IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

3 Pages V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> რითი არის ერთი ადამიანი მეორეზე უპირატესი?, სანამ თემაში შემოხვალთ ეგ
ichi
post Jun 5 2015, 09:23 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვაწყდები სიტუაციას როდესაც ერთი ადამიანი მეორეს უმტკიცებს რომ მასზე ბევრად "კაი ტიპია" და შემდეგ მოყავს არგუმენტები.
ასევეა სამსახურშიც, სანათესაოშიც და ეს შეჯიბრების მომენტი ბევრგან იგრძნობა. ზოგი ფიქრობს რომ უფრო მაღალი "დონეა", ზოგი განათლებას უსმევს ხაზს, ზოგი ოჯახიშვილობას.
რას ფიქრობთ მეგობრებო შეიძლება თუ არა ერთი მეორეზე უპირატესი იყოს? მოიყვანეთ არგუმენტები. საერთოდ სხვასთან შედარება რამდენად საჭიროა?


Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 5 2015, 09:24 PM
Post #2


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აბა, რა აზრი აქვს ჩემს უპირატესობას თუ ეს მხოლოდ მე ვიცი და სხვები არ მაღიარებენ?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 5 2015, 09:29 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 5th June 2015 - 09:24 PM) *
აბა, რა აზრი აქვს ჩემს უპირატესობას თუ ეს მხოლოდ მე ვიცი და სხვები არ მაღიარებენ?

რაში გამოიხატება ერთის უპირატესობა მეორეზე?
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 5 2015, 09:29 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაგას ადამიანი წყვეტს პირადად


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 5 2015, 09:33 PM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(tikoroma @ 5th June 2015 - 09:29 PM) *
მაგას ადამიანი წყვეტს პირადად

გასაგებია, თუმცა რაც დაწერე არაფერში არ გეთანხმები.

მე ვფიქრობ ერთია ადამიანი რას წყვეტს და მეორეა რეალობა.
მე შეიძლება ვფიქრობ რომ შენზე მეტი ვარ იმიტომ რომ მაცვია 2000$იანი არმანი. რეალურად ხომ სისულელეა ჩემი ფიქრი?
ანუ ერთია რას ფიქრობს და მეორეა რეალობა. აი ყოველდღიურად მიდის მაგაზე ჩხუბი, მე შენზე ლამაზი,კარგი, ჭკვიანი ვარ და მეორეც იგივეს ეუბნება, არსებობს ამის გადაწყვეტა თუ არ არსებობს? ვინ დააწესა კრიტერიუმები? და თემის მთავარი კითხვა ძალაშია, რითIა ერთI მეორეზე უპირატესი.
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Jun 5 2015, 09:42 PM
Post #6


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,347
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მე კონკრეტული ადამიანის ხედვა დავწერე, რომელიც ცდილობს სხვას დაუმტკიცოს თავისი უპირატესობა.

რაც შეეხება არმანს და დანარჩენ მდგომარეობას, ადამიანები ვანიჭებთ ფასს ყველაფერს.
მე პირადად, კი მგონია რომ არმანი კარგია და სხვა რამეც, მაგრამ ინტელექტს ვანიჭებ უპირატესობად, ჩემდა უნებურად მიჩნდება სიმპატიები და პატივისცემა, თუკი ვინმეს აზროვნება მომეწონა. პრინციპი იგივეა. საკუთარ ურთიერთობსაც ავაგებ უფრო ამაზე - ვიღაცასთან ღირს საუბარი (იმას პატივს ვცემ), ვიღაცასთან არა (დებილია ნუ)... ასეთი დაყოფა უაზრობაა, თუ რაღაც სიმაღლეზე ვდგავართ, გინდა სულიერი განვითარება დავარქვათ ამ სიმაღლეს და გინდა აზრობრივად მისვლა ამ დასკვნამდე (ჩემს შემთხვევაში), რომ უბრალოდ უაზრობაა ვინმეს შეედარო, ან ერთმანეთს შეადარო. ფარდობითობა არაა მყარი ცნება ;დ

თუმცა ვაღიარებ საკუთარი ძლიერების შეგრძნება ძალიან სასიამოვნო და მაცდუნებელი გრძნობაა ;დ


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
marissa
post Jun 5 2015, 09:54 PM
Post #7


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 342
Joined: 25-May 12
Member No.: 6,810

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უაზრობაა ადამიანების ერთმანეთთან შედარება,მაგრამ თუ მაინც ვინმე სხვაზე რეალურად რამით მეტია ის თავისი უპირატესობის მტკიცებაზე დროს აღარ დაკარგავს და არც დასჭირდება ეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 5 2015, 10:05 PM
Post #8


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(blue_velvet @ 5th June 2015 - 10:23 PM) *
 რომ უფრო მაღალი "დონეა", ზოგი განათლებას უსმევს ხაზს, ზოგი ოჯახიშვილობას.
რას ფიქრობთ მეგობრებო შეიძლება თუ არა ერთი მეორეზე უპირატესი იყოს? 

კარგი კითხვაა. არაფრით და ყველაფრით. ფაქტი ერთია რომ ყველა ცდილობს დაუმტკიცოს რომ უფრო "მაღალი" დონეა, არავინ ფიწრობს დაუმტკიცოს რომ უფრო დაბალი დონეა. ეს ბუნებრივია. და აი რატომაა ბუნებრივი. გონება ყოველთვის ცდილობს იყოს უფრო მაღალი, რადგან არ არის მაღალი. რასაც თავის თავში ხედავს და აკეთებს იმას ავლენს გარეთაც. ის სულ მიისწრაფის სიმაღლისკენ და ამიტომაც ვერასდროს ვერ გახდება მაღალი. ის არის მისწრაფება სიმაღლისკენ. მისწრაფებას სიმაღლისკენ არ შეუძლია გახდეს სიმაღლე. სიმაღლე არის სიმაღლე და მისწრაფება სიმაღლისკენ არის მისწრაფება სიმაღლისკენ. სანთელი არის სანთელი და არა ჩანგალი. ჩანგალი არის ჩანგალი და სანთელი არის სანთელი. ვინ არის გონებაზე მაღალი რომ ასე მიისწრაფის? როცა საკუთარ ყავში რაიმე მყარს ვერ პოულობს გარეთ გამოდის და ფართო ასპარეზზე ვინმეს იპოვის ვიზეც იტყვის აი მე ამაზე მაღალი ვარ და დატკბება ცოტა ხნით. მერე ისევ დაიწყებს ძებნას, ისევ მოშივდება. ფაქტებით ვიმსჯელოთ ასე უფრო სახალისოა და კაი.
გონებას უყვარს სიმყარე. შიგნით რომ მყარს ვერ პოულობს გარეთ გამოდის მყარის დასანახად და ხედავს 3 მყარ ოს. ისე უყვარს სიმყარე, რომ მყარი სხეული შეიმოსა. კედლებს ეჯახება რომ მიხვდეს სიცოცხლეშია. არსებობაშია. კედელში ვერ გადის, რომ დაიჯეროს რომ რეალურად არსებობს. ეჯახება რომ იგრძნოს. ართმევს რო შეიძინოს. ვისაც არ აქვს ის ართმევს. ვისაც აქვს ის ან არ აძლევს ან აძლევს, მაგრამ არ ართმევს.


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
friad gankene...
post Jun 5 2015, 10:22 PM
Post #9


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 16
Joined: 5-June 15
Member No.: 7,418

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ნებისმიერი არსება დედამიწაზე კმაყოფილია თავისი არსებობით. ლომს არ უნდა იყოს ბუზი. ბუზს არ უნდა იყოს ლომი. არცერთ არსება არ განიკითხავს სხვა არსებას. ლომი ააცვამს ეშვებს და ფატრავს ზებრას, მაგრამ არ განიცდის სინდისის ქეჯნას ამის გამო. არ ფიქრობს რომ მკვლელია და არ პირდება საკუთარ თავს, რომ ხვალიდან ვეგეტარიანელი გახდება რადგან იცის რომ ზებრას აღემატება. გაფატრულ ზებრას ტკივა, ეშინია, მაგრამ არ განიკითხავს ლომს ამის გამო და არ იმშვიდებს თავს იმით, რომ ლომს ღმერთი დასჯის და ჯოჯოხეთში მოხვდება. იგივე მექანიზმი მოქმედებს ადამიანებში.

ისე სხვისი არ ვიცი და.. ეზოთერიკებს და ვიღაც მამაძაღლებს ერთად აღებულს ჩავისვამ აგერ ჯიბეში. biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 5 2015, 10:30 PM
Post #10


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



აი ვილ სმიტი მევასება მე, რითია ვილ სმიტი ჩემზე უკეთესი მაგალითად? :დდდ

1. ჩემზე ბევრად ჭკვიანია
2. ჩემზე მეტი აქვს შექმნილი შემოქმედებაში,რეპი,ფილმები,რ
ლები
3. აქვს ბევრი უნარები განვითარებული
4. ჩემზე უკეთესი იუმორი აქვს
5. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია და მილიონობით ადამიანს უყვარს და თავადაც ძალიან დიდ სიაყვრულს ფლობს
6. ჩემზე უკეთესად შეუძლია ლაპარაკი,, სცენაზე უკომპლექსოდ დგომა და საზოგადოების ფლობა.
7. ფიზიკურად ჩემზე უკეთ განვითარებული და შეუძლია სირბილში გამისწროს თუნდაც :დ
8. დედამიწა უკეთესობისკენ შეცვალა თავისი არსებობის ჩემზე უფრო ნაყოფიერად ჯერ ჯერობით
9. აქვს ფანტასტიური ენრგეტიკა და არის მოტივატორი და დაუღალავი.
10. შეუძლია ბედნიერი გახადოს მინიმუმ 1000 ადამიანი და მათი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეცვალოს,
მაგალითად სახლში მიაკითხოს და რამდენიმე ატასი დოლარი აჩუქოს.

აი ეხლა ეს მოაფიქრდა ჩემ ტვინს, ამით არის ჩემზე უკეთესი ეგ ადამიანი..
)))))


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Mechanical Sheep
post Jun 5 2015, 10:36 PM
Post #11


YELLOW soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 629
Joined: 22-June 13
Member No.: 7,125

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჩვენ ხოჭოები ვართ ვიღაცისთვის. მოვა და გაგვჭყლიტავს smile.gif) რა მნიშვნელობა აქვს რისთვის ან რატომ. არის და მორჩა.

QUOTE
რა არის კარგი? - რაც აამაღლებს ძალაუფლების გრძნობას, ნებას ძალაუფლებისას, ძალაუფლების შეგრძნებას თვით ადამიანში.
რა არის ცუდი? - ის, რასაც სისუტე შობს.
რა არის ბედნიერება? - გრძნობ იმას, რომ ძალაუფლებამ იმატა, რომ წინააღმდეგობა გადაილახება.

არა კმაყოფილება, არამედ ძალაუფლება; არა მშვიდობა, არამედ ომი; არა სათნოება, არამედ გაწაფულობა.

სუსტნი და უიღბლონი უნდა დაიხოცონ.

რა არის ყოველგვარ მანკიერებაზე მავნებელი? - ქმედითი თანაგრძნობა უიღბლოთა და სუსტთა მიმართ - ქრისტიანობა.

ნიცშე


ანუ აქ უკვე გასაგებია, რომ უეჭველად არის ერთ ადამიანი მეორეზე უპირასეტი ხო? კარგი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 5 2015, 10:40 PM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



marissa
QUOTE(marissa @ 5th June 2015 - 09:54 PM) *
უაზრობაა ადამიანების ერთმანეთთან შედარება,მაგრამ თუ მაინც ვინმე სხვაზე რეალურად რამით მეტია ის თავისი უპირატესობის მტკიცებაზე დროს აღარ დაკარგავს და არც დასჭირდება ეს

გეთანხმები.

tikoroma
გასაგებია თქვენი აზრი.

friad gankenebuli
QUOTE(ganyenebuli @ 5th June 2015 - 10:22 PM) *
ნებისმიერი არსება დედამიწაზე კმაყოფილია თავისი არსებობით.

მაშ თავებს რატომ იკლავენ? მაშ რატომ ბაძავენ სხვებს? მე პირადად უკმაყოფილო ვარ ჩემი დღევანდელი ცნობიერებით და სწრაფვა მაქვს ზრდისკენ, ესაა მიზანი.


David Monny

QUOTE(David Monny @ 5th June 2015 - 10:05 PM) *
გონება ყოველთვის ცდილობს იყოს უფრო მაღალი, რადგან არ არის მაღალი

საინტერესოა
QUOTE(David Monny @ 5th June 2015 - 10:05 PM) *
კარგი კითხვაა. არაფრით და ყველაფრით. ფაქტი ერთია რომ ყველა ცდილობს დაუმტკიცოს რომ უფრო "მაღალი" დონეა, არავინ ფიწრობს დაუმტკიცოს რომ უფრო დაბალი დონეა. ეს ბუნებრივია. და აი რატომაა ბუნებრივი. გონება ყოველთვის ცდილობს იყოს უფრო მაღალი, რადგან არ არის მაღალი. რასაც თავის თავში ხედავს და აკეთებს იმას ავლენს გარეთაც. ის სულ მიისწრაფის სიმაღლისკენ და ამიტომაც ვერასდროს ვერ გახდება მაღალი. ის არის მისწრაფება სიმაღლისკენ. მისწრაფებას სიმაღლისკენ არ შეუძლია გახდეს სიმაღლე. სიმაღლე არის სიმაღლე და მისწრაფება სიმაღლისკენ არის მისწრაფება სიმაღლისკენ. სანთელი არის სანთელი და არა ჩანგალი. ჩანგალი არის ჩანგალი და სანთელი არის სანთელი. ვინ არის გონებაზე მაღალი რომ ასე მიისწრაფის? როცა საკუთარ ყავში რაიმე მყარს ვერ პოულობს გარეთ გამოდის და ფართო ასპარეზზე ვინმეს იპოვის ვიზეც იტყვის აი მე ამაზე მაღალი ვარ და დატკბება ცოტა ხნით. მერე ისევ დაიწყებს ძებნას, ისევ მოშივდება. ფაქტებით ვიმსჯელოთ ასე უფრო სახალისოა და კაი.
გონებას უყვარს სიმყარე. შიგნით რომ მყარს ვერ პოულობს გარეთ გამოდის მყარის დასანახად და ხედავს 3 მყარ ოს. ისე უყვარს სიმყარე, რომ მყარი სხეული შეიმოსა. კედლებს ეჯახება რომ მიხვდეს სიცოცხლეშია. არსებობაშია. კედელში ვერ გადის, რომ დაიჯეროს რომ რეალურად არსებობს. ეჯახება რომ იგრძნოს. ართმევს რო შეიძინოს. ვისაც არ აქვს ის ართმევს. ვისაც აქვს ის ან არ აძლევს ან აძლევს, მაგრამ არ ართმევს.

რეინკარნირებული ლაო ძი ხარ მეგობარო, ეს ხუმრობით ისე კი მართლაც მომწონს თქვენი პოსტები.თავისი მაგალითებით და მსჯელობით.

ძალიან უხეშად დავწერ, იესო რითი იყო იუდაზე მაღალი? რა არის მთავარი? მემგონი ცნობიერება არის უმთავრესი.
ცნობიერება რომ გასცე რათა მიიღო, შეუნდო რათა შეგინდონ და ა.შ. რას ფიქრობთ?
ან რითია მაგალითად პატიოსანი კაცი მკვლელზე უპირატესი?
რითია პატიოსანი ქალი მეძავზე უკეთესი?
რატომ კლავს ერთი და მეორე თავს წირავს?
კითხვები დავსვათ და შევეცადოთ ვუპასუხოთ.
მე ვფიქრობ თვითჭვრეტით იღებ ცნობიერების კიბეებს, ასე ვთქვათ მაღლდები, უახლოვდები ღმერთს და ამით შეიძლება სხვაზე წინ იდგე, უბრაოდ შენ გახსოვს რომ როისღაც იმ კიბეზე შენც იყავი და ამიტომ ერთადერთი რისი სურვილიც გიჩნდება ეს არის არა მტკიცება საკუთარი უპირატესობის არამედ სხვისი დახმარება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
friad gankene...
post Jun 5 2015, 10:42 PM
Post #13


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 16
Joined: 5-June 15
Member No.: 7,418

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი ასეა!!! შოპენჰაუერი მოითხოვდა- პიროვნების ნების აბსოლუტურ შეუზღუდველობას, რამაც განსაზღვრა ნიცშესეული ძლიერი კულტი და რასაც შემდეგ დაეუფლა ფაშიზმის იდეოლოგია <3
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Jun 5 2015, 10:47 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tty_
QUOTE(tty @ 5th June 2015 - 10:36 PM) *
ანუ აქ უკვე გასაგებია, რომ უეჭველად არის ერთ ადამიანი მეორეზე უპირასეტი ხო?

არაფერი არ გადაწყდა, ამ საკითხზე მინდა გულწრფელად ვიმსჯელოთ და ჩემ თავშიც გავერკვიო რატომ ხდება ამდენი დაპირისპირება.

ანნა
QUOTE(ანნა @ 5th June 2015 - 10:30 PM) *
აი ვილ სმიტი მევასება მე, რითია ვილ სმიტი ჩემზე უკეთესი მაგალითად? :დდდ

1. ჩემზე ბევრად ჭკვიანია
2. ჩემზე მეტი აქვს შექმნილი შემოქმედებაში,რეპი,ფილმები,რ

�ლები
3. აქვს ბევრი უნარები განვითარებული
4. ჩემზე უკეთესი იუმორი აქვს
5. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია და მილიონობით ადამიანს უყვარს და თავადაც ძალიან დიდ სიაყვრულს ფლობს
6. ჩემზე უკეთესად შეუძლია ლაპარაკი,, სცენაზე უკომპლექსოდ დგომა და საზოგადოების ფლობა.
7. ფიზიკურად ჩემზე უკეთ განვითარებული და შეუძლია სირბილში გამისწროს თუნდაც :დ
8. დედამიწა უკეთესობისკენ შეცვალა თავისი არსებობის ჩემზე უფრო ნაყოფიერად ჯერ ჯერობით
9. აქვს ფანტასტიური ენრგეტიკა და არის მოტივატორი და დაუღალავი.
10. შეუძლია ბედნიერი გახადოს მინიმუმ 1000 ადამიანი და მათი ცხოვრება ერთი ხელის მოსმით შეცვალოს,
მაგალითად სახლში მიაკითხოს და რამდენიმე ატასი დოლარი აჩუქოს.

აი ეხლა ეს მოაფიქრდა ჩემ ტვინს, ამით არის ჩემზე უკეთესი ეგ ადამიანი..
)))))

არა. ბაბუამ სახლი აჩუქა და ბებიამ სადმე გაჩითა და პოპულარული გახდა და ფული იშოვა არ გამოგვადგება.

აი ვილ სმიტი აიღე და მოაშორე ფული და პოპულარობა. რითია შენზე უკეთესი? იქნებ ცნობიერება აქვს ისეთი რომ საჭმლის გამო 5 კაცი მოკლას ან ფულის გამო დედა გაყიდოს?
რაც შეეხება სხვის გაბედნიერებას, ახლა მილიარდი რომ მოგცე შეიძLება 109045 გააბედნიერო მაგას თუ ბედნიერება ქვია.
ზუსტად ვერ ვწერ მარა შენ სხვაგან წახვედი. ქართული რეალობა აიღე.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 5 2015, 10:49 PM
Post #15


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ganyenebuli @ 5th June 2015 - 11:22 PM) *
ნებისმიერი არსება დედამიწაზე კმაყოფილია თავისი არსებობით. ლომს არ უნდა იყოს ბუზი. ბუზს არ უნდა იყოს ლომი. არცერთ არსება არ განიკითხავს სხვა არსებას

ამ კაცმა ჩემზე კარგად აგვიხსნა. ეს კაცი არის ჩემზე მეტი😊😄


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 5 2015, 11:02 PM
Post #16


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ყველა სული ინდვიდულური ენერგიაა, აბსოლიტურად უნიკალური სიყვარული და ადამიანი თავის შეცნობის ეტაპზე ყველა თავის პირად რეალობაში უახლოვდება ღმერთს. ჩემთვის მეტი და ნაკლები არ არსებობს, არის უფრო ახლოს თავის თავში ღმერთთან და არის უფრო შორს, სხვა განსხვავება არაა და იმის მხიედვით რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან არის უფრო ბედნიერი და ეს ჩანს. ეს ადამიანურ ცხოვრებაშიც ვლინდება. არავინ არავიზე წინ არაა, ყველანი ოქროს უსასრულობაში ვართ მარადისობაში, ყველა შინაგანად სინათლეა უბრალოდ ბევრმა არ ცის ვინაა და ფიქრების სჯერა smile.gif ჩემთვის განსხვავდებიან ამით, თვითონ რა წარმოდგენა აქვთ თავის ტავზე და რა რეალობას იქმნიან.. შედარება შეუძლებელია თუ რეალურად სულს გრძნობ, ვერ შეადარებ.

თავს იკლავენ, კლავენ და დეპრესია აქვთ იმიტომ რომ, არ ცხოვრობენ ისე, როგორც მათი წარმოდგენით უნდა ცხოვრობდნენ
შენ უკმაყოფილო ხარ რადგან, ისე არ ცხოვრობ როგორც შენი აზრით არის კარგი ცხოვრება. შენივე მოლოდინები არ გაგიმართლებია. ან შენი გარშემომყოფების მოლიდნები რაც გგონია რომ უნდა გაამართლო.. კიდევ ენერგეტიკული ბალანსი არ გაქვს ორგანიზმშიდა სხეულში რომ ჰარმონიას არ გღძნობ, ეგ ტვინზეც გადადის და ფიქრებია ნეგატიური.


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 5 2015, 11:02 PM
Post #17


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჰოი საოცრებავ schnaepse.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
friad gankene...
post Jun 6 2015, 12:56 AM
Post #18


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 16
Joined: 5-June 15
Member No.: 7,418

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



..არა ბატონებო!...ეს I რიგში ფსიქოლოგიური თემაა!...როგორ, ამდენი კაცთმოყვარეობა, ტოლერანტობა, გოდება, მოლოდინების გამართლება და ჯიგრის წყვეტა..ეს ხომ უზარმაზარი ფსიქოლოგიური სამუშაოა, რომელიც ჩვენგან უამრავ დროს და ენერგიას მოითხოვს, რაც ხალხის და ეზოთერების კეთილდღეობას არ აწყობს! არაა????? არა არა არააა!!

თუ საკუთარი სხეული შეცნობილი არა გაქვს არ არსებობ!!! თუ არ არსებობ, ესეიგი ზღაპრებში ხარ და შენი ცხოვრება შენში ჩანერგილი ეზოთერული სიზმარ - ბოდვებია მხოლოდ! ამას უნდა მიხვდე და მოეშვა "ბოდვის" სმენას და საკუთარი თავის შესმენა ისწავლო– მხოლოდ ასე და არანაირად სხვანაირად!!!
ვინც დღეს ეზოთერიკას მაგიას ქადაგებს ბოდავს! ვისაც მათი სჯერავს ისიც ბოდავს!
Go to the top of the page
 
+Quote Post
ანნა
post Jun 6 2015, 01:16 AM
Post #19


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 602
Joined: 17-April 14
Member No.: 7,274

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
თუ საკუთარი სხეული შეცნობილი არა გაქვს არ არსებობ!!! თუ არ არსებობ, ესეიგი ზღაპრებში ხარ და შენი ცხოვრება შენში ჩანერგილი ეზოთერული სიზმარ - ბოდვებია მხოლოდ! ამას უნდა მიხვდე და მოეშვა "ბოდვის" სმენას და საკუთარი თავის შესმენა ისწავლო– მხოლოდ ასე და არანაირად სხვანაირად!!!


smile.gif


--------------------
Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Jun 6 2015, 01:17 AM
Post #20


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 841
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ადამიანები იქმნიან თავს. ყოველთვის ამბობენ, ეს არ არის სწორი. ის უნდა იცინოდეს არ უნდა ბეაზდებოდეს. არადა ბრაზდება. სადაც უნდა განრაზებულიყო იცინის. არა შესაძლებელია რაც არ მოგწონს ისე ქნა როგორც შენ გინდა, მარა ამ ნაქნავს ხომ უნდა შენარჩუნება? სადამდე. ვინც მეტხანს შეინარჩუნებს ის უფრო მაგარია? სიკვდილის ნემსის ყუნწში არ გაეტევა ეგ რაც შეინარჩუნე. მიწა აიღე სხეულად და უკანასკნელ ატომამდე დაუბრუნებ მიწასვე. რა მიგაქვს? რის შენარჩუნებას ცდილობ. ცხოვრება სპონტანური სიცოცხლეა. გეგმავ და გეშლება თვალ წინ. კარგი დაგეგმე. მერე ეს დაგეგმილი უნდა შეინარჩუნო. ამას ვეძახით პიროვნებას. პიროვნება არის დაგეგმილი ცხოვრება, რომელიც ბოლოს კვდება. მას მარადისობა უნდა რადგან არ არის მარადიული, რადგანაც უნდა მარადისობა, ე.ი. არ არის მარადიული და ვერც ვერასდროს გახდება. ის რაც არ არის მარადიული არ არის მარადიული. ამიტომ ცდილობს ერთი პიროვნება მეორე პიროვნებაზე ამაღლებას, რომ იქნებ იქ ზევით სადმე მარადისობა დაინახოს. კაცი ხეზე ადის, უფრო მეტის დანახვის იმედით


--------------------
მე ვარ ტატო ჩხენკელი
Go to the top of the page
 
+Quote Post

3 Pages V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 29th March 2024 - 07:10 PM