IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

36 Pages V  « < 10 11 12 13 14 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამადჰი, პირადი გამოცდილება
David Monny
post Jun 9 2015, 12:27 AM
Post #221


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 9th June 2015 - 01:13 AM) *
ვაკეთებ და თან არა ;დ ისე ცოტა ხანს ვაკეთებ და წესების დარღვევით, ვერ ვიტყვი რომ ვაკეთებ 
პრანაიამას ვაკეთებდი ერთი თვე.

ჰა ჰა. მეც ვაკეთებდი პრანაიმას 2 წელი ოშოს მიხედვით, მერე ტანტრას, აქტიურ და პასიურ მედიტაციებს.
სუნთქვა არის ფიქრი "მე"_ ფიზიკური გამოხატულება. მისი ვარჯიშმა შეიძლება მიგიყვანოს "მე" დე მაგრამ მასთან დარჩები მანამ სანამ ამ ვარჯიშს აკეთებ. მერე ისევ მოშორდები. ეს გინდა?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 9 2015, 12:30 AM
Post #222


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რა ვიცი რა მინდა biggrin.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 9 2015, 12:39 AM
Post #223


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
ვაიმე რა ტყუილად კარგავ დროს smile.gif სუნთქვას რათ უნდა ვარჯიში? ეს არის გონების მახე. გამზადებული უზრუნველი მოგვ3ცა და ახლა პრაქტიკად ვაქციე. აუ როგორ ვერ ვიტან ამ ინდოელ იოგებს ვინც მაგას აკეთებს. ოხ ერთი ეგენი მაცემინა smile.gif


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jun 14 2015, 07:09 PM
Post #224


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



იმის გამო, რომ თემა ქაოტური გახდა, ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ორ ნაწილად გაეყო - 1. ,,საუბრები სამადჰიზე''(რომელიც მიმდინარე თემა გახლავთ); 2. ,,სამადჰი [2], კითხვები და პასუხები''[click].

დაიცავით წესრიგი და თემატიკა სწორედ შეარჩიეთ.

პატივისცემით
tty_
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Nov 8 2015, 10:13 PM
Post #225


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 615
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მეც გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ესეიგი ჩემთვის ვიჯექი და დამეუფლა დიდი სულიერი სიტკბოების და სიყვარულის განცდა და შეგრძნება არამარტო ჩემს გულში ასევე მთელ სხეულში ეს ისეთი ენით აღუწერელი სიტკბოება და სიყვარული იყო რომ მთელი ჩემი გონება მისით იყო დაკავებული ამიტომ შინაგანი დიალოგი მთქლიანად გაქრა მეტიც ვერაფერს ვფიქრობდი ადამიანები მიყვარდა როგორც ჩემი და და ძმა ხოლო როცა უფრო გაძლიერდა ეს სიყვარული მე ისინი მიყვარდა როგორც მამას უყვარს შვილი ჩემი თვალები სიყვარულს ანათებდა და ყველაფერს უფრო მკაფიოდ და ფერებში ვხედავდი ეს გრძელდებოდა 15 წუთი და ისეთი რაღაც არის რომ ყველაფერს მივცემდი რომ განმეორდეს ამ მოვლენის გვერდით ყველაფერი ფერმკრთალია და ადამიანი რომელიც ამას განიცდისსამუდამოდ შეიცვლება და ყველაფერს გააკეთებს რომ როგორღაც ისევ იმ მდგომარეობაში შევიდეს. ფაქტიურად ამის მერე ადამიანს ცხოვრების აზრი ეკარგება და ხვდება რა ტრაკში ცხოვრობს .
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 8 2015, 11:00 PM
Post #226


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



starscream
QUOTE(starscream @ 8th November 2015 - 10:13 PM) *
ადამიანი რომელიც ამას განიცდისსამუდამოდ შეიცვლება და ყველაფერს გააკეთებს რომ როგორღაც ისევ იმ მდგომარეობაში შევიდეს. ფაქტიურად ამის მერე ადამიანს ცხოვრების აზრი ეკარგება და ხვდება რა ტრაკში ცხოვრობს .

ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. ასევე, ზემოთ ციტირებული აზრის პირველ ნაწილში გეთანხმები აბსოლუტურად, რომ ადამიანი ამის მერე იცვლება, რომ ჩვეულებრივი რაღაცეები რაც ადრე სიამოვნბას ანიჭებდა რათქმაუნდა ისევ ანიჭებს სიამოვნებას, მაგრამ გემო აქვს დაკარგული. ანუ როდესაც გასინჯავ უფრო გემრიელს, შემდეგ მასზე ნაკლებად გემრიელი ისევ რჩება გემრიელად, მაგრამ ნაკლებად. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს. ამ მდგომარებას, რომელიც განიცადე იაპონელები უწოდებენ სატორის. ეს არის, უეცარი, სპონტანური, გასხივოსნება, რომელიც გრძელდება რამოდენიმე წუთი და ეს მდგომარეობა, ისევე როგორც სხვა მსგავსი მდგომარეობებიც შემდგომში იწვევენ დამოკიდებლებას. ანუ ისევ გინდება რომ ამ მდგომარეობაში შეხვიდე; ასევეა სამადჰის სახეობებიც. არსებობს სამადჰები, რომლებშიც ადამიანები გამოზნულად შედიან და გარკვეული დროით რჩებიან ამ მდგომარეობაში, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ ისევ უჩნდებათ სურვილი, რომ ამ მდგომარეობას დაუბრუნდნენ. მ ა გ რ ა მ სამადჰი, რომელზეც მე ვსაუბრობ, აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა. ნირვიკალპა სამადჰიდან გამოსვლის შემდეგ, აღარ გიჩნდება სურვილი, რომ ამ მდგომარეობაში დაბრუნდე, თუმცა ეს არ არის გასხივოსნება, ანუ საბოლოო დანიშნულების ადგილი. ნირვიკალპა სამადჰის მდგომარეობაში ქრება შეგრძნება "ჩემია", მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის გონების მდგომარეობა, "მე" რჩება. "ჩემია" ქრება მაგრამ "მე", რომ რაღაც დამოუკიდებელი სუბსტანცია არსებობს, რომელიც სეპარატირებულია გარე სამყაროსგან, მაგრამ კავშირშია მასთან, ისევ რჩება. როდესაც ეს გრძნობაც ქრება, ანუ როდესაც ქრება "მე", ეს არის გასხივოსნება.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Nov 10 2015, 04:38 AM
Post #227


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ 8th November 2015 - 11:00 PM) *
ანუ როდესაც ქრება "მე", ეს არის გასხივოსნება.

და რატომ ქრება მე?
კრიშნამურტის იცნობ? იცი რას ამბობს, მე არის ილუზია დროში, რეალურად მე ვარ არავინ და ამავედროულად ყველაფერი. რას ფიქრობ ამაზე? მე ვარ ფიქრით შექმნილი, ჩემივე ფიქრით, დროში შექმნილი ჩემს მიერვე.
ქართველი-ქრისტიანი-გვარი,სახელი და ა.შ. დაყოფა...დაყოფა.... არადა დასაყოფი მემგონი არაფერია იმიტომ რომ ჩვენ ყველა ერთი ძალის ნაწილი ვართ.
David Monny
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 10 2015, 02:47 PM
Post #228


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ichi
QUOTE

David Monny @ 8th November 2015 - 11:00 PM)
ანუ როდესაც ქრება "მე", ეს არის გასხივოსნება.
QUOTE
და რატომ ქრება მე?


ქრება ისე, როგორც ადამიანის ანარეკლი ქრება სარკეში, როდესაც ის მოშორდება მას. ეს ბევრნაირად შეიძლება ვთქვათ, მათ შორის ისეც, რომ "მე" არც არასდდროს არსებობს რეალურად, არამედ ის არის მირაჟი. მირაჟი არ არსებობს. რპგპრც მატრიცაშია, კოვზი არ არსებობს. ამის გაცნობიერება, მიხვედრაა გასხივოსნება, რომ არც არასდროს არსებობდა "მე", ეს არის მეს აბსოლუტური ანიჰილაცია, კოლაფსი, რომლისგანაც ის ვეღარასოდეს აღსდგება. ფლუიდების ისეთი დანაწევრება, როცა ისინი ვეღარ ახერხებენ ისე კონცენტრირდნენ


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Nov 11 2015, 02:07 AM
Post #229


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ 10th November 2015 - 02:47 PM) *
ქრება ისე, როგორც ადამიანის ანარეკლი ქრება სარკეში, როდესაც ის მოშორდება მას. ეს ბევრნაირად შეიძლება ვთქვათ, მათ შორის ისეც, რომ "მე" არც არასდდროს არსებობს რეალურად, არამედ ის არის მირაჟი. მირაჟი არ არსებობს. რპგპრც მატრიცაშია, კოვზი არ არსებობს. ამის გაცნობიერება, მიხვედრაა გასხივოსნება, რომ არც არასდროს არსებობდა "მე", ეს არის მეს აბსოლუტური ანიჰილაცია, კოლაფსი, რომლისგანაც ის ვეღარასოდეს აღსდგება. ფლუიდების ისეთი დანაწევრება, როცა ისინი ვეღარ ახერხებენ ისე კონცენტრირდნენ

გაიხარე მეგობარო, ნამდვილად გეთანხმები.. უბრალოდ კაცობრიობა ბავშობიდანვე პროგრამირდება და ყველაზე რთულია ბავშობაში ჩადებული ნაგვის და ტყუილის გაცნობიერება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 11 2015, 11:26 AM
Post #230


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
QUOTE(blue_velvet @ 11th November 2015 - 02:07 AM) *
გაიხარე მეგობარო, ნამდვილად გეთანხმები.. უბრალოდ კაცობრიობა ბავშობიდანვე პროგრამირდება და ყველაზე რთულია ბავშობაში ჩადებული ნაგვის და ტყუილის გაცნობიერება.


სამყაროში არ არსებობს სეპარატირებული სუბიექტი, ერთეული მსგავსი ადამიანის "მე"_სი. გარდა ამ "მე"_სი ყველაფერი ერთი მთლიანია. ქვა, ყვავილი, წყალი და ა.შ. ადამიანის "მე", არის ცნობიერების გვერდითი მოვლნა. წარმოიდგინე, რომ ინფორმაციის მოცულობაა 2 მილიარდი მეგაბაიტი და აქედან აღიქვამ მხოლოდ 2000 მეგაბაიტს. სწორედ ასე მუშაობს ჩვენი ტვინი და "მე"_ც ამ 2000 მეგაბაიტი ინფორმაციის მიღების დროს იქმნება. "მე" არის ტვინში არსებული ძაბვის შედეგი. რაც უფრო მაღალია ძაბვა ანუ V (ვოლტაჟი) მით უფრო მაღალია "მეს" სიხშირე და არსებობის ხანგრძლივობა, მაგრამ ისევე როგორც წრედის ანუ ფაზის გარეშე ძაბვა არ არსებობს, ასევე მილევადია "მეს" არსებობაში ყოფნის დრო. ის ქრება ძილის დროს და გადადის დაბალი ძაბვის ფაზაში. არსბობს ღრმა ძილი სადაც საერთოდ ქრება და ა.შ. როდესაც ეს ქრება, რჩება ის, რაც მანამდეც იყო, უბრალოდ ეს მე ისაკუთრებდა. რჩება 2 მილიარდი მეგაბაიტი ინფორმაცია. სამყარო როგორც მთლიანობა, სადაც ნაწილი და მთელი ორივე მთელია. სადაც ნაწილი მთელია და მთელი ნაწილი.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Nov 18 2015, 09:52 PM
Post #231


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და აი ვიპოვე ჩემნაირი = )) დევიდ, შენგან განსხვავებით მე გაჭირვებამ შემიყვანა სამადჰიში. ინდუიზმზე და ბუდიზმზე ბევრი მსმენია, მაგრამ მე ცოტა სხვა ისტორია მქონდა. ჰიპერაქტიულობა ბავშვობიდან მახასიათებდა და მოგეხსენებათ ეს აზროვნებაზეც მოქმედებს. 3 წლიდან ვცდილობდი ყველაფრის ახსნას, ანუ დუალიზმში ძალიან ვიტანჯებოდი. 23 ის რომ გავხდი უნივერსიტეტი დავამთავრე და ნერვების დასაწყნარებლად მედიტაცია დავიწყე. მედიტაციამ იქამდე მიმიყვანა რომ ძალიან ამისწრაფდა აზროვნება, უფრო მეტად დავიწყე ტანჯვა. მაგ დროს გტანჯავს რატო არსებობს ღმერთი, რატო კვდება კარგი ადამიანი, რატო აქვს ყველაფერს ორი საწყისი. რატო არსებობს მარჯვენა და მარცხენა, ცა და დედამიწა, რატო ვმუშაობთ კომპიუტერებივით ადამიანები ხან კარგად ვართ ხან ცუდად, მოკლედ აზროვნებამ იქამდე მიმიყვანა რომ სახში ჩავიკეტე.. თვეები ცოცხალმკვდარს ვგავდი, მეგონა გავრეკე... ფსიქიატრთან მივედი და იუნგით და ფსიქოანალიზით დამიწყო თერაპიების ჩატარება მაგრამ ვერ მიშველა. ერთხელაც მივდივარ ჩემთვის ქუჩაში და რას ვგრძნობ.. მე ვარ დამკვირვებელი და ჩემი სხეული თავისით მიდის, ძმაკაცს ელაპარაკება, სუნთქავს, ემოციებს განიცდის და ა.შ დავაკვირდი ამ მდგომარეობას და ვერანაირად ვერ შევაფასე. ძალიან შემეშინდა რადგან ისეთი მდგომარეობაა თითქოს შენ ის არ ხარ რაც სინამდვილეში იყავი ამდენი წელი. ეს გამოვლინება ენერგიის სახით აღვიქვი, თავიდან მეშინოდა მაგრამ მერე ყელში ამომივიდა მეთქი რა არის ასეთი რო მაშინებს. ფოკუსირება გავუკეთე და როგორც მედიტაციის დროს შეგიძლია რამეზე ფოკუსირება ისე გამომივიდა მეც და ვუალა... ჩემს ტვინში მოხდა აფეთქება, ძმაკაცი გვერდზე მყავდა და ეგონა რომ გავრეკე. მიწაზე დავჯექი გავუცინე და როცა ავდექი რა მოგივიდაო რომ მითხრა მაგ მომენტში მივხვდი რომ ჩემი ძმაკაციც მე ვიყავი და ყველაფერი გარშემო მე ვიყავი. ამ დროს ჩარევა არ შეგიძლია, უბრალოდ გონება ხარ სუფთა ფიქრის გარეშე... და "მემ" უპასუხა ასეთი რაღაცა: მაგარი მსახიობი ვყოფილვარ, ნეტავ ადრე მცოდნოდა ჩემი ბუნება... 3 დღე გავატარე იმ მდგომარეობაში როდესაც ღმერთს ელაპარაკები მაგრამ ხვდები რომ ღმერთი ყველაფერშია და უბრალოდ დედაშენი რომ შემოდის ოთახში და შვილო საჭმელი მზადაა გეუბნება ხვდები რომ შენ ხარ დედაშენიც და დაჟე შენი ძაღლიც და დაჟე ეზოში რომ ვიღაც ნარკომანია იმის ბუნებაც კი გესმის და მოკლედ რომ ვთქვა ეს იყო ჩემი პირველი "შესვლა". არ ვიცი რა დონეზე ვიყავი, მაგრამ კარმის მუშაობის პრინციპი გავიგე, ასევე იმ მომენტში დევიდის განსხვავებით მარტო სიზმრები არ მაწუხებდა. წინასწარ ვიცოდი რას მეტყოდა ადამიანი, რას გრძნობდა ადამიანი, მოკლედ ექსტრასენსორული თვისებები გამიჩნდა... სადღაც 1 თვე შოკში ვიყავი ამ ყველაფრისგან, ფაქტიურად გარდავიცვალე იმიტომ რომ "მე" ანუ ეგო გამიქრა. ამ მდგომარეობაში სურვილები ისევ გაქვს, მაგრამ ხვდები რომ რაც არ უნდა მოინდომო თუ არ გეკუთვნის, ვერ მიიღებ. ვისაც ეს არ განუცდია ამას ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ აქ შენთვის ღმერთის ცნება ქრება, ქრება კარგის და ცუდის აღქმის უნარი, იმიტომ რომ არცერთს არ განიცდი. ემოციების და ფიქრების წარმოშობის წყაროს ხედავ ( გრძნობ ) და ყვლაფრის ახსნა გაქვს საერთოდ... ერთადერთი სადაც არ უნდა შეცდეს მანდ ადამიანი, მაგ დროს "სიდხები" ანუ რაღაც ნიჭი მოდის ზოგს მომავლის ხედვის, ზოგს კიდე რაღაც და მაგასთან ცოტა ფრთხილად უნდა იყო ხშირად ეს ნიჭი ერევათ თავისი ეგოს "მოდი იქნებ მართლა შემიძლია აზრების კითხვაში" რამაც შეიძლება გამოიწვიოს შიზოფრენია, რადგან ამ ფაზაში შეიძლება ჩარჩეს ადამიანი. მოკლედ მივხვდი რომ იქიდან უნდა გამოვსულიყავი, იმიტომ რომ ჩემი ჰიპერაქტიულობის გამო მთელი 1 თვე ნარკომანივით "მეფიქრებოდა" ყვრლაფერზე, წარმოიდგინეთ მდგომარეობა სადაც ყველაფერზე პასუხი გაქვს, სადაც ჩათვალეთ ღმერთი გელაპარაკება ანგელოზით ან შენი მეორე მეთი ან რა მნიშვნელობა აქვს მოკლედ თავი მაგარი ტიპი გგონია, მაგრამ ხვდები რომ თუ ამ მდგომარეობიდან არ გამოხვალ შენი "კაი ტიპობა" არასდროს მორჩება და ტვინი გადაგეწვება. იმის გამო რომ გავერთე მაგ სამადჰიში მიღებული პრაქტიკით 1 თვე ძალიან ცუდად მეძინა და მივედი ისეთ მდგომარეობამდე როცა ექიმთან მივედი და ლამის ტირილით ვთხოვე დამაძინეთ მეთქი თორე ვკვდები. სადღაც 2 კვირა ნემსებით ვიძინებდი და სიზმარშიც ისე ვაზროვნებდი როგორც ლაივში. მოკლედ ამ 1 თვის განმავლობაში მაგარი სამსახურიც ვიშოვე, ინტელექტის დონე ავიმაღლე, იუმორი გამიხდა რაღაც სასწაული, ისეთი რომ ჩემი თავის მიკვირს, ვერაფერზე ვბრაზდები ( იმიტომ რომ ყველაფერს ტვინი აკეთებს, შენ უბრალოდ დამკვირვებელი ხარ). წარმოიდგინეთ მდგომარეობა სადაც შენთვის ცუდი და კარგი ერთმანეთს ავსებს, სუპერმენი ხარ ოღონდ თავმდაბალი სუპერმენი, თავში ვერ გივარდება შენი შინაგანი სამყაროს სრულყოფილება =)) ატეისტი ვიყავი ამ მომენტამდე, მაგრამ ეხლა მართლმადიდებელი გავხდი. ოღონდ მაღტლმადიდებელი რელიგიით კი არა, მართლის მდიდებელი. მე რელიგია არ გამაჩნია, რელიგიაც არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მამა-ღმერთი, ძე-შენი ეგო ანუ მაგალითად ვიღაც გიორგი რომელსაც გონია რომ გიორგია, და სული წმინდა ( როცა ხვდები რომ მთელი სამყარო შენ ხარ) , მოკლედ ეს ისეთი მდგომარეობაა სადაც ღმერთიც, შენი თავიც და სული წმინდაც შენშია, და შენთვის აღარ არსებობს არანაირი ჩარჩო ამ ქვეყანაზე. ყველას გისურვებთ ამის განცდას, 50 ჯერ რომ იცხოვრო და 50 ჯერ რომ მილიარდერათ მოევლინო ამ პლანეტაზე მაინც ვერ იკაიფებ ისე როგორც თვითშემეცნებულ ადამიანს შეუძლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Nov 18 2015, 10:13 PM
Post #232


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,957
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



torski
აი ძაან, ძაან კარგად გადმოეცი, წარმომადგენინე, თითქოს მაგ მდგომარეობაში შევედი! ))
იმაზე მეცინება ადამიანი უამრავი ცხოვრება თავს ურტყამს რელიგიებს და ათას სწავლებას რაღაცის შესაცნობად, არადა 1 დღით რომ შევიდეს სამადჰიში როგორ გაეცინება თავისი ეგოდან მომდინარე წარმოდგენებზე. ყველაფერზე სამყაროზე და ღმერთზე


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Nov 18 2015, 10:36 PM
Post #233


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(old_man @ Nov 18 2015, 10:13 PM) *
torski
აი ძაან, ძაან კარგად გადმოეცი, წარმომადგენინე, თითქოს მაგ მდგომარეობაში შევედი! ))
იმაზე მეცინება ადამიანი უამრავი ცხოვრება თავს ურტყამს რელიგიებს და ათას სწავლებებს რაღაცის შესაცნობად, არადა 1 დღით რომ შევიდეს სამადჰიში როგორ გაეცინება თავისი ეგოდან მომდინარე წარმოდგენებზე. ყველაფერზე სამყაროზე და ღმერთზე

ჭეშმარიტება ისეთი რამეა მაგას ვერასდროს მიაღწევ, სანამ შენთვის ეს მიზანია. ყველაზე დიდი რელიგია არის - "ვინ ვარ მე". ქრისტიანი ვიყავი მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა იყო ქრისტიანობა, ამიტომაც მეორე უკიდურესობაში გადავვარდი , მაგრამ ადამიანის ტვინი ისეა მოწყობილი ხან ერთის გჯერავს ხან მეორის. ხან გჯერა ღმერთის , ხან გეპარება ეჭვი ( ეს ბუნებრივი მოვლენაა სანამ დუალიზმით ცხოვრობ ). ყველაზე დიდი ცოდვა კი ფარისევლების ტვინის ბურღია, რომლებზეც კსტაწე იესო აფრთხილებდა ხალხს. ღმერთით რომ აშინებენ ხალხს ეს დებილები რომელი დადგება მართალ გზაზე ძალიან მაინტერესებს. იესოშია მარტო ხსნა- იესოს მაგალითია, მაგრამ იესო არ უთქვამს რომ მე თუ არ გადაგარჩინეთ დაიღუპებით. ქრისტიანობამ კარმის ცნება, რეინკარნაცია და სამადჰის ცნება იმიტომ მოხსნა დღის წესრიგიდან კრებაზე, რომ გამოდიოდა რომ ხალხს შეეძლო თვითონ ეზრუნა თავის ცოდვებზე და ეცხოვრა ჭეშმარიტების ძიებაში. ამ შემთხვევაში იესოს ეკარგებოდა რელიგიურ-პოლიტიკური ძალა როგორც "ეგოცენტრულ" (ერთადერთ მხსნელს ) ადამიანს. ამას ხვდებოდნენ პოლიტ-მამაოები, ხვდებოდნენ იმას, რომ ამ შემთხვევაში ღმერთით ვეღარ შეაშინებდნენ მასებს და შესაბამისად პოლიტიკურ ძალასაც დაკარგავდნენ. შესაბამისად მიდის ბიბლიის გამოყენება თავის სასარგებლოდ. თორე ჭეშმარიტებას ბევრნი აღწევნდნე ყველა ეპოქაში, და როგორც ბუდდამ თქვა: არ დაუჯეროთ იმას რასაც გეუბნებიან, არ დაუჯეროთ ტრადიციებს, არ დაუჯეროთ იმას რასაც ბავშვობიდან გასწავლიან , არაფერს არ დაუჯეროთ სანამ თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ. სანამ დუალიზმში მოქმედებ ეჭვში ხარ, როგორც კი შენს ტვინს ჩააგდებ ხაფანგში და ის ვეღარ გიპასუხებს ალტერნატიულ გზას არ განახებს, აი მაშინ იჩითება რაღაც "ისეთი" რომელიც ყველანაირ საზღვრებს წაგიშლის )) ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დუალიზმიდან გასვლა ხშირად გავს სიგიჟეს, მაგრამ სამწუხაროდ გიჟი გიჟად დარჩება, სამადჰიდან კიდე გამოდიხარ, აგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ აღარ იტანჯები, უბრალოდ კაიფობ, ასე რომ ხალხნო არა აქვს მნიშვნელობა როგორ მიაღწევთ ჭეშმარიტებას, მთავარია რწმენა გქონდეთ ღმერთის, თქვენი თავის და დანარჩენი თავისით მოვა. ათეისტი ამტკიცებს ღმერთის არარსებობას, მორწმუნე მის არსებობას, ორივე იდეაა, ანუ უტოპია, სანამ ერთ-ერთის მხარეს ხარ = )
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Nov 19 2015, 12:10 AM
Post #234


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



torski
ანუ პირდაპირ აცნობიერებ მოვლენებს? ინტერპრეტაზია და ფიქრი არ ფიგურირებს? თავისუფალი ხა მაგ დრო თU არსებობს რაღაც მიჭაჭვულობები, დაუშვათ სიამოვნებებისკენ სწაფვა ან რამე მაგდაგვარი? და რა შთაბეჭდილება დაგრჩა ვინ ხარ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Nov 19 2015, 01:04 AM
Post #235


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ichi @ Nov 19 2015, 12:10 AM) *
torski
ანუ პირდაპირ აცნობიერებ მოვლენებს? ინტერპრეტაზია და ფიქრი არ ფიგურირებს? თავისუფალი ხა მაგ დრო თU არსებობს რაღაც მიჭაჭვულობები, დაუშვათ სიამოვნებებისკენ სწაფვა ან რამე მაგდაგვარი? და რა შთაბეჭდილება დაგრჩა ვინ ხარ?

პირდაპირში რას გულისხმობ არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ როგორ აგიხსნა ძალიან ძნელია. წარმოიდგინე სულ ხარ ერთ ტალღაზე, ანუ ყველაფერს აცნობიერებ ავტომატურად, რა სად როგორ რანაირად ხდება, არ გიჩნდება ნეგატიური ან პოზიტიური დამოკიდებულება რამის მიმართ თუ ეს არ გინდა. სამადჰიში ისეთები გაქვს ნანახი რომ არ გავიწყდება და იცი, რომ ნებისმიერი რაღაც რაც ზედმეტად დიდ ყურადღებას მოითხოვს შენი საქმე არ არის. რაც კი ნეგატივი მქონდა მთელი ცხოვრების განმავლობაში ყველაფერი დამეწვა, არ ვიცი ეს იმის ბრალია რომ კუნდალინი ამ დროს ზემოთ ავიდა და კარმა გაასუფთავა, თუ რისი ბრალია, მაგრამ სუ საკაიფოდ გრძნობ თავს ( კარგად არა, საკაიფოდ ), ანუ რა ემოცია შეიძლება დაარქვა არ ვიცი, პროსტა ხარ და ვსო, ისე ხარ რომ კარგი ემოცია არ გჭირდება. იცი რომ კარგი ემოცია ადამიანში ჩნდება იმისათვის რომ ცუდი დაფაროს, მაგრამ იმასაც აცნობიერებ რომ კარგის მერე ცუდი მოდის და ამის გამო კარგს არ დაეძებ იმისათვის რომ ცუდს არ გადაეყარო. ამ რეჟიმში რომ ხარ ყველაფერი თავისით ხდება. კარგს ირგებ ათმაგად იმიტომ რომ არ ელოდები არაფრისგან კარგს ეს ძალიან ძნელია თავიდან მეგონა რომ მატერიალური ინტერესი გამიქრა, მაგრამ პირიქით, დამიბალანსდა ლტოლვები. ასე ვთქვათ ტვინი შენს ხელშია და როცა გინდა მოთოკავ, როცა გინდა ტვინის ნაწილი ხდები ( ანუ მე- ჩვეულებრივი გაგებიტ), როცა გინდა მიუშვებ ( ამას ვეძახი დასვენების სტადიას ) ანუ ტვინი თავისთვის რაღაცას მეტყველებს, ფიქრები ჩვეულებრივად მოდის, მაგრამ შენ არ ერთვები , იმიტომ რომ ხვდები რომ ტვინი შენი ინსტრუმენტია, და ყველაფერი ფონად თავისით ლაგდება ტვინში. ანუ ნეგატივს ვერ ვიჭერ რა რომც მინდოდეს ვერ ვბრაზდები ( იმიტომ , რომ იმდენად განვითარებული გაქვს ინტუიცია რომ ხვდები რომ ადამიანი ბრაზდება როცა თავის სისუსტეს ავლენს, ამიტომაც გაბრაზების მაგივრად მოქმედებ, ან ამბობ რამეს მოკლედ ყოველთვის ხარ მოგებაში იმის გამო, რომ შენში შენს ეგოს თიშავ. შენს ეგოს თიშავ, მაგრამ საუბრისას, კამათისას, ან ნებისმიერი მოქმედების დროს შენი ეგო ყველანაირად იგებს, იმიტომ რომ ავტო რეჟიმზე ინტელექტს იყენებს ემოციების გარეშე. ანუ მოკლედ როგორ აგიხნა მეგობარო, ემოციების მართვა შეგიძლია. სწრაფვები ყველაფრის მიმართ შემეცვალა. ანუ მაგალითად ადამიანი ხო თვლის რომ უბედურია იმის გამო რომ რაღაც უნდა და არ აქვს. სამადჰიში ისეთ სტადიებს გადიხარ, სადაც წარმოიდგინე 15 დღე მარტო პოზიტიურად გავატარე, კინაღამ გავაფრინე , წარმოიდგინე ცხოვრება ნეგატივის გარეშე ეს საშინელებაა. მთელი ცხოვრება სიამოვნებისკენ მივისწრაფოდი და უცბად ჩავვარდი იქ, სადაც ყველაფერი გსიამოვნებს. 15 დღის მერე ნელ-ნელა დავიწყე ყველაფერში ცუდის ძიება, იმიტომ რომ არ არსებობს იმაზე დიდი ჯოჯოხეთი, ვიდრე ცხოვრება ნეგატივის გარეშე. ისე ხუმრობით აქვთ ნათქვამი: სამოთხე გაწელილი ჯოჯოხეთიაო. )) მოკლედ ეხლა ვარ სრულიად თავისუფალი.. როგორი პონტია იცი, დრო არ არსებობს შენთვის ( მაგრამ არსებობს სხვებისთვის ) , ვეღარ აღიქვამ შენს თავს "მედ" ანუ ხშირად მიწევს თქმა ჩემი თავისთვის ( ოთო, წადი იქ და გააკეთე ეს, ოთო წამოდი 10 წუთში უნდა იყო იქ ), სიამოვნებისკენ სწრაფვა რა თქმა უნდა გაქვს, იმიტომ რომ ეს რეჟიმი გულისხმობს ეგოს ჩართვა-გამორთვას მონაცვლეობით. აბა ეგო თუ აღარ გაქვს ხო გაფრინდი სხვა განზომილებაში და ეგაა )) ხო, კიდე როცა დადიხარ შეგიძLია პასტაიანად მედიტაციაში იყო და ამავდროულად ისაუბრო, აკეთო რამე მოკლედ ძალიან ძნელი ასახსნელია. შთაბეჭდილებას ვერასდროს აგიხსნი სანამ იქ არ შეყოფ თავს, აუხსნელია, სულ რომ 20 წიგნი დაიწეროს ამაზე მაინც ვერ გაიგებს ტვინი. შთაბეჭდილებასთან დაკავშირებით იმას გეტყვი, რომ მაგარ სამყაროში ვცხოვრობთ, უბრალოდ ცივილიზაცია ისეთ დაბალ დონეზეა რომ გეცინება. ხვდები რა ტყუილად ხარჯავს ხალხი დროს რელიგიებზე, პოლიტიკურ დებატებზე, ვინ მართალია , ვინ მტყუანი, იმან ესეთი სახლი შეიძინა, იმან ისეთი, ის იქ წავიდა ეს აქ მოვიდა. ანუ სამადჰიში ნანახი გაქვს რამხელა ძალაა შენი სიცოცხლის 1 წამში, და ეხლა ვხვდები რომ ადამიანების უმრავლესობა რაღაც სისულელეებში ხარჯავს მთელ თავის ცხოვრებას. მე მაგალითად მომავლის და წარსული აღქმის უნარი შემეცვალა. ანუ მომავაზე ისევ ვფიქრობ ( მაგალითად კარიერაზე ), მაგრამ ტვინს ვერ ვიჭყლეტ, ცხოვრობ მაქსიმალურად ყოველთვის ერთი წამით. როგორ აგიხსნა მეგობარო, იმაზეც კი კაიფობ როცა ხელებს იბან, იმ ხელების დაბანაშიც მუღამი გიჭირავს ( გიჟურად ჟღერს მაგრამ რა ვქნა აბა როგორ აგიხსნა). რამეს კარგს როცა გააკეთებ გინდა შენთვის გინდ სხვისთვის ისევე სწრაფად გავიწყდება როგორც რამე ცუდი რომ ხდება. მოკლედ რომ გითხრა ტვინის ფუნქციონირების ფაზები გაქვს შესწავლილი შიგნიდან. შეგიძლია დააკვირდე საიდან მოგივიდა აზრი, ანუ მაგალითად მოგივიდა რაღაც ფიქრი და გინდა რომ აფორიაქდე, ამ ფორიაქის მაგივრად წამის მეასედში შედიხარ ავტომატურ მედიტაციაში და ეს ფიქრი რომელ ემოციას გამოყვა იმას ხედავ. მერე გაინტერესებს ეს ემოცია რამ მოიტანა? ისევ წამის მეასედით ამ ემოციას აკვირდები და ბოლოს ტვინში გეჩითება ის ფიქრი , სურათი, ადამიანი ან ნივთი რამაც გამოიწვია ეს ჯაჭვი. შენი თავი იმდენად კარგად იცი, რომ არ გაქვს კომპლექსები, რეალიზებული ხარ, წყნარად ხარ. რამეზე ნერვიულობა რომ მოგინდეს ვერ ინერვიულებ რა ცოტა მოსაწყენია, მაგრამ შეჩვევა გჭირდება. ჩემი აზრით ტვინში ძალიან დიდი ცვლილებები მიდის როცა ამ რაღაცას კიდებ ხელს, იმიტომ რომ როგორ აგიხსნა, შენთვის არ არსებობს ზღვარი, არ არსებობს ავტორიტეტი, არ არსებობს შეუძლებელი ( ანუ თუ რამეს ვერ ცვლი იცი რომ არ შეიძლება ამის შეცვლა, იმიტომ რომ გამოიწვევს ამას ამას და ამას ). შთაბეჭდილებაა ის, რომ გინდა რომ შენს გარშემო ყველა ადამიანი კაკ მინიმუმ ბედნიერი იყოს, განვითარებული, არ უჭირდეს და ყველგან იყოს ფიქიკური და სულიერი განვითარება. მაგრამ პარადოქსი ისაა, რომ სამადჰის მერე ხვდები, რომ ხშირად არ შეიძლება იმის კეთება რაც გინდა ( შესაბამისად არაღც აკეთებ) , იმიტომ რომ ჭადრაკის დაფასავით ნათელია რა მოხდება. ეს გარკვეულწილად უკვე ექსტრასენსორულ ინტუიციაში გადადის, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ არ შევყვე ეგეთ რაღაცას, იმიტომ რომ რასაც შენს ტვინს ერთხელ ასწავლი, ის ყოველთვის იქ რჩება და შესაბამისად მირჩევნია წყნარი , სკუჩნი მაგრამ ამავდროულად მაგარი საინტერესო ცხოვრება მქონდეს. და კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, ადამიანის ეგოცენტრიზმი ცალკე რომ დავდოთ ცხოველურია, რაღაც სიამოვნების მიღება რომ მინდა იმას ვიღებ თუ რამე ცუდი არ მოყვება და ამისგან 100მაგად ვკაიფობ. ღმერთის შექმნილია ( თუ ამ სამყაროს არაილუზიურად და რეალურად აღვიქვამთ ისევე როგორც ღმერთს) ეს სამყარო და შესაბამისად ცუდიც და კარგიც, სიამოვნებაც და უბედურებაც საჭიროა, თორე მტრისას თუ ერთI მეორეს არ ავსებს, არავის ვურჩევდი ეგეთ განზომილებაში ჩარჩენას, ძაან არასასიამოვნოა როცა ყველაფერი ზედმეტად კარგადაა შენს გარშემო, საზიზღრობაა, ცხოვრება აღარ მოგინდება ისეთი საზიზღრობაა. მთავარია ბალანსი ყველაფერში, თორე სამადჰის როგორ მიაღწევ ტანტრული სექსით, ლოცვებით, მედიტაციით, ავარიაში მოყოლით თU სხვა რაღაცით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 19 2015, 01:38 PM
Post #236


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



torski
ძალიან გამიხარდა, შენი ისტორიის წაკითხვა. ეს ნამდვილად სამადჰის გამოცდილების ისტორიაა, თუმცა რომელი სამადჰი იყო ზუსტად ვერ გეტყვი; აქ მე ვხედავ სხვადასხვა ტაპებს სამადჰისა. მას ფაზებიც შეგვიძლია ვუწოდოთ. იმის განცდა, რომ ყველა და ყველაფერი შენ ხარ, ეს არის ტურია. ერთიანობის, ანუ დუალიზმიდან მთლიანობაში დაბრუნების განცდა, რაც ყველანაირ დუალისტურ ასპექტს აქრობს.
QUOTE(torski123 @ 19th November 2015 - 01:04 AM) *
რამეს კარგს როცა გააკეთებ გინდა შენთვის გინდ სხვისთვის ისევე სწრაფად გავიწყდება როგორც რამე ცუდი რომ ხდება. მოკლედ რომ გითხრა ტვინის ფუნქციონირების ფაზები გაქვს შესწავლილი შიგნიდან. შეგიძლია დააკვირდე საიდან მოგივიდა აზრი, ანუ მაგალითად მოგივიდა რაღაც ფიქრი და გინდა რომ აფორიაქდე, ამ ფორიაქის მაგივრად წამის მეასედში შედიხარ ავტომატურ მედიტაციაში და ეს ფიქრი რომელ ემოციას გამოყვა იმას ხედავ. მერე გაინტერესებს ეს ემოცია რამ მოიტანა? ისევ წამის მეასედით ამ ემოციას აკვირდები და ბოლოს ტვინში გეჩითება ის ფიქრი , სურათი, ადამიანი ან ნივთი რამაც გამოიწვია ეს ჯაჭვი. შენი თავი იმდენად კარგად იცი, რომ არ გაქვს კომპლექსები, რეალიზებული ხარ, წყნარად ხარ.

ყველას მინდა ვითხრა, რომ ეს მომენტი კარგად გადმოსცა torski _მ. ფიქრებისგან გამოყოფა გაძლევს საშუალებას მათ დააკვირდე და გაიგო საიდან მოდიან. ნებისმიერი ფიქრი მოდის პირველი ფიქრიდან და ეს ფიქრი არის ფიქრი "მე". ეს არის ყველა ფიქრის და გრძნობის სათავე. სწორედ ამ სათავეს ხედავ გამუდმებით და მასთან ახლოს ყოფნა ავტომატური ნეტარებაა. შენ ბევრჯერ თქვი, რომ ეს "მე" გაქრა შენი სამადჰის მდგომარეობის დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გამოვარკვიოთ გაქრა მე თუ გრძნობა "ჩემია", რადგან ეს ორი სხვადასხვა რამაა. ჩემს შემთხვევაში გრძNობა "ჩემია " გაქრა, მაგრამ "მე" ისევ არსებობდა. იყო მომენტები, როდესაც ამ მეს განცდაც ქრება, მაგრამ შემდეგ ისევ ბრუნდება. "მე"ს გაქრობა სამუდამოდ, არის გასხივოსნება, ანუ უმაღლესი წერტილი, ამის იქით აღარაფერი რჩება. ამიტომ სამადჰი ჯერ კიდევ არ არის საბოლოო წერტილი, ყოველშემთხვევაში ნირვიკალპა სამადჰი, რომელიც მე განვიცადე, არ არის საბოლოო წერტილი. მას ახლავს ენით აღუწერელი ნეტარება, მაგრამ როდესაც გამოდიხარ, იგივეს განცდის სურვილი აღარ გიჩნდება. შენ შემთხვევაში როგორ იყო ეს?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Nov 19 2015, 03:47 PM
Post #237


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Nov 19 2015, 02:38 PM) *
torski
ძალიან გამიხარდა, შენი ისტორიის წაკითხვა. ეს ნამდვილად სამადჰის გამოცდილების ისტორიაა, თუმცა რომელი სამადჰი იყო ზუსტად ვერ გეტყვი; აქ მე ვხედავ სხვადასხვა ტაპებს სამადჰისა. მას ფაზებიც შეგვიძლია ვუწოდოთ. იმის განცდა, რომ ყველა და ყველაფერი შენ ხარ, ეს არის ტურია. ერთიანობის, ანუ დუალიზმიდან მთლიანობაში დაბრუნების განცდა, რაც ყველანაირ დუალისტურ ასპექტს აქრობს.
ყველას მინდა ვითხრა, რომ ეს მომენტი კარგად გადმოსცა torski _მ. ფიქრებისგან გამოყოფა გაძლევს საშუალებას მათ დააკვირდე და გაიგო საიდან მოდიან. ნებისმიერი ფიქრი მოდის პირველი ფიქრიდან და ეს ფიქრი არის ფიქრი "მე". ეს არის ყველა ფიქრის და გრძნობის სათავე. სწორედ ამ სათავეს ხედავ გამუდმებით და მასთან ახლოს ყოფნა ავტომატური ნეტარებაა. შენ ბევრჯერ თქვი, რომ ეს "მე" გაქრა შენი სამადჰის მდგომარეობის დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გამოვარკვიოთ გაქრა მე თუ გრძნობა "ჩემია", რადგან ეს ორი სხვადასხვა რამაა. ჩემს შემთხვევაში გრძNობა "ჩემია " გაქრა, მაგრამ "მე" ისევ არსებობდა. იყო მომენტები, როდესაც ამ მეს განცდაც ქრება, მაგრამ შემდეგ ისევ ბრუნდება. "მე"ს გაქრობა სამუდამოდ, არის გასხივოსნება, ანუ უმაღლესი წერტილი, ამის იქით აღარაფერი რჩება. ამიტომ სამადჰი ჯერ კიდევ არ არის საბოლოო წერტილი, ყოველშემთხვევაში ნირვიკალპა სამადჰი, რომელიც მე განვიცადე, არ არის საბოლოო წერტილი. მას ახლავს ენით აღუწერელი ნეტარება, მაგრამ როდესაც გამოდიხარ, იგივეს განცდის სურვილი აღარ გიჩნდება. შენ შემთხვევაში როგორ იყო ეს?


იცი რა არის მეგობარო, მე გითხარი მეგობართან ერთად ვიყავი როცა ეს დამემართა და მაგ დროს აი რა მოხდა. ჯერ შოკში ჩავვარდი როდესაც მე და ჩემი ძმაკაცი ქუჩაში მივდიოდით უცბად ჩემი გონება გაიყო და დავიწყე ორი სხეულით აზროვნება და ვერ ვარკვევდი როგორ შეიძლებოდა თან ჩემს თავში ყოფნა თან ჩემს ძმაკაცშიც ყოფნა. მას დიდი პრობლემები ჰქონდა , ძაან სანერვიულო რაღაცეები გადაიტანა და რატომღაც მისი პრობლემები ჩემი პრობლემები გახდა. ეგრევე მივიღე ინფორმაცია რა როგორ უნდა გამეკეთებინა, მოკლედ სანამ 2 დღე თბილისში არ მოვუგვარე საქმეები ( ამ დროს მისი სხეულით ვმოქმედებდი, ანუ ჩემი სხეული დაყვებოდა იმისას, მაგრამ მოკლედ ჩემი ძმაკაცი ვიყავი ის ორი დღე) როგორც კი მოვაგვარე ეს საქმე, დავუბრუნდი ჩემს თავს. ძმაკაცმა ვერ გაიგო რატომ ვიარეთ, რა გავაკეთეთ, მოკლედ როგორც კი დავანებე თავი ძაან უცნაურად იგრძნო თავი და უფრო დააინტერესა იმ ფაქტმა რომ რაღაცეებს თან ხვდებოდა თან ვერა. მერე ანალოგიურად მივხვდი რომ 1 ადამიანის ცხოვრების შეცვლა კი არა შენს გარშემო ვინც არის ყველას ცხოვრების შეცვლა შეგიძლია თუ იმ მომენტში რომელიმე ხარ. ეს შოკი თან დამდევდა, დუალიზმში იმის წარმოდგენა რომ შენ და შენი ძმაკაცი ერთი გონება ხართ მაგარი რთულია, თავის ტკივილები, შიშები მოკლედ ყველაფერი იქამდე მივიდა რომ ცუდად გავხდი. ქალაქში ჩამოვჯექი და უცბად მოვიდა ასეთი ფიქრი: ყველაფერი დამთავრდება 5 წამში: 5,4,3,2,1, ( ამ ათვლის დროს ვერაფერი ვქენი, ვერც შევაჩერე ეს ფიქრი, ვერც რამე მოვიმოქმედე ) და უცბად ტვინში წკაპ და რას ვხედავ: მე ვარ ამ სხეულში, მე ვარ ჩემი ძმაკაცის სხეულში, მე ვარ ფრინველიც, მე ვარ ეს ქალაქიც, ქვეყანაც, დედამიწაც, მთელი სამყარო მე ვარ, მერე წამოვიდა ფიქრები ჩემია ეს სხეული, ჩემია ეს ძმაკაცის სხეულიც, ფრინველიც, ქალაქიც, ქვეყანაც დედამიწაჩ.. ქვეყალფერი მე ვარ და ყველაფერი ჩემია. ის ნეტარება რაც განვიცადე, არამგონია ამის იქეთ რამე იყოს.. ამ ნეტარებაში ვიყავი, რომ უცბად ძმაკაცი ( ანუ მეორე მე ) მოვიდა და წამო გვიანიაო, სახლში დედაშენი ( მესამე მე ) გელოდებაო. ამ მომენტის მერე მიდის ჩემი მე სახლში, გზაზე გადადის, ხედავს ადამიანებს, ანუ მოკლედ ხვდები რომ ეს ყველაფერი შენი შექმნილია ისევ შენთვის .( ეხლა ვინმე ფსიქოლოგი რომ გვისმენდეს წარმომიდგენია რას იფიქრებდა ) ამ ნეტარებაში ვერ გეტყვი ზუსტად რამდენი ხანი გავატარე, მაგრამ როცა ვიძინებდი მეგონა რომ ეხლა გამეღვიძებოდა, რადგან შენი რეალობა იქცა სიზმრად, მაგრამ თან არ გინდა რომ გაგეღვიძოს. მოკლედ მეორე დღეს რომ გამეღვიძა ასეთი რაღაც გავითავისე: ამ ნეტარებაში ჩარჩენა ფუფუნების საგანია, რადგან შენ ფაქტიურად წყვეტ საზოგადოებას აღარ ემსახურები, ანუ მთელი ცხოვრება სიზმარი ხდება და შეგიძლია დაიკიდო ყველაფერი მატერიალური და მიენდო სამყაროს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ "მეს" ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა, ფინანსურიც, ოჯახშიც, მეგობრებსაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ, მოკლედ მივხვდი რომ ჩემი კარმა ისეთი არაა, რომ უფლება მქონდეს ამ ნეტარებაში ჩარჩენის, ამას უბრალოდ ვერ გავაკეტებდი რომც მდომებოდა, იმიტომ რომ სასწრაფოდ მჭირდებოდა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება, რადგან "მეს" გარშემო ყველაფერი ინგრეოდა და დაინგრეოდა მე რომ "განსხივოსნებაზე" მეფიქრა. მე უფრო ინტელექტუალური ტიპი ვარ, ანუ მისტიკა, სულიერება არასდროს მდომებია, უბრალოდ "მომეცა". ჩემი ეგოდან გამომდინარე მირჩევნია ხალხში ვიყო გარეული და ვიყო უბრალოდ ჩემთვის და ვიცოდე ის რაც სხვამ არ იცის. ხანდახან გამოჩნდებიან ადამიანები ვინც ამისკენ ისწრაფვიან(ბევრი კითხვა აწუხებთ, მაგრამ ხვდები რომ კითხვა შობს კითხვას, ამიტომაც სისულელეა მათთან ამაზე საუბარი) მაგრამ უკვე აღარ ვერევი სხვის ცხოვრებაში, იმიტომ რომ მაგათ კარმას ვხედავ. ისე სამადჰიში დო ი პოსლე სიტუაციებში რამოდენიმეჯერ ეჭვი შემეპარა ამ ყველაფერში, რადგან ვთვლიდი რომ რაღაც ფსიქიკური გადახრა დამეწყო. მაგრამ რაღაცამ მიკარნახა : თუ გინდა შეამოწმეო და დარწმუნდები რომ შენი უცნაურობა შენი სულის ევოლუციააო. 1 საათის განმავლობაში მედიტაციას ვაკეთებდი ერთ გოგოზე რომელიც მაშინ ბათუმში იმყოფებოდა. მედიტაციიდან გამომიყვანა ტელეფონის ზარმა ( გამოიცანით ვინ დარეკა ), ეს გოგო აღელვებული ხმით მეუბნება: ოთო ხომ კარგად ხარო ? იმას რისი შეეშინდა იცი? ეგონა რომ რაღაც არანორმალური სჭირს, რადგან თავისი აზრები ეუცხოვა და მითხრა დაძალებით შენზე მეფიქრებაო. როგორ ავხსენი ეს ფენომენი იცი? ანუ ტვინში ხომ მიდის ცვლილებები ამ სამადჰობანას დროს, ხოდა ეტყობა აღზნებული როცა იყო ტვინი გაქაჩა ეს პატარა ტელეპატია. ეს მომენტი გოგოსთან იყო ჩემთვის საწყისი წერტილი, და ამან დამარწმუნა რომ სრულიად ჯამრთელი ვარ, უბრალოდ ჩემში მოხდა გარდატეხა, ჩემი მე-ს რეკონსტრქუცია, სწორედ ამიტომ ვიყავი შეშინებული ამ ყველაფრისგან. მოკლედ ამ ყველა ექსპერიმენტს შევეშვი, რადგან ჩემთვის ყველაფერი რაც ოდესმე მაინტერესებდა ნათელია )) სიმართლე გითხრა არც დავინტერესებულვარ როგორ სამადჰიში ვიყავი.)
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 19 2015, 04:46 PM
Post #238


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



torski
მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა სახელს დაარქმევ, მთავარია რა იგულისხმება. სართოდ კი, ნებისმიერი პრაქტიკა იწვევს დამოკიდებულებას. ნირვიკალპა სამათჰი, რომელიც მე განვიცადე, არ იწვევს დამოკიდებლებას და ეს არის არსებითი განსხვავება. არსებობს პრაქტიკები, განცდები და გამოცდილებები, სამადჰიც მათ შორის. მე სხვა გამოცდილებებიც მქონია, სხვადასხვა მედიტაციების დროს, რომლებსაც ასევე ახლდა ნეტარება, მაგრამ ნებისმიერი პრაქტიკის შემდეგ მაში დაბრუნების განცდა ყოველთვის მქონდა. გასხივოსნება კი არ არის მდგომარეობა ან პრაქტიკა ან სამადჰი. არანაირ მდგომარეობაში არ შიდიხარ და გამოდიხარ. ყველაფერი ისევ ისე რჩება, როგორც იყო ნირვიკალპა სამადჰის დროს, მაგრამ ნეტარება ქრება და ნეტარებასთან ერთად ქრება "მე". ნეტარებას სწორედ ეს მე განიცდის სამადჰიში, რადგან სამადჰი, გონების მდგომარეობაა. ხოლო როდესაც ქრება მე, მასთან ერთად ქრება ნეტარებაც. ყველა ინდივიდუალურად აღწერს თავის განცდებს. ის, რომ შენ შენი ძმაკაცი იყავი, ეს არის სწორედ გათავისუფლების დასაწყისი, როდესაც "ჩემიია" განცდა ქრება, ანუ, რომ ეს სხეული კი არ არის ჩემი, რომელიც ახლა მაქვს, არამედ ისიც, ისიც და ისიც, ანუ ყველა შენია თუ არცერთი არ არის შენი ეს ერთი და იგივე რამაა. სიდჰები და შესაძლებლობებიც ინდივიდუალურია, მაგრამ ამას გასხივოსნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ნიჭები ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს.
ნირვიკალპა სამადჰი, არის გასხივოსნების წინა პირობა. რა ტერმინებს ვიხმართ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ სანამ სეპარატირებული "მე" არსებობს ჩვენში, რომელიც ყველაფერში ერევა და აკონტროლებს, მანამდე ჩვენ შეიძლება განვიცადოთ სამადჰი. რადგან სამადჰი სწორედ ამ "მე"_ს როგორიღაცა მდგომარეობაა. მაგრამ როდესაც ეს მე ქრება, ეს არის გათავისუფლება ანუ გასხივოსნება. შენ რომ გამოხვედი სამადჰიდან ეს მე გაქრა?


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
torski
post Nov 19 2015, 05:05 PM
Post #239


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 23
Joined: 18-November 15
Member No.: 7,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(David Monny @ Nov 19 2015, 05:46 PM) *
torski
მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა სახელს დაარქმევ, მთავარია რა იგულისხმება. სართოდ კი, ნებისმიერი პრაქტიკა იწვევს დამოკიდებულებას. ნირვიკალპა სამათჰი, რომელიც მე განვიცადე, არ იწვევს დამოკიდებლებას და ეს არის არსებითი განსხვავება. არსებობს პრაქტიკები, განცდები და გამოცდილებები, სამადჰიც მათ შორის. მე სხვა გამოცდილებებიც მქონია, სხვადასხვა მედიტაციების დროს, რომლებსაც ასევე ახლდა ნეტარება, მაგრამ ნებისმიერი პრაქტიკის შემდეგ მაში დაბრუნების განცდა ყოველთვის მქონდა. გასხივოსნება კი არ არის მდგომარეობა ან პრაქტიკა ან სამადჰი. არანაირ მდგომარეობაში არ შიდიხარ და გამოდიხარ. ყველაფერი ისევ ისე რჩება, როგორც იყო ნირვიკალპა სამადჰის დროს, მაგრამ ნეტარება ქრება და ნეტარებასთან ერთად ქრება "მე". ნეტარებას სწორედ ეს მე განიცდის სამადჰიში, რადგან სამადჰი, გონების მდგომარეობაა. ხოლო როდესაც ქრება მე, მასთან ერთად ქრება ნეტარებაც. ყველა ინდივიდუალურად აღწერს თავის განცდებს. ის, რომ შენ შენი ძმაკაცი იყავი, ეს არის სწორედ გათავისუფლების დასაწყისი, როდესაც "ჩემიია" განცდა ქრება, ანუ, რომ ეს სხეული კი არ არის ჩემი, რომელიც ახლა მაქვს, არამედ ისიც, ისიც და ისიც, ანუ ყველა შენია თუ არცერთი არ არის შენი ეს ერთი და იგივე რამაა. სიდჰები და შესაძლებლობებიც ინდივიდუალურია, მაგრამ ამას გასხივოსნებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ეს ნიჭები ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს.
ნირვიკალპა სამადჰი, არის გასხივოსნების წინა პირობა. რა ტერმინებს ვიხმართ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ სანამ სეპარატირებული "მე" არსებობს ჩვენში, რომელიც ყველაფერში ერევა და აკონტროლებს, მანამდე ჩვენ შეიძლება განვიცადოთ სამადჰი. რადგან სამადჰი სწორედ ამ "მე"_ს როგორიღაცა მდგომარეობაა. მაგრამ როდესაც ეს მე ქრება, ეს არის გათავისუფლება ანუ გასხივოსნება. შენ რომ გამოხვედი სამადჰიდან ეს მე გაქრა?

მაგას გწერდი ზუსტადაც რომ დამიბრუნდათქო. ვხვდები რაზეც მწერ მაგრამ მე იმ მდგომარეობიდან შენ რაც აღწერე გამოვედი, ვერ დავრჩი. ამის მერე ნელ-ნელა "მე" დამიბრუნდა, მაგრამ რა თქმა უნდა პერიოდულად ეს მე ქრება, და ვიცი რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Nov 19 2015, 05:23 PM
Post #240


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 846
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



torski
QUOTE(torski123 @ 19th November 2015 - 05:05 PM) *
მაგას გწერდი ზუსტადაც რომ დამიბრუნდათქო. ვხვდები რაზეც მწერ მაგრამ მე იმ მდგომარეობიდან შენ რაც აღწერე გამოვედი, ვერ დავრჩი. ამის მერე ნელ-ნელა "მე" დამიბრუნდა, მაგრამ რა თქმა უნდა პერიოდულად ეს მე ქრება, და ვიცი რომ სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნები.

აი როგორც ცხადი, ისე ვხედავ შენს ნაწერებს. ბევრი რამ, ზუსტად მასე მქონდა მეც. ამის მერე იცვლები, აღარასდროს აღარ იქნები იგივე, რაც სამადჰის განცდამდე იყავი. და დამიჯერე, რასაც მდგომარეობა ქვია, ყველას აქვს საწყისი და დასასრული. ნებისმიერ სამადჰის, ის რაც შენ განიცადე და ის რაც მე განვიცადე, არის დროებითი მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა დროის პერიოდებს მოიცამს და ხანგრძლივობები სხვა აქვთ. მაგრამ ყველა ვარიანტში გამოდიხარ. შენ რომც გდომებოდა დარჩნა, 30-40 დღეზე მეტ ხანს არამგონია რომ დარჩენილიყავი. ეს უკვე იქნებოდა სამადჰიში გამიზნულად ყოფნა. მაგრამ ნირვიკალპა სამადჰი, რომელიც განვიცადე მე, დაიწყო სპონტნურად და ჩემდავე დაუკითხავად მორჩა. დაწყების მომენტი ზუსტად მახსოვს, მაგრამ გამოსვლის ზუსტად არა. ამიტომ მინდა გითხრა, რომ პირიქით, ყველაფერი კარგად არის და სამადჰიდან რომ გამოხვედი ეს არის ბუნებრივი, მაგრამ არის გაგება გასხივოსნების, რომელიც სწორედ ამ "მეს"_ს სამუდამო გაქრობით ხასიათდება. ჩვენ განციცადეთ ეს სამადჰიში, მაგრამ სამადჰი წარმავალია, გასხივოსნება კი არა. რადგან რაც წარმავალი იყო გამქრალია უკვე, ანუ "მე". ჩვენ შემთხვევაში კი მე დარჩა, მაგრამ ეს მე აღარასდროს იქნება ისეთი როგოიც იყო სამადჰმდე. და არასდროს ვიცით შენ და მე, როდის გაქრება ის. ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, რადგან მასთან დაკავშირებული სხვა ყველა კითხვა უკვე ცნობილია შენთვის. ეხლა მისი გაქრობაღა დარჩა smile.gif


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

36 Pages V  « < 10 11 12 13 14 > » 
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 16th April 2024 - 11:57 PM