IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ეშმაკის რაობა – ლუციფერი და არიმანი
Molen
post Nov 30 2010, 10:23 PM
Post #1


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 63
Joined: 3-March 10
Member No.: 6,166

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლუციფერი და არიმანი


ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა.

აღნიშნული თეორია ძირშივე მცდარია.
არ შეიძლება ეშმაკსა და ღმერთს შორის მიმდინარეობსდეს მუდმივი ბრძოალა რომელიც აუცილებლად ღვთის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ესეთი შეხედულება მიგვიყვანდა აბსურდამდე, რადგან ვიცით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლიმცდონეა და მის გარეშე არაფერი ხდება. ეს კი პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ეშმაკი კი არ ებრძვის ღმერთს არამედ მის ბრძანებას ასრულებს და სულებს გამოცდას უწყობს აქ, მის სამფლობელოში. ამასგარდა მისი განდგომა მოხდა ისევ და ისევ ღმერთის ნებით, რადგან მის გარეშე (როგორც ბიბლია მოგვითხრობს) ადამიანს თმის ღერიც კი არ ჩამოუვარდება თავიდანო. ისიც სისულელეა როდესაც ეშმაკის საშინელს გარეგნობაზე ვსაუბრობთ, რადგან სანამ მას ამპატავზენა აიტანდა, სწორედ რომ სრულყოფილი იყო ყოველმხრივ, მით უფრო გარეგნობით, მისი ჩამომხობის შემდეგ კი არსებითად არც არაფერი შეცვლილა.

თუ ჩემს მიერ დაწერილი მცდარია, გამოდის, რომ ეშმაკი თავისი ნებით, ისე რომ ღმერთმა არაფერი არ იცოდა, განუდგა უფალს და ახლა დაუნდობელ ბრძოლაშია მასთან რისი საბოლოო შედეგიც არც არავინ ვიცით. ეს კი ასე არ არის. უფალი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და უძლეველია.

მაგრამ ეს თემა ამისათვის არ გამიხსნია.
არსებობს ბოროტი საწყისის ორი მხარე – ლუციფერი და არიმანი.
ლუციფერი წმინდა ეშმაკისეული წარმონაქმნია, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში ამპარტავნება, შური და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა არსებობს და სულაც არ არის მიმართული უშუალოდ ადამიანთა განადგურებაზე. ლუციფერი, სიბრძნის, სილამაზისა და ყოვლისმომცველობის ღვთაება გახლდათ, სწორედ ის ვინც ღმერთს აუჯანყდა (ესაია წინაწარმეტყველის ქრონიკები), მაგრამ უშედეგოდ. დღეს კი მისი გამოსახულებები სწორედ ამპარტანვებაში, ფულში, ძალაუფლებსა და მუსიკაშია, რაც თავისთავად ემოციასაც (გრძნობებს) მოიცავს.

სხვა სახეა არიმანი, რაც უფრო ბოროტი საწყისის სატანურ სახეს წამოადგენს.
არიმანი ადამიანის მოძულე არსებაა, რომლიც უმნიშვმნელოვანესი მისია ადამიანთა ტოტალური გათიშვა, დაზოიმბირება და მართვაა. ის ვერ იტანს ადამიანს. საერთოდ სიტყვა “სატანა” უფრო შეეფერება მას ვიდრე “ეშმაკი” რადგან ეს უკანასკენლი უფრო ლუციფერული საწყისია.

ფილოსოფოსთა აზრით XXI საუკუნე არიმანული პერიოდის საწყისი ეტაპია, როდესაც ადამიანთა ტოტალური მართვა უფრო ხელმისაწვდომი და ადვილიგახდა. მათი ფიქრით ლუციფერული საწყისი კვდება და ქრება, თუმცა არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს მასში, სადღაც შორს მაინც იარსებებს ლუციფერი, რომელიც ისევ შეეცდება მართვას და ბოროტი მიზნის მიღწევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიძინებული მკვდარს არ ნინშვანვს… საბოლოო გადასახედიდან კი თვით ბოროტ ძალებს შორისაც კი არის სხვაობა. არც მათ შორის გამარჯვებულს უწყის ვინმე. ლუციფერი?! არიმანი?!

ანუ სინამდვილეში არავინ არაფერი არ ვიცით და ერთი შეხედვით, ჭეშმარიტი თეორიები შეიძლება უაზრი ნაფლეთებად გვექცნენ. და გვახსოვდეს ისიც, რომ დედამიწა ეშმაკის უშუალო სამფლობელოა სადაც ყველა სული მოსულია დროებით საასპარეზოდ. ეს კი ნიშანია იმისა, რომ ყველაფერი დროებითია და ეს მხოლოდ გრძელი გამოცდაა, სადაც შეგიძლია მარტომ იბრძოლო შეგიძლია კი სხვა, ამ შემთხვევაში კი ლუციფერი ან არიმანი მიიხმარო.

თუმცა ამ დროებითობაშიც არის რაღაც ხიბლი და მათ შორის ღვთის ნება, რადგან ყველაფერი რაც ხდება მაინც უფლის სურვილია, რადგან მის გარეშე ამ სამყაროში არაფერი არ ხდება. ლუციფერი და არიმანი კი უბრალო არსბები არიან ერთ ყოვლისმომცველი ფენომენიდან რომელსაც ღმერთი ეწოდება.

არიმანი შუა საუკუნეების ქრისტიანულ (მათ შორის ბიზანტიურ წყაროებში, იუსტინიანეს დროს) მოიხსენიება როგორც ბოროტი სული აჰრიმან. ამის შესახებ წერია აღმოსავლურ რელიგიურ წყაროებშიც. განსაკუთრებით კარგად კი არიმანის საკითხს ავრცობს რუდოლფ შტაინერი, გერმანელი რელიგიათმცოდნე, ფილოსოფოსი და მეცნიერი. ნიცშეს ფილოსოფია გაკვრით ახსენებს არიმანს, თუმცა ხანდახან ლუციფერულსა და არიმანულ საწყისებს ან ერთ არსში მოიხსენიებს ან საერთოდ უარყოფს.

საერთო დასკვნა არიმანის შესახებ ასეთია:
არიმანი მიილტვის სრული ბატონობისა და ხალხთა დაზომბირებისაკენ, სადაც ინდივიდი უნდა გაქრეს და დარჩენილი მასა უნდა იმართოს. არიმანის ტექნიკასა და ტოტალიტარიზმში გამოიხატება, სადაც რობოტული საწყისები ბატონობენ. სატელევიზიო, საკომუნიკაცია და სხვადასხვა პროპაგანდა, მართველობის აქამდე უცნობი მეთოდიკა და ხერხები და ასე შემდეგ, მთლიანად არიმანულ მიზნებს უკანშირდება. თუმცა ეს ყველაფერი მაინც ემსახურება ერთადერთ მიზანს – არიმანი ვერ იტანს ადამიანს, ის უნდა გადანდგურდეს! არიმანი ითხოვს მორჩილებას და მონობას მისდამი, ლუციფერი კი პიქირით, ამპარტავნულ ცნობიერის გაღვიძებაში ეხმარება ადამიანს. არიმანი გაუნათლებლობისაკენ მიისწრაფის, ლუციფეირი კი ყველასა და ყველაფრის შეცნობისაკენ მოგვიწოდებს.

თუ ლუციფერის ე.წ. “ერა” ქრისტეს შობამდე III ათასწლეულში დადგა, ახლა არიმანის ეპოქა იწყება.

თუმცა ვიმეორებ, ლუფერი, როგორც ამპარტავანი, ლამაზი, მცოდნე, მაცდური სული მანამ იარსებებს და მართავს დედამიწის სამყაროს სანამ ადამიანი იარსებებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როგორც შტაინერი იტყოდა, ბოროტ საწყოსებს შორის ბრძოლა არასდროს დამთავრდება, მით უფრო, რომ ორივეს განსხეულება სხვადასხვა საშუალებით ხდებაო. საბოლოოდ კი ორივე მათგანზე (ლუციფერსა თუ არიმანზე) შეიძლება ითქვას ერთი, ისინი მიმზიდველი მარგალიტები არიან, რომლებიც ადამიანთა ავ საწყისებს მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან, მაგრამ ასეთი ბედნიერებიდან უფსკრულამდე ერთი ნაბიჯია.

მაგრამ მაინც, ვინ არის ანიქრისტე? ვინ მოვა მეორედ მოსვლის დროს? ამ კითხვაზე დეტაურ პასუხს ვერავინ გაგვცემს, მაგრამ ცხადია, მასში იბობოქრებს როგორც ლუფიერული ისე არიმანული საწყისი. თუმცა ლუციფერული საწყისი ბევრად უფრო საშიშია, რადგან ის, არიმანისაგან განსხვავებით, თესავს და ანადგურებს კიდეც, არიმანი კი მხოლოდ ანადგურებს.

და მაინც ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, ადამიანის დავრდომილი სულის გამოწრთობას, რადგან ეს სამყარო გამოცდაა, რომელიც ღმერთის ნებით დაწესდა და მას წინ ვერავინ გადაუდგება. თუმცა ლუციფერი და არიმანი სწორედ ამ გამოცდაზე “ჩასაჭრელად” არიან მოვლენილნი, რადგან ამ სამყაროში ყველაფერი, თვით ეშმაკისა თუ სატანის არსებობა, მხოლოდ ღმერთის ნებას ემსახურება.



http://geword.wordpress.com/2010/11/30/ე...ერი-დ/


--------------------
ცოდნა არ კმარა - უნდა აკეთო!
ნდომა არ კმარა - უნდა გაბედო!

ჩვენი ოცნებების განხორციელებას მხოლოდ ერთი რამ უშლის ხელს: წარუმატებლობის შიში.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Dec 1 2010, 09:06 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen

როგორც გამიგია არიმანი და ლუციფერი წონასწორული მდგომარეობის ორი დარღვევაა, ერთია გაუცნობიერებელი მოქმედება, მეორეა გაცნობიერებული უმოქმედობა (ანუ ვაკეთებ, მაგრამ მიზანი არ ვიცი და ყველაფერი ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვაკეთებ).

მაგრამ არა მგონია რომ არიმანის და ლუციფერის "წონასწორობას" "ღმერთი" ეწოდებოდეს biggrin.gif

მოკლედ ჩემთვის ეს ცოტა დამაბნეველი ლექსიკონია. უფრო მარტივია მაიას (ილუზიის) სხვადასხვა ასპექტები და სახელები. მაია კი ღმერთის ენერგიაა, შესაბამისად ღმერთის ნების გარეშე მართლაც არაფერი ხდება, მაგრამ მაის ბოლომდე დაძლევა ჩვენი საკუთარი ძალისხმევით, ღმერთის წყალობის და დახმარების გარეშე შეუძლებელია.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Alpha
post Dec 1 2010, 02:26 PM
Post #3


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 958
Joined: 14-March 07
Member No.: 15

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ვეთანხმები სტატიას

ასევე, მე მგონია, რომ ლუციფერი/ეშმაკი ვიღაც არსება კი არა ადამიანის სულის მდგომარეობაა


--------------------


"To do is to be" - Nietzsche;
"To be is to do" - Kant;
"Do Be Do Be Do" - Sinatra
Go to the top of the page
 
+Quote Post
lily
post Dec 1 2010, 11:05 PM
Post #4


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 9
Joined: 26-November 10
Member No.: 6,313

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს ვიცოდი ადრეც წამიკითხავს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kaspar Hausser
post Dec 7 2010, 03:29 PM
Post #5


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 555
Joined: 25-December 08
From: Last Homely House
Member No.: 5,888

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



შტაინერი რულამს.. smile.gif smile.gif

biggrin.gif biggrin.gif


--------------------

A Bereth thar Ennui Aeair!
Calad ammen i reniar
Mi 'aladhremmin ennorath.
A Elbereth Gilthoniel
I chin a thûl lín míriel...


მე მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს, სახლში მიკიდია ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის სურათი... © HerenIstarion
Go to the top of the page
 
+Quote Post
bajo13
post Dec 14 2010, 08:16 PM
Post #6


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 86
Joined: 10-September 10
Member No.: 6,262

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



http://www.insiderrevelations.ru/index3.html საინტერესოა wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kardinal
post Jul 15 2011, 07:47 PM
Post #7


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 6
Joined: 18-January 11
From: tbilisi
Member No.: 6,359

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



es yvelaperi gasagebia magrammmm ... ? ! vin aris bolo bolo antiqriste ? ... luciferi ? arinami ? chemi azrit arc erti da arc meore radgan mati azrovneba da scrapva sruliad ecinaagmdegeba ertmanets da ganizidavs mat ... gmertma samotxidan gamoadzeva eshmaki , is iyo 1 da luciferi da arumani saidan (gaichiten biggrin.gif) magis gageba dznelia shesadzlebelia eshmaki tavis ampartavnuli sulis gamo romelic gmerts ecinaagmdegeba 3 at (gaiyo) rogorc ( mama gmerti , dze gmerti da sulicminda)... 1.lucifer 2.aruman 3. ? ... naxsenebia rom rodesac meored mosvla iqneba dedamicaze mova namdvili eshmaki da chemi azrit es arc arumani iqneba da arc luciferi ...
maqvs nanaxi ert erti adaminais interviu romelsac qonda egred codebuli ( klinikuri sikvdili ) da man agnishna rom rodesac chemi suli jojoxets miuaxlovdao me aranair ( adamiianur ) grdzobas ar ganvicdidio da davinaxe rogori damangreveli yvirilit morboden chemsken 3 eshmakio chemi sulis casayvanado ... shesadzloa rom am 3 eshmakidan 2 zemot xsenebulni iyvnen ? ... mokled es yvelaperi dzalian chaxlartulia da amazrzeni moxdeba vitom rodesme meored mosvla ? ... agretve arsebobs teoria rom dzalian adre rodesac adamiani im doneze ganvitarda rom ukve metyveleba sheedzlo ertma gonierma adaminama gamoigona miti saxelad gmerti shemdeg da shemdeg tandatan ganavcrces ... amis ert erti magalitia kerptayvanismcemloba da kidev bevri ram tundac mzis gmerti ( RA ) ...
mokled aravin ar icis ra xdeba da ra aris sinamdvileshi magram 1 cxadia rom chven vart 21 saukuneshi smile.gif)))
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gia Amilaxvari
post Aug 2 2011, 11:44 AM
Post #8


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 218
Joined: 27-July 11
Member No.: 6,524

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Molen
QUOTE(Molen @ 30th November 2010 - 10:23 PM) *
ხშირად ეშმაკს წარმოგვისახავენ როგორც რქებიან, ჩლიქებიან, თმებიან, გაბრუძგნულ, წიელთვალება არსებად რომელიც მუდმივარ დაპირისპირებულია ღმერთთან, და ბოროტ ძალებს უდგას სათავეში. მისი მიზანი სიკეთის განადგურება და ბოროტების გამარჯვებაა რასაც უნდა მოჰყვეს ტოტალური მორჩილება და მართვა.

აღნიშნული თეორია ძირშივე მცდარია.

მცდარი არ არის ვინაიდან ეშმაკს ძალუძს სხვადასხვა ჩვენთვის ცნობილი ფორმების მიღება და თავის ასე წარმოჩინება, მათ შორის ჩლიქებიან რქიან და თმააბურძგნულ ფორმებად გარდასახვა.
რაც შეეხება მიზანს სწორედ ეგ მიზანი აქვს რაც დაასახელეთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
გრიფონი...
post Aug 8 2011, 08:38 PM
Post #9


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 128
Joined: 29-April 11
Member No.: 6,458

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Aug 9 2011, 01:52 AM
Post #10


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(გრიფონი @ Aug 8 2011, 08:38 PM) *
ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე

დოკუმენტური ფილმი მაქვს მაგაზე ნანახი, და ზუსტად აღარ მახსოვს რა წერია, თუ არ ვცდები ვატიკანში ინახება


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
steward
post Aug 9 2011, 02:33 AM
Post #11


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 214
Joined: 6-March 10
From: Eurasia
Member No.: 6,170

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაფერს აქვს უარყოფითი სიმძიმის ცენტრი და წერტილი რომელიც მთლიანს წონასწორობის დაცვაში ეხმარება, ასეთ ცენტრად ქცევა ყველას როდი შეუძლია. ყველას თავისი ფუნქცია და მისია აქვს, თუნდაც ლუციფერს. განვითარებისთვის კი მისი არსი კარგა ხანია ადამიანში შემოვიდა (შეიყვანეს) რადგან ადამიანმა ესეც უნდა გაითავისოს, აითვისოს და დახვეწოს, ისე სრულყოფილებისაკენ სწრაფვა და განვითარება არ მოხდებოდა, არამედ ადამიანი მხოლოდ ერთი მიმართულებით ივლიდა და ხედვის ერთი წერტილი ექნებოდა. ის რომ ლუციფერს ხშირად მოიხსენიებენ სინათლის მატარებლად (მისი სახელი ლუციფერი კი ასე ითარგმნება ლათინურიდან, მისი ადრინდელი სახელია სამაელი) ეს სიახლე არაა, აგრეთვე მისი სიბრძნე უღრმესია, როდესაც უნდათ რომ ბარტყს ფრენა ასწავლონ, მას ძალით აგდებენ სიმაღლიდან, თუ არადა ის ვერ გადარჩება და მოკვდება, ადამიანს ცხოვრებას ასწავლიან, ცხოვრებას სამყაროში რომელიც უკიდეგანოა და მარტო ჩვენი პლანეტით და აქ არსებული ხედვით არ შემოიფარგლება, თუ კი ადამიანმა ეს არ გადალახა ის თავის თავს ვერც დაიმკვიდრებს იმ შემდეგ ფენებსა და საფეხურებზე, არადა ის მართლაც ჯერ ბარტყის დონეზეა. ადამიანი არის პროექტი, ექსპერიმენტი, ახალი ჩანასახი, უფრო სრულყოფილი რომელსაც გაცილებით მეტი დრო და შრომის გაღება უწევს რომ განვითარდეს ვიდრე სხვას, ეს არ არის ერთი არსების წამოწყება არამედ მთელი დასია ამაში ჩართული და ამაზეა მათი არსებობის გაგრძელება დამოკიდებული, დასი სადაც ყველა თავისას ასწავლის, ზოგი ცუდს, ზოგიც კარგს, აჩვენებენ რა ორივე მხარეს დუალიზმის რათა შემდგომი ეტაპი სამება დადგეს. მოდით ნუ შევიძულებთ კონკრეტულ მასწავლებელს რადგან მისი საგანი რთულია ან მტკივნეული, არამედ მთლიანობაში შევხედოთ ყველაფერს. მერე გაქრება კეთილის და ბოროტის შეგრძნება და დარჩება უნივერსალური სამყაროსეული აღქმა. რასაც უკვე სხვა გარემო და გაკვეთილები მოსდევს და ასე შემდეგ. ეს კი გიგანტურია და კოლოსალური.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Star Child
post Aug 13 2011, 05:22 PM
Post #12


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 41
Joined: 23-January 11
Member No.: 6,365

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(გრიფონი @ 8th August 2011 - 08:38 PM) *
ის თუ იცით რომ არსებობს ლუციფერის სახარება , ზუსთად არ მახსოვს ,მოკლედ მგონი 15 საუკუნეში ერთმა კატოლიკე ბერმა დაწერა, რომელმაც ეშმაკს აღუთქვა მორჩილებაო, კინოც არის მაგ აზე გადაგებული მაგ წიგნზე



გრიფონი
გიგასის კოდექსზე ამბობ ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
გრიფონი...
post Aug 13 2011, 05:30 PM
Post #13


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 128
Joined: 29-April 11
Member No.: 6,458

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო, ეგა მგონი
Go to the top of the page
 
+Quote Post
LUCIFER
post Aug 23 2011, 09:22 PM
Post #14


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 237
Joined: 23-August 11
Member No.: 6,546

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ეს თემა ჩემზე ყოფილა )))))))) რა პოპულარული ვყოფილვარ და არ ვიცოდი ))))))))) არიმანი -ანგრო მაინიუ, ახრიმან, ეს ერთ ერთი ძველი პროტოტიპია ქაოსთან არსებული ღვთაების, ლუციფერი როგორც სინათლის მომტანი, იგივე გელელ ბენ იახარ (ზოხარ), ძე ნათელისა, ყველაფერს ასე მუქი ფერებით რატომ უყურებთ ხალხნო, ეს ორი პერსონაჟი თქვენს წაწყმენდილ სულებში ეზებეთ და თქვენი ცოდვილი წარსულის სიღრმეებში მოიძიეთ, თორე არც ეშმაკია დამნაშავე და არც ღმერთი, ყველაფერში ადამიანის ცხოველური ბუნების ბრალია, ანუ 666 ესეც ერთ ერთი ცხოველური ბუნების გამომხატველი რიცხვია და აქ რაიმეს წერას ჯობია ჩვენს სულებში ჩავიხედოთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
Helen
post Dec 28 2011, 02:35 PM
Post #15


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 25-July 11
Member No.: 6,523

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE
არიმანი გაუნათლებლობისაკენ მიისწრაფის, ლუციფეირი კი ყველასა და ყველაფრის შეცნობისაკენ მოგვიწოდებს.


ერთი რაღაც მაინტერესებს

ამ ფრაზის მიხედვით თვით ეზოთერიზმიც ხომ ლუციფერისკენაა მიმართული?

QUOTE
ცოტაოდენი სიტყვის წარმოშობის შესახებ:

ეზოთერიკოსი ბერძნული სიტყვიდან - “ჩახედული”


ანუ ეზოთერიზმიც ყველაფრის შეცნობას ემსახურება...

პ.ს. ამ საკითხებში ბევრი არაფერი გამეგება, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ეზოტერული თემები


--------------------
"Nothing Is Impossible, The Word Itself Says "I'm Possible"!"
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 28 2011, 04:31 PM
Post #16


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,688
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Helen
QUOTE
ამ ფრაზის მიხედვით თვით ეზოთერიზმიც ხომ ლუციფერისკენაა მიმართული?
კი ასე გამოდის smile.gif
QUOTE
ანუ ეზოთერიზმიც ყველაფრის შეცნობას ემსახურება...

კი და პირველ რიგში საკუთარი თავის...



--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

"ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან"

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
Go to the top of the page
 
+Quote Post
Helen
post Dec 29 2011, 01:01 AM
Post #17


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 28
Joined: 25-July 11
Member No.: 6,523

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



და ისე ეზოთერიზმი ქრისტიანი მართლმადიდებელისთვის ცოდვად ითვლება?


--------------------
"Nothing Is Impossible, The Word Itself Says "I'm Possible"!"
Go to the top of the page
 
+Quote Post
old_man
post Dec 29 2011, 11:18 AM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,688
Joined: 25-April 07
From: tbilisi
Member No.: 28

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არ ვიცი ცოდვად უთვლიან თუ არა, მაგრამ რომ უკრძალავენ ეზოთერული ლიტერატურის კითხვას კი ვიცი laugh.gif

განა შეიძლება თვითშემეცნება ცოდვა იყოს? smile.gif)


--------------------
know yourself and you will know the universe

It's choice--not chance--that determines your destiny

"ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან"

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 29 2011, 11:29 AM
Post #19


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,219
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



old_man
თვითშემეცნება ქრისტიანული ლიტერატურითაც შესაძლებელია, ვინც ამ გზას აირჩევს სასურველია სხვა თემებს მოერიდოს რომ არ მოსწყდეს გონებით და გულით არჩეულ გზას.
ეს აკრძალვა არ არის, რჩევაა და ვინც ქრისტიანობას ირჩევს, მან თავის მოძღვარს უნდა დაუჯეროს თუ უნდა განვითარდეს smile.gif


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Dec 29 2011, 11:43 AM
Post #20


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 6,985
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ციტატა
თვითშემეცნება ქრისტიანული ლიტერატურითაც შესაძლებელია, ვინც ამ გზას აირჩევს სასურველია სხვა თემებს მოერიდოს რომ არ მოსწყდეს გონებით და გულით არჩეულ გზას.
ეს აკრძალვა არ არის, რჩევაა და ვინც ქრისტიანობას ირჩევს, მან თავის მოძღვარს უნდა დაუჯეროს თუ უნდა განვითარდეს smile.gif

tikoroma

გეთანხმები, ეს ისევ ადამიანის დასაცავად ხდება, თუმცა ჩვენ დროში ვთვლი, რომ ჯობია ყველა სფეროში გათვითცნობერებული იყო, რომ გესმოდეს რატომ ირჩევ ქრისტიანობას და არა ბუდიზმს.. რომელიც ბევრ რამეში გავს ერთმანეთს, რატომ ირჩევ რომელიმე კონფესიას, რატომ თვლი , რომ იეღოველები ცდებიან? ასე უბრალოდ თქმა ის ცდება და მე ვიცი ჭეშმარიტებაო ზედაპირული და არასერიოზულია. დღეს მართლმადიდებლობას იმიტომაც აკრიტიკებენ, რომ ძალიან ზედაპრული გახდა. კითხევბის დასმაც კი არ შეიძლება ხოლმე, თუმცა ისიც მართალია, რომ ხშირ შემტხვევაში კითხვები არასწორად ისმება.. მაგასაც ცოდნა უნდა. მე მაგალითად ცოდვად დამისახელეს მაცის დაგემოვნება და სინაგოგაში შესვლა. smile.gif არადა ძალიან ბევრი ახლობელი მყავს ებრაელი და მითუმეტეს ადრე, როდესაც ოჯახი უფრო სრული მყავდა , მაცა ჩვენთან ისეთივე ჩვეულებრივი რამე იყო , როგორც ხაჭაპური... smile.gif))


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 30th May 2020 - 09:33 PM