი და ა.შ დაიწყოს ,თუარადა დახურავ თემას , რა პრობლემაა ..
irakli6502
კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა
კარგი აზრია,არაფერი დაშავდება იყოს ერთი თემა და ჩვეულებრივი დიალოგი, კითხვა- პასუხის რეჟიმში.,მგონი უინტერესო არ იქნება ამ ფორუმის მოიმხმარებლებისთვის.ჩვენ ხომ ბევრი რამ გვაინტერესებს და სულ ძიებაში ვართ.ვნახოთ თემა როგორ განვითარდება.ამ ფორუმზე შეგნებული და ჩკვიანი ხალხია,კარგია როცა მოვლენებს სხვადასხვა კუთხით უყურებ.
მოგესალმებით ყველას!!! ხალხნო მეც შედარებით ახალი ვარ აქ და მაინტერესებს არ ხდება ხოლმე შეხვედრების ორგანიზება? ან კინოს ყურება/გარჩევა? ან რამე ესეთი? ძალიან მაინტერესებს პირადად ყველა თქვენთაგანის გაცნობა, ისედაც სანთლით საძებარია ესეთი ხალხი და გამეხარდებოდა თუ რეგულარული შეხვედრები გაქვთ...
Zet
აბა ველით თემას-თემა-თემავ გამოცხვიიიი, თუ არ გამოხ ვალ......
ზეტ იუზერებს რა ვუყოთ? რაღაც ფორუმი მიძინებას მიეცა, არა?
გამარჯობა
moxetiale poeti
გაგიმარჯოს
მოგესალმებით
Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)