Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები _ დატევა

Posted by: INVICTUS Dec 19 2017, 12:13 PM

მართლმადიდებლური სწავლებიდან, ხშირად კი სამოძღვრო ქადაგებებიდან მესმის, რომ მადლს დატევა (დატევნა) უნდა.
ის რაც მოგვეცემა მადლისმიერად, წყალობით, მას მოფრთხელა და საკუთარ თავში დატევა უნდა, ხოლო იმისათვის, რომ დაიტიო, უნდ იყო შესაბამისი ტევადობის ჭურჭელი, სულიერად იმ დონეზე, რომ ამის ატანა და შენახვა შეძლო.

პირადად მსმენია, რომ მეგობარს (ეკლესიურ პირს) ზამთრისთვის შეშა ჰქონია სახლში და მოიხმარდა ამ შეშას, ისე რომ არაფერი არ აკლდებოდა რაოდენ გასაოცარი არ უნდა იყოს, ერთხელ დედამისს (თუ არ ვცდები) მეზობელთან აღნიშნული ფაქტი გაუმხელია და მადლიც მომენტალურად გასულა, ანუ მალევე დაელიათ მარაგი. ასეთი შემთხვევები არაერთი ვიცი, თუმცა რაღა შორს წავიდე, პირად გამოცდილებას გეტყვით და დარწმუნებული ვარ თქვენს შორისაც არაერთი იქნება ვისაც მსგავსი შემთხვევები ჰქონია, ანუ თუ მინდა რაღაც ხანგრძლივი მოქმედების გეგმის განხორციელება, დავუშვათ ვარჯიშის დაწყება დარბაზში, ან უცხო ენის შესწავლის კურსებზე ჩაწერა და სიარული, ან სამოგზაუროდ წასვლა და ეს გავაჟღერე, არ ააქვს ამას მნიშვნელობა შინაურ წრეში იქნება ეს თუ ნაცნობებში – 99% ის საქმე არ გამომდის, არ იწყება.

რა გამოდის, თუ რაიმეს დაწყება გადაწყვიტე, რაიმე საქმის წამოწყებას აპირებ, ის უნდა შეინახო საგულდაგულოდ, არ უნდა გააჟღერო, მართლმადიდებლური სწავლებით, სიტყვას ეშმაკი გვართმევს ამ შემთხვევაში და ხელს გვიშლის საქმიანობაში, თუმცა არამგონია ეშმაკისთვისს საამო საქმის წამოწყებაში ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ჩვენ ხომ ამას შეგნებულად არ ვაკეთებთ.

მე ვასკვნი, რომ ყოველი საქმის გადაწყვეტის შესახებ, მდუმარება აუცილებელია, ეზოთერული კუთხით ალბათ შურის გამო ვითვალებით არა?

Posted by: earth Dec 20 2017, 07:50 AM

მე იმას ვიტყვი, რომ გამიგია ბავშვობიდან წინასწარ არაფერი თქვაო... სიიმართლეს ვიტყვი მაინცდამაინც არ ვაქცევდი ამას მნიშვნელობას. მერე რონდა მპერნის პრაქიკები წავიკითხე და არ მახსოვს სად, მაგრამ ეწერა, რომ რისი ოცნებაც გაქვთ, არ თქვათო წინასწარ. მივედი იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა თქვა წინასწარ, ის რაც ძალიან გინდა რომ აგისრულდეს. JC_cupidgirl.gif

ახლა რატომ? სრულ პასუხს ვერ იტყვი ამ შეკითხვაზე, მაგრამ შევეცდები ავხსნა ეზოთერიული თვალსაზრისით.
ყველა სურვილი ენერგიაა და თუ იტყვი,– ამ ენერგიის გაფანტვა და დაშლა ხდება და ძალა იკარგება მიზნისათვის. ალბათ მერე ხელის შემშლელი ენერგიებიც ერთვებიან და იშლება და მიზანი აღარ მიიღწევა.

Posted by: ichi Dec 20 2017, 09:13 AM

მეც ასე მაქვს 'დაცდილი', ამ გადმოსახედიდან ვეთანხმები თემის ავტორს, არ უნდა თქვა რას აპირებ არავისთან.
მე რატომღაც ძალიან მიჭირს ეს საქმე. უმეტეს კიარა ალბათ 99%-ს ვამბობ ამასთან თU იმასთან. არაა საჭირო.

QUOTE(INVICTUS @ 19th December 2017 - 12:13 PM) *
პირადად მსმენია, რომ მეგობარს (ეკლესიურ პირს) ზამთრისთვის შეშა ჰქონია სახლში და მოიხმარდა ამ შეშას, ისე რომ არაფერი არ აკლდებოდა რაოდენ გასაოცარი არ უნდა იყოს, ერთხელ დედამისს (თუ არ ვცდები) მეზობელთან აღნიშნული ფაქტი გაუმხელია და მადლიც მომენტალურად გასულა

jadoqar.gif

Posted by: INVICTUS Dec 20 2017, 10:16 AM

earth

QUOTE(earth @ 20th December 2017 - 07:50 AM) *
ამ ენერგიის გაფანტვა და დაშლა ხდება და ძალა იკარგება მიზნისათვის



კარგად არის ნათქვამი.

Posted by: ano Dec 21 2017, 02:27 PM

კარგი თემაა,
ვეთანები ზედა პოსტებს,
მეც ასე ვარ, როცა რაიმე ნაბიჯს ვდგამ არავინ იცის ამის შესახებ, იმიტომ რომ ვუფრთხილდები საკუთარ ენერგიებს და მეორე არ მსურს სხვამ თავისი აზრები მომახვიოს, იმ საქმეში რომელიც მე უკვე გადავხარშე და გადავწყვიტე

ენერგიის კონცენტრაცია იფანტენა და საქმეში ერთვება საწინააღმდეგო ოპოზიციური ენერგიები

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)