IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

2 Pages V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> მელქისედეკის ორდენი
Lashapoli
post Dec 7 2010, 03:12 AM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ან ცოდნა ამ ოდენის შესახებ გთხოვთ დაწეროთ... მე არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ სადაც რამე ვნახე ყველგან ამ ორდენს გადავაწყდი ხოდა დაწერეთ ვინმემ თუ რამე იცით და თანდათან მეც შემოგეშველებით თ რამე ვიფოვე. ჯერჯერობით მარტო რუსულ საიტებზე ვნახულობ, ქართულზე ხო ვერსად ვერაფერს ნახავ.....


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
Zet
post Dec 13 2010, 02:13 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Root Admin
Posts: 2,855
Joined: 24-January 07
From: astral
Member No.: 1

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მაღალი დონის ანუ გალაკტიკის დონის სკოლაა თუ გაერთიანება (7-9 სიმკვრივის დონეზე), რომელიც ისახავს მიზნად ადამიანის სულიერ განვითარებას, კოსმიური პრინციპების შესწავლას და ასეშემდეგ... ეს სკოლა მალე აქტულური იქნება დედამიწისთვის, და დაეხმარება ხალხს იქონიოს შეხება აკაშის ქრონიკებთან და გაეცნონ საერთო კოსმიურ ცოდნებს...
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post May 31 2011, 06:28 PM
Post #3


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მელქისედეკების ორდენი ერთ-ერთი იმ 72 ორდენთაგანია რომელთა მეშვეობითაც დიდი თეთრი საძმო მუშაობს დედამიწაზე, როგორც ჩვენს ასევე ზედა განზომილებებში. თვითონ მელქისედეკები წარმოადგენენ იმ არსებებს, რომელთაც გაიარეს განვითარების ყველა საფეხური 144 განზომილებაში (12 ძირითადი განზომილება და მათი 12 ობერტონი) და მიაღწიეს მეცამეტე რეალობას, სადაც აქვთ არჩევანი დაუბრუნდნენ საწყისს ან დარჩნენ მეცამეტე განზომილებაში, დარჩენის შემთხვევაში ხდებიან მელქისედეკები და ამით იღებენ ვალდებულებას დაეხმარნონ სამყაროებს რომლებიც განზომილებების ზღვარზე არიან.
ჩვენს გალაქტიკაში მილიონობით მელქისედეკია. დედამიწაზე ახლა ხუთი მელქისედეკი მუშაობს: მაქიავანტა მელქისედეკი, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული და რომელიც დედამიწაზეა 200000 წელი და სხვადასხვა განზომილებებიდან მუშაობს, ორი ტყუპი და მელქისედეკი, რომლების ახლა მეოთხე განზომილებაში არიან და ორი ჩვენს მასამე განზომილებაში მათგან ერთი არის დრუნვალო მელქისედეკი, მეორის სახელი ჯერჯეროდით არ სახელდება.
რაც შეეხება დედამიწაზე ახლა არსებულ და მოქმედ მელქისედეკების ორდენს და მელქიდეკურ სამღვდელოებას, ისინი ცდილობენ შეისწავლონ მელქისედეკების სიბრძნე, მაგრამ უშუალოდ მელქისედეკური ცნობიერების მატარებელი მხოლოდ ეს ხუთია. საინტერესოა რომ იესო ქრისტე მელქისედეკების ორდენის წევრი იყო
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post May 31 2011, 07:00 PM
Post #4


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 6,985
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
შეიძლება წყაროები მიგვითითო?


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post May 31 2011, 08:40 PM
Post #5


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
http://www.seizethemagic.com/lol/05worldinfo/05alpha.html
აქ არის დრუნვალოს პასუხი, მეტ ინფორმაციას მელქისედეკებზე ის არ იძლევა ამ ეტაპზე. თვლის რომ ის არაფერს განსაკუთრებულს არ წარმოადგენს და მხოლოდ მსახურია.
დანარჩენი ინფორმაცია რაც დავწერე და მაქვს მელქისედეკებზე და შემიძლია მოგაწოდოთ თუ გაინტერესებთ, დაგროვილი მაქვს დიდი ხნის ძიების შემდეგ სხვადასხვა წყაროებიდან, მას შემდეგ რაც Bავშვობაში პირველად წავიკითხე სახელი მელქისედეკი "დიდოსტატის მარჯვენაში" და ვიგრძენი რომ გაცილებით მეტი იყო ვიდრე კათალიკოსის სახელი
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post May 31 2011, 10:09 PM
Post #6


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რაც შეეხება იესო ქრისტეს მელქისედეკების ორდენის წევრობას, უფრო სწორად ის რომ იესო მელქისედეკების უმაღლესი მარადიული მღვდელი იყო, ამის შესახებ წერია ახლ აღქმაში "წერილი ებრაელთა მიმართ"
5:6
როგორც სხვა ადგილასაც ამბობს: "შენ მღვდელი ხარ უკუნისამდე მელქისედეკის წესით."
5:10
და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით
7:17
ვინაიდან დამოწმებულია: "შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით"
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 1 2011, 07:01 PM
Post #7


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ყველაზე მეტად საიდუმლოებით მოცული პიროვნება ბიბლიაში, რომელმაც საუკუნეების მანძილზე დიდი თავსატეხი გაუჩინა თეოლოგებს და ისტორიკოს-მკვლევარებს არის მელქისედეკი, რომელიც მხოლოდ ორჯერ არის ნახსენები ძველ აღქმაში, როდესაც სიდიმის ომიდან დაბრუნებულ აბრაამს შეხვდა ღვინით და პურით და დალოცა, მოხსენიებულია როგორც სალიმის მეფე, დიადი ღმერთის მღვდელთავარი, მის სიდიადეზე და უპირატესობაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ იაკობმა მას გადასცა მეათედი თავისი ქონების, თვითონ სახელი მელქისედეკი, ორი ებრაული სიტყისგან შედგება: მელექი - რაც მეფეს ნიშნავს და ზედეკ - სამართლიანობა, სალემი კი (უძველესი ქალაქი, რომლის საფუძველზეც აშენდა იერუსალიმი) - ნიშნავს მშვიდობას, ასე რომ ბიბლიური მელქისედეკის ეპითეტებია - მშვიდობის პრინცი, სამართლიანობის მეფე, ამის შემდეგ ბიბლიაში მელქისედეკზე ოთხსაუკუნოვანი დუმილია (თუმცა მრავალი მკვლევარის აზრით ბიბლიიდან ამოღებულია ის ეპიზოდები, რომლებიც მელქისედეკს, ეხება, ამ აზრს ადასტურებს ნაგ-ჰამადის, ქუმრადის, მკვდარი ზღვის გრაგნილების ტექსტები, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები მელქისედეკი, და არის ერთი მთლიანი გრაგნილი, მელქისედეკად დასათაურებული, მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მეტად დაზიანებული), და შემდეგ პავლეს ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ კვლავ ვხვდებით მელქისედეკს, პრინციპში თითქმის მთლიანი ეპისტოლე მელქისედეკზეა მიძღვნილი და ძირითადი პარალელები კეთდება ქრისტესთან, თუმცა არანაირ ახსნას თუ ვის და რას წარმოადგენს მელქისედეკი, ის არ აკეთებს, პირიქით მეტ კითხვებს ტოვებს 7:3 ასე აღწერს:
"უმამო, უდედო,უგვარტომო, არც დღეთა დასაბამი აქვს. არც სიცოცხლის დასასრული, ღვთის ძის მსგავსად, რჩება მღვდლად სამუდამოდ"
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 2 2011, 08:06 PM
Post #8


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 6,985
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დიდი მადლობა kate
smile.gif


--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jun 2 2011, 10:13 PM
Post #9


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო მართლა საინტერესოა. მეც ბიბლიიდან დავინტერესდი, ვერვხვდებოდი რას ნიშნავდა მღვდელი მელქისედექის წესით, მერე სხვა ცყაროებშიც ხშირადაა მოხსენიებული ეგ სახელი. კიდე ერთი სახელი რომელიც ბიბლიიდან ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევს არის მიქაელი და მაგაზეც ხოარ იცი რამე?? ისე მიქაელი ღვთის მზგავსს ნიშნავს ებრაულიდან.


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 3 2011, 06:38 AM
Post #10


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
მიქაელი ებრაულიდან ითარგმნება როგორც "ვინ გავს ღმერთს", არა როგორც, ის ვინც გავს, არამედ კითხვით; ვინ გავს?.
თუმცა ეს მხოლოდ იმას ადასტურებს რომ ანგელოზთა შორის ყველაზე მაღლა დგას. მიუხედევად იმისა რომ ბიბლიაში ანგელოზები ბევრჯერ მოიხსენიება და წერია რომ მათი რაოდენობა უთვალავია, სახელით მარტო სამი ანგელოზი არის მოხსენიებული: მიქაელი, გაბრიელი და ლუციფერი. გაბრიელი ნიშნავს - ღვთის კაცს, ლუციფერი - სინათლის მომტანს.
და ეს ბიბლიური ლეგენდა გეცოდინებათ: მიხაელი და ლუციფერი უმაღლესი და უძლიერესი ანგელოზები იყვნენ, ღმერთის რჩეული, მაგრამ ლუციფერი იმდენად გაამაყდა თავისი მდგომარეობით, ღმერთობა მოინდომა და გაიმართა ცნობილი ომი ცაში მიქაელსა და ლუციფერს შორის, მიქაელმა დაამარცხა ლუციფერი, რომელიც ამ ბრძოლის შემდეგ სატანად მოიხსენიება და დედამიწაზე გადმოაგდო თავის ანგელოზებთან ერთად.
მიქაელი ერთადერთია რომელიც მოიხსენიება როგორც მთავარანგელოზი. თუმცა ქრისტიანული ტრადიციით ოთხ მთავარანგელოზს ახსენებენ მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და ურიელი. ებრაული ტრადიციით შვიდი მთავარანგელოზია, და იქაც მიქაელი უმთავრესია, მუსულმანურში არ მახსოვს რამდენია მაგრამ მიქაელს იქაც პირველი ადგილი უჭირავს და აგრეთვე წვიმისა და ამინდის მომწესრიგებელია. იეღოველები თვლიან რომ მიქაელი იესოს ზეციური სახელია
Go to the top of the page
 
+Quote Post
td.........
post Jun 3 2011, 09:41 AM
Post #11


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 6,985
Joined: 4-September 10
Member No.: 6,254

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლმადიდებლობაში 9 მტავარანგელოზია :
1. მთავარანგელოზი მიქაელი არის მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისაგან.
2. მთავარანგელოზი გაბრიელი კი არის სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.
3. მთავარანგელოზი რაფაელი სნეულებათა მკურნალი და გზაზე დამაყენებელია.
4. მთავარანგელოზი ურიელი უცოდინართა განმანათლებელი და ლოცვის სურვილის აღმძვრელია.
5. მთავარანგელოზი იეგუდიელი მგზავრობის მფარველი და გაჭირვებულთა შემწეა.
6. მთავარანგელოზი ვარაქიელი კაცთა შუამავალია უფლის წინაშე, მათთვის უფლისგან მადლის გამომთხოვნელი; მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.
7. მთავარანგელოზი სელაფიელი სნეულებათაგან მკურნალი და კაცთათვის მლოცველია ღვთის წინაშე.
8. მთავარანგელოზი იერომიელი ადამიანთა გულებში ღვთისადმი სიყვარულის აღმძვრელია.
9. მთავარანგელოზი ტახნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან.

მანამდე კი მტელი იერარქიაა ანგელოზთა-სახელებით კი მხოლოდ ესენი მოიხსენიებიან.




--------------------
-----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 3 2011, 04:18 PM
Post #12


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



td.........
აბსოლუტურად მართალი ხარ, ასე არის ჩვენ მართლმადიდებლურ ეკლესიის მიხედვით, და საერთოდ მთავარანგელოზები ანგელოზების იერარქიაში მესამე ადგილზე არიან, პერველი ადგილი სერაფიმებს, ქერუბიმებსა და დომინიანტებს უკავიათ, ეს ოთხი მტავარანგელოზი მე იმიტომ დავასახელე რომ საერთოა ჩემთვის ცნობილი თითქმის ყველა ქრისტიანული მიმდინარეობისათვის (გარდა პრესვეტერიანულისა, რომლებიც მხოლოდ მაქაელსა და გაბრიელს აღიარებენ, და იეღოვას მოწმეებისა, ისინი მხოლოდ მიქაელს) თან ეს ოთხი ითვლება ოთხთავის ტითოეული სახარების მფარველად (ისევე როგორც ოთხი სტიქიის): მიხაელი - მარკოზის სახარება, გაბრიელი - მათეს, რაფაელი - იოანეს, ურიელი - ლუკას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jun 3 2011, 04:36 PM
Post #13


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate

ხომ არ იცი რა ურთიერთდამოკიდებულებაა ანგელოზების ქრისტიანულ კლასიფიკაციასა და ვედურ კლასიფიკაციას შორის? აი მაგალითად ინდრა - ნახევარღმერთების მეფე, იგივე ზევსი, ვინაა ქრისტიანულ კლასიფიკაციაში?

მსგავსი შედარება არსად შემხვედრია და ძალიან მაინტერესებს. თითქოს ერთმანეთში არ ურევენ ამ ორ მოძღვრებას...


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 3 2011, 07:07 PM
Post #14


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
ნამდვილ არ ვიცი თუ არსებობს რაიმე კავშირი ანგელოზთა ქრისტიანულ კლასიფიკაციასა და ვედურ ნახევარღმერთებს შორის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ყველა რელიგიური დოქტრინა საბოლო ჯამში ერთი სათავიდან მოდის, ხოლო ქრისტიანობამ ანგელოზთა ინსტიტუტი ზოროასტრიზმის - იგივე მაზდეანობისაგან აიღო, და ზოროასტრის იგივე ზარატუსტრას ენას კი ლინგვისტურად ვედებს უკავშირებენ, მაშინ გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ასეთი კავშირი არსებობდეს. ისე ინდრა, თუ არ ვცდები, ჭექა-ქუხილს განაგებს და მებრძოლია , ამდენად ძალიან ახლოს დგას მიქაელთან - მებრძოლ ანგელოსთან, რომელსაც ასევე ცეცხლის სტიქიას უკავშირებენ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jun 3 2011, 07:13 PM
Post #15


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate

რაღაც კავშირი რომ არის ფაქტია. ალბათ არის ვინმე, ვისაც ეს მსგავსებები გამოკვლეული აქვს, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით.



--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 3 2011, 07:30 PM
Post #16


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Atman
გეთანხმები, ისე თუ გაინტერესებს, შენ თვითონ შეგიძლია გამოიკვლიო, თუ კი დრო არ დაგენანება.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Atman
post Jun 3 2011, 07:37 PM
Post #17


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



kate
QUOTE(kate @ 3rd June 2011 - 07:30 PM) *
გეთანხმები, ისე თუ გაინტერესებს, შენ თვითონ შეგიძლია გამოიკვლიო, თუ კი დრო არ დაგენანება.


სიმართლე გითხრა მაგისთვის მენანება დრო smile.gif


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jun 4 2011, 03:42 AM
Post #18


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ისე მიქაელი ხშირ შემთხვევაში არცაა მოხსენიებული, როგორც ანგელოზი. არც ძველ აღთქმაში და არც აპოკალიფსში

დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეათე
4. პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.

5. თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.

6. მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი.

7. მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ.

8. მე მარტო დავრჩი და ვუყურებდი ამ დიად სანახავს; ღონე აღარ შემრჩა, სახეზე მკვდრის ფერი დამედო და ძალა ვეღარ მოვიკრიბე.

9. მისი ლაპარაკის ხმა შემომესმა და მისი ლაპარაკის ხმის გაგონებისთანავე, თავზარდაცემული მიწაზე პირქვე დავემხე.

10. და, აჰა, ხელი შემეხო და მუხლებზე და ხელის მტევნებზე წამომაყენა.

11. მითხრა: დანიელ, სათნო კაცო! ჩასწვდი ამ სიტყვებს, მე რომ გეუბნები და დადექი შენ ალაგას, რადგან შენთანა ვარ ახლა გამოგზავნილი. ამ სიტყვას რომ მეუბნებოდა, მე აცახცახებული ვიდექი.

12. მითხრა: ნუ გეშინია, დანიელ! რადგან პირველივე დღიდან, რაც შენი გული გონიერებასა და შენი ღმერთის წინაშე მორჩილებას მიეცი, შესმენილია შენი სიტყვები და მეც შენი სიტყვების გამო მოვედი.

13. სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინაღმდეგებოდა და, აჰა, ჩემს საშველად მოვიდა მიქაელი, ერთ-ერთი პირველ მთავართაგანი, რადგან მე სპარსეთის მეფესთან დავრჩ

დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეთორმეტე

1. იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება.

2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

იოანეს გამოცხადება
თავი მეთორმეტე
7. და ატყდა ბრძოლა ცაში: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს, ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ.

8. მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში.

ხოდა რაც შეეხება მთავარანგელოზთა ცამონათვალს, წერილობით წყაროებს ძლივს ვენდობი და ზეპირსიტყვიერი გადმოცემებს ხო უფრო ნაკლებად. ისედაც ამ წიგნს ბევი ეპოქა და კრება გამოუვლია, რომლების დროსაც რაღაც ნაწილს ხან ცნობდნენ კანონიკურად ხან არ ცნობნენ. ძველ აღთქმაში არის ესეთი წინასწარმეტყველი ეზრა. სულ მისი სამი წინასწარმეტყველების წიგნია შესული, აქიდან 2–3 არაკანონიკურადაა ცნობილი, და რა ლოგიკაში ჯდება ვერვხვდები, არა ძაანაც ვხვდები მაგრამ ეგ მე ვხვდები. და ოფიციალური განმარტება იმისა თუ რატომ არაა ის ეწიგნი კანონიკურად ცნობილია არის, რომ ისინი სული წმინდის კარნახით არ იწერებოდა huh.gif huh.gif huh.gif ძველ გამოცემებიში კიდე არის შესული და ეხლახანს ვნახე ახალი გამოცემა ბიბლიის და სულ ამოუღიათ. ისე გირჩევთ ყველას მესამე ეზრა წაიკითხოთ, საინტერესოა ყველაფერს რო თავი დავანებოთ და ძალიან!! უკაწრავად, ცოტა გადავუხვიე angelchik.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post
kate
post Jun 4 2011, 03:40 PM
Post #19


BLUE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1,626
Joined: 11-January 11
Member No.: 6,353

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Lashapoli
ბიბლიაში მიქაელი მოხსენიებულია მთავარანგელოზად მხოლოდ ერთ ადგილას - ახალ აღქმაში იუდას წერილი 9. ასევე მრავალ არაკანონიკურ ტექსტებში.ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკასა და მკვდარი ზღვის გრაგნილებშიც ხშირად ვხვდებით მებრძოლ ანგელოზ მიქაელს. კეთდება პარალელელები მიქაელსა და მელქისედეკს შორის. მაგრამ მე მგონი მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენჯერ და როგორ არის მიქაელი მოხსენებული ბიბლიაში, არამედ მისი როლი და საერთოდ რად და ვინად მიგვაჩნია ჩვენ ის არსებები რომელიც ქრისტიანობაში (და არა მარტო ქრისტიანობაში) ანგელოზებად იწოდებიან. მიქაელი რომ განსაკუთრებით გამოკვეთილი და მნიშვნელოვანი არსებაა, ის ფაქტი მეტყველებს, რომ სამი წამყვანი რელიგიის ერთერთ მთავარი ფიგურაა, მაგრამ მელქისედეკისაგან განსხვავებით, რომელიც ხორციელია და ფიზიკურად არსებობს, მიქაელის ფიზიკურ პლანზე არსებობის შესახებ არაფერი მიუთითებს. ახალი მსოფლმხედველობის მიხედვით მიხაელი მაღალგანვითარებული უმაღლესი არსებაა, რომელიც არასდროს ინკარნირებულა დედამიწაზე, მაგრამ არც არასდროს მიუტოვებია ადამიანები და ეხმარება სულებს განზომილებათა შორის მოგზაურობისას, თუ მელქისედეკები, ასე ვთქვათ, განზომილებათა შორის გადასვლის "ექსპერტები" არიან ზოგად, მიქაელი ცალკეული სულის დამხმარე და გზის გამკვლელია, თუმცა მრავალი სხვა ფუნქციაც აკისრია.
დღეს დღეობით, როდესაც დიდ დახმარებას ვიღებთ უმაღლესი სულიერი არსებებისაგან, არის მიქაელის ენერგიის რამოდენინე ჩენელი, მათ შორის ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოა რონა ჰერმანი, რომელის მიქაელის ჩენელინგს 80-იანი წლებიდან ეწევა. ისე საინტერესოა რომ ქართულად სიკვდილის ანგელოზს მიქელ-გაბრიელს ეძახიან, სიკვილი კი სხვა არაფერია, თუ არა სხვა განზომილებაში (მართალია, არც ისე "შორს") გადანაცვლება
Go to the top of the page
 
+Quote Post
Lashapoli
post Jun 5 2011, 02:27 AM
Post #20


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,249
Joined: 16-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,308

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მადლობა ყოველთვის კარგად და საინტერესოდ აყალიბებ შენს მოსაზრებებს clap2.gif


--------------------
Real Communication Happens In Silence
Go to the top of the page
 
+Quote Post

2 Pages V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 30th May 2020 - 09:27 PM