IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

85 Pages V   1 2 3 > » 

old_man
Posted on: Feb 26 2024, 12:32 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


მშვენიერია, გილოცავ! wub.gif
  Forum: ფსიქომოდულაციის ... · Post Preview: #131662 · Replies: 20 · Views: 13,663

old_man
Posted on: Feb 17 2024, 09:31 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


QUOTE(sukkuna @ 15th February 2024 - 04:44 PM) *
აქამდე გაგებული მქონდა აზრი ამ ფორუმიდან და სხვადასხვა ეზოთერული წიგნებიდან რაღაც “ არსებების “ შესახებ რომლებიც ჩვენს გონებაში ჩარევას ახერხებდნენ და ამ ჩარევით მანიპულირებენ . აქამდე არ მესმოდა ეს ყველაფერი მაგრამ ახლა ჩემს გამოცდილებაზე და დაკვირვებაზე დავწერ . ჩემი დაკვირვებით ადამიანის ტვინი რადიო გადამცემივით მუშაობს , ანუ სიხშირეებზე და სიხშირეს ჩვენი ვიბრაციული მდგომარეობა განსაზღვრავს . თუ დაბალია ვიბრაციები ანუ ხშირადგანვიცდით წყენას , გაბრაზებას , შიშს, აგრესიას , უკმაყოფილებას ჩვენი ტვინი შესაბამის სიხშირეზე იმყოფება და ამ სიხშირეზე ჩვენს თავში აზრები გარედან შემოდის ( ყოველშემთხვევაში რაღაც ნაწილი ) . ამის თქმა მარტივად არის შესაძლებელი თუ დავაკვირდებით აზრების განმეორებას რომელიც ემოციურ ზიანს გვაყენებს და ამ მძიმე აზრებს თუ სურათებიც მოყვება მექანიკური მთლად უბედურებაა რადგან დიდხანს გვჭედავს მაგ მდგომარეობაში . ამის გარდა მაგ დროს მე პირადად ძალიან ბევრი საშინელი და მკრეხელური აზრი მიჩნდება რომელიც ჩემ თავში ფიზიკურად ვერ დაიბადებოდა . როცა ამაზე დაკვირვებას ვიწყებთ ანუ აზრებს აღარ ვაძლევთ ემოციებს ( შესაბამისად ენერგიას ) ეს შენახული ენერგია გვეხმარება ენერგეტიკული სხეულის გამაგრებაში და პრაქტიკის შემდეგ ის ჩახვეული აზრები იწყებს გაქრობას და ნეგატიური ემოციებიც ქრება . შემდეგ იწევა ვიბრავიები გარკვეულ დონეზე და აზრებიც ნათელი ხდება და თითქოს სულის ხმა პირდაპირ ისმის და გზას გაჩვენებს . ამ მდგომარეობაში ხალხს რომ დავაკვირდი დავინახე რომ პირდაპირი გაგებით მანიპულაციის ქვეშ არიან ყოველშემთხვევაში ის სოციუმი ვინც ჩემს გარშემო ხვდება . მათი მხრიდან ხდება შენი მაღალვიბრაციული ყოფიდან ამოგდება და ამის გაკეთების დროს ისინი პირდაპირი გაგებით გაუცნობიერებლად მოქმედებენ . ამაზე დაკვირვებამ გამაანალიზებინა რომ მეც ზეგავლენის ქვეშ ვარ და რეალურად ეს იწვევს ჩვენს ძილის მდგომარეობას . ეს განაალიზებები ბოლოს მომივიდა და ამან ბევრი პიროვნული ტვირთი მომხსნა , ასევე შიშები და სხვა ღრმად ქვეცნობიერულახ ჩაბეჭდილი დამოკიდებულებები. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე ან თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება ?

კი ეგრეა. რა სიხშირეზეც ტრანსლირებ, ისეთივე არსებები აგეკიდებიან, უხილავი თუ ხილული სამყაროსი
დაბალვიბრაციებზე არგადადასვლის საშუალება კი არის მუდამ გაცნობიერებულად ცხოვრება
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131654 · Replies: 57 · Views: 4,837

old_man
Posted on: Feb 15 2024, 11:27 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ასკეზები შეგიძლია სცადო
აიღე საცდელად 21 დღიანი პერიოდი. და ჩაუთქვი, ამ პერიოდში არ დავლევ, არ მოვწევ, ხორცს არ შევჭამ, ყოველდღე გავაკეთებ ნახევარ საათიან მედიტაციას. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღე მემატება სულიერი ძალა და ვხდები უფრო ძლიერი. მატერიალური სურვილები ვეღარ ბატონობენ ჩემზე. თუ დავარღვევ ამ ასკეზას ვიქნები სუსტი, არარაობა, არაფრის ღირსი. შეგიძლია დღიურივით აწარმოო. დღის ბოლოს პლუსი დაუსვი რომ ამ დღის მიზანი შესრულებულია. ჩაიწერე შეგრძნებები
ამ პირველი 21 დღის გასვლის შემდეგ უკვე ადვილი იქნება და ნახავ რომ მართლა გაძლიერდი სულიერად და უფრო მარტივი იქნება წინსვლა
  Forum: დახმარების ოთახი · Post Preview: #131648 · Replies: 7 · Views: 1,712

old_man
Posted on: Jan 23 2024, 10:22 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


QUOTE(earth @ 23rd January 2024 - 09:30 PM) *
ეს თემა უნდა ამოვწიოთ. ვიცი სუნთქვა არის პირველი უძლიერესი ენერგიის წყარო.

კი ენერგიის წყარო გარდა, მედიტაციურ პრაქტიკებშიც შეგიძლია გამოიყენო. აი, ვინმე რომ გაგაბრაზებს, მაგ დროს ემოციებს რომ არ აჰყვე, დაიწყე ღრმად სუნთქვა და ყურადღება
მასზე გადაიტანე... smile.gif ასევე შინაგანი დიალოგის გაჩერებისთვის. ფიქრები მოდის, მოდის, ამ დროს იწყებ სუნთქვაზე დაკვირვებას და ჩერდება ფიქრები. ოპა! იჭერ ამ მდგომარეობას სუნთქვის დახმარებით და მერე განავრცობ, სხვა ტექნიკებს დაიხმარებ. მე სუნთქვა ძაან დამეხმარა მსგავს პრაქტიკებში
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131628 · Replies: 15 · Views: 9,817

old_man
Posted on: Jan 23 2024, 10:18 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
QUOTE(earth @ 23rd January 2024 - 09:28 PM) *
ჯდომით მინდა როცა შემეძლება. ამაზე მქონდა გართულება.საერთოდ ვერ გავიგე რატომ მარტო წოლით. ახლა შენმა პასუხმა მიმახვედრა, რომ ალბათ როგოც მინდა ისე ვაკეთო.

ჯდომით იმიტომ ვაკეთებ, რომ სამსახურში მთელი დღე კომპიუტერთან ვზივარ და ვცდილობ ეგ დრო ჩვენი კუთხითაც გამოვიყენო ხოლმე )
სახლში დაწოლილიც გამიკეთებია. მე მგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია გაცნობიერებულად გააკეთო, როგორ შედის ჰაერი, როგორ ივსება ნელ-ნელა მთელი სხეული, ყველა უჯრედი და მერე ასევე ნელა გამოდის გარეთ
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131627 · Replies: 15 · Views: 9,817

old_man
Posted on: Jan 23 2024, 11:52 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
კი ეგაა, მაგრამ მე მჯდომარე მდგომარეობაში ვაკეთებ. დიდი ხანი არაა.
როცა მახსენდება. ნებისმიერ დროს, შეიძლება რამეს ვუყურებდე, ან სამსახურში
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131624 · Replies: 15 · Views: 9,817

old_man
Posted on: Jan 22 2024, 11:21 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


მე ვაკეთებ აი მუცლით სუნთქვას რომ ეძახიან, თვლის გარეშე
20-30 წუთი დღეში.
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131622 · Replies: 15 · Views: 9,817

old_man
Posted on: Jan 18 2024, 07:54 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


მეგობრებო 2024 წლის 21 იანვარს პლუტონი საბოლოოდ გადადის თხის რქიდან მერწყულის ნიშანში და იქ დარჩება 2044 წლამდე
პლანეტა პუტონი არის დიდი ტრანსფორმაციის, ნგრევის და აღორძინების სიმბოლო
გველოდება დიდი ტრანსფორმაცია, ცვლილებები ფიზიკურ პლანზე და ცნობიერების მხრივ. მერწყულიც ხომ სიახლეებს და ახალ ცნობიერებას გამოხატავს
მოემზადეთ babu.gif
  Forum: სულიერი და ფიზიკუ... · Post Preview: #131617 · Replies: 57 · Views: 4,837

old_man
Posted on: Jan 3 2024, 12:05 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
მადლობა bigarmhug.gif l_sunny.gif
  Forum: თავისუფალი განყო... · Post Preview: #131579 · Replies: 1754 · Views: 299,506

old_man
Posted on: Nov 26 2023, 12:16 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


როდესაც ჭკუა მიმართულია მუდმივად გარე ობიექტებზე, შთაბეჭდილებების, გრძნობითი სიამოვნებების მიღებაზე, ის იქცევა აჰამკარად-ცრუ ეგოდ,
ხოლო თუ ის მიმართულია შიგნით, დროთა განმავლობაში საკუთარ თავში ატმანის გაცნობიერება მოხდება და მე-ს აღქმა მთლიანად შეიცვლება.
  Forum: ვედები · Post Preview: #131526 · Replies: 10 · Views: 7,471

old_man
Posted on: Oct 28 2023, 10:15 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 28th October 2023 - 06:22 PM) *
ანთროპოსოფიის მიხედვით ხომ ცნობიერი სამშვინველის ეპოქაა?
სხვადასხვა სწავლებაში სხვადასხვნაირად არის ეპოქები მოცემული. საინტერესოა, რამდენ პოსტატლანტიკურ ეპოქას მოიცავს კალი-იუგა.

ვედების კალი-იუგას ეპოქა ანთროპოსოფიის მიხედვით შეგვიძლია შევადაროთ არიმანის ეპოქას, რომელზეც რუდოლფ შტაინერი საუბრობდა. ორივეს არსი ერთია.
ამავდროულად ცნობიერი სამშვინველის ეპოქაცაა, როცა ადამიანს მიუხედავად არიმანის მძლავრობისა, აქვს შანსი ცნობიერი სამშვინველი განავითაროს (და აუცილებლად უნდა განავითაროს) და გააგრძელოს ევოლუცია. თუმცა ეს ძალზე რთულია ამ ეპოქაში. ჰო, ანთროპოსოფიის მიხედვით ამ მეხუთე პოსტატლანტიკურ ეპოქას ემთხვევა. მაგრამ რამდენს ეპოქებს მოიცავს არ ვიცი...კალი-იუგა მგონი გაცილებით დიდ ხანს გრძელდება, ვიდრე რუდოლფ შტაინერის ეპოქებად დაყოფის პერიოდები
  Forum: ვედები · Post Preview: #131520 · Replies: 10 · Views: 7,471

old_man
Posted on: Oct 26 2023, 12:15 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


იმ ეპოქას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვედების მიხედვით ეწოდება კალი-იუგა, ყველაზე ბნელი და სულიერებას დაშორებული ეპოქა
შეიძლება ითქვს, ეს არის სწორედ ცრუ ეგოს-აჰამკარას ეპოქა. რადგან მისი იმპულსებით მიმდინარეობს ცხოვრება და ადამიანების მისწრაფებებიც აქედან გამომდინარეობს.
ცრუ-ეგოს წყალობით სულიერი ცოდნები მოექცა რელიგიურ ინსტიტუციებში, სისტემებში, რიტუალებში, დოგმებში და ჩაიკეტა საკუთარი ჭეშმარიტი მე-ს გაცნობიერების გზები.
  Forum: ვედები · Post Preview: #131517 · Replies: 10 · Views: 7,471

old_man
Posted on: Oct 21 2023, 04:37 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ჩვენს მთელ ცხოვრებას გასდევს ტანჯვა სხვადასხვა სახით. ისევ და ისევ იტანჯება ჩვენი ცრუ ეგო და არა ატმა
ვედები გამოჰყოფენ ამ ტანჯვის მიზეზებს და მოდით, გადავხედოთ რა არის ეს მიზეზები:

1. "ავიდია"-უმეცრება - ადამიანი ვერ ანსხვავებს მატერიას და სულს. არ იცის თუ როგორ გამოიყენოს მატერია სულის სამსახურში სწორად

2. მეორე მიზეზია აჰამკარა ცრუ ეგოში ცხოვრება. კრიშნა გვეუბნება, თუ ჩემს ცნობიერებაში არ იცხოვრებ, გელოდება იმედგაცრუება, რადგან ცრუ ეგოს გავლენით ეჯაჭვება ადამიანი მატერიალურ საქმიანობას და ამ მატერიალური საქმიანობის ნაყოფებს. ეს კი იქცევა ტანჯვის საფუძვლად.

3. რაგა-კლეშა - მატერიალური წარმოდგენა ბედნიერებაზე, რაც ითვლება რომ არის ბედნიერი ოჯახი, სიმდიდრე, სილამაზე, საზოგადოებაში სტატუსი და ა.შ. მატერიალური წარმოდგენა ბედნიერებაზე კი ისევ და ისევ მოდის ცრუ ეგოს წარმოდგენებიდან.

4. დვეშა-კლეშა - ცრუ ზიზღი ტანჯვის ცრუ მიზეზების მიმართ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ რაღაც ისე არ მიდის ჩვენს ცხოვრებაში როგორც გვინდა, ვადანაშაულებთ ყველას და ყველაფერს ჩვენ გარშემო. მაგრამ ესეც ცრუ-ეგოს ილუზიაა
  Forum: ვედები · Post Preview: #131513 · Replies: 10 · Views: 7,471

old_man
Posted on: Oct 21 2023, 04:28 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
QUOTE(earth @ 21st October 2023 - 08:57 AM) *
როგორ დავიწყოთ, რა იქნებოდა პირველი ნაბიჯი?

უნდა დავაკვირდეთ დღის განმავლობაში ჩვენს ფიქრებს...
ისე რომ არ ჩავერთოთ მათში და არ გავყვეთ. ჭკუა ერთი წამით არ ჩერდება, მთელი დღე ჩართულია და ზუზუნებს. რადგანაც ჭკუა პირდაპირ კავშირშია გრძნობებთან, ემოციებთან, შთაბეჭდილებებთან მთლიანად ამის გარშემო ტრიალებს ჩვენი ფიქრები. ცრუ ეგო ცხოვრობს სწორედ ნატიფ სხეულში და ტრანსფორმირდება ჭკუაში. ამგვარად, ის, ვინც დაიწყებს თავის ფიქრებზე დაკვირვებას დღის განმავლობაში და არ გააიგივებს თავს ამ შინაგან დიალოგთან, იქნება ჭეშმარიტი მე, რომელიც აკვირდება ცრუ მე-ს.
  Forum: ვედები · Post Preview: #131512 · Replies: 10 · Views: 7,471

old_man
Posted on: Oct 20 2023, 08:30 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


იმისთვის, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთ, გავიგოთ როგორაა ადამიანი მოწყობილი ამისთვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ცრუ ეგო. სანსკრიტულად აჰამკარა
ვედები ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. კრიშნაც სულ ამაზე ჩასჩიჩინებს არჯუნას.

ვედური სწავლებების მიხედვით ადამიანი შედგება: ფიზიკური სხეულისგან-ნატიფი სხეულისგან (ჭკუა-გონება-ცრუ ეგო)-სულისგან (ატმა)
ნატიფი სხეულში შედის ცრუ ეგო. ანუ მე-ს შეგრძნება. ეგოს ეძახიან ცრუს იმ შემთხვევაში, თუ ატმა-სულს, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა რომ სულია), საკუთარი თავი ერევა გარეგან გარსში ანუ ფიზიკურ სხეულში. ამას ჰქვია ცრუ ეგო.
ცრუ ეგოს საპირისპიროა ჭეშმარიტი ეგო. სულიერი სწავლებები სწორედ ამაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ამ გარეგნული გარსის შიგნით არსებობს სული ანუ ატმა.
ჩვენ სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაძლიერდეს ცრუ ეგო. როცა გვლანძღავენ გვწყინს, როცა გვაქებენ გვიხარია. ეს სინამდვილეშიცრუ ეგოს თემებია, იმიტომ რომ თავს ვაიგივებთ სხეულთან და იმ შეგრძნებებთან რასაც განვიცდით. ამას უკვდაც არსება ატრმასთან არანაირი კავშირი არ აქვს
  Forum: ვედები · Post Preview: #131509 · Replies: 10 · Views: 7,471

old_man
Posted on: Aug 24 2023, 11:03 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


აქ ორი ვარიანტია:
1. შეიძლება ეს იყოს ჩარჩენილი სული, ადამიანი რომელიც მოკვდა ამ ბინაში და თავისი ძლიერი მიჯაჭვულობების გამო მისი სული ვერ გადავიდა სხვა სფეროებში. ახლა გაბრაზებულია, რომ მის ბინაში სხვები ცხოვრობენ და ასე ავლენს თავს
2. დაბალი ასტრალის არსება, რომლებიც თქვენამდე მიზიდულ იქნა ამ ბინაში სხვადასხვა ფაქტორის გამო. ასეთი არსებები უამრავია (მაგალითად ლოთების და ნარკომანების ბუნაგში შესაბამისი ასტრალური არსებები მიიზიდება, რომლებიც მსგავსი ვიბრაციის არიან როგორიც სახლის მობინადრენი და მათი ფიზიკურ სამყაროში გამოვლინებაც აგრესიული იქნება, სხვა ფაქტორებია: შავი მაგია, რიტუალები და ა.შ.)
  Forum: ეზოთერული განყოფ... · Post Preview: #131498 · Replies: 8 · Views: 3,212

old_man
Posted on: May 27 2023, 11:40 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


Hekate
QUOTE(Hekate @ 27th May 2023 - 10:18 AM) *
როგორ შეაფასე? გადმოგყვა რამე გამოცდილებად ? რომელიმე კონკრეტულში ისურვებდი დაბრუნებას?

სიკვდილის შემდეგ, ეს მიღებული გამოცდილება რა თქმა უნდა, გადამუშავდება და შემდეგ ცხოვრებაში თვისებების, უნარების სახით გვიბრუნდება. ჩემი ბოლო ცხოვრება ხაზგასმით გამოყოფილად დაანახეს მედიუმს, რომლის მკვეთრად უარყოფითი თვისებები ამ ცხოვრებაშიც გადმომყვა. და ვმუშაობ ახლა ამაზე )
დაბრუნებას არცერთში არ ვისურვებდი, რადგან უკვე გამოვლილი გამოცდილებაა იმ სხეულებში და იმ პიროვნებებად ცხოვრება. ასეთი შეგრძნება მქონდა
QUOTE(Hekate @ 27th May 2023 - 10:18 AM) *
აი თითქოს ამ ადამიანური აღქმიდან და ამ პიროვნების ფორმით არ მინდა ვიყო სხვა. მინდა ამ პიროვნებით დავრჩე სულიერ სამყაროში, ზოგჯერ არ მხიბლავს რეინკარნაცია ამ მიზეზით, მაშინ რა აზრის აქვს ოჯახად ყოფნას მაგალითისთვის, თუ შვილიც კი რეალურად ჩემი არ იქნება, ანუ არ ვიქნები შემოქმედი და არ ექნება ჩემი სულის ნაწილაკი,

ჰო, ეს არის ადამიანური, განცალკევებული ეგოს აღქმა, ჩემი, შენი, სხვისი. სულის ცნობიერებაში ასეთი აღქმა არ არსებობს, სული რომ იცილებს ამ სხეულს და პიროვნებას, ხვდები რომ ყველაფერი შენ ხარ და ეს განცალკევებულობის გრძნობა იკარგება. ეს ახლა ძნელი აღსაქმელია ადამიანური ცნობიერებიდან. ის, თუ რა აზრი აქვს ყოველივე ამას, ტვინით ვერ შევიმეცნებთ, ძაან შეზღუდული ინსტრუმენტია. აქ არის მაქსიმუმ შვილი, მშობლები, რამდენიმე საყვარელი ადამიანი, რომლებთანაც ერთიანობის განცდა ჩნდება. თუმცა იმ ცნობიერების მიღწევა სიკვდილის გარეშეც შეიძლება, ჰო, რასაც "სულში დაბადებას" უწოდებენ. როცა საკუთარი მე-ს აღქმა ინაცვლებს პიროვნული მე-დან ყოვლისმომცველი ცნობიერების/სულის მე-ში.
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131472 · Replies: 13 · Views: 1,608

old_man
Posted on: May 26 2023, 09:13 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


chemikerin
QUOTE(chemikerin101 @ 26th May 2023 - 02:13 PM) *
გიცდია რეგრესული ჰიპნოზი?

რეგრესული ჰიპნოზი არა,
მაგრამ ერთი თვის წინ ერთი ჩვენი ფორუმელის დახმარებით (სახელს და გვარს არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა biggrin.gif)
გავაკეთეთ ჩენელინგი პირადად ჩემთვის. მედიუმობა გასწია ერთმა გოგონამ, რომელიც ადვილად შედის ტრანსულ მდგომარეობაში, და მოვიდა ჩემთან დაკავშირებული არსება თუ გიდი, რომელმაც დაიწყო ჩემს წინა ცხოვრებებზე დაყრდნობით კითხვებზე პასუხები. მედიუმი სურათებად ხედავდა და პასუხებიც ეგრევე მისდიოდა. 5-6 ჩემი ინკარნაცია ამოყარა
ბევრი რაღაც გავიგე, გარკვეულ კითხვებზე პასუხებიც მივიღე
მაგრამ რომ მორჩა ეს ჩენელინგი უცნაური რამ მოხდა, მთლიანად დავკარგე ამ წინა ცხოვრებების გაგების ინტერესი. მანამდე ძაან მაინტერესებდა, შეიძლება ითქვას ვკვდებოდი ინტერესით, მაგრამ ინფორმაცია მომივიდა, თავში ჩამიდეს აზრი, რომ შეეშვი ამ წინა ცხოვრებებსო, ის სხვა პიროვნებები იყვნენ, არ გინდა იმათ ცხოვრებებში ქექვა, ახლა კონცენტრირდი ამ ცხოვრებაზე და კითხვებზე პასუხს ისედაც მიიღებო )
QUOTE
თუნდაც რომ აღმოაჩინო რომ რაღაც პრობლემა წინა ცხოვრებიდან მოდის, მაინც აქ ამ ცხოვრებაშია დასამუშავებელი. თითქოს მიზეზი რომ იცი, უფრო გამარტივდება საკუთარ თავზე მუშაობა.. მაგრამ მგონი რომ მიზეზს მაინც დაადგენ აქ, ამ ცხოვრებაში საკუთარ თავზე დაკვირვებით..

დიახ, სწორედ ამის დასტურია, რაც ზემოთ დავწერე
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131470 · Replies: 13 · Views: 1,608

old_man
Posted on: May 23 2023, 02:19 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


QUOTE(Hekate @ 23rd May 2023 - 11:53 AM) *
თუ მიმითითებ პიროვნებებს თუნდაც პმ დიდად მეამება ))

არის ასეთი რუსუდან კვირიკაშვილი, რომ დაგუგლო ამოგიყრის ინფოს
მე პირადად არ ვიცნობ და შესაბამისად რეკომენდაციასაც ვერ გავუწევ, თუმცა რაღაც ფეისბუკ ჯგუფში ვიყავი და იქიდან პასუხებით დამრჩა შთაბეჭდილება რომ კომპეტენტურია.

ძაან საინტერესო მონაცემები გაქვს ინტუიცია, ფსიქიკური შესაძლებლობები. დაკვირვება და განვითარება უნდა.
თუ კიდევ გაგახსენდა რამე, დაწერე
სიზმრებში რამე არსებებს ხომ არ ებრძვი ხოლმე?
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131466 · Replies: 13 · Views: 1,608

old_man
Posted on: May 23 2023, 10:45 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


Hekate
გამარჯობა

ჰოოო, ნიკიც შეიძლება რაღაცაზე მიგვანიშნებდეს )
ჰოლოტროპული სუნთქვა სცადე
შეიძლება ამ ცხოვრებას არა, მაგრამ წინა ცხოვრებებს უკავშირდებოდეს ეს ნეგატივი, რეგრესული ჰიპნოზის ცდაც შეიძლება. არიან საქართველოშიც ამის სპეციალისტები
მაგიის მიმართ ინტერესი ხომ არ გაქვს გამოყოლილი?
  Forum: სიზმართხილვა · Post Preview: #131464 · Replies: 13 · Views: 1,608

old_man
Posted on: Apr 30 2023, 09:34 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


რახან ვედებში ვართ, ბარემ აქვე ვიტყვი. ამ ფილმზე შეეკითხნენ , ჩემი აზრით ვედების ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნეს და განმმარტებელს, ვასილი ტუშკინს
და მან უპასუხა რომ ამ ფილმში არ არის გათვალისწინებული სამყაროს მოწყობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი რაც არის კარმა. თუ კარმით არ გერგება რაც არ უნდა აკეთო ვიზუალიზაციები და იცხოვრო პოზიტივში, იმას მაინც ვერ მიიღებო

  Forum: ვედები · Post Preview: #131453 · Replies: 17 · Views: 2,185

old_man
Posted on: Apr 30 2023, 11:04 AM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
QUOTE(earth @ 30th April 2023 - 08:56 AM) *
აქ და ახლა!!!!

Laie_61.gif
  Forum: ვედები · Post Preview: #131451 · Replies: 17 · Views: 2,185

old_man
Posted on: Apr 29 2023, 10:41 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


წარსული-აწმყო-მომავალი

წარსული ეს არის ტამასი-უმეცრება. როდესაც ადამიანი წარსულში ცხოვრობს და სულ იძახის, აი რა კარგი იყო მაშინ ცხოვრება, ნეტა იმ დროში დამაბრუნა, ეს რა დრო დადგა, ასეთი ადამიანი ცხოვრობს ტამასში. (საქართველო იმიტომაც არის ტამასში, რომ სულ მივსტირით წარსულ დიდებას, ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე)

აწმყო ეს არის სატვა-სათნოება. ადამიანი, რომელიც არ არის ჩარჩენილი წარსულში, ცხოვრობს აქ და ახლა, არ იყურება მომავალში, იღებს კარგს და ცუდს ერთნაირად აუღელვებლად, ის არის სათნოებაში.

მომავალი ეს არის რაჯასი-ვნება. ადამიანი, რომელიც მომავალში ცხოვრობს, არ აკმაყოფილებს აწმყო, ერთი სული აქვს, რომ ხვალინდელი დღე დადგეს, რომელიც უკეთესი იქნება დღევანდელზე, რადგან გეგმავს, რომ გააკეთებს იმას, გააკეთებს ამას, იშოვნის უკეთეს სამსახურს, დაიწყებს ბიზნესს და გახდება ბედნიერი, ის არის ვნების გუნაში.

ორივე - წარსულში და მომავალში მცხოვრებ ადამიანს ელოდება საბოლოოდ დიდი იმედგაცრუება, ხოლო აწმყოში მცხოვრები ადამიანი იქნება ყოველთვის თვითკმარი და ბედნიერი
  Forum: ვედები · Post Preview: #131448 · Replies: 17 · Views: 2,185

old_man
Posted on: Apr 25 2023, 10:07 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


earth
QUOTE(earth @ 25th April 2023 - 08:44 PM) *
ინტერნეტ-თამაშებიც, ალბათ დაუსრულებელი სერიალებიც...

კი, ესენიც ტამასის გუნაში შედის
  Forum: ვედები · Post Preview: #131444 · Replies: 17 · Views: 2,185

old_man
Posted on: Apr 25 2023, 12:35 PM


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,956
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28


ტამასში (უმეცრება) ცხოვრების ერთ-ერთი მაგალითია, როცა ადამიანი მატერიალურ ცხოვრებას უყურებს მძიმედ და იტანჯება, სულ დეპრესიაშია, მაგრამ რეალურად იტანჯება იმიტომ, რომ ვერ ახერხებს მატერიალური ენერგიებით ტკბობას და ჰგონია, რომ მეორედ აქ აღარ დაიბადება. მაგრამ როცა კვდება, მისი ცნობიერება არ არის მზად სხვა, მაღალ სფეროებში გადასასვლელად. სული დაისვენებს, აღიდგენს ძალებს და ისევ მოენატრება განსხეულება. ისევ დაიბადება და ასე დაუსრულებლად...
ასე რომ ის, ვინც ამბობს მე აქ აღარ დავიბადები იმიტომ, რომ ცხოვრება მძიმეა ის იმყოფება ტამასში და სავარაუდოდ კიდევ მრავალჯერ დაიბადება. სულის ცნობიერებით უნდა მომწიფდეს იმისთვის რომ აქ აღარ დაიბადოს და არა იმიტომ რომ გაუჭირდა დედამიწაზე ცხოვრება
  Forum: ვედები · Post Preview: #131441 · Replies: 17 · Views: 2,185

85 Pages V   1 2 3 > » 

New Posts  New Replies
No New Posts  No New Replies
Hot topic  Hot Topic (New)
No new  Hot Topic (No New)
Poll  Poll (New)
No new votes  Poll (No New)
Closed  Locked Topic
Moved  Moved Topic
 

Lo-Fi Version Time is now: 28th March 2024 - 04:53 PM