IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> სუნთქვა, ყველაფერი მის შესახებ
brevalo
post Oct 10 2018, 11:17 AM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 340
Joined: 5-April 16
Member No.: 7,512

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



უცნაურია, რომ სუნთქვის შესახებ აქამდე თემა არ გახსნილა. არადა ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია ყველა პრაქიკისთვის.
არსებობს უამრავი სუნთქვა, მაგრამ დეტალებში სპეციალურად არ ჩავეძიები, იმიტომ რომ სუნთქვა ყველაზე ბუნებრივი და სტიქიური ქმედებაა. ის ადამიანის ტვინს ნისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. მე თუ დეტალებში დაწერ ტექნიკებს, ვინც ახლები ხართ შეეცდებით, რომ დაწერილიდან ანუ ტვინით მიაღწიოთ შედეგს. ეგ კიდევ გაართულებს სასურველშედეგამდე გზას.
უბრალოდ დაჯექით. იჯექით ცოტა ხანი, დამშვიდდით, ერთ ნესტოზე დაიდეთ თითი და მეორეთი შეისუნთქეთ. გამოსუნთქვისას პირიქით, მეორეზე დაიდეთ თითი და პირველით გამოუშვით ნელნელა ჰაერიისე რომ ყელის კუნთები მოდუნებული დარჩეს. ეს რამოდენიმეჯერ შეგიძლიათ გაიმეოროთ. შემდეგ კი ჩვეულებრივად ისუნთქეთ, ცნობიერად, შინაგანი აქტიურობით , მაგრამ მშვიდად. როდესაც ტვინი არ მიიღებს მონაწილეობას, სუნთქვა თავისით ნელნელა მოძებნის მის ბუნებრივ მდგომარეობას. ამ. მდგომარეობას თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რადგან სხვანაირად დაიწყებთ სუნთქვას. სუნთქვა ენერგომიმოცვლის ძირეული მოვლენაა. იან და ინ, ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ენერგიით ავსება და ენერგიის გამოდევნა. სიცოცხლე და სიკვდილი.
ორი პოლუსი და სამყაროს სიბრძნე დევს სუნთქვაში.

თქვენც დაამატეთ საინტერესო ინფორმაცია სუნთქვის შესახებ
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 19th May 2024 - 12:15 AM