Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ აუდიოთეკა _ სულისთვის მავნებელი მუსიკა

Posted by: anima mundi Oct 8 2012, 12:23 PM

დარწმუნებული ვარ რომ ბევრი მუსიკაა და ბევრი მომღერალი, რომელიც ჩვენთვის არაა სასარგებლო. რადგან მუსიკა ყველაზე ძლიერად მოქმედებს და ძვრება ჩვენს ტვინებში და გვაყალიბებეს, ჩვენს ემოციურ მდგომრეობას და მსოფლმხედველობაზეც ახდენს გავლენას.. და ანუ, არ გიფიქრიათ რომ მუსიკა გვკეტავს? ჩემთვის პირადად ბევრი მუსიკაა მავნებელი და არ ვუსმენ, ვერ ვუსმენ და თუ ვუსმენ ვგღძნობ როგორ მოქმედებს. მუსიკით ადამიანების დამონება ყველაზე ადვილია..

უფრო ისეთ მუსიკას "ვემტერები' სადაც სიტყვებია, უსიტყო მუსიკას, კლასიკას არა.. პიქირით სასიამოვნოა (ესეც საკითხავი კია რას სიამოვნებს) ჰმმ smile.gif რას ფიქრობთ?

Posted by: zeppelin Jan 27 2013, 03:20 AM

anima mundi
მე ლედ ზეპელინზე გავიზარდე. რომელსაც 1000 ჩიქრი მოცხეს მარა მაინც ვუსმენ biggrin.gif რავიცი ვერ მივხვდი რატო. უკუღმა რო დაატრიალებ სატანური სიტყვებიაო და მე წაღმა უსმენ მაგათ მუსიკებს. რავიცი

Posted by: earth Jan 27 2013, 08:55 AM

anima mundi

QUOTE
არ გიფიქრიათ რომ მუსიკა გვკეტავს?

მასეა ზუსტად... გვკეტავს, გვფიტავს და ენერგიას გვართმევს, ხოლო კლასიკური, ეკლესიური და მრავალი სხვა თანამედროვე მუსიკა პირიქით, ჰარმონიით გვავსებს.

Posted by: td......... Jan 27 2013, 11:10 AM

ამ საკითხე იფიქრია, როკს მაგალითად ეკლესია ებრძვის და სატანურს უწოდებს, არადა ბევრი როკმუსიკოსი ისეთ თექსტებს წერს და ისეთი მუსიკა აქვს , რომელიც ბევრ კითხვაზე პასუხს სცემს ადამიანს, ეხმარება რაღაც გაურკვევლობაში გასარკვევად, ათავისუფლებს მას, კლასიკურს კი ყველა რელიგია ღებულობს და გვთავაზობს ვუსმინოთ, არადა, რამდენი კომპოზიტორია, რომლის ცხოვრების და ბიოგრაფიის გაცნობისას შოკი მიმიღია და მიუხედავად მისი ჰარმონიულად ხმოვანი მუსიკისა, მიგრძვნია ის იმპულსები, რითიც ავსებდა ავტორი ნოტებს. ეს ბუნებრივია, ყველა ხელოვანი დებს თვის ნამუშევარში გარკვეულ ენერეტიკაც, გარკვეულ იმპულსებს და ეს შემდეგ მნახველსა თუ მსმენელზე მოქმედებს. ამიტომ ასე ხელაღებით რაღაცის აკრძალვა და რაღაცის 100% მირება არასწორია. მითუმეტეს ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად ღებულობს და "ინელებს" ამათუ იმ ინფორმაციას. ვირაცისთვის შაქარი მავნებელია და ვიღაცისთვის წამალი.
პირადად ჩემთვის მიღება-არმიღების კრიტერიუმი მხოლოდ მე თვითონ ვარ. ასევე ბავშვებს თავისუფლებას ვაძლევ არჩევანში. smile.gif

Posted by: Lashapoli Jan 27 2013, 01:17 PM

QUOTE(td......... @ Jan 27 2013, 11:10 AM) *

http://www.youtube.com/watch?v=zOc79piZa-A

Posted by: td......... Jan 27 2013, 02:18 PM

Lashapoli
მავნებელია ეს! რეებს დებ, აქ ბავშვებიც შემოდიან!

Posted by: jarmen Oct 10 2013, 01:49 AM

http://www.youtube.com/watch?v=_c3_BvmDCRU
http://www.youtube.com/watch?v=F9cqKafnUrk
http://www.youtube.com/watch?v=aMzWysnhr5c
http://www.youtube.com/watch?v=SXFjZvWgaeI
http://www.youtube.com/watch?v=73Za2PVVDcI
http://www.youtube.com/watch?v=yHK4HpuK6Qo

Posted by: jarmen Oct 10 2013, 01:50 AM

ვნებს ღუ ალაღებს?

Posted by: ano Dec 30 2015, 11:45 PM

მოკლედ ზემოთ რა წერია არ წამიკითხავს სათაურის გარდა არაფერი

ამ ბოლო დროს მუსიკის მოსმენა აღარ მსიამოვნებს მერე ვფიქრობდი რა მუსიკასაც ვუსმენ იქნებ სულაც არ არის სასარგებლო
და რაღაც აუდიო წიგნს ვუსმენდი აღარ მახსოვს რას იქ იყო ნათქვამი რომ თანამედროვე რიტმული მუსიკები იწვევენ ტვინის ფუნქციების დაქვეითებას და ადამიანი ვერ აღიქვამს ინფორმაციას მთლიანობაში, ანუ აღიქვამს მხოლოდ რაღაც ფრაგმენტებს, რაც შეეხება კონკრეტულად რა მუსიკა არ ვიცი მაგრამ ვეჭვობ ყველა თანამედროვე პოპ როკ და ა.შ მსგავსნი მისთანანი

ინფორმაციას მთლიანობაში ნამდვილად ვერ აღვიქვამ, ფრაგმენტალურად ვიმახსოვრებ, და როდესაც მინდა რომ არ დამავიწყდეს ფორუმზე ვდებ biggrin.gif

Posted by: earth Dec 31 2015, 09:54 AM

ano
მე მეგონა მე ვარ მარტო მასე მეთქი. biggrin.gif

Posted by: earth Jan 4 2016, 09:52 AM

გუშინ ნეტში ვეძებდი ქართულ სიმღერებს, გადავაწყდი საქეიფო სიმღერებს, რომლებსაც ხალხი მღერის. დიდი ხანია წასული ვარ საქართველოდან და ბევრი სიმღერა პირველად მოვისმინე. სასწაული უარყოფითი ენერგია, რომელიც ამ სიმღერებში დევს, ადამიანებისათვის ცუდის მომტანია, რადგან სიტყვები მხოლოდ უბედურებაზე იყო აგებული. სიმღერას როცა ვიმეორებთ ხშირად ამ სიმღერის სიტყვები ჩვენზე მოქმედებს, ჩვენი ცხოვრება ხდება. ამ სიმღერებში ერთი ჩემი ნაცნობი სიმღერაც ერია, იეთიმ გურჯის ლექსზე დაწერილი,–„ კარგი იყო არ გამეცან თავიდან, შუა წყალში გადამაგდე ნავიდან“... გამახსენდა ერთი ახლობელი ადამიანი, რომელიც ამ სიმღერას მღეროდა ხშირად. „ჩემი გული შენ დაკოდე, დახიე“,– მართლაც გულით გარდაიცვალა და სიყვარული ვერასოდეს მიიღო თავისი მეუღლისაგან. ზუსტად დაიპროგრამა თავისი ცხოვრება ამ სიმღერით.
ვერ გავძელი ბოლომდე მომესმინა ეს სიმღერები, რადგან ერთი მეორის მიყოლობით უარყოფითი ენერგიის მატარებელი სიმღერები იყო და მეთქი მოვძებნი ისეთ სიმღერებს რასაც ტელევიზორში მღერიან და გადავაწყდი შარშანდელ საახალწლო პროგრამას, იგივე ტირილი და სამწუხაროდ ცუდად შესრულებული სიმღერები, არც თუ ისე კარგი ხმა, არადა რა კარგი ხმის ადამიანები დაილია საქართველოში?
ჯობია თქვენი სიტყვები იმღეროთ, დააკვირდით სიტყვებს, სიმღერისას ისინი თქვენს ბედს ქმნიიან, შექმენით თქვენი ბედი თქვენ, თქვენთვის საოცნებო სიტყვებით, იმღერეთ ის რაც გინდათ რომ იყოთ, რაც გინდათ რომ გქონდეთ. ფრთხილად საქართველოში სიმღერები მთლიანად შესაცვლელია!!! არაა გასაკვირი ს მდგომარეობა, ჩვენ ვმღერივართ ამ მდგომარეობას და ის ჩვენი ცხოვრებაა გამხდარი.

Posted by: tikoroma Jan 5 2016, 10:30 PM

რა ვუყოთ რომ შავი ვაარ
დამწვარი ვარ მზისაგან
მეც ხომ ადამიანი ვაარ
გაჩენილი ღვითასაგაან biggrin.gif biggrin.gif

ეგ ჩემი გული შენ დაკოდე დახიე აკაკი წერეთლის ლექსია და ნეტა რითი მოკვდა?

Posted by: earth Jan 6 2016, 12:05 AM

იეთიმ გურჯის ლექსი მაქვს მხედველობაში...
ლექსი შეიძლება დაწერო, მიაგდო სადმე და არ იმღერო. ეს არ მოქმედებს შენზე.
თუ მღერი ის შენში ჯდება. სიმღერას ძაან დიდი ენერგია აქვს.

Posted by: tikoroma Jan 7 2016, 08:43 PM

ხოო, მე აკაკის რატო მეგონა? biggrin.gif

Posted by: tikoroma Jan 7 2016, 08:43 PM

ხოო, მე აკაკის რატო მეგონა? biggrin.gif

Posted by: tikoroma Jan 7 2016, 08:43 PM

ხოო, მე აკაკის რატო მეგონა? biggrin.gif

Posted by: earth Jan 7 2016, 10:47 PM

biggrin.gif

Posted by: ano Jan 26 2016, 02:10 PM

არ ვიცი ქართული უარესია რუსული თუ სხვა უცხოური.
სიტყვებს კი აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა, თან მუსიკამ აკვიატება იცის, და ჩახვეულივით იმეორებ მთელი დღე,
მე ვიბრაციები უფრო მაინტერესებს ამ ეტაპზე. ელექტრონული რიტმული მუსიკები მიყვარს ყველაზე მეტად, მერე რეტრო ჟანრი, განწყობის მიხედვით ვარ ზოგჯერ მარტო რუსულებს ვუსმენ, თუ ცუდ ხასიათზე ვარ მარტო ქართულების მოსმენა მინდება...
ძან ბევრნაირი მუსიკები მაქვს კომპიუტერში შეგროვილი, განწყობის მიხედვით დახარისხებული,
მაგრამ ეს ბოლო რამოდენიმე თვეა ვაფშე აღარ ვუსმენ არცერთს, ასეთი შეგრძნება მაქვს რომ ტვინს მირევს,

ვიცი რომ არსებობს რიტმი რომელიც ალაგებს და რიტმი რომელიც ანგრევს,
და რომელი უფრო პოპულარულია? რას ვუსმენ? როგორ მოქმედებს გონებაზე?

ვიცი რომ ბგერასაც, სიტყვასაც, და კონკრეტულ დეტალებს მნიშვნელობა აქვს, ეს ბუნდოვნად ვიცი,
მაგრამ დეტალური ცოდნა მინდა გასამიჯნად,

მაგალითად ასე 2 წლის წინ ჰარე კრიშნა ჰარე რამას მანტრას ვიძახდი (ვმღეროდისავით) მთელი დღე როცა გამახსენდებოდა, საკუთარი ინტერესის გამო, მინდა ვთქვა რომ მართლაც ძლიერმოქმედი მანტრაა და პოზიტიურ განწყობას ქმნის, ცხოვრებაშიც ბევრი მოულოდნელი ცვლილებები დაიწყო, უბრალოდ იმ პერიოდს დაემთხვა თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ მახალისებდა და კარგ ხასიათზე მაყენებდა თითქოს გულიდან სიხარული მოდიოდა...

Posted by: earth Jan 26 2016, 08:56 PM

ano

QUOTE(*ANO* @ 26th January 2016 - 03:10 PM) *
მაგალითად ასე 2 წლის წინ ჰარე კრიშნა ჰარე რამას მანტრას ვიძახდი (ვმღეროდისავით) მთელი დღე როცა გამახსენდებოდა, საკუთარი ინტერესის გამო, მინდა ვთქვა რომ მართლაც ძლიერმოქმედი მანტრაა და პოზიტიურ განწყობას ქმნის, ცხოვრებაშიც ბევრი მოულოდნელი ცვლილებები დაიწყო, უბრალოდ იმ პერიოდს დაემთხვა თუ რა იყო არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ მახალისებდა და კარგ ხასიათზე მაყენებდა თითქოს გულიდან სიხარული მოდიოდა...

ეს საინტერესოა...
მე გამოვცადე ჩემს თავზე სიმღერა ძალიან კარგად მოქმედებს. როცა მე ვმღერი თითქოს ყველაფერი კარგად მიდის. ასევე თუ შესაბამის სიტყვებს იმღერ თუ რა გინდა, მე ერთი პერიოდი რაღაც ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ვმღეროდი, რომ ჯანმრთელი ვაარ... სხვათაშორის იმოქმედა. ყოველგვარი ჩარევის გარეშე უკეთ გავხდი. მარტო სიტყვებით, მაგრამ სიტყვებით სიმღერით ნათქვამი, ანუ შინაგანი განწყობის შეცვლაც ემატება.
ცუდი ისაა, რომ ხშირად არ ვმღერი, არ მაქვს ხმა და მცხვენია, როცა მარტო ვარ მაშინ ვმღერი biggrin.gif

Posted by: Kurame May 15 2016, 11:13 AM

საინტერესო სტატიაა. ბავშობაში როკს ვუსმენდი , ლედ ზეპე , სოად ი და მასეთებს drum.gif . საერთოდ როკ მუსიკის ხმაც კი ძალიან მსიამოვნებს ერთის მხრივ მაგრამ ემოციურად ძალიან მღლის და რასაც ასე ვთქვად ,,ვისწორებ'' იმ მომენტში , როცა ვუსმენ , შემდგომ მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე. არ ვიცი სატანურია თუ არა blink.gif , საერთოდ ეგ ნაკლებად მაინტერესებს მაგრამ ცუდად მოქმედებს ჩემს ემოციურ მდგომარეობაზე. ამ ბოლო დროს ქართულ სიმღერები ძალიან მომწონს . პირიქითელი თუში ვარ და რასაკვირველია თუშურ გარმონზე და სალამურზე მეტად არაფერი მსიამოვნებს. l_sunny.gif თან ჩემ მთემბს გავყურებ ხოლმე . მოკლედ ქართული მუსიკები ძალიან მამშვიდებს და თითქოს ენერგიით მავსებს. თანაც ავღნიშნავ , რომ მთებში მოსმენილ გარმონს ათი თავით უფრო ძლიერი ეფექტი აქვს ვიდრე ბარად მოსმენილს biggrin.gif თვითონ თუშეთის მთებს აქვს რაღაც მისტიური ძალა , თითქოს მთელი სამყარო ცდილობს შემოგლიჯოს შენი გონების დახშული კარები. მოკლედ ვისაც არ უნახავს საქართველოს ეს ერთერთი ულამაზესი ადგილი , გირჩევთ , რომ ნახოთ . თანაც იქ აუცილებლად მოისმენთ ტრადიციულ მუსიკას და თავადაც მიხვდებით თუ რაზე ვსაუბრობდი მე ამ პოსტში. uraa.gif

Posted by: earth May 15 2016, 05:21 PM

არვიცი მთებში რა მუსიკას უსმენდი, მაგრამ მთებში ჩიტების ჭიკჭიკს არაფერი მირჩევია. ხშირად დალაპარაკებაც რომ არ გინდა, რომ ეს ულამაზესი სიმფონია არ დაარღვიო wub.gif

Posted by: Kurame May 15 2016, 06:24 PM

QUOTE(earth @ May 15 2016, 05:21 PM) *
არვიცი მთებში რა მუსიკას უსმენდი, მაგრამ მთებში ჩიტების ჭიკჭიკს არაფერი მირჩევია. ხშირად დალაპარაკებაც რომ არ გინდა, რომ ეს ულამაზესი სიმფონია არ დაარღვიო wub.gif

ალპურ ზონებში ჩიტების ჭიკჭიკი თითქმის კია არა საერთოდ არ არის sad.gif აქაიქ არწივი თუ დაიკივლებს ხოლმე. სამაგიეროდ ათობით ხეობის ხმა ისმის , თითქოს ხმა კი არა რაღაც სხვა არის რაც დაძინების საშუალებას არ გაძლევს , დადებითი კუთხით, იმდენ ენერგიას გაძლევს სულ გინდა რომ უსმინო.დილით გარიჟრაჟზე სალოცავიდან გარმონის ხმა ისმის, თან ნისლი რომ შემოვა სოფელში , ქონდრის ჩაის რომ სვავ და მაგიდაზე არაყი laugh.gif ალუდი beerchug.gif და ცხვრის ყველია . და პლიუს უმისტიურესი ბუნება . მოკლედ მიწიერი სამოთხეა JC_cupidgirl.gif

Posted by: earth May 15 2016, 10:13 PM

wub.gif

Posted by: Merlin Jun 8 2016, 01:23 PM

მეოცე საუკუნეში წარმოშობილი და ჩამოყალიბებული მუსიკალური ჟანრებიდან არცერთი არაა სულიერი მაძიებლისათვის შესაფერისი: იქნება ეს:

პოპი/რეპი, ჯაზი/ბლუზი, როკი/მეტალი, თუ ელექტრონული მუსიკის ჟანრები.

თითოეული განსხვავებული თვისებებით ხასიათდება, მაგრამ ყველა მათგანში არის რაღაც ისეთი რაც მას შეუსაბამოს ხდის სულიერი ზრდით დაინტერესებული ადამიანისათვის.

პოპი და რეპი პრიმიტიული მუსიკაა, პრიმიტიული მუსიკა კი პრიმიტულობას ნერგავს ადამიანში. პოპი და რეპიც (ძირიტად შემთხვევაში) მასკულტურას განეკუთვნება, იწერება ფულის გულისთვის, და მხარს უჭერს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა სექსი, მატერიალური ზედმეტი ფუფუნება, უაზრო გართობა, და ზოგადად ადამიანის ქვენა სურვილები.

ჯაზი და ბლუზი მთლიანად მატერიალისტური მუსიკაა. მე ვერ წარმომიდგენია ჯაზის ან ბლუზის მოსმენისას რაიმე სულიერზე და ამაღლებულზე იფიქროს ადამიანმა. ჯაზი ქალაქური ცხოვრების ქაოსს გამოხატავს, ბლუზი კი ამ ქაოსით დაღლილი ადამიანის მცდელობაა - დაისვენოს, არაფერზე არ იფიქროს...
დაფიქრდით რა წარმოგიდგებათ თვალწინ ჯაზის და ბლუზის მოსმენის დროს? ქალაქის ღამის ცხოვრება, ალკოჰოლის ზემოქმედებით გაბრუებული ადამიანები სხედან სიგარეტის ბოლში გახვეულ ბარში და ფიქრობენ თავიანთ ვიწროდ პიროვნულ პრობლემებზე. აქ იდეალებზე ლაპარაკიც ზედმეტია...

როკში და მეტალში შეიძლება შეგვხვდეს მაღალ საკაცობრიო თემები, მაგრამ რაც არ უნდა იყოს როკის და მით უმეტეს მეტალის ჟღერადობა უხეში და აგრესიულია. დისტორშენით დამახინჯებული ბგერებს ემტაბეა ბარაბნების უხეში რიტმი და ასე შემდეგ... საბოლოვო ჯამში ვიღებთ მუსიკას, რომელიც ავრცელებს უხეშ ვიბრაციებს ბუნებაში და აბრკოლებს ადამიანების (ან ცალკეული ადამიანს) კავშირს სულთან.

იშვიათი გამონაკლისები შეიძლება ნაპოვნი იქნას, მაგრამ ერთიანობაში აღნიშნული ჟანრები ცუც ზეგავლენას ახდენენ ადამიანზე.

კლასიკური მუსიკა ყველაზე მისაღები უნდა იყოს სულიერი მაძიებლისათვის, გარდა ამისა სასულიერო მუსიკაში (საეკლესიო და ასე შემდეგ), ფოლკლორში ან თუმდაც საუნდთრეკებში შესაძლებელია ბევრი სუფთა მუსიკის პოვნა (სუფთა ანუ სულისთვის შესაფერისი).

Posted by: Merlin Jun 8 2016, 01:31 PM

''ჯაზი და კლასიკა'' - ეგრედ წოდებული გემოვნებიანი მუსიკა. აი ეს ორი ერთად სრული აბსურდია.... ჯაზს არ აქვს ადგილი კლასიკური მუსიკის გვერდით...

ზოგადად დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს რომ უბრალოდ აღარ შეუძლიათ მუსიკის მოსმენა. აღარ სიამოვნებთ და აღარ უნდათ.

ეს ალბათ ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია მუსიკალური ნაგვისგან. სუფთა მუსიკის მოსმენას კი პოვნა და გარკვეული ''ძალისმხევა'' სჭირდება, რათა აღქმულ იქნას.

Posted by: Kurame Jun 9 2016, 12:41 AM

ციტატა(Merlin @ Jun 8 2016, 01:31 PM) *
''ჯაზი და კლასიკა'' - ეგრედ წოდებული გემოვნებიანი მუსიკა. აი ეს ორი ერთად სრული აბსურდია.... ჯაზს არ აქვს ადგილი კლასიკური მუსიკის გვერდით...

ზოგადად დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს რომ უბრალოდ აღარ შეუძლიათ მუსიკის მოსმენა. აღარ სიამოვნებთ და აღარ უნდათ.

ეს ალბათ ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია მუსიკალური ნაგვისგან. სუფთა მუსიკის მოსმენას კი პოვნა და გარკვეული ''ძალისმხევა'' სჭირდება, რათა აღქმულ იქნას.

100% გეთანხმები. როკი მღლის , ფიზიკურადაც კი . აი კლასიკა , რელაქსი , ტრადიციული ჰარმონიული მუსიკები პირიქით ენერგიით მავსებენ. მედიტაციის დროს განსაკუთრებით.
როკი , მეტალი და ასეთი ჟანრები კი პირიქით მქაჩავენ რაცკი რამე მაქ :დდ

Posted by: ano Feb 10 2017, 08:02 PM

QUOTE(Kurame @ May 15 2016, 06:24 PM) *
ალპურ ზონებში ჩიტების ჭიკჭიკი თითქმის კია არა საერთოდ არ არის sad.gif აქაიქ არწივი თუ დაიკივლებს ხოლმე. სამაგიეროდ ათობით ხეობის ხმა ისმის , თითქოს ხმა კი არა რაღაც სხვა არის რაც დაძინების საშუალებას არ გაძლევს , დადებითი კუთხით, იმდენ ენერგიას გაძლევს სულ გინდა რომ უსმინო.დილით გარიჟრაჟზე სალოცავიდან გარმონის ხმა ისმის, თან ნისლი რომ შემოვა სოფელში , ქონდრის ჩაის რომ სვავ და მაგიდაზე არაყი laugh.gif ალუდი beerchug.gif და ცხვრის ყველია . და პლიუს უმისტიურესი ბუნება . მოკლედ მიწიერი სამოთხეა JC_cupidgirl.gif

რა საინტერესოა, rolleyes.gif

Posted by: Merlin Feb 19 2017, 12:46 PM

https://www.youtube.com/watch?v=Ta9OyPaHjuY

ამას მოუსმინეთ. მნიშვნელოვანი რამეებია აქ ნათქვამი მუსიკაზე.

Posted by: Spellcaster Mar 20 2017, 07:35 PM

https://m.youtube.com/watch?v=j2WWrupMBAE
ესეც ცუდია? ვგიჟდები ამ სიმღერაზე. 😊

Posted by: kindatma Oct 12 2017, 03:13 PM

что русскому хорошо то немцу смерть smile.gif))))
ჩემი აზრით მარტო რუსული პაპსა ავნებს რამეს სულს :დდდდდდდდდდდდდდდდდდ
ისიც ისმინება თუ გალეშილი ხარ ღორივით მეტყევეს ნივაში სადმე ნუნისის დაბლობში.

Posted by: INVICTUS Oct 12 2017, 03:59 PM

Kurame

QUOTE(Alain @ 15th May 2016 - 06:24 PM) *
ალპურ ზონებში ჩიტების ჭიკჭიკი თითქმის კია არა საერთოდ არ არის აქაიქ არწივი თუ დაიკივლებს ხოლმე. სამაგიეროდ ათობით ხეობის ხმა ისმის , თითქოს ხმა კი არა რაღაც სხვა არის რაც დაძინების საშუალებას არ გაძლევს , დადებითი კუთხით, იმდენ ენერგიას გაძლევს სულ გინდა რომ უსმინო.დილით გარიჟრაჟზე სალოცავიდან გარმონის ხმა ისმის, თან ნისლი რომ შემოვა სოფელში , ქონდრის ჩაის რომ სვავ და მაგიდაზე არაყი ალუდი და ცხვრის ყველია . და პლიუს უმისტიურესი ბუნება . მოკლედ მიწიერი სამოთხეა

რა კარგად მამოგზაურა ამ პოსტმა. smile.gif good.gif clap2.gif

Posted by: INVICTUS Oct 12 2017, 04:00 PM

ქონდრის ჩაის თუ სვამდნენ არ ვიცოდი, ეტყობა რაღაც დანიშნულებაც ენება.

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)