IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

 
Reply to this topicStart new topic
> ღმერთი თალმუდის მიხედვით, ანუ კაბალისტების "სიბრძ
axilevs
post May 10 2011, 06:14 AM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 12
Joined: 10-May 11
Member No.: 6,465

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელმა და ქალდეური ფილოსოფიის მიმდევარმა ფარისეველებმა თალმუდში წარმოადგინეს მოძღვრება დამდაბლებული, სასაცილო და უცნაური ღმერთის შესახებ.
კლასიკური მითების ღმერთების მსგავსად, რომლებიც ყოველთვის რაღაცას ფაციფუცობენ, თალმუდის მიხედვით, იაჰვე მთელი დღე–ღამის განმავლობაში დაკავებულია ფრიად აუცილებელი საქმეებით: აბაოდ ზარას თალმუდის თანახმად, დღეს გააჩნია თორმეტი საათი. პირველი სამი საათის განმავლობაში ღმერთი ზის და სწავლობს კანონს (თორას); შემდეგი სამი საათის განმავლობაში იგი განსჯის მსოფლიოს. როდესაც ხედავს, რომ მსოფლიო იმსახურებს განადგურებას, იგი დგება სამსჯავროს ტახტიდან და ჯდება მოწყალების ტახტზე. მესამე სამი საათის განმავლობაში იგი კვებავს მთელ მსოფლიოს. 9 საათიანი შრომის შემდეგ იგი, კმაყოფილი ჯდება, ეძახის გიგანტურ თევზების მეფე – ლებიაფანს და მასთან ერთად თამაშობს. იგი ღამეც არ არის უქმად: იგი ჯერ შეისწავლის თალმუდს ანგელოზებთან ერთად, მათთან საუბარში მონაწილეობას იღებს ბოროტი სულების მეფე – ასმოდეი, შემდეგ ღმერთი ცეკვავს ევასთან, ეხმარება მას ჩაცმაში და უვარცხნის თმებს. მაგრამ იერუსალიმის ტაძრის განადგურების შემდეგ ღმერთი აღარ თამაშობს ლებიაფანთან და აღარ ერთობა ევასთან, არამედ იგი დამწუხრებულია თავისი ცოდვის (იერუსალიმის ტაძრის განადგურების დაშვება) გამო. ეს ცოდვა ისე მძიმედ აწევს მის სინდისს, რომ თალმუდის თანახმად, ღმერთი ზის ღამის სამი საათის განმავლობაში, ლომივით ბდღვინავს და იძახის: „ვაი მე, მე დავუშვი ჩემი სახლის განადგურება. ცემი ტაძრის დაწვა და ჩემი შვილების ტყვეობაში წაყვანა“. მას დასამშვიდებლად უგალობენ სადიდებელ ჰიმნებს, მაგრამ იგი არ იღებს ნუგეშისცემას, ამ მწუხარებამ და დარდმა იგი ისე დააპატარავა, რომ თუკი ადრე ავსებდა მთელ სამყაროს, ახლა იკავებს მიწის ოთხ წყრთას. იგი ტირის მისი ცრემლები გრუხუნით ეცემიან ციდან და იწვევენ მიწისძვრებს. სასოწარკვეთისაგან იაჰვე ლომივით ღრიალებს.
სავსებით გასაგებია, რომ ასეთი სახით გამოხატული ღმერთი მცირედ თუ იყო შთამბეჭდავი ხალხისათვის, ამიტომ თალმუდი მას აღწერს საყვედურებით ავსებულს. მთვარეც კი მას საყვედურობს იმის გამო, რომ ღმერთმა იგი შექმნა მზეზე პატარა და ღმერთიც მორჩილად აღიარებს თავის დაუდევრობას. ამასთანავე, ღმერთი ქარაფშუტულ და მოუფიქრებელ ფიცებს დებს. იმისათვის რომ იგი მათგან განთავისუფლდეს, არსებობს ძლიერი ანგელოზი სახელად მი, რომელიც ყოველთვის იმყოფება ცისა და დედამიწის შუა, მას მოაქვს ღვთისათვის განთავისუფლება მის მიერ დაუფიქრებლად აღებულ ვალდებულებებისაგან, მაგრამ ხდება ისე, რომ ეს ანგელოზი არ აღმოჩნდება თავის პოსტზე და მაშინ ღმერთი ვარდება დიდ გასაჭირში; ასე, ერთხელ ისრაელის ბრძენმა გაიგონა მისი ძახილი: „ვაი მე! ვინ განმანთავისუფლებს მე ჩემი ფიცისაგან?“ ბრძენი გაიქცა – მოეთხრო ეს თავისი ამხანაგი რაბინებისათვის, რომლებმაც მას სახედარი უწოდეს იმის გულისათვის, რომ მან თავად არ გაანთავისუფლა ღმერთი ფიცისაგან, რისი უფლებაც ნებისმიერ რაბინს აქვს.
თალმუდი იაჰვეს მიაწერს ყველა ცოდვას რაც დედამიწაზე ხდება“ „ეს მან:, ამბობენ რაბინთა მწერლები „მისცა ადამიანებს გარყვნილი ნატურა“, აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია უსაყვედუროს ადამიანებს ცოდვებში ჩავარდნა; მხოლოდ ღმერთია დამნაშავე მათ შეცოდებებში.
თალმუდისტთა აზრით, ღმერთი იაჰვე წარმართთა მსგავსად სავსეა ვნებებით. ბარახოტის ტრაქტატი ამტკიცებს, რომ იაჰვე მხისხანებს და ამ დროს იგი არავის არ ინდობს, მრისხანების გარდა იაჰვე ხარობს, იცინის, ტირის. (სამყაროს შექმნისას) იაჰვე იხედებოდა თორაში და ისე ქმნიდა სამყაროს.
ფარისეველთა შეხედულებით, ამ გამოგონილ სასაცილო, დამდაბლებულ „ღმერთს“ ებრაელებისათვის უნდა დაევიწყებინა ბიბლიის ჭეშმარიტი ღმერთი და დამდგარიყო მის ადგილზე.
პ.ს სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
mata
post Jun 26 2011, 06:59 PM
Post #2


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,689
Joined: 11-December 09
From: New York, USA
Member No.: 6,092

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა




ყველაფერი სასაცილო ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოა ხოლმე, ვიდრე რაღაც სერიოზულობები axilevs angel-12.gif



Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Jul 28 2011, 03:38 PM
Post #3


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



axilevs
QUOTE(axilevs @ 10th May 2011 - 06:14 AM) *
იგი, კმაყოფილი ჯდება, ეძახის გიგანტურ თევზების მეფე – ლებიაფანს და მასთან ერთად თამაშობს. იგი ღამეც არ არის უქმად: იგი ჯერ შეისწავლის თალმუდს ანგელოზებთან ერთად, მათთან საუბარში მონაწილეობას იღებს ბოროტი სულების მეფე – ასმოდეი, შემდეგ ღმერთი ცეკვავს ევასთან, ეხმარება მას ჩაცმაში და უვარცხნის თმებს. მაგრამ იერუსალიმის ტაძრის განადგურების შემდეგ ღმერთი აღარ თამაშობს ლებიაფანთან და აღარ ერთობა ევასთან

jadoqar.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
თემურ
post Aug 10 2011, 09:59 AM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 19
Joined: 3-August 11
Member No.: 6,535

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როგორც ჩანს ეს თემა ამ სათაურით არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი. ამისი მიზეზი ჩემი აზრით ის არის, რომ იგი აშკარად პროვოცირებულია. აი, პროვოკაციის მიზანი კი...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 11 2011, 04:36 AM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თემურ
QUOTE(ნიკოლოზი @ 10th August 2011 - 09:59 AM) *
როგორც ჩანს ეს თემა ამ სათაურით არ აღმოჩნდა სიცოცხლისუნარიანი. ამისი მიზეზი ჩემი აზრით ის არის, რომ იგი აშკარად პროვოცირებულია. აი, პროვოკაციის მიზანი კი...

ნუ ალბათ მიხვდით ბატონო თემურ რომ ამ პიროვნებამ აშკარად პირდაპირი მნიშვნელობით მიიღო თალმუდში აღწერილი ამბები რომლებიც სინამდვილეში სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესებს გამოხატავენ, თან გამოგონილი ამბებითაც შეულამაზებია, გასაკვირი ფაქტიურად არც არის როდესაც ადამიანს კაბალისტური ტერმინოლოგია არ ესმის, იმისთვის შემოქმედი მართლად ურჩხულ ლებიაფანთან და დემონ ასმოდეისთან მოთამაშე არსების დონეზე დადის. ამასწინათაც მქონდა ერთ ასეთ "ბრძენთან" საუბარი რომელიც "ზოჰარის მწვალებლობას" ამტკიცებდა და იძახდა რომ "სამაელს ევასთან სექსი ქონია" შედეგად გაჩენილა კაენი, რომელსაც შუბლზე რქა ამოსვლია და ლამექს იმიტომ მოუკლავს რომ მარტორქისაგან ვერ გაურჩევია, სტივენ სპილსბერგიღა გვაკლია და ახალ ფანტასტიკასაც გადავიღებთsmile.gif
პ.ს თანაფორუმელების საყურადღებოდ: კაბალისტურ ტექსტებში ალეგორიულად არის აღწერილი სულიერ სამყაროში მიმდინარე პროცესები, მაგალითად როდესაც კაბალისტი წერს სიტყვას "ხე" ეს ბებიის ბოსტანში დარგულ ხეს კი არა სულიერ სამყაროში მომხდარ მოვლენას გამოხატავს, ასევეა რქაც, გველიც, ნაყოფიც და ასე შემდეგ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნენ ამ ბმულებს სადაც ახსნილია სინამდვილეში რას აღნიშნავს თორაში, თალმუდში და ზოჰარში მეტაფორულად აღწერილი ამბები.
http://www.kabbalah.info/rus/content/view/.../52648&main
ამ ბმულზე მოცემულია 31 ონლაინ ლექცია ვიდეორგოლების სახით ზოჰარის განმარტებებით.
http://www.kabbalah.info/rus/content/view/.../72733&main
ამ ბმულზე კი თორის განმარტებებთან ერთად უამრავ საინტერესო საკითხზე მიიღებთ პასუხებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 9th May 2024 - 02:29 PM