IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

9 Pages V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები
Merlin
post Feb 14 2015, 04:49 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm

კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე..

ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები''

http://castaneda-ru.com/books.php

Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Existence
post Oct 5 2015, 05:33 PM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,515
Joined: 10-November 10
From: ,,დედა''მიწა
Member No.: 6,305

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ამჟამად ვარჯიშობთ ჯგუფი კარლოს კასტანედას ( მაგიური პასები ) კატისებრთა მოძრაობებში, გამოცდილი მასწავლებლის ხელმძღვანელობით , ვარჯიშები ტარდება ყოველ კვირა, 5 საათის განმავლობაში.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვარჯიშების დანიშნულებას : http://agmdgenivarjishebi.ru/

ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს მომწეროს პირადში.

დარბაზი მდებარეობს ვაკეში - გალაქტიონის ძეგლთან ახლოს



--------------------
მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....


Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Oct 7 2015, 09:51 PM
Post #3


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გამიგია მოსაზრება რომ ნარკომანი იყო რომელსაც მოჩვენებები ქონდაო, მე არ ვფიქრობ ასე. საკმაოდ საინტერესო აზრები აქვს.
https://www.youtube.com/watch?v=P-Dg0_-EG6w ეს არის საინტერესო, საუბრობს ფიქრის გაქრობით მიღებულ ხედვაზე, შიდა სიჩUმე.

https://www.youtube.com/watch?v=XYwJCPqffUk...NyoPFMvU6ZOubHQ ესეც საინტერესოა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Oct 16 2015, 06:53 PM
Post #4


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



''''გამიგია მოსაზრება რომ ნარკომანი იყო რომელსაც მოჩვენებები ქონდაო'''

ეს მოსაზრება არაა, ეს უფრო უცოდინარი ადამიანის ნასროლ ფრაზას გავს, რომელიც ცდილობს ბრმად მოიგერიოს ყველაფერი რაც მის კომფორტს საფრთხეს უქმნის რადგან მის შეხედულებებს დანგრევით ემუქრება.

მე თავად მაქვს ნანახი 'გარკვეული რამეები' რაც მის წიგნებშია და შესაბამისად ვიცი, რომ რეალურია რასაც ის წერს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Feb 6 2017, 11:31 AM
Post #5


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Existence @ Oct 5 2015, 05:33 PM) *
ამჟამად ვარჯიშობთ ჯგუფი კარლოს კასტანედას ( მაგიური პასები ) კატისებრთა მოძრაობებში, გამოცდილი მასწავლებლის ხელმძღვანელობით , ვარჯიშები ტარდება ყოველ კვირა, 5 საათის განმავლობაში.

აქ შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ვარჯიშების დანიშნულებას : http://agmdgenivarjishebi.ru/

ვისაც სურვილი აქვს შემოგვიერთდეს მომწეროს პირადში.

დარბაზი მდებარეობს ვაკეში - გალაქტიონის ძეგლთან ახლოს




აიოვასკას არ ხარშავთ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 6 2017, 07:12 PM
Post #6


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Feb 7 2017, 05:20 AM
Post #7


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხო და შარლატანობა და ყვერებში მახათის ყრაა ეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 7 2017, 02:51 PM
Post #8


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



1) რა არის შარატანობა უკაცრავად? კასტანედას წიგნებში მხოლოდ 3 ჰალუცინოგენურ მცენარესთან მიდის მუშაობა ისიც საწყის ეტაპზე, და ამ სამიდან არცერთი არაა აიაჰუასკა ან რომელიმე მისი შემადგენელი იგრედიენტი. აიაჰუასკა სამხრეთამერიკულ ტრადიციებში გამოიყენება, კასტანედა კი ტოლტეკების - ცენტრალურ ამერიკული ცივილიზაციის ტრადიციის წევრი იყო.

2) დონ ხუანი კასტანედას ეუბნება, რომ მხოლოდ დასაწყისითვისაა საჭირო მცენარეები. (და თან არა ყოველთვის) (ისიც იმიტომ რომ ადამიანს არსებული მატერიალისტური მსოფლხედველობა შეერყეს და გარკვეული ეჭვი გაჩნდეს, რომ სამყარო შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორიც აქამდე გეგონა). შესაბამისად მცენარეებთან მუშაობა კასტანედას წიგნებში გადმოცემული ცოდნის მხოლოდ ძალიან მცირე და უმნიშვნელო ნაწილია.

3) თუ კასტანედას წიგნებში გადმოცემულ ვარჯიშებს გულისხმობთ, მინდა გითხრათ, რომ ისევე როგორც სხვა ყველაფერი რაც მის წიგნებში წერია ძალიან მუშა და ძლიერი პრაქტიკაა, ამიტომ გირჩევთ სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გააკეთებთ კარგად გაეცნოთ ჯერ წიგნებს პირველ რიგში (რომ არ გეგონოთ რომ დონ ხუანი და კარლოსა აიაჰუასკის ხარშვით იყვნენ დაკავებულები). შემდეგ უკვე პრაქტიკაში გადაამოწმოთ და მერე დაადანაშაულოთ შარატანობაში ან თავად კასტანედა ან კიდევ ის ადამიანები ვინც მის მიერ გადმოცემულ ცოდნას იყენებს.

პ.ს. ბილწსიტყვაობაზე ადვილი საქმე არაფერია, მისგან თავის შეკავება კი ნამდვილად მოითხოვს ადამიანისგან გარკვეულ ძალისხმევას. შესაბამისად ბილწსიტყვაობისთვის მედალი არავისთვის დაუკიდიათ, გამართულმა და ჯანსაღმა მეტყველებამ კი ნამდვილად შეიძლება დაფასება დაიმსახუროს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ano
post Feb 8 2017, 01:19 PM
Post #9


GREEN soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 1,080
Joined: 8-November 12
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი პასუხია smile.gif

მცენარეებს იყენებდა დონხუანი რომ კასტანედას სტერეოტიპული ხედვები დაენგრია, კასტანედა ეკითხება ამდენ ბალახებს რატო მაძლედიო, იმიტო რო ძალიან რთულად მომყვებოდიო, ანუ დანგრევა იყო საჭირო ყველაფრის რისიც მანამდე სწამდა, ბალახებით კი შედარებით სწრაფად მოხდა,
მაგრამ იქვე ამბობს დონ ხუანი რომ ჯანმრთელობისათვის ძალიან მავნებელია ეს მეთოდი,
ზოგი ადამიანისათვის ერთხელ მიღებაც საკმარისი იყოვო და შენ კი ძალიან ბევრჯერ დაგჭირდაო,
კასტანედას მეთოდი ყველაზე მუშა არის და ვინმემ რომ ბალახები შემოგთავაზოთ ეს არასწორი იქნება, კასტანედას რომ წაიკითხავს ადამიანი ისედაც მიხვდება ამას.
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Feb 9 2017, 11:04 AM
Post #10


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ Feb 7 2017, 02:51 PM) *
1) რა არის შარატანობა უკაცრავად? კასტანედას წიგნებში მხოლოდ 3 ჰალუცინოგენურ მცენარესთან მიდის მუშაობა ისიც საწყის ეტაპზე, და ამ სამიდან არცერთი არაა აიაჰუასკა ან რომელიმე მისი შემადგენელი იგრედიენტი. აიაჰუასკა სამხრეთამერიკულ ტრადიციებში გამოიყენება, კასტანედა კი ტოლტეკების - ცენტრალურ ამერიკული ცივილიზაციის ტრადიციის წევრი იყო.

2) დონ ხუანი კასტანედას ეუბნება, რომ მხოლოდ დასაწყისითვისაა საჭირო მცენარეები. (და თან არა ყოველთვის) (ისიც იმიტომ რომ ადამიანს არსებული მატერიალისტური მსოფლხედველობა შეერყეს და გარკვეული ეჭვი გაჩნდეს, რომ სამყარო შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორიც აქამდე გეგონა). შესაბამისად მცენარეებთან მუშაობა კასტანედას წიგნებში გადმოცემული ცოდნის მხოლოდ ძალიან მცირე და უმნიშვნელო ნაწილია.

3) თუ კასტანედას წიგნებში გადმოცემულ ვარჯიშებს გულისხმობთ, მინდა გითხრათ, რომ ისევე როგორც სხვა ყველაფერი რაც მის წიგნებში წერია ძალიან მუშა და ძლიერი პრაქტიკაა, ამიტომ გირჩევთ სანამ ნაჩქარევ დასკვნებს გააკეთებთ კარგად გაეცნოთ ჯერ წიგნებს პირველ რიგში (რომ არ გეგონოთ რომ დონ ხუანი და კარლოსა აიაჰუასკის ხარშვით იყვნენ დაკავებულები). შემდეგ უკვე პრაქტიკაში გადაამოწმოთ და მერე დაადანაშაულოთ შარატანობაში ან თავად კასტანედა ან კიდევ ის ადამიანები ვინც მის მიერ გადმოცემულ ცოდნას იყენებს.

პ.ს. ბილწსიტყვაობაზე ადვილი საქმე არაფერია, მისგან თავის შეკავება კი ნამდვილად მოითხოვს ადამიანისგან გარკვეულ ძალისხმევას. შესაბამისად ბილწსიტყვაობისთვის მედალი არავისთვის დაუკიდიათ, გამართულმა და ჯანსაღმა მეტყველებამ კი ნამდვილად შეიძლება დაფასება დაიმსახუროს.


წარმატებები თქვენს გზაზე.
ბილწსიტყვაობა? ფორმის შინაარსისგან გარჩევა მოითხოვს კიდევ ძალისხმევას
Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Feb 9 2017, 11:08 AM
Post #11


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(ano @ Feb 8 2017, 01:19 PM) *
კარგი პასუხია smile.gif

მცენარეებს იყენებდა დონხუანი რომ კასტანედას სტერეოტიპული ხედვები დაენგრია, კასტანედა ეკითხება ამდენ ბალახებს რატო მაძლედიო, იმიტო რო ძალიან რთულად მომყვებოდიო, ანუ დანგრევა იყო საჭირო ყველაფრის რისიც მანამდე სწამდა, ბალახებით კი შედარებით სწრაფად მოხდა,
მაგრამ იქვე ამბობს დონ ხუანი რომ ჯანმრთელობისათვის ძალიან მავნებელია ეს მეთოდი,
ზოგი ადამიანისათვის ერთხელ მიღებაც საკმარისი იყოვო და შენ კი ძალიან ბევრჯერ დაგჭირდაო,
კასტანედას მეთოდი ყველაზე მუშა არის და ვინმემ რომ ბალახები შემოგთავაზოთ ეს არასწორი იქნება, კასტანედას რომ წაიკითხავს ადამიანი ისედაც მიხვდება ამას.



ოდესმე თუ გაგისინჯავთ ეს ბალახები?
ტყუილია რომ ჯანმრთელობისთვის ცუდია საიდან მოიტანეთ, კასტანედას ყველაფერს რატომ უჯერებთ, პირადად ესაუბრეთ მათ ვინც იღებს პერიოდულად, უკვე ინტერნეტის დახამრებით მონაცემებიც არის აიოვასკას ავკარგიანობის შესახებ.
იმ შედეგის მიღება ამ საშუალებების გარეშე მხოლოდ ერთეულებისთვისაა, თუ თქვენ ასეთად მიიჩნევთ თავს (და ეს ეგოს პრობლემებში არ გერევათ) მაშინ გილოცავთ თქვენ მილიარდიდან ერთიხართ.

საშუალო სტატისტიკურ ადამიანს კი ნამდვილად ჭირდება ბალახები
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2017, 11:53 AM
Post #12


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რასაც ოკულტური ტრენინგი იძლევა იმას მხოლოდ ბალახები ვერ მისცემს ადამიანს. ნასაუბრები მაქვს და არაერთთან, და რა დასკვნაც გამოვიტანე ისაა, რომ ვინც პრაქტიკას მიყვებოდა და რამე გამოსდიოდა იმან ისევე გააგრძელა პრაქტიკა და პრაქტიკოსად დარჩა, და ვინც არ იყო პრაქტიკოსი იმანაც მიღების შემდეგ ისევე გააგრძელა უმოქმედობა, იმ განსხვავებით რომ გაოცებული თვალებით ყვებიან იმის შესახებ რისი გააზრებაც მათ არ ძალუძთ და გამოაქვთ დასკვნები, რომელიც არაფერში არ გეხმარება იქ სადაც ახლა ჩვენ ვართ (სოკოებზე მაქვს ლაპარაკი, დმტ-ზე და ასე შემდეგ).

ზოგადად არც მცენარეების გამოყენების დიდი მომხრე და ქომაგი ვარ და არც მოწინააღდეგე. ვფიქრობ შეიძლება ამ მცენარეების გამოყენება, მაგალითად მატერიალისტურად განწყობილმა ადამიანმა რომ აიაჰუასკა დალიოს, კარგი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, გამოფხიზლდეს ასე ვთქვათ, ან თუმდაც ოკულტური მიზნებისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელს ზუსტი ცოდნა ჭირდება. მაგრამ ის დებულებები, რომ აუცილებელია სულიერი გზაზე გავლისთვის მცენარეები და რომ ამის გარეშე აზრი არ აქვს და ასე შემდეგ სრულიად მცდარია.

მით უმეტეს აქ შამანების მაგიურ მოძრაობებზე იყო ლაპარაკი და აქ მცენარეები არაფერ შუაში არაა. მოკლედ მცენარეები პრაქტიკას ვერ შეუცვლის ადამიანს. ასე რომ იყოს მთელი დონ ხუანის სწავლება მცენარეები იქნებოდა. მაგრამ როგორც გითხარით და აგერ დამიდასტურეს კიდევაც მხოლოდ დასაწყისითვის იყენებდნენ და ისიც შამანების ტრადიციაში და ისიც არა ყოველთვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2017, 11:59 AM
Post #13


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



როცა ზუსტად იცი მაგალითად როგორ გახვიდე ფიზიკური სხეულიდან ყოველდღიურად და დღეში რამოდენიმეჯერ თუმდაც, როგორ გქონდეს ძლიერი და ჯანმრთელი ფიზიკური სხეული და ძლიერი ფსიქიკა, როგორ მიაღწიო იმას რისი მიღწევაც გინდა, დაწყებული ყოველდღიური წვრილმანებით და დამთავრებული დიდი მიზნებით, ბალახები შეგიძლია გვერძე გადადო.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Feb 9 2017, 01:34 PM
Post #14


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ 9th February 2017 - 11:59 AM) *
როცა ზუსტად იცი მაგალითად როგორ გახვიდე ფიზიკური სხეულიდან ყოველდღიურად და დღეში რამოდენიმეჯერ თუმდაც, როგორ გქონდეს ძლიერი და ჯანმრთელი ფიზიკური სხეული და ძლიერი ფსიქიკა, როგორ მიაღწიო იმას რისი მიღწევაც გინდა, დაწყებული ყოველდღიური წვრილმანებით და დამთავრებული დიდი მიზნებით, ბალახები შეგიძლია გვერძე გადადო.

კი ეგრეა, ან ის მაინც იცოდე რა არ უნდა ჭამო,გააკეთო,მოიქცე. ყოველდღიურ ცხოვრებაში. წვრილმანები გროვდება და ცლის ადამიანს ენერგიისგან.
რა შეგიძლია თქვა საკუთარი გამოცდილებით? მაგალითად ყავაზე, შაქარზე,ხორცზე. ფიზიკურ ვარჯიშებს თუ აკეთებ ყოველდღე? რა შეიძლება იყოს დედამიწაზე ადამიანის მიზანი? ადგილზე სადაც შეიძლება ერთ საათში აღარ იყო, ადგილზე სადაც ნებისმიერი რამე შეგიძლია 'დაკარგო'.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2017, 02:37 PM
Post #15


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ხორცს უკვე 4 წელია აღარ ვჭამ უამრავი მიზეზის გამო, როგორც საკუთარი თავის, ასევე ცხოველების და ზოგადად მთლიანად გარემოს გამო. ხორცის ჭამაზე უარის თქმა შეიძლება ითქვას ყველაზე მარტივი და ამავდროულად ყველაზე საჭირო ნაბიჯია. როცა ადამიანი საკუთარ თავს კითხვას უსვამს (ასეთი რამ კიდე იშვიათად ხდება), რა შემიძლია მე გავაკეთო საუთარი თავისა თუ საყოველთაო კეთილდღეობისთვის, ამაზე პირველი პასუხი არის: არ ჭამო ხორცი!!! თუ რატომ ეს უკვე სხვა საკითხია და შემიძლია ამ კითხვაზეც გაგცეთ პასუხი.

ყავა და ზოგადად კოფეინი იმ ენერგიას წვავს მოკლე დროის განმავლობაში რომელიც ადამიანმა დიდი ხნის განმავლობაში უნდა გამოიზოგოს, როგორც ვიცი ღვიძლის უჯრედებს კლავს კიდევ. ზპგადად პრაქტიკოსები ყავას არ სვავენ და არც არავისთვის არაა სასურველი.

შაქარს რაც შეეხება: ზედა ცენტრებიდან ენერგიას ხსნის და ჩამოაქვს ქვევით, ერთის მხრივ ეს ცუდია, რადგან სექსუალურ და ემოციურ ცენტრებს აღვიძებს, მეორეს მხირვ კი თუ ადამიანი აგრესიულია შაქარს რომ მიიღებს მისი თავის ცენტრებიდან ენერგია მოიხსნება, შედეგან მისი აზრები და ემოციები ისეთი დამანგრეველი ვეღარ იქნება სხვებისთვის და შესაბამისად საკუთარი თავისთვის. შაქრის ამოღება ზოგადად ნელ-ნელა ხდება ცნობიერებაში სიყვარულის ზრდასთან ერთად, იმიტომ რომ უშაქრობამ შეიძლება ნერვული დაძბულობა გამოიწვიოს იმ ადამიანებში ვისაც დაძაბული სამუშაო აქვს ან ნაკლების სიყვარული და ასე შემდეგ... მე არ ვიღებ შაქარს საერთოდ და ამას არანაირი პრობლემები არ შეუქმნია ჩემთვის.

Go to the top of the page
 
+Quote Post
John Dee
post Feb 9 2017, 02:41 PM
Post #16


RED soul
Group Icon

Group: Members
Posts: 137
Joined: 21-June 11
Member No.: 6,494

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(Merlin @ Feb 9 2017, 11:53 AM) *
რასაც ოკულტური ტრენინგი იძლევა იმას მხოლოდ ბალახები ვერ მისცემს ადამიანს. ნასაუბრები მაქვს და არაერთთან, და რა დასკვნაც გამოვიტანე ისაა, რომ ვინც პრაქტიკას მიყვებოდა და რამე გამოსდიოდა იმან ისევე გააგრძელა პრაქტიკა და პრაქტიკოსად დარჩა, და ვინც არ იყო პრაქტიკოსი იმანაც მიღების შემდეგ ისევე გააგრძელა უმოქმედობა, იმ განსხვავებით რომ გაოცებული თვალებით ყვებიან იმის შესახებ რისი გააზრებაც მათ არ ძალუძთ და გამოაქვთ დასკვნები, რომელიც არაფერში არ გეხმარება იქ სადაც ახლა ჩვენ ვართ (სოკოებზე მაქვს ლაპარაკი, დმტ-ზე და ასე შემდეგ).

ზოგადად არც მცენარეების გამოყენების დიდი მომხრე და ქომაგი ვარ და არც მოწინააღდეგე. ვფიქრობ შეიძლება ამ მცენარეების გამოყენება, მაგალითად მატერიალისტურად განწყობილმა ადამიანმა რომ აიაჰუასკა დალიოს, კარგი შედეგი შეიძლება ჰქონდეს, გამოფხიზლდეს ასე ვთქვათ, ან თუმდაც ოკულტური მიზნებისთვის, მაგრამ ამ უკანასკნელს ზუსტი ცოდნა ჭირდება. მაგრამ ის დებულებები, რომ აუცილებელია სულიერი გზაზე გავლისთვის მცენარეები და რომ ამის გარეშე აზრი არ აქვს და ასე შემდეგ სრულიად მცდარია.

მით უმეტეს აქ შამანების მაგიურ მოძრაობებზე იყო ლაპარაკი და აქ მცენარეები არაფერ შუაში არაა. მოკლედ მცენარეები პრაქტიკას ვერ შეუცვლის ადამიანს. ასე რომ იყოს მთელი დონ ხუანის სწავლება მცენარეები იქნებოდა. მაგრამ როგორც გითხარით და აგერ დამიდასტურეს კიდევაც მხოლოდ დასაწყისითვის იყენებდნენ და ისიც შამანების ტრადიციაში და ისიც არა ყოველთვის.


გასაგებია, უბრალოდ მართლა არ მესმის ბალახების გარეშე ცნობიერების იმ სიმაღლეზე ასვლა როგორ შეიძლება, ეს ბალახები არის შორთქათი სასურველ მიზნამდე. თორემ ბევრი და რთული გზა რომ არსებობს ამაზე არ ვდაობ, თან უმეტესობა ეს გზები ძალიან რთულია საშუალო სტატისტიკური ადამიანისთვის.ის რაც შენთვის მუშაობს ძალიან ბევრისთვის მიუღწეველია.
ბალახის გვერდზე გადადება თვითონ დედა აიოვასკა როცა გეტყვის მაშინ გადადებ, მიხვდები ამ მომენტს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2017, 02:45 PM
Post #17


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



დედამიწაზე მატერიალური ყოფა ჩემი აზრით ერთი დიდი ჯოჯოხეთია, რომლიდან თავის დაღწევაც გმირთა ხვედრია. ბოროტება დუღს ამ პლანეტაზე, ჭაობშია ყველაფერი. დიდი გამოწვევაა მოკლედ, მაგრამ სხვა გზაც არსადაა. ღრმა ორმოში ხარ რა, ან გააკეთებ წარმოუდგენელს და ამოხვალ ან არა და იჯდები იქ სადაც ხარ, თავისი ნებით აქედან არავინ გაგიშვებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2017, 03:12 PM
Post #18


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''ეს ბალახები არის შორთქათი სასურველ მიზნამდე'''' მეეჭვება... მიზნამდე არ მიყავხარ, უბრალოდ განახებს რაღაცას. ეგ იგივეა რომ მაიმუნს ასტროფიზიკაზე აყურებინო დოკუმენტურები. თან არ დაგავიწყდეს რომ ნებისმიერ ხილვა შეფერადებული იქნება თავად ამ მცენარით, ანუ რამდენად ობიექტურია ხილვა ამის გარჩევას დიდი გამოცდილება ჭირდება რასაც თავად ბალახებით ძნელად თუ დააგროვებს ადამიანი. თუ გჯერა რომ მატერიის მიღმა არსებობს ბევრი რამ და გჯერა რომ ადამიანს შეუძლია იმ ყველაფერს მისწვდეს ფიზიკური სიცოცხლის განმავლობაში, მაშინ მცენარეები უკვე აღარ გჭირდება.

მიყავხარ, განახებს რაღაცას რაც არ იცი რა არის, ვერ წვდები რა არის, ვერ იაზრებ რა არის, ან თუ იაზრებ უნდა დაგებადოს კითხვა: ამ პრიმიტიული ადმაიანური გონებით შემიძლია კი ღმერთის მიზნებს ჩავჭვდე (რაზეც ბევრი აცხადებს ხოლმე პრეტენზიას), შემდეგ გაბრუნებს უკან ისევ იქ სადაც ხარ, და შენ ისევ იქ ხარ, იგივე პრობლემებით, იგივე სირთულეებით. შენი სულიერება არ გაზრდილა, არც ცოდნა არ გაზრდილა, უბრალოდ ნახე რაღაცა... მიზნამდე რომ მცენარეებით შეიძლებოდეს მისვლა და მოკლე გზაზე შეჭრა ყველა დიდი მასწავლებელი მაგას დაწერდა რომ ძალის მცენარეებს მიხედეთო, მაგრამ ასე არ არის.

საშუალო სტატისტიკურ ადამიანს რაც შეუძლია ის უნდა აკეთოს. თქვენ თუ გგონიათ რომ ძალის მცენარეებით საშუალო სტატისტიკური ადამიანი მაგი და ჯადოქარი გახდება ცდებით. ასეთი რამ არ იქნება. უპირველეს ყოვლისა ადამიანს უნდა ჰქონდეს მოწოდება ამ ყველაფრისკენ, თუ მოწოდება აქვს მაშინ პრაქტიკასაც მოკიდებს ხელს, თუ არ აქვს არ მოკიდებს. რამდენი ადამიანი სვავს აიაჰუასკას, რა ყველა დონ ხუანი გამოვიდა ვინც აიაჰუასკა დალია ან სოკოები მიიღო?

მე იმას არ გეუბნები არ დალიოთ მეთქი, პირიქით, თუ არის რატომაც არაsmile.gif)) შეიძლება დაგეხმაროთ და ალბათ დაგეხმარებათ კიდევაც, მარა იმაში ნუ შეცდებით რომ ეგ სადმე მიგიყვანთ... შეიძლება მიგიყვანოთ დასკვნამდე, რომ მხოლოდ ეს არსად არ მიგიყვანთ. ნუ პრინციპში თქვენს მიზნებასაც გააჩნია...

რთულ გზას არავინ არ ვეძებთ, ნებისმიერი სულიერებით დაინტერესებული ადამიანი ჩემი აზრით პრაგმატული უნდა იყოს, შესაბამისად უნდა ეძებოს არა რთული ან მარტივი, არამედ საუკეთესო გზა, ცენტრალური გზა, ის გზა რომელიც მიგვიყვანს ჭეშმარიტებამდე და თავისუფლებამდე.

''''უბრალოდ მართლა არ მესმის ბალახების გარეშე ცნობიერების იმ სიმაღლეზე ასვლა როგორ შეიძლება'''' შეიძლება სისტემატიური პრაქტიკით, თავის სრული მიღძვნით მიზნისთვის.
პრობემა იცი რაშია, ადამიანებმა იციან რომ მაგალითად იმისათვის რომ კარგი პიანისტი გახდე დღეში 10-12 საათი უნდა უკრავდე, თუ გინდა კარგი სპორტსმენი იყო 10 საათი უნდა ივარჯიშო ყოველდღე, მაგრამ ამავე დროს ჰგონიათ რომ სულიერებაში წარმატებას მიაღწევ თუ დღეში 15 წუთი იმედიტირებ... აი როგორც პიანისტი უდგება თავის საქმეს ისევე თუ მივუდგებით სულიერებასაც მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ სერიოზულ შედეგებზე.

''''შენთვის მუშაობს ძალიან ბევრისთვის მიუღწეველია'''' იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამას არ აკეთებს უბრალოდ, თორემ რომ აკეთებდნენ იმათთვისაც იმუშავებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Feb 9 2017, 04:38 PM
Post #19


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



John Dee
QUOTE(John Dee @ 9th February 2017 - 02:41 PM) *
ეს ბალახები არის შორთქათი სასურველ მიზნამდე.

შორთქათი არის, ისიც სადმე თუ არ გადაგაგდო, მაგრამ რომ გამოხვალ შორთქადი დაბლა ჩამოგაგდებს ლოგიკურად, ხო ეგრეა.

Merlin
QUOTE(Merlin @ 9th February 2017 - 02:45 PM) *
დედამიწაზე მატერიალური ყოფა ჩემი აზრით ერთი დიდი ჯოჯოხეთია, რომლიდან თავის დაღწევაც გმირთა ხვედრია. ბოროტება დუღს ამ პლანეტაზე, ჭაობშია ყველაფერი. დიდი გამოწვევაა მოკლედ, მაგრამ სხვა გზაც არსადაა. ღრმა ორმოში ხარ რა, ან გააკეთებ წარმოუდგენელს და ამოხვალ ან არა და იჯდები იქ სადაც ხარ, თავისი ნებით აქედან არავინ გაგიშვებს.

თავი-ბოლო რომ შევხედოთ მეც მაგას ვხედავ. ტყუილი, ჭაობი, ილუზია.



QUOTE(Merlin @ 9th February 2017 - 03:12 PM) *
პრობემა იცი რაშია, ადამიანებმა იციან რომ მაგალითად იმისათვის რომ კარგი პიანისტი გახდე დღეში 10-12 საათი უნდა უკრავდე, თუ გინდა კარგი სპორტსმენი იყო 10 საათი უნდა ივარჯიშო ყოველდღე, მაგრამ ამავე დროს ჰგონიათ რომ სულიერებაში წარმატებას მიაღწევ თუ დღეში 15 წუთი იმედიტირებ... აი როგორც პიანისტი უდგება თავის საქმეს ისევე თუ მივუდგებით სულიერებასაც მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ სერიოზულ შედეგებზე.

მე მგონია რომ ძალიან მექანიკურები ვართ ადამიანები, ვმუშაობთ მონებივით იმისთვის რომ ვიყიდოთ რაც რეალურად არ გვჭირდება.
ყველა შემთხვევაში გამოფხიზლების მთავარი წინაპირობა მგონია ამ უსუსური მდგომარეობის დანახვა საკუთარ თავში პირველ რიგში და სხვაშიც. რომც აიღო ხელი რაღაცეებზე გწევს ყოველდღე ამ სოციუმში არსებობა.
საკვებზე რასაც წერ გეთანხმები, მე მგონია ხშირად საკვები ნივთიერებები ჩვენს გადაწყვეტილებებზე ახდენენ დიდ გავლენას, ფსიქიკაზეც და ყველაფერზეც, ყოველდღიურობაზეც.
ხორცს არ ვჭამდი ნახევარი წელი, არც კვერცხს, არც თევზს. ალკოჰოლიც აღარ მისწორდება საერთოდ, ცოტა ღვინოს ვსვავ არც თუ ისე ხშირად.

გურჯიევი წერდა ზუსტად მიზნებზე და მანდ პიანისტზე. რომ უნდა დაიწყო პატარა მიზნებით და დაუბრუნდე საკუთარ თავს იდეალში. ჩემი ინტერესი არის ძალიან დიდი ეზოთერიკის და ადამიანის ფსიქიკის საერთოდ. სად არის გასაღები ეგაა მთავარი, კი საკუთარ თავში მაგრამ რანაირად უნდა ნახო? ვინმე ავტორიტეტზე ბრმა მინდობა სიგიჟეა, შეიძლება იქ მიხვიდე ბოლოს სადაც დაიწყე ან უარესად აიბნე ილუზიაში. რანაირად უნდა ინახოს გზა ეს არის უმთავრესი, ძნელია თU მარტივია ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმ გაგებით რომ მაინც შენი გასავლელია, ან იტრიალებ ამ ჯოჯოხეთში ან გაბედავ და გააღწევ, აქ არჩევანიც არ აქვს ადამიანს ვინც ხედავს რეალურ გარემოს. როგორ ირჩევთ თქვენ გზას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Feb 9 2017, 05:36 PM
Post #20


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 537
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მას შემდეგ რაც თეორიაში ასე თუ ისე აზრზე მოვედი და გავერკვიე ძირითად საკითხებში დავიწყე პრაქტიკის ძიება, იმ პრაქტიკისა რომელიც რამე სერიოზულის მომცემი იქნებოდა და არა ისეთი, რომელიც ერთჯერად სურვილს აგისრულებს და რის ფასად შენთვითონაც რომ არ იცი. ასეთი პრაქტიკა პირველ რიგში უნდა ყოფილიყო ის პრაქტიკა, რომელიც საშუალებას მომცემდა აღქმა გამეტანა მატერიის მიღმა, რადგან ვფიიქრობრი რომ ამით ყველაზე უკეთ მივუახლოვდებოდი იმის გაგებას თუ როგორ მუშაობს ყველაფერი, რით უპირისპირდება მატერია არამატერიალურს და ასე შემდეგ... ამ ძიებაში ერთ-ერთი რასაც წავაწყდი იყო ოლმეკის საიტი, რომლისთვისაც დიდი ყურადღება არ მიმიქცევია თავიდან, მანამ სანამ ''ასტრალში გასვლის'' მეთოდების ძიებისას მის საიტზე არ წავაწყდი სტატიას ''სიზმრის იოგა'' რომელშიც ეწერა საწყისი საფეხურები სხეულიდან გასვლის, და რომელიც ძალიან დალაგებული და გასაგები იყო განსხვავებით ყველა იმის რაც მანამდე მქონდა ნანახი, რაც მანამდე მქონდა ნანახი არადამაჯერებელი იყო. ამის შემდეგ გავაკეთე რაც იქ ეწერა და რამოდენიმე კვირაში პირველად გავაცნობიერე საკუთრი თავი სხეულის გარეთ. აი აქ მივხვდი, რომ სერიოზულ რამესთან მქონდა საქმე. შემდეგ გავეცანი ოლმეკის საიტს თავიდან ბოლომდე, პრაქტიკაში დავნერგე ფაქტიურად ყველაფერი რაც მას ეწერა და რაც მისგან ვისწავლე მიმოწერების შედეგად. შემდეგ მსგავსი ინფორმაციის დაძებნა რომ დავიწყე ვნახე, რომ ის რასაც ოლმეკი წერს სხვა წყაროებშიც დასტურდება. იერარქიის საკითხები უხვად მოვიძიე თეოსოფიურ ლიტერატურაში, გარდა ამისა პრქტიკაშიც ცოტა რომ წინ წავედი პირადი გამოცდილებით დასტურდებოდა ის ყველაფერი რაც თეორიულად ვიცოდი, ოლმეკისგან, თეოსოფისტებისგან თუ კასტანედასგან. რამოდენიმეჯერ ვნახე ამაღლებული მასწავლებლებიც. შემდეგ უკვე სხვა ადამიანების პრაქტიკული გამოცდილებაც დაემატა, რომლებმაც მრავალჯერ დაადასტურეს ჩემი გამოცდილება თუ თეორიულად ნასწავლი... ამ ყველაფრის შედეგად გარკვეული მიმართულება ჩამომიყალიბდა. რომ გითხრათ უტყუარ ჭეშმარიტებას ვფლობ მეთქი ნამდვიად მოგატყუებთ, მაგრამ ბევრი რამე კი გავიგე.
Go to the top of the page
 
+Quote Post

9 Pages V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 30th May 2020 - 11:39 PM