IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> მთვარე - მთვარის ცნობილი და უცნობი ღმერთები
tikoroma
post May 9 2013, 10:26 PM
Post #1


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ალაჰი - მთვარის ღმერთი
მთვარის ღვთაების ტაძრები აღმოჩენილია თურქეთის მთებიდან მდინარე ნილოსამდე, სადაც გავრცელებული ყოფილა მთვარის ღმერთის თაყვანისცემა. შუმერული თიხის ფირფიტებით ირკვევა, რომ მთვარის ღმერთს სხვადასხვა სახელი ჰქონდა, მათგან ყველაზე გავრცელებული იყო ნანა, სინ და ასიმბაბარ. მისი სიმბოლო იყო ნახევარმთვარე. მთვარის კულტი პოპულარული იყო მესოპოტამიაში, ასურელები, ბაბილონელები და აქადები თაყვანს სცემდნენ მთვარის ღმერთს - სინს.
ძველ სირიაში მთვარის ღმერთს გამოსახავდნენ ნახევარმთვარის სახით, ამავე დროს ნახევარმთვარეში ჩასვევს სავსე მთვარე, რაც მისი ფაზებზე მიანიშნებდა. მას ეკავა წამყვანი ადგილი ასტრალურ ტრიადაში - სინ იყო მთავარი ღმერთი, მზე (შამაშ) მისი მეუღლე, ხოლო იშთარი (ვენერა) - მისი ქალიშვილი.
ძველი აღთქმის ღმერთი გამუდმებით საყვედურობს ისრაელიანთ მთვარის თაყვანისცემის გამო. როცა ისინი კერპთაყვანისცემას უბრუნდებოდნენ, ჩვეულებრივ ეს იყო მთვარის ღმერთი. ხბოს ოქროს კერპის ჩამოსხმა სწორედ ამაზე მიუთითებს. ხბო (ხარი) იყო მთვარის ღმერთის სიმბოლო.

ისლამის სწავლებით ალაჰი არის უმაღლესი ღმერთი-შემოქმედი, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს მთავარანგელოზ გაბრიელის მეშვეობით წინასწარმეტყველ მუჰამედს გაუმხილა, რომ ის არის ღმერთი ალაჰი, სამყაროს შემოქმედი.
ყურანი არ განმარტავს სიტყვა „ალაჰს“, არ ამბობს თუ ვინ იყო ის სინამდვილეში.
წარმართულ პერიოდში არაბები „ალაჰს“ მთვარის ღმერთს უწოდებდნენ.
ისლამამდე არაბები თაყვანს სცემდნენ - მზეს, მთვარეს, ვარსკვლავებს, პლანეტებს, ხეებს, ცხოველებს, ბუნების ძალებს და ა.შ. ხოლო ალაჰი იყო მთავარი ღმერთი და ღვთაება ქურაიშისა, ტომის, საიდანაც იყო მოციქული მუჰამედი.
არაბები გამოიყენებენ სიტყვა ალაჰს, ღმერთის მნიშვნელობით. Abdullah - ნიშნავს მონა-ღვთისა. ის რომ, მუჰამედის მამას ერქვა აბდულა, მიანიშნებს რომ ამ სახელს გამოიყენებდნენ წარმართულ ხანაშიც.
დღესაც არაბები (როგორც სხვა ხალხები), მწუხარების ან გაოცების ნიშნად წამოიძახებს - ია ალაჰ (ო ღმერთო).
ისტორიკოსი Albert Hourani-ის განცხადებით, არაბულად „ალლაჰ“ „ღმერთს“ ნიშნავდა და ეს საკუთარი სახელი არ არის.
მუსლიმანები თაყვანს სცემენ ღმერთს - ალაჰს. ისინი აცხადებენ, რომ ისლამური რელიგია უწყვეტი გაგრძელებაა ბიბლიისა, მაგრამ არქეოლოგიური კვლევები ამტკიცებს, რომ ალაჰი წარმართობიდან იღებს სათავეს. ალაჰი არის იგივე წარმართული მთვარის ღმერთი, რომელიც დაქორწინებული იყო მზეზე, ხოლო ვარსკვლავები მათი შვილები არიან.

ქააბში, სადაც მუჰამედი გაიზარდა, მთვარის ღმერთს უწოდებდნენ ჰუბალ და ალაჰ. მას შემდეგ რაც მუჰამედი გახდა მონოთეისტი ქრისტიანობის გავლენით, მან შეწყვიტა მთვარის თაყვანისცემა, თუმცა მათი ღმერთის სიმბოლოდ კვლავ რჩება ნახევარმთვარე.
ვის შეუძლია უარყოს, რომ მთვარეს დიდი გავლენა აქვს მუსლიმანთა ცხოვრებაზე? მთვარე ითვლება მათთვის ყველაზე წმინდა ასტრალურ ობიექტად, მთვარე არის ხელმძღვანელი ყველა მუსლიმანური რიტუალების და დღესასწაულების - იდების და რამადანისა. მათი სიმბოლოა ნახევარმთვარე და ვარსკვლავი.
ისლამში გადმოტანილია არაბთა წარმართული რიტუალები. რამადანის აღნიშვნა, ქააბის გარშემო შვიდგზის შემოვლა, შავი ქვის კოცნა, თავის გადაპარსვა, ლოცვა მექის მიმართულებით, ლოცვა პარასკეობით - ვერავინ უარყოფს რომ ეს ჩვეულებები მუჰამედამდეც არსებობდა.
ისტორიული ფაქტია, რომ მექაში, სადაც იყო შავი ქვა (სავარაუდოდ მეტეორიტი) ხდებოდა წარმართული ღვთაების თაყვანისცემა.

1950 წელს არქეოლოგებმა გათხარეს მთვარის ღმერთის მთავარი ტაძარი ჰაძორში პალესტინაში, სადაც მთვარის ღმერთის ორი ქანდაკება იქნა ნაპოვნი. ეს იყო მჯდომარე მამაკაცის ქანდაკებები, მკერდზე ამოტვიფრული ნახევარმთვარით. წარწერები ცხადყოფს, რომ ეს მთვარის კერპები იყო. იქვე ნაპოვნი სხვა ქანდაკებები, წარწერების მიხედვით, მთვარის ღმერთის ქალიშვილები არიან.
ათასობით წარწერა კედლებსა და კლდეებზე ჩრდილოეთ არაბეთში, ასევე წარწერები ლარნაკებსა და თასებზე, გვიჩვენებს, რომ თაყვანს სცემდნენ ალაჰის ქალიშვილებს (daughters of Allah - ნიშნავს ღმერთის ქალიშვილებს. სამი ქალწული - Al-Lat, Al-Uzza, და Manat - წარმოადგენენ მთვარის ღმერთის ქალიშვილებს. მათი კულტი იყო გავრცელებული არაბეთში ისლამამდე.

სახელი „Al-Uzza“ ნიშნავს - ერთიან ძალას, ეს იყო დილის ვარსკვლავის ქალღმერთი. სახელი „Al-Lat“ უბრალოდ „ქალღმერთს“ ნიშნავს, როგორც „Al-Lah“ ნიშნავს „ღმერთს“. „Manat“ - მოხუცი ქალღმერთი, იყო ბედის ან დროის ღვთაება. ზოგჯერ ისინი მოხსენიებულნი არიან ღმერთის ქალიშვილებად „the daughters of Al-Lah“, ზოგჯერ კი ალ-უზა და მანათი, ალ-ლათის ქალიშვილებად იწოდებიან.

ალ-უზა ეტოლება ცისკრის ვარსკვლავს, ვენერას. მას ბევრი საერთო აქვს იშთართან და ასტარტასთან.
ალ-ლათს (იგივე al-Illahat), ჰეროდოტე აფროდიტესთან, სხვები კი ათენასთან აიგივებენ და დიდ დედას უწოდებენ.
მზეს არაბეთში უწოდებენ შამს (Shams), (შუმერები - შამაშ), იგი ქალ-ღვთაებად ჰყავდათ წარმოდგენილი. მისი საკურთხეველი იყო ქალაქ Ta'if - მექას გარეუბანში. მისი სიმბოლო იყო ნახევარმთვარე,
ჩანს მანათი იყო არაბების უძველესი ღვთაება. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით თაყვანს სცემდნენ შავ ქვას მექას ახლოს (She was particularly worshipped as a black stone at Quidaid, near Mecca).

არაბთა წარმართული ქალღმერთები








--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
tikoroma   მთვარე - მთვარის ცნობილი და უცნობი ღმერთები   May 9 2013, 10:26 PM
tikoroma   ისლამური სიმბოლოე...   May 9 2013, 10:30 PM
Lashapoli   კარგი თემაა თიკო, გ...   May 9 2013, 10:58 PM
Atm@n   შივაც მთვარის კულტ...   May 9 2013, 11:13 PM
Lashapoli   რამა - მზის დინასტი...   May 10 2013, 12:32 AM
tikoroma   Lashapoli ქრისტიანობის ...   May 9 2013, 11:40 PM
stalkeri   nicshec mtvaris dinastiidanaa. shopenhaueri ufro-m...   May 10 2013, 03:18 AM
earth   tikoroma :good: ძალიან კარ...   May 10 2013, 07:45 AM
Atm@n   Lashapoli "რამა ვინ არი...   May 10 2013, 07:55 AM
Lashapoli   Lashapoli "რამა ვინ არი...   May 10 2013, 03:18 PM
td.........   მართლა კარგი თემაა...   May 10 2013, 10:05 AM
stalkeri   Reigani-mtvarisaa Gubaz sanikidze -Mtxlis. :D mtva...   May 10 2013, 10:03 PM
tikoroma   http://www.dhushara.com/book/orsin/origsin.htm   May 25 2013, 05:25 PM
honey9   i would like to appreciate you for sharing such a ...   Aug 17 2013, 09:32 AM
jarmen   საინტერესო თემა იყ...   Aug 26 2013, 01:06 AM
tikoroma   jarmen საინტერესო შენ...   Aug 31 2013, 07:14 PM
Existence   ერთი შეხედვითაც ჩა...   Sep 8 2013, 01:02 AM
tikoroma   მთვარის თაყვანისც...   Oct 6 2013, 03:47 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 18th May 2024 - 04:07 PM