IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

4 Pages V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> იესო
David Monny
post Dec 12 2018, 09:01 PM
Post #41


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 667
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

ერთი სიტყვა დააციტირე, შეურაცხმყოფელი. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიცვას ეთიკის ელემენტარული ნორმები, ბოლო ბოლო ფორუმზე თემა რომ არ გაოფედეს. 9-ჯერ დამამევინა ერთი და იგივე კითხვა. მე ძალზედ მკაფიოდ და ცალ სახად დავსვი კითხვა და ამ კითხვაზე უნდა გაეცა კონკრეტული პასუხი, ჰო ან არა. დეზინფორმაცია და არაადეკვატური პოზიციონირება გამოამჟღავნა უსაზღვრო დემაგოგიასთან ერთად. ამიტომ მკითხველის გასაგონად და სრულიად საზოგადოების გასაგონად დავწერე რომ არის დემაგოგი და დეზინფორმატორი. რაც შეეხება გაფრთხილებას, არ ვღებულობ და მოგიწოდებ, რომ შესაბამის ადმინს დაუკავშირდე და აღქკვეთო საიტზე დეზინფორმაციის გავცელება, ასევე დემაგოგია და თემის გაოფება. ფორუმი იმისთვის არის, რომ აქ წარმოებდეს კონკსტრუქციული დიალოგი, კითხვა-პასუხის რეჟიმში. ეს წესდებაშიც წერია და კეთილი ინებოს ყველა იუზერმა და დაემორჩილოს წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიბაონოს. მაშასადამე, საქმის კურსში ჩააყენე შესაბამისი ადმინი და აღკვეთოს დეზინფორმაციის გავრცელება და დემაგოგიური საუბრები.

ichi
QUOTE(blue_velvet @ 12th December 2018 - 02:54 PM) *
9ჯერ ერთიდა იგივე კითხვა და იგივე პასუხები აჰაჰაჰა.
და არცერთი ადეკვატური პასუხი. მაგით ყველაფერია ნათქვამი.



--------------------
I am That
Go to the top of the page
 
+Quote Post
starscream
post Dec 12 2018, 11:18 PM
Post #42


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 600
Joined: 7-November 10
From: თბილისი
Member No.: 6,302

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მერ ერთ რამეს ვიტყვი თუ არ არსებობს იესო ქრისტე მაშინ რა უნდა უყო იმ ფაქტს რომ ბერები ლოცულობენ იესოს ლოცვას და ლევიტირებენ ააქვთ ძალები და კურნავედნენ ხალხს წმინდანები სიცოცხლეში ვე და სიცოცხლის მერე ეხმარებიან ხალხს მაშინ ამიხსენიტ როგორ ხდება ეს ყველაფერი. როგორ განიცის ხალხი სიყვარულს და დიდ მადლს ხილვებს და ასე შემდეგ იესოს ლოცვის დროს. და ასე შემდეგ რატო ხდება სასწაულები.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Qadosh
post Dec 13 2018, 01:30 AM
Post #43


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 5
Joined: 28-November 11
Member No.: 6,632

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ესეთი არაფერი გამიგია, კაცი ეუბნება ზუსტად არ ვიციო და ეს კიდევ ცხრაჯერ უმეორებს ჯიუტად ან კი და ან არა მიპასუხეო..

მერე კიდევ სხვის არაადექვატურობაზე ლაპარაკობს..


--------------------
דע, כי טרם שנאצלו הנאצלים ונבראו הנבראים,
היה אור עליון פשוט ממלא את כל המציאות.
ולא היה שום מקום פנוי בבחינת אויר ריקני וחלל,
אלא הכל היה מלא אור האין סוף הפשוט ההוא.
Go to the top of the page
 
+Quote Post
ფლავიუსი...
post Dec 13 2018, 03:00 AM
Post #44


WHITE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 1
Joined: 13-December 18
Member No.: 7,799

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

დავით მონი, რატომ ხარ შენ უზრდელი, რატომ? rolleyes.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Dec 13 2018, 09:59 AM
Post #45


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



QUOTE(starscream @ 12th December 2018 - 11:18 PM) *
რა უნდა უყო იმ ფაქტს რომ ბერები ლოცულობენ იესოს ლოცვას და ლევიტირებენ ააქვთ ძალები და კურნავედნენ ხალხს წმინდანები სიცოცხლეში ვე და სიცოცხლის მერე ეხმარებიან ხალხს მაშინ ამიხსენიტ როგორ ხდება ეს ყველაფერი. როგორ განიცის ხალხი სიყვარულს და დიდ მადლს ხილვებს და ასე შემდეგ იესოს ლოცვის დროს. და ასე შემდეგ რატო ხდება სასწაულები.

ესეც იგივე ფანტასტიკაა. რა იცი ვინ ლევიტირებს, სიცოცხლის მერე რა ხდება და რეებს წერ ვერ ვხვდები საერთოდ.
ფლავიუსი
ვააა ფლავიუსსს
ჰავ დო იუ დო??

Go to the top of the page
 
+Quote Post
ichi
post Dec 13 2018, 09:59 AM
Post #46


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 476
Joined: 28-May 15
Member No.: 7,414

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გონება რომელიც დააპროგრამებს ვერ დაინახავს რეალობას,აი ეს არის ფაქტი.

ადამიანებს უთხრეს არსებობდა იესო, ბუდა, მუჰამედი და ხალხი ბრმად იჯერებს და ამას რეალობად უყურებს.
მარტივ კითხვას ვსვავ რატომ უნდა დავიჯერო?

მე მგონია რომ ეს თავის მოტყუებაა.

Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 14 2018, 04:44 PM
Post #47


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,233
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ichi
ციტატა(blue_velvet @ 12th December 2018 - 02:54 PM) *
მე ზუსტად ვიცი რომ მიხეილ სააკაშვილი არსებობდა და არსებობს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი რომ იესოს არსებობა/არ არსებობის გადამოწმება შეუძლებელია. ამიტომ არსებობდა თუ არა ამაზე კამათი ჩემი აზრით აფსურდია, ისევე როგორც იმის თქმა რომ უეჭველად არსებობდა.

დავით აღმაშენებლზე რას იტყვი ან თამარ მეფეზე


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 14 2018, 04:46 PM
Post #48


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,233
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
შეურაცხმყოფელია დემაგოგის და დეზინფორმატორის წოდება. არავინ არ ვართ ვალდებული გინდა თუ არა პასუხი გავცეთ ერთმანეთის კითხვებს.
ასე ძალდატანება არაა საჭირო. და ნუღარ ამახსნევინებ.



--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 14 2018, 06:19 PM
Post #49


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 667
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 14th December 2018 - 04:46 PM) *
შეურაცხმყოფელია დემაგოგის და დეზინფორმატორის წოდება. არავინ არ ვართ ვალდებული გინდა თუ არა პასუხი გავცეთ ერთმანეთის კითხვებს.
ასე ძალდატანება არაა საჭირო. და ნუღარ ამახსნევინებ.


ასახსნელი არაფერი გაქვს და შესაბამისად ვერც ახსნი. მე კი, როგორც ჩანს მომიწევე ახსნა, რადგან ვერ გაგიგია. შეურაცხყოფა ნიშნავს ადამიანს როდესაც დაუმსახურებლად აყენებ შეურაცხყოფას ბილწიტყვაობით, ფიზიკურად და ა.შ. მე მას ვუწოდე დემაგოგი და დეზინფორმატორი. შენ თუ არ იცი და არც მე მენდობი, დაგუგლე რას ნიშნავს ეს სიტყვები. მე განვმარტე ძალიან კონკრეტულად და დეტალურად თუ რატომ არის ეგ იუზერი დეზინფორმატორი და დემაგოგი. და ისიც განვმარტე, რომ გამოუსწორებელი არაფერია და შეიძლება მიატოვოს ეს დემაგოგია და კონსტრუქციული დიალოგი წარმართოს, მაგრამ უშედეგოდ. კითხვის ავტორი ვარ მე და წესდებიდან გამომდინარე, თემის გაოფება ისჯება. იმის მაგივრად რომ ამაზე საუბრობდე, რაღაცეების ახსნას აპირებ და თან სავარაუდოდ გეზარება. ამიტომ მოგიწოდებ ობიექტურობისკენ. თუ მე ვსვამ კითხვას თემის შესახებ და ამ კითხვაზე შეგნებულად და მიზანმიმართულად არ ვღებულობ პასუხს, არამედ ვისმენ შეფასებებს და დეზინფორმაციას, ეს არის თემის გაოფებაც და კონფრონტაციული ფონის შექმნაც. მე ძალიან მარტივი კითხვა დავსვი და სულ არ ველოდი ასეთ დემაგოგიას და დრამატიზებას. არც კონკრეტული იუზერის მხრიდან და არც შენი მხრიდან. იმის მაგივრად თემაზე ვწერდეთ, რაღაცეების ახსნის სურვილი გაქვს და თან თავს იკავებ თურმე და ა.შ. მე არავის ვაიძულებ კითხვაზე გაცეს პასუხი. თუ არ სურდა ჩემს კითხვაზე პასუხის გაცემა, არავინ უვარდებოდა ფეხებში. ძალიან გთხოვ კარგად წაიკითხე პოსტები თუ ესეც არ გეზარება და მერე შეაფასე.


--------------------
I am That
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 14 2018, 06:30 PM
Post #50


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,233
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კი არ მეზარება დრო არ მაქვს

საერთოდაც სხვა თემაზე საუბრობთ
მე ტურინის სუდარის დათარიღების განხილვა მინდოდა
და კიდევ არსებობს იესოს სამსჭვალი
ძელის ნატეხი
კვართი, ბატონო, რომელიც თვალით არ გვინახავს
არსებობს ხელთუქმნელი ხატი
ამათ დათარიღება თუ სცადა მეცნიერებამ?


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 14 2018, 06:37 PM
Post #51


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 667
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma

ტურინის სუდარის დატარირება 1 საუკინით ხდება, მიუხედავად იმისა, რომ არის მე-16 საუკუნის ნაწილებიც შერეული, მაგრამ ეს არაფერს არ ამტკიცებს. მასში შეიძლება იყოს გახვეული ნებისმიერი ჯვარცმული. კვირაში თუ რარაც პერიოდში გეგმასავით ჰქონდათ რომაელებს წესრიგის დასამყარებლად, ჯვარს უნდა ეცვათ ვინმე. ანუ ჯვარცმა ძალიან ხშირად ხდებოდა. კვართი მცხეთაშიაო, მაგრამ მაგის ამოთხრის უფლებას მართლმადიდებლური ეკლესია არ მიცემს არავის. ეგეთი გინდ ყოფილა გინდ არა. მასე სუდანში თუ რომელღაცა აფრიკულ ქვეყანაში, აღთქმის კიდობანიც აქვთ, რომელსაც არავის აჩვენებენ. მე ყველას რწმენა-წარმოდგენებს პატივს ვცემ, მაგრამ ამას საერთო რეალობასთან, არაფერი აქვს.


--------------------
I am That
Go to the top of the page
 
+Quote Post
tikoroma
post Dec 14 2018, 07:08 PM
Post #52


MASTER
Group Icon

Group: Moderator
Posts: 5,233
Joined: 25-April 09
From: italia
Member No.: 5,947

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny
უფლებას რომ არ იძლევიან ცუდია
იტყუებიან და იმიტომაც არ იძლევიან შემოწმების უფლებას


--------------------
FORZA ROMA
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 14 2018, 07:22 PM
Post #53


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 543
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

არ აპირებ ხო გაჩერებას? კარგი...

ერთი წინადადება დააციტირე ამ თემაში ჩემი ნალაპარაკებიდან რაც დეზინფორმაცია იყო!!! დააციტირე ოღონდ!!! შენ რა აზრი გამოიტანე ჩემი ნაწერიდან ეგ არ მაინტერესებს!!!

Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 14 2018, 07:35 PM
Post #54


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 543
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



'''მე განვმარტე ძალიან კონკრეტულად და დეტალურად თუ რატომ არის ეგ იუზერი დეზინფორმატორი და დემაგოგი.'''

რა განმარტე? შენ განმარტებას იმას ეძახი, რომ ამბობ, ნებისმიერ კითხვაზე კი ან არათი შეიძლება პასუხის გაცემაო?? ესაა შენი ბრალდების საფუძველი ხო? რომ თუ კი ან არათი არ გპასუხობს ადამიანი და კის და არას კიდევ ორ სიტყვასაც ამატებს პასუხად მეტი დაზუსტებისთვის, უკვე დემაგოგი და დეზინფორმატორია? ასეა ხო? ანუ ესაა ის საფუძველი, რამაც უფლება მოგცა ჩემთვის დემაგოგი და დეზინფორმატორი გეწოდებინა? კი და არათი მიპასუხე ამ კითხვაზე!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 14 2018, 09:10 PM
Post #55


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 667
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



tikoroma
QUOTE(tikoroma @ 14th December 2018 - 07:08 PM) *
იტყუებიან და იმიტომაც არ იძლევიან შემოწმების უფლებას

ნამდვილად. მანდ რომ მართლა ისტორიული იესო ნაზარეველის კვართი იყოს, მაგათ დაასწრებდი რო დაესვენებინათ ეკლესიაში გამოსაჩენ ადგილას, როგორც ამას აკეთებენ სიწმინდეების შემთხვევაში: თავის ქალები, ფეხის ნაგლეჯები, ხელის მტევნები, ძვლები და სხვ. რა თქმა უნდა სვეტიცხოველში დააბრძანებდნენ საკურთხეველთან ან სადმე ცენტრალურ ადგილას, მაგრამ ეს იმიტომ არ ხდება, რომ იქ არაფერიც არ არის. ტყუილია, ფარსია. მამა გაბრიელის, ანუ წმიდანის საფლავი გათხარეს, რადგან იცოდნენ, რომ იქ იწვა წმიდანი. ამას კი იმიტომ არ თხრიან, რომ იციან, რომ იქ არაფერიც არ არის. ეს არის ტყუილი ეკლესიის სახელით.


--------------------
I am That
Go to the top of the page
 
+Quote Post
David Monny
post Dec 14 2018, 09:22 PM
Post #56


YELLOW soul
Group Icon

Group: Members
Posts: 667
Joined: 24-May 15
From: Georgia, Tbilisi
Member No.: 7,411

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ილია მეორეს და ქართულ ეკლესიას, აქვს ავტოკეფალია. ის არ არის ვალდებული ვინმეს "აჩოტები" აბაროს, არც რუსეთს და არც საბერძნეთს. მხოლოდ კეთილი ნებით ძმობა და მეგობრობა შეიძლება სუფევდეს მათ შორის. ალბათ იკითხავ ეს რა კავშირშიაო. ახლავე გეტყვი; ყველას მოგეხსენებათ, რომ ილია მეორე, რეფორმატორი პატრიარქია და მის სახელთან არის დაკავშირებული ბევრი საეკლესიო რეფორმა და ამ ინსტიტუციის ფეხზე დაყენება კომუნისტური ტირანიის შემდგომ. მისი ნება რომ იყოს, რა თქმა უნდა გაითხრება სვეტიცხოველი და ამოაბრძანებენ ჰიპოთეტურ იესო ნაზარეველის კვართს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ილია მეორე, ყოველთვის მხარს უჭერს მეცნიერულ წინსვლას და განათლების სისტემის განვითარებას საქართველოში. აქ გვაქვს კოლოსალური კონტრადიქცია: ერთის მხრივ ის მხარს უჭერს მეცნიერულ მეთოდს და მეორეს მხრივ ის არ თხრის სვეტიცხოველს, რომ არ გამოიკვლიონ ჰიპოთეტური კვართი. ისმის ლოგიკური კითხვა: რატომ? აქ საჭიროა ოკამის კანონის გამოყენება: თანაბარ პირობებში, ყველაზე მარტივი ახსნა, ყველაზე სწორი ახსნაა. შესაბამისად იმიტომ არ თხრის ილია მეორე სვეტიცხოველის იატაკს, რომ იქ არ არის ჰიპოთეტური იესო ნაზარეველის კვართი.


--------------------
I am That
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 14 2018, 09:41 PM
Post #57


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 543
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



David Monny

გელოდები!!! კეთილი ინებე და გამეცი პასუხი! ვალდებული ხარ შენს სიტყვებზე პასუხი აგო! დაწერილია ორი რამ, რაც შენგან ცალცალკე მოითხოვს პასუხის გაცემას!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 15 2018, 01:55 AM
Post #58


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 543
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



რადგან მაინც მომიწია დაწყებული ლაპარაკის ბოლომდე მიყვანა, მოდი ბოლომდე ნათელი გავხადოთ ყველაფერი:
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ მე ქალბატონ თიკოს კითხვებს ვცემდი პასუხს. მე და თიკო შევხვედრილვართ, ვფიქრობ, რაღაც წარმოდგენა გვაქვს ერთმანეთზე და ერთმანეთის შეხედულებებზე, თუმდაც ამ ფორუმიდან, აქედან გამომდინარე, როცა მე მასთან ვიწყებ საუბარს, აქ გათვალისწინებულია ჩვენს მიერ ერთმანეთის შესახებ გარკვეული ცოდნა, გათვალისწინებულია ის ფაქტი, რომ არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელზეც ჩვენ სავარაუდოდ ვთანხმდებით, და აქედან გამომდინარე საკითხის სულ სხვა კუთხით გაშუქება იყო ჩემი მთავარი მიზანი.

მე შევეცადე თიკოსთვის გამეცა კონკრეტულად აი ამ კითხვაზე პასუხი:

'''როგორც მახსოვს ტურინის სუდარა გამოიკვლიეს და შუა საუკუნეებით დაათარიღეს (მგონი 13-14)'''
'''მოკლედ, საიდან ვიცით რომ 1 საუკუნეში დაიბადა და არა 500-6-700 წლის უკან
ეგებ მართლა არეულია წლები
და არც მაგდენი ხნისა ვართ (ქრისტეს აქეთ 21 კი არა მე-6 საუკუნეა )'''

თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ჩემი ყველა პასუხი ამ კითხვაზე იყო, ანუ დროსთან და ქრონოლოგიასთან იყო დაკავშირებული და შეგნებულად არ წამომიწყია საუბარი აი ამ თემაზე: '''არსებობდა თუ არა'''?

პირველი შეცდომა, რომელიც ბატონმა David Monny-მ დაუშვა, იყო ის, რომ სხვების საუბარში ისე შემოიჭრა, რომ თავი არ შეუწუხებია გაეგო კონკრეტულად რა მიმართულებით ვცდილობდი აზრის წაყვანას. როგორც ჩანს თვალი მოჰკრა თუ არა ჩემს მიერ ქრისტეანობასთან დაკავირებულ ტექსტებსა და სახარების ციტატებს, მაშინვე იფიქრა, რომ მე იესო ქრისტეს ისტორიულ პიროვნებად არსებობის დამტკიცებას ვცდილობდი, თავი კრიტიკული აზროვნების კორიფედ და მეცნიერულული ობიექტურობის დიად დამცველად წარმოიდგინა და თავის ძალებში დარწმუნებულმა ასპარეზს მისცა თავი - საუბარში შემოიჭრა კითხვით, რომელიც ძნელად თუ რამე შუაში იყო აზრთა იმ ნაკადთან, რომელსაც მე ვავითარებდი, იმის გათვალისწინებით, თუ რისი გადაცემა მიმაჩნდა სასარგებლოდ მკითხველისთვის და პირველ რიგში პასუხის ადრესატისთვის.

კითხვა ჟღერდა ასე: '''ერთი ისტორიკოსი დამისახელე, რომელიც იხსენიებს, ვინმე იეშუა ნაზარეველს, ან იეშუას ბეთლემიდან, ან იეშუა მარიამის ძე, ან იოსების ძე, ან მეუფე ჰურიათა ან რაიმე მსგავსი და მერე გავაგრძელოთ საუბარი.'''

ვფიქრობ ადვილი დასანახია, რომ ჩემს ნალაპარაკევთან, რომელიც პირველ რიგში იმის წარმოჩენას ისახავდა მიზნად, რომ ქრისტეანობა თუ რომის და თუმდაც საქართველოს ოფიციალურ რელიგიად უკვე IV-საუკუნის პირველ ნახევარში გამოცხადდა, ქრისტე შუა საუკუნეებში ვერ იცხოვრებდა, არამედ ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ქრისტეანობის წარმოშობასა და გავრცელების დრო და ქრონოლოგია მეტნაკლებად სწორია და რევოლუციური იდეები ამასთან დაკავშირებით, მსუბუქად რომ ვთქვათ, ნაკლებადაა სარწმუნო. ანუ ჩემს მიერ ნალაპარაკები, არანაირად არ ისახავდა მიზნად, იმ ადამიანებისთვის დამამტკიცებელი საბუთები მომეტანა, ვისაც არ სჯერათ ქრისტეს ისტორიულად არსებობა. ამ ადამიანმა კი როგორც ჩანს, ჩემი გამოჭერით გულანთებულმა საერთოდ ვერ შენიშნა ეს.

მიუხედავად კითხვის არარელევანტურობისა პასუხი გავეცი კი არა მთელი ორი გვერდი მოთმინებითა და გულმოდგინებით ვცდილობდი გამეგებინებინა რისი თქმაც მინდოდა. თანამოსაუბრის გაგებისუნარიანობასა და გაგების სურვილში ეჭვშეტანილმა გავეცი მაქსიმალურად კონკრეტული პასუხი, და ისიც ავუხსენი თუ რატომ იყო შესაძლებელი ამაზე კიდევ უფრო მეტად კონკრეტული პასუხის გაცემა. ჩემი პასუხი ასე ჟღერდა:

'''თუ იმდენად რთულია ჩემი ნაწერი, რომ შინაარსის გამოტანა გიჭირს. კიდევ უფრო მარტივად გეტყვი: იოსებ ფლავიუსს მე არ ვიცნობ, და ვერც კის ვიტყვი მასზე და ვერც არას. სხვა ისტორიულ წყაროებს მე არ ვიცნობ. კიდევ უფრო გავამარტივოთ: თუ იოსებ ფლავიუსს არ ჩავთვლით, სხვა ისტორიული წყაროს არსებობის შესახებ მე არ ვიცი. ანუ პასუხი არის არა, იმ შემთხვევაში თუ მხედველობაში არ მივიღებთ იოსებ ფლავიუსს.'''

აქემდე დაკონკრეტებამაც ვერ დააკმაყოფილა ეს ადამიანი, და კვლავაც გააგრძელა ჩემი დადანაშაულება დემაგოგობასა და დეზინფორმატორობაში.
პირველ რიგში მე მოვითხოვ ამ ბატონისგან, რომ მან დააციტიროს ჩემი ერთი წინადადება მაინც, რომელიც დეზინფორმაციას შეიცავს, ანუ შეიცვას ისეთ რამეს სადაც მჟღავნდება ჩემს მიერ შეგნებულად ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

მეორეს რაც შეეხება, როგორც ვხედავ, ამ ადამიანს მტკიცედ სჯერა, რომ ყველა კითხვაზე შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ კი ან არა უპასუხოს ადამიანმა. ან უფრო რეალისტური იქნება, თუ ვიტყვით, რომ ახლა ასე აწყობს საკითხის წარმოჩენა, რადგან თავიდანვე გაგებისა კი არა ჩემი გამტყუნების სურვილით აღტკინებულობმა ისე დაიყენა საქმე, რომ ჩემი დემაგოგობის საფუძვლად გამოიყენა ''ღრმად ფილოსოფიური'' დებულება, რომ ყველა კითხვაზე თურმე შესაძლებელია ადამიანმა კი ან არა უპასუხოს. აი ასე უბინდავს ხოლმე ადამიანს გონებას ჭეშმარიტების გარკვევის ნაცვლად სხვისი გამოჭერის სურვილი, ასეთ დროს ადამიანი შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რომ იმ ტყლაპოსკენ აქვს გეზი აღებული, რომელიც თვითონვე დააყენა და რომელშიც სხვისი ჩაგდება სურდა. მე მიზნად მაქვს დასახული მას ამ დანიშნულების ადგილამდე მისვლაში დავეხმარო და თქვენ გაგხდით ამის მოწმედ.

პირველ რიგში მე მინდა აღმოგაჩენინოთ, რომ ეს ადამიანი თავად გახლავთ ის რაც მე მიწოდა. მოდით ძალიან მარტივი მაგალითის საფუძველზე გავიგოთ, რომ ყველა კითხვაზე არ შეიძლება სწორი პასუხი იყოს კი ან არა: მაგალითად კითხვა: წყლის სმა სასარგებლოა? ამ კითხვაზე სწორი პასუხი დამოკიდებულია მთელ რიგ გარემოებებზე, რომელთა დაკონკრეტებაც აუცილებელია, კერძოდ: ამ კითხვაზე პასუხი არის კი, წლის სმა სასარგებლოა, იმ შემთხვევაში, როცა გწყურია და იმდენის სმა რამდენსაც ორგანიზმი მოითხოვს. ხოლო თუ ადამიანი შუა ოკეანეში მოახვედრა ბედის უკუღმართობამ, მას კი სიცოცხლე ძალიან უნდა, და მისი გადარჩენის ერთადერთი იმედი ისაა, რომ გაუძლოს სადამდეც შეუძლია, იქნებ ბედმა გაუღიმოს და ვინმემ შეამჩნიოს, თუ მას მტკნარი წყალი თან არ აქვს, ასეთ დროს წყლის სმა არ არის სასარგებლო, რადგან ზღვის წყლის ყოველი ყლუპი შეამცირებს მისი გადარჩენის შანსს. ასეთი მაგალითების მოყვანა დაუსრულებლად შეიძლება, ასევე შეიძლება იმ ადამიანს ვინც ამ დებულებას გვთავაზობს ამოსავალ წერტილად ასეთი შეკითხვა დავუსვათ: მხოლოდ დემაგოგიის დროს ცდილობ ასეთი იაფასიანი არალოგიკური დებულებების გამოყენებას? კი, თუ არა?

ეხლა კი მეტი სიცხადისათვის დავსძინოთ, რომ მან ეს სულელური პრინციპი იმიტომ კი არ გამოიყენა, რომ მართლა ფიქრობს, რომ ყველა კითხვაზე კი ან არა შეიძლება იყოს სწორი პასუხი (დარწმუნებული ვარ არც იმდენად უნდა უჭირდეს აზროვნება, რომ ვერ ხვდებოდეს ამ დებულების მცდარობას), არამედ ის თანაფორუმელის გამოჭერისა და გამტყუნების წყალობით საკუთარი თავის ძლევამოსილ მოაზროვნედ წარმოჩენის ამბიციით იმდენად იყო შებრყობილი, რომ იმ დებულების გამოყენებაზეც არ თქვა უარი, რომლის მცდარობაც დარწმუნებული ვარ თვითონვე მოეხსენება, ეს კი სხვა არაფერია თუ არა მსჯელობის შეგნებულად და ცნობიერად არალოგიკური მიმართულებით წაყვანა, ანუ დემაგოგია. ასევე დემაგოგიის მაგალითია ისიც, რომ ცნობიერად თუ ქვეცნობიერად მან თავისი არალოგიკურობის დასაფარად მიმართა ნაცისტების ნაცად ხერხს, ერთი და იგივე სისულელის მრავალჯერ გამეორებას, თავისი ჭკუით ჩემი და ხალხის მოსატყუებლად, რათა იმ მკითხველისთვის ვინც გულდასმით არ წაიკითხავდა ნაწერს, შეექმნა შთაბეჭდილება თითქოს ვინმემ მის კითხვაზე პასუხის გაცემას აარიდა თავი, რაც რეალურად ყველაზე უფრო გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან, რადგან თავიდანვე ეტყობოდა რისკენაც იყო ეს ადამიანი მოწოდებული.


Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 15 2018, 02:03 AM
Post #59


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 543
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



ახლა რაც შეეხება დეზინფორმაციას, მოდით ვნახოთ ვინ არის სინამდვილეში დეზინფორმატორი.

როგორც გახსოვთ ბატონმა David Monny-მ მომთხოვა, რომ ერთი ისტორიკოსი დამესახელებინა, რომელიც შეიცავს იესო ქრისტეს შესახებ რაიმე სახის ცნობას. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა საერთოდ არარელევანტური იყო, რადგან მე არ ვლაპარაკობდი ისტორიული ქრისტეს არსებობა-არარსებობაზე, მაინც გავეცი პასუხი, რომელიც შეიცავდა ასეთ წინადადებებს:

'''''ებრაელებს რაც შეეხება, მაგ პერიოდში მე სულ ერთი ებრაელი ისტორიკოსი მახსენდება, იოსებ ფლავიუსი, რომელსაც აქვს გარკვეული ცნობები ახალ აღთქმაში აღწერილ მოვლენებთან დაკავშირებით, მე ეს საკითხი არ მაქვს შესწავლილი, თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ თავად გაეცნოთ: https://en.wikipedia.org/wiki/Josephus_on_Jesus '''

და ასევე:

'''იოსებ ფლავიუსი არის ისტორიკოსი, რომელსაც აქვს ცნობები, რომლებიც ახალ აღთქმაში აღწერილ მოვლენებთან არის დაკავშირებული. კონკრეტულად რა სახის ცნობებია ეს მე არ ვიცი, რადგან ჯერ არ წამიკითხვას ამასთან დაკავშირებით. სხვა სახის ისტორიული სახის ტექსტები, რომელშიც დასტურდება ახალი აღთქმის ტექსტის შინაარსი ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს, რადგან მე არ ვარ ისტორიკოსი.'''

აქვე ხალზს გავუსვამ, რომ ჩემთვის პირადად აბსოლიტურად არაფერს არ ცვლის არსებობს თუ არა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაზე რაიმე ისტორიული წყაროები, რა უწერია იოსებ ფლავიუსს თავის წიგნებში ან რა არ უწერია, ან გნებავთ სხვა ნებისმიერ ისტორიკოსს, ეს ყველაფერი ჩემთვის შეიძლება მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისთვის იყოს ინტერესის საგანი მაგრამ ჩემს მსოფლმხედველობაზე ეს არ მოახდენს გავლენას. ანუ ჩემი მცდელობა, ნაწერიდან ისედაც ცხადი იყო, რომ არანაირად არ ყოფილა, როგორმე ისტორიული წყაროების ნაკლებობა თუ არ არსებობა დამეფარა ან რამე მსგავსი. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია იყო ის, რომ მე ვიცი, რომ ფლავიუსთან შეიძლება იყოს, სხვა წყაროებიც შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მე არ ვიცი, არ შემხვედრია. ხოლო ბატონმა David Monny-მ პირდაპირ განაცხადა:

''''შენ მე არ მენდობი როდესაც გეუბნები, რომ იოსებ ფლავიუსს იესო ნახსენები საერთოდ არ ჰყავს, არც მრავალ ისტორიკოსს, რომლებსაც ასევე წაკითხული აქვთ იოსებ ფლავიუსი.''''

და აი ამ სიტყვებით მოგვიწოდებდა, რომ მისთვის სიტყვაზე დაგვეჯერებინა:

'''იმიტომ უნდა მენდო, რომ წაკითხული მაქვს და არა მარტო მე მაქვს წაკითხული, არამედ ზოგადად, ეს ცნობილია ისტორიკოსებბის წრეებში.
შენ რო გსმენია, და ყურით მოთრეულს რომ წერ, ეს არის დემაგოგია და ამ დროს, მე, რომელსაც წაკითხული მაქვს და გეუბნები, რომ არ წერია-მეთქი, არ მჯერა შენიო. საზღვარი უნდა ქონდეს ველაფერს.
ქრისტე, ებრაულად არის მეშიაყ და ნიშნავს, მხსნელს, მესიას , რომლიც წინასწარმეტყველების ტექსტებშია ნახესნები და ამის შესახებ უწერია ფლავიუსს.
კეთილი ინებე და მკითხველს ეცი პატივი თუ ემ არ მცემ და მათ, ვინც იცის რა დაწერა იოსებ ფლავიუსმა'''

იმის და მიუხედავად, რომ ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა და არ აქვს ისტორიულ წყაროებს იესო ქრისტესთან დაკავშირებით. მაინც შევავლე თვალი ამ საკითხს და აი რა აღმოვაჩინე:
Go to the top of the page
 
+Quote Post
Merlin
post Dec 15 2018, 02:23 AM
Post #60


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 543
Joined: 11-January 15
Member No.: 7,360

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Josephus on Jesus

The extant manuscripts of the writings of the first-century Romano-Jewish historian Flavius Josephus include references to Jesus and the origins of Christianity.[1][2] Josephus' Antiquities of the Jews, written around 93–94 AD, includes two references to the biblical Jesus Christ in Books 18 and 20 and a reference to John the Baptist in Book 18.[1][3]

Modern scholarship has largely acknowledged the authenticity of the reference in Book 20, Chapter 9, 1 of the Antiquities to "the brother of Jesus, who was called Christ, whose name was James"[12] and considers it as having the highest level of authenticity among the references of Josephus to Christianity.[13][1][2][14][15][16] Almost all modern scholars consider the reference in Book 18, Chapter 5, 2 of the Antiquities to the imprisonment and death of John the Baptist also to be authentic and not a Christian interpolation.[17][18][19] The references found in Antiquities have no parallel texts in the other work by Josephus such as The Jewish War, written 20 years earlier, but some scholars have provided explanations for their absence.[20] A number of variations exist between the statements by Josephus regarding the deaths of James and John the Baptist and the New Testament accounts.[17][21] Scholars generally view these variations as indications that the Josephus passages are not interpolations, for a Christian interpolator would have made them correspond to the New Testament accounts, not differ from them.[17][22][21]

https://en.wikipedia.org/wiki/Josephus_on_Jesus

იოსებ ფლავიუსი იესოზე

''პირველი საუკუნის რომაელ-ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის არსებული მანუსკრიპტები შეიცავს ცნობებს იესოსა და ქრისტეანობის წარმოშობის შესახებ. ფლავიუსის ''ებრაელთა სიძველენი'' დაწერილი დაახლოებით 93-94 წლებში, ჩვენი წელთ აღრიცვით, ორგან ახსენებს ბიბლიურ იესო ქრისტეს ნაშრომის მე-18-ე და მე-20-ე წიგნებში, ასევე ახსენებს იოანე ნათლისმცემელს მე-18-ე წიგნში.

თანამედროვე მეცნიერებაში ფართოდ არის მიღებული ''ებრაელთა სიძველეების'' მე-20-ე წიგნის თავი 9,1-ის ავთენტურობა, სადაც არის ნათქვამი: ''ძმა იესოსი, რომელიც იწოდებოდა ქრისტედ, მას [ძმას] ერქვა იაკობი''. მიჩნეულია, რომ ეს ხსენება არის ყველაზე მაღალი ავთენტურობისა, ფლავიუსის ყველა სხვა ქრისტეანობასთან დაკავშირებულ ცნობას შორის. თითქმის ყველა თანამედროვე მეცნიერი თანხმდება, რომ ცნობა ''სიძველეების'' მე-18-ე წიგნის თავ 5,2-ში იოანე ნათლისმცემლის დატყვევებისა და სიკვდილის შესახებ, არის ასევე ავთენტური და არა ქრისტეანთა ჩანართი. ''სიძველეების'' ტექსტში არსებულ ცნობებს არ მოეძებნება პარალელები ფლავიუსის სხვა ტექსტებში, მაგალითად ''იუდეველთა ომებში'', რომელიც 20 წლით ადრეა დაწერილი, თუმცა ზოგიეთ მკვლევარს აქვს ამის ახსნა. არსებობს გარკვეული რაოდენობის სხვაობები ფლავიუსისა და ახალი აღთქმის ცნობებს შორის იაკობისა და იოანე ნათლისმცემლის სიკვდილთან დაკავშირებით. მეცნიერები ძირითადად განიხილავენ ამ სხვაობებს, როგორც მაჩვენებლებს, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ ფლავიუსის ცნობები არ არის ქრისტიანთა ჩანართები, რადგან ქრისტეანი რედაქტორები ჩანართებს ახალი აღთქმის ტექსტსს დაამთხვევდნენ, და არ ჩაამატებდნენ რამე ისეთს, რომ ახალი აღთქმისგან ყოფილიყო განსხვავებული.''

მოდით ვნახოთ რა წერია ფლავიუსის ჩვენს ხელთ არსებულ ტექსტში, რომელია ის ორი ცნობა, რომლებიც მეცნიერებაში ავთენტურად არიან მიჩნეულნი, კონკრეტულად რა წერია მასში:

Josephus' reference to James the brother of Jesus:

''so he assembled the sanhedrin of judges, and brought before them the brother of Jesus, who was called Christ, whose name was James, and some others; and when he had formed an accusation against them as breakers of the law, he delivered them to be stoned''

Flavius Josephus: Antiquities of the Jews Book 20, Chapter 9, 1

ფლავიუსის ცნობა იაკობზე იესოს ძმაზე [რომელიც პირდაპირ შეიცავს ასევე ცნობას იესოზე, რომელიც ქრისტედ იწოდება]

''ასე, რომ მან შეკრიბა მოსამართლეთა სინედრიონი, და მიიყვანა მათ წინაშე ძმა იესოსი, რომელიც იწოდებოდა ქრისტედ, მისი სახელი იყო იაკობი, და კიდევ სხვებიც; და როდესაც მან წაუყენა ბრალი მათ, როგორც კანონდამრღვევებს, მან გადასცა ისინი, რათა ჩაექოლათ.''

იოსებ ფლავიუსი: ებრაელთა სიძველეები, წიგნი 20, თავი 9, 1


Josephus' reference to John the Baptist

''Now some of the Jews thought that the destruction of Herod's army came from God, and that very justly, as a punishment of what he did against John, that was called the Baptist: for Herod slew him, who was a good man... Herod, who feared lest the great influence John had over the people might put it into his power and inclination to raise a rebellion... Accordingly he was sent a prisoner, out of Herod's suspicious temper, to Macherus, the castle I before mentioned, and was there put to death.''

Flavius Josephus: Antiquities of the Jews Book 18, 5, 2

ფლავიუსის ცნობა იოანე ნათლისმცემელზე

''ახლა ზოგი ებრაელი ფიქრობს, რომ ჰეროდეს არმიის განადგურება ღვთისგან იყო, და რომ ეს იყო ძალიან სამართლიანი, როგორც სასჯელი, იმისათვის რაც მან იოანეს უყო, რომელიც იწოდებოდა ნათლისმცემლად: ჰეროდემ მოკლა იგი, ის კი კარგი ადამიანი იყო... ჰეროდეს ეშინოდა იმ დიდი გავლენისა, რომელიც იოანეს ჰქონდა ხალხზე, რომელსაც შეეძლო მისთვის ძალაუფლება ხელში ჩაეგდო და აჯანყების ტენდენციებისა [ინგლისურიდან თარგმანი დასაზუსტებელია]... შესაბამისად ჰეროდემ ეჭვიანი ხასიათის გამო ის გაგზავნა საბყრობილეში, მაქერუსში, ციხეში, რომელიც წინათ ვახსენე, და იქ იქნა მოკლული.''

იოსებ ფლავიუსი: ებრაელთა სიძველეები, წიგნი 18, თავი 5,

ახლა ვნახოთ რა არის ნათქვამი ტექსტის იმ ნაწილის შესახებ, სადაც ყველაზე უფრო ვრცლად წერია იესო ქრისტეს შესახებ:

Scholarly opinion varies on the total or partial authenticity of the reference in Book 18, Chapter 3, 3 of the Antiquities, a passage that states that Jesus the Messiah was a wise teacher who was crucified by Pilate, usually called the Testimonium Flavianum.[4][5][1] The general scholarly view is that while the Testimonium Flavianum is most likely not authentic in its entirety, it is broadly agreed upon that it originally consisted of an authentic nucleus, which was then subject to Christian interpolation and/or alteration.[5][6][7][8][9][10] Although the exact nature and extent of the Christian redaction remains unclear,[11] broad consensus exists as to what the original text of the Testimonium by Josephus would have looked like.[9]

''მკვლევართა შეხედულებები განსხვავებულია მე-18-ე წიგნის მესამე თავში არსებულ ცნობასთან დაკავშირებით. ეს პასაჟი სადაც ნათქვამია, რომ იესო-მესია ბრძენი მასწავლებელი იყო, რომელიც ჯვარს აცვა პილატემ, ჩვეულებისამებრ იწოდება როგორც Testimonium Flavianum (ლათინურად - ფლავიუსის მოწმობა, ან ფლავიუსის მტკიცებულება). ზოგადი მეცნიერული შეხედულების ასეთია: მიუხედავად იმისა, რომ Testimonium Flavianum დიდი ალბათობით, არ არის სრულიად ავთენტური, ფართოდ არის მიღებული, რომ ავთენტურია ის ბირთვი, რომლისგანაც ის თავდაპირველად შედგებოდა და რომელმაც შემდეგში განიცადა ქრისტეანების მიერ ჩამატებები და/ან ჩასწორებები. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეანული რედაქციის ზუსტი ბუნება და მასშტაბი გაურკვეველია, არსებობს ფართო თანხომა იმ შეხედულებათა შორის, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ფლავიუსის მოწმობის თავდაპირველი ტექსტი.''

Testimonium Flavianum-ის ჩვენს ხელთ არსებული ტექსტი ასეთია:

''About this time there lived Jesus, a wise man, if indeed one ought to call him a man. For he was one who performed surprising deeds and was a teacher of such people as accept the truth gladly. He won over many Jews and many of the Greeks. He was the Christ. And when, upon the accusation of the principal men among us, Pilate had condemned him to a cross, those who had first come to love him did not cease. He appeared to them spending a third day restored to life, for the prophets of God had foretold these things and a thousand other marvels about him. And the tribe of the Christians, so called after him, has still to this day not disappeared.''

Flavius Josephus: Antiquities of the Jews, Book 18, Chapter 3, 3[51]

''ამ დროისთვის იქ ცხოვრობა იესო, ბრძენი ადამიანი, თუ საერთოდ შეიძლება მას ადამიანი დავუძახოთ. რადგან მან აღასრულა გასაოცარი საქმეები და იყო მასწავლებელი მათი ვინც სიხარულით მიიღო ჭეშმარიტება. მან გაიმარჯვა მრავალ ებრაელზე და ბერძენზე. ის იყო ქრისტე. და როდესაც ძლიერთა ამა სოფლისა ბრალდებით, პილატემ მას ჯვარცმა მიუსაჯა, ისინი ვინც ის პირველად შეიყვარა არ შეჩერებულან. ის ეჩვენა მათ, მესამე დღე გაატარა მათთან მკდრეთით აღმდგარმა, ღვთის წინასწარმეტყველებს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდათ ეს და ათასი სხვა საოცრება მის შესახებ. და ქრისტეანთა კრება, რომელთაც ეწოდებათ მის მიხედვით, დღესაც არ გაუჩინარებულა.''

აი ესაა ტექსტის ის ნაწილი, რომელზეც ფიქრობენ, რომ განსხვავებით პირველი ორი ცნობისგან, შეიცავს, გარკვეულ ჩანამატებს ქრისტეანთა მხრიდან, თუმცა მიიჩნეულია, რომ მისი ბირთვი ავთენტურია. მაგრამ ეს ფრაგმენტი, რომ საერთოდ არ არსებობდეს, იაკობი, რომაა მოხსენიებული, როგორც იესოს ძმად, რომელსაც ეწოდება ქრისტე, ესეც საკმარისია, მით უმეტეს როდესაც ნათქვამია, რომ ეს ყველაზე უფრო სარწმუნო ცნობაა ტექსტის ავთენტურობის თვალსაზრისით და არ წარმოადგენს შემდგომში შეტანილ ცვლილებას.

ფლავიუსის გარდა არის ასევე ტაციტუსის და სხვა ცნობებიც:
https://en.wikipedia.org/wiki/Tacitus_on_Christ

უფრო ვრცლად ამ საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ აქ:
https://en.wikipedia.org/wiki/Sources_for_t...ricity_of_Jesus
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 Pages V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 3rd June 2020 - 11:04 AM