IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> დატევა, დათმენა
INVICTUS
post Dec 19 2017, 12:13 PM
Post #1


ORANGE soul
Group Icon

Group: Members
Posts: 485
Joined: 14-July 17
Member No.: 7,641

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



მართლმადიდებლური სწავლებიდან, ხშირად კი სამოძღვრო ქადაგებებიდან მესმის, რომ მადლს დატევა (დატევნა) უნდა.
ის რაც მოგვეცემა მადლისმიერად, წყალობით, მას მოფრთხელა და საკუთარ თავში დატევა უნდა, ხოლო იმისათვის, რომ დაიტიო, უნდ იყო შესაბამისი ტევადობის ჭურჭელი, სულიერად იმ დონეზე, რომ ამის ატანა და შენახვა შეძლო.

პირადად მსმენია, რომ მეგობარს (ეკლესიურ პირს) ზამთრისთვის შეშა ჰქონია სახლში და მოიხმარდა ამ შეშას, ისე რომ არაფერი არ აკლდებოდა რაოდენ გასაოცარი არ უნდა იყოს, ერთხელ დედამისს (თუ არ ვცდები) მეზობელთან აღნიშნული ფაქტი გაუმხელია და მადლიც მომენტალურად გასულა, ანუ მალევე დაელიათ მარაგი. ასეთი შემთხვევები არაერთი ვიცი, თუმცა რაღა შორს წავიდე, პირად გამოცდილებას გეტყვით და დარწმუნებული ვარ თქვენს შორისაც არაერთი იქნება ვისაც მსგავსი შემთხვევები ჰქონია, ანუ თუ მინდა რაღაც ხანგრძლივი მოქმედების გეგმის განხორციელება, დავუშვათ ვარჯიშის დაწყება დარბაზში, ან უცხო ენის შესწავლის კურსებზე ჩაწერა და სიარული, ან სამოგზაუროდ წასვლა და ეს გავაჟღერე, არ ააქვს ამას მნიშვნელობა შინაურ წრეში იქნება ეს თუ ნაცნობებში – 99% ის საქმე არ გამომდის, არ იწყება.

რა გამოდის, თუ რაიმეს დაწყება გადაწყვიტე, რაიმე საქმის წამოწყებას აპირებ, ის უნდა შეინახო საგულდაგულოდ, არ უნდა გააჟღერო, მართლმადიდებლური სწავლებით, სიტყვას ეშმაკი გვართმევს ამ შემთხვევაში და ხელს გვიშლის საქმიანობაში, თუმცა არამგონია ეშმაკისთვისს საამო საქმის წამოწყებაში ხელი შეგვიშალოს, მაგრამ ჩვენ ხომ ამას შეგნებულად არ ვაკეთებთ.

მე ვასკვნი, რომ ყოველი საქმის გადაწყვეტის შესახებ, მდუმარება აუცილებელია, ეზოთერული კუთხით ალბათ შურის გამო ვითვალებით არა?
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
ano
post Dec 21 2017, 02:27 PM
Post #2


GREEN soul
Group Icon

Group: Banned
Posts: 1,433
Joined: 8-November 12
From: ბუ
Member No.: 6,920

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



კარგი თემაა,
ვეთანები ზედა პოსტებს,
მეც ასე ვარ, როცა რაიმე ნაბიჯს ვდგამ არავინ იცის ამის შესახებ, იმიტომ რომ ვუფრთხილდები საკუთარ ენერგიებს და მეორე არ მსურს სხვამ თავისი აზრები მომახვიოს, იმ საქმეში რომელიც მე უკვე გადავხარშე და გადავწყვიტე

ენერგიის კონცენტრაცია იფანტენა და საქმეში ერთვება საწინააღმდეგო ოპოზიციური ენერგიები
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 28th April 2024 - 04:46 AM