აჰამკარა, ცრუ ეგო |
აჰამკარა, ცრუ ეგო |
Oct 20 2023, 08:30 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,962 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იმისთვის, რომ შევიცნოთ ჩვენი თავი უკეთ, გავიგოთ როგორაა ადამიანი მოწყობილი ამისთვის უნდა შევისწავლოთ ჩვენი ცრუ ეგო. სანსკრიტულად აჰამკარა
ვედები ამ საკითხს დიდ ყურადღებას უთმობს. კრიშნაც სულ ამაზე ჩასჩიჩინებს არჯუნას. ვედური სწავლებების მიხედვით ადამიანი შედგება: ფიზიკური სხეულისგან-ნატიფი სხეულისგან (ჭკუა-გონება-ცრუ ეგო)-სულისგან (ატმა) ნატიფი სხეულში შედის ცრუ ეგო. ანუ მე-ს შეგრძნება. ეგოს ეძახიან ცრუს იმ შემთხვევაში, თუ ატმა-სულს, რომელმაც არ იცის (ან დაავიწყდა რომ სულია), საკუთარი თავი ერევა გარეგან გარსში ანუ ფიზიკურ სხეულში. ამას ჰქვია ცრუ ეგო. ცრუ ეგოს საპირისპიროა ჭეშმარიტი ეგო. სულიერი სწავლებები სწორედ ამაში გვეხმარება, რომ გავაცნობიეროთ, რომ ამ გარეგნული გარსის შიგნით არსებობს სული ანუ ატმა. ჩვენ სამყაროში ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ გაძლიერდეს ცრუ ეგო. როცა გვლანძღავენ გვწყინს, როცა გვაქებენ გვიხარია. ეს სინამდვილეშიცრუ ეგოს თემებია, იმიტომ რომ თავს ვაიგივებთ სხეულთან და იმ შეგრძნებებთან რასაც განვიცდით. ამას უკვდაც არსება ატრმასთან არანაირი კავშირი არ აქვს -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Apr 23 2024, 11:43 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
old_man
გაღვიძების მომენტი საყურადღებო ფაზაა ვადასტურებ პირადი და ჯნანა იოგას პრაქტიკიდან. ყველა ტრანზიტული ფაზა, საკვანძოა გასხივოსნების გზაზე. რა არის ტრანზიტული ფაზა? ეს არის ცნობიერების მდგომარეობა, სანამ სიფხიზლიდან გადადის სიზმარში, ან პირიქით. გაღიძება, ან ჩაძინება. ამბობენ და ვმოწმობ, სამადჰის მდგომარეობა ჰგავს ჩაძინებას, თავი რომ ჩამოგივარდება მჯდარს, ე.წ. (კიმარი) თუკი ამ მომენტს ცნობიერი შეესწრები, იწყება სამადჰის მდგომარეობა. (საინტერესოა უკვე ეგო აკვირდება, ეგოს ნაწილი ფიქრების გარეშე, თუ უმაღლესი მე?) ნებისმიერი დაკვირვება, დამკვირვებელი, გონების ნაწილია. როგორც ვთქვით, გონება სამნაწილად იყოფა, აჰამკარა, (ცრუ მე), მანასი, აზროვნება და ბუდჰი, ჭკუა. ტრანზიტულ მდგომარეობაში, მანასი და ბუდჰი აკვირდება, როგორ წარმოიქმნება ეგო მათსავე თავში. ხოლო უმაღლესი მე, მთლიანია. ის დამკვირვებელიც, დაკვირვების ობიექტიც და დაკვირვების პროცესიც, თანაბრად ერთნაირადაა და თანაბრად თანადროულად. ამიტომ ვამბობთ, ნებისმიერი დანკვირვებელი, ცალკე აღებული, ილუზიაა. ღმერთის, ანუ უმაღლესი მეს ენერგია, მთლიანია, მეორის გარეშე, ამიტომ ეძახიან ადვაიტას. არ აქვს დუალობა, პოლარობა. ის პოლარობას იძენს შაქტიში, ანუ მატერიალურ ენერგიაში, რომლის ნაწილია, ბუდჰი, მანასი და აჰამკარა. როგორ თეთრი სინათლე გარდატყდება პრიზმაში და იძენს სპექტრულ პოლარობებს და სიხშირეს, ასევე უმაღლესი მე გარდატყდება შაქტიში და იძენს დუალობას -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th May 2024 - 07:37 PM |